განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.12.2018
საქმის ნომერი
330210017001896522
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
20.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001896522

საქმე №2ბ/1284-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

თავმჯდომარე - ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ოთარ სიჭი--ვა

თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

 

სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე

 

І აპელანტი (მოწი--აღმდეგე მხარე) - ზ------ გ-–--------ე

წარმომადგენელი - ე-–--- გ------–---–ი

 

ІІ აპელანტი (მოწი--აღმდეგე მხარე) - გ------ გ-–--------ე

წარმომადგენლები - დ----- კ----–--–---–ი, ნ----- გ-----ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონების მიკუთვნება

 

აპელანტების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ა-–---------- გ-–--------ის სამკვიდრო ქონებაზე 2007 წლის 28 ივნისს გაცემული სამკვიდრო მოწმობა (ნოტარიუსი გ------ ზ---–-–---–ი, რეგისტრირებული სამემკვიდრეო საქმეთა რეესტრში #2----) ½ ნაწილში და ა-–---------- გ-–--------ის სამკვიდრო ქონების ½ ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობილ იქნას გ------ გ-–--------ე (პ/ნ 0----------);

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. საქმეში წარმოდგენილი ლენინის სახ.რაიონის სახ.სასამართლოს გადაწყვეტილებით, 30/01/1979წ, #2/335, სარჩელი დაკმაყოფილდა, გ------ გ-–--------ეს ქ.თბილისში, ს-------ა, მე-14 კორპ, პირველი სადარბაზო, ბი-- #4-დან გამოეყო ერთი 16 კვ.მ ოთახი, ხოლო დამხმარე სათავსოები დარჩა მხარეთა ზიარ სარგებლობაში.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-ლენინის სახ.რაიონის სახ.სასამართლოს გადაწყვეტილება, 30/01/1979წ, #2/335 (ს.ფ.209).

 

2.2. საქმეში წარმოდგენილი თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის საბი--ო განყოფილების მიერ გაცემული ორდერის 11/01/1980წ, #0----- მიხედვით, გ------ გ-–--------ეს მიეცა უფლება გაცვლის საფუძველზე შესახლდეს მოქ. ვ. ე. ლ----------ს საცხოვრებელ ფართში მისამართზე ქ.თბილისი, დ------ის ქუჩა, სახლი 13, ბი-- 1, ფართი 20,00 კვ.მ. საქმეში წარმოდგენილი პრივატიზაციის ხელშეკრულებით 30/11/1--2წ, გ------ გ-–--------ეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა დასახელებული უძრავი ქონება.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის საბი--ო განყოფილების მიერ გაცემული ორდერი 11/01/1980წ, #0----- (ს.ფ.210-211);

- პრივატიზაციის ხელშეკრულება 30/11/1--2წ (ს.ფ.214-215).

 

2.3. საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების 20/02/2008წ, #2/2867-07 მიხედვით, ზ------ გ-–--------ის განცხადება დაკმაყოფილდა, ზ------ გ-–--------ეს ნება დაერთო შვილად აიყვანოს ა---------– გ-–--------ე, დაბადებული 2---------წ, მცხოვრები ქ.თბილისი, დ------ის ქ.#13. ნაშვილების - ა---------– გ-–--------ის დაბადების ჩაწერის წიგნში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები: მამის გრაფაში ჩაწერილ იქნას - ზ------ ა-–----------ს ძე გ-–--------ე, დანარჩენი მონაცემები დარჩეს უცვლელად. გადაწყვეტილების შესაბამისად, ა---------– გ-–--------ის შვილად აყვანა დარეგისტრირდა 2008 წლის 27 მაისს, მშვილებელ მამაკაცად მიეთითა - ზ------ გ-–--------ე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება

20/02/2008წ, #2/2867-07 (ს.ფ.206-207);

- შვილად აყვანის მოწმობა #0---------- (ს.ფ.208).

 

2.4. ზ------ გ-–--------ე 2000 წლიდან ოჯახთან, მეუღლესთან - ი-- ჟ--–---------სა და შვილებთან - გ------ი გ-–--------ესა და დ----- გ-–--------ესთან ერთად ცხოვრობს ბელგიაში. დ----- გ-–--------ეს დადგენილი აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსი 2008 წლის 1 ოქტომბრიდან განუსაზღვრელი ვადით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი #1-- (ს.ფ.144);

-გ------ი გ-–--------ის დაბადების მოწმობა #0---------- (ს.ფ.145);

-დ----- გ-–--------ის დაბადების მოწმობა #0---------- (ს.ფ.1451);

-ბრიუსელის შ–-----------–-------------–--- ცნობა 01/04/2009წ (ს.ფ.149-150);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი).

 

2.5. ა-–---------- გ-–--------ე გარდაიცვალა 2002 წლის 25 მარტს. მის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ: მეუღლე - ე-–--- გ-–--------ე, შვილები - გ------ გ-–--------ე და ზ------ გ-–--------ე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-გარდაცვალების მოწმობა #0---------- (ს.ფ.156);

-გ------ გ-–--------ის დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი # 1----ს.ფ.8);

-ზ------ გ-–--------ის დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი #0---------- (ს.ფ.291);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი).

 

2.6. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან 15/06/2007წ, #7---------, ა-–---------- გ-–--------ის სახელზე, მისი გარდაცვალების მომენტისათვის საკუთრების უფლებით ირიცხებოდა უძრავი ქონება მდებარე ქალაქი თბილისი, ს-------ის დ-----–---------------------------- ფართი 72.00 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0--------------------.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 15/06/2007წ, #7---------წ (ს.ფ.176-177).

 

2.7. საქმეში წარმოდგენილი საინფორმაციო ბარათით, 24/05/2017წ, #0------------, ზ------ გ-–--------ე 1982 წლის 09 აპრილიდან რეგისტრირებულია მისამართზე მდებარე ქ.თბილისი, ს-------ის დ-----–--------------------------.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-საინფორმაციო ბარათი, 24/05/2017წ, #0------------ (ს.ფ.146-148).

 

2.8. საქმეში წარმოდგენილი საინფორმაციო ბარათით, 14/09/2017წ, #0------------, გ------ გ-–--------ე 2015 წლის 4 თებერვლიდან რეგისტრირებულია მისამართზე მდებარე ქ.თბილისი, ს-------ის დ-----–--------------------------.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-საინფორმაციო ბარათი, 14/09/2017წ, #0------------ (ს.ფ.146-148).

 

2.9. საქმეში წარმოდგენილი ნოტარიუს გ------ ზ---–-–---–ის მიერ 2007 წლის 28 ივნისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი #2----- მიხედვით დგინდება, რომ ზ------ გ-–--------ემ, როგორც ა-–---------- გ-–--------ის შვილმა, საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება მდებარე მისამართზე, ქ. თბილისი, ს--------ის დ-----–---------------------------- ფართი - 72.00 კვ.მ. დასახელებული უძრავი ნივთი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით აღირიცხა ზ------ გ-–--------ის სახელზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-სამკვიდრო მოწმობა, 28/06/2007წ, #2---- (ს.ფ.10-14);

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, 05/04/2017წ, #8----------- (ს.ფ.17-18);

 

2.10. საქმეში წარმოდგენილი შსს-ს მიერ გაცემული ინფორმაციის 05/05/2017წ, #1------ მიხედვით, ზ------ გ-–--------ის მიერ 1--1 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 2 მაისამდე დაფიქსირდა შემდეგი პერიოდულობით: შემოსვლა - 11/05/2007წ; გასვლა - 01/06/2007წ; შემოსვლა - 21/12/2007წ; გასვლა - 28/12/2007წ; შემოსვლა - 02/04/2012წ; ასვლა - 29/04/2012წ; შემოსვლა - 24/03/2017წ.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-შსს-ს მიერ გაცემული ინფორმაცია 05/05/2017წ, #1------ (ს.ფ.72-75).

 

2.11. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის 30/10/2014წ, 8----------- მიხედვით, გ------ გ-–--------ის მიერ 2014 წლის 24 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, გასხვისებულ იქნა უძრავი ქონება მდებარე ქალაქი თბილისი, დ------ის ქუჩა, #13, შპს ,,ა-------------ზე“.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-ნასყიდობის ხელშეკრულება 24/10/2014წ (ს.ფ.216-217);

-საჯარო რეესტრის ამონაწერი 30/10/2014წ, 8----------- (ს.ფ.88).

 

2.12. საქმეში წარმოდგენილი სს ,,თ--–---ს“ მიერ გაცემული ინფორმაციის 21/08/2017წ, #0------5 მიხედვით, ზ------ გ-–--------ე მისამართზე :თბილისი, ს--------ა, კორპუსი #14, ბინა #4, #2------ სააბონენტო ბარათზე აბონენტად რეგისტრირებულია 23/10/2015წლიდან.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-სს ,,თ--–---ს“ მიერ გაცემული ინფორმაცია 21/08/2017წ, #0------5 (ს.ფ.323).

