გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/26343-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05 მარტი, 2019 წელი ქ. თ---–---
სარეზოლუციო ნაწილი
თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ზოია კვარაცხელია
სხდომის მდივანი - ქეთევან ლაზარაშვილი
მოსარჩელეები:1.თო-------–-----–-ა;
წარმომადგენელი: თე----------ა
2. ნი----–-----–-ა
წარმომადგენელი: ირ---–-------ა
მოპასუხეები: 1. ნა-------–-----–-ა,2. თი-------–-----–-ა
3.მა---–-----–-ა
წარმომადგენელი: ლე-----------–-–---–ი
დავის საგანი: სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, სამკვიდრო წილზე მემკვიდრედ ცნობა, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ გაუქმება, სამკვიდრო ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 2--- წლის 2-------------ს გარდაცვლილი რა------–----–-----–--ს სამკვიდრო ქონებაზე, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაგრძელება, თო-------–-----–-ას და ნი----–-----–-ას ცნობა თანამესაკუთრეებად სადავო ქონებებზე, მდებარე: ქ. თ---–--------------------------------–-------------------, ფართი: 69.00კვ.მ, ს/კ: 0----------------------, ქ.თ---–--------–-------–----------------, ე-----–---–-- ქ---- ს/კ: 0----------------------. და მ–--------–---, საკადასტრო კოდი 7-----------.
1.2 .2--- წლის 2-------------ს გარდაცვლილი რა------–----–-----–--ს სამკვიდრო ქონებაზე, ნოტარიუს ნ------------–---–-- მიერ 2----–-–------------–-, მეუღლის - ნა-------–-----–-ას, შვილების - თი-------–-----–-ას, მა---–-----–-ას, სახელზე გაცემული კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის (რეგისტრაციის №1--------) ნაწილობრივ გაუქმება ;
1.3 თო-------–-----–-ა და ნი----–-----–-ა, როგორც თანამემკვიდრეები თანასწორი წილით აღირიცხონ საჯარო რეესტრის ჩანაწერში შესაბამისი ცვლილებების შეტანის გზით, შემდეგ უძრავ ქონებათა მონაცემთა რეესტრში:
1570.00 კვ.მ. სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა ნაგებობები №------ს, ჩათვლით, მდებარე მ–--------–--- საკადასტრო კოდი: 7-----------.
2444.00კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე №----- შენობა-ნაგებობაში არსებული სასარგებლო ფართი - №21 ბინა,საერთო ფართით 69.00კვ.მ, მდებარე: ქ.თ---–---, პ--------------------–--------------, საკადასტრო კოდი: 0----------------------.
4443.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე №----- შენობა-ნაგებობის ლიტერ „---–- არსებული ფართი - №-------, საერთო ფართი/წილი - 1.00/3.00, მდებარე: ქ.თ---–-----------–-------–-ს გამზირი №--, ე-----–---–-- ქ. №2-, საკადასტრო კოდი: 0----------------------.
სარჩელის საფუძვლები:
2--- წლის 2-------------ს გარდაიცვალა მამკვიდრებელი - რა------–----–-----–--. სამკვიდროს გახსნის ადგილად მითითებულია - ქ. თ---–-------–----–----–------------------------------------. ნოტარიუს ნ------------–---–-- მიერ, 2----–-–------------–- რ-------–---–-----–--ს პირველი რიგის მემკვიდრეებზე, მეუღლეზე - ნა-------–-----–-აზე და შვილებზე: თი-------–-----–-აზე და მა---–-----–-აზე გაიცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა, ისე რომ ნოტარიუსს დაუმალეს სხვა მემკვიდრეების არსებობის შესახებ, კერძოდ, რ-------–---–-----–--ს ჰყავდა კიდევ ერთი შვილი - ბე----–-----–-ა, რომელიც 2----–-–----------------ს გარდაიცვალა. ბე----–-----–-ას დარჩა პირველი რიგის მემკვიდრეები, შვილები - თო-------–-----–-ა და ნი----–-----–-ა, რომლებსაც სამკვიდრო არ მიუღიათ არც ფაქტობრივი ფლობით და არც ნოტარიუსთან მიმართვის გზით, რადგან თო-------–-----–-ა 20---–-–------------------- იყო დაკავებული და 2----–-–------------ს თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის განაჩენით, 6-–-–-------------- თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო ნი----–-----–-ა, სტუდენტის სტატუსით, სასწავლო სემესტრის განამავლლობაში იმყოფებოდა უ-------ს რესპუბლიკაში.
