გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/18780-15
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 სექტემბერი 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ზოია კვარაცხელია
სხდომის მდივანი : ანა კალანდაძე
მოსარჩელე: ერ-------------ა
წარმომადგენლები: ლა----------------ი
ხა----------------ე
მოპასუხეები: 1. ვლ---------------------ი
წარმომადგენელი: რი---------------ი
2. ელ-----------------
წარმომადგენელი: და------------------ი
დავის საგანი : სამკვიდრო მოწმობების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ელ-----------------ს, როგორც კანონისმიერი მემკვიდრის სახელზე 3-------77 წელს პე------ს ამ-----------ძე გრ----------ს სამკვიდრო ქონებაზე, მდებარე მისამართზე: თბილისი, კი-----ს ქ. #--, საკადასტრო კოდი 01--------------, გაცემული სამკვიდრო მოწმობის (რეგისტრაციის # 1---- -მ) ბათილად ცნობა ½ ნაწილში;
1.2. ვლ-------- გრ----------ს (პ/ნ 01--------1) როგორც ანდერძისმიერი მემკვიდრის სახელზე, ელ-----------------ს სამკვიდრო ქონებაზე, მდებარე მისამართზე: თბილისი, კი-----ს ქ. #--, საკადასტრო კოდი 01--------------, 26-----004 წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობის (რეგისტრაციის #-----) ბათილად ცნობა ½ ნაწილში;
1.3. ვლ-------- გრ----------ა (პ/ნ 01--------1) და ელ----------------ს (პ/ნ 0----------) შორის 1--------- წელს ვლ---------------------ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე მისამართზე: თბილისი, კი-----ს ქ. #--, საკადასტრო კოდი 01-------------- დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, 1/2 ნაწილში.
1.4. ერ-------------ას მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა მამკვიდრებლის, ედ------- გრ----------ს მამის, პე------ს გრ----------ს სამკვიდრო ქონების (რომელიც საკუთრების უფლებით აღრიცხულია ელ-----------------ს პ/ნ 0---------- სახელზე) მდებარე მისამართზე: თბილისი, კი-----ს ქ. #--, საკადასტრო კოდი 01--------------, ½ ნაწილზე.
სარჩელის საფუძვლები :
2.1. პე------ს გრ----------ს სახელზე 1--4 წლის 31 დეკემბრის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საკუთრების უფლებით ირიცხებოდა უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, კი-----ს ქ---. პე------ს გრ---------- გარდაიცვალა 1--9 წლის 1----------ს. მის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ მეუღლე - ელ-----------------, შვილები - ედ-------, ვლ------რ და იუ------------------ი. 1----–-–---------------ს, ელ----------------მა, ისე, რომ დამალა სხვა მემკვიდრეთა არსებობა, ერთპიროვნულად მიიღო მეუღლის დანაშთი ქონება კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. აღნიშნულია დღემდე მითითებული უფლების დამდგენ დოკუმენტად საჯარო რეესტრში.
სასამართლოში დავის განხილვისას მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილ იქნა ნოტარიუსთა პალატიდან გამოთხოვილი პე------ს გრ----------ს მიერ 1--9 წლის 29 ოქტომბერს შედგენილი ანდერძი და მის საფუძველზე გაცემული ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა, რომელსაც რეალურად რაიმე სახის ი-----დიული შედეგი არ მოჰყოლია. არ არის მითითებული შესწორების თარიღი, მოტივი, შემსრულებელი, რის გამოც ამ აქტს სამართლებრივი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.
გასათვალისწინებელია, რომ1980 წლის 1 ივლისს ქ.თბილისის 2------------ ს------------ შ.ს განყოფილების უბნის ინსპექტორის მიერ შედგენილი აქტით ირკვევა, რომ მამის გარდაცვალების დროისათვის ედ------- გრ---------- ცხოვრობდა სამკვიდრო სახლში, იქ იყო რეგისტრირებული და შესაბამისად, მამის დანაშთი ქონება მიღებული ჰქონდა ფაქტობრივი ფლობით. 20---–-–------------–ს გარდაიცვალა ელ-----------------. 20---–-–----------------–ს გაიცა ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა შვილის, ვლ---------------------ის მიმართ. 2011 წლის 18 მაისს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, სადავო უძრავი ნივთი ვლ----------------------ა აჩუქა თავის შვილს, მოპასუხე ელ----------------ს. ი----- გრ---------- გარდაიცვალა 200--–-–--------------ს. ედ------- გრ---------- 199- წლის 2-------------ს. 201--–-–--------------ს ერ-------------ამ მიიღო მეუღლის, ედ------- გრ----------ს სამკვიდრო.