 

2.13. ა-–---------- გ-–--------ე გარდაცვალებამდე ცხოვრობდა და რეგისტრირებული იყო უძრავ ქონებაში მდებარე ქ.თბილისი, ს--------ა, კორპუსი #14, ბინა #4.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-საინფრომაციო-სამისამართო ბიუროს ცნობა 29/09/2007წ (ს.ფ.165-166);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი).

 

2.14. ზ------ გ-–--------ის მიერ გ------ გ-–--------ის სახელზე 2002 წლის 20 აგვისტოდან 2007 წლის ჩათვლით ფიქსირდება პერიოდული ფულადი გადმორიცხვები.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-ფულადი გზავნილები (ს.ფ.225-281).

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.15. ა-–---------- გ-–--------ის გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელე გ------ გ-–--------ე, კანონით დადგენილ 6 თვის ვადაში, მამის კუთვნილი უძრავი ქონებისა და მოძრავი ნივთების მიღებით, ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამკვიდრებლის დანაშთ ქონებას. აღნიშნულის შეფასების საფუძველს სასამართლოს აძლევს საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

მხარეთა მიერ სადავოდ არ არის ქცეული ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ა-–---------- გ-–--------ის საცხოვრებელ ადგილს გარდაცვალებამდე წარმოადგენდა ქ.თბილისში, ს--------ა, კ--------------–-------------------- სადაც განთავსებული იყო მამკვიდრებლის საკუთრებაში არსებული ნივთები, რომლითაც იგი სარგებლობდა პირადად. შესაბამისად, ა-–---------- გ-–--------ის სამკვიდრო მასას წარმოადგენდა როგორც სადავო სახლთმფლობელობა, ასევე, მასში განთავსებული მოძრავი ნივთებიც.

 

უდავოდაა დადგენილი გარემოება იმის შესახებაც, რომ ზ------ გ-–--------ე 2000 წლიდან ოჯახთან, მეუღლესთან - ი-- ჟ--–---------სა და შვილებთან - გ------ი გ-–--------ესა და დ----- გ-–--------ესთან ერთად ცხოვრობს ბელგიაში. შესაბამისად, ა-–---------- გ-–--------ის სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში იგი საქართველოში არ იმყოფებოდა, განსხვავებით გ------ გ-–--------ისაგან. მოსარჩელის განმარტებით, მამის გარდაცვალების მომენტში იგი იმყოფებოდა სადავო სახლში, უვლიდა და პატრონობდა ჯერ მშობელს, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდა მისამართზე ბიოლოგიურ შვილთან, ა---------– გ-–--------ესთან ერთად, დაეუფლა სამკვიდრო როგორც უძრავ, ასევე, მოძრავ ქონებას. ამ უკანასკნელის სადავო ბინაში ცხოვრების ფაქტს არც ზ------ გ-–--------ე უარყოფს. მოსარჩელის განმარტების სანდოობის მიმართ სასამართლოს შინაგანი რწმენა ემყარება სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებას, რომელთა დაინტერესებაც საქმის გადაწყვეტის კონკრეტული შედეგისადმი, არ იკვეთება.

 

სასამართლომ ფაქტობრივი გარემოების დადგენისას აღნიშნა, რომ მატერიალური სამართლის არც ერთი ნორმა სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების დადასტურების რაიმე სპეციალურ სტანდარტს არ ადგენს, შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნას საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც დასაშვებ მტკიცებულებად, მათ შორის მოწმის ჩვენებასაც მიიჩნევს. თავის მხრივ, ამავე კოდექსის 140-ე მუხლი, მოწმედ განიხილავს ნებისმიერ პირს, რომელსაც შესაძლებელია, გააჩნდეს რაიმე ინფორმაცია სადავო გარემოების შესახებ.

 

მოწმის ჩვენების შეფასებისას სასამართლო მას იკვლევს, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რა დროსაც, ბუნებრივია, მნიშვნელობა ენიჭება, როგორც სუბიექტურ, ისე - ობიექტურ ფაქტორებს, მათ შორისაა მოწმის უნარი, აღიქვას ფაქტები და სწორად გადმოსცეს ისინი, მისი დამოკიდებულება მოდავე მხარეებისა და გარემოებების მიმართ. ასეთ დროს მოწმდება ჩვენების იურიდიული სანდოობა და, ბუნებრივია, შეფასების პროცესუალურ საფუძველს 105-ე მუხლი წარმოადგენს.

 

მოწმე, ა-–---------- გ-–--------ის დის, ვ--–----- გ-–--------ის ჩვენებით, სადავო სახლში ძმის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდა გ------ გ-–--------ე, ეხმარებოდა დედას ჯერ მამკვიდრებლის მოვლაში, ხოლო შემდეგ სახლის პატრონობაში, რჩებოდა სამკვიდრო ქონებაში, სარგებლობდა მამის დანატოვარი ნივთებით, მათ შორის, სარჩელში მითითებული წვერსაპარსით, რაც თავად აჩუქა მამკვიდრებელს გარდაცვალებამდე და იდენტიფიცირებულია ინიციალებით. აღნიშნულს გ------ გ-–--------ე ახორციელებდა ავადმყოფი მეუღლის მოვლა-პატრონობასთან ერთად. ამგვარივე ფაქტობრივ გარემოებას მიუთითებს მოწმე, ოჯახის ახლობელი, თ----- ქ-------ე, რომელიც დამატებით აღნიშნავს, რომ სარჩელში მითითებული ჭადრაკი და ჩიბუხი ა-–---------- გ-–--------ის საკუთრება იყო ,,ნივთები მინახავს ს-–-ს ხელში“. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ გ------ გ-–--------ის სადავო სახლში სისტემატიურად ყოფნის ფაქტს ადასტურებს მეზობელი, მოწმე ს------ ჩ-------–---–ი. მისი ჩვენებით, გ------ გ-–--------ე უვლიდა მამას, ა-–----------ს გარდაცვალებისთანავე მოსარჩელე საცხოვრებლად გადმოვიდა, სამკვიდრო სახლში ხშირად იყვნენ მოსარჩელის შვილებიც.

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტებით მითითებული, მოწმეთა მიერ გამყარებული, დავის გადაწყვეტისათვის არსებითი ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლება, წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოპასუხემ ვერ განახორციელა. მას საპირისპირო ფაქტების დასტურად მოწმეები არ წარმოუდგენია, ხოლო მითითებული მტკიცებულებები, არ ასახავს ა-–---------- გ-–--------ის გარდაცვალებიდან 2002 წლის 25 მარტიდან სამკვიდროს დაუფლებისათვის მნიშვნელობის მქონე - შემდგომ 6 თვიან პერიოდს, რის გამოც ისინი ვერ აბათილებენ მოსარჩელის მიერ დადასტურებულ გარემოებებს. გ------ გ-–--------ის საკუთრებაში მხოლოდ სხვა უძრავი ქონების არსებობის ფაქტი, არ გამორიცხავს მოსარჩელის მიერ მამისეული სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლებას. ამასთან, არ დგინდება ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ გ------ გ-–--------ეს მშობლებმა, სიცოცხლეში, ქონება გადასცეს შემდგომში სამკვიდრო წილზე პრეტენზიის განუცხადებლობის პირობით.

 

შესაბამისად, ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა, მამკვიდრებლის გარდაცვალებისას გ------ გ-–--------ის სადავო სახლში ყოფნა, მის მიერ სახლთმფლობელობაში არსებული მოძრავი ნივთების მიღება სამკვიდროს გახსნის შემდეგ მოკლე პერიოდში, ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს იმის შესახებ, რომ მოსარჩელე ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამის დანაშთ სამკვიდროს. ვარაუდის გაქარწყლების ვალდებულება კი ეკისრება პირს, რომლის წინააღმდეგაცაა მიმართული იგი. მოცემულ შემთხვევაში ზ------ გ-–--------ეს, დასახელებული ფაქტების საწინააღმდეგო, უარმყოფელი, სათანადო დასაბუთება არ წარმოუდგენია. წარმოდგენილი მტკიცებულებებით მან ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის საპროცესო უფლების სრულყოფილი რეალიზაცია.

 

მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო- სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა არგუმენტების, მათი ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებებისა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------ გ-–--------ე დაეუფლა მამის დანაშთ ქონებას, რის გამოც ადგილი აქვს მემკვიდრის მხრიდან ა-–---------- გ-–--------ის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტს.

