განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001268828
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
09 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/7490-17
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური
მოსამართლეები: ნათია გუჯაბიძე, გოდერძი გიორგიშვილი
სხდომის მდივანი - გვანცა კომბეგაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვით
აპელანტი - დ-------- ჩ-------
წარმომადგენელი – ნ------–-------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე – ნ-----–- ჩ-------
წარმომადგენლები – მ-------------
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, მესაკუთრედ აღიარება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება
სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ-----–- ჩ------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს მ----- მ-------–-ს მიერ ნ--–------ ჩ------ის სახელზე 2008 წლის 03 ნოემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა (რეესტრში რეგისტრაციის № 2----) ½ ნაწილში; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ნ---- მ------–---–-ს მიერ დ-------- ჩ------ის სახელზე 2014 წლის 02 ივლისს გაცემული სამკვიდრო მოწმობა (რეესტრში რეგისტრაციის №1--------) ½ ნაწილში; ნ-----–- ჩ------- (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნა 2007 წლის 02 ნოემბერს გარდაცვლილი დის ზ----- ჩ------ის (პ/ნ 3----------) სამკვიდრო ქონების, კერძოდ, უძრავი ნივთის მდებარე ქ------–--------------–----------------------, საკადასტრო კოდი №7-----------, ½ ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. ნ--–------ ჩ------- 1959 წლიდან 1983 წლამდე მუდმივად არ ცხოვრობდა მისამართზე მდებარე ქ------–--------------–----------------------. ნ--–------ ჩ-------მ 1983 წლის 20 მაისს მიმართა მ–------ რაიონის სახალხო სასამართლოს დედის, ე----- ჩ------ის სამკვიდრო მიღების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა -განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);
-სასარჩელო განცხადება (ს.ფ.212).
2.2. ზ----- ჩ------- ფსიქიატრიული კლინიკის გასხვისების გამო გარდაცვალებამდე ცხოვრობდა საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში მდებარე ქ------–--------------–----------------------.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა -განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.3. ი----- ჩ-------მ, როგორც ზ----- ჩ------ის მეორე რიგის მემკვიდრემ, უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე ძმის, ნ--–------ ჩ------ის სასარგებლოდ.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა -განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.4. დ-------- ჩ------- მამის, ნ--–------ ჩ------ის გარდაცვალების მომენტისათვის ცხოვრობდა საზღვარგარეთ.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა -განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.5. ი----- ჩ------ის მემკვიდრეებს, ნ---- ჩ-------ს, დ---- ჩ-------სა და გ------- ჩ------ის მეუღლეს, ლ---- გ---------ს არ აქვთ პრეტენზია ზ----- ჩ------ის დანაშთ ქონებაზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-დაინტერესებულ პირთა ახსნა -განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.6. ზ----- ჩ------ის სახელზე, მ–------ სასამართლოს 1983 წლის 07 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების #--- საფუძველზე, საკუთრების უფლებით ირიცხებოდა უძრავი ქონება მდებარე ქ------–--------------–----------------------, ფაქტიური ფართობი - 802 კვ.მ.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-გადაწყვეტილება (ს.ფ. 210);
-ცნობა -დახასიათება (ს.ფ.172).
2.7. ზ----- ჩ------- 1984 წლის 01 თებერვლიდან 2007 წლის 02 თებერვლამდე იმყოფებოდა სტაციონარულ მკურნალობაზე ,---------------------------–------------------------------------–-----–------–-- დიაგნოზით: რ----------–-------–-------------.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-ცნობა (ს.ფ.35).
2.8. მ–------ სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1987 წლის 03 აპრილის #-- გადაწყვეტილებით, ნ--–------ ჩ-------ს დაინიშნა ზ----- ჩ------ის მეურვედ.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-განცხადების პასუხი (ს.ფ.114);
-გადაწყვეტილება (ს.ფ.115).
2.9. ზ----- ჩ------- გარდაიცვალა 2007 წლის 02 ნოემბერს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ.19).
2.10. ზ----- ჩ-------ს პირველი რიგის მემკვიდრეები არ დარჩენია. გარდაცვლილის მეორე რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ: და - ნ-----–- ჩ-------, ძმები - ნ--–------ ჩ------- და ი----- ჩ-------.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- განქორწინების მოწმობა (ს.ფ.236);
- დაბადების მოწმობები (ს.ფ.37, 39, 227);
-სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 21-23).
2.11. ზ----- ჩ------ის სამკვიდრო ქონებაზე, მდებარე ქ------–--------------–----------------------, ნ--–------ ჩ------ის სახელზე, ნოტარიუს მ---------–-ს მიერ 2008 წლის 03 ნოემბერს გაიცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა, რეესტრში რეგისტრაციის #-----, რომლის საფუძველზეც სამკვიდრო მოწმობის მიმღები პირი აღირიცხა სადავო ქონების მესაკუთრედ.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ.21-24);
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.25).
2.12. ნ--–------ ჩ------- გარდაიცვალა 2013 წლის 22 დეკემბერს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ.27).
2.13. ნ--–------ ჩ------ის გარდაცვალების მომენტისათვის მის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ: შვილი - დ-------- ჩ-------, მეუღლე - ლ----- ჩ-------.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების დამოწმება (ს.ფ.28).
2.14. დ-------- ჩ------ის მიერ ნ-----–- ჩ------ის სახელზე 2013 წლის 27 დეკემბერს გაცემული მინდობილობის საფუძველზე, მოპასუხემ მიიღო სამკვიდრო მოწმობა ნ--–------ ჩ------ის სამკვიდრო ქონებაზე, 2014 წლის 02 ივლისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-მინდობილობა (ს.ფ.48-49);
-სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადების დამოწმება (ს.ფ.28-31).
