გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210018002251059
საქმე №2/38-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 თებერვალი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო შარაძე
სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი
მოსარჩელე /მოპასუხე ი---ა კ--------–---–ის სარჩელზე / - ჟ---ა ა----------–-–---–ი წარმომადგენელი - გ------ი გ----------–ი
მოპასუხე - ი---ა კ--------–---–ი
წარმომადგენელი - ტ---ა რ------ე
დავის საგანი ჟ---ა ა----------–-–---–ის სარჩელზე - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა
დავის საგანი ი---ა კ--------–---–ის სარჩელზე - სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უძრავ ნივთზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ი---ა კ--------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს ჟ---ა ა----------–-–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე, ქ. გორი, ნ--ო კ-–------–-ს ქუჩა N52, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №66.45.2--177 და იგი გამოთავისულფებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრე ჟ---ა ა----------–-–---–ს.
1.2. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ლიანა გოგიაშვილის მიერ 2017 წლის 23 ოქტომბერს გაცემული N1-------8 სამკვიდრო მოწობა;
1.3. უძრავი ქონების, მდებარე ქ. გორი, კ-–------–-ს ქუჩა N52, საკადასტრო კოდი №66.45.2--177, 1/2 წილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობილ იქნეს ი---ა კ--------–---–ი და შესაბამისი ცვლილება შევიდეს სამკვიდრო მოწმობაში.
მოსარჩელე ჟ---ა ა----------–-–---–ის პოზიცია:
მოსარჩელე ჟ---ა ა----------–-–---–ის განმარტებით, მას მემკვიდრეობით მიღებული აქვს გადაცვლილი დის - რ--------ნ გ---–--–---–-ს დანაშთი უძრავი ქონება მდებარე, ქ. გორი, კ-–------–-ს ქ. N52, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მის სახელზე. აღნიშნულ ბინაში, მის დაუკითხავად, უკანონოდ შევიდა და სარგებლობს გარდაცვლილი დის - ვარვარა კ--------–---–ის შვილი ი---ა კ--------–---–ი. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა მოპასუხე განაგრძობს მისი კუთვნილი სახლის მფლობელობას, რის გამოც იგი იძულებულია მომართოს სასამართლოს ი---ა კ--------–---–ის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.
მოსარჩელე ი---ა კ--------–---–ის პოზიცია:
მოსარჩელე ი---ა კ--------–---–ის განმარტებით, მისი დეიდა - რ--------ნ გ---–--–---–- გარდაიცვალა 2017 წლის 11 აპრილს, რის შემდგომაც გაიხსნა სამკვიდრო მის დანაშთ ქონებაზე მდებარე, ქ. გორი, ნ. კ-–------–-ს ქ. N52-ში რომელსაც დაეუფლა მამკვიდრებლის გარდაცვალებისთანავე, იხდიდა კომუნალურ გადასახადებს და გააჩნია მისი ანაბრის წიგნაკიც. ვინაიდან მამკვიდრებელს არ ჰყავდა პირველი რიგის მემკვიდრეები, სამკვიდრო გადავიდა მეორე რიგის მემკვიდრეებზე, რომლებიც იყვნენ მამკვიდრებლის დები და ძმა. მამკვიდრებელს ჰყავდა სამი დედმამიშვილი (ორი და და ერთი ძმა), რომელთა გარდაცვლილებით სამკვიდრო გადავიდა მათ შვილებზე. აღნიშნულის მიუხედავად, სამკვიდრო მოწმობა გაიცა მხოლოდ მოპასუხე ჟ---ა ა----------–-–---–ის სახელზე, რომელიც წარმოადგენს მამკვიდრებლის მეორე რიგის მემკვიდრეს - დას. მოსარჩელის განმარტებით, იგი წარმოადგენს გარდაცვლილი დეიდის მეორე რიგის მემკვიდრეს ჟ---ა ა----------–-–---–თან ერთად, ვინაიდან სამკვიდროს გახსნის დროისთვის მისი დედა, ანუ მამკვიდრებლის მეორე და, იყო უკვე გარდაცვლილი. ჟ---ა ა----------–-–---–მა სხვა მემკვიდრეების არსებობის ფაქტი ნოტარიუსთან დამალა, რითაც იგი ნოტარიუსი შეიყვანა შეცდომაში და ამ გზით მიიღო სამკვიდრო მოწმობა მთელ დანაშთ ქონებაზე. აღნიშნულიდან გამოდმინარე მოსარჩელე მოითხოვს სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და სამკვიდრო ქონების ½ წილზე მესაკუთრედ აღიარებას.
2. მხარეებმა წარმოდგენილი შესაგებლებით მათ წინააღმდეგ აღძრულ სარჩელებზე სასარჩელო მოთხოვნები არ ცნეს და მათ დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. რ--------ნ გ---–--–---–- გარდაიცვალა 2017 წლის 11 აპრილს. მას პირველი რიგის მემკვიდრეები არ დარჩენია, ხოლო მის მეორე რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ პროცესის მონაწილენი ჟ---ა ა----------–-–---–ი და ი---ა კ--------–---–ი. ჟ---ა ა----------–-–---–ი წარმოადგენს მამკვიდრებელ რ--------ნ გ---–--–---–-ს და, ხოლო ი---ა კ--------–---–ი არის მამკვიდრებლის 1994 წლის 31 მაისს გარდაცვლილი დის - ვარვარა კ--------–---–ის შვილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობები;
- გარდაცვალების მოწმობები;
3.1.2. 2017 წლის 23 ოქტომბერს ნოტარიუს ლიანა გოგიაშვილის მიერ ჟ---ა ა----------–-–---–ის, როგორც გარდაცვლილი - რ--------ნ გ---–--–---–-ს მეორე რიგის მმემკვიდრის სასარგებლოდ, გაცემულ იქნა N1-------8 სამკვიდრო მოწმობა უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. გორი, ნ. კ-–------–-ს ქ. N52 (56).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 23 ოქტომბერს გაცემული N1-------8 სამკვიდრო მოწმობა;
3.1.3. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადასტურებულია, რომ უძრავი ქონება მდებარე ქ. გორი, ნ--ო კ-–------–-ს ქ. N52 მიწის (უძრავი ქონების) ს.კ №66.45.2--177 საკუთრების უფლებით დღეისათვის რეგისტრირებულია ჟ---ა ა----------–-–---–ის (პ.ნ 5---------8) სახლზე. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს 2017 წლის 23 ოქტომბერს გაცემული N1-------8 სამკვიდრო მოწმობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ;
3.1.4. მამკვიდრებელ - რ--------ნ გ---–--–---–-ს გარდაცვალებიდან დღემდე, ქ. გორი, ნ--ო კ-–------–-ს ქ. N52-ში მდებარე სადავო საცხოვრებელ სახლის ფლობასა და სარგებლობას ახორციელებს ი---ა კ--------–---–ი. მხარეები სადაოდ არ ხდიან და სასამართლო საქმის მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ რ--------ნ გ---–--–---–-ს სხვა მეორე რიგის მემკვიდრეებს არ მიუმართავთ ნოტარიუსისათვის სამკვიდროს მიღების თაობაზე შესაბამისი განცხადებით და არც ფაქტობრივი ფლობით მიუღიათ ზემოხსენებული სადავო სამკვიდრო ქონება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- სანოტარო მასალები;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მამკვიდრებელ - რ--------ნ გ---–--–---–-ს მეორე რიგის მემკვიდრე ი---ა კ--------–---–ი, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდრო ქონებას მდებარე ქ. გორი, კ-–------–-ს ქ. N52.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
მხარეებს შორის სადავოდ არ გამხდარა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ი---ა კ--------–---–ი წარმოადგენს მამკვიდრებლის მეორე რიგის მემკვიდრეს - დისშვილს, ხოლო მის მიერ სადავო უძრავი ქონების ფაქტობრივად დაუფლების ფაქტს ადასტურებს თავად ჟ---ა ა----------–-–---–ის სარჩელი და მის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტება, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში ი---ა კ--------–---–მა დაიკავა ხსენებული საცხოვრებელი სახლი, რითაც შეუდგა სამკვიდრო მასის ფლობასა და სარგებლობას.
ი---ა კ--------–---–ის ახსნა-განმარტებითა და წარმოდგენილი მტკიცებულებებით გამყარებული, დავის გადაწყვეტისათვის არსებითი ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლება ჟ---ა ა----------–-–---–მა ვერ განახორციელა. შესაბამისად, ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა, მამკვიდრებლის გარდაცვალებისას მისი სამკვიდრო ქონების დაუფლება ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს იმის შესახებ, რომ ი---ა კ--------–---–ი ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა დეიდის - რ--------ნ გ---–--–---–-ს დანაშთ სამკვიდროს, რითაც მან მიიღო აღნიშნული სამკვიდრო ქონება. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ჟ---ა ა----------–-–---–მა ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის საპროცესო უფლების სრულყოფილი რეალიზაცია და საქმისათვის ამ არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების უარყოფა.
მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა არგუმენტების, მათი ახსნა-განმარტებების და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ი---ა კ--------–---–ი წარმოადგენს მამკვიდრებლის მეორე რიგის კანონიერ მემკვიდრეს, რომელიც კანონით დადგენილ ვადაში დაუფლებულია მამკვიდრებლის დანაშთ ქონებას და ამდენად ადგილი აქვს მისი მხრიდან სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან მემკვიდრე - ი---ა კ--------–---–ი წარმოადგენს მამკვიდრებლის მეორე რიგის მემკვიდრეს და სამკვიდრო ქონება მიღებული აქვს ფაქტობრივი ფლობით მიღების გზით, მას აქვს მემკვიდრეობით-სამართლებრივი საფუძვლით უფლება სამკვიდროს 1/2 წილზე, რაც წარმოადგენს ი---ა კ--------–---–ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ დღეისათვის სამკვიდრო მასიდან მხარეთა კუთვნილი წილები გაუმიჯნავია, ამ ეტაპზე არ არსებობს ჟ---ა ა----------–-–---–ის სარჩელის როგორც სრულად ასევე ნაწილობრივ (1/2 წილი) დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე, 1319-ე, 1320-ე, 1328-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე, 1371-ე, 1503-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე, ხოლო 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, მეორე რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენენ – გარდაცვლილის დები და ძმები. მამკვიდრებლის დისწულები და ძმისწულები და მათი შვილები კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე იქნებოდა. ისინი თანასწორად იღებენ სამკვიდროს იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობლებს ერგებოდა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ რ--------ნ გ---–--–---–-ს გარდაცვალებით, 2017 წლის 11 აპრილს გაიხსნა სამკვიდრო. ვინაიდან მას არ ჰყავდა პირველი რიგის მემკვიდრეები, შესაბამისად სამკვიდროს მოთხოვნის უფლება გადადის მეორე რიგის მემკვიდრეებზე, რომელბსაც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენენ მამკვიდრებლის და - ჟ---ა ა----------–-–---–ი და მამკვიდრებლის გარდაცვლილი დის - ვარვარა კ--------–---–ის შვილი - ი---ა კ--------–---–ი.
დადგენილია ასევე, რომ სამკვიდრო მასას წარმოადგენდა უძრავი ქონება, მდებარე ქ. გორი, ნ--ო კ-–------–-ს ქ. N52 ს.კ. №66.45.2--177.
სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღონ სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა იყოს იგი. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით, სამკვიდრო მიღებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სამკვიდროს მიღება შესაძლებელია ორი გზით: მემკვიდრის მიერ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში სამკვიდრო მოწმობის მისაღებად ნოტარიუსისათვის მიმართვის ან/და სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების გზით. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა მემკვიდრის სხვადასხვა მოქმედებით შეიძლება დადგინდეს, თუმცა ამ მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლი იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. შესაბამისად, უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობას და მართვას. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის ცნების განმარტების მიზნებისათვის, სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღება გულისხმობს აღნიშნულ სამკვიდროში შემავალი ქონების ან მისი ნაწილის პერიოდულად ფლობას, გამოყენებას. სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებულ მოქმედებად მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში ანდა გარკვეული პერიოდულობით ამ სახლის ფლობა და მართვა, როგორც საკუთარისა.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ი---ა კ--------–---–მა დეიდის, რ--------ნ გ---–--–---–-ს გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში მიიღო მისი დანაშთი სამკვიდრო ქონება ფაქტობრივად დაუფლების გზით. იგი აღნიშნული ქონებით სარგებლობს დღემდე და ფლობდა ქონებას, როგორც საკუთარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობის (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1499-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა. საქმის მასალებით, დგინდება, რომ 2017 წლის 23 ოქტომბერს ნოტარიუს ლიანა გოგიაშვილის მიერ ჟ---ა კ--------–---–ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული პირი არის 2017 წლის 11 აპრილს გარდაცვლილი რ--------ნ გ---–--–---–-ს მეორე რიგის მემკვიდრე, რომელმაც საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება, მდებარე ქ. გორი, ნ. კ-–------–-ს ქუჩა N52.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. სასამართლო ვერ გაიზიარებს ჟ---ა ა----------–-–---–ის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან მის მიერ სარჩელის აღძვრამდე ი---ა კ--------–---–ს არ გამოუთქვამს პრეტენზია დეიდის დანაშთ ქონებიდან მის კუთვნილ წილზე, მან, როგორც მემკვიდრემ დაკარგა უფლება სადავ ქონებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1500-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს. ექვს თვეზე ადრე სამკვიდრო მოწმობა გაიცემა იმ შემთხვევებში, თუ სანოტარო ორგანოს მოეპოვება ცნობა, რომ მოწმობის მთხოვნელ პირთა გარდა, სხვა მემკვიდრეები არ არიან. სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ჟ---ა ა----------–-–---–მა განახორციელა თავისი უფლება და სამკვიდრო ქონება მიიღო სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ჟ---ა ა----------–-–---–ის, როგორც მამკვიდრებლის მეორე რიგის მემკვიდრეზე გაცემულია სამკვიდრო მოწმობა მაშინ, როდესაც სამკვიდრო მოწმობის მიღებისას ნოტარიუსისათვის განცხადებით მიმართვის დროისათვის არსებობდა თანაბარი მეორე რიგის მემკვიდრე - ი---ა კ--------–---–ი, რომელიც ფაქტობრივი ფლობით დაუფლებული იყო სამკვიდრო ქონებას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი---ა კ--------–---–ი წარმოადგენს მამკვიდრებელ - რ--------ნ გ---–--–---–-ს სამკვიდრო ქონებიდან კუთვნილი წილის მიღებაზე უფლების მქონე სუბიექტს, რის გამოც მისი სასარჩელო მოთხოვნა მემკვიდრეობითი სამართლებრივი საფუძვლით სადავო უძრავი ქონების შესაბამის წილზე მესაკუთრედ აღიარებისა და შესაბამის ნაწილში, სამკვიდრო მოწმობების ბათილად ცნობის თაობაზე დასაბუთებელია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას.
აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება მდებარე ქ. გორი, ნ. კ-–------–-ს ქ. N52 (ს/კ 66.45.2--177) საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ჟ---ა ა----------–-–---–ის საკუთრებად. უფლების დამდასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 2017 წლის 23 ოქტომბერის N1-------8 სამკვიდრო მოწმობა. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარეომოებაზე, რომ ამ გადაწყვეტილებით 2017 წლის 23 ოქტომბერის N1-------8 სამკვიდრო მოწმობა ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი და რის საფუძველზეც ამ უფლების დამდგენ დოკუმენტში შესატ---ა შესაბამისი ცვლილება. აღნიშნულის რეალიზების შედეგად ი---ა კ--------–---–ი წარმოადგენს სადაო უძრავი ნივთის თანამესაკუთრეს და ამდენად მას გააჩნია უძრავი ნივთის ფლობისა და სარგებლობის უფლება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ დღეისათვის სამკვიდრო მასიდან მხარეთა კუთვნილი წილები გაუმიჯნავია, ამ ეტაპზე არ არსებობს ჟ---ა ა----------–-–---–ის სარჩელის როგორც სრულად, ასევე ნაწილობრივ (1/2 წილი) დაკმაყოფილების ფაქტობრივ - სამართლებრივი საფუძვლები ი---ა კ--------–---–ის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვასა და მის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემასთან დაკავშირებით, რის გამოც ჟ---ა ა----------–-–---–ის სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ი---ა კ--------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ჟ---ა ა----------–-–---–ს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 450 ლარის ანაზღაურება.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 38-ე, 39-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ი---ა კ--------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ლიანა გოგიაშვილის მიერ 2017 წლის 23 ოქტომბერს გაცემული N1-------8 სამკვიდრო მოწმობა;
1.2. ი---ა კ--------–---–ი ცნობილ იქნეს მემკვიდრედ და მესაკუთრედ 2017 წლის 11 აპრილს გარდაცვლილი რ--------ნ გ---–--–---–-ს დანაშთი სამკვიდრო ქონების 1/2 წილზე, მდებარე: ქ. გორი, ნ--ო კ-–------–-ს ქუჩა N52, საკადასტრო კოდი №66.45.2--177 და შესაბამისი ცვლილება შევიდეს 2017 წლის 23 ოქტომბრის N1-------8 სამკვიდრო მოწმობაში.
2. ჟ---ა ა----------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
3. მოპასუხე ჟ---ა ა----------–-–---–ს მოსარჩელე ი---ა კ--------–---–ის სასარგებლოდ, დაეკისროს 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო შარაძე