გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.06.2019
საქმის ნომერი
090210118002776480
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
12.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N(2/165–18) 090210118002776480

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12.06. 2019 წელი ამბროლაური

 

შესავალი ნაწილი

 

ა-------–------------------–- სასამართლოს

მოსამართლე გურამ გოცირიძე

სხდომის მდივანი ქ------- არჩვაძე

 

მოსარჩელეები – ი-------–----–---–--------–-------------------–--------

წარმომადგენელი – ე-–---------–--–---–-

 

მოპასუხე – ლ-------------–---–-

წარმომადგენელი – ა-–------------------–---–-

 

მესამე პირი –ქ---------–--------

 

დავის საგანი – მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა, უძრავი ქონებიდან 1/3 წილის განსაზღვრა და მიკუთვნება.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1.სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1გ-----–--------- მამკვიდრებელ ა---------–-–--------- დანაშთი სამკვიდრო ქონების მფლობელად და უძრავი ქონების (--------–------------------------–----------–-- ს-–----------–------–---------------–--------------------) 1/3 წილის მესაკუთრედ ცნობა.

 

1.2 ი-------–----–---–---------–-----------------------–--------- სადავო უძრავი ქონების 1/3 წილის (უძრავი ქონება მდებარე ა-------–------------------------–---------–---------------–-- მიწის ფართი 960 კვ.მ) მესაკუთრედ ცნობა.

 

1.3 2----–-–-----------------------–-----–-------- სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა სამკვიდროს 1/3 წილზე და სამკვიდრო მოწმობით განსაზღვრული სამკვიდროს 1/3 წილზე ი-------–----–---–---------–------------------------–--------- მემკვიდრედ ცნობა.

 

სარჩელის საფუძვლები:

საარქივო N--------------- ცნობის თანახმად, ა-------–--------------------------–---------–-- სასოფლო საბჭოს 1986–1990 წლების საკომლო წიგნში, კომლის უფროსად ჩაწერილია ნ----–-----–-------- და მისი შვილი ა---------–-–--------. საარქივო N A--------------- ცნობის თანახმად, კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა საცხოვრებელი სახლი 1997–2001 წლების ჩანაწერებით, აგებული 1991 წელს, საერთო სასარგებლო ფართით – 120 კვმ.მ, მიწის ნაკვეთი ფართობი 1996 –2000 წლის ჩანაწერებით – 0,36 ჰა. ნ----–----–---------------- ბ----) გარდაიცვალა 2000 წლის 14 მაისს, ხოლო ა---------–--–--------------- 2003 წლის 13 მაისს. ა---------–-–--------ს დარჩა პირველი რიგის მემკვიდრეები, მოპასუხე ლ-------------–---–-, შვილები – გ------–-------- და ქ---------–--------. ა---------–--–--------- გარდაცვალებამდე და მისი სიკვდილის შემდეგ, უძრავ ქონებას, მდებარე ამბ-----–-------------------------–--------––- დაეუფლენ მოსარჩელეები ი-------–----–---–--------–----------------------–-------ე. ისინი დაუფლებულნი იყვნენ საცხოვრებელ სახლს კანონიერად, რადგან ნ----–----–--------- ჰქონდა დაწერილი ანდერძი – 1996 წელს, რომ მის კუთვნილ ქონებას უტოვებდა შ---–--–---–-----------–---–-–---–----------------–-------- გარდაიცვალა 2010 წლის 03 აგვისტოს ისე, რომ ანდერძის რეგისტრაცია ვერ განახორციელა. მოსარჩელეებმა 2017 –2018 წელს გადაწყვიტეს კანონით დადგენილი წესით განესაზღვრათ მამის – გ-----–--------- წილი და მოეხდინათ ქონების რეგისტრაცია, კანონით დადგენილი წესით დოკუმენტების შეგროვების დროს აღმოვაჩინეს, რომ სამკვიდრო ქონებაზე მდებარე ა-------–---------------–---------––- მიმდინარეობდა ე.წ. სარეგისტრაციო წარმოება მოპასუხე ლ--------------–---–-- სასარგებლოდ. ასევე, აღმოაჩინეს სამკვიდრო მოწმობა N2------–-----–---------–-–--------------------- სადაც ლ------------–---–-- დამალა ორი პირველი რიგის მემკვიდრის არსებობა, ე.ი შვილების, მესამე პირი – ქ--------–--------- და გ-----–--------- არსებობა. ა---------–--–--------ს სამკვიდრო ქონება მდებარე ა-------–---------------------------–---------––-- საცხოვრებელი სახლი 135 კვმ და მიწის ნაკვეთი 960 კვმ. ერთპიროვნულად მიიღო მხოლოდ თვითონ. ასევე, მოპასუხემ დამალა თავისი ქორწინებით მინიჭებული გვარი და სამკვიდრო დოკუმენტები გააფორმა გვარზე – ფ----–---–-. მოსარჩელეებს სურვილი აქვთ აღიარებულ იქნეს კანონით დადგენილი წესით, ფაქტი რომ მამა – გ------–--------, დაუფლებული იყო ა---------–-–--------- სამკივიდრო ქონებას, 1996 წლიდან. შესაბამისად 2003 წლის 11 მაისიდან სადავო სახლში ცხოვრობენ გ---------------------, სახლში ალაგია მათი პირადი და საყოფაცხოვრებო ნივთები, სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტს დაადასტურებს არა ერთი მოწმე მცხოვრები ს------–--------––--

 

მოსარჩელის მოთხოვნაა: გთხოვთ ცნოთ გ------–-------- მამკვიდრებელ ა---------–-–--------- დანაშთი სამკვიდრო ქონების მფლობელად და ქონების – მდებარე ა-------–---------------–----------–--------------------------–--–-------–----------–------–--------------------–------------------------- მესაკუთრედ.

 

ასევე, ითხოვენ გ-----–--------- მემკვიდრეები – ნ----–-------------------–----–---–------------–-------- სადავო ქონების მფლობელად და მესაკუთრედ ცნობას , ქონების 1/3 წილზე სახლი 135 კვმ და მიწის ფართი 960 კვმ–ზე.

 

იმავდროულად ითხოვენ, 200--–-–-------------------------------------–--------------, ნაწილობრივ გაუქმებას და უძრავი ქონების 1/3 წილზე, მიკუთვნებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ და მისმა წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით, სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ გ------------------–------------ გარდა, ლ-------------–---–- ასევე წარმოადგენდა მისი პირველი რიგის მემკვიდრეს. სადავო ქონებას ფლობს და სარგებლობს ლ-------------–---–- და არა მოსარჩელეები. წარმოდგენილი ფოტომასალა ვერ გამოდგება იმის სამტკიცებლად, რომ ისინი ფლობენ ქონებას. ასეც, რომ იყოს, სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით, 2003 წელს უნდა მიეღო გ-----–--------- და არა მოსარჩელეებს. ლ-------–--------- რომელიც მითითებულია დაბადების მოწმობაში, არის ლ-------------–---–-. სადავო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნა 2----–-–-----------, კომლის ბოლო წევრის, ა---------–-–--------- გარდაცვალებით. გ-----–----------------------–-------- ინფორმირებული იყვნენ მამის გარდაცვალების თაობაზე. გ------------------–------------ უარი განაცხადეს სამკვიდროს მიღებაზე, ამიტომ არ იქნენ ისინი მითითებული სანოტარო აქტში. გ-----–-------- მის ყოფილ მეუღლესთან (ერთ-ერთი მოსარჩელე) კონფლიქტური ურთიერთობის გამო, 2----–-–-----------------–-----–-----------------------–--–- მუდმივად საცხოვრებლად და გარდაცვალებისას, იყო კიდეც რუსეთის მოქალაქე. რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ლ----------–----–------------–-–------------------- და მასთან ჰყავს საერთო შვილი – ვ-----------–--------, დაბადებული 2003 წლის 22 ივლისს. გ-----–-------- 2000 წლის 3 იანვრიდან მუდმივად ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში და გარდაიცვალა, როგორც რუსეთის მოქალაქე 2010 წლის 3 აგვისტოს ისე, რომ არც ჩამოსულა საქართველოში. შესაბამისად, მისი სამკვიდროს გახსნის ადგილად მიიჩნევა რუსეთი და მისი სამკვიდროს თაობაზე დავა უნდა განიხილებოდეს რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად. გ-----–--------- გარდაცვალებისას, არც საცხოვრებელი ადგილი, არც ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი და არც სამკვიდრო ქონება არ ქონია საქართველოში, შესაბამისად, ა-------–------------------–- სასამართლო არ არის უფლებამოსილი განიხილოს მიმდინარე დავა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს სამოქალაქო საქმის შეწყვეტას. იმავდროულდ აღნიშნავენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო დაადგენს, რომ გ-----–-------- დაეუფლა ა---------–-–--------- სამკვიდროდან კუთვნილ 1/3 წილს, სასამართლომ არ უნდა დააკმაყოფილოს სრულად, შემდეგ გარემოებათა გამო: 1. მოცემულ შემთხვევაში გ-----–--------- სავარაუდო მემკვიდრეებად მიიჩნევიან: დედა - ლ-------------–---–-, მეუღლე- ი-------–----–---–-, მასთან შეძენილი ორი შვილი - ნ-----------------–------------ რუსეთში მცხოვრები მეუღლე - ლ----------–----–- და მასთან შეძენილი შვილი ვ-----------–--------. შესაბამისად, სამკვიდრო უნდა გაიყოს 6 ადამიანზე და არა სამზე, როგორც ამას მოსარჩელეები ითხოვენ. 2. ი-------–----–---–- ვერ მიეკუთვნება ვერანაირი წილი გ-----–--------- სამკვიდროდან, რადგან ისინი დიდი ალბათობით განქორწინებულები არიან.

 

მესამე პირი ქ--------–-------- არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და იგი ეთანხმება მოპასუხის წარმომადგენლის პოზიციას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ნ----–----–-------- გარდაიცვალა 2000 წლის 14 მაისს, გარდაცვალებამდე, მისი კომლი შედგებოდა ორი წევრისგან: ნ----–-----–-------- და მისი შვილი, ა---------–--–---------აგან. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი 1997 –2001 წლების ჩანაწერებით აგებული – 1991 წელს საერთო სასარგებლო ფართით –120 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფართობი – 1996 –2000 წლების ჩანაწერით 0,36 ჰა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-გარდაცვალების მოწმობა

–საარქივო ცნობა N A--------------

–საარქივო ცნობა N A--------------

 

3.1.2. ნ----–-----–--------ს 1-----–-–-------------- შედგენილი ჰქონდა ანდერძი, რომლის მიხედვითაც, მთელ თავის ქონებას უანდერძებდა შვილს - ჟ---–------–--------- და შვილიშვილს გ-----–---------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ანდერძი

-მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.3 ა---------–-–-------- გარდაიცვალა 2003 წლის 13 მაისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-გარდაცვალების მოწმობა

 

3.1.4 გ-----–-------- გარდაიცვალა 2010 წლის 03 აგვისტოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-გარდაცვალების მოწმობა

 

3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ლ--------------–---–-- 2003 წლის 30 ოქტომბერს მიიღო სამკვიდრო მოწმობა (------------------ ა---------–-–--------- დანაშთ ქონებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სამკვიდრო მოწმობა

 

3.2.2. ნ-----------------–----------------------------–--------- გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდეგ, ფაქტობრივი ფლობით, მიიღეს სამკვიდრო, რაც გამოიხატა იმაში, რომ მიდიოდნენ ამბ-----–-------------------------–--------––- სადავო სახლში, რჩებოდნენ, სარგებლობენ მისით, როგორც საკუთარი ქონებით, იქ აქვთ პირადი და საყოფაცხოვრებო ნივთები, ხოლო გ-----–-------- გარდაცვალებამდე, დაეუფლებული იყო მამის – ა---------–-–---------ა და ბებიის ნ----–----–--------- უძრავ ქონებას, რომელიც უანდერძა ნ----–----–--------მ.

 

აღნიშნულის შეფასების საფუძველს სასამართლოს აძლევს საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

მატერიალური სამართლის არც ერთი ნორმა სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დადასტურების სპეციალურ სტანდარტს არ ადგენს. სსსკ-ის 102-ე მუხლის მეორე ნაწილი, დასაშვებ მტკიცებულებად, მოწმის ჩვენებასაც მიიჩნევს, თავის მხრივ, ამავე კოდექსის 140-ე მუხლი მოწმედ განიხილავს ნებისმიერ პირს, რომელსაც შესაძლებელია, გააჩნდეს რაიმე ინფორმაცია სადავო გარემოების შესახებ. მოწმის ჩვენების შეფასებისას, სასამართლო მას იკვლევს, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რა დროსაც, ბუნებრივია, მნიშვნელობა ენიჭება, როგორც სუბიექტურ, ისე ობიექტურ ფაქტორებს, მათ შორისაა მოწმის უნარი, აღიქვას ფაქტები და სწორად გადმოსცეს ისინი, მისი დამოკიდებულება მოდავე მხარეებისა და გარემოებების მიმართ, ასეთ დროს, მოწმდება ჩვენების იურიდიული სანდოობა და მისი შეფასების პროცესუალური საფუძველი (საქ.სსკ–ის 105-ე მუხლი).

 

მოსარჩელეების წარმომადგენლის განმარტებით, გ-----–--------, მისი მეუღლე და შვილები ა---------–--–--------- უძრავ ქონებას მის გარდაცვალებამდე დაეუფლნენ. მოსარჩელეები, გ-----–--------- გარდაცვალების შემდეგ ხშირად იმყოფებოდნენ, სამკვიდრო სახლში, რჩებოდნენ იქ, დაეუფლენ მოძრავ ნივთებს. უდავოა გარემოებაც, რომ ნ------------------–----------- ამბ-----–-------------------------–--------––-, სადავო სახლში ჩადიოდნენ, ამჟამადაც ზაფხულობით მიდიან. მოწმე დ------–------ძე ადასტურებს, რომ გ-----–-------- ცხოვრობდა რუსეთში, მაგრამ მამის გარდაცვალების შემდეგ, იგი ჩამოსული იყო ამბ-----–-------------------------–--------––-. ასევე, მიუთითა, რომ გ-----–--------მ მის მამას სთხოვა ს------–--------––- სახლისა და ვენახის მოვლა – პატრონობა. დაადასტურა ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ სადავო სახლში მიდის და პატრონობს ნ--------------–---------ბი და გ------------------ მამიდაშვილი, რომელმაც გაფუჭებული ღობე შეაკეთა. იმავდროულად ისიც აღნიშნა, რომ დ------–--------- მამას უთხრა გ--------------------------–-ს სახლი მინდა ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვისო,, , ხოლო გორის სახლს უტოვებდა თავის დას და დედას. მას რაც ახსოვს ბავშვობიდან ჩადიოდნენ სადავო სახლში გ----- შვილები. გ----- ნებართვით, თვით მოწმე დ------–------ძეს აღნიშნულ სადავო სახლის ეზოში ჩადგუმული აქვს რკინის კონტეინერი 2009 წლიდან, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს. ასევე, მოწმე ჯ---------–-------ემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ნ----–-----–--------მ მისი საცხოვრებლი სახლი უანდერძა შვილიშვილს გ-----–--------- და ქალიშვილს ჟუ-–-----ს. დღემდე იცოდნენ, რომ ეს სახლი იყო გ-----ი. არც ის იცოდნენ თუ ვინმე ედავებოდა გ-----. დღეის მდგომარეობით, ამ სახლში დადიან გ----- შვილები და მამიდაშვილი – ჟუ-–-----ს ვაჟი გ------ა. მოწმე თ-------–------ძემ, ასევე დაადსტურა, რომ აღნიშნული სახლი იყო გ-----ი, სახლში ჩამოდიან მისი შვილები ნ-----------------–------------ ასევე ჩამოდის გ------ა – გ-----–--------- მამიდაშვილი. ლ-------------–---–- მე როგორც მახსოვს ა---------–ის გარდაცვალების შემდგომ, ყოფილა ერთხელ ჩამოსული შემოდგომაზე, ვენახში ყურძენი მოუკრიფავს, დიდი ხანია მას არ უნახავს სოფლის სახლში არც ლამარა და არც ქ-------ი ჩამოსული. ასევე აღნიშნა, რომ გადმოცემით იცის, რომ რუსეთში ჰყავდა ცოლშვილი გ-----. უდავოა გარემოება, რომ გ------–-------- ჩამოდიოდა მამისეულ სახლში და სურვილი ჰქონდა მის ჩამოსვლამდე, მოვლა – პატრონობა განეხორციელბინა მის მეზობელს, რადგან სოფლის სახლი მას უნდოდა თავისთვის და ცოლისთვის და შვილებისთვის. ასევე, უდავოა ისიც, რომ ნ-----------------–----------- მუდმივად ჩამოდიოდნენ მამისეულ სახლში.

 

აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა, ქმნის იმ ვარაუდის დაშვების შესაძლებლობას, რომ ქონების დაუფლებით, იგი სურვილისამებრ მისვლითა და დარჩენით, ა-------–-------------------------–---------––- მდებარე სახლს მიიჩნევდა თავისად, შესაბამისად, მამის გარდაცვალების შემდეგ, დაეუფლა სიცოცხლეში მშობლის სარგებლობაში არსებულ, სადავო საცხოვრებელ სახლში განთავსებულ მოძრავ ნივთებს. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ნ-----------------–----------- არ ჰქონიათ ნება მიეღოთ მამის სამკვიდრო ქონება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ, ამ მოვალეობის შეუსრულებლობას, ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსი,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით, საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 129-ე მუხლის შესაბამისად, გაყოფა საკოლმეურნეო კომლის კუთვნილი ქონებისა, რომელიც მისი მოსპობის შემდეგ დარჩა, წარმოებს ამ კოდექსის 125-ე და 128-ე მუხლებში აღნიშნული წესებით. ამავე კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით. აღნიშნული კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის წევრის წილი განისაზღვრება იმ ანგარიშით, რომ კომლის ყველა წევრს, მათ შორის, არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც, თანაბარი წილი ეკუთვნის.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკოლმეურნეო კომლის გაუქმების შემდეგ, კომლის ქონება გარდაიქმნა კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებად, სადაც თითოეულ წევრს თანაბარი წილი ეკუთვნის (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივლისის განჩინება, #ას-988-1242-05).

 

ამდენად, მას შემდეგ, რაც გაუქმდა საკოლმეურნეო კომლი და მას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა, ქონება, რომელიც საკოლმეურნეო კომლის ქონებას და ამავე დროს, კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს საკოლმეურნეო კომლის ქონებას და იგი არის კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომელზედაც ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებაზე მემკვიდრეობა უნდა გაიხსნას, სამკვიდროს გახსნის ზოგადი წესების მიხედვით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საარქივო NA---------------------------------- -04 ცნობით, ამბ-----–-------------------------–--------––-, კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, კომლის უფროსად ჩაწერილი იყო ნ----–----–-------- და მისი შვილი ა---------–-–--------. ნ----–-----–--------ს გარდაცვალებამდე, მისი კომლი შედგებოდა ორი წევრისგან: ნ----–-----–--------საგან და მისი შვილის – ა---------–-–---------აგან. ამ უკანასკნელმა ნ----–-----–--------ს გარდაცვალების შემდეგ, მიიღო მისი სამკვიდრო ქონება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, რომლის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე, ხოლო 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს, თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები. სამოქალქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად,სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. ამავე კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად კი, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრის მიერ, სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ, ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღონ სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა იყოს იგი.

 

ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით, სამკვიდრო მიღებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში, სამკვიდროს გახსნის დღიდან. ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ, სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ, ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. ასეთად კი მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში და სხვა. სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადასახადების გადახდაში, დამქირავებლისათვის ქირის გადახდევინებაში, თხოვებაში და ა.შ.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა---------–-–--------- გარდაცვალებით, 2003 წლის 30 ოქტომბერს გაიხსნა სამკვიდრო. მის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ - მეუღლე ლ-------------–---–-, შვილები გ-----–-------- და ქ--------–--------, ასევე, 2010 წლის 03 აგვისტოს გარდაცვლილი გ-----–--------- შვილები, ნ------------------–--------ები.

 

დადგენილია ასევე, რომ ა---------–-–--------- გარდაცვალებისას, სამკვიდრო მასას წარმოადგენდა უძრავი ქონება მდებარე ამბ-----–-------------------------–--------––-, საცხოვრებელი სახლი 135 კვ.მ და მიწის ფართი 960 კვ.მ.

 

მემკვიდრეთაგან ლ-------------–---–მა 2003 წლის 30 ოქტომბერს მიიღო სამკვიდრო მოწმობა (------------------ ა---------–-–--------- დანაშთ ქონებაზე სრულად.

 

სასამართლო დადგენილად ვერ მიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელემ, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ იმიტომ ვერ მიიღო მამის დანაშთი ქონება, რომ ცხოვრობდა მუდმივად რუსეთში, დადგენილია რომ გ------–--------ს ა---------–-–--------- გარდაცვალების შემდგომ ფაქტობრივი ფლობით აქვს მიღებული სამკვიდრო. ასევე, მოსარჩელეების განმარტებით, გ-----–--------- გარდაცვალების შემდეგ, ხშირად იმყოფებოდნენ სამკვიდრო სახლში, რჩებოდნენ იქ, უდავოა ის გარემოებაც, რომ ნ------------------–--------ები სახლში დადიან ზაფხულობით. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა, ქმნის იმ ვარაუდის დაშვების შესაძლებლობას, რომ ქონების დაუფლებით, ისინი სურვილისამებრ მისვლითა და დარჩენით, ამბ-----–-----ში, ს------–--------––- მდებარე სახლს მიიჩნევდნენ თავისად.

 

შესაბამისად, ვინაიდან სახეზეა ნ-----------------–-----------ს სამკვიდროს მიმღები ორი კანონისმიერი მემკვიდრე, მათი წილი უძრავ ქონებაში უნდა განისაზღვროს 1/3 ნაწილით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების მიზნებისათვის, მნიშვნელობა ენიჭება მემკვიდრის სუბიექტურ დამოკიდებულებას სამკვიდრო მასაში არსებული ქონების მიმართ. კერძოდ, გარემოებებს იმის შესახებ, რომ მემკვიდრე გარკვეულ ზომებს იღებდა სამკვიდროს დაცვის, შენარჩუნების და თუ აშკარად გამოკვეთილი არ არის, რომ აღნიშნული ვინმეს სასიკეთოდ, საჩუქრის სახით კეთდებოდა, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე იგულისხმება, რომ მემკვიდრე ქონებას თავისად მიიჩნევდა და გარკვეულ ქმედებებს ახორციელებდა საკუთარ ქონებაზე.

 

საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა - ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, ქმნის პრეზუმფციას იმისას, რომ მემკვიდრეები ფაქტობრივად დაეუფლნენ მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებას. პრეზუმირებული ფაქტის გამაქარწყლებელი და უარმყოფელი უტყუარი მტკიცებულებები, მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

 

შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მამკვიდრებლის პირველი რიგი კანონისმიერ მემკვიდრეთაგან, სამკვიდრო მიღებული აქვს ერთ პირს, მოსარჩელეთა წილი სადავო ქონებიდან, განისაზღვრება უძრავი ნივთის 1/3 წილით, რის გამოც, ნ-----------------–-----------ს სარჩელი მესაკუთრედ აღიარების თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 1503-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა შეიძლება გაიცეს როგორც მთელ სამკვიდროზე, ასევე მის ნაწილზე. მოწმობა მიეცემა ყველა მემკვიდრეს ერთად, ან თითოეულს ცალ-ცალკე მათი სურვილისამებრ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება, მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

 

ასევე, ყურადსაღებია გარემოება, რომ ლ-------------–---–მა სადავო სამკვიდრო ქონება მემკვიდრეობით მიიღო 2003 წელს, ა---------–-–--------- გარდაცვალების შემდეგ, რა დროსაც, მისთვის ცნობილი იყო სხვა მემკვიდრეთა არსებობის შესახებ, თუმცა მათი ვინაობის შესახებ, სანოტარო ორგანოში მემკვიდრეობის უფლების დადგენისას, არ განუცხადებია. აღნიშნულით, ლ-------------–---–მა დაარღვია ვალდებულება, ნოტარიუსისათვის სხვა მემკვიდრეებზე ინფორმაციის მიწოდების შესახებ. ამ დასკვნის საფუძველს იძლევა სამოქალაქო კოდექსის 1310-ე, 1427-ე, 1478-ე, 1479-ე და მემკვიდრეობის სამართლის ნორმების ზოგადი ანალიზი, რომელიც ავალდებულებს კერძო სამართლის სუბიექტებს, იმოქმედონ კეთილსინდისიერების ფარგლებში. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან კეთილსიდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. რამდენადაც, კეთილსინდისიერების პრინციპი სახელშეკრულებო სამართლის აღიარებული ზოგადი დათქმაა, რომელიც განმტკიცებულია სამოქალაქო კანონმდებლობით. მართალია, ნორმათა უმრავლესობა მასზე პირდაპირ არ უთითებს, მაგრამ მაინც მას ემყარება, ვინაიდან სამოქალაქო მართლწესრიგი სწორედ ამ პრინციპზეა დაფუძნებული. კეთილსინდისიერი ქცევა სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ერთმანეთის უფლებებისადმი გულისხმიერებითა და პატივისცემით მოქმედებას გულისხმობს. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს.

 

ვინაიდან, ნ--------------------–--------ები წარმოადგენენ გ-----–--------- სამკვიდრო ქონებიდან 1/3 ნაწილის საკუთრების უფლების მიღებაზე უფლებამოსილების მქონე პირებს, შესაბამისად, არსებობს ნოტარიუს დ--------------ს მიერ, ლ-------------–---–-ს სახელზე, ა---------–-–--------- დანაშთ ქონებაზე, 2003 წლის 30 ოქტომბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის, (რეესტრში რ---------–---------) მოსარჩელეების იურიდიული ინტერესის ფარგლებში, 1/3 ნაწილში, ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

 

6.3. ქორწინების საკანონმდებლო განსაზღვრების მიზნიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1341-ე მუხლი აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, მეუღლეს შეიძლება ჩამოერთვას კანონით მემკვიდრეობის უფლება, თუ დადასტურებული იქნება, რომ ქორწინება მამკვიდრებელთან ფაქტობრივად, სამკვიდროს გახსნამდე, არანაკლებ სამი წლისა, შეწყვეტილი იყო და მეუღლეები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. კანონმდებლის მიზანს ამ შემთხვევაში, წარმოადგენს იმგვარი სამართალურთიერთობის მოწესრიგება, რომლის დროსაც, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით (სკ-ის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილი.) და რომლის დროსაც, დასაზუსტებელია კანონით მემკვიდრეთა წრე. იმ თვალსაზრისით, რომ თუნდაც, იურიდიული მიზნებისათვის, მეუღლედ რეგისტრირებული პირის ხელში არ აღმოჩნდეს მამკვიდრებლის ის უფლებები და პრივილეგიები, რომლებიც მას გააჩნდა სიკვდილის მომენტისათვის (სამკვიდრო მასა) და ამით, გაუმართლებლად არ შეილახოს დანარჩენ მემკვიდრეთათვის კანონით მინიჭებული უფლებები.

 

სამოქალაქო კოდექსის 1341-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის გამოყენებისათვის და შესაბამისად, მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევისათვის, ამავე ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, განმსაზღვრელია არა ის გარემოება, არსებობდა თუ არა ქალსა და მამაკაცს შორის რეგისტრირებული ქორწინება, არამედ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა კონკრეტული ფაქტობრივი საფუძვლების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირებს შორის, ცოლ-ქმრული ურთიერთობის ფაქტობრივად არარსებობაზე.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ყველა ზემოთ დადგენილი გარემოებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სახეზეა ის აუცილებელი ფაქტობრივი საფუძველი, რაც საკმარისია 2010 წლის 03 აგვისტოს გარდაცვლილ გ------–--------სა და ი-------–----–---–- შორის, ფაქტობრივად ქორწინების შეწყვეტილად მიჩნევისათვის. შესაბამისად, დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, არსებობს იმისი სამართლებრივი საფუძველიც, რომ ი-------–----–---–- ჩამოერთვას ფაქტობრივად შეწყვეტილ ქორწინებაში მყოფი პირისაგან, მემკვიდრეობის მიღების უფლება და სარჩელი ამ ნაწილში დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ – 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა, განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს ლ------------–---–-------------–----------------–--------------------–--------ს სასარგებლოდ, დაეკისროს ბაჟის ნაწილი – 190 ლარის ანაზღაურება, ხოლო რაც შეეხება ი-------–----–---–-ს სასარჩელოს მოთხოვნა, ვინაიდან იგი არ დაკმაყოფილდა სახელმწიფო ბაჟის ნაწილი – 95 ლარის ოდენობით, უნდა დარჩეს ბიუჯეტში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-1ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების, ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით), აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებთ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის, კანონით დადგენილი წესით.

 

ა-------–------------------–- სასამართლოს 2-----–-–---------------ის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ლ-------------–---–ს აეკრძალა უძრავი ქონების, მდებარე ა-------–-------------------------–---------––-, საცხოვრებელი სახლი – 135 კვ.მ და მიწის ფართი – 960 კვ.მ. ( საკადასტრო კოდიN8-----------------------------–----------- გაცემული 30.10.2003წ), რეგისტრაცია საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, სახეზე არ არის მის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი-------–----–---–-ს, ს--------–-------------------–------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გ-----–-------- ცნობილი იქნეს მამკვიდრებელ ა---------–-–--------- დანაშთი სამკვიდრო ქონების მემკვიდრედ და უძრავი ქონების ( ამბ-----–-----ის რ--------------–----------–-- საცხოვრებელი სახლი – 135 კვ.მ , მიწის ფართი – 960 კვ.მ) 1/3 წილის მესაკუთრედ.

 

3. ნ----–----------------------–-------- ცნობილი იქნენ მამკვიდრებელ გ-----–--------- კუთვნილი უძრავი ქონების – 1/3 წლის (უძრავი ქონება მდებარე ა-------–------------------------–---------–---------------–-- მიწის ფართი 960 კვ.მ) მემკვიდრედ და მესაკუთრედ.

 

4. ნაწილობრივ გაუქმდეს 2----–-–-----------------------–-----–-------- სამკვიდრო მოწმობა – სამკვიდროს 1/3 წილზე და სამკვიდრო მოწმობით განსაზღვრული სამკვიდროს 1/3 წილის მიმღებ მემკვიდრედ, ცნობილი იქნენ ნ----–----------------------–--------.

 

5.ი-------–----–---–-ს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

6. მოპასუხეს ლ-------------–---–ს მოსარჩელეების ს--------–--------------------–--------- სასარგებლოდ, დაეკისროს ბაჟის ნაწილი – 190 ლარის ანაზღაურება, ხოლო დანარჩენი ნაწილი 95 ლარი, დარჩეს ბიუჯეტში.

 

7.ძალაში დარჩეს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ა-------–------------------–- სასამართლოს 2-----–-–---------------ის განჩინება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ლ-------------–---–ს აეკრძალა უძრავი ქონების, მდებარე ა-------–-------------------------–---------––-, საცხოვრებელი სახლი – 135 კვ.მ და მიწის ფართი – 960 კვ.მ. ( საკადასტრო კოდიN8-----------------------------–----------- გაცემული 30.10.2003წ), რეგისტრაცია საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე.

 

8.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ.N32), სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ა-------–------------------–- სასამართლოს მეშვეობით (მის: ამბროლაური, მ. კოსტავას ქუჩა N13), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან – 14 დღის ვადაში.

 

9.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან, არა უადრეს – 20 (ოცი) და არა უგვიანეს – 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან – 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გურამ გოცირიძე