გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 2/12771-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16.08.2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლელა ცანავა
სხდომის მდივანი სალომე ბარდანაშვილი
მოსარჩელე ა--------------–ი
წარმომადგენელი ე-–----------–-ა, ე----------------ე
მოპასუხე გ---------------–ი
წარმომადგენელი ზ-------------–--ე
დავის საგანი სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღება, სამკვიდროს ½ ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. 1993 წლის 21 დეკემბერს ნოტარიუს მ------–--ის მიერ ე-------------–ის სამკვიდრო ქონებაზე, შვილიშვილის - გ---------------–ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის, რეესტრის #------, ნაწილობრივ ბათილად ცნობა ½ ნაწილში;
1.2. ა--------------–ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა 1993 წლის 1--------ს გარდაცვლილი დედის ე-------------–ის დანაშთი ქონების, ამჟამად, საჯარო რეესტრში გ---------------–ის სახელზე რიცხული ნივთის, მდებარე ქ.თბილისი, მ----------------–-----------, 185 კვ.მ მიწის ფართობის, სახლის მეორე სართულის საცხოვრებელი ფართის 107,94 კვ.მ, სარდაფის 17,02 კვ.მ, #- შენობიდან 4.76 კვ.მ, შენობა #- დან 7,70 კვ.მ, საკადასტრო კოდი 0-.1-.0-.0--.0--, ½ წილზე.
სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელე ა--------------–ი არის 1993 წლის 1--------ს გარდაცვლილი ე-------------–ის შვილი და პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე. იგი დაბადებიდან ცხოვრობდა მამკვიდრებლის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაში მდებარე ქ.თბილისი, მ----------------–-----------, 185 კვ.მ მიწის ფართობი, სახლის მეორე სართულის საცხოვრებელი ფართი 107,94 კვ.მ, სარდაფი 1-,02 კვ.მ, #- შენობიდან 4.76 კვ.მ, შენობა #- დან 7,70 კვ.მ, საკადასტრო კოდი 0-.1-.0-.0--.0--, რეგისტრირებული იყო, იხდიდა კომუნალურ გადასახადებს, მათ შორის დედის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაშიც. მამკვიდრებელს 1987 წლის 7 იანვარს შედგენილი ჰქონდა ანდერძი შვილიშვილის, გ---------------–ის სასარგებლოდ, რის საფუძველზეც ანდერძისმიერმა მემკვიდრემ ქონება აღრიცხა თავის სახელზე. ამ ეტაპზე გ---------------–ს აღძრული აქვს სარჩელი მამის გამოსახლების თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე დღესაც აგრძელებს ცხოვრებას სახლის პირველ სართულზე არსებულ ორ ოთახში, ფართით 44,48 კვ.მ და სხვა საცხოვრისი არ გააჩნია.
ანდერძის არსებობის მიუხედავად ა--------------–ს ეკუთვნის სავალდებულო წილი, მოპასუხის სახელზე რიცხული ქონების ½ ნაწილი, რაც გაცემული სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის საფუძველია.
2.მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე გ---------------–მა სარჩელი არ ცნო, მიუთითა მის ხანდაზმულობაზე და განმარტა, რომ ქონების ნაწილი არ შედიოდა ე-------------–ის სამკვიდრო მასაში, იგი გაყიდა მის სიცოცხლეში, რაც შემდგომ გამოისყიდა მოპასუხის დედამ, ნ-----------ემ. ამასთან, დედის გარდაცვალებიდან 6 თვეში მოსარჩელე ფაქტობრივი ფლობით არ დაუფლებია ქონებას, იგი არ იმყოფებოდა საქართველოში, შესაბამისად, მითითება მის მიერ კომუნალური გადასახადების გადახდის თაობაზე, არ შეესაბამება სინამდვილეს. ა--------------–ი შვილის კეთილი ნების საფუძველზე სახლში ცხოვრობს მხოლოდ 1997 წლიდან. ოჯახური ძალადობის გამო, მოპასუხე უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ცხოვრობს ქირით, მაგრამ უმუშევრობოს ფონზე იძულებულია მიმართოს სასამართლოს ა--------------–ის სახლიდან გამოსახლების მოთხოვნით. ამდენად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ე-------------–ის რეგისტრაციისა და საცხოვრებელ ადგილს გარდაცვალებამდე წარმოადგენდა უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, მ----------------–-----------, 185 კვ.მ მიწის ფართობის, სახლის მეორე სართულის საცხოვრებელი ფართის 107,94 კვ.მ, სარდაფის 17,02 კვ.მ, #- შენობიდან 4.76 კვ.მ, შენობა #- დან 7,70 კვ.მ, საკადასტრო კოდი 0-.1-.0-.0--.0--. შესაბამისად, ამავე მისამართზე იყო განთავსებული მის პირად სარგებლობაში არსებული ნივთები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.1.2. ა--------------–ი 1988 წლის 15 ივნისიდან რეგისტრირებულია მისამართზე ქ.თბილისი, მე--------–-----------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საინფორმაციო ბარათი (ს.ფ.19-20).
