გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/24233-15
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 აპრილი 2019 წელი ქ. თ---–---
თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე დალი აბჟანდაძე
სხდომის მდივანი თამარ ჯაგაშვილი
მოსარჩელეები - მ-------------------, მ----------------
წარმომადგენლები - თ------------–-–---–ი, ლ--–--------–-–---–ი
მოპასუხეები - ი---------------ე, ს--–----------------ე, ს-------------------ე, თ---------------ა
წარმომადგენელი - ნ------------ა, ე-–------------–---–ი
მოპასუხე - ნ--------------------------–--
წარმომადგენელი - მ-------------–---–ი
დავის საგანი: ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სამკვიდრო მ--–-ობაში ცვლილების შეტანა და ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ს--–----------------ის, ს-------------------ის, ი---------------ისა და თ---------------ას შორის, უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თ---–---, დ------------ ქუჩა №--, (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #---1--0--0---0--) 2015 წლის 18 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
1.2. მ------------------ისა და მ---------------ის თანამესაკუთრედ ცნობა, საჯარო რეესტრში თ---------------ას სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე - ქ. თ---–---- დ-----------------ა №--, (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #---1--0--0---0--) 3/4 წილიდან 2/3 (რაც შეადგენს მთლიანი ქონების ½ ნაწილს, თითოეული 1/4-1/4 ნაწილი) წილზე თანაბარწილში.
1.3. ნოტარიუს ნ------------–იას მიერ 2000 წლის 01 აპრილს, ნ-----–------------------ სამკვიდრო ქონებაზე, ს------------------- სახელზე გაფორმებული სამკვიდრო მ--–-ობის (რეგისტრაციის #2----) ბათილად ცნობა და ცვლილებების შეტანა 3/4 ნაწილში. მ------ და მ----------------ების თანამესაკუთრეებად ცნობა ნ-----–------------------ დანაშთი ქონების თითოეული 1/4 -1/4 ნაწილზე. ცვლილებების შეტანა ნოტარიუს ნ------------–იას მიერ 2014 წლის 16 იანვარს, ს------------------- სამკვიდრო ქონებაზე, ს--–----------------ის, ს-------------------ის და ი---------------ის სახელზე გაფორმებულ სამკვიდრო მ--–-ობაში (რეგისტრაციის #1--------) და ს------------------- დანაშთ ქონებად - ქ. თ---–--–-, დ------------ ქუჩა №---ში მდებარე უძრავი ქონების 1----00 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების #--------------- , 1/4 წილის განსაზღვრა.
სარჩელის საფუძვლები:
საცხოვრებელი სახლი მდებარე: ქ. თ---–---- დ------------ ქ. #---ში, ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მონაცემებით რეგისტრირებული იყო 1----–--–- გარდაცვლილ ო-–----------------- სახელზე, რომლის გარდაცვალების შემდეგ, მის დანაშთ ქონებას დაეუფლა მისი შვილი ნ-----–----------------ე, რომელიც აღნიშნულ სამკვიდროში ცხოვრობდა მეუღლესთან - პ-–---------------თან და შვილებთან: მ---, მ------ და ს-----------------ეებთან ერთად. ნ-----–----------------ე გარდაიცვალა 1----–-–----------------ს. მამის გარდაცვალების შემდეგ მის მემკვიდრეებს შორის მოხდა სამკვიდროს (საცხოვრებელი სახლი) გაყოფა, კერძოდ საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე საცხოვრებლად დარჩნენ პ-–-, მ--- და მ-------------------ები, ხოლო მეორე სართული დაიკავა ს-----------------ემ ოჯახთან ერთად.
1989 წელს 09 დეკემბერს პ-–-------------ემ მიმართა ნოტარიუსს, რომელმაც გასცა სამკვიდრო მ--–-ობა ნ-----–------------------ ბანკში არსებულ ანაბარზე.
2000 წელს მოსარჩელეების მ--- და მ-------------------ების ძმამ - ს-----------------ემ თავის სახელზე დაირეგისტრირა საცხოვრებელი სახლი მთლიანად, ისე, რომ დანარჩენი მემკვიდრეებისთვის არაფერი უთქვამს, ამასთან სამკვიდრო მ--–-ობა სამკვიდრო უძრავ ქონებაზე გასცა იმავე ნოტარიუსმა, რომელსაც ნ-----–------------------ დანაშთ ქონებაზე უკვე გაცემული ჰქონდა სამკვიდრო მ--–-ობა.
2----–-–---------–--ს გარდაიცვალა ს-----------------ე, ხოლო 2----–-–-----------ს დედა - პ-–-------------ე.