ამდენად, ერ-------------ა უფლებამოსილია მოითხოვოს პე------ს გრ----------ს ქონებიდან მეუღლის, ედ------- გრ----------ს კუთვნილი ½ ნაწილი, რაც გაცემული სამკვიდრო მოწმობებისა და დადებული ჩუქების ხელშეკრულების ½ ნაწილში ბათილად ცნობის საფუძველია.
სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია სამოქალაქო სამართლის კოდექსის 544-ე მუხლი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი (იხილეთ ს. ფ 1-11);
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.2. მოპასუხეები: ელ--ე რ---------- და ვლ---------------------ი არ დაეთანხმნენ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, არ ცნეს სარჩელი, მიუთითეს მის ხანდაზმულობაზე და აღნიშნეს, რომ პე------ს გრ----------ს სამკვიდრო ქონებაზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში, დაშვებული იყო ტექნიკური შეცდომა, რაც შემდგომ გასწორდა ნოტარიუსის მიერ, კერძოდ, რეალურად მამკვიდრებელზე გაიცა ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა. იმ პერიოდში მოქმედი სამოქალაქო კოდექსი კი ყველა პირველი რიგის მემკვიდრის სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლებას არ ითვალისწინებდა. ედ------- გრ---------- ანდერძის არსებობის პირობებში არ ეკუთვნოდა სამკვიდრო წილი, ამასთან, მისთვის ცნობილი იყო დედის მიერ სამკვიდროს მიღების შესახებ, არ განუცხადებია რაიმე სახის პრეტენზია, არ უცხოვრია მამის სახლში, არ დაუფლებია მას ფაქტობრივი ფლობით. მშობლის გარდაცვალების დროისათვის იგი იმყოფებოდა პირველ ქორწინებაში და ცხოვრობდა სხვა მისამართზე.
თავის მხრივ ელ----------------მა საკუთრებაში არსებული სახლი, უანდერძა ვლ------რ გრ-------ს, რომელიც უვლიდა და პატრონობდა მშობელს. მიღებული ქონება კი როგორც ერთადერთმა უფლებამოსილმა მესაკუთრემ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა შვილს, ელ----------------ს. ამდენად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შესაგებელი (იხილეთ ს. ფ. 49-58)
-მოპასუხეთა ახსნა-განმარტება;
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეში წარმოდგენილი ნოტარიუს გ.დ--------–---–-ს მიერ გაცემული სამემკვიდრეო მოწმობის 3--------- წ მიხედვით, აი-----–--------------ს გარდაცვალების შემდეგ მის დანაშთ ქონებაზე, სახელდობრ: ერთ სართულიან სახლზე, მდებარე ქ.თბილისი, კი-----------5, ანდერძისმიერ მემკვიდრედ ცნობილია შვილი - პე------ს გრ----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სამემკვიდრეო მოწმობა 3--------- (ს.ფ.21).
3.1.2. პე------ს გრ---------- გარდაიცვალა 1--9 წლის 1----------ს. მის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ მეუღლე - ელ-----------------, შვილები - ედ------- გრ----------, ი----- გრ---------- და ვლ---------------------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სამემკვიდრეო მოწმობა (ს.ფ.22);
-ედ------- გრ----------ს დაბადების მოწმობა #0---------- (ს.ფ.24);
- ვა-–-----ა გრ----------ს დაბადების მოწმობა , სააქტო ჩანაწერი #1-- (ს.ფ.131);
-პე------ს გრ----------ს დაბადების მოწმობა, სააქტო ჩანაწერი #6-- (ს.ფ.132);
-ქორწინების მოწმობა, რეესტრის #1----- (ს.ფ. 132);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.3. ედ------- გრ---------- გარდაიცვალა 199- წლის 26 სექტემბერს. მის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს წარმოადგენს მეუღლე - ერ-------------ა. საქმეში წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობის, რეესტრის #1--------, 05--------წ მიხედვით, ედ------- გრ----------ს სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა გაიცა მეუღლის - ერ-------------ას სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ედ------- გრ----------ს გარდაცვალების მოწმობა, სააქტო ჩანაწერი #7---(ს.ფ.12);
-ქორწინების მოწმობა სააქტო ჩანაწერი #2--- (ს.ფ.25);
-სამკვიდრო მოწმობა #1--------, 05--------წ (ს.ფ.20).
3.1.4. პე------ს გრ---------- გარდაცვალებამდე ცხოვრობდა საკუთრებაში არსებულ ქონებაში მდებარე ქ.თბილისი, კი-----------5.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ცნობა, 26-------7წ (ს.ფ.76);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.5. ი----- გრ---------- გარდაიცვალა 200--–-–--------------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-გარდაცვალების მოწმობა, #0------ (ს.ფ.13).