2.15. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მ–------ სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილებით #----------------, შეჩერდა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ქ------–--------------–----------------------, ვინაიდან მემკვიდრე, დ-------- ჩ------- წარმოადგენდა უცხო ქვეყნის მოქალაქეს. განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა 2014 წლის 26 სექტემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-გადაწყვეტილებები (ს.ფ.32-34).
2.16. ნ-----–- ჩ------- რეგისტრირებულია მისამართზე მდებარე თ---–-------–------–----–-----------.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-პირადობის მოწმობის ასლი (ს.ფ.40).
2.17. 2016 წლის 01 იანვრისათვის მისამართზე მდებარე ქ------–--------------–----------------------, კომუნალური გადასახადების გადამხდელ აბონენტად რეგისტრირებულია ნ--–------ ჩ-------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-აბონენტის ქვითარი (ს.ფ.117).
2.18. ი----- ჩ------- გარდაიცვალა 1990 წლის 18 ოქტომბერს. მის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენენ: შვილი - ნ---- ჩ-------, ა---------– ჩ-------, გარდაცვლილი შვილის, გ------- ჩ------ის მეუღლე - ლ---- გ--------- და შვილები - დ---- ჩ-------, ი----- ჩ-------.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-გარდაცვალების მოწმობები (ს.ფ.223, 229);
-დაბადების მოწმობები (ს.ფ.226, 227, 228, 238, 239);
-ქორწინების მოწმობა (ს.ფ.225).
2.19. ნ-----–- ჩ-------მ 1983 წლის 03 აპრილს, წერილობითი განცხადების შესაბამისად, უარი განაცხადა მშობლების, დ-------- ჩ------ისა და ე----- ჩ------ის სამკვიდრო ქონებაზე, ძმის, ნ--–------ ჩ------ის სასარგებლოდ.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-განცხადება (ს.ფ.47).
2.20. ნ-----–- ჩ-------მ, დის - ზ----- ჩ------ის გარდაცვალების, 2007 წლის 02 ნოემბრის შემდეგ, 6 თვის ვადაში, ფაქტობრივი ფლობით მიიღო სამკვიდრო, რაც გამოიხატა იმაში, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ სისტემატურად უვლიდა და პატრონობდა დანაშთ ქონებას, სარგებლობდა საცხოვრებელი სახლითა და მიწის ნაკვეთით.
აღნიშნულის შეფასების საფუძველს სასამართლოს აძლევს საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სასამართლო უპირველესად აღნიშნავს, რომ მატერიალური სამართლის არც ერთი ნორმა სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დადასტურების სპეციალურ სტანდარტს არ ადგენს. სსსკ-ის 102-ე მუხლის მეორე ნაწილი, დასაშვებ მტკიცებულებად მოწმის ჩვენებასაც მიიჩნევს, თავის მხრივ, ამავე კოდექსის 140-ე მუხლი მოწმედ განიხილავს ნებისმიერ პირს, რომელსაც შესაძლებელია, გააჩნდეს რაიმე ინფორმაცია სადავო გარემოების შესახებ. მოწმის ჩვენების შეფასებისას სასამართლო მას იკვლევს, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რა დროსაც, ბუნებრივია, მნიშვნელობა ენიჭება, როგორც სუბიექტურ, ისე ობიექტურ ფაქტორებს, მათ შორისაა მოწმის უნარი, აღიქვას ფაქტები და სწორად გადმოსცეს ისინი, მისი დამოკიდებულება მოდავე მხარეებისა და გარემოებების მიმართ, ასეთ დროს მოწმდება ჩვენების იურიდიული სანდოობა და მისი შეფასების პროცესუალურ საფუძველს 105-ე მუხლი.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ უდავოდაა მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ზ----- ჩ-------, კლინიკის გასხვისების გამო, გარდაცვალებამდე გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში. ნ-----–- ჩ------ის განმარტებით, იგი ზრუნავდა დაზე, უვლიდა და პატრონობდა ქონებას როგორც მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე, ასევე, მას შემდეგაც, მიიჩნევდა თავისად, ფლობდა და სარგებლობდა იქ განთავსებული ნივთებით. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებენ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოწმეებიც, რომელთა დაინტერესებაც საქმის გადაწყვეტის კონკრეტული შედეგით, გამოკვეთილი არ არის. მოწმე მ---- ლ-------ის განმარტებით, ნ-----–- ჩ------- სისტემატურად დადიოდა სადავო სახლში, რჩებოდა იქ და მიიჩნევდა თავისად. იგი თავადაც გაყოლია და უსარგებლია მიწის ნაკვეთზე მოსული ხეხილით. ზ----- ჩ------ის ძმისშვილის, მოწმე ნ---- ჩ------ის ჩვენებითაც, რომელიც თავადაც არის თვითმხილველი გადმოცემული ფაქტების, დგინდება, რომ სამკვიდრო სახლს ასუფთავებდა, ალაგებდა, ძმას, ნ--–------ ჩ-------საც პატრონობდა მოსარჩელე. სამკვიდრო სახლში იყო და არის განთავსებული ნ-----–- ჩ------ის ნივთებიც.
ზ----- ჩ------ის გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელის მიერ ქონების პატრონობის ფაქტს ადასტურებს მოწმე ო----–-- მ----------ც. ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ ნ-----–- ჩ------- პერიოდულად მიდიოდა მშობლების სახლში, დადასტურებულ იქნა თავად მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა, მ---- ბ----ის, ნ---- ა---–------ისა და ზ------ დ---–-ს ჩვენებებითაც. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა, ქმნის იმ ვარაუდის დაშვების შესაძლებლობას, რომ იგი დაეუფლა სიცოცხლეში ზ----- ჩ------ის სარგებლობაში არსებულ, სადავო საცხოვრებელ სახლში განთავსებულ მოძრავ ნივთებს, მიიჩნევდა თავისად, ფლობდა და სარგებლობდა იქ განთავსებული ნივთებით. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ნ-----–- ჩ-------ს არ ჰქონია ნება მიეღო დის სამკვიდრო ქონება.