ს------------------- დანაშთი ქონების ¼ წილზე, იმავე ნოტარიუსმა - ნ------------–იამ 2013 წლის 11 თებერვალს გასცა სამკვიდრო მ--–-ობა დედის - პ-–---------------- სახელზე, რომელმაც თავისი ¼ წილი აჩუქა მოსარჩელეებს, ხოლო 2014 წლის 16 იანვარს გაცემული სამკვიდრო მ--–-ობით 3/4 წილი მიაკუთვნა ს------------------- მეუღლეს და შვილებს.
სასამართლოში სარჩელის შემოტანის შემდეგ, მალევე, როგორც კი ჩაბარდა სასამართლო გზავნილი, მოპასუხე მხარემ სადავო საცხოვრებელი სახლი ფიქტიურად გადაუფორმა მოპასუხე თ---------------ას. მოპასუხეები დღემდე ცხოვრობენ საცხოვრებელ სახლში, გაქირავებული აქვთ ფართის ნაწილი, ანუ მათ მიერ გამოხატული ნება ქონების გასხვისებაზე არ არის ნამდვილი, ,,მყიდველს“ არ დაუთვალიერებია საცხოვრებელი სახლი და არც ნასყიდობის თანხა გადაუხდია.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეები ი---------------ე, ს--–----------------ე და ს-------------------ე არ ცნობენ სარჩელს და განმარტავენ, რომ მოსარჩელეებს სამკვიდრო არ მიუღიათ, მათ არც ნოტარიუსისთვის მიუმართავთ სამკვიდრო მ--–-ობის მისაღებად კანონით დადგენილ ვადაში და არც ფაქტობრივად დაუფლებიან სამკვიდრო ქონებას. ს-----------------ემ მიიღო სამკვიდრო ქონება და დაირეგისტრირა კანონით დადგენილი წესით. ს------------------- სამკვიდრო მიიღეს დედამ - პ-–-------------ემ და მოპასუხეებმა თანაბარწილად.
მემკვიდრეობის უფლების დარღვევის შესახებ მამკვიდრებლის დანაშთ ქონებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2013 წელს გახდა ცნობილი მოსარჩელეებისათვის, მაგრამ იმ ეტაპისთვის მათ სადავოდ არ გაუხდიათ და არ მიუმართავთ სასამართლოსთვის მათი უფლებების დასაცავად. 2013 წლის 06 თებერვალს მ-------------------მ საჯარო რეესტრში მოითხოვა ამონაწერის მომზადება სადავო უძრავ ქონებაზე, ხოლო მ----------------მ, როგორც პ-–-------------ის მინდობილმა პირმა, 2015 წლის 03 ივნისს და ამავე წლის 25 ივნისს ნოტარიუსისგან მოითხოვა 1989 წლის 09 დეკემბერს და 2000 წლის 01 აპრილს გაცემული სამკვიდრო მ--–-ობების და თანდართული დოკუმენტების გაცემა. მოსარჩელეებისთვის ასევე ცნობილი გახდა მემკვიდრეობის უფლების დარღვევის შესახებ მაშინ, როდესაც დედისგან - პ-–-------------ისგან ჩუქებით მიიღეს მისი კუთვნილი ¼ წილი. მოპასუხეები მიუთითებენ, რომ სარჩელი არის ხანდაზმული, ასევე არ არის დადასტურებული მოსარჩელეთა მიერ კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად მიღების ფაქტი. მათ ჯერ კიდევ ნ-----–------------------ გარდაცვალების შემდეგ და ს------------------- სიცოცხლეში გაიგეს მათი უფლებების დარღვევის შესახებ და სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ 2000 წლიდან ს------------------- სახელზე ირიცხებოდა დასახელებული უძრავი ქონება.
მოპასუხეების განმარტებით, ისინი არ ეთანხმებიან იმ გარემოებას, რომ თ---------------ასთან დადებული გარიგება არ არის ნამდვილი, გარიგება დადებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მხარეთა ნამდვილი ნების გამოვლენის შედეგად. მოსარჩელე უსაფუძვლოდ, მტკიცებულებების გარეშე საუბრობს სადავო გარიგების მხარეთა ახლობლობასა და ფიქტიურ გარიგებაზე. თ---------------ასთვის ცნობილი არ იყო სასამართლოში მიმდინარე დავის შესახებ, მოპასუხეები დროებით, ნამდვილად ცხოვრობენ გაყიდულ საცხოვრებელ სახლში მყიდველთან შეთანხმების შედეგად.
2.2. მოპასუხე თ---------------ამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნასყიდობის ხელშკრულება არ არის მოჩვენებითი გარიგება, ის წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს, მან საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისად, მესაკუთრეებისაგან იყიდა უძრავი ქონება და მისთვის ცნობილი არ იყო მხარეთა დავის შესახებ სასამართლოში.
სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს შემძენის შესაძლებლობები, რეესტრის არასწორი ჩანაწერის ცოდნასთან მიმართებით, ანუ უნდა გაირკვეს შემძენს გონივრული წინდახედულობის ფარგლებში შეეძლო და უნდა სცოდნოდა თუ არა სადავო ფაქტი და ამ გარემოებათა გამოკვლევას უნდა ეფუძვნებოდეს დასკვნა შენაძენის ნამდვილობისა და მისი დაცვის მიზანშეწონილობის თაობაზე.
მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში გამოთქმულ მოსაზრებას თ---------------ას ქონების მესაკუთრეებთან ახლობლობის შესახებ. 1--12.2015 წლის ნასყიდობის ხელშკრულება დადებულია გარეშე პირებს შორის, ნასყიდობამდე საერთოდ არ იცნობდა თ---------------ა მესაკუთრეებს, ნასყიდობის ფასი გადახდილია, ხელშკრულებით გათვალისწინებული წესით და ყოფილი მესაკუთრეები მხოლოდ დროებით არიან ურთიერთშეთანხმებით თ---------------ას კუთვნილ საცხოვრებელ სახლში.
რაც შეეხება თ---------------ას ფინანსურ პრობლემებს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მან უძრავი ქონება შეიძინა 20-- წლის 0- იანვარის შემდეგ მისამართზე: ხ-–---------------, დ------------, რუსიას ქუჩა #--, ს/კ 6--04.62.0--. თ---------------ას საკუთრებაში აქვს ასევე უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: ქ. თ---–---, ა-------------ას ქ. #-, ს--------–---, ბ------, ს/კ 0--10.16.0---00--0----- და მისამართზე: ქ. თ---–---- დასახლება ს--------, კორპუსი 3-, ბინა #--, ს/კ 0--19.15.0---0--.01.0--;
2.3. მოპასუხე ნ------------–იამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნოტარიუსი არ წარმოადგენს იმ პირს, ვინც პასუხი უნდა აგოს წარმოდგენილ სარჩელზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მ------------------- დაიბადა 1----–-–------------------ს ქ. თ---–--–-, ხოლო მ---------------- დაიბადა 1----–-–---------------ს. მათი მშობლები იყვნენ ნ-----–----------------ე და პ-–-------ძე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მ--–-ობები (იხ. ტომი 1, ს.ფ. 19-20 ).
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი,შესაგებელი).
3.1.2. ნ-----–----------------ე და პ-–-------ძე დაქორწინდნენ 1----–-–-------------ს, ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიეკუთვნათ გვარები: ქმარს - დ---------ე, ცოლს - დ---------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მ--–-ობა (იხ. ტომი1, ს.ფ. 36 ).
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი,შესაგებელი).
3.1.3 ო-–---------------ე გარდაიცვალა 1----–-–----------------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მ--–-ობა (იხ. ტომი1, ს.ფ. 279 ).
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი,სხდომის ოქმი).
3.1.3. ნ-----–----------------ე გარდაიცვალა 1----–-–----------------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მ--–-ობა (იხ. ტომი1, ს.ფ. 34 ).
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი,შესაგებელი).
3.1.4. პ-–-------------ე გარდაიცვალა 2----–-–-----------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მ--–-ობა (იხ. ტომი1, ს.ფ. 3- ).
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი,სხდომის ოქმი).
3.1.5. ს------------------ე გარდაიცვალა 2----–-–---------–--ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მ--–-ობა (იხ. ტომი1, ს.ფ. 37 ).
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი,სხდომის ოქმი).
3.1.6. ი---------------ე დაიბადა 1----–-–------------------ს, ხოლო მ----------------- დაიბადა 1----–-–---------------ს, მათი მშობლები არიან გ---–-----------ე და ლ--–-----------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მ--–-ობები (იხ. ტომი 2, ს.ფ. 170-171 ).
3.1.7. მ----------------ის და გ-------------ის ქორწინების რეგისტრაცის განხორციელდა 1----–-–------------–ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მ--–-ობა (იხ.ტომი 2, ს.ფ.172)
3.1.8. 2000 წლის 31 იანვრის, მიწის (უძრავი ქონების) საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თ---–---- დ------------ ქ. #1----ბ, ს/კ 01.1--05.0--15 რეგისტრირებულია აწ. გარდაცვლილი ო-–--------------ისა და აწ გარდაცვლილი ი--–------------- საერთო საკუთრება, შენობა-ნაგებობები საერთო სასარგებლო ფართობით 421.8---.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2000 წლის 31 იანვრის მიწის (უძრავი ქონების) საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (იხ.ტომი 1, ს.ფ. 30-31).
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მ------------------- რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თ---–---- დ------------ ქ. #-- -ში 1----–-–----------დან, მ---------------- რეგისტრირებულია ამავე მისამართზე 1977 წლის 19 ივლისიდან, ხოლო ს------------------ე 1975 წლის 0- ივლისიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საინფორმაციო ბარათები (იხ.ტომი1, ს.ფ. 251-252, ტომი 2, ს.ფ.5-9).
- საბინაო წიგნი (იხ. ტომი 2, ს.ფ.27-36)
3.2.2. მ------------------- და ზ---------–------ დაქორწინდნენ 19---–-–-----------ს, მათი შვილები არიან: თ-----------–-----ე, ე-----–----–-----ე და დ--------–------. თორნიკე კაციტაძე 1--0-.2--- წლიდან, ე-----–----–----ძე 2--07.2--- წლიდან და დ--------–------ 3--07.2--- წლიდან რეგისტრირებული არიან სადავო უძრავი ქონების მისამართზე ქ. თ---–--- დ------------ ქ. #--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მ--–-ობა (იხ.ტომი 2, ს.ფ. 11).
- დაბადების მ--–-ობები, საინფორმაციო ბარათები (იხ.ტომი 2, ს.ფ. 79-87).
3.2.3. ქ. თ---–---ს ნოტარიუსის ნ------------–იას მიერ, 2000 წლის 01 აპრილს გაცემული სამკვიდრო მ--–-ობის მიხედვით 1----–-–----------------ს გარდაცვლილი ნ-----–------------ს ძე დ---------ის ქონების მემკვიდრედ ცნობილია შვილი - ს------------–-----ს ძე დ---------ე - დაბ. 1----–-–---------------ს. ამავე სამკვიდრო მ--–-ობის მიხედვით სამკვიდრო ქონება, რომელზედაც გაცემულია ეს მ--–-ობა არის ქ. თ---–--–-, დ------------ ქუჩა 1----,,ბ“ -ში მდებარე 2--- მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების საერთო ფართით 4---- კვმ-ს ½ ნაწილი, რომელიც ეკუთვნოდა 1----–-–----------------ს გარდაცვლილ ო-–------------------– დ---------ეს, რომლის მემკვიდრემ 1----–-–----------------ს გარდაცვლილმა ნ-----–------------ს ძე დ---------ემ მიიღო მაგრამ არ გაიფორმა თავისი სამემკვიდრეო უფლებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. თ---–---ს ნოტარიუსის ნ------------–იას მიერ 2000 წლის 01 აპრილს გაცემული სამკვიდრო მ--–-ობა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 41 ).
3.2.4. 2013 წლის 07 თებერვლის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თ---–---- ქუჩა დიდი ხეივანი, #--, ს/კ 0--1--0--0---0-- რეგისტრირებულია ს------------------ის (პ/ნ 0----------- საკუთრება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 07 თებერვლის საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 42-43).
3.2.5. 2013 წლის 12 ივლისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თ---–---- ქუჩა დიდი ხეივანი, #--, ს/კ 0--1--0--0---0-- რეგისტრირებულია მ---------------ის, მ------------------ის (1/4 წილი) და ს------------------ის (3/4 წილი) საკუთრება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 07 თებერვლის საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 141).
3.2.6. 2014 წლის 16 იანვარს ნოტარიუს ნ------------–იას მიერ გაცემული სამკვიდრო მ--–-ობის მიხედვით, ი---------------ე, ს-------------------ე და ს--–----------------ე არიან ს------------------- (დაბ. 1----–-–---------------ს პ/ნ 0----------- კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრეები, ი---------------ე - მეუღლე, ს-------------------ე და ს--–----------------ე - შვილები. მათ როგორც მემკვიდრეებმა საკუთრებაში თანაბარწილად მიიღეს სამკვიდრო ქონება, რომელიც არის: ქ. თ---–--–-, დ-----------------ა #---ში მდებარე 1---,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების #1,#2, #3, და #4 – ¾ ნაწილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 16 იანვარს ნოტარიუს ნ------------–იას მიერ გაცემული სამკვიდრო მ--–-ობა (იხ. ტომი 1, ს.ფ.45- 47).
- დაბადების მ--–-ობა (იხ. ტომი 1, ს.ფ.280).
3.2.7. 2013 წლის 11 თებერვალს ნოტარიუს ნ------------–იას მიერ გაცემული სამკვიდრო მ--–-ობის მიხედვით, პ-–-------------ე არის ს------------------- კანონიმიერი პირველი რიგის მემკვიდრე - დედა, მან როგორც კანონისმიერმა მემკვიდრემ საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება, რომელიც არის ქ. თ---–--–-, დ-----------------ა #---ში მდებარე 1---,00 კვ.მ მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების #--------------- – ¼ ნაწილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 11 თებერვალს ნოტარიუს ნ------------–იას მიერ გაცემული სამკვიდრო მ--–-ობა (იხ. ტომი1,ს.ფ.48-51).
3.2.8. თ---–---ს მე-7 სახელმწიფო სანოტარო კანტორის ნოტარიუსის ნ.გ. მასხულიას მიერ, 1989 წლის 09 დეკემბერს გაცემული იქნა კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მ--–-ობა ნ-----–------------ს ძე დ---------ის ანაბარზე, (რომელიც ინახება ქ. თ---–---ს #--28/0--- შემნახველ ბანკში #----- ანგარიშზე თანხა პროცენტებით) მეუღლეზე - პ-–-----------------------– ს-----ე-დ---------ეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 1989 წლის 09 დეკემბერს გაცემული იქნა კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მ--–-ობა (იხ. ტომი1,ს.ფ.52-53).
3.2.9. 2012 წლის 0- ივლისის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშკრულების მიხედვით, პ-–-------------ემ (მჩუქებელი) მ------------------ეს და მ----------------ს (დასაჩუქრებულები) თანაბარი წილით აჩუქა უძრავი ქონების მდებარე: ქ. თ---–--- დ------------ ქ. #--, ს/კ 0--58.05.0-----, კუთვნილი ¼ წილი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2012 წლის 0- ივლისის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშკრულება (იხ. ტომი 1,ს.ფ. 54-55).
3.2.1-- 2014 წლის 21 იანვრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ.თ---–---- დ------------ ქ. #--, ს/კ 0--1--0--0---0-- მესაკუთრეებად ¼ წილზე რეგისტრირებული არიან მ------------------- და მ----------------, ხოლო ¾ წილზე ს--–-----------------ე, ს-------------------ე და ი---------------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2014 წლის 21 იანვრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (იხ.ტომი1, ს.ფ.58-59).
3.2.1-- 2015 წლის 18 დეკემბერს ს--–----------------ეს, ს-------------------ეს,ი---------------ეს და თ---------------ას შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება, უძრავი ქონების მდებარე: ქ. თ---–---- დ------------ ქ. #--, ს/კ 0--1--0--0---0-- ¾ ნაწილზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 18 დეკემბრის ნივთის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება (იხ.ტომი1, ს.ფ.252-253).
3.2.12. 20-- წლის 31 მაისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ.თ---–---- დ------------ ქ. #--, ს/კ 0--1--0--0---0-- მესაკუთრეებად ¼ წილზე რეგისტრირებული არიან მ------------------- და მ----------------, ხოლო ¾ წილზე თ---------------ა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20-- წლის 31 მაისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (იხ.ტომი1, ს.ფ.100-101).
3.2.1-- 20-- წლის 31 მაისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერით, უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თ---–---- დასახლება ს--------, კორპუსი 3-, ბინა 23, ს/კ 0--19.15.0---0--.0--0-- რეგისტრირებულია თ---------------ას (პ/ნ 0----------) საკუთრება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20-- წლის 31 მაისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (იხ.ტომი1, ს.ფ.139-140).
3.2.14. 20-- წლის 23 სექტემბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერით, უძრავ ქონებაზე მდებარე: რაიონი ხაშური, დ------------, რ------------ #--, ს/კ 6--04.6--0-- რეგისტრირებულია თ---------------ას საკუთრება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20-- წლის 23 სექტემბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (იხ.ტომი1, ს.ფ.369-370).
3.2.15. თ---–---ს საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 05 ივლისის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებით მოსარჩელეების მარინა და მ----------------ების მოთხოვნა დაკმაყოფილდა და თ---------------ას (პ/ნ 0----------) აეკრძალა ქ. თ---–--–-, დ-----------------ა №---ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #---1--0--0---0--) მის საკუთრებაში არსებული 3/4 წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თ---–---ს საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 05 ივლისის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება (იხ.ტომი1, ს.ფ.139-140).
3.2.1-- შპს ,,ახტელის“ მიერ 20-- წლის 04 მაისს გაცემული ცნობის მიხედვით, ტელეფონი ნომრით - 2------ ირიცხება 1998 წლის 27 ოქტომბრიდან მ---------------ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,ახტელის“ მიერ 20-- წლის 04 მაისს გაცემული ცნობა (იხ.ტომი1, ს.ფ.257).
3.2.1-- 2--- წლის 22 ივლისს შპს ,,მებოსტნეს“ დირექტორის მიერ გაცემული ცნობის, მიხედვით ნ-----–------------------ სახელზე ირიცხებოდა 0--- ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი ქ. თ---–--–-, ო-------–--------ში.
20-- წლის 28 ოქტომბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით ქ. თ---–--–-, პ------–--------ს ქ. #-, ს/კ 0--1--0--005.1-- რეგისტრირებულია მ---------------ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2--- წლის 22 ივლისს შპს ,,მებოსტნეს“ დირექტორის მიერ გაცემული ცნობა (იხ.ტომი1, ს.ფ.336-337).
-20-- წლის 28 ოქტომბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (იხ.ტომი1, ს.ფ.338-339).
3.2.1-- შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 17 იანვრის წერილის მიხედვით თ---------------ას მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, ქ. თ---–--–- დ------------ ქ. #---ში, საცხოვრებელი ფართობის საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შესახებ დამქირავებლებზე: ა----–----–-----, ი---------------ეზე და გ------–--ზე შეტანილია საცხოვრებელი ფართობის გამქირავებელ პირთა რეესტრში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 17 იანვრის წერილი (იხ.ტომი1, ს.ფ.378).
-საცხოვრებელი ფართობის გამქირავებელ პირთა რეესტრში მონაცემების შეტანის თაობაზე განაცხადები (იხ.ტომი1, ს.ფ.379-381).
3.2.19. შემოსავლების სამსახურის 20-- წლის 19 დეკემბრის წერილის მიხედვით თ---------------ას მიერ 0--0--20-- წლიდან 1--12.20-- წლის ჩათვლით ბიუჯეტში გადახდილი თანხა შეადგენს 660 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შემოსავლების სამსახურის 20-- წლის 19 დეკემბრის წერილი (იხ.ტომი1, ს.ფ.377).
3.2.20. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 16 თებერვლის წერილის მიხედვით თ---------------ას მიერ 0--0--2014 წლიდან 31.0--2018 წლის ჩათვლით დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 231403.87 ლარს, ხოლო დაკავებული გადასახადი 46280.72 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 16 თებერვლის წერილი (იხ.ტომი1, ს.ფ.388).
3.2.21. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 09 მარტს გაცემული ცნობის თანახმად მ----------------ს საზღვარი გადაკვეთილი აქვს 1997 წლიდან - 2018 წლის 0- მარტამდე ს.ს.კ.გ. ,,თ---–---ს აეროპორტის“ გავლით - 26.09.1998წ. 20:03 სთ. - შემოსვლა საქართველოში, ამასთან ინფორმაცია 1997 წლამდე საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მოქალაქეთა გადაადგილების შესახებ არ ფიქსირდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 09 მარტს გაცემული ცნობა (იხ.ტომი 2, ს.ფ.78).
3.2.22. ე-----–----–-----ე დაიბადა 1----–-–-----------ს, თ-----------–-----ე დაიბადა 1----–-–---------------ს, დ--------–------ დაიბადა 1----–-–-----------ს, მათ მშობლებს წარმოადგენენ - მ----------------- და ზ---------–------. თ-----------–-----ე 0--09.2--- წელს ჩაირიცხა სსიპ ქ. თბილისის #6--- საჯარო სკოლის მე-7 კლასში და 25.06.2--- წელს დაამთავრა ზოგადიგანათლების სრული კურსი. ე-----–----–-----ე 0--09.2--- წელს ჩაირიცხა სსიპ ქ. თ---–---ს #6--- საჯარო სკოლის მე-7 კლასში და 14.07.2--- წელს დაამთავრა ზოგადი განათლების სრული კურსი.
დ--------–------ 0--09.2--- წელს ჩაირიცხა სსიპ ქ. თ---–---ს #6--- საჯარო სკოლის მე-7 კლასში და 09.07.2--- წელს დაამთავრა ზოგადიგანათლების სრული კურსი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მ--–-ობები, სსიპ ქალაქ თ---–---ს #-- საჯარო სკოლის მიერ 23.03.2018 წ. გაცემული ცნობები(იხ.ტომი 2, ს.ფ.79-87).
3.2.23. 2011 წლის 0- ივნისის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ.თ---–---, ქუჩა მ----------, ს/კ 01.1--0--112.0--, ერთ-ერთ თანამესაკუთრედ (საცხოვრებელ ფართზე 68 კვ.მ და შემინული აივანი 11 კვ.მ) მესაკუთრედ რეგისტრირებულია ზ---------–------ (პ/ნ 0----------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2011 წლის 0- ივნისის საჯარო რეესტრის ამონაწერი (იხ.ტომი 2, ს.ფ.343-344).
3.2.2-- 2--- წლის 18 მაისის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ.თ---–---- ქუჩა გ---------–------, ს/კ 0--1--09.0---01--01.0-- მესაკუთრედ რეგისტრირებულია გ-------------ე (პ/ნ0----------) და ამავე ქონებაზე სს ,,საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ (მსესხებელი შპს ,,ჰიდროთერმშენი) რეგისტრირებულია იპოთეკა (3--1--2---წ.), ხოლო 20-- წლის 12 იანვრის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქონებაზე იპოთეკის რეგისტრაცია გაუქმებულია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2--- წლის 18 მაისის და 20-- წლის 12 იანვრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერები (იხ.ტომი2, ს.ფ.154-157).
- 3--1--2---წ.იპოთეკის ხელშკრულება (იხ.ტომი2, ს.ფ.183-189).
3.2.25. 2014 წლის 10 სექტემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ.თ---–---- ქუჩა გ---------–------, ს/კ 0--1--09.0---00--0--0-- მესაკუთრედ რეგისტრირებულია ი---------------ე (პ/ნ 0---50--716), ამავე ქონებაზე სს ,,საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ (მსესხებელი შპს ,,ჰიდროთერმშენი) რეგისტრირებულია იპოთეკა (3--1--2---წ.), ხოლო 20-- წლის 14 მარტის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქონებაზე იპოთეკის რეგისტრაცია გაუქმებულია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2--- წლის 18 მაისის და 20-- წლის 12 იანვრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერები (იხ.ტომი 2, ს.ფ.154-157).
- 3--1--2---წ.იპოთეკის ხელშკრულება (იხ.ტომი 2, ს.ფ.190-195).
3.2.26. 20-- წლის 14 მარტის საჯარო რეესტრიდან ამონაწერით, უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ.თ---–---- ქუჩა გ---------–------, ს/კ 0--1--09.0---00--0--0--, 1--03.20--წ. უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებულია მ----------------ის საკუთრება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20-- წლის 14 მარტის საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (იხ.ტომი2, ს.ფ.160).
3.2.27. 20-- წლის 20 ნოემბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერით, უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ.თ---–---- ქუჩა გ---------–------, ს/კ 0--1--09.0---00--0--0--, 15.1--20--წ. უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებულია თამთა ზვიადაურის საკუთრება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20-- წლის 20 ნოემბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (იხ.ტომი2, ს.ფ.197-198).
- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ.ტომი 2, ს.ფ.228-229).
3.2.28. საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების თანახმად, 2015 წლის 28 დეკემბერს ს-------------------ეს, როგორც ,,გამსესხებელს“ და მ----------------ეს, როგორც ,,მსესხებელს“ შორის დაიდო სესხის ხელშკრულება 20-- წლის 31 დეკემბრამდე, რომლის მიხედვით გამსესხებელი იღებს ვალდებულებას გასცეს სესხი 45000 აშშ დოლარი, მათ შორის 42800 აშშ დოლარი უნაღდო ანგარიშსწორებით, ხოლო 2200 აშშ დოლარი ნაღდი ანგარიშსწორებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20-- წლის 20 ნოემბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (იხ.ტომი2, ს.ფ.197-198).
3.2.29. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე,რომ მოსარჩელეები - მ------------------- და მ---------------- ცხოვრობდნენ სადავო მისამართზე მდებარე - ქ.თ---–---- დ------------ ქ. #--- ში (ს/კ 0--1--0--0---0--) მამკვიდრებლის, ნ-----–------------------ გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში, ფლობდნენ და სარგებლობდნენ სამკვიდრო ქონებით.
აღნიშნულის შეფასების საფუძველს სასამართლოს აძლევს საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მ--–-ეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოსარჩელეები მ------------------ე და მ---------------- განმარტავენ, რომ ისინი მამის - ნ-----–------------------ გარდაცვალების პერიოდისთვის - 1987 წლის 24 დეკემბრისთვის ცხოვრობდნენ მამის დანატოვარ სამკვიდროში, ფლობდნენ და განკარგავდნენ მამის დანატოვარ ქონებას, არა მხოლოდ სამკვიდროს მიღებისთვის დადგენილ ვადაში - მამის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში, არამედ მის შემდგომაც. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებლად საქმის მასალებში წარმოდგენილია საინფორმაციო ბარათები, რომლის მიხედვით მ------------------- რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თ---–---- დ------------ ქ. #---ში 1973 წლის 31 მაისიდან, რეგისტრაცია დასტურდება ასევე 2003 წლიდან, ხოლო მ---------------- რეგისტრირებულია -1977 წლის 19 ივლისიდან, ასევე 1996 წლის 26 იანვრიდან, აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს ასევე საქმეში წარმოდგენილი საბინაო წიგნი (იხ.ს.ფ.27. ტ-2), რომლის მიხედვით დ---------ე მ------, 16 წლის, 6--- სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე - 1973 წლის 31 მაისიდან რეგისტრირებულია თ---–--–-, კიროვის რაიონში, დ------------ ქ. #---ში, ხოლო მ----------------, 16 წლის - დროებით უმუშევარი - რეგისტრირებულია იგივე მისამართზე -1977 წლის 19 ივლისიდან. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ საბინაო პირობების შესახებ ცნობაზე, სადაც მითითებულია 1999 წლის 0- ოქტომბრის მდგომარეობით სადავო ქონებაში მცხოვრებ პირთა და ოჯახის წევრების შესახებ. ასეთ პირებად აღნიშნული არიან ასევე მოსარჩელეებიც (იხ. ს.ფ.39, ტომი 1).
მამკვიდრებელი ნ-----–----------------ე გარდაიცვალა 1----–-–----------------ს, ხოლო საქმეში წარმოდგენილი ქორწინების მ--–-ობის მიხედვით მ------------------ის და ზ---------–-----ის ქორწინების რეგისტრაციის თარიღი არის 19---–-–-----------ი ( ნ-----–------------------ გარდაცვალებიდან 6 თვის შემდეგ); დადგენილია ასევე , რომ მათ პირველი შვილი შეეძინათ 1989 წელს, რაც გამორიცხავს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მ------------------- მამის გარდაცვალებიდან ექვსი თვის პერიოდში, უკვე გათხოვილი იყო, ცხოვრობდა მეუღლის ბინაში, სადაც შეეძინა შვილები. ამასთან მოპასუხეს საწინააღმდეგო, სათანადო და უტყუარი მტკიცებულებები არ წამოუდგენია. მის მიერ წარმოდგენილი მ--–-ეები მითითებულ ფაქტებს ვერ აქარწყლებენ, ხოლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მ--–-ეები ადასტურებენ ზემოაღნიშნულს, რაც მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, სარწმუნოს ხდის მოსარჩელის მიერ მითითებულ პოზიციას, რომ მამის გარდაცვალების მომენტისთვის იგი დაქორწინებული არ იყო, ცხოვრობდა ამ ბინაში, ვინაიდან მას სხვა საცხოვრებელი არ ჰქონდა. მხოლოდ დაქორწინების შემდეგ გადავიდა მეუღლესთან, თუმცა არასდროს მიუტოვებია სადავო ქონება, ვინაიდან საკუთრად მიაჩნდა, რასაც მ--–-ობს ის გარემოება, რომ 2--- წელს დაბრუნდა ოჯახთან ერთად სადავო მისამართზე, სადაც ცხოვრობს დღესაც. გარემოება იმის თაობაზე, რომ მ----------------- სამკვიდრო ქონებაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს 2--- წლიდან დღემდე, მხარეებს შორის სადავოდ არ გამხდარა. უდავოა ასევე, რომ სადავო მისართზე წლებია ცხოვრობს მ----------------.
დადგენილია, რომ მ------------------ის შვილები: თ-----------–-----ე (დაბადებული 1----–-–---------------ს) 1--0-.2--- წლიდან, ე-----–----–-----ე (დაბადებული1----–-–-----------ს) 2--07.2--- წლიდან და დ--------–------ (დაბადებული1----–-–-----------ს) 3--07.2--- წლიდან რეგისტრირებული არიან სადავო უძრავი ქონების მისამართზე - ქ. თ---–---- დ------------ ქ. #---ში. საქმეში წარმოდგენილი სსიპ ქ. თ---–---ს #6--- საჯარო სკოლის მიერ გაცემული ცნობების თანახმად დასტურდება, რომ 0--09.2--- წლიდან ისინი ჩაირიცხნენ ამავე სკოლაში და დაამთავრეს ზოგადი განათლების სრული კურსი.
რაც შეეხება მ----------------ს უდავოა, რომ იგი წლებია ცხოვრობს სადავო მისართზე. საქმის მასალებში წარმოდგენილია ასევე 20-- წლის 04 მაისს შპს ,,ახტელიდან“ გაცემული ცნობა #1/6-1/104, რომლის მიხედვით ტელეფონი ნომრით - 2------, ირიცხება მ---------------ის სახელზე 1998 წლის 27 ოქტომბრიდან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 09 მარტს გაცემული ცნობის თანახმად მ----------------ს საზღვარი გადაკვეთილი აქვს 1997 წლიდან 2018 წლის 0- მარტამდე ს.ს.კ.გ. ,,თ---–---ს აეროპორტის“ გავლით - 26.09.1998წ. 20:03 საათზე, სადაც მითითებულია მისი შემოსვლა საქართველოში, ხოლო ინფორმაცია 1997 წლამდე საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მოქალაქეთა გადაადგილების შესახებ შსს-ს მონაცემებით არ ფიქსირდება. მოპასუხე მხარეს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გამაქარწყლებელი, კერძოდ, იმ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება, რომ 1----–