3.1.6. ელ----------------- იყო როგორც საქართველოს, ასევე რ-------ს ფედერაციის მოქალაქე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
- ცნობა რ-------ს მოქალაქეობის მიღების თაობაზე #96----------7წ (ს.ფ.232-234).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. საქმეში წარმოდგენილი თბილისის მე------------–-–----- სანოტარო კანტორის მიმართ ელ-----------------ს მიერ წარდგენილი განცხადების მიხედვით, ირკვევა, რომ 1--9 წლის პ------–----------ს გარდაიცვალა განმცხადებლის მეუღლე, პე------ს გრ----------. ელ----------------- ღებულობს მემკვიდრეობას და ითხოვს სამემკვიდრეო მოწმობის გაცემას. საქ.სსრ სამოქალაქო კოდექსის 544 მუხლით გათვალისწინებული სხვა მემკვიდრენი გარდა აღნიშნულისა არ არიან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ელ-----------------ს განცხადება (ს.ფ.75).
3.2.2. საქმეში წარმოდგენილი კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის მიხედვით, 3-------77წ, #1---- თბილისის მ---------–-–------------------ კანტორის ნოტარიუსი ი.ს------------- ამოწმებს, რომ საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 544 მუხლის საფუძველზე 1--9 წლის 1----------ს გარდაცვლილი პე------ს გრ----------ს ქონებაზე მემკვიდრედ ცნობილი არის მისი მეუღლე - ელ-----------------.
აღნიშნული მოწმობის ასლის დედანთან სისწორე 19-- წელს დამოწმებული აქვს იმავე ნოტარიუსს. იგი შენიშვნის სახით უთითებს, რომ სანოტარო აქტში ამოფხეკილი, ამოწერილი, გადაშლილი სიტყვები და სხვა აღუნიშვნელი გასწორებაში ან გადასწორებანი არ აღმოჩენილა.
აღნიშნული კანონისმიერი სამემკვიდრეო მოწმობაა მითითებული უძრავი ნივთის ელ-----------------ს საკუთრების საფუძვლად 20---–-–-------------ს გაცემულ საჯარო რეესტრის ამონაწერში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, 3-------77წ, #1---- (ს.ფ.22);
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.30-31).
3.2.3. საქმეში წარმოდგენილი ქ.თბილისის 2------------ სა------------–------------–---ს უბნის ინსპექტორის მიერ შედგენილი აქტის 1------- წ მიხედვით, უძრავ ქონებაში მდებარე თბილისი, კი-----ს ქ.#-- მცხოვრებ პირს წარმოადგენს ედ------ გრ----------. იგი ჩაწერილია ასევე საბინაო წიგნში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ქ.თბილისის 2------------ სა------------–------------–---ს უბნის ინსპექტორის მიერ შედგენილი აქტი - 1-------.
3.2.4. საქმეში წარმოდგენილი ნოტარიუს მ------–---ს მიერ დამოწმებული ანდერძის შესაბამისად, ელ----------------მა 19---–-–----------------ს შეადგინა საანდერძო განკარგულება, რომლის საფუძველზეც იგი მთელ თავის ქონებას , მათ შორის კუთვნილ სახლს მდებარე ქ.თბილისი, კი-----ს ქ----ში თანასწორწილად უანდერძებს შვილებს: ედ------- გრ----------, ვლ---------------------ს და იუ----------------ს.
საქმეში წარმოდგენილი ნოტარიუს ქ.მ------------- მიერ დადასტურებული ანდერძის მიხედვით, ელ----------------- 20---–-–------------–ს გასცემს განკარგულებას, რომლითაც მთელ თავის ქონებას, რომელიც მისი გარდაცვალების დღისათვის აღმოჩნდება მის საკუთრებაში, მათ შორის საცხოვრებელ ბინას მდებარე ქ.თბილისი, კი-----ს ქ.#--, უანდერძებს შვილს, ვლ---------------------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ანდერძი, 2--------- წ (ს.ფ.148);
-ანდერძი, 19--------წ (ს.ფ.127-128).
3.2.5. ელ----------------- გარდაიცვალა 20---–-–------------–ს. მის სამკვიდრო ქონებაზე ნოტარიუს ნ.გ-----ს მიერ 20---–-–----------------–ს შვილის, ვლ---------------------ის სახელზე გაიცა ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა. სამკვიდრო მოწმობას დანართის სახით ერთ-ერთ დოკუმენტად ერთვის ქ.თ---–--------- სანოტარო კანტორის ნოტარიუსის ი.ს ს-------------ს მიერ 1----–-–---------------ს დამოწმებული #1---- კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობა (ასლი დამოწმებული ქ.თბილისის ნოტარიუსის ქ.მ------------- მიერ 200--–-–----------------–ს).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა, 26--------–-----3 (ს.ფ.16-19).
3.2.6. საქმეში წარმოდგენილი უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების 1---------წ საფუძველზე, ვლ----------------------ა უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე მდებარე ქ.თბილისი, კი-----ს 5--–---–ს - ელ----------------ს. საჯარო რეესტრში დასაჩუქრებული აღირიცხა ნივთის მესაკუთრედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება 1---------წ (ს.ფ.27-28);
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, 0---------წ, #8----------- (ს.ფ.23-24).