დასახელებული ფაქტები მოსარჩელის სადავო სახლში სისტემატურად და უწყვეტად მისვლის, დარჩენის, სახლისმიწის ნაკვეთის მოვლა-პატრონობის შესახებ, ცხადყოფს იმ გარემოებას, რომ ნ-----–- ჩ------- დის ქონებაზე თავს მიიჩნევდა მემკვიდრედ და უფლებამოსილ პირად, რომელსაც შეეძლო საკუთარი ნივთები ჰქონოდა ზ----- ჩ------ის სახლში და მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ გაეგრძელებინა იმ ქონებით სარგებლობა, რასაც სიცოცხლეშიც იყენებდა, იღებდა მეგობრებს, უნაწილებდა მათ ეზოში მოყვანილ პროდუქტებს, შეუზღუდავად იყენებდა უძრავ ნივთს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში .
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო - სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ -სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სასამართლომ განმარტა, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას . მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.21. სასამართლოს მითითებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო, ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთვევისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1504-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ამოქმედდა 1997 წლის 25 ნოემბრიდან.
განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მხარეებს 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის ნორმათა შესაბამისად სადავო საკითხის მოწესრიგება არ უთხოვიათ, მაგრამ ნორმათა გამოყენებასთან დაკავშირებით მხარეთა შორის შეთანხმებასაც არ ჰქონია ადგილი. უდავოდ გასათვალისწინებელია, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების ფარგლებში, სამემკვიდრეო ურთიერთობებიდან გამომდინარე გამოსაკვლევია სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების საკითხი, შესაბამისად, ზ----- ჩ------ის სამკვიდროს გაყოფასთან, გამოყენებულ უნდა იქნას მამკვიდრებლის გარდაცვალებისათვის, 2007 წლის 02 ნოემბერს, სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსი (1964 წლის რედაქცია).
სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 540-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება სამკვიდროს დამტოვებლის გარდაცვალების დღე. ამავე კოდექსის 539-ე მუხლი შესაბამისად, მემკვიდრეობის გადასვლა ხდება კანონით ან ანდერძით.
სამოქალაქო სამართლის კოდექსის 544-ე მუხლის თანახმად, კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან, მეორე რიგის მემკვიდრეები - გარდაცვლილი და-ძმები.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზ----- ჩ------ის გარდაცვალებით, 2007 წლის 02 ნოემბერს გაიხსნა სამკვიდრო. მის პირველი რიგის მემკვიდრეები არ დარჩენია. მამკვიდრებლის მეორე რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ და - ნ-----–- ჩ-------, ძმები - ნ--–------ და ი----- ჩ-------ები.
დადგენილია ასევე, რომ ზ----- ჩ------ის გარდაცვალებისას სამკვიდრო მასას წარმოადგენდა უძრავი ქონება მდებარე ქ------–--------------–----------------------.
ზ----- ჩ------ის სამკვიდრო ქონებაზე, მდებარე ქ------–--------------–----------------------, ნ--–------ ჩ------ის სახელზე, ნოტარიუს მ---------–-ს მიერ 2008 წლის 03 ნოემბერს გაიცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა, რეესტრში რეგისტრაციის #-----, რომლის საფუძველზეც სამკვიდრო მოწმობის მიმღები პირი აღირიცხა სადავო ქონების მესაკუთრედ. ი----- ჩ-------ს სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით პრეტენზია არ განუცხადებია. რაც შეეხება ნ-----–- ჩ-------ს, მას არ უთქვამს უარი დის, ზ----- ჩ------ის სამკვიდრო ქონების მიღებაზე. აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებად, მისი შედგენის თარიღისა და მამკვიდრებელთა გათვალისწინებით, სასამართლო ვერ მიიჩნევს მოპასუხის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას, რომლის თანახმადაც, ნ-----–- ჩ-------მ, ზ----- ჩ------ის სიცოცხლეში, უარი განაცხადა მშობლების სამკვიდროს მიღებაზე, ძმის, ნ--–------ ჩ------ის სასარგებლოდ 1983 წლის 03 აპრილს, და არა დის სამკვიდრო ქონებაზე, რომელიც გარდაიცვალა 2007 წლის 02 ნოემბრის.
ნ--–------ ჩ------ის გარდაცვალების შემდეგ, სამკვიდრო მოწმობა დანაშთ ქონებაზე გაიცა შვილის, დ-------- ჩ------ის მიმართ, 2014 წლის 02 ივლისს.
სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამკვიდრო მიღებულად ითვლება თუ მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, აგრეთვე როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ; ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნული მოქმედებები შესრულებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან . ამავე ნორმის პირველი აბზაცის პირველი წინადადების თანახმად, იმისათვის , რომ სამკვიდრო მემკვიდრისა გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი. მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან .
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება; ანუ აღნიშნული ნორმა იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში ) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. ამდენად, იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმით დარეგულირდეს განსახილველი ურთიერთობა, სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის
განმავლობაში მემკვიდრე ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს ქონებას ან მართოს იგი. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ.
ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრის ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. ასეთად კი მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში და სხვა. სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადასახადების გადახდაში, დამქირავებლისათვის ქირის გადახდევინებაში, თხოვებაში, დანაშთი ქონების მოვლა - პატრონობაში და ა.შ.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია გარემოება იმის თაობაზე, რომ ნ-----–- ჩ-------მ, დის - ზ----- ჩ------ის გარდაცვალების, 2007 წლის 02 ნოემბრის შემდეგ, 6 თვის ვადაში, ფაქტობრივი ფლობით მიიღო სამკვიდრო, რაც გამოიხატა იმაში, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ სისტემატურად უვლიდა და პატრონობდა დანაშთ ქონებას, სარგებლობდა საცხოვრებელი სახლითა და მიწის ნაკვეთით, იმ სახლშივეა განტავსებული მისი კუთვნილი ნივთებიც.