აღნიშნული სამკვიდრო მოწმობით პირველი რიგის მემკვიდრეებმა, მეუღლემ და შვილებმა რ-------–---–-----–--ს დანაშთი ქონებიდან მიიღეს 167 000 ლარად შეფასებული სამკვიდრო, კერძოდ უძრავ ქონებები, მდებარე: ქ. თ---–--------------------------------–-------------------, ფართი: 69.00კვ.მ, ს/კ: 0----------------------, ქ.თ---–--------–-------–----------------, ე-----–---–-- ქ---- ს/კ: 0----------------------. და მ–--------–---, საკადასტრო კოდი 7-----------.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, მათი განმარტებით ნოტარიუსისთვის რაიმე ფაქტის დამალვას ადგილი არ ჰქონია, მათ დადგენილ ვადაში მიმართეს ნოტარიუსს სამკვიდროს მიღების თაობაზე, ხოლო მოსარჩელეებმა არ განახორციელეს საკუთარი უფლების რეალიზება არც ფაქტობრივი ფლობით და არც ნოტარიუსზე მიმართვით. აღნიშნავენ, რომ მათთვის ცნობილი იყო თო-------–-----–-ას, როგორც მსჯავრდებულის სტატუსის და ნი----–-----–-ას საღვარგარეთ ყოფნის შესახებ ინფორმაცია. თუმცა აღნიშნული ფაქტების შესახებ მხარეებს არ წარმოუდგენიათ მტკიცებულება, ასევე ნი----–-----–-ა სასწავლო სემესტრის განმავლობაში რამდენჯერმე იყო საქართველოში ჩამოსული. მიუთითებენ, რომ მოსარჩელეებმა გაუშვეს კანონით დადგენილი სამკვიდროს მიღების 6-------ი ვადა და არანაირი ვადის გაშვების საპატიო საფუძლები არ არსებობს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2----–-–----------------ს გაცემული გარდაცვალების მოწმობის ალ. №0------ის მიხედვით, 2----–-–----------------ს გარდაიცვალა ბე----–-----–-ა, გარდაცვალების მოწმობის სააქტო ჩანაწერი №0------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-გარდაცვალების მოწმობა ალ. №0-----, სააქტო ჩანაწერი №0------. ( იხ.ს.ფ 35)
3.1.2. ბ--------------–--------–-----–-ა, დაიბადა 19---–-–----------------–ს, ქ. თბ--–--–ი, დედა - ნა--------------ა, მამა - რ-------–---–-----–--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-დაბადების მოწმობა №8-----. (იხ.ს.ფ 36)
3.1.3. ბე----–-----–-ამ და თე----------ამ იქორწინეს 19---–-–---------------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა №3------ (იხ.ს.ფ.37)
3.1.4. თო-------–-----–-ა (პ/ნ 0----------) დაიბადა 19---–-–-----------------ს, ქ.თბ--–--–ი, მამა - ბე----–-----–-ა, დედა - თე----------ა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-დაბადების მოწმობა №6----. (იხ.ს.ფ. 38)
3.1.5. ნი----–-----–-ა (პ/ნ 0-----------) დაიბადა 19---–-–---------–--ს, ქ.თბ--–--–ი,მამა - ბე----–-----–-ა, დედა - თე----------ა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-დაბადების მოწმობა №2-----. (იხ.ს.ფ. 38)
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ნოტარიუს ნ------------–---–-- მიერ 2--------- წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობა №1---------ის თანახმად 2--- წლის 2-------------ს გარდაცვლილი რა------–----–-----–--ს პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრეებმა: მეუღლემ - ნა-------–-----–-ამ და შვილებმა - თი-------–-----–-ამ და მა---–-----–-ამ მიიღეს სამკვიდრო ქონება სრულად, რაც მოიცავდა უძრავ ქონებებს, მდებარე: ქ.თ---–--------------------------------–-------------------, ფართი: 69.00კვ.მ, ს/კ: 0----------------------, ქ.თ---–--------–-------–----------------, ე-----–---–-- ქ---- ს/კ: 0----------------------. და მ–--------–---, საკადასტრო კოდი 7-----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ნოტარიუს ნ------------–---–-- მიერ 2--------- წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობა №1-------- (იხ.ს.ფ.22-26).
