გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.06.2019
საქმის ნომერი
330210018002644622
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
20.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 2/2-664-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 ივნისი 20-9 წელი ქ.თ---–---

შესავალი ნაწილი

თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე დალი აბჟანდაძე

სხდომის მდივანი თამარ ჯაგაშვილი

მოსარჩელე - გ---–----------–---–-

წარმომადგენელი - რ---------------–-, ქ----------------–---–-

მოპასუხეები - მ-----------–---–-, კ--------------

წარმომადგენელი - ნ----–---------–---–-

დავის საგანი: სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ნასყიდობის ხელშკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მ-----------–---–სა და კ--------------ს შორის უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თ---–---, ფ---------ის ქ. 2- (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0-.1--0-.0--.----0-.---), 2--- წლის 1--------–ს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა ½ ნაწილში.

 

1.2. 2--- წლის 1---------ს გ------–--–-ლი ა-–----------------–---–-ს (სააქტო ჩანაწერის #0------) სამკვიდრო ქონების ½ წილზე, მდებარე: ქ. თ---–---, ფ---------ის ქ. 2-, 2----–-–-ს 2-----------ს, ნ----------- ო-–-------–---–-ს მიერ, მ-----------–---–-ს სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი #---------) ბათილად ცნობა ½ ნაწილში.

 

1.3. გ---–----------–---–-ს ცნობა საჯარო რეესტრში, ა-–----------------–---–-ს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების 1/2 წილის მდებარე: ქ. თ---–---, ფ---------ის ქ. 2- (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0-.1--0-.0--.----0-.--- მესაკუთრედ და აღნიშნულ უძრავ ქონებაზე, საჯარო რეესტრში კ--------------ს სახელზე რიცხული ½ წილის ნახევრის მესაკუთრედ, მთლიანობაში უძრავი ქონების ¾ ნაწილის მესაკუთრედ.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

გ---–----------–---–- წარმოადგენს 2--- წელს გ------–--–-ლი ა-–----------------–---–-ს შვილს და ანდერძისმიერ მემკვიდრეს.

 

ა-–----------------–---–-ს სამკვიდროს წარმოადგენდა უძრავი ქონება მდებარე: ქ. თ---–---, ფ---------ის ქ. #2-, ბ------, საკადასტრო კოდი #0-.1--0-.0--.----0-.---, აღნიშნული უძრავი ქონება ა-–----------------–---–მა ანდერძით დაუტოვა სრულად გ---–----------–---–ს, თუმცა მიუხედვად იმისა, რომ აღნიშნულ ქონებაში დღემდე ცხოვრობს და ფაქტობრივად ფლობს არ დაურეგისტრირებია. 2----–-–-ს 2-------------ს მიმართა ნ-----------ს და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის აღება. 2----–-–-ს 26 სე---------ს ნ-----------მა ო-–--------–---–მა გასცა სამკვიდრო მოწმობა, რომელშიც მითითებული იქნა, რომ მოსარჩელემ მიიღო მამკვდრებლის დანატოვარი სამკვიდროს მხოლოდ ½ ნაწილი.

 

როგორც ცნობილი გახდა მოსარჩელისთვის, დედის გარდაცვალების შემდეგ, მოპასუხე მ-----------–---–მა, მისმა ძმის შვილმა, მალულად მიმართა ნ-----------ს და სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიიღო მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონების ½ ნაწილი, მაშინ როდესაც სახეზე იყო ანდერძი და ამის შესახებ ცნობილი იყო მისთვის. მ-----------–---–მა სადავო ქონების კუთვნილი ½ წილი ფორმალურად გადააფორმა მისი ძმის კ--------------ს სახელზე. აღნიშნულის შესახებ მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, მაშინ როდესაც მიმართა ნ-----------თა პალატას და მოითხოვა ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მ-----------–---–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩლის დედა - ა-–----------------–---–- გარდაიცვალა 2--- წლის 1---------ს, ხოლო მამა - გ-------------–---–- გარდაიცვალა 1982 წლის 2------ს. მოსარჩელის ძმა და მოპასუხე მ-----------–---–-ს მამა - თ------------–---–- გარდაიცვალა - 2--- წლის 2--------ს. ა-–----------------–---–ს ჰქონდა დატოვებული ანდერძი გ---–----------–---–ზე. ამასთან, გ---–----------–---–-სთვის ცნობილი იყო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მ-----------–---–ს მიღებული ჰქონდა სამკვიდრო.

 

მოპასუხის განმარტებით, ნასყიდობის ხელშკრულება მ-----------–---–ს და მის ძმას - კ--------------ს შორის გაფორმდა კანონის დაცვით და არ ეთანხმება მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას, იმის შესახებ, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება თითქოს გაფორმდა ფორმალურად.

 

2.2. მოპასუხე კ--------------მ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გ---–----------–---–-სთვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ მ-----------–---–ს მიღებული ჰქონდა სამკვიდრო, ხოლო ანდერძი ჰქონდა თუ არა დატოვებული მოსარჩელის დედას, აღნიშნულის შესახებ არ არის ინფორმირებული. კ--------------მ გადაიხადა მ-----------–---–-ს მიერ ბანკიდან გამოტანილი ვალი, ანუ ფაქტობრივად გადაიხადა თანხა შეძენილ ქონებაზე. მოსარჩელე ვერ ადასტურებს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ა-–----------------–---–- გარდაიცვალა 2--- წლის 1---------ს, მისი პირველი რიგის მემკვიდრეებს, შვილებს წარმოადგენდნენ გ---–----------–---–- (დაბადებული 1--- წლის 1-------ს) და თ------------–---–- (გ------–---–- 2--- წლის 2--------ს).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ა-–----------------–---–-ს გარდაცვალების მოწმობა (იხ. ს.ფ. 20-21)

- დაბადების მოწმობა (იხ. ს.ფ. 19).

- თ------------–---–-ს გარდაცვალების მოწმობა (იხ.ს.ფ.31)

 

3.1.2. გ---–----------–---–-ს და თ------------–---–-ს მამა - გ-------------–---–- გარდაიცვალა 1982 წლის 1------ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გარდაცვალების მოწმობა აქტის ჩანაწერი #---- (იხ. ს.ფ. 30)

-- მხარეების ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი)

 

3.1.3. გ---–----------–---–-ს ძმა და მოპასუხეების მ-----------–---–-ს და კ--------------ს მამა - თ------------–---–- გარდაიცვალა 2----–-–-ს 2--------ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გარდაცვალების მოწმობა აქტის ჩანაწერი # 0------ (იხ. ს.ფ. 31)

-მ-----------–---–-ს დაბადების მოწმობა აქტის ჩანაწერი #----.

- მხარეების ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი)

 

3.1.4. გ---–----------–---–- წარმოადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირს და იღებს კანონით გათვალისწინებულ საარსებო შემწეობას. იგი დღემდე ცხოვრობს სადავო ქონებაში და სამკვიდრო მიღებული აქვს კანონით დადგენილი წესით, სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ს.ფ. 45).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი).

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2--0--2--- წლის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონებაზე მდებარე: ქ. თ---–---, ფ---------ის ქ. #2-, საკადასტრო კოდი # 0-.1--0-.0--.----0-.---, 1--- წლის 0----------რის პრივატიზაციის ხელშეკრულების (დამოწმებული ნ---------- ლ. შალამბერიძის მიერ რეესტრის #2------), 27.---2----–-–-ს სამკვიდრო მოწმობის #--------- და 07.0--20-4 წლის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების ( #M----------) საფუძველზე რეგისტრირებულია ა-–----------------–---–-ს და მ-----------–---–-ს თანასაკუთრება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2--0--2--- წლის საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (ს.ფ.22).

 

3.2.2. 1--- წლის 2- დეკემბერს ნოტარიუს ზ------–--ის მიერ დამოწმებული ანდერძის (რეესტრში რეგისტრაციის # 1-----) მიხედვით ი----–---–----–---------- რ-–-----ს ა----–-, მცხ. ქ. თ---–--–- ფ---------ის ქ. #2--ში ანდერძით მთელ თავის ქონებას, რომელიც მისი გარდაცვალების დღისთვის აღმოჩნდება მისი კუთვნილი, სადაც არ უნდა იყოს და რისგანაც არ უნდა შედგებოდეს იგი, მათ შორის საცხოვრებელ სახლს მდებარე მისამართზე; ქ. თ---–--–- ფ---------ის ქ. #2--ში უანდერძებს გ---–--------------------– ი----–---–ს, მცხ. ქ. თ---–--–- ფ---------ის ქ. #2-.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ანდერძი (ს.ფ.25-26).

-მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, სხდომის ოქმი).

 

3.2.3. 2--- წლის 0----------რის საქართველოს ნ-----------თა პალატის მიერ გაცემული ინფორმაციის (#1-------) მიხედვით, ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში რეგისტრირებულია ჩანაწერი შემდეგი სახით: 1--- წლის 2- დეკემბერს ნ----------- ზ------–--ის მიერ დამოწმებული ანდერძი (რეესტრის #1-----), ანდერძისმიერი მემკვიდრე - გ---–--------------------–ი ი----–---–-.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2--- წლის 0----------რის საქართველოს ნ-----------თა პალატის მიერ გაცემული ინფორმაცია (ს.ფ.2-);

 

3.2.4. 2----–-–-ს 2-----------ს ნ----------- ო-–--------–---–ის მიერ გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა #---------, რომლის მიხედვით, მ-----------–---–მა მემკვიდრეობით საკუთრებაში მიიღო 1--0-.2--- წელს გ------–--–-ლი ბებიის ა-–----------------–---–-ს სახელზე რიცხული სამკვიდროს ½ ნაწილი მდებარე: ქ. თ---–---, ფ---------ის ქ. #2-.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2----–-–-ს 2-----------ს ნ----------- ო-–--------–---–ის მიერ გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა #--------- (ს.ფ.31-34);

 

3.2.5. 2----–-–-ს 2-------------ს ნ----------- ო-–--------–---–ის მიერ გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა #1--------, რომლის მიხედვით, გ---–----------–---–მა, როგორც ანდერძისმიერმა და კანონისმიერმა მემკვიდრემ, მემკვიდრეობით მიიღო 1--0-.2--- წელს გ------–--–-ლი დედის -ა-–----------------–---–-ს სახელზე რიცხული სამკვიდროს ½ ნაწილი მდებარე: ქ. თ---–---, ფ---------ის ქ. #2-.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2----–-–-ს 2-------------ს ნ----------- ო-–--------–---–ის მიერ გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა #1-------- (ს.ფ.35-38);

 

3.2.6. 2--- წლის 1--------–ის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, მ-----------–---–მა, რომელიც ამ ხელშეკრულებაში მოხსენიებულია როგორც ,,გამყიდველი“ გაყიდა და კ--------------მ, რომელიც ამ ხელშეკრულებაში მოხსენიებულია როგორც ,,მყიდველი“ იყიდა მ-----------–---–-ს საკუთრებაში არსებული წილი უძრავი ნივთზე მდებარე: ქ. თ---–---, ფ---------ის ქ. #2-, საკადასტრო კოდი # 0-.1--0-.0--.----0-.---. უძრავი ქონების ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 1000 (ათასი) ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2--- წლის 1--------–ის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ.ს.ფ.39-40).

 

3.2.7. 1--04.2--- წლის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონებაზე მდებარე: ქ. თ---–---, ფ---------ის ქ. #2-, საკადასტრო კოდი # 0-.1--0-.0--.----0-.---, რეგისტრირებულია ა-–----------------–---–-ს და კ--------------ს თანასაკუთრება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-1--04.2--- წლის საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (ს.ფ.41-42).

 

3.2.8. 2--- წლის 2------------ის საკრედიტო ხელშეკრულება #8------- ის მიხედვით, კ--------------ს და სს ,,ს----------–---------“ შორის დაიდო ხელშკრულება, რომლითაც კრედიტის მოცულობა განისაზღვრა - 1370 ლარი, კრედიტის მოქმედების ვადა 24 თვე.

2-.0--2--- წლის საკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილებით, კ--------------ს თანხის მიზნობრიობაში მიეთითა 1476,29 ლარი (მიმდინარე მდგომარეობით) საკრედიტო ბარათი - რეფინანსირება -სს ,,ს----------–--------“ 5------, მ-----------–---–ი 0---------1;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2--- წლის 2------------ის საკრედიტო ხელშეკრულება #8------ (ს.ფ.155-161);

-2--0--2--- წლის საკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილებ (ს.ფ.154).

 

3.2.9. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2--- წლის 2- სე---------ს, კ--------------ს და სს ,,ს----------–---------“ შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან (#8------) გამომდინარე, რომლითაც კრედიტის მოცულობა განისაზღვრა - 1370 ლარით, მოხდა მ-----------–---–-ს სასესხო დავალიანების გადაფარვა, მ-----------–---–ს და კ--------------ს შორის 2--- წლის 1--------–ს დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თ---–---, ფ---------ის ქ. #2- და მ-----------–---–-ს საკრედიტო დავალიანების გადაფარვით მოხდა ნასყიდობის თანხის ღირებულების (1000ლარი) ჩათვალა. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტს იმის თაობაზე,რომ მოპასუხე მხარემ იცოდა ანდერძის თაობაზე, ისინი არიან ოჯახის წევრები და ერთად ცხოვრობენ სადავო მისამართზე.

 

აღნიშნულის შეფასების საფუძველს სასამართლოს აძლევს საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე ნათლად ჩანს, რომ მ-----------–---–ს და კ--------------ს შორის უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თ---–---, ფ---------ის ქ. #2- , ნასყიდობის ხელშეკრულება მ-----------–---–-ს წილზე დაიდო 2--- წლის 1--------–ს, ხოლო კ--------------ს და სს ,,ს----------–---------“ შორის საკრედიტო ხელშეკრულება (#8------) დაიდო 2--- წლის 2- სე---------ს, მართალია 2--0--2--- წლის საკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილებით, კ--------------ს თანხის მიზნობრიობაში მიეთითა ,,1476,29 ლარი (მიმდინარე მდგომარეობით) საკრედიტო ბარათი - რეფინანსირება -სს ,,ს----------–---------“ 5------, მ-----------–---–- 0---------1“, მაგრამ სასამართლო აღნიშნულ თანხას ვერ მიიჩნევს ზემოაღნიშნული უძრავი ქონების წილის შეძენისათვის გადახდილ თანხად, რადგან თანხა მიღებულია ბანკიდან 2--- წლის 2- სე---------ს, ხოლო უძრავი ქონების ნასყიდობა მოხდა 2--- წლის 1--------–ს, ანუ უძრავი ქონების წილის შეძენიდან დაახლოებით 5 თვის შემდეგ, ხოლო აღნიშნულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში კი მითითებულია, რომ ნასყიდობის ღირებულება 1000 ლარი სრულად გადახდილია მყიდველის მიერ,რაც გამორიცხავს მოპასუხე მხარის არგუმენტს.

 

მოპასუხე მ-----------–---–- წარმოდგენილ შესაგებელში უთითებს (მე-3 ფაქტობრივი გარემოება, ს.ფ. 54), რომ ,,ა-–----------------–---–ს ანდერძი ჰქონდა დატოვებული გ---–----------–---–ზე, მაგრამ საყურადღებოა ის გარემოება, რომ თ------------–---–- იყო პრივატიზაციაში მონაწილე პირი და წარმოადგენდა ქონების თანამესაკუთრეს“. შესაბამისად, მ-----------–---–-სთვის ცნობილი იყო ანდერძის არსებობის შესახებ, აღნიშნულს კი ხელი არ შეუშლია მ-----------–---–-სთვის დაედო ნასყიდობის გარიგება ძმასთან, რაც მისი მხრიდან გამორიცხავს კეთილსინდისიერების პრინციპს გარიგების დადების დროს, ხოლო რაც შეეხება შემძენს - კ--------------ს, ის არის მ-----------–---–-ს ძმა, მასთან ახლო ურთიერთობაში მყოფი და მასთან ერთად მცხოვრები პირი, შესაბამისად, გამომდინარე იქედან, რომ მ-----------–---–- არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ იცოდა ანდერძის არსებობის შესახებ და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შესაგებელშიც უთითებს ამ ფაქტს, სასამართლო მიიჩნევს, რომ არც კ--------------სთვის იქნებოდა დაფარული ინფორმაცია გ---–----------–---–-ს თანასაკუთრების უფლების და არსებული ანდერძის არსებობის შესახებ სადავო ნივთის მიმართ, ასევე, ქონების შეძენისას იცოდა მან იმის შესახებ, რომ მ-----------–---–- ქონების გასხვისებისას არ მოქმედებდა გ---–----------–---–-სგან აღებული ნებართვით. აღნიშნულს ხელი არ შეუშლია დაედო მას ნასყიდობის გარიგება დასთან, მისი კეთილსინდისიერება ქონების შეძენის მიმართ, არ არის დამაჯერებელი და სარწმუნო. გარდა აღნიშნულისა საქმის მასალებით არ დასტურდება ნასყიდობის ფასის, მყიდველის მიერ გამყიდველისათვის გადახდის ფაქტიც. უძრავი ქონების წილის შეძენისათვის გადახდილ თანხად მოპასუხე კ-------------- უთითებს, რომ მან საკრედიტო ხელშეკრულებით სს ,,ს----------–---------დან“ მიიღო თანხა, რითაც გადაფარა მ-----------–---–-ს დავალიანება და აღნიშნულით მოხდა სადავო ქონების წილის ნასყიდობის თანხის ჩათვლა, სასამართლო ვერ დაეთანხმება მითითებულ გარემოებას, რადგან თანხა მიღებულია ბანკიდან 2--- წლის 2- სე---------ს, ხოლო უძრავი ქონების ნასყიდობა მოხდა 2--- წლის 1--------–ს, ანუ უძრავი ქონების წილის შეძენიდან დაახლოებით 5 თვის შემდეგ.

 

აღსანიშნავია ასევე ის გარემოებაც, რომ მიმდინარე სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 2--- წლის 24 სე---------ს, ხოლო საკრედიტო ხელშეკრულება, რომელზედაც აპელირებს მოპასუხე და განმარტავს, რომ აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიღებული თანხით მოხდა სადავო ქონების წილის ნასყიდობის თანხის ჩათვლა, დადებულია სს ,,ს----------–-----------ნ“ 2--- წლის 2- სე---------ს.

 

დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგო და გამაქარწყლებელი მტკიცებულება გარიგების მონაწილე სუბიექტების მხრიდან საქმეში არ წარმოდგენილა.

 

მოპასუხე კ--------------მ ვერ დაასაბუთა ის პრევენციული ღონისძიებები და გარემოებები, რაც მისი მხრიდან გარემოებების ობიექტურად ცოდნის ფონზე გამორიცხავდა არაკეთილსინდისიერი შემძენის სტატუსს და მიუთითებდა ყველა იმ შესაძლო წინდახედულებასა და ობიექტური ნაკლის გამორიცხვაზე, რაც სადავო უძრავი ქონების წილს ახლდა. აღნიშნული, სსსკ-ის მე-4, 102-ე და 103-ე მუხლების თანახმად, მოპასუხის, როგორც მ-----------–---–-ს ოჯახის წევრის - ძმის მტკიცების საგანს წარმოადგენდა, რაც მან ვერ დაძლია და შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებით. საქმის მასალებით არ დასტურდება ასევე ფაქტობრივი გარემოებები იმასთან დაკავშირებით, რომ მ-----------–---–-ს მიერ ქონების გასხვისება გამოწვეული იყო სასესხო დავალიანებიდან გამომდინარე კრიზისის გამო და გასხვისების თაობაზე ცნობილი იყო მოსარჩელისათვის.

 

მიუხედავად იმისა, რომ სსსკ-ის 105-ე მუხლი, თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს, რაც თავისი მხრივ განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას.

 

მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში მხარეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტების, ფაქტების და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეჯერება, სარწმუნოს ხდის მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ პოზიციას იმის თაობაზე, რომ 2--- წლის 1--------–ს ნასყიდობის ხელშეკრულების შედგენისას, მხარეები მოჩვენებითად მოქმედებდნენ, რათა მოსარჩელე მხარეს ვერ მოეხდინა საკუთარი ქონებრივი უფლებების სრული რეალიზება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი, სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებისათვის, დადგენილია საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით. ნორმის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად,სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, არამედ, სასამართლო დასაშვებად ცნობილ მტკიცებულებებს აფასებს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რა დროსაც ხდება მათი როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლიობაში შესწავლა, სწორედ ამ გზით არკვევს სასამართლო კონკრეტული მტკიცებულების დამაჯერებლობას, მის იურიდიულ სარწმუნოობას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების ანდერძისმიერ მემკვიდრეს, ასევე სახეზეა არაკეთილსინდისიერი შემძენი, სასარჩელო მოთხოვნა სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ცნობის, ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე, 1320-ე, 1306-ე, 1433-ე, 132--ე, 1424-ე, 1421-ე, 1344-ე, 1307-ე, 1371-ე, 1372-ე, 1373-ე, 1374-ე, 1503-ე, 477-ე,183-ე, მე-8, 187-ე, 54-ე, 56-ე, 12--ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელემ სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და სადავო უძრავი ქონების ¾ წილზე მესაკუთრედ ცნობა მოითხოვა იმ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რომ ის წარმოადგენს მამაკვიდრებლის - ა-–----------------–---–-ს პირველი რიგის ანდერძისმიერ მემკვიდრეს, რომელსაც სამკვიდრო მიღებული აქვს კანონით დადგენილი წესით, მოპასუხე წარმოადგენს არაკეთილსინდისიერ შემძენს, რის გამოც არსებობს მოპასუხე მ-----------–---–-ს მიერ მიღებული სამკვიდრო მოწმობის 1/2 ნაწილში ბათილად ცნობის, მოპასუხეებს - მ-----------–---–ს და კ--------------ს შორის მოჩვენებითად დადებული გარიგების ბათილად ცნობის და საჯარო რეესტრში კ--------------ს სახელზე რიცხული ½ წილის ნახევრის, მთლიანობაში სადავო უძრავი ქონების ¾ წილზე მესაკუთრედ ცნობის საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გ------–--–-ლად მისი გამოცხადების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გ------–--–-ლი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. ამავე კოდექსის 132--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

 

ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან გ------–--–-ლის შვილები, გ------–--–-ლის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გ------–--–-ლ მშობელს ერგებოდა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა-–----------------–---–-ს გარდაცვალებით, 2--- წლის 1---------ს გაიხსნა სამკვიდრო. მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ: შვილები - მ-----------–---–- და თ------------–---–-, მამკვიდრებლის სამკვიდრო მასას შეადგენდა უძრავი ქონება მდებარე: ქ. თ---–---, ფ---------ის ქ. #2-, ს/კ #0-.1--0-.0--.----0-.---.

 

დადგენილია ასევე, რომ ა-–----------------–---–-ს მიერ 2--- წლის 2- დეკემბერს შედგენილი იყო ანდერძი, დამოწმებული ნ----------- ზ------–--ის მიერ, რეესტრის #1-----, რომლის შესაბამისად, კუთვნილი მთელი ქონება, რაც მოანდერძის საკუთრებაში იქნებოდა გარდაცვალების მომენტისათვის, მათ შორის საცხოვრებელი სახლი მდებარე: ქ. თ---–--–-, ფ---------ის ქ. #2--ში უანდერძა გ---–----------–---–ს. 2--- წლის 0----------რისთვის, სანოტარო არქივში არ მოიპოვება ინფორმაცია ანდერძის გაუქმების/შეცვლის თაობაზე. (იხ. ს.ფ. 2-).

 

დადგენილია, რომ ა-–----------------–---–-ს შვილი - თ------------–---–- გარდაიცვალა 2----–-–-ს 2--------ს, რომლის პირველი რიგის მემკვიდრეს წარმოადგენს შვილი - მ-----------–---–-.

 

დადგენილია, რომ ა-–----------------–---–ის დანაშთი ქონების მდებარე: ქ. თ---–---, ფ---------ის ქ. #2-, ს/კ #0-.1--0-.0--.----0-.--- 1/2 ნაწილზე, მ-----------–---–-ს სახელზე, ნ----------- ო-–--------–---–ის მიერ 2----–-–-ს 2-----------ს გაიცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა აწ გ------–--–-ლი ბებიის ა-–----------------–---–-ს სახელზე რიცხულ სამკვიდრო ქონებაზე, რეესტრში რეგისტრაციის #--------- და სანოტარო აქტის საფუძველზე მოპასუხე მ-----------–---–- აღირიცხა უძრავი ნივთის მდებარე: ქ. თ---–---, ფ---------ის ქ. #2-, ს/კ #0-.1--0-.0--.----0-.--- 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.

 

დადგენილია, მოსარჩელე რომ გ---–----------–---–მა ნ-----------ს მიმართა 2----–-–-ს 2-------------ს და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის აღება, ხოლო ამავე დღეს ნ-----------მა ო-–--------–---–მა გასცა სამკვიდრო მოწმობა, რომელშიც მითითებული იქნა, რომ გ---–----------–---–- არის ა-–----------------–---–-ს ანდერძისმიერი და კანონისმიერი მემკვიდრე, რომელმაც მიიღო მიიღო სამკვიდრო ქონების ½ ნაწილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება; ანუ აღნიშნული ნორმა იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. ამდენად, იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმით დარეგულირდეს განსახილველი ურთიერთობა, სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრე ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს ქონებას ან მართოს იგი. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ.

 

მითითებული ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრის ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. ასეთად კი მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში და სხვა. სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადასახადების გადახდაში, დამქირავებლისათვის ქირის გადახდევინებაში, თხოვებაში და ა.შ.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონეა და სასამართლო ითვალისწინებს ფაქტობრივ გარემოებებს იმის შესახებ, რომ გ---–----------–---–-, ცხოვრობს სადავო ბინაში დღემდე, რაც მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ აღნიშნულ ბინას იგი ყოველთვის მიიჩნევდა როგორც საკუთარს, მართავდა მას და ჰქონდა ნება მიეღო სამკვიდრო, რაც განახორციელა კიდეც ზემოაღნიშნული მოქმედებებით. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის გარემოებას იმის თაობაზე, რომ ანდერძის გათვალისწინებით, მოპასუხეს ეკუთვნის სავალდებულო წილის სახით სამკვიდრო ქონების ¼, ხოლო მას, როგორც ანდერძისმიერ მემკვიდრეს ქონების ¾ ნაწილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1344-ე მუხლის თანახმად, ფიზიკურ პირს შეუძლია სიკვდილის შემთხვევისათვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს, როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშე პირებსაც.

 

ამავე კოდექსის 1307-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ ანდერძით მემკვიდრეობისას - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლებიც ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, მისი შვილები არიან თუ არა, ასევე იურიდიული პირები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1371-ე მუხლის თანახმად, მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა (სავალდებულო წილი).

 

ამავე კოდექსის 1372-ე მუხლის მიხედვით, სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა სამკვიდროს გახსნის მომენტიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1373-ე მუხლის თანახმად, სავალდებულო წილის მთლიანი მოცულობა განისაზღვრება მთელი სამკვიდროდან იმ ქონების ჩათვლით, რომელიც გათვალისწინებულია საანდერძო დანაკისრის ან საერთო-სასარგებლო მიზნით რაიმე მოქმედების შესასრულებლად.

 

ამავე კოდექსის 1374-ე მუხლის თანახმად, თითოეული მემკვიდრის სავალდებულო წილის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყველა კანონით მემკვიდრე, რომლებიც მოწვეული იქნებოდნენ სამკვიდროს მისაღებად, ანდერძი რომ არ ყოფილიყო.

 

განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან სახეზე არსებობს ანდერძისმიერი მემკვიდრე გ---–----------–---–-, ანდერძის არსებობის მხედველობაში მიღებით, ა-–----------------–---–-ს დანაშთ უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თ---–---, ფ---------ის ქ. #2-, ს/კ #0-.1--0-.0--.----0-.---, სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე მემკვიდრეს წარმოადგენდა თენგიზ ივანიშილი, რომელიც გარდაიცვალა 2----–-–-ს 2--------ს, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო კანონით დადგენილი წესით მიიღო მ-----------–---–მა. შესაბამისად, გ---–----------–---–ს ეკუთვნის სადავო უძრავი ქონების იმ წილის ნახევარი - რაც მას კანონით მემკვიდრეობის დროს, ანდერძის არარსებობის პირობებში ერგებოდა, ანუ მთლიანი უძრავი ქონების არა ½, არამედ 3/4 ნაწილი.

 

6.2 სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება;

 

სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი,საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე, სხვა პირისაგან იძენს რაიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახლზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა რომ ჩანაწერი უზუსტოა. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერად არ ჩაითვლება შემძენი, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.

 

კანონი განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაში არ მოქმედებს რეესტრის ჩანაწერების სისწორე, რა შემთხვევაზეც გავლენას ახდენენ არა ობიექტური, არამედ სუბიექტური ფაქტორები, რომლებიც მიუთითებენ შემძენის არაკეთილსინდისიერებაზე, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერების საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. აღნიშნული დანაწესი მიუთითებს იმაზე, რომ ამ ჩანაწერების საწინააღმდეგოდ შეტანილი საჩივარი ან ამ უზუსტობის თაობაზე შემძენის ცოდნის ფაქტი გამორიცხავენ პრეზუმფციის მოქმედებას, შესაბამისად, აღნიშნული ფაქტორები მიუთითებენ შემძენის არაკეთილსინდისიერებაზე.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, შემძენის ინტერესების დამცავი სამართლებრივი მექანიზმის ამოქმედებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა ობიექტურ გარემოებას არაუფლებამოსილი პირის მიერ ბინის გასხვისების თაობაზე, არამედ, თავად შემძენის სუბიექტურ დამოკიდებულებას მომხდარი ფაქტის - ბინის ყიდვის მიმართ, რაც იმას ნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორის ვარაუდი გამოირიცხება იმ შემთხვევაში, როდესაც შემძენმა იცის ან უნდა იცოდეს, რომ გამსხვისებელი არ არის ნივთის ერთადერთი მესაკუთრე.

 

დადგენილია, რომ მ-----------–---–ს და კ--------------ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება სადავო უძრავი ქონების მდებარე: ქ. თ---–---, ფ---------ის ქ. #2-, ს/კ #0-.1--0-.0--.----0-.--- ½ წილზე და ქონების ½ წილი აღირიცხა კ--------------ს საკუთრებად.

 

სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესს და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის ნორმებს. სამოქალაქო კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა, არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.

 

საქმის მასალებით არ დასტურდება ნასყიდობის ფასის, მყიდველის მიერ გამყიდველისათვის გადახდის ფაქტი. უძრავი ქონების წილის შეძენისათვის გადახდილ თანხად მოპასუხე კ-------------- უთითებს, რომ მან საკრედიტო ხელშეკრულებით სს ,,ს----------–---------დან“ მიიღო თანხა, რითაც გადაფარა მ-----------–---–-ს დავალიანება და აღნიშნულით მოხდა სადავო ქონების წილის ნასყიდობის თანხის ჩათვლა, სასამართლო ვერ დაეთანხმება მთითებულ გარემოებას, რადგან თანხა მიღებულია ბანკიდან 2--- წლის 2- სე---------ს, ხოლო უძრავი ქონების ნასყიდობა მოხდა 2--- წლის 1--------–ს, ანუ უძრავი ქონების წილის შეძენიდან დაახლოებით 5 თვის შემდეგ. იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სხვა საკრედიტო ურთიერთობიდან გამომდინარე თანხა არა დაფარულა მითითებული რეფინანსირებით და 5 თვის შემდეგ დაიფარა უძრავი ქონების წილის შეძენის თანხა, მოპასუხე მხარეს არანაირი მტკიცებულებით არ დაუდასტურებია, რითაც ამ შემთხვევაში ვერ განახორციელა მტკიცების ტვირთის საპროცესო უფლების სრულყოფილი რეალიზება.

 

სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი. მოჩვენებითად ჩაითვლება გარიგება, თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა, ე.ი. გარიგების მონაწილე მხარეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათ შორის დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება და იგი დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად. ამასთან, იგი როგორც წესი კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარავად გამოიყენება. მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში შეიძლება დაისვას მესამე პირთა ინტერესების დაცვის საკითხი. ამდენად, მოჩვენებითი გარიგების დროს ადგილი აქვს გარიგების მონაწილე მხარეთა განზრახ ქმედებას, რა დროსაც მათ არ სურთ სამართლებრივი შედეგის დადგომა და მისი დადების მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს მესამე პირის შეცდომაში შეყვანა.

 

მოჩვენებითი გარიგება მოკლებულია ნამდვილობას და იგი კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარად გამოიყენება იმ მიზნით, რომ კრედიტორების დაკმაყოფილებას გაექცეს. მოვალე ვითომ ყიდის ან ჩუქნის ქონებას. სინამდვილეში არავითარი ნასყიდობა ან ჩუქება არ ხდება.

 

მოსარჩელის მიერ აღძრული სარჩელის იურიდიული ინტერესი მდგომარეობს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაში, რომელიც ქმნის საფუძველს მოსარჩელის დარღვეული უფლებების დაცვისათვის სასამართლოსთვის მიმართვაში.

 

დადგენილია, რომ კ-------------- არის მ-----------–---–-ს ძმა, მასთან ახლო ურთიერთობაში მყოფი და მასთან ერთად მცხოვრები პირი, მ-----------–---–- არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ იცოდა ანდერძის არსებობის შესახებ, რაც აღნიშნულია შესაგებელში. დადგენილია, რომ მხარეები ცხოვრობენ ერთ მისამართზე ,,იტალიური’’ ტიპის ეზოს ორ სხვადასხვა ახლოსმდებარე ქონებაში. მოპასუხე მ-----------–---–- ცხოვრობდა მამასთან ერთად ამ მისამართზე. დადგენილია, რომ ა-–----------------–---–მა მთელი ქონება უანდერძა გ---–----------–---–ს რა დროსაც ცოცხალი იყო თ------------–---–-.მოსარჩელე მუდმივად ცხოვრობდა სადავო ბინაში და აღნიშნულთან დაკავშირებით და-ძმას პრეტენზია არ ჰქონიათ. მოპასუხე მუდმივად ცხოვრობდა მოსარჩელის მეზობლად. აღნიშნული ფაქტები საქმეზე დადგენილი გარემოებებთან ერთობლიობაში ქმნის იმის საფუძველს, რომ მოპასუხე მხარე მიჩნეულ იქნას არაკეთილსინდისიერ შემძენად, ვინაიდან მხარეებს შორის ახლო პირადი ურთიერთობა თავისთავად წარმოადგენს ისეთი ხარისხის ურთიერთობას, რომელიც დასაბუთებულს ხდის მოსარჩელე მხარის პოზიციას სადავო ფაქტების მისთვის ცოდნის თაობაზე, რაც გამორიცხავს მ-----------–---–-ს მიერ ბინის გასხვისებაზე მისი უფლებამოსილების ფაქტის მიმართ მოპასუხის, როგორც შემძენის კეთილსინდისიერებას.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან სადავო ქონება ანდერძისმიერი მემკვიდრის არსებობის პირობებში წარმოადგენს გ---–----------–---–-ს თანასაკუთრებას - საიდანაც მოსარჩელე მხარის წილია 3/4, ხოლო მოპასუხე მხარე წარმოადგენს არაკეთილსინდისიერ შემძენს, არსებობს ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ - მოსარჩელის იურიდიული ინტერესის ფარგლებში კერძოდ, გასხვისებული ქონების ½ ნაწილში ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც გ---–---- ი----–---–-ს სარჩელი, აღირიცხოს მესაკუთრედ საჯარო რეესტრში ა-–----------------–---–-ს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების 1/2 წილზე მდებარე: ქ. თ---–---, ფ---------ის ქ. 2- (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0-.1--0-.0--.----0-.---), ასევე ცნობილი იქნას მესაკუთრედ აღნიშნულ უძრავ ქონებაზე, საჯარო რეესტრში კ--------------ს სახელზე რიცხული ½ წილის ნახევრის მესაკუთრედ, მთლიანობაში უძრავი ქონების ¾ ნაწილის მესაკუთრედ და ბათილად იქნას ცნობილი მ-----------–---–სა და კ--------------ს შორის უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თ---–---, ფ---------ის ქ. 2- (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0-.1--0-.0--.----0-.---), 2--- წლის 1--------–ს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ½ ნაწილში, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3 რაც შეეხება მოპასუხის მიერ მითითებულ სასარჩელო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობას სამოქალაქო კოდექსის 12--ე, 129-ე მუხლებზე დაყრდნობით, საერთო ხანდაზმულობის 6 და 10 წელზე მითითებით, უძრავ ნივთებთან მიმართებაში, კერძოდ მოპასუხის განმარტებით მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2--- წელს, ხოლო მოსარჩელემ სარჩელი აღრძა 13 წლის შემდეგ, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 12--ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს 10 წელს. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილი გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ რომ გ---–----------–---–ს მიღებული აქვს სამკვიდრო და იგი სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად წარმოადგენს სადავო ქონების მესაკუთრეს, დაუშვებელია – მესაკუთრეს დაუწესდეს რაიმე ხანდაზმულობის ვადა მისი საკუთრების აბსოლუტური უფლების დაცვასთან დაკავშირებით. ეს დასკვნა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას (მაგალითად, იხ: 20-4 წლის 24 იანვრის განჩინება სამოქალაქო საქმეზე №ას-911-869-20-3).

 

6.4 სამოქალაქო კოდექსის 1503-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა შეიძლება გაიცეს როგორც მთელ სამკვიდროზე ასევე მის ნაწილზე. მოწმობა მიეცემა ყველა მემკვიდრეს ერთად ან თითოეულს ცალ-ცალკე მათი სურვილისამებრ. სამკვიდრო მოწმობის მიცემა ერთი მემკვიდრისათვის სამკვიდროს ნაწილზე, არ ართმევს უფლებას სხვა მემკვიდრეს მიიღონ მოწმობა დანარჩენ ნაწილზე.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა-–----------------–---–-ს სამკვიდრო მიღებული აქვს ანდერძისმიერ მემკვიდრეს შესაბამისად, ნ----------- ო-–--------–---–ის მიერ, 2----–-–-ს 2-----------ს მ-----------–---–-ს სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა (რეგისტრაციის #1---------), ანდერძისმიერი მემკვიდრის - გ---–----------–---–-ს წილის გათვალისწინებით უნდა გაბათილდეს ½ ნაწილში.

 

შესაბამისად,ბათილად უნდა იქნას ცნობილი, 2--- წლის 1---------ს გ------–--–-ლი ა-–----------------–---–-ს (სააქტო ჩანაწერის #0------) სამკვიდრო ქონების ½ წილზე, მდებარე: ქ. თ---–---, ფ---------ის ქ. 2-, 2----–-–-ს 2-----------ს, ნ----------- ო-–-------–---–-ს მიერ, მ-----------–---–-ს სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი #---------) ½ ნაწილში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის “ი” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა - განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე გ---–----------–---–- გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ცნო სარჩელი ქონების ½ ნაწილში მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით. მხარეთა შორის სადავოს წარმოადგენს მოპასუხის სახელზე რიცხული ქონების ½ ნაწილი.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა მ-----------–---–ს (პ/ნ 0---------1) და კ--------------ს (პ/ნ 0----------) უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-8, 38-ე, 39-ე, 46-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ---–----------–---–-ს (პ/ნ 0----------) სარჩელი მ-----------–---–-ს (პ/ნ 0---------1) და კ--------------ს (პ/ნ 0----------) მიმართ სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის, ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნას ცნობილი მ-----------–---–სა და კ--------------ს შორის უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თ---–---, ფ---------ის ქ. 2- (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0-.1--0-.0--.----0-.---), 2--- წლის 1--------–ს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ½ ნაწილში.

 

3. ბათილად იქნას ცნობილი, 2--- წლის 1---------ს გ------–--–-ლი ა-–----------------–---–-ს (სააქტო ჩანაწერის #0------) სამკვიდრო ქონების ½ წილზე, მდებარე: ქ. თ---–---, ფ---------ის ქ. 2-, 2----–-–-ს 2-----------ს, ნ----------- ო-–-------–---–-ს მიერ, მ-----------–---–-ს სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი #---------) ½ ნაწილში.

 

4. გ---–----------–---–- ცნობილი იქნას მესაკუთრედ საჯარო რეესტრში, ა-–----------------–---–-ს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების 1/2 წილზე მდებარე: ქ. თ---–---, ფ---------ის ქ. 2- (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0-.1--0-.0--.----0-.---), ასევე ცნობილი იქნას მესაკუთრედ აღნიშნულ უძრავ ქონებაზე, საჯარო რეესტრში კ--------------ს სახელზე რიცხული ½ წილის ნახევრის მესაკუთრედ, მთლიანობაში უძრავი ქონების ¾ ნაწილის მესაკუთრედ.

 

5. მ-----------–---–ს (პ/ნ 0---------1) და კ--------------ს (პ/ნ 0----------) დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–---ს სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე - 7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–---ს საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–---ს საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე დალი აბჟანდაძე