3.2.7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ინფორმაციის #3----------------16წ მიხედვით, მათ ხელთ არსებული კომპიუტერული მონაცემთა ბაზების მიხედვით, საქართველოს მოქალაქე - ელ-----------------ს მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით 1----–-–-----------–-–----------------- არ დაფიქსირებულა. 1995-1996 წლების საზღვრის კვეთის მონაცემი, კომპიუტერულ ბაზებს არ გააჩნიათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ინფორმაცია #3----------------16წ (ს.ფ.141).
3.2.8. პე------ს გრ----------ს გარდაცვალების შემდეგ, ედ------- გრ----------, ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამკვიდრებლის დანაშთ ქონებას, ქ.თბილისში, კი-----ს ქ.#---ში განთავსებულ უძრავ, ასევე, მოძრავ, საყოფაცხოვრებო ნივთებს. აღნიშნულის შეფასების საფუძველს სასამართლოს აძლევს საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მხარეთა ახსნა-განმარტებით, ასევე, წარმოდგენილი ცნობით დადგენილია, რომ პე------ს გრ---------- გარდაცვალებამდე, 1--9 წლის 1 ნოემბრამდე ცხოვრობდა საკუთრებაში არსებულ ქონებაში მდებარე ქ.თბილისი, კი-----------5.შესაბამისად, ივარაუდება, რომ ხსენებულ უძრავ ქონებაში განთავსებული იყო, პე-----ს გრ----------ს მიერ შეძენილი, მის სარგებლობასა და საკუთრებაში არსებული საოჯახო მოძრავი ქონება სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების სახით. პე------ს გრ----------ს გარდაცვალების დროისათვის მის სამკვიდრო მასას წარმოადგენდა როგორც ქონებრივი უფლება უძრავ ნივთზე მდებარე ქ.თბილისი, კი-----ს ქ.#--, ასევე იქ განთავსებული მამკვიდრებლის კუთვნილი ნივთებიც.
მხარეთა მიერ უდავოდაა ქცეული ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ედ------- გრ---------- დაბადებიდან, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა თბილისში, კი-----ს ქ.#---ში. აღნიშნულს ადასტურებს მისი რეგისტრაცია ხსენებულ მისამართზე. რაც შეეხება მამის გარდაცვალების შემდეგ პირის სადავო ქონებაში ცხოვრებას, საქმეში წარმოდგენილია ქ.თბილისის 2------------ სა------------–------------–---ს უბნის ინსპექტორის მიერ შედგენილი აქტი - 1------- წ, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ უძრავ ქონებაში მდებარე თბილისი, კი-----ს ქ.#-- მცხოვრებ პირს წარმოადგენს ედ------ გრ----------. იგი ჩაწერილია ასევე საბინაო წიგნში.
აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა (მემკვიდრის მუდმივი ცხოვრება და რეგისტრაცია ბინაში, სადაც მამკვიდრებლის მოძრავი ნივთები ინახებოდა) ქმნის პრეზუმფციას იმისას, რომ ედ------- გრ---------- ფაქტობრივად დაეუფლა მამის საცხოვრებელ სახლსა და მასში არსებულ მამკვიდრებლის მოძრავ ნივთებს. პრეზუმირებული ფაქტის გამაქარწყლებელი და უარმყოფელი სათანადო მტკიცებულებები მოპასუხის მხრიდან არ წარმოდგენილა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ედ------- გრ---------- მამის გარდაცვალების დროისათვის ცხოვრობდა პირველი მეუღლის საცხოვრებელ სახლში და მას სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით არ მიუღია, ვინაიდან საქმის მასალებით აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება უტყუარად არ დასტურდება. ოჯახის მეზობლის, მოწმე რა-------------------ს განმარტებით, პე--------ს გარდაცვალების შემდეგ სამივე შვილი ცხოვრობდა მისამართზე. ,,ედ-------ი ცხოვრობდა მანდა, ოჯახი აწარმოებდა მშენებლობას ეზოში“ - აღნიშნავს მოწმე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
ამდენად, საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმის ჩვენების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის, მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ედ------- გრ----------ს მიერ მამის, პე------ს გრ----------ს სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტს.
3.2.9. ელ----------------ზე, როგორც პე------ს გრ----------ს მემკვიდრეზე, საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე მდებარე ქ.თბილისი, კი-----ს ქ--- აღრიცხულია კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების საფუძველზე. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ მოსაზრებას ელ-----------------ს მიერ სამკვიდროს ანდერძისმიერი მემკვიდრეობის საფუძვლით მიღების თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული საქმის მასალებით არ დასტურდება. კერძოდ:
- საქმეში წარმოდგენილი თბილისის მე------------–-–----- სანოტარო კანტორის მიმართ ელ-----------------ს მიერ წარდგენილი განცხადების მიხედვით, ირკვევა, რომ 1--9 წლის პ------–----------ს გარდაიცვალა განმცხადებლის მეუღლე, პე------ს გრ----------. ელ----------------- ღებულობს მემკვიდრეობას და ითხოვს სამემკვიდრეო მოწმობის გაცემას. სანოტარო აქტში დაფიქსირებულია, რომ საქ.სსრ სამოქალაქო კოდექსის 544 მუხლით გათვალისწინებული სხვა მემკვიდრენი გარდა აღნიშნულისა არ არიან. დასახელებული ნორმა განსაზღვრავდა კანონისმიერ მემკვიდრეთა წრეს;
- საქმეში წარმოდგენილი კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის მიხედვით, 3-------77წ, #1---- თბილისის მ---------–-–------------------ კანტორის ნოტარიუსი ი.ს------------- ამოწმებს, რომ საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 544 მუხლის საფუძველზე 1--9 წლის 1----------ს გარდაცვლილი პე------ს გრ----------ს ქონებაზე მემკვიდრედ ცნობილი არის მისი მეუღლე - ელ-----------------. აღნიშნული მოწმობის ასლის დედანთან სისწორე 19-- წელს დამოწმებული აქვს იმავე ნოტარიუსს. იგი შენიშვნის სახით უთითებს, რომ სანოტარო აქტში ამოფხეკილი, ამოწერილი, გადაშლილი სიტყვები და სხვა აღუნიშვნელი გასწორებაში ან გადასწორებანი არ აღმოჩენილა. აღნიშნული კანონისმიერი სამემკვიდრეო მოწმობაა მითითებული უძრავი ნივთის ელ-----------------ს საკუთრების საფუძვლად 20---–-–-------------ს გაცემულ საჯარო რეესტრის ამონაწერში;
- ნ.გ-----ს მიერ ელ-----------------ს სამკვიდრო ქონებაზე 20---–-–----------------–ს შვილის, ვლ---------------------ის სახელზე გაცემულ ანდერძისმიერ სამკვიდრო მოწმობას, ასევე დანართის სახით ერთ-ერთ დოკუმენტად ერთვის ქ.თ---–--------- სანოტარო კანტორის ნოტარიუსის ი.ს ს-------------ს მიერ 1----–-–---------------ს დამოწმებული #1---- კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობა (ასლი დამოწმებული ქ.თბილისის ნოტარიუსის ქ.მ------------- მიერ 200--–-–----------------–ს).
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვის შედეგად დგინდება, რომ ელ-----------------ს საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე მდებარე ქ.თბილისი, კი-----ს ქ--- აღირიცხა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. რაც შეეხება მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას, სადაც სამკვიდრო მოწმობაში შეტანილია შესწორება, რაიმე დოკუმენტი, რომ იგი აღსრულდა, ანუ რეგისტრირებულ იქნა რომელიმე უფლებამოსილ დაწესებულებაში უფლებადამდგენ დოკუმენტად, მხარეს არ წარმოუდგენია. შესაბამისად, მოპასუხეთა არგუმენტაცია სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან მემკვიდრეს სამკვიდრო ქონება მიღებული აქვს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან კანონით დადგენილ ვადაში ფაქტობრივი ფლობით მიღების გზით, სხვა მემკვიდრეთა გათვალისწინებით, ერ-------------ას სარჩელი სამკვიდრო მოწმობის, ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა :
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე, 1504-ე, საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის(1--4 წლის რედაქციით) 540-ე, 539-ე, 544-ე, 556-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 1450-ე, 1503-ე, 54-ე, 1433-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო, ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთვევისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1504-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ამოქმედდა 199- წლის 25 ნოემბრიდან.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ითხოვს 1--9 წლის 1----------ს გარდაცვლილი პე------ს გრ----------ს სამკვიდროს მიკუთვნებას, რომელიც ფაქტობრივი ფლობით მიღებული ჰქონდა მის მეუღლეს - ედ------- გრ----------. შესაბამისად, სამკვიდრო გაიხსნა ახალი კოდექსის ამოქმედებამდე. მხარეთა შეთანხმება სარჩელის განხილვისას ახალი ნორმების გამოყენებასთან დაკავშირებით არ მომხდარა, მოპასუხემ შესაგებელი პოზიცია დააფუძნა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1--4 წლის რედაქცია) მუხლებს, რის გამოც საქმე განხილულ უნდა იქნას სადავო სამართლებრივი ურთიერთობის დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის ნორმებით, კერძოდ, პე------ს გრ----------ს სამკვიდროს გახსნის, 1--9 წელს მოქმედი - საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 1--4 წლის რედაქციით.
საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1--4 წლის რედაქცია) 540-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება სამკვიდროს დამტოვებლის გარდაცვალების დღე. ამავე კოდექსის 539-ე მუხლი შესაბამისად, მემკვიდრეობის გადასვლა ხდება კანონით ან ანდერძით.
სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამკვიდრო მიღებულად ითვლება თუ მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, აგრეთვე როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ; ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნული მოქმედებები შესრულებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ამავე ნორმის პირველი აბზაცის პირველი წინადადების თანახმად, იმისათვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრისა გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი. მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ პე------ს გრ----------ს გარდაცვალების შედეგად, 1--9 წლის 1----------ს გაიხსნა სამკვიდრო. დადგენილია ასევე, რომ მის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხებოდა მემკვიდრეობით მიღებული ქონება მდებარე ქ.თბილისი, კი-----ს ქ---.
პე------ს გრ----------ს პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ: მეუღლე - ელ-----------------, შვილები - ედ------- გრ----------, ი----- გრ---------- და ვლ---------------------ი.
სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვის შედეგად დადგენილად მიიჩნია, რომ ელ-----------------ს საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე მდებარე ქ.თბილისი, კი-----ს ქ--- აღირიცხა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. რაც შეეხება მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას, სადაც სამკვიდრო მოწმობაში შეტანილია შესწორება, რაიმე დოკუმენტი, რომ იგი აღსრულდა, ანუ რეგისტრირებულ იქნა რომელიმე უფლებამოსილ დაწესებულებაში უფლებადამდგენ დოკუმენტად, მხარეს არ წარმოუდგენია. შესაბამისად, მოპასუხეთა არგუმენტაცია სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული.
ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ ელ----------------მა მეუღლის სამკვიდროს მიღების უფლების რეალიზება განახორციელა არა მამკვიდრებლის მიერ შედგენილი ანდერძის საფუძველზე, არამედ კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების შესაბამისად, როგორც კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრემ და საჯარო რეესტრში აღირიცხა სამკვიდრო ქონების თანამესაკუთრედ. ამდენად, ვინაიდან მას ანდერძის საფუძველზე სამკვიდროს მიღების უფლებით არ უსარგებლია, მამკვიდრებლის მიერ შედგენილი ანდერძის არსებობა გავლ---ს ვერ მოახდენს საქმეზე და შესაბამისად პე-----ს გრ----------ს სამკვიდრო, მემკვიდრეებს შორის უნდა განაწილდეს კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების საფუძველზე (იხ.უზ.სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე#ას-59--824-08 21 იანვარი, 2009წ.) მოპასუხეთა მითითება ანდერძის ბათილად ცნობის თაობაზე, მოკლებულია დავის წარმოების ი-----დიულ ინტერესს.
სამკვიდროს გახსნის დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამკვიდრო მიღებულად ითვლება თუ მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, აგრეთვე როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ; ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნული მოქმედებები შესრულებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება; ანუ აღნიშნული ნორმა იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. ამდენად, იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმით დარეგულირდეს განსახილველი ურთიერთობა, სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრე ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს ქონებას ან მართოს იგი. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ.
ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრის ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. ასეთად კი მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში და სხვა. სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადასახადების გადახდაში, დამქირავებლისათვის ქირის გადახდევინებაში, თხოვებაში და ა.შ.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მემკვიდრეთაგან, ედ------- გრ---------- მიღებული აქვს მამის სამკვიდრო კანონით დადგენილი წესით, 6 თვის ვადაში.
მხარეთა ახსნა-განმარტებით, ასევე, წარმოდგენილი ცნობით დადგენილია, რომ პე------ს გრ---------- გარდაცვალებამდე, 1--9 წლის 1 ნოემბრამდე ცხოვრობდა საკუთრებაში არსებულ ქონებაში მდებარე ქ.თბილისი, კი-----------5.შესაბამისად, ივარაუდება, რომ ხსენებულ უძრავ ქონებაში განთავსებული იყო, პე-----ს გრ----------ს მიერ შეძენილი, მის სარგებლობასა და საკუთრებაში არსებული საოჯახო მოძრავი ქონება სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების სახით. პე------ს გრ----------ს გარდაცვალების დროისათვის მის სამკვიდრო მასას წარმოადგენდა როგორც ქონებრივი უფლება უძრავ ნივთზე მდებარე ქ.თბილისი, კი-----ს ქ.#--, ასევე იქ განთავსებული მამკვიდრებლის კუთვნილი ნივთებიც.
მხარეთა მიერ უდავოდაა ქცეული ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ედ------- გრ---------- დაბადებიდან, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა თბილისში, კი-----ს ქ.#---ში. აღნიშნულს ადასტურებს მისი რეგისტრაცია ხსენებულ მისამართზე. რაც შეეხება მამის გარდაცვალების შემდეგ პირის სადავო ქონებაში ცხოვრებას, საქმეში წარმოდგენილია ქ.თბილისის 2------------ სა------------–------------–---ს უბნის ინსპექტორის მიერ შედგენილი აქტი - 1------- წ, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ უძრავ ქონებაში მდებარე თბილისი, კი-----ს ქ.#-- მცხოვრებ პირს წარმოადგენს ედ------ გრ----------. იგი ჩაწერილია ასევე საბინაო წიგნში.
აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა (მემკვიდრის მუდმივი ცხოვრება და რეგისტრაცია ბინაში, სადაც მამკვიდრებლის მოძრავი ნივთები ინახებოდა) ქმნის პრეზუმფციას იმისას, რომ ედ------- გრ---------- ფაქტობრივად დაეუფლა მამის საცხოვრებელ სახლსა და მასში არსებულ მამკვიდრებლის მოძრავ ნივთებს. პრეზუმირებული ფაქტის გამაქარწყლებელი და უარმყოფელი სათანადო მტკიცებულებები მოპასუხის მხრიდან არ წარმოდგენილა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ედ------- გრ---------- მამის გარდაცვალების დროისათვის ცხოვრობდა პირველი მეუღლის საცხოვრებელ სახლში და მას სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით არ მიუღია, ვინაიდან საქმის მასალებით აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება უტყუარად არ დასტურდება. ოჯახის მეზობლის, მოწმე რა-------------------ს განმარტებით, პე--------ს გარდაცვალების შემდეგ სამივე შვილი ცხოვრობდა მისამართზე. ,,ედ-------ი ცხოვრობდა მანდა, ოჯახი აწარმოებდა მშენებლობას ეზოში“ - აღნიშნავს მოწმე.
ედ------- გრ----------ს გარდაცვალების შემდეგ მის კანონისმიერ მემკვიდრედ ცნობილია მეუღლე - ერ-------------ა.
შესაბამისად იმის გათვალისწინებით, რომ მამკვიდრებელს დარჩა 4 კანონისმიერი მემკვიდრე, ედ------- გრ----------ს, ხოლო შემდგომ მისი მეუღლის, მოსარჩელის წილი სადავო ქონებიდან განისაზღვრება ნივთის 1/4 ნაწილით. ამდენად, ერ-------------ას სარჩელი აღირიცხოს მემკვიდრედ და მესაკუთრედ, საჯარო რეესტრში ელ-----------------ს სახელზე რიცხული უძრავი ქონების მდებარე - თბილისი, კი-----ს #--, 1/2 წილზე საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. რაც შეეხება მოპასუხის მითითებას სასარჩელო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობაზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც. სწორედ ასეთ სპეციალურ ხანდაზმულობის ვადას გვთავაზობს სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი, კონკრეტულად იმ შემთხვევისათვის, როცა პირს სურს შეედავოს სამკვიდრო მოწმობას. მითითებული ნორმის თანახმად, სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი. სამკვიდროს მიღება ან მასზე უარის თქმა ცალმხრივი გარიგებაა, რომლითაც გამოხატულია მემკვიდრის ნება სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით. სამკვიდროს მიღებისა და მიღებაზე უარის თქმის წესი დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 1421-1451-ე მუხლებით. თუკი სამკვიდროს მიღების შემდეგ მემკვიდრე არ მიიღებს ზომებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, ეს არანაირ გავლ---ს არ მოახდენს სამკვიდროს მიღებაზე. სამკვიდრო მოწმობა ადასტურებს მასში მითითებული პირის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს. ამდენად, სამკვიდროს მიღება ყოველთვის წინ უსწრებს სამკვიდრო მოწმობის გაცემას. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი ადგენს კონკრეტულად სამკვიდროს მიღების ან მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ხანდაზმულობის ვადას და არა სამემკვიდრეო მოწმობის გასაჩივრების ვადას (სუსგ 30.10.2015წ. №ას-111-104-2015, სუსგ 8.04.2013 წ. №ას-72-68-2013), რის გამოც ამ მხრივ მოპასუხის მითითება სამართლებრივ მნიშვნელობას მოკლებულია. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ დაუშვებელია – მესაკუთრეს დაუწესდეს რაიმე ხანდაზმულობის ვადა მისი საკუთრების აბსოლუტური უფლების დაცვასთან დაკავშირებით. (ეს დასკვნა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას იხ: 2014 წლის 24 იანვრის განჩინება სამოქალაქო საქმეზე №ას-911-869-2013).
6.3. სამოქალაქო კოდექსის 1503-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა შეიძლება გაიცეს როგორც მთელ სამკვიდროზე, ასევე, მის ნაწილზე. მოწმობა მიეცემა ყველა მემკვიდრეს ერთად ან თითოეულს ცალ-ცალკე მათი სურვილისამებრ. სამკვიდრო მოწმობის მიცემა ერთი მემკვიდრისათვის სამკვიდროს ნაწილზე, არ ართმევს უფლებას სხვა მემკვიდრეს მიიღონ მოწმობა დანარჩენ ნაწილზე.
ელ----------------- გარდაიცვალა 20---–-–------------–ს. მის სამკვიდროზე შვილის, ვლ---------------------ის სახელზე გაიცა ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც განიკარგა მთლიანი უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, კი-----ს ქ---.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ პე------ს გრ----------ს სამკვიდრო მიღებული აქვს მის კანონისმიერ მემკვიდრეს - ედ------- გრ----------, შესაბამისად ელ-----------------ს, როგორც კანონისმიერ მემკვიდრის სახელზე 3-------77 წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობა (რეგისტრაციის # 1---- -მ) და ვლ-------- გრ----------ს(პ/ნ. 01--------1) როგორც ანდერძისმიერ მემკვიდრის სახელზე, 26-----004 წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, ოთხი მემკვიდრის წილის გათვალისწინებით უნდა გაბათილდეს არა ½ , არამედ 1/4 ნაწილში.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
ამავე კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. ვინაიდან ედ------- გრ---------- წარმოადგენდა უძრავი ნივთის მდებარე თბილისი, კი-----ს ქ.#-- ¼ ნაწილის მესაკუთრეს, არსებობს მისი თანხმობის გარეშე ვლ-------- გრ----------ა (პ/ნ. 01--------1) და ელ----------------ს (პ.ნ. 0----------)შორის 1--------- წელს უძრავ ქონებაზე, მდებარე მისამართზე: თბილისი, კი-----ს ქ. #--, საკადასტრო კოდი 01--------------, დადებული ჩუქების ხელშეკრულების ¼ ნაწილში ბათილად ცნობის საფუძველი ი-----დიული ინტერესის ფარგლებში (სსსკ-ის 180-ე მუხლი).
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, რის გამოც არსებობს მოპასუხეების, ვლ------რ და ელ----------------ებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად 15000 ლარის 3%-ის, 450(ოთხასორმოცდაათი) ლარის დაკისრების საფუძველი.
8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-1ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებთ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20---–-–-----------------ს განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო ელ-----------------ს (პ.ნ. 0----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქალაქი თბილისი, კი-----ს ქ. #--, საკადასტრო კოდი 01--------------, ½ ნაწილს.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1.ერ-------------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ;
2. ბათილად იქნეს ცნობილი, ელ-----------------ს, როგორც კანონისმიერ მემკვიდრის, სახელზე 3-------77 წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობა (რეგისტრაციის # 1---- -მ) პე------ს ამ-----------ძე გრ----------ს სამკვიდრო ქონებაზე, მდებარე მისამართზე: თბილისი, კი-----ს ქ. #--, საკადასტრო კოდი 01--------------, ¼ ნაწილში.
3.ბათილად იქნეს ცნობილი, ვლ-------- გრ----------ს(პ/ნ. 01--------1) როგორც ანდერძისმიერ მემკვიდრის სახელზე, 26-----004 წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობა (რეგისტრაციის #-----) ელ-----------------ს სამკვიდრო ქონებაზე, მდებარე მისამართზე: თბილისი, კი-----ს ქ. #--, საკადასტრო კოდი 01-------------- , ¼ ნაწილში.
4. ბათილად იქნეს ცნობილი, ვლ-------- გრ----------(პ/ნ. 01--------1) და ელ----------------ს (პ.ნ. 0----------)შორის 1--------- წელს დადებული ჩუქების ხელშეკრულება ვლ---------------------ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე მისამართზე: თბილისი, კი-----ს ქ. #--, საკადასტრო კოდი 01--------------, ¼ ნაწილში.
5. .ერ-------------ა ცნობილ იქნეს , მამკვიდრებლის, ედ------- გრ----------ს მამის, პე------ს გრ----------ს სამკვიდრო ქონების(რომელიც საკუთრების უფლებით აღრიცხულია ელ-----------------ს პ.ნ. 0---------- სახელზე) მდებარე მისამართზე: თბილისი, კი-----ს ქ. #--, საკადასტრო კოდი 01--------------, 1/4 ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ;
6.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20---–-–-----------------ს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო ელ-----------------ს (პ.ნ. 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქალაქი თბილისი, კი-----ს ქ. #--, საკადასტრო კოდი 01--------------, ½ ნაწილს, დარჩეს უცვლელად დავის საბოლოო გადაწყვეტამდე;
7.მოპასუხეებს: ვლ---------------------ს და ელ----------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სოლიდარულად, დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის გადახდა;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზოია კვარაცხელია