3.1.3. ა--------------–სა და გ---------------–ს შორის კონფლიქტური ურთიერთდამოკიდებულებაა. ამჟამად მოსარჩელე ცხოვრობს საჯარო რეესტრში გ---------------–ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაში მდებარე ქ.თბილისი, მ----------------–-----------, 185 კვ.მ მიწის ფართობის, სახლის მეორე სართულის საცხოვრებელი ფართის 107,94 კვ.მ, სარდაფის 17,02 კვ.მ, #- შენობიდან 4.76 კვ.მ, შენობა #- დან 7,70 კვ.მ, საკადასტრო კოდი 0-.1-.0-.0--.0--, ხოლო მოპასუხეს წარდგენილი აქვს სარჩელი მამის გამოსახლების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შემაკავებელი ორდერები (ს.ფ.73-75, 124-125);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.4. 2016 წლის 11 მარტს ნ-----–---------ესა და გ---------------–ს შორის დაიდო უძრავ ქონებაზე მდებარე ქ.თბილისი, მ---------–----------, 62 კვ.მ, მიწის ნაკვეთი და შენობა #--ის 1 სართულიდან ფართი 44,48 კვ.მ, არასასოფლო-სამეურნეო, #0-.1-.0-.0--.0--, ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გ---------------–ი აღირიცხა უძრავი ქონების მესაკუთრედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ.70-71).
3.1.5. ინდ.მეწარმე გ---------------–ის მიერ 01.01.2016 წლიდან 30.04.2018 წლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 13312.07 ლარს, ხოლო დაკავებული გადასახადი 2662.41 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ცნობა (ს.ფ.76-77).
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ე-------------–ი გარდაიცვალა 1993 წლის 1--------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-გარდაცვალების მოწმობა ( ს.ფ.17);
3.2.2. ე-------------–ის სახელზე გარდაცვალების მომენტისათვის საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ქ.თბილისი, მ----------------–-----------, 185 კვ.მ მიწის ფართობის, სახლის მეორე სართულის საცხოვრებელი ფართის 107,94 კვ.მ, სარდაფის 17,02 კვ.მ, #- შენობიდან 4.76 კვ.მ, შენობა #- დან 7,70 კვ.მ, საკადასტრო კოდი 0-.1-.0-.0--.0--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა ( ს.ფ.22-23).
3.2.3. ე-------------–ის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს წარმოადგენდა შვილი - ა--------------–ი. ე-------------–ის მიერ 1987 წლის 7 იანვარს შედგენილი ანდერძის საფუძველზე - მის ანდერძისმიერ მემკვიდრეს წარმოადგენს შვილიშვილი, გ---------------–ი. ამ უკანასკნელის სახელზე 1993 წლის 21 დეკემბერს გაიცა ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა, რეესტრის #------, რომლის საფუძველზეც გ---------------–ი აღირიცხა უძრავი ქონების მესაკუთრედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-დაბადების მოწმობა (ს.ფ.16);
-ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ.22-23);
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.24-25).
3.2.4. ე-------------–ის გარდაცვალების შემდეგ, ა--------------–მა, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში, დედის კუთვნილი უძრავი ნივთისა და მოძრავი ნივთების დაუფლებით, მიიღო მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონება.
აღნიშნულის შეფასების საფუძველს სასამართლოს აძლევს საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ე-------------–ის რეგისტრაციისა და საცხოვრებელ ადგილს გარდაცვალებამდე წარმოადგენდა უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, მ---------–----------, 62 კვ.მ, მიწის ნაკვეთი და შენობა #--ის 1 სართულიდან ფართი 44,48 კვ.მ. შესაბამისად, ამავე მისამართზე იყო განთავსებული მის პირად სარგებლობაში არსებული ნივთები.
დადგენილია ასევე, რომ ა--------------–ი 1988 წლის 15 ივნისიდან რეგისტრირებულია მისამართზე ქ.თბილისი, მე--------–-----------------. უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ა--------------–ის დასახელებულ მისამართზე ცხოვრების ფაქტს არ უარყოფს არც მოპასუხე. დადგენილია ასევე, რომ მას უარი არასდროს განუცხადებია სამკვიდროზე. მოსარჩელის განმარტებას სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლებასთან დაკავშირებით ამყარებენ წარმოდგენილი მოწმეები, კერძოდ, მეზობელი, ა--------------- აღნიშნავს, რომ სახლი ფაქტობრივად იყო გაყოფილი, ა--------------–ი ცხოვრობდა დედასთან, ე-------------–თან ერთად, ხოლო გ---------------–ის ფაქტობრივ საცხოვრისს ჰქონდა ცალკე ასასვლელი. ა--------------–ი ესწრებოდა დედის დაკრძალვას. მოწმე მეზობელი თ------------–---–ის განმარტებით, სახლის ერთ მხარეს ცხოვრობდა ნ-----------ე შვილებთან ერთად, ხოლო მეორე მხარეს ა------ და ე-------------–ები. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მოსარჩელე შეურიგდა მეუღლეს და ისინი ცხოვრობდნენ ერთად. მოწმეები ჩვენებაში აღნიშნავენ, რომ ა--------------–ს საცხოვრისი არ მიუტოვებია, სულ იქ ცხოვრობდა. შესაბამისად, ივარაუდება, რომ იგი დაეუფლა ე-------------–ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, ასევე, მასში განთავსებულ მოძრავ ნივთებს სამკვიდროს მიღების მიზნით.
სასამართლო, ფაქტობრივი გარემოების დადგენისას აღნიშნავს, რომ მატერიალური სამართლის არც ერთი ნორმა სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების დადასტურების რაიმე სპეციალურ სტანდარტს არ ადგენს, შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნას საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც დასაშვებ მტკიცებულებად, მათ შორის მოწმის ჩვენებასაც მიიჩნევს. თავის მხრივ, ამავე კოდექსის 140-ე მუხლი, მოწმედ განიხილავს ნებისმიერ პირს, რომელსაც შესაძლებელია, გააჩნდეს რაიმე ინფორმაცია სადავო გარემოების შესახებ.
მოწმის ჩვენების შეფასებისას სასამართლო მას იკვლევს, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რა დროსაც, ბუნებრივია, მნიშვნელობა ენიჭება, როგორც სუბიექტურ, ისე - ობიექტურ ფაქტორებს, მათ შორისაა მოწმის უნარი, აღიქვას ფაქტები და სწორად გადმოსცეს ისინი, მისი დამოკიდებულება მოდავე მხარეებისა და გარემოებების მიმართ. ასეთ დროს მოწმდება ჩვენების იურიდიული სანდოობა და, ბუნებრივია, შეფასების პროცესუალურ საფუძველს 105-ე მუხლი წარმოადგენს.
მოწმეთა ჩვენების უარმყოფელი, სათანადო მტკიცებულება, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია. მარტოოდენ მითითება იმის შესახებ, რომ ა--------------–ი დედის გარდაცვალების შემდეგ იმყოფებოდა საცხოვრებლად საზღვარგარეთ, მხოლოდ შვილის თანხმობის შემდგომ შეძლო 1997 წლიდან სადავო ნივთის ფლობა, სასამართლოს მიერ ვერ გახდება მოწმეთა ჩვენებითა და სხვა მტკიცებულებებით გამყარებული, ა--------------–ის განმარტების გაბათილების საფუძველი. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი კომუნალური გადახდის ქვითრები, არ ასახავს ე-------------–ის გარდაცვალებიდან 6 თვეს, შესაბამისად, ისინი უარმყოფელ, სათანადო მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება.
ამდენად, მოწმეთა ჩვენებები მხარის ახსნა-განმარტებასთან ერთობლიობაში განხილვის შედეგად, დასაბუთებულს ხდის მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს იმის შესახებ, რომ ა--------------–ი სამკვიდრო სახლს მიიჩნევდა თავის საკუთრებად, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ დაუფლა უძრავ-მოძრავ ნივთებს. მოპასუხე გ---------------–ს კი დასახელებული ფაქტების საწინააღმდეგო, უარმყოფელი სათანადო დასაბუთება არ წარმოუდგენია. წარმოდგენილი მტკიცებულებებით მან ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის საპროცესო უფლების სრულყოფილი რეალიზაცია.
მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა არგუმენტების, მათი ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებებისა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია 3.2.4 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან მოსარჩელეს, როგორც კანონისმიერ, სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე მემკვიდრეს, სამკვიდრო მიღებული აქვს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 06 თვის ვადაში კანონით დადგენილი წესით, სარჩელი სავალდებულო წილის მიღებისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე, 1320-ე, 1306-ე, 1433-ე, 1328-ე, 1336-ე, 1424-ე, 1421-ე, 1371-ე, 1372-ე, 1373-ე, 1374-ე, 1503-ე , 1433-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. ამავე კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ე-------------–ის გარდაცვალებით, 1993 წლის 1--------ს გაიხსნა სამკვიდრო. გარდაცვალების მომენტისათვის მისი პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენდა : შვილი - ა--------------–ი. 1987 წლის 7 იანვარს შედგენილი ანდერძის საფუძველზე - მის ანდერძისმიერ მემკვიდრეს წარმოადგენს შვილიშვილი, გ---------------–ი. მამკვიდრებლის სამკვიდრო მასას შეადგენდა ე-------------–ის სახელზე გარდაცვალების მომენტისათვის რიცხული უძრავი ქონება მდებარე, ქ.თბილისი, მ----------------–-----------, 185 კვ.მ მიწის ფართობის, სახლის მეორე სართულის საცხოვრებელი ფართის 107,94 კვ.მ, სარდაფის 17,02 კვ.მ, #- შენობიდან 4.76 კვ.მ, შენობა #- დან 7,70 კვ.მ,.ამ უკანასკნელის სახელზე 1993 წლის 21 დეკემბერს გაიცა ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა, რეესტრის #------, რომლის საფუძველზეც გ---------------–ი აღირიცხა უძრავი ქონების მესაკუთრედ.
სარჩელში, ასევე, შესაგებელში მხარეებმა მოთხოვნისა და უარმყოფელი პოზიციის სამართლებრივ საფუძვლებად მიუთითეს მოქმედ, 1997 წელს მიღებულ საქართველოს სამოქალაქო კოდექსზე.
ა--------------–ს დედის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით არ მიუმართავს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება; ანუ აღნიშნული ნორმა იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. ამდენად, იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმით დარეგულირდეს განსახილველი ურთიერთობა, სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრე ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს ქონებას ან მართოს იგი. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ.
მითითებული ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრის ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. ასეთად კი მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში და სხვა. სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადასახადების გადახდაში, დამქირავებლისათვის ქირის გადახდევინებაში, თხოვებაში და ა.შ.
სადავო გარემოებასთან მიმართებით დადგენილია, რომ ე-------------–ის რეგისტრაციისა და საცხოვრებელ ადგილს გარდაცვალებამდე წარმოადგენდა უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, მ---------–----------, 62 კვ.მ, მიწის ნაკვეთი და შენობა #--ის 1 სართულიდან ფართი 44,48 კვ.მ. შესაბამისად, ამავე მისამართზე იყო განთავსებული მის პირად სარგებლობაში არსებული ნივთები.
დადგენილია ასევე, რომ ა--------------–ი 1988 წლის 15 ივნისიდან რეგისტრირებულია მისამართზე ქ.თბილისი, მე--------–-----------------. უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ა--------------–ის დასახელებულ მისამართზე ცხოვრების ფაქტს არ უარყოფს არც მოპასუხე. დადგენილია ასევე, რომ მას უარი არასდროს განუცხადებია სამკვიდროზე. მოსარჩელის განმარტებას სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლებასთან დაკავშირებით ამყარებენ წარმოდგენილი მოწმეები, კერძოდ, მეზობელი, ა--------------- აღნიშნავს, რომ სახლი ფაქტობრივად იყო გაყოფილი, ა--------------–ი ცხოვრობდა დედასთან, ე-------------–თან ერთად, ხოლო გ---------------–ის ფაქტობრივ საცხოვრისს ჰქონდა ცალკე ასასვლელი. ა--------------–ი ესწრებოდა დედის დაკრძალვას. მოწმე მეზობელი თ------------–---–ის განმარტებით, სახლის ერთ მხარეს ცხოვრობდა ნ-----------ე შვილებთან ერთად, ხოლო მეორე მხარეს ა------ და ე-------------–ები. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მოსარჩელე შეურიგდა მეუღლეს და ისინი ცხოვრობდნენ ერთად. მოწმეები ჩვენებაში აღნიშნავენ, რომ ა--------------–ს საცხოვრისი არ მიუტოვებია, სულ იქ ცხოვრობდა. შესაბამისად, ივარაუდება, რომ იგი დაეუფლა ე-------------–ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, ასევე, მასში განთავსებულ მოძრავ ნივთებს სამკვიდროს მიღების მიზნით.
მოწმეთა ჩვენების უარმყოფელი, სათანადო მტკიცებულება, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია. მარტოოდენ მითითება იმის შესახებ, რომ ა--------------–ი დედის გარდაცვალების შემდეგ იმყოფებოდა საცხოვრებლად საზღვარგარეთ, მხოლოდ შვილის თანხმობის შემდგომ შეძლო 1997 წლიდან სადავო ნივთის ფლობა, სასამართლოს მიერ ვერ გახდება მოწმეთა ჩვენებითა და სხვა მტკიცებულებებით გამყარებული, ა--------------–ის განმარტების გაბათილების საფუძველი. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი კომუნალური გადახდის ქვითრები, არ ასახავს ე-------------–ის გარდაცვალებიდან 6 თვეს, შესაბამისად, ისინი უარმყოფელ, სათანადო მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება.
ამდენად, მოწმეთა ჩვენებები მხარის ახსნა-განმარტებასთან ერთობლიობაში განხილვის შედეგად, დასაბუთებულს ხდის მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს იმის შესახებ, რომ ა--------------–ი სამკვიდრო სახლს მიიჩნევდა თავის საკუთრებად, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ დაუფლა უძრავ-მოძრავ ნივთებს. მოპასუხე გ---------------–ს კი დასახელებული ფაქტების საწინააღმდეგო, უარმყოფელი სათანადო დასაბუთება არ წარმოუდგენია. წარმოდგენილი მტკიცებულებებით მან ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის საპროცესო უფლების სრულყოფილი რეალიზაცია.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ე-------------–ის გარდაცვალების შემდეგ, მოსარჩელე ა--------------–მა, კანონით დადგენილ 6 თვის ვადაში, დედის კუთვნილი უძრავი ქონებისა და მოძრავი ნივთების დაუფლებით, მიიღო მამკვიდრებლის დანაშთი ქონება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1371-ე მუხლის თანახმად, მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა (სავალდებულო წილი).
ამავე კოდექსის 1372-ე მუხლის მიხედვით, სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა სამკვიდროს გახსნის მომენტიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1373-ე მუხლის თანახმად, სავალდებულო წილის მთლიანი მოცულობა განისაზღვრება მთელი სამკვიდროდან იმ ქონების ჩათვლით, რომელიც გათვალისწინებულია საანდერძო დანაკისრის ან საერთო-სასარგებლო მიზნით რაიმე მოქმედების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 1374-ე მუხლის თანახმად, თითოეული მემკვიდრის სავალდებულო წილის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყველა კანონით მემკვიდრე, რომლებიც მოწვეული იქნებოდნენ სამკვიდროს მისაღებად, ანდერძი რომ არ ყოფილიყო.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ე-------------–ის სამკვიდრო მიღებული აქვს ერთადერთ პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს, ა--------------–ს. ეს უკანასკნელი, ანდერძის არსებობის მიუხედავად, წარმოადგენს მის სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე მემკვიდრეს. შესაბამისად, ა--------------–ს ე-------------–ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაში მდებარე - ქ.თბილისი, მ---------–----------, 62 კვ.მ, მიწის ნაკვეთი და შენობა #--ის 1 სართულიდან ფართი 44,48 კვ.მ, ეკუთვნის იმ წილის - სამკვიდრო ქონების 1/2 ნაწილი, რაც მას კანონით მემკვიდრეობის დროს, ანდერძის არარსებობის პირობებში ერგებოდა.
იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა ე-------------–ის სამკვიდროს მიმღები ერთი კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრე, მოსარჩელე ა--------------–ის წილი უნდა განისაზღვროს სამკვიდრო ქონების 1/2 ნაწილით.
შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების, ა--------------–ის 1993 წლის 1--------ს გარდაცვლილი დედის ე-------------–ის დანაშთი ქონების, ამჟამად, საჯარო რეესტრში გ---------------–ის სახელზე რიცხული ნივთის, მდებარე ქ.თბილისი, მ----------------–-----------, 185 კვ.მ მიწის ფართობის, სახლის მეორე სართულის საცხოვრებელი ფართის 107,94 კვ.მ, სარდაფის 17,02 კვ.მ, #- შენობიდან 4.76 კვ.მ, შენობა #- დან 7,70 კვ.მ, საკადასტრო კოდი 0-.1-.0-.0--.0--, ½ ნაწილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 1503-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა შეიძლება გაიცეს როგორც მთელ სამკვიდროზე ასევე მის ნაწილზე. მოწმობა მიეცემა ყველა მემკვიდრეს ერთად ან თითოეულს ცალ-ცალკე მათი სურვილისამებრ. სამკვიდრო მოწმობის მიცემა ერთი მემკვიდრისათვის სამკვიდროს ნაწილზე, არ ართმევს უფლებას სხვა მემკვიიდრეს მიიღონ მოწმობა დანარჩენ ნაწილზე.
ამავე კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ე-------------–ის სამკვიდრო მიღებული აქვს მის როგორც ანდერძისმიერ, ასევე, კანონისმიერ, სავალდებულო წილის მქონე მემკვიდრეს, შესაბამისად, მოსარჩელის იურიდიული ინტერესის გათვალისწინებით, არსებობს ნოტარიუს მ------–--ის მიერ გ---------------–ის სახელზე 1993 წლის 21 დეკემბერს გაცემულ ანდერძისმიერ სამკვიდრო მოწმობის (რეგისტრაციის №1-----) ბათილად ცნობის საფუძველი 1/2 ნაწილში.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ა--------------–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, არსებობს მოპასუხე გ---------------–ისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის წარდგენისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 600 ლარის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
9.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-1ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებთ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, სახეზე არ არის მის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 38-39-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე,2591 , 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი 1993 წლის 21 დეკემბერს ნოტარიუს მ------–--ის მიერ ე-------------–ის სამკვიდრო ქონებაზე, შვილიშვილის - გ---------------–ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რეესტრის #------, ½ ნაწილში;
3. ა--------------–ი ცნობილ იქნას 1993 წლის 1--------ს გარდაცვლილი დედის ე-------------–ის დანაშთი ქონების, ამჟამად, საჯარო რეესტრში გ---------------–ის სახელზე რიცხული ნივთის, მდებარე ქ.თბილისი, მ----------------–-----------, 185 კვ.მ მიწის ფართობის, სახლის მეორე სართულის საცხოვრებელი ფართის 107,94 კვ.მ, სარდაფის 17,02 კვ.მ, #- შენობიდან 4.76 კვ.მ, შენობა #- დან 7,70 კვ.მ, საკადასტრო კოდი 0-.1-.0-.0--.0--, ½ წილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ;
4. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის წარდგენისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლელა ცანავა