3.2.2. 2--------- წლის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნავკევთი, შენობა ნაგებობების ჩამონათვალი №-------------- დაზუსტებული ფართით: 1570.00კვ.მ, მდებარე: მ–--------–---, ირიცხება თი-------–-----–-ას(პ/ნ 0----------), მა---–-----–-ას(პ/ნ 0----------) და ნა-------–-----–-ას(პ/ნ 0----------) სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2--------- წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი. (იხ.ს.ფ. 29)
3.2.3. 2--------- წლის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თ---–--------------------------------–----------, დაზუსტებული ფართი: 2444.00კვ.მ, ს/კ: 0---------------------- ირიცხება თი-------–-----–-ას(პ/ნ 0----------), მა---–-----–-ას(პ/ნ 0----------) და ნა-------–-----–-ას(პ/ნ 0----------) სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2--------- წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი. (იხ.ს.ფ. 21)
3.2.4. 2--------- წლის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების ნავკევთი, შენობა ნაგებობების ჩამონათვალი №-------------მდე, დაზუსტებული ფართით: 4043.00კვ.მ, მდებარე: ქ.თ---–---, ე-----–---–-- ქუ------, ირიცხება თი-------–-----–-ას(პ/ნ 0----------), მა---–-----–-ას(პ/ნ 0----------) და ნა-------–-----–-ას(პ/ნ 0----------) სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2--------- წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი. (იხ.ს.ფ. 33)
3.2.5. შპს „ე----------------ს“ დასკვნის თანახმად, 20---–-–-----------------ს მდგომარეობით, თი-------–-----–-ას(პ/ნ 0----------), მა---–-----–-ას(პ/ნ 0----------) და ნა-------–-----–-ას(პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ.თ---–--------------------------------–----------, დაზუსტებული ფართი: 2444.00კვ.მ, ს/კ: 0----------------------, ნაკვეთი N--, საბაზრო ღირებულებად განისაზღვრა - 50 961.28 აშშ დოლარი, 133 528.74 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „ე----------------ს“ დასკვნა (იხ.ს.ფ. 47-63)
3.2.6. შპს „ე---------------ს“ დასკვნის თანახმად, 20---–-–-----------------ს მდგომარეობით, თი-------–-----–-ას(პ/ნ 0----------), მა---–-----–-ას(პ/ნ 0----------) და ნა-------–-----–-ას(პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნავკევთი, შენობა ნაგებობების ჩამონათვალი №-------------- დაზუსტებული ფართით: 1570.00კვ.მ, მდებარე: მ–--------–---, საბაზრო ღირებულებად განისაზღვრა - 48 003.75 აშშ დოლარი, 125 779.43 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „ე----------------ს“ დასკვნა (იხ.ს.ფ 64-82)
3.2.7. შპს „ე----------------ს“ დასკვნის თანახმად, 20---–-–-----------------ს მდგომარეობით, თი-------–-----–-ას(პ/ნ 0----------), მა---–-----–-ას(პ/ნ 0----------) და ნა-------–-----–-ას(პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების ნავკევთი, შენობა ნაგებობების ჩამონათვალი №-------------მდე, დაზუსტებული ფართით: 4043.00კვ.მ, მდებარე: ქ.თ---–---, ე-----–---–-- ქუ------, საბაზრო ღირებულებად განისაზღვრა - 14 503.34 აშშ დოლარი, 38 001.66 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „ე----------------ს“ დასკვნა (იხ.ს.ფ. 83-101)
3.2.8. თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------------ განჩინებით, თო-------–-----–-ას (პ/ნ: 0----------) და ნი----–-----–-ას (პ/ნ:0----------) განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო ნა-------–-----–-ას (პ/ნ 0----------), თი-------–-----–-ას (პ/ნ 0----------) და მა---–-----–-ას (პ/ნ: 0----------) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონების ¼ ნაწილს მდებარე: ქ. თ---–---, მ–--------–---, ს/კ №7-----------, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი შენობა N-----------ის ჩათვლით, საერთო ფართით - 1570.00 კვ.მ; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო ნა-------–-----–-ას (პ/ნ 0----------), თი-------–-----–-ას (პ/ნ 0----------) და მა---–-----–-ას (პ/ნ: 0----------) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონების ¼ ნაწილს მდებარე: ქ. თ---–---, პ---------------------------–---------------, ს/კ №0----------------------, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი შენობა N------------ის ჩათვლით, საერთო ფართით - 2444.00 კვ.მ. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო ნა-------–-----–-ას (პ/ნ 0----------), თი-------–-----–-ას (პ/ნ 0----------) და მა---–-----–-ას (პ/ნ: 0----------) სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონებების 1/12 ნაწილს (3/9-ის მეოთხედ ნაწილს) მდებარე: ქ.თ---–-----------–-------–-ს გ------------, ე-----–---–-- ქუ------ ს/კ №0---------------------- შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი შენობა N-----, საერთო ფართით- 4043.00 კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------------ განჩინება (იხ.ს.ფ. 105-108)