 

2.16. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ ზ------ გ-–--------ეს მამის, ა-–---------- გ-–--------ის სამკვიდრო მიღებული არ აქვს კანონით დადგენილი წესით. საქმეში წარმოდგენილი საინფორმაციო ბარათით, 24/05/2017წ, #0------------, ზ------ გ-–--------ე 1982 წლის 09 აპრილიდან რეგისტრირებულია მისამართზე მდებარე ქ. თბილისი, ს-------ის დ-----–--------------------------. ასევე, საქმეში წარმოგდენილია ნოტარიუს გ------ ზ---–-–---–ის მიერ 2007 წლის 28 ივნისს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი #2----- რომლის მიხედვით დგინდება, რომ ზ------ გ-–--------ემ, როგორც ა-–---------- გ-–--------ის შვილმა, საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება მდებარე მისამართზე, ქ.თბილისი, ს--------ის დ-----–---------------------------- ფართი - 72.00 კვ.მ. დასახელებული უძრავი ნივთი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით აღირიცხა ზ------ გ-–--------ის სახელზე. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია იმის თაობაზე, რომ ზ------ გ-–--------ის მიერ მამის, ა-–---------- გ-–--------ის სამკვიდრო მიღებულ იქნა ფაქტობრივი ფლობით, რაც გამოიკვლია ნოტარიუსმა, ხოლო ამგვარი ფაქტის გაქარწყლება, საწინააღმდეგოს დადგენა, შესაბამისი, უარმყოფელი მტკიცებულებების წარდგენის გზით, გ------ გ-–--------ემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად, ვერ განახორციელა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.17. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლზე რომლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე, ხოლო 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები. შვილიშვილები კანონით მემკვიდრედ ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კაკნონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა-–---------- გ-–--------ის გარდაცვალებით, 2002 წლის 25 მარტს გაიხსნა სამკვიდრო. მის კანონით პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ მეუღლე - ე-–--- გ-–--------ე, შვილები - გ------ გ-–--------ე და ზ------ გ-–--------ე.

 

დადგენილია ასევე, რომ ა-–---------- გ-–--------ის გარდაცვალებისას სამკვიდრო მასას წარმოადგენდა უძრავი ქონება მდებარე ქალაქი თბილისი, ს--------ის დ-----–---------------------------- ფართი 72.00 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0--------------------, ასევე, მასში განთავსებული მოძრავი ნივთები.

 

სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღონ სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა იყოს იგი. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით, სამკვიდრო მიღებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება; ანუ აღნიშნული ნორმა იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. ამდენად, იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმით დარეგულირდეს განსახილველი ურთიერთობა, სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრე ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს ქონებას ან მართოს იგი. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ.

 

ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრის ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. ასეთად კი მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში და სხვა. სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურდება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადასახადების გადახდაში, დამქირავებლისათვის ქირის გადახდევინებაში, თხოვებაში და ა.შ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მემკვიდრეთაგან ე-–--- გ-–--------ე, მართალია ცხოვრობდა სადავო სახლში სამკვიდროს გახსნის შემდეგ, მაგრამ სიცოცხლეში არ განუცხადებია პრეტენზია კუთვნილი წილის საკუთრებაში აღრიცხვის შესახებ. ე-–--- გ-–--------ე გარდაიცვალა 2008 წლის 02 თებერვალს.

 

ნოტარიუს გ------ ზ---–-–---–ის მიერ 2007 წლის 28 ივნისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი #2----- მიხედვით დგინდება, რომ ზ------ გ-–--------ემ, როგორც ა-–---------- გ-–--------ის შვილმა, საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება მდებარე მისამართზე, ქ.თბილისი, ს--------ის დ-----–---------------------------- ფართი - 72.00 კვ.მ. დასახელებული უძრავი ნივთი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით აღირიცხა ზ------ გ-–--------ის სახელზე.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ რაც შეეხება გ------ გ-–--------ეს, იგი, კანონით დადგენილ 6 თვის ვადაში, მამის კუთვნილი უძრავი ქონებისა და მოძრავი ნივთების მიღებით, ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამკვიდრებლის დანაშთ ქონებას. მხარეთა მიერ სადავოდ არ არის ქცეული ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ა-–---------- გ-–--------ის საცხოვრებელ ადგილს გარდაცვალებამდე წარმოადგენდა ქ.თბილისში, ს--------ა, კ--------------–-------------------- სადაც განთავსებული იყო მამკვიდრებლის საკუთრებაში არსებული ნივთები, რომლითაც იგი სარგებლობდა პირადად. შესაბამისად, ა-–---------- გ-–--------ის სამკვიდრო მასას წარმოადგენდა როგორც სადავო სახლთმფლობელობა, ასევე, მასში განთავსებული მოძრავი ნივთებიც.

 

უდავოდაა დადგენილი გარემოება იმის შესახებაც, რომ ზ------ გ-–--------ე 2000 წლიდან ოჯახთან, მეუღლესთან - ი-- ჟ--–---------სა და შვილებთან - გ------ი გ-–--------ესა და დ----- გ-–--------ესთან ერთად ცხოვრობს ბელგიაში. შესაბამისად, ა-–---------- გ-–--------ის სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში იგი საქართველოში არ იმყოფებოდა, განსხვავებით გ------ გ-–--------ისაგან. მოსარჩელის განმარტებით, მამის გარდაცვალების მომენტში იგი იმყოფებოდა სადავო სახლში, უვლიდა და პატრონობდა ჯერ მშობელს, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდა მისამართზე ბიოლოგიურ შვილთან, ა---------– გ-–--------ესთან ერთად, დაეუფლა სამკვიდრო როგორც უძრავ, ასევე, მოძრავ ქონებას. ამ უკანასკნელის სადავო ბინაში ცხოვრების ფაქტს არც ზ------ გ-–--------ე უარყოფს. მოსარჩელის განმარტების სანდოობის მიმართ სასამართლოს შინაგანი რწმენა ემყარება სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებას, რომელთა დაინტერესებაც საქმის გადაწყვეტის კონკრეტული შედეგისადმი, არ იკვეთება.

 

მოწმე, ა-–---------- გ-–--------ის დის, ვ--–----- გ-–--------ის ჩვენებით, სადავო სახლში ძმის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდა გ------ გ-–--------ე, ეხმარებოდა დედას ჯერ მამკვიდრებლის მოვლაში, ხოლო შემდეგ სახლის პატრონობაში, რჩებოდა სამკვიდრო ქონებაში, სარგებლობდა მამის დანატოვარი ნივთებით, მათ შორის, სარჩელში მითითებული წვერსაპარსით, რაც თავად აჩუქა მამკვიდრებელს გარდაცვალებამდე და იდენტიფიცირებულია ინიციალებით. აღნიშნულ გ------ გ-–--------ე ახორციელებდა ავადმყოფი მეუღლის მოვლა-პატრონობასთან ერთად. ამგვარივე ფაქტობრივ გარემოებას მიუთითებს მოწმე, ოჯახის ახლობელი, თ----- ქ-------ე, რომელიც დამატებით აღნიშნავს, რომ სარჩელში მითითებული ჭადრაკი და ჩიბუხი ა-–---------- გ-–--------ის საკუთრება იყო ,,ნივთები მინახავს ს-–-ს ხელში“. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ გ------ გ-–--------ის სადავო სახლში სისტემატიურად ყოფნის ფაქტს ადასტურებს მეზობელი, მოწმე ს------ ჩ-------–---–ი. მისი ჩვენებით, გ------ გ-–--------ე უვლიდა მამას, ა-–----------ს გარდაცვალებისთანავე მოსარჩელე საცხოვრებლად გადმოვიდა, სამკვიდრო სახლში ხშირად იყვნენ მოსარჩელის შვილებიც.

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტებით მითითებული, მოწმეთა მიერ გამყარებული, დავის გადაწყვეტისათვის არსებითი ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლება, წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოპასუხემ ვერ განახორციელა. მას საპირისპირო ფაქტების დასტურად მოწმეები არ წარმოუდგენია, ხოლო მითითებული მტკიცებულებები, არ ასახავს ა-–---------- გ-–--------ის გარდაცვალებიდან 2002 წლის 25 მარტიდან სამკვიდროს დაუფლებისათვის მნიშვნელობის მქონე - შემდგომ 6 თვიან პერიოდს, რის გამოც ისინი ვერ აბათილებენ მოსარჩელის მიერ დადასტურებულ გარემოებებს. გ------ გ-–--------ის საკუთრებაში მხოლოდ სხვა უძრავი ქონების არსებობის ფაქტი, არ გამორიცხავს მოსარჩელის მიერ მამისეული სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლებას.