ნ-----–- ჩ------ის განმარტებით, იგი ზრუნავდა დაზე, უვლიდა და პატრონობდა ქონებას როგორც მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე, ასევე, მას შემდეგაც, მიიჩნევდა თავისად, ფლობდა და სარგებლობდა იქ განთავსებული ნივთებით. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებენ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოწმეებიც, რომელთა დაინტერესებაც საქმის გადაწყვეტის კონკრეტული შედეგით, გამოკვეთილი არ არის. ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ ნ-----–- ჩ------- პერიოდულად მიდიოდა მშობლების სახლში, დადასტურებულ იქნა თავად მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა, მ---- ბ----ის, ნ---- ა---–------ისა და ზ------ დ---–-ს ჩვენებებითაც. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა, ქმნის იმ ვარაუდის დაშვების შესაძლებლობას, რომ იგი დაეუფლა სიცოცხლეში ზ----- ჩ------ის სარგებლობაში არსებულ, სადავო საცხოვრებელ სახლში განთავსებულ მოძრავ ნივთებს. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ნ-----–- ჩ-------ს არ ჰქონია ნება მიეღო დის სამკვიდრო ქონება.
დასახელებული ფაქტები მოსარჩელის სადავო სახლში სისტემატურად და უწყვეტად მისვლის, დარჩენის, მიწის ნაკვეთის მოვლა-პატრონობის შესახებ, ცხადყოფს იმ გარემოებას, რომ ნ-----–- ჩ------- დის ქონებაზე თავს მიიჩნევდა მემკვიდრედ და უფლებამოსილ პირად, რომელსაც შეეძლო საკუთარი ნივთები ჰქონოდა ზ----- ჩ------ის სახლში და მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ გაეგრძელებინა იმ ქონებით სარგებლობა, რასაც სიცოცხლეშიც იყენებდა, იღებდა მეგობრებს, უნაწილებდა მათ ეზოში მოყვანილ პროდუქტებს, შეუზღუდავად იყენებდა უძრავ ნივთს.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის შესახებ, რომ ვინაიდან ნ-----–- ჩ------ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი მდებარეობდა სხვა მისამართზე, იგი არ დაუფლებია სამკვიდრო ქონებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებისათვის აუცილებელი არ არის მუდმივად სამკვიდროში შემავალი მთელი ქონების პყრობა ან ფაქტობრივი ფლობა, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გარკვევა, თუ მემკვიდრე რამდენად თავისად მიიჩნევდა დანაშთ ქონებას და რა ფაქტობრივი დამოკიდებულება აქვს აღნიშნული ქონების მიმართ. განსახილველ შემთხვევაში, მოწმეთა ჩვენებებისა და მხარეთა ახსნა -განმარტების საფუძველზე ირკვევა, რომ მოსარჩელე სისტემატურად სარგებლობდა, უვლიდა, პატრონობდა, თავისად მიიჩნევდა სადავო ნივთს. აღნიშნული კი მიუთითებს მოსარჩელის სურვილზე, მიეღო დის სამკვიდრო, რაც ფაქტობრივად, განახორციელა კიდეც.
სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების მიზნებისათვის მნიშვნელობა ენიჭება მემკვიდრის სუბიექტურ დამოკიდებულებას სამკვიდრო მასაში არსებული ქონების მიმართ. კერძოდ, გარემოებებს იმის შესახებ, რომ მემკვიდრე გარკვეულ ზომებს იღებდა სამკვიდროს დაცვის, შენარჩუნების და თუ აშკარად გამოკვეთილი არ არის, რომ აღნიშნული ვინმეს სასიკეთოდ, საჩუქრის სახით კეთდებოდა, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე იგულისხმება, რომ მემკვიდრე ქონებას თავისად მიიჩნევდა და გარკვეულ ქმედებებს ახორციელებდა საკუთარ ქონებაზე.
საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა - ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, ქმნის პრეზუმფციას იმისას, რომ ნ-----–- ჩ------- ფაქტობრივად დაეუფლა დის სამკვიდრო ქონებას. პრეზუმირებული ფაქტის გამაქარწყლებელი და უარმყოფელი უტყუარი მტკიცებულებები მოპასუხეს არ წარმოუდგენია.
შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მამკვიდრებლის მეორე რიგის კანონისმიერ მემკვიდრეთაგან, სამკვიდრო მიღებულია აქვს ორ პირს, მოსარჩელის წილი სადავო ქონებიდან განისაზღვრება უძრავი ნივთის ½ ნაწილით, რის გამოც ნ-----–- ჩ------ის სარჩელი აღიარებულ იქნას 2007 წლის 02 ნოემბერს გარდაცვლილი დის, ზ----- ჩ------ის (პ/ნ 3----------) სამკვიდრო ქონების, კერძოდ, უძრავი ნივთის მდებარე ქ------–--------------–----------------------, საკადასტრო კოდი №------------- ფაქტობრივი ფლობით მიმღებ მემკვიდრედ და დანაშთი ქონების მესაკუთრედ ½ ნაწილში, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, რაც შეეხება მოპასუხის მიერ მითითებულ სასარჩელო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობას, სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც. სწორედ ასეთ სპეციალურ ხანდაზმულობის ვადას გვთავაზობს სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი, კონკრეტულად იმ შემთხვევისათვის, როცა პირს სურს შეედავოს სამკვიდრო მოწმობას. მითითებული ნორმის თანახმად, სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი. სამკვიდროს მიღება ან მასზე უარის თქმა ცალმხრივი გარიგებაა, რომლითაც გამოხატულია მემკვიდრის ნება სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით. სამკვიდროს მიღებისა და მიღებაზე უარის თქმის წესი დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 1421-1451-ე მუხლებით. თუკი სამკვიდროს მიღების შემდეგ მემკვიდრე არ მიიღებს ზომებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს სამკვიდროს მიღებაზე. სამკვიდრო მოწმობა ადასტურებს მასში მითითებული პირის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს. ამდენად, სამკვიდროს მიღება ყოველთვის წინ უსწრებს სამკვიდრო მოწმობის გაცემას. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 1450 -ე მუხლი ადგენს კონკრეტულად სამკვიდროს მიღების ან მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ხანდაზმულობის ვადას და არა სამემკვიდრეო მოწმობის გასაჩივრების ვადას (სუსგ 30.10.2015 წ. №ას-111-104-2015, სუსგ 8.04.2013 წ . №ას-72-68-2013), რის გამოც ამ მხრივ მოპასუხის მითითება სამართლებრივ მნიშვნელობას მოკლებულია. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ დაუშვებელია – მესაკუთრეს დაუწესდეს რაიმე ხანდაზმულობის ვადა მისი საკუთრების აბსოლუტური უფლების დაცვასთან დაკავშირებით. ეს დასკვნა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას (მაგალითად, იხ: 2014 წლის 24 იანვრის განჩინება სამოქალაქო საქმეზე №ას-911-869-2013).
2.22. სამოქალაქო კოდექსის 1503-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა შეიძლება გაიცეს როგორც მთელ სამკვიდროზე ასევე მის ნაწილზე. მოწმობა მიეცემა ყველა მემკვიდრეს ერთად ან თითოეულს ცალ-ცალკე მათი სურვილისამებრ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. ვინაიდან, ნ-----–- ჩ------- წარმოადგენს დის სამკვიდრო ქონებიდან ½ ნაწილის საკუთრების უფლების მიღებაზე უფლებამოსილების მქონე პირს, შესაბამისად არსებობს ნოტარიუს მ----- მ-------–-ს მიერ ნ--–------ ჩ------ის სახელზე 2008 წლის 03 ნოემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის, ასევე, ნ-----–- გ----ის მიერ 2008 წლის 01 ივლისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ, მოსარჩელის იურიდიული ინტერესის ფარგლებში, ½ ნაწილში ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ ნ-----–- ჩ------- ზ----- ჩ------ის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა დის დანაშთ ქონებას, რაც მამკვიდრებლის ქონების სისტემურ მოვლა-პატრობაში გამოიხატა. აღნიშნული გარემოების დასადგენად სასამართლო დაეყრდნო მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც წარმოადგენენ მოსარჩელის ნათესავებს და მეზობლებს, გარდა ამისა, მოსარჩელის ყველა მოწმე ცხოვრობს მის მეზობლად და არა სადავო ქონების მისამართზე. აპელანტის მითითებით გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ყურადღების მიღმაა დატოვებული მოპასუხის მიერ წარდგენილი მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც სადავო მისამართზე მცხოვრებ მეზობლებს წარმოადგენენ. აღნიშნულმა მოწმეებმა მიუთითეს, რომ ზ----- ჩ-------ს უვლიდა ძმა ნ--–------ ჩ-------, ზ----- ჩ------- იშვიათად მიდიოდა და-ძმის სანახავად. აპელანტის განმარტებით იმ პირობებში, რომ სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებებით დადასტურებული ვერ იქნა სადავო ქონების სისტემატური მოვლა-პატრონობის და მისი ამგვარად დაუფლების ფაქტი, დის გარდაცვალების შემდეგ სადავო სახლში, სადაც მისი აგრძელებდა ცხოვრებას ვიზიტი სასამართლოს არ უნდა მიეჩნია საკმარის მტკიცებულებად დის დანაშთი ქონების ფაქტობრივი ფლობით დაუფლების ფაქტის დასადგენად.
აპელანტის განმარტებით ნ-----–- ჩ------ისთვის ჯერ კიდევ 2008 წელს იყო ცნობილი, რომ დის დანშთი ქონება მემკვიდრეობით ნ--–------ ჩ-------მ მიიღო. უფრო მეტიც, დ-------- ჩ------ის სახელით, ნ-----–- ჩ------- როგორც დ-------- ჩ------ის წარმომადგენელი აწარმოებდა საქმეს ნ--–------ ჩ------ის სამკვიდროს მისაღებად. შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო ზ----- ჩ------ის დანაშთი ქონების ჯერ ნ--–------ ჩ------ის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ დ-------- ჩ------ის მიერ მიღების შესახებ.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
4.1 ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1.1 სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.07.2013წ. ცნობა-დახასიათების მიხედვით ზ----- ჩ------ის სახელზე ირიცხებოდა უძრავი ქონება მდებარე: ქ------–--------------–----------------------, ფაქტიური ფართობი - 802 კვ.მ. (ტ.1.ს.ფ. 172, 210)
- ზ----- ჩ------- გარდაიცვალა 2007 წლის 02 ნოემბერს. (ტ.1.ს.ფ. 17)
- უდავოა, რომ გარდაცვალების მომენტისთვის ზ----- ჩ-------ს პირველი რიგის მემკვიდრეები არ დარჩენია, ამ უკანასკნელის მეორე რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ: და - ნ-----–- ჩ------- და ძმები - ნ--–------ ჩ------- და ი----- ჩ-------.
- 2008 წლის 03 ნოემბერს ზ----- ჩ------ის სამკვიდრო ქონებაზე მდებარე: ქ------–--------------–----------------------, ნოტარიუს მ. მ-------–-ს მიერ ნ--–------ ჩ------ის სასარგებლოდ გაიცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა, რეესტრში რეგისტრაციის #-----, რომლის საფუძველზეც საჯარო რეესტრში სადავო უძრავ ქონებაზე აღირიცხა ნ--–------ ჩ------ის საკუთრების უფლება. (ტ.1.ს.ფ. 21-25)
- ნ--–------ ჩ------- გარდაიცვალა 2013 წლის 22 დეკემბერს. (ტ.1.ს.ფ. 27)
- ნ--–------ ჩ------ის გარდაცვალების მომენტისათვის მის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ: შვილი - დ-------- ჩ------- და მეუღლე - ლ----- ჩ-------.
- 27.12.2013წ. რწმუნებულება/მინდობილობის თანახმად დ-------- ჩ-------მ ნ-----–- ჩ-------ს მიანიჭა მისი სახელით ნ--–------ ჩ------ის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრეობის მიღების უფლებამოსილება. (ტ.1.ს.ფ. 49)
- 02.07.2014 წელს დ-------- ჩ------ის სასარგებლოდ, 27.12.2013 წ. მინდობილობის საფუძველზე ნოტარიუს ნ. მ------–---–-ს მიერ ნ--–------ ჩ------ის სამკვიდრო ქონებაზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც დ-------- ჩ-------მ მიიღო ნ--–------ ჩ------ის მთელი ქონება, რომელიც გააჩნდა მას გარდაცვალების მომენტისთვის, მათ შორის სადავო უძრავი ქონებაც (ტ.1.ს.ფ. 28-31)
4.1.2. განსახილველ შემთხვევაში ნ-----–- ჩ------ის სასარჩელო მოთხოვნას ზ----- ჩ------ის სამკვიდრო ქონებაზე ნ--–------ ჩ------ის სასარგებლოდ 03.11.2008 წ. გაცემული სამკვიდრო მოწმობის და ამ უკანასკნელის დანაშთ ქონებაზე 02.07.2014 წელს დ-------- ჩ------ის სასარგებლოდ გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა წარმოადგენს. ნ-----–- ჩ------- მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ზ----- ჩ------ის სამკვიდრო ქონება, როგორც ამ უკანასკნელის მეორე რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ ფაქტობრივი დაუფლების გზით მიიღო, შესაბამისად, არ არსებობდა მთლიან ქონებაზე ნ--–------ ჩ------ის სასარგებლოდ სამკვიდრო მოწმობის გაცემის საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი იძლევა მტკიცებულებათა სახეობების იმ ნუსხას, რომლითაც მოსარჩელე სარჩელში, ხოლო მოპასუხე შესაგებელში მითითებული გარემოებების დადასტურების შესაძლებლობას იძენს, მათ შორისაა, მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები, ასევე ექსპერტთა დასკვნები. ამასთან აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან მტკიცებულების არცერთ სახეობას უპირატესობა არ ენიჭება, უფრო მეტიც, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით.
პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ნ-----–- ჩ------ის მიერ დის ზ----- ჩ------ის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების საკითხის გამოსარკვევად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაიკითხნენ მოწმეები.
განსახილველ საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ იქნენ მოსარჩელის მხარეზე მოწმეები მ---- ლ-------ე, ნ---- ჩ-------, ო----–-- მ----------, ხოლო მოპასუხის მხარეს – მ---- ბ----ე, ნ---- ა---–------ი, ზ------ დ---–-. მოწმედ დაკითხულმა მ---- ლ-------ემ, რომლისთვისაც მოსარჩელე მამიდაშვილის მეუღლეა განმარტა, რომ გარკვეული პერიოდი ნ-----–- ჩ------ის ოჯახში ცხოვრობდა. ზ----ში ერთადაც ყოფილან, ხილი დაუკრეფიათ და წამოუღიათ, დის გარდაცვალების შემდეგ ნ-----–- ჩადიოდა ზ----ში, ძმასთან სადილო მიჰქონდა ხოლმე, ნ-----–- იქ ღამითაც რჩებოდა... (იხ 03.10.2017წ. სხდომის ოქმი 12:15:35; 12:19:48; 12:21:43) მოწმე ნ---- ჩ-------მ, რომელიც ნ-----–- ჩ------ის ძმისშვილია განმარტა, რომ სადავო სახლში ნ--–------ი ცხოვრობდა, ნ--–------ს პატრონობდა ნ-----–- ჩ-------, მიდიოდა ხოლმე მასთან, ულაგებდა სახლს, ძმას ეხმარებოდა, ნ---- ჩ------ის განმარტებით აღნიშნული ინფორმაცია მას მიღებული აქვს მამიდასთან სატელეფონო საუბრის ფარგლებში, კერძოდ, როდესაც ერთმანეთს ურეკვდნენ ნ-----–- ჩ------ისგან იგებდა, რომ ზ-----ს სახლში დადიოდა. ... (03.10.2017 წ. სხდომის ოქმი 12:26:49-12:28:26) მოწმე ო----–-- მ---------ის განმარტებით ახალგაზრდობაში ხილზე დადიოდა ნ-----–-სთან (ნ-----–- ჩ-------) ერთად მის სოფელში, ნ-----–- დადიოდა ზ-----ს სახლში, ძმა იქ იყო და ეხმარებოდა... იმ სახლში ბევრი რამე ნ-----–-ს ხელით არის მოწყობილი.. (03.10.2017 წ. სხდომის ოქმი 12:36:30) მოწმის სახით დაკითხულმა მ---- ბ----ემ, რომელიც სადავო სახლის მეზობლად მცხოვრები პირია განმარტა, რომ ნ-----–- ქალაქში ცხოვრობდა, ძმასთან მოდიოდა ხოლმე.. ზ-----ს (ზ----- ჩ-------) გარდაცვალების შემდეგ ნ--–------ს (ნ--–------ ჩ-------) მოსავლელი არაფერი სჭირდა, ბოლოს გახდა ავად და გარდაიცვალა კიდეც.. თითქმის ყოველდღე შედიოდა ნ--–------თან, ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა მასთან.... ნ-----–- ხშირად არ უნახავს, უნახავს ალბათ თვეში 2-3 ჯერ.. (03.10.2017 წ. სხდომის ოქმი 1243:56; 12:4533-12:46:08) მოწმე ნ---- ა---–------მა, რომელიც ასევე სადავო სახლის მეზობლად კ----------------ში მცხოვრები პირია განმარტა, რომ ნ-----–- ჩ------- ზ-----ს სახლში დის ზ----- ჩ------ის გარდაცვალების შემდეგაც მიდიოდა.. (03.10.2017 წ. სხდომის ოქმი 12:50:46) მოწმე ზ------ დ---–მა, რომელიც ზ----ში კ----------------ში მცხოვრები პირია განმარტა, რომ ნ-----–-ს (ნ-----–- ჩ-------) იშვიათად ნახულობდა... ზ-----ს (ზ----- ჩ-------) გარდაცვალების შემდეგ ხანდახან ხედავდა.. ნ-----–- ნ--–------თან მიდიოდა ხოლმე.. (03.10.2017წ. სხდომის ოქმი, 12:53:54;12:57:44; 12:56:02)
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში როგორც მოსარჩელე, ასევე მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ ნ-----–- ჩ------- დის - ზ----- ჩ------ის გარდაცვალების შემდეგ გარკვეული პერიოდულობით დადიოდა სადავო საცხოვრებელ სახლში, ალაგებდა, ასუფთავებდა სახლს, იქ მცხოვრები ძმისთვის კი სადილი მიჰქონდა. საგულისხმოა, რომ გარდა დასახელებული გარემოებებისა, რომლის თანახმად ნ-----–- ჩ------- გარკვეული პერიოდულობით მიდიოდა სადავო სახლში, რომელსაც ალაგებდა და იქ მცხოვრები ძმისთვის სადილი მიჰქონდა, მოწმეებმა ვერ მიუთითეს ისეთ გარემოებებზე, რაც არა მხოლოდ ქონებასთან გარკვეულ შემხებლობას, არამედ ნ-----–- ჩ------ის მხრიდან სადავო ქონების, როგორც საკუთრების ფლობის ფაქტს დაადასტურებდა. ამ მიმართებით მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ზ----- ჩ------ის გარდაცვალების შემდეგ სადავო სახლში ცხოვრობას განაგრძობდა მოსარჩელის ძმა - ნ--–------ ჩ-------, შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ დამატებით გარემოებას წარმოადგენდა იმ ფაქტის სარწმუნოდ დადასტურება, რომ სადავო საცხოვრებელ სახლში მიდიოდა არა იქ მცხოვრები ძმის მოსანახულებლად ან/და დასახმარებლად, არამედ საკუთრებაში არსებული სახლის მოვლა პატრონობის ან/და საკუთრებით სარგებლობის მიზნით. მართალია, მოსარჩელე მხარის ერთ-ერთმა მოწმემ - მ---- ლ-------ემ მიუთითა სადავო საცხოვრებელ სახლში ნ-----–- ჩ------ის ხშირი ვიზიტის და მათ შორის ღამით მისი იქ დარჩენის შესახებ, (03.10.2017წ 12:21:43) თუმცა, ამავე სხდომაზე გაკეთებული განმარტებით მოსარჩელემ თავად უარყო სადავო სახლში ღამით დარჩენის ფაქტი და მიუთითა, რომ მიუხედავად ძმასთან ყოველდღიური ვიზიტისა სადავო სახლში ღამით არ დარჩენილა. (იხ. 03.10.2017 სხდომის ოქმი13:07:28) აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარე დის დანაშთ ქონებაზე, როგორც საკუთრებაზე ფაქტობრივი ბატონობის მოპოვების ფაქტის დასადასტურებლად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ უძრავი ნივთის გაუმჯობესების მიზნით გარკვეული სამუშაოები ჩაატარა, კერძოდ, შეცვალა ეზოს შესასვლელი კარი, ააშენა აივანი, განახორციელა რკინის კიბის მონტაჟი. საგულისხმოა, რომ დასახელებული სამუშაოების მამკვიდრებლის გარდაცვალებადე ჩატარების ფაქტი თბილისის სააპელაციო სასამართლოში 25.09.2018 წელს გამართულ სასამართლო სხდომაზე დადასტურებული იქნა თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტებით. (იხ. 25.09.2018წ. სხდმის ოქმი 10:54:38-10:55:13)
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მხოლოდ მოწმეების მითითება მასზედ, რომ ნ-----–- ჩ------- მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ კვლავ განაგრძობდა სადავო სახლში გარკვეული პერიოდულობით სიარულს და სახლის მოვლას, სახლში მოსარჩელის ძმის ცხოვრების ფაქტის გათვალისწინებით არ წარმოადგენს ამოსავლ წერტილს ზ----- ჩ------ის სამკვიდროს მიღების ან არმიღების შეფასების მიზნებისათვის. პალატა შენიშნავს, რომ მართალია, სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებისათვის აუცილებელი არ არის მუდმივად სამკვიდროში შემავალი ქონების პყრობა ან ფაქტობრივი ფლობა, თუმცა, მნიშვნელოვანია იმ გარემოების ნათლად გარკვევა, თუ მემკვიდრე რამდენად თავისად მიიჩნევდა დანაშთ ქონებას და რა ფაქტობრივი დამოკიდებულება ჰქონდათ აღნიშნული ქონების მიმართ.
საბოლოოდ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის და მათი ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო მისი წილი მტკიცების ტვირთს სათანადოდ რეალიზება, კერძოდ, მან ვერ შეძლო სასამართლოში ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც სადავო პერიოდში სამკვიდრო ქონებაზე, როგორც საკუთრებაზე მის ბატონობას დაადასტურებდა. პალატა შენიშნავს, რომ ქონების საკუთრად ფლობად შეფასებისათვის არსებითია პირის დამოკიდებულება სამკვიდრო ქონებისადმი, კერძოდ თავის სასარგებლოდ ფაქტობრივი ბატონობა და არა მხოლოდ უწვეტი, თუ უშუალო შემხებლობა ქონებაზე. ამ მიმართებით პალატა მხედველობაში იღებს ასევე იმ ფაქტს, რომ ნ-----–- ჩ------- როგორც დ-------- ჩ------ის წარმომადგენელი (მინდობილობის ფარგლებში) ნ--–------ ჩ------ის სამკვიდროს გახსნის შემდეგ უშუალოდ მონაწილეობდა ამ უკანაკსნელის სამკვიდრო ქონებაზე დ-------- ჩ------ის სასარგებლოდ სამკვიდრო მოწმობის გაცემის პროცესში, საგულისხმოა, რომ სწორედ ნ-----–- ჩ------ის მონაწილეობით 02.07.2014 წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობით გადაეცა დ-------- ჩ-------ს მამის დანაშთი ქონება, რომელშიც სადავო ქონებაც შედიოდა. საგულისხმოა, რომ დ-------- ჩ------ის სასარგებლოდ სამკვიდრო მოწმობის გაცემის ეტაპზე, ნ-----–- ჩ------ის მიერ რაიმე სახის პრეტენზია გაცხადებული არ ყოფილა, მაშინ როდესაც დ-------- ჩ------ის სასარგებლოდ 02.07.2014 წელს სამკვიდრო მოწმობაში ნათლადაა მითითებული სამკვიდრო მასის, მათ შორის სადავო უძრავი ნივთის მონაცემები.
4.1.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.
ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ამდენად, მითითებული მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილი) სამკვიდროს მიღებას უკავშირებს ასევე სამკვიდროს ფლობას და მართვას, რაც უნდა მოხდეს სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში. ამასთან, ფლობა და მართვა უნდა მიუთითებდეს იმაზე, რომ მემკვიდრემ ამით განახორციელა მესაკუთრის ბატონობა და, აქედან გამომდინარე, იკისრა მესაკუთრის ყველა უფლება და ვალდებულება.
პალატა აღნიშნული ნორმების სისტემური და შინაარსობრივი ანალიზის საფუძველზე განმარტავს, რომ სამკვიდროს მიღება, თავის მხრივ, ცალმხრივი სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებაა. გარიგება, თავისი სამართლებრივი ბუნებით, არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ პირის ნების ობიექტურად არსებობას გარკვეული სამართალურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ აუცილებელია, რომ აღნიშნული ნება გამოვლენილ იქნეს. გარკვეულ შემთხვევებში, ნების გამოვლენის ავტონომია კანონისმიერ ჩარჩოებშია მოქცეული. მოცემულ შემთხვევაში, კანონი განამტკიცებს პირის უფლებას მიიღოს ან არ მიიღოს სამკვიდრო, თუმცა, აწესებს აღნიშნული ნების გამოვლენის ვადას. სამკვიდროს მიღების ნების არსებობის შემთხვევაში, ნება გამოვლენილ უნდა იქნეს სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის განმავლობაში. ამასთან, ფლობა და მართვა უნდა მიუთითებდეს იმაზე, რომ მემკვიდრემ ამით განახორციელა მესაკუთრის ბატონობა და, აქედან გამომდინარე, იკისრა მესაკუთრის ყველა უფლება და ვალდებულება. გათვალისწინებით იმისა, რომ ნ-----–- ჩ-------მ შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა ფაქტი მასზედ, რომ მან მიიღო დის სამკვიდრო ქონებაში მისი წილი, არ არსებობს სადავო სამკვიდრო მოწმობების ბათილობის და შესაბამისად ნ-----–- ჩ------ის სადავო ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის საფუძველი. კერძოდ, გათვალისწინებით იმისა, რომ საქმის მასალებით არ დადასტურდა მოსარჩელის მიერ კანონით გათვალისწინებული რომელიმე გზით (სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილი) მამკვიდრებლის სამკვიდროს მიღების ფაქტი, აღნიშნული გამორიცხავს სადავო სამკვიდრო მოწმობების ბათილობის და სადავო ქონების მესაკუთრედ ცნობის შესახებ ნ-----–- ჩ------ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
4.1.4. ზემო პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და მსჯელობის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორად იქნა დადგენილი მოსარჩელის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი გზით დაუფლების შესახებ დავის გადაწყვეტისათვის მნიშნელოვანი გარემოება, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული იქნა არასწორი სამართლებრივი დასკვნები სარჩელის საფუძვლიანობის თაობაზე. ამგვარად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება, როგორც დაუსაბუთებელი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტი) გადაწყვეტილება, ექვემდებარება გაუქმებას.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ-----–- ჩ-------ს უარი ეთქმევა სარჩელის დაკმაყოფილდებაზე.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
იმის გათვალისწინებით, რომ ნ----–- ჩ------- სსსკ-ის 46-ე მუხლის პირეველი ნაწილის „ვ“ პუნქტის საფუზველზე გათავისუფლებულია სახ. ბაჟის გადახდისგან, მას არ ეკისრება სარჩელზე სახ. ბაჟის სახით გადასახდელი თნხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა. რაც შეეხება სააპელაციო საჩივარზე გადახდილ სახ. ბაჟს, გათვალისწინებით იმისა, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით დ-------- ჩ------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე წინაწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 660 ლარის ანგარიშში, ნ-----–- ჩ-------ს უნდა დაეკისროს, დ-------- ჩ-------- სასარგებლოდ 660 ლარის გადახდა, თანახმად, ზემოთ მითითებული ნორმის.დანაწესისა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ-------- ჩ------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ-----–- ჩ------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანგარიშში ნ-----–- ჩ-------ს დ-------- ჩ------ის სასარგებლოდ დაეკისროს 660 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /
მოსამართლეები: /ნათია გუჯაბიძე /
/გოდერძი გიორგიშვილი /