3.2.9. თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------ს განაჩენით თო-------–-----–-ა დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 1----------–----------–--–-------------------–--–--------------- პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6-–--–-----------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------ს განაჩენი (იხ.ს.ფ. 163-173)
3.2.10. ქალაქ კ----- ტ------–-----------------------------------–- უნივერსიტეტის 2--- წლის 2------------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დგინდება, რომ ნი----–-----–-ა აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადიოდა სასწავლო კურსს. აღნიშნული ხელშეკრულება ძალაში შევიდა 2--- წლის 0----------------- და მოქმედების ვადად განისაზღვრა 2----–-–----------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქალაქ კ----- ტ------–-----------------------------------–------------------- 2--- წლის 2------------ ხელშეკრულება (იხ.ს.ფ. 174-183)
4.1.11. სასამართლო შუამდგომლობის საფუძველზე, სა---------–----–---------------------------------------------------------დან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია ნი----–-----–-ა საზღვრის კვეთის თაობაზე, რომლის თანახმად 0----.2--- წელს გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი - უ-------ს რესპუბლიკის, ქ. კ----- მიმართულებით, ხოლო შემოსვლა ფიქსირდება 2----.2--- წელს საქართველოში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სა---------–----–---------------------------------------------------------ს 0--------- წლის ონფორმაცია. (იხ.ს.ფ 2-6-2-7)
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს მტკიცების ტვირთის ზოგად სტანდარტს, კერძოდ, იგი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს: ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს“-,,affirmanti, non legati, incumbit probatio“.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა იქნას მიჩნეული, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან არ არსებობს მოსარჩელეების მიერ სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების საპატიო მიზეზი, მოსარჩელეების იურიდიული ინტერესის ფარგლებში, სარჩელი სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის და თანამესაკუთრეებად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე, 1319-1320-ე, 1306-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე, 1433-ე, 1426-ე, 1423-ე, 1503-ე, 1423-ე, 1478-ე მუხლები.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელეებმა, რ-------–---–-----–--ს სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ ქონებაზე თანამესაკუთრედ აღიარება მოითხოვეს კანონისმიერ მემკვიდრეობით სამართლებრივ საფუძველზე მითითებით, როგორც აწ გარდაცვლილი რ-------–---–-----–--ს გარდაცვლილი შვილის - ბე----–-----–-ას პირველი რიგის მემკვიდრეებმა - შვილებმა. მათი განმარტებით ბე----–-----–-ას სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების გზით, მიღებული ჰქონდა მამის -რ-------–---–-----–--ს სამკვიდრო.
სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 1319-ე და 1320-ე მუხლების მიხედვით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შემდეგ და სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.
მოცემულ შემთხვევაში რ-------–---–-----–--ს გარდაცვალებით სამკვიდრო გაიხსნა 2--- წლის 2-------------ს. მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდროს შეადგენდა უძრავი ქონებები მდებარე: ქ.თ---–--------------------------------–-------------------, ფართი: 69.00კვ.მ, ს/კ: 0----------------------, ქ.თ---–--------–-------–----------------, ე-----–---–-- ქ---- ს/კ: 0----------------------. და მ–--------–---, საკადასტრო კოდი 7-----------.
სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ კანონით მემკვიდრეობის დროს პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან. ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები; შვილიშვილები, შვილიშვილის შვილები და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.
აღნიშნული ნორმის განმარტებით თანახმად, რ-------–---–-----–--ს მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ მეუღლე - ნა-------–-----–-ა და შვილები: თი-------–-----–-ა და მა---–-----–-ა, ამასთან, 2----–-–----------------ს გარდაცვლილი შვილის ბე----–-----–-ას პირველი რიგის მემკვიდრეები: მეუღლე - თე----------ა, შვილები თო-------–-----–-ა და ნი----–-----–-ა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლი ადგენს სამკვიდროს მიღების ვადას და მიუთითებს, რომ სამკვიდრო მიღებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.ამავე კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად კი მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება; ანუ აღნიშნული ნორმა იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. ამდენად, იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმით დარეგულირდეს განსახილველი ურთიერთობა, სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრე ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს ქონებას ან მართოს იგი. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ.
ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრის ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. ასეთად კი მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში; მისი ნივთების ფლობა და სარგებლობა; მემკვიდრის მოქმედება, რომლითაც დასტურდება, რომ ის სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადასახადების გადახდაში და სხვა.
მოცემულ შემთხვევაში ნოტარიუს ნ------------–---–-- მიერ 2--------- წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობა №1---------ის თანახმად 2--- წლის 2-------------ს გარდაცვლილი რა------–----–-----–--ს პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრეებმა: მეუღლემ - ნა-------–-----–-ამ და შვილებმა - თი-------–-----–-ამ და მა---–-----–-ამ მიიღეს სამკვიდრო ქონება სრულად, რაც მოიცავდა სადავო უძრავ ქონებებს მდებარე მისამართზე: ქ. თ---–--------------------------------–-------------------, ფართი: 69.00კვ.მ, ს/კ: 0----------------------, ქ. თ---–-------. წ-------–-- გ------------, ე-----–---–-- ქ---- ს/კ: 0----------------------. და მ–--------–---, საკადასტრო კოდი 7-----------. მათ ნოტარიუსს დაუმალეს, რომ არსებობდნენ ასევე რ-------–---–-----–--ს გარდაცვლილი შვილის ბე----–-----–-ას პირველი რიგის მემკვიდრეები, რომლებსაც შესაძლებელია პრეტენზია ჰქონოდათ ასევე მამკვიდრებლის დანატოვარ სამკვიდროზე, ხოლო რაც შეეხება მოსარჩელეებს, მათ არც ფაქტობრივი ფლობით და არც ნოტარიუსთან მიმართვის გზით არ მიუღიათ მამკვიდრებლის დანატოვარი ქონება, რაზედაც მათი განმარტებით არსებობდა საპატიო მიზეზი.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული და გარანტირებულია მემკვიდრეობისა და საკუთრების უფლება. ამასთან აღნიშნული უფლება არ არის აბსოლუტური და ამავე ნორმის მე-2 პუნქტის მიხედვით ამ უფლებაში ჩარევა დაშვებულია კანონით პირდაპირ გათვალისწინებული ლეგიტიმური საფუძვლით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების მოთხოვნის წარმოშობას, უკავშირებს არა მხოლოდ ნათესაურ კავშირს, არამედ ადგენს 1336-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სამკვიდროს მიღების წესს სკ-ის 1421-ე და 1424-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით.
ზემოაღნიშნული ნორმები ითვალისწინებს კანონით დადგენილ ექვსი თვის ვადაში, სამკვიდროს მიღების ორ ალტერნატიულ გზას და მემკვიდრეს ანიჭებს უფლებას აირჩიოს ერთერთი: ან მიმართოს სანოტარო ორგანოს განცხადებით, ან ფაქტობრივად დაეუფლოს სამკვიდროს. მემკვიდრეს უფლება აქვს ორივე მოქმედება განახორციელოს, მაგრამ ერთერთის განხორციელებასაც კანონმდებელი საკმარისად მიიჩნევს შესაბამისი სამართლებრივი შედეგისათვის. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას.
უდავოდაა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ რ-------–---–-----–--ს გარდაცვალების შემდეგ, ექვსი თვის ვადაში, მოსარჩელეებს ზემოაღნიშნული არც ერთი გზით სამკვიდრო არ მიუღიათ, მამკვიდრებლის დანაშთი სადავო ქონების ფლობა-სარგებლობა არ განუხორციელებიათ და არც სანოტარო ორგანოსათვის მიუმართავთ სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით.
სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. ვადის გასვლის შემდეგ სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს სასამართლოსათვის მიმართვის გარეშეც თუ თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე.
მართალია კანონმდებელი საპატიოობის კრიტერიუმებს არ აკონკრეტებს და იგი სასამართლოს შეხედულებით წყდება, მაგრამ აღნიშნული საკითხის განხილვის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის თავისებურება, რაც უნდა ეფუძნებოდეს საქმის იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც სარწმუნოს ხდიან, რომ მემკვიდრეს, ობიექტური მიზეზების გამო, არ შეეძლო ფაქტობრივად დაუფლებოდა სამკვიდრო ქონებას ან მიემართა სანოტარო ორგანოსათვის.
სამართლის ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების მიზეზის ხასიათის შეფასების ორი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი უნდა გამოიყოს: პირველი - მემკვიდრემ იცოდა თუ არა, და შეეძლო თუ არა სცოდნოდა სამკვიდროს გახსნის შესახებ და მეორე - ის მიზეზი, რომელზე მითითებითაც მხარემ ვადა გაუშვა (და რომლის აღიარებასაც მოითხოვს საპატიოდ) აღმოფხვრილია თუ არა სასამართლოსათვის მიმართვის დროისათვის.
ამასთან, ვადის გაშვება განპირობებული უნდა იყოს არა სამკვიდროს მიღების ნების არარსებობით, არამედ ასეთი ნების სათანადო წესით გამოხატვის შეუძლებლობით. კონკრეტული ფორმით ნების გამოხატვის შეუძლებლობა შეიძლება განპირობებული იყოს როგორც ობიექტური ფაქტორებით, ასევე პირის სუბიექტური დამოკიდებულებით სამკვიდრო ქონებისადმი, თუ სამკვიდრო მასის მახასიათებლებისადმი. ნება შინაგანი, სუბიექტური კომპონენტია და იურიდიული ძალის მატარებელი მხოლოდ მას შემდეგ ხდება, რაც დასრულდება მისი ობიექტურად შეცნობადად გამოხატვის პროცესი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეებმა ვერ დაასაბუთეს მათ მიერ მითითებული გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი ვადა გაუშვეს საპატიო მიზეზით, ვინაიდან მათ სასამართლოსთვის არ წარმოუდგენიათ სათანადო და უტყუარი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობაში განხილვისა და შეფასების შედეგად დადასტურდებოდა მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიუღებლობის ხელისშემშლელი გარემოებები, სამკვიდროს მიღების ნების სათანადო წესით გამოხატვის შეუძლებლობის ფაქტი, რაც მათი მტკიცების ტვირთს წარმოადგენს თანახმად სსსკ-ის მე-4, 102-103-ე მუხლებისა.
მხარის მითითებაზე, იმასთან დაკავშირებით, რომ თო-------–-----–-ა 20---–-–------------------- იმყოფებოდა თ---–---ს საქალაქო სასამართლოს განაჩენის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო ნი----–-----–-ა, როგორც სტუდენტი იმყოფებოდა უ-------ს რესპუბლიკაში უნივერსიტეტში სასწავლებლად, ვერ მიიჩნევა სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაშვების საპატიო მიზეზად შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1423-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მემკვიდრემ შეიძლება მიიღოს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით.
უდავოა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეებმა იცოდნენ მამკვიდრებლის გარდაცვალების და სამკვიდროს გახსნის თაობაზე 2--- წლის 2-------------------. მართალია თო-------–-----–-ა იმყოფებოდა სასაჯელაღსრულების დაწესებულებაში და არ შეეძლო ნოტარიუსისთვის მიმართვა, მაგრამ უპირველესად მოსარჩელის მტკიცების საგანია სამკვიდროს მიღების პერიოდისათვის არსებობდა თუ არა წარმომადგენლობითი უფლების განხორციელების ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების შეუძლებლობა, რადგან ზემოაღნიშნული დანაწესის მიხედვით მემკვიდრემ შეიძლება სამკვიდრო მიიღოს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელე თო-------–-----–-ას სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია, ამასთან, ,,პატიმრობის შესახებ” კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის მიმოწერა აკრძალულია. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილის მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილის ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება. პირადი ხასიათის კორესპონდენცია ადრესატს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით ეგზავნება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ჰქონდა ორი შესაძლებლობა მემკვიდრეობის მისაღებად, კერძოდ, ადვოკატის/წარმომადგენლის დახმარებით, რომლის მომსახურებითაც ისარგებლებდა პატიმრობის განმავლობაში და ასევე, უშუალოდ, პენიტენციალური დაწესებულების დახმარებით, ნოტარიუსისათვის განცხადების გაგზავნის გზით. არცერთი შესაძლებლობა მოსარჩელის მიერ არ ყოფილა გამოყენებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, პენიტენციალურ დაწესებულებაში ყოფნის ფაქტი ვერ იქნება მიჩნეული სამკვიდროს მიღების ვადის საპატიოდ გაშვების საფუძვლად.
რაც შეეხება ნი----–-----–-ას, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ სა---------–----–---------------------------------------------------------დან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ნი----–-----–-ამ 0----.2--- წელს გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი - უ-------ს რესპუბლიკის, ქ. კ----- მიმართულებით, ხოლო შემოსვლა ფიქსირდება 2----.2--- წელს საქართველოში, შესაბამისად, ნი----–-----–-ა რ-------–---–-----–--ს დანატოვარი სამკვიდროს მიღებისათვის კანონით განსაზღვრული ექვსი თვის ვადაში იმყოფებოდა საქართველოში, სასამართლო განმარტავს, რომ თუნდაც არ იყოს დადგენილი მითითებული ფაქტობრივი გარემოება და დასტურდებოდეს სამკვიდროს მიღების ექვსთვიან ვადაში ნი----–-----–-ას საზღვარგარეთ ყოფნის ფაქტი, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება არ შეიძლება წარმოადგენდეს სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი ვადის გაშვების საპატიო მიზეზს. როგორც თო-------–-----–-ას, ასევე ნი----–-----–-ას შეეძლოთ წარმომადგენლის მეშვეობით განეხორციელებინა სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილი მოქმედებები, ასევე თანამედროვე ტექნიკის, კომუნიკაციის საშულებების განვითარების პირობებში, შეეძლოთ მოსარჩელეებს განეხორციელებინათ სამემკვიდრეო უფლებების დაცვა, რ-------–---–-----–--ს გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში სანოტარო ორგანოში განცხადების წარდგენის გზით მიეღოთ სამკვიდრო, რომლის ობიექტური შეუძლებლობაც მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ახსნა-განმარტებით, ვერ დადასტურდება. საქმეში არ არის წარმოდეგენლი არანაირი მტკიცებულება, რაც სარწმუნოს გახდიდა და დაადასტურებდა თიო-------–-----–-ას და ნი----–-----–-ას მიერ კანონით დადგენილ ვადაში სამკვიდროს მიღების ხელისშემშლელი რაიმე გარემოების არსებობის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სამკვიდროს მისაღებად წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების ობიექტურ შეუძლებლობას ადგილი არ ჰქონია.
კანონმდებელი მემკვიდრეს სხვა მემკვიდრეთა ადგილსამყოფლის დადგენის მოვალეობას, ასევე სამკვიდროს მისაღებად მემკვიდრეთა მოსაწვევად გონივრული ზომების მიღებას აკისრებს იმ შემთხვევაში, როდესაც მემკვიდრეთა შორის არიან პირები, რომელთა ადგილსამყოფელიც ცნობილი არ არის (სამოქალაქო კოდექსის 1478-ე მუხლი), ასევე, მემკვიდრემ არ იცის მამკვიდრებლის გარდაცვალების შესახებ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სამკვიდროს მიღების წესის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება კი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება იყოს მოსარჩელეთა მხრიდან კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების და ამ ტვირთის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების საფუძველი.
შესაბამისად, სასამართლოს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მათი სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე მიაჩნია, რომ სახეზე არ არის იმ ფაქტობრივი გარემოებების ერთიანობა, რაც წარმოადგენს საკმარის საფუძველს სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევისათვის და რომლებიც სარწმუნოს ხდიან მოსარჩელეების მიერ თავისი სამემკვიდრეო უფლებების ობიექტური, პატივსადები მიზეზების გამო განხორციელების შეუძლებლობას, პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების ან სანოტარო ორგანოსათვის მიმართვის გზით მიეღოთ სამკვიდრო, რის გამოც არ არსებობს სამკვიდროს მიღების ვადის საპატიოდ მიჩნევისა და მისი გაგრძელების საფუძველი.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 1503-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა შეიძლება გაიცეს როგორც მთელ სამკვიდროზე ასევე მის ნაწილზე. მოწმობა მიეცემა ყველა მემკვიდრეს ერთად ან თითოეულს ცალ-ცალკე მათი სურვილისამებრ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. ვინაიდან, მოსარჩელეებს გაშვებული აქვთ სამკვიდროს მიღების ვადა, იურიდიული ინტერესის (სსსკ-ის 180-ე მუხლი) არ არსებობის გამო, არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელეების მოთხოვნა სამკვიდრო ქონებაზე ნოტარიუს ნი-------------–---–-ს მიერ 2----–-–------------–-, გაცემული კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის და მესაკუთრეებად ცნობის თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხეებისათვის მოსარჩელეების თო-------–-----–-ას და ნი----–-----–-ას მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი და იგი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-1ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებთ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
თ---–---ს საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------ განჩინებით დადგინდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც თო-------–-----–-ას (პ/ნ: 0----------) და ნი----–-----–-ას (პ/ნ:0----------) განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო ნა-------–-----–-ას (პ/ნ 0----------), თი-------–-----–-ას (პ/ნ 0----------) და მა---–-----–-ას (პ/ნ: 0----------) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონების ¼ ნაწილს მდებარე: ქ. თ---–---, მ–--------–---, ს/კ №7-----------, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი შენობა N-----------ის ჩათვლით, საერთო ფართით - 1570.00 კვ.მ;
სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო ნა-------–-----–-ას (პ/ნ 0----------), თი-------–-----–-ას (პ/ნ 0----------) და მა---–-----–-ას (პ/ნ: 0----------) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონების ¼ ნაწილს მდებარე: ქ. თ---–---, პ---------------------------–---------------, ს/კ №0----------------------, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი შენობა N------------ის ჩათვლით, საერთო ფართით - 2444.00 კვ.მ.
სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო ნა-------–-----–-ას (პ/ნ 0----------), თი-------–-----–-ას (პ/ნ 0----------) და მა---–-----–-ას (პ/ნ: 0----------) სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონებების 1/12 ნაწილს (3/9-ის მეოთხედ ნაწილს) მდებარე: ქ.თ---–-----------–-------–-ს გ------------, ე-----–---–-- ქუ------ ს/კ №0---------------------- შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი შენობა N-----, საერთო ფართით- 4043.00 კვ.მ.
ვინაიდან თო-------–-----–-ას და ნი----–-----–-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სახეზეა მის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელეების: თო-------–-----–-ას და ნი----–-----–-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს წინამდებარე საქმეზე თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------------ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო:
- ნა-------–-----–-ას (პ/ნ 0----------), თი-------–-----–-ას (პ/ნ 0----------) და მა---–-----–-ას (პ/ნ: 0----------) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონების ¼ ნაწილს მდებარე: ქ. თ---–---, მ–--------–---, ს/კ №7-----------, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი შენობა N-----------ის ჩათვლით, საერთო ფართით - 1570.00 კვ.მ;
- ნა-------–-----–-ას (პ/ნ 0----------), თი-------–-----–-ას (პ/ნ 0----------) და მა---–-----–-ას (პ/ნ: 0----------) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონების ¼ ნაწილს მდებარე: ქ. თ---–---, პ---------------------------–---------------, ს/კ №0----------------------, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი შენობა N------------ის ჩათვლით, საერთო ფართით - 2444.00 კვ.მ.
- ნა-------–-----–-ას (პ/ნ 0----------), თი-------–-----–-ას (პ/ნ 0----------) და მა---–-----–-ას (პ/ნ: 0----------) სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონებების 1/12 ნაწილს (3/9-ის მეოთხედ ნაწილს) მდებარე: ქ.თ---–-----------–-------–-ს გ------------, ე-----–---–-- ქუ------ ს/კ №0---------------------- შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი შენობა N-----, საერთო ფართით- 4043.00 კვ.მ.
3. მოსარჩელეების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–---ს სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–---ს საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–---ს საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზოია კვარაცხელია