 

შესაბამისად, ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა, მამკვიდრებლის გარდაცვალებისას გ------ გ-–--------ის სადავო სახლში ყოფნა, მის მიერ სახლთმფლობელობაში არსებული მოძრავი ნივთების მიღება სამკვიდროს გახსნის შემდეგ მოკლე პერიოდში, ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს იმის შესახებ, რომ მოსარჩელე ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამის დანაშთ სამკვიდროს. ვარაუდის გაქარწყლების ვალდებულება კი ეკისრება პირს, რომლის წინააღმდეგაცაა მიმართული იგი. მოცემულ შემთხვევაში ზ------ გ-–--------ეს, დასახელებული ფაქტების საწინააღმდეგო, უარმყოფელი, სათანადო დასაბუთება არ წარმოუდგენია. წარმოდგენილი მტკიცებულებებით მან ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის საპროცესო უფლების სრულყოფილი რეალიზაცია.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა არგუმენტების, მათი ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებებისა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------ გ-–--------ე დაეუფლა მამის დანაშთ ქონებას, რის გამოც ადგილი აქვს მემკვიდრის მხრიდან ა-–---------- გ-–--------ის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტს.

 

ამასთან, სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ ზ------ გ-–--------ეს მამის, ა-–---------- გ-–--------ის სამკვიდრო მიღებული არ აქვს კანონით დადგენილი წესით. საქმეში წარმოდგენილი საინფორმაციო ბარათით, 24/05/2017წ, #0------------, ზ------ გ-–--------ე 1982 წლის 9 აპრილიდან რეგისტრირებულია მისამართზე მდებარე ქ.თბილისი, ს-------ის დ-----–--------------------------. ასევე, საქმეში წარმოდგენილია ნოტარიუს გ------ ზ---–-–---–ის მიერ 2007 წლის 28 ივნისს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი #2----- რომლის მიხედვით დგინდება, რომ ზ------ გ-–--------ემ, როგორც ა-–---------- გ-–--------ის შვილმა, საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება მდებარე მისამართზე, ქ.თბილისი, ს--------ის დ-----–---------------------------- ფართი - 72.00 კვ.მ. დასახელებული უძრავი ნივთი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით აღირიცხა ზ------ გ-–--------ის სახელზე. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია იმის თაობაზე, რომ ზ------ გ-–--------ის მიერ მამის, ა-–---------- გ-–--------ის სამკვიდრო მიღებულ იქნა ფაქტობრივი ფლობით, რაც გამოიკვლია ნოტარიუსმა, ხოლო ამგვარი ფაქტის გაქარწყლება, საწინააღმდეგოს დადგენა, შესაბამისი, უარმყოფელი მტკიცებულებების წარდგენის გზით, გ------ გ-–--------ემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად, ვერ განახორციელა.

 

ამასთან, სასამართლო, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად ვერ გაიზიარებს მოპასუხის მიერ მითითებულ პოზიციას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან მოსარჩელე გ------ გ-–--------ეს სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით სანოტარო ბიუროსათვის არ მიუმართავს, არ აქვს წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ დადგენილება, შესაბამისად, მას სარჩელის განხილვასთან მიმართებით არ გააჩნია იურიდიული ინტერესი. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დავის საგანს წარმოადგენს 2002 წლის 25 მარტს გარდაცვლილი ა-–---------- გ-–--------ის სამკვიდრო, რაზედაც, 2007 წლის 28 ივნისს, ზ------ გ-–--------ის სახელზე უკვე გაცემულია სამკვიდრო მოწმობა. შესაბამისად, სარჩელის ფარგლებში უნდა შემოწმდეს გ------ გ-–--------ის მიერ სამკვიდროს მიღება, ასევე, მოსარჩელის იურიდიული ინტერესი სასამართლოს მიერ უკვე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობასთან მიმართებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა- არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს განეკუთვნება შემდეგი: 1. მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; 2. დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; 3. აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ანუ, გადაწყვეტილების შედეგად სრულიად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. წინამდებარე სარჩელის აღძვრის იურიდიული ინტერესი გამომდინარეობს მოსარჩელისათვის ქონებრივი სიკეთის მიღებაში, რაც ასევე, მითითებულია სარჩელში მიკუთვნებითი მოთხოვნის სახით. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებისა და მემკვიდრედ აღიარებით, გ------ გ-–--------ე, როგორც კანონისმიერი მემკვიდრე, უფლებამოსილი იქნება მიიღოს კონკრეტული სამართლებრივი შედეგი - აღირიცხოს მესაკუთრედ ა-–---------- გ-–--------ის სამკვიდრო ქონებაზე, რის გამოც წარმოდგენილი სარჩელის აღძვრის წინაპირობად ან დამაბრკოლებელ გარემოებად სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე ნოტარიუსის მხრიდან უარის თქმის დადგენილების არარსებობა ვერ იქნება მიჩნეული.

 

შესაბამისად იმის გათვალისწინებით, რომ მამკვიდრებელს დარჩა კანონისმიერი მემკვიდრეები, შვილების, გ------ და ზ------ გ-–--------ეების სახით, მოსარჩელის წილი სადავო ქონებიდან განისაზღვრება სამკვიდროს ½ ნაწილით. შესაბამისად, გ------ გ-–--------ის სარჩელი აღირიცხოს მემკვიდრედ და მესაკუთრედ, ა-–---------- გ-–--------ის სამკვიდრო ქონებაზე, ნაწილობრივ, ½ ნაწილზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.18. სამოქალაქო კოდექსის 1503-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა შეიძლება გაიცეს როგორც მთელ სამკვიდროზე ასევე მის ნაწილზე. მოწმობა მიეცემა ყველა მემკვიდრეს ერთად ან თითოეულს ცალ-ცალკე მათი სურვილისამებრ. სამკვიდრო მოწმობის მიცემა ერთი მემკვიდრისათვის სამკვიდროს ნაწილზე, არ ართმევს უფლებას სხვა მემკვიიდრეს მიიღონ მოწმობა დანარჩენ ნაწილზე.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ა-–---------- გ-–--------ეს სამკვიდრო მიღებული აქვს მის კანონისმიერ მემკვიდრეებს, შესაბამისად ნოტარიუს გ------ ზ---–-–---–ის მიერ, 2007 წლის 28 ივნისს, ზ------ გ-–--------ის სახელზე გაცემული, რეგისტრაციის #2----) სამკვიდრო მოწმობა, ორი მემკვიდრის წილის გათვალისწინებით უნდა გაბათილდეს 1/2 ნაწილში.

 

2.19. რაც შეეხება მოპასუხის მითითებას სასარჩელო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობაზე, სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც. სწორედ ასეთ სპეციალურ ხანდაზმულობის ვადას გვთავაზობს სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი, კონკრეტულად იმ შემთხვევისათვის, როცა პირს სურს შეედავოს სამკვიდრო მოწმობას. მითითებული ნორმის თანახმად, სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი. სამკვიდროს მიღება ან მასზე უარის თქმა ცალმხრივი გარიგებაა, რომლითაც გამოხატულია მემკვიდრის ნება სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით. სამკვიდროს მიღებისა და მიღებაზე უარის თქმის წესი დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 1421-1451-ე მუხლებით. თუკი სამკვიდროს მიღების შემდეგ მემკვიდრე არ მიიღებს ზომებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს სამკვიდროს მიღებაზე. სამკვიდრო მოწმობა ადასტურებს მასში მითითებული პირის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს. ამდენად, სამკვიდროს მიღება ყოველთვის წინ უსწრებს სამკვიდრო მოწმობის გაცემას. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი ადგენს კონკრეტულად სამკვიდროს მიღების ან მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ხანდაზმულობის ვადას და არა სამემკვიდრეო მოწმობის გასაჩივრების ვადას (სუსგ 30.10.2015წ. №ას-111-104-2015, სუსგ 8.04.2013 წ. №ას-72-68-2013), რის გამოც ამ მხრივ მოპასუხის მითითება სამართლებრივ მნიშვნელობას მოკლებულია. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ დაუშვებელია – მესაკუთრეს დაუწესდეს რაიმე ხანდაზმულობის ვადა მისი საკუთრების აბსოლუტური უფლების დაცვასთან დაკავშირებით. (ეს დასკვნა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას იხ: 2014 წლის 24 იანვრის განჩინება სამოქალაქო საქმეზე №ას-911-869-2013).

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

І. აპელანტის ზ------ გ-–--------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ არასწორედ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ა-–---------- გ-–--------ის გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელე გ------ გ-–--------ე, კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში, მამის კუთვნილი უძრავი ქონებისა და მოძრავი ნივთების მიღებით, ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამკვიდრებლის დანაშთ ქონებას. სადავო არ არის რომ ა-–---------- გ-–--------ის საცხოვრებელ ადგილს გარდაცვალებამდე წარმოადგენდა ქ. თბილისი, ს--------ა, კორპუსი 14-ში მდებარე ბინა 4, სადაც განთავსებული იყო მამკვიდრებლის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები. მაგრამ ამ მოძრავ ნივთებს მოსარჩელე გ------ გ-–--------ე, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში დაეუფლა ეს ფაქტია სწორედ სადავო და სასამართლოს მიერ ზედაპირულად მოხდა ამ ფაქტის შესწავლა და გამოკვლევა. დღეის მდგომარეობით გ------ გ-–--------ე ცხოვრობს სადავო სახლში და თუ რატომ ცხოვრობს, ამის დამადასტურებელი მტკიცებულებანი საქმეში მრავლადაა, ამ სახლში დღეის მდგომარეობით ა-–---------- გ-–--------ის მოძრავი ნივთებიც რომ ინახება არც ეს არის სადაო, შესაბამისად, გ------ გ-–--------ეს არ გაუჭირდებოდა ამ ნივთების მოტანა სასამართლოში იმის დასტურად, რომ დაუფლებულია მათ, მაგრამ მხოლოდ მათი წარმოდგენა, იმ პირობებში, როცა მოსარჩელე ცხოვრობს სადაო სახლში, რატომ უნდა ნიშნავდეს, რომ კანონით განსაზღვრულ 6 თვიან ვადაში მოხდა მათი დაუფლება. მოწმე მამიდას მიერ მითითებული წვერსაპარსზე, თავად წარმომადგენელმა თქვა, რომ ჰიგიენური ნივთია და ამით ვერ ისარგებლებდა მოსარჩელე. სასამართლო გადაწყვეტილებაში ამ ნივთზეც უთითებს, რომ გ------ გ-–--------ე სარგებლობდა მამის დანატოვარი ნივთებით. ხოლო მათ ექვს თვეში დაუფლების ფაქტთან დაკავშირებით მტკიცებულებად მოყავს მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც მოსარჩელის სადაო ბინაში ცხოვრების ფაქტს ადასტურებენ, რაც არის წინააღმდეგობრივი და არასარწმუნო.

 

აპელანტის მითითებით, სასამართლოს არ გამოუკვლევია ის გარემოება, რომ ეს ნივთები ნამდვილად ა-–---------- გ-–--------ის საკუთრებას წარმოადგენდა თუ არა. ვინმე დარიგებული მოწმის სიტყვით, როგორ უნდა ხდებოდეს ასეთი მნიშვნელოვანი გარემოების დადგენა. მოწმეების ჩვენებით დადგენილი იქნა გ------ გ-–--------ის მიერ მამკვიდრებლის გარდაცვალებისთანავე სადაო სახლში გადმოსვლა და ცხოვრება. მაშინ როცა წარმოდგენილი მტკიცებულებით, კერძოდ მოსარჩელის მეუღლის გარდაცვალების მოწმობით, დადგენილია, რომ 2002 წლის 19 ივნისს გარდაიცვალა გ------ გ-–--------ის მეუღლე ლ------------–---–-, მოწმემ ა-–---------- გ-–--------ემ დაადასტურა, რომ იგი გასვენებული იქნა დ------ის ქ. 13-იდან, სადაც მუდმივად ცხოვრობდა ოჯახი. ამავე მოწმის მიერ ნათქვამი იქნა, რომ ბატონი გ------ი უვლიდა თავის ავადმყოფ მეუღლეს. მამკვიდრებელი ა-–---------- გ-–--------ე გარდაიცვალა 2002 წლის 25 მარტს, ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს ყავდა სამი შვილი, რომლებიც ასევე დ------ის 13-ში ცხოვრობდნენ დედის გარდაცვალების შემდეგ. იმის გამო, რომ აღნიშნული ფაქტები არ მოხვედრილიყო წინააღმდეგობაში სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში წერს, რომ "მოწმე, ა-–---------- გ-–--------ის დის, ვ--–----- გ-–--------ის ჩვენებით, სადავო სახლში ძმის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდა გ------ გ-–--------ე, ეხმარებოდა დედას ჯერ მამკვიდრებლის მოვლაში, ხოლო შემდეგ სახლის პატრონობაში, რჩებოდა სამკვიდრო ქონებაში, სარგებლობდა მამის დანატოვარი ნივთებით, მათ შორის სარჩელში მითითებული წვერსაპარსით, რაც თავად აჩუქა მამკვიდრებელს გარდაცვალებამდე და იდენტიფიცირებულია ინიციალებით. აღნიშნულს გ------ გ-–--------ე ახორციელებდა ავადმყოფი მეუღლის მოვლა-პატრონობასთან ერთად." ამ ჩვენების მოკლე აღწერაშიც კი წინააღმდეგობრივია დეტალები.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ რომ წვერსაპარსი სარჩელში არ ქონდათ მითითებული, რადგან მისი არსებობა არ იცოდნენ, მხოლოდ იმის შემდეგ, რაც მათ მიერ სარჩელში მითითებულ თოფზე მივიდა ინფორმაცია, რომ იგი არავისზე, მათ შორის არც ა-–---------- გ-–--------ეზე არ იყო რეგისტრირებული დაიწყეს სხვა ნივთის ძებნა. გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, თუ სადავო სახლში მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდა გ------ გ-–--------ე, მაშინ რატომ ამბობს მოწმე, რომ "რჩებოდა სამკვიდრო ქონებაში". სიტყვა ცხოვრება თავისთავად მოიცავს დარჩენას, მაგრამ ცალკე აღებული "დარჩენა" არ ნიშნავს ცხოვრებას. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, იმას, რომ "ამ ყველაფერს გ------ გ-–--------ე ახორციელებდა ავადმყოფი მეუღლის მოვლა-პატრონობასთან ერთად." რაც მთლიანად გამორიცხავს სადაო ქონებაში ცხოვრების ფაქტს.

 

მოწმე ს------ ჩ-------–---–ი განმარტავს, რომ "ა-–----------ს გარდაცვალებისთანავე მოსარჩელე საცხოვრებლად გადმოვიდა". აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის ვ--–----- გ-–--------ის ჩვენებასთან. მოწმე თ----- ქ-------ე ამბობს, რომ სარჩელში მითითებული ჭადრაკი და ჩიბუხი ა-–---------- გ-–--------ის საკუთრება იყო "ნივთები მინახავს ს-–-ს ხელში". ასეთი ჩვენებებით ნივთების კუთვნილების ფაქტის დადგენა უკანონობაა და სხვა არაფერი, რადგან სადაოა აღნიშნული ნივთების მამკვიდრებლისადმი კუთვნილების ფაქტი, სასამართლოს მიერ არ იქნა დადგენილი მართლა ქონდა თუ არა მამკვიდრებელს ასეთი ნივთები და თუ ქონდა სწორედ ის ნივთები იქნა წარმოდგენილი მოსარჩელის მიერ თუ არა, ნივთების იდენტიფიკაცია არ მომხდარა და მხოლოდ მოწმის ჩვენების საფუძველზე ამის დადასტურება ეწინააღმდეგება კანონს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ამდენად მითითებული მატერიალურსამართლებრივი ნორმა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილი) სამკვიდროს მიღებას უკავშირებს ასევე, სამკვიდროს ფლობას და მართვას, რაც უნდა მოხდეს სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში. ამასთან, ფლობა და მართვა უნდა მიუთითებდეს იმაზე, რომ მემკვიდრემ ამით განახორციელა მესაკუთრის ბატონობა და, აქედან გამომდინარე, იკისრა მესაკუთრის ყველა უფლება და ვალდებულება. აღნიშნული ნორმები სამკვიდროს მიღებას უკავშირებს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში მემკვიდრის მიერ სამკვიდროს დაუფლების სურვილს, რისი ერთ-ერთი გამოხატულებაცაა დანაშთი ქონების ფაქტობრივად მიღება და მართვა. ამდენად, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე ელემენტები: სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა.

 

აპელანტი განმარტავს, რომ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა შეიძლება განხორციელდეს სახვადასხვა გზით, კერძოდ: სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა შეიძლება გამოიხატოს სამკვიდრო უძრავი ქონებით სარგებლობაში, ამ ქონებაში ცხოვრების ფაქტით, მისი მოვლა-პატრონობით, გაქირავებით, სამკვიდროში არსებული მოძრავი ნივთების დაუფლებითა და სარგებლობით. სადავო ქონების ფაქტობრივი დაუფლების დასადასტურებლად საკმარისი არ არის მოწმეთა ჩვენებები, მით უფრო როცა მოწმეთა ჩვენებები არის დეტალებში ურთიერთსაწინააღმდეგო და არასარწმუნო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მოსარჩელე მხარემ უტყუარად და სარწმუნოდ ვერ დაამტკიცა, რომ მისი ნება სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება იყო და იგი გამოვლენილი იქნა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში.

 

3.1.2. აპელანტი მიუთითებს ასევე, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მითითება ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით ჩანს, რომ გ------ გ-–--------ისათვის ცნობილი იყო ფაქტი, რომ მამის სახელზე რიცხული სახლის მესაკუთრე და შესაბამისად მამის დანაშთი სამკვიდროს მიმღები იყო ზ------ გ-–--------ე. ეს ჯერ კიდევ 2007 წელს იყო მისთვის ცნობილი, ხოლო 2015 წელს მის მიერ სადაო ბინაში განხორციელებული რეგისტრაცია და კომუნალური გადასახადის ქვითარზე აბონეტად ზ------ გ-–--------ის რეგისტრაცია, უკვე არის მაჩვენებელი იმის, რომ გ------ გ-–--------ემ ნამდვილად და ყოველგვარი ეჭვის გარეშე იცოდა ინფორმაცია ზ------ გ-–--------ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობასთან დაკავშირებით სადაო ბინაზე. მაგრამ მას ამის გამო პრეტენზიით არ მიუმართავს არც ნოტარიუსისათვის, არც სასამართლოსათვის და არც ძმისათვის. აპელანტი მიუთითებს, რომ მის მიერ გამოგზავნილი თანხებით ახდენდა ქონების მოვლა-პატრონობას.

 

აპელანტი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლზე, რომლის თანახმად სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექის 129-ე მუხლით გათვალისწინებულია სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც. სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი კონკრეტულად იმ შემტვევისათვის, როცა პირს სურს შეედავოს სამკვიდრო მოწმობას. მითითებული ნორმის თანახმად სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი. აღნიშნული ნორმით დადგენილია, რომ სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი. მოსარჩელე გ------ გ-–--------ისათვის იმ ფაქტის გაგებაც კი, რომ სადაო სამკვიდრო სახლის ერთადერთ მესაკუთრედ მისი ძმა იყო, უკვე უნდა ყოფილიყო სათანადო საფუძველი, რათა მას სადაო გაეხადა მისი ძმის მიერ საკვიდრო ქონების მიღების ფაქტი და ამ ფაქტის დამადასტურებელი სამკვიდრო მოწმობა. სამკვიდროს მიღება ან მასზე უარის თქმა ცალმხრივი გარიგებაა, რომლითაც გამოხატულია მემკვიდრის ნება სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით. სამკვიდროს მიღებისა და მიღებაზე უარის თქმის წესი დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 1421–1451-ე მუხლებით. თუკი სამკვიდროს მიღების შემდეგ მემკვიდრე არ მიიღებს ზომებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის-სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს სამკვიდროს მიღებაზე. სამკვიდრო მოწმობა ადასტურებს მასში მითითებული პირის სამკვიდროს მიღების ფაქტს, ამდენად სამკვიდროს მიღება ყოველთვის წინ უსწრებს სამკვიდრო მოწმობის გაცემას. შესაბამისად სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი ადგენს კონკრეტულად სამკვიდროს მიღების ან მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ხანდაზმულობის ვადას და არა სამემკვიდრეო მოწმობის გასაჩივრების ვადას. (საქმე #ას-43-43-2016) 23.03.2016წ. ასეთ საკითხვებზე მრავალფეროვანია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, საქმე #ას-223-208-2014, დავის საგანი-სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან სსკ 1450-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნის ორთვიანი ვადა არის გაშვებული. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მოპასუხის სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის ფაქტი, როგორც მოცემულ შემთხვევაში. საქმე #ას-555-526-2014 დავის საგანი-სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მოპასუხის მიერ სამკვიდროს მიღების შესახებ და მას შემდეგ, რაც პირმა ამის თაობაზე შეიტყო, 2 თვის ვადაში სადავოდ არ გაუხდია.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ მოსარჩელისთვის ზ------ გ-–--------ის მიერ სამკვიდრო ქონების მიღება ჯერ კიდევ 2007 წელს რომ გახდა მისთვის ცნობილი. ზ------ გ-–--------ე განმარტავს, რომ თუ სახლის გარეშე დარჩება გ------ი, აუცილებლად თვითონ უნდა გაუღოს სახლის კარი, რაც ძალზედ არ უნდა და ეს დაინტერესებაა მამიდის მხრიდან.

 

3.1.3. აპელანტის მითითებით, 2018 წლის 18 იანვარს სასამართლოს მიერ მიღებული იქნა დამატებითი გადაწყვეტილება, რომელიც არის თანმდევი შედეგი ძირითადი გადაწყვეტილების (საპროცესო ხარჯი). შესაბამისად აღნიშნული გადაწყვეტილებაც ძირითადი გადაწყვეტილების გაუქმების შემდგომ უნდა გაუქმდეს. აპელანტი მოითხოვს სასამართლოს დააკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი.

 

ІI. აპელანტის გ------ გ-–--------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

გ------ გ-–--------ე გადაწყვეტილების 3.2.2 პუნქტში მითითებულია, რომ „სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ ზ------ გ-–--------ეს მამის, ა-–---------- გ-–--------ის სამკვიდრო მიღებული არ აქვს კანონით დადგენილი წესით... საქმეში წარმოდგენილია ნოტარიუს გ------ ზ---–-–---–ის მიერ 2007 წლის 28 ივნისს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი #2----- რომლის მიხედვით დგინდება, რომ ზ------ გ-–--------ემ, როგორც ა-–---------- გ-–--------ის შვილმა, საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება მდებარე მისამართზე, ქ.თბილისი, ს--------ის დ-----–---------------------------- ფართი - 72.00 კვ.მ... ასეთ შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია მის თაობაზე, რომ ზ------ გ-–--------ის მიერ მამის, ა-–---------- გ-–--------ის სამკვიდრო მიღებულ იქნა ფაქტობრივი ფლობით, რაც გამოიკვლია ნოტარიუსმა.“

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ საერთოდ არ გამოიკვლია ის გარემოება, მოპასუხე ზ------ გ-–--------ემ მიიღო თუ არა ფაქტობრივი ფლობით მამის, ა-–---------- გ-–--------ის, სამკვიდრო ქონება და აღნიშნული ფაქტი დადასტურებულად მიიჩნია მხოლოდ ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. სასამართლომ არ გაითვალისწინა და არ იმსჯელა მოსარჩელის მითითებაზე, რომ სამკვიდრო მოწმობაში ზ------ გ-–--------ის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა დადასტურებულია მხოლოდ საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს მიერ გაცემული ცნობით (ჩაწერის შესახებ), რაც, ფაქტობრივი ფლობის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, არ მიიჩნევა სამკვიდროს ფაქტობრივ ფლობად. ამასთანავე, აპელანტი მიუთითებს გადაწყვეტილების 3.1.4 და 3.1.10 პუნქტებზე რომელთა თანახმად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ------ გ-–--------ე 2000 წლიდან ოჯახთან, მეუღლესთან - ი-- ჟ--–---------სა და შვილებთან - გ------ი გ-–--------ესა და დ----- გ-–--------ესთან ერთად ცხოვრობს ბელგიაში და მას შემდეგ საქართველოში პირველად შემოვიდა მხოლოდ 2007 წელს. შესაბამისად, მამკვიდრებლის, ა-–---------- გ-–--------ის, გარდაცვალებიდან (2002 წლის 25 მარტი) 6 თვის განმავლობაში ზ------ გ-–--------ე საერთოდ არ იმყოფებოდა საქართველოში და სახეზე ვერ იქნებოდა სამკვიდროს (უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე, ქ.თბილისი, ს-------ის დ-----–-----------------------------) ფაქტობრივი ფლობით მიღების წინაპირობები.

 

აპელანტი განმარტავს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-ელ პუნქტში მითითებულია, რომ „გ------ გ-–--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.“ თუმცა, გ------ გ-–--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გ------ გ-–--------ის სასარჩელო მოთხოვნა მდგომარეობდა ნოტარიუს გ------ ზ---–-–---–ის მიერ 2007 წლის 28 ივნისს ა-–---------- გ-–--------ის სამკვიდრო ქონებაზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის (რეგისტრაციის ნომერი N2----) მთლიანად ბათილად ცნობასა და ა-–---------- გ-–--------ის სამკვიდრო ქონების მემკვიდრედ და მესაკუთრედ გ------ გ-–--------ის ცნობაში და არა აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობაში მხოლოდ ½ ნაწილში და ა-–---------- გ-–--------ის სამკვიდრო ქონების ½ ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ გ------ გ-–--------ის ცნობაში, რაც აღნიშნულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში.

 

3.2.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ საერთოდ არ გამოიკვლია და არ შეაფასა ის გარემოება, მოპასუხე ზ------ გ-–--------ემ მიიღო თუ არა ფაქტობრივი ფლობით მამის, ა-–---------- გ-–--------ის, სამკვიდრო ქონება და აღნიშნული ფაქტი დადასტურებულად მიიჩნია მხოლოდ ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. სასამართლომ არ გაითვალისწინა და არ იმსჯელა მოსარჩელის მითითებაზე, რომ სამკვიდრო მოწმობაში ზ------ გ-–--------ის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა დადასტურებულია მხოლოდ საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს მიერ გაცემული ცნობით (ჩაწერის შესახებ), რაც, ფაქტობრივი ფლობის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, არ მიიჩნევა სამკვიდროს ფაქტობრივ ფლობად. ამასთანავე, გადაწყვეტილების 3.1.4 და 3.1.10 პუნქტების თანახმად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ------ გ-–--------ე 2000 წლიდან ოჯახთან, მეუღლესთან - ი-- ჟ--–---------სა და შვილებთან - გ------ი გ-–--------ესა და დ----- გ-–--------ესთან ერთად ცხოვრობს ბელგიაში და მას შემდეგ საქართველოში პირველად შემოვიდა მხოლოდ 2007 წელს. შესაბამისად, მამკვიდრებლის, ა-–---------- გ-–--------ის, გარდაცვალებიდან (2002 წლის 25 მარტი) 6 თვის განმავლობაში ზ------ გ-–--------ე საერთოდ არ იმყოფებოდა საქართველოში და სახეზე ვერ იქნებოდა სამკვიდროს (უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე, ქ.თბილისი, ს-------ის დასახლება, კორპუსი 14, ბინა #4) ფაქტობრივი ფლობით მიღების წინაპირობები.

 

აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილების 3.2.2 პუნქტში მითითებულია, რომ „სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ ზ------ გ-–--------ეს მამის, ა-–---------- გ-–--------ის ამკვიდრო მიღებული არ აქვს კანონით დადგენილი წესით. საქმეში წარმოდგენილია ნოტარიუს გ------ ზ---–-–---–ის მიერ 2007 წლის 28 ივნისს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი #2----- რომლის მიხედვით დგინდება, რომ ზ------ გ-–--------ემ, როგორც ა-–---------- გ-–--------ის შვილმა, საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება მდებარე მისამართზე, ქ.თბილისი, ს--------ის დ-----–---------------------------- ფართი - 72.00 კვ.მ... ასეთ შემთხვევაში, აპელანტის მოაზრებით, მოქმედებს პრეზუმფცია იმის თაობაზე, რომ ზ------ გ-–--------ის მიერმამის, ა-–---------- გ-–--------ის სამკვიდრო მიღებულ იქნა ფაქტობრივი ფლობით, რაც გამოიკვლია ნოტარიუსმა.“ გადაწყვეტილების თანახმად, სასამართლომ არ გამოიკვლია და არ შეაფასა ის გარემოება, მოპასუხე ზ------ გ-–--------ემ მიიღო თუ არა ფაქტობრივი ფლობით მამის, ა-–---------- გ-–--------ის, სამკვიდრო ქონება და აღნიშნული ფაქტი დადასტურებულად მიიჩნია მხოლოდ ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. სასამართლომ არ გაითვალისწინა და არ იმსჯელა მოსარჩელის მითითებაზე, რომ სამკვიდრო მოწმობაში ზ------ გ-–--------ის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა დადასტურებულია მხოლოდ საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს მიერ გაცემული ცნობით (ჩაწერის შესახებ), რაც, ფაქტობრივი ფლობის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, არ მიიჩნევა სამკვიდროს ფაქტობრივ ფლობად.

 

აპელანტის მითითებით, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით ჩამოყალიბებულია მემკვიდრის ის მოქმედებები და გარემოებები, რომლებიც ადგენენ ფაქტობრივ ფლობას და ის მოქმედებები და გარემოებები, რომლებსაც მნიშვნელობა არ აქვს სამკვიდროს მიღების მიზნებისათვის. უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 4 ნოემბრის #ას-595-822-08 განჩინება; საქმე ას-1329-1267-2014, 29 მაისი, 2015 წელი).

 

3.2.3. საჩივრის ავტორის განმარტებით, გადაწყვეტილების 3.1.4 და 3.1.10 პუნქტების თანახმად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ------ გ-–--------ე 2000 წლიდან ოჯახთან, მეუღლესთან - ი-- ჟ--–---------სა და შვილებთან - გ------ი გ-–--------ესა და დ----- გ-–--------ესთან ერთად ცხოვრობს ბელგიაში და მას შემდეგ საქართველოში პირველად შემოვიდა მხოლოდ 2007 წელს. შესაბამისად, მამკვიდრებლის, ა-–---------- გ-–--------ის, გარდაცვალებიდან (2002 წლის 25 მარტი) 6 თვის განმავლობაში ზ------ გ-–--------ე საერთოდ არ იმყოფებოდა საქართველოში და სახეზე ვერ იქნებოდა სამკვიდროს (უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე, ქ.თბილისი, ს-------ის დ-----–---------------------------) ფაქტობრივი ფლობით მიღების წინაპირობები.

 

აპელანტის მითითებით, სანოტარო ორგანოში სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის განმავლობაში სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების შეუტანლობის შემთხვევაში, სამკვიდროს მიღება უკავშირდება სამკვიდროს ფლობასა და მართვას სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად (გადაწყვეტილება №ას-203-193-2016).

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. საქმის მასალებით დგინდება, რომ ა-–---------- გ-–--------ე გარდაიცვალა 2002 წლის 25 მარტს გარდაცვალების დროისათვის მის საკუთრებას წარმოადგენდა ქ. თბილისში, ს--------ის დასახ. კორპუსი 14, ბინა №4. გამომდინარე იქედან, რომ ა-–---------- გ-–--------ეს ანდერძი არ დაუტოვებია, ამიტომ მის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე 2002 წლის 25 მარტს გაიხსნა კანონით მემკვიდრეობა. (ტ. I. ს.ფ. 10-14)

 

საქმის მასალებით დგინდება, რომ ა-–---------- გ-–--------ეს ყავდა სამი პირველი რიგის მემკვიდრე, კერძოდ, მეუღლე - ე-–--- გ-–--------ე; შვილები: გ------ და ზ------ გ-–--------ეები. ასევე დგინდება ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის განმავლობაში არცერთი პირველი რიგის მემკვიდრეს არ მიუმართავს ნოტარიუსისათვის სამკვიდრო მოწმობის მისაღებად.

 

მოგვიანებით, 2007 წლის 28 ივნისს ა-–---------- გ-–--------ის შვილზე მოპასუხე (აპელანტი) ზ------ გ-–--------ეზე გაიცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა, რომლის საფუძველზე ამ უკანასკნელმა საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში აღრიცხა მამის - ა-–---------- გ-–--------ის დანაშთი სამკვიდრო ქონება, რომელსაც შეადგენდა ქ. თბილისში, ს--------ის დასახ. კორპუსი 14, ბინა №4. (ტ. I. ს.ფ. 10-14)

 

4.2. სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტის გ------ გ-–--------ის პოზიციას ზ------ გ-–--------ის მიერ ა-–---------- გ-–--------ის დანაშთი სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღების თაობაზე. პალატა ასევე არ იზიარებს, აპელანტ ზ------ გ-–--------ის პოზიციას გ------ გ-–--------ის მიერ ა-–---------- გ-–--------ის დანაშთი სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღების თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად 1. გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. 2. კანონით მემკვიდრეობა – გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე – მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით, სამკვიდრო მიღებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება #71-ის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი შეიძლება დადგინდეს შემდეგი გარემოებებითა და/ან დოკუმენტებით:

ა) იმ ფაქტით, რომ მამკვიდრებელსა და მემკვიდრეს სამკვიდროს გახსნიდან სამკვიდროს მიღების ვადის ამოწურვამდე დროის თუნდაც მცირე მონაკვეთში ჰქონდა ერთი და იგივე რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილი. ამასთანავე, ეს ნორმა მოქმედებს მიუხედავად იმისა, რა უფლებრივი მიმართება ჰქონდა მამკვიდრებელს ან რა უფლებრივი მიმართება აქვს მემკვიდრეს იმ ბინის/სახლის მიმართ, რომელშიც იყვნენ ისინი რეგისტრირებულნი. ამ შემთხვევაში ივარაუდება, რომ მემკვიდრე ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდრო მასაში შემავალ მოძრავ ნივთებს ან სამკვიდრო მასაში შემავალ ბინას/საცხოვრებელ სახლს, რომელშიც ამ ქვეპუნქტის პირველ წინადადებაში მითითებულ დროის მონაკვეთში რეგისტრირებულნი იყვნენ მემკვიდრე და მამკვიდრებელი.

ბ) მამკვიდრებლის კუთვნილი იმ დოკუმენტების ფაქტობრივად ფლობა, რომელიც ადასტურებს სამკვიდრო მასაში სატრანსპორტო საშუალების, საბანკო ანგარიშზე თანხის, სახეობითი აქციის არსებობას;

გ) საგადასახადო ორგანოს ცნობა, სადაზღვევო კომპანიის ცნობა, ბანკის ცნობა იმის შესახებ, რომ მემკვიდრემ შეასრულა მამკვიდრებლის შეუსრულებელი საგადასახადო და/ან სახელშეკრულებო ვალდებულებები, ან მემკვიდრემ გადაიხადა სამკვიდრო მასაში შემავალ ქონებასთან დაკავშირებული გადასახადები (მაგალითად, ქონების გადასახადი, მიწის გადასახადი) და/ან სადაზღვევო შენატანები. ამათანავე, ეს ვალდებულებები შესრულებული უნდა იყოს სამკვიდროს მიღების ვადაში.

დ) კომუნალური მომსახურების გადასახადების დამადასტურებელი ცნობები, ან ქვითრები, თუ შესაძლებელია მათში მითითებული გადამხდელის იდენტიფიკაცია.

ე) სხვა საჯარო დოკუმენტები.

 

პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმები სამკვიდროს მიღებას უკავშირებს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადის გასვლის შემდგომ სამკვიდროს დაუფლების სურვილს, რისი ერთ-ერთი გამოხატულებაცაა დანაშთი ქონების ფაქტობრივად მიღება და მართვა. ამდენად, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე ელემენტები: სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. პალატა განმარტავს, რომ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა გზით, მათ შორის მამკვიდრებელსა და მემკვიდრეს სამკვიდროს გახსნიდან სამკვიდროს მიღების ვადის ამოწურვამდე დროის თუნდაც მცირე მონაკვეთში ჰქონდა ერთი და იგივე რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილი, განიხილება, როგორც სამკვიდროს მიღება გარდაცვლილის ნივთის ფლობით. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საინფორმაციო ბარათით, 24/05/2017წ, #0------------, ზ------ გ-–--------ე 1982 წლის 9 აპრილიდან რეგისტრირებულია მისამართზე მდებარე ქ. თბილისი, ს-------ის დ-----–--------------------------. ასევე, საქმეში წარმოდგენილია ნოტარიუს გ------ ზ---–-–---–ის მიერ 2007 წლის 28 ივნისს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი #2----- რომლის მიხედვით დგინდება, რომ ზ------ გ-–--------ემ, როგორც ა-–---------- გ-–--------ის შვილმა, საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება მდებარე მისამართზე, ქ. თბილისი, ს--------ის დ-----–---------------------------- ფართი - 72.00 კვ.მ. დასახელებული უძრავი ნივთი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით აღირიცხა ზ------ გ-–--------ის სახელზე. შესაბამისად, დადგენილია, რომ ზ------ გ-–--------ე ფაქტობრივად დაეუფლა მამის ა-–---------- გ-–--------ის ქონებას.

 

რაც შეეხება გ------ გ-–--------ის მიერ სადავო ქონების ფაქტობრივად დაუფლების ფაქტს, მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე დაკითხული მოწმეების: ა-–---------- გ-–--------ის დის, ვ--–----- გ-–--------ის ჩვენებით, სადავო სახლში ძმის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდა გ------ გ-–--------ე, ეხმარებოდა დედას ჯერ მამკვიდრებლის მოვლაში, ხოლო შემდეგ სახლის პატრონობაში, რჩებოდა სამკვიდრო ქონებაში, სარგებლობდა მამის დანატოვარი ნივთებით, მათ შორის, სარჩელში მითითებული წვერსაპარსით, რაც თავად აჩუქა მამკვიდრებელს გარდაცვალებამდე და იდენტიფიცირებულია ინიციალებით. აღნიშნულს გ------ გ-–--------ე ახორციელებდა ავადმყოფი მეუღლის მოვლა-პატრონობასთან ერთად. ამგვარივე ფაქტობრივ გარემოებას მიუთითებს მოწმე, ოჯახის ახლობელი, თ----- ქ-------ე, რომელიც დამატებით აღნიშნავს, რომ სარჩელში მითითებული ჭადრაკი და ჩიბუხი ა-–---------- გ-–--------ის საკუთრება იყო ,,ნივთები მინახავს ს-–-ს ხელში“. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ გ------ გ-–--------ის სადავო სახლში სისტემატიურად ყოფნის ფაქტს ადასტურებს მეზობელი, მოწმე ს------ ჩ-------–---–ი. მისი ჩვენებით, გ------ გ-–--------ე უვლიდა მამას, ა-–----------ს გარდაცვალებისთანავე მოსარჩელე საცხოვრებლად გადმოვიდა, სამკვიდრო სახლში ხშირად იყვნენ მოსარჩელის შვილებიც.

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას დადგენილად მიაჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ გ------ გ-–--------ე დადგენილ ვადაში დაეუფლა სამკვიდრო ქონებას, რითაც მან გამოხატა ნება სამკვიდრო ქონების მიღების თაობაზე, რაც თავის მხრივ, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა.

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლო მხარეთა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ იქნა დადასტურებული ფაქტი ა-–---------- გ-–--------ის მემკვიდრეობის მიღების თაობაზე, რაც წარმოადგენდა საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას და მტკიცებულების შეფასების საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ფაქტობრივი ფლობით ა-–---------- გ-–--------ის სამკვიდროს დაეუფლა გ------ გ-–--------ე და ზ------ გ-–--------ე. შესაბამისად, სადავო უძრავი ქონება ქ.თბილისი, ს--------ის დ-----–----------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლთმფლობელობის ½ და ½ ნაწილი წარმოადგენს მამკვიდრებლის კანონისმიერი მემკვიდრეების საკუთრებას.

 

4.3. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო უპირველეს ყოვლისა, განმარტავს, რომ მემკვიდრის მიერ სადავო უძრავი ქონების მიღება ფაქტობრივი ფლობით ან მართვით აყენებს მას განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმში. ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით მემკვიდრე ხდება სამკვიდრო ქონების მესაკუთრე და ამავე მომენტიდან ითვლება იგი მამკვიდრებლის ურთიერთობების კრედიტორად და მოვალედ.

 

სამკვიდროს მიღების ფაქტის არსებობის შემთხვევაში (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღება) მემკვიდრეს აქვს უფლება დაიცვას მიღებული სამკვიდრო სხვა დანარჩენი მემკვიდრეებისაგან, მათ შორის, იმ მემკვიდრეებისაგანაც, რომლებმაც უკვე განახორციელეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

საკასაციო პალატის 2017 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებაში (Nას-715-685-2016) გაკეთებული განმარტების მიხედვით, თუკი სამკვიდროს მიღების შემდეგ მემკვიდრე არ მიიღებს ზომებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს სამკვიდროს მიღებაზე. სამკვიდრო მოწმობა ადასტურებს მასში მითითებული პირის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს. ამდენად, სამკვიდროს მიღება ყოველთვის წინ უსწრებს სამკვიდრო მოწმობის გაცემას. შესაბამისად, სსკ-ის 1450-ე მუხლი ადგენს კონკრეტულად სამკვიდროს მიღების ან მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ხანდაზმულობის ვადას და არა - სამემკვიდრეო მოწმობის გასაჩივრების ვადას (სუსგ №ას-111-104-2015, 2015 წლის 30 ოქტომბერი, სუსგ №ას-72-68-2013, 2013 წლის 8 აპრილი, სუსგ №ას-43-43-2016, 2016 წლის 23 მარტი). ამ ნორმის გამოყენების საფუძველი იარსებებდა მაშინ, თუ დავის საგანი იქნებოდა მოსარჩელის მიერ სამკვიდროს მიღების თაობაზე გამოვლენილი ნების ნამდვილობა (სუსგ №ას-655-621-2015, 2015 წლის 15 დეკემბერი).

 

მოცემულ შემთხვევაში კი, სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს არა მოპასუხის მიერ სამკვიდროს მიღების შესახებ ნების სადავოობა, არამედ მოპასუხეზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, რაზედაც როგორც უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკით განიმარტა ვერ გავრცელდება სსკ-ის 1450-ე მუხლის აბსტრაქტული შემადგენლობა და ნორმით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

6.1. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 მარტის განჩინებით გ------ გ-–--------ეს სააპელაციო საჩივარზე გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1288.00 ლარის ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს აპელანტს გ------ გ-–--------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

აპელანტის ზ------ გ-–--------ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ზ------ გ-–--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გ------ გ-–--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

3. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება და 2018 წლის 18 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილება.

 

4. სასამართლო ხარჯები დაეკისროს ზ------ გ-–--------ეს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით 1288 ლარის ოდენობით;

 

5. გ------ გ-–--------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1288 ლარის ოდენობით.

 

6. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

 

მოსამართლეები: ოთარ სიჭინავა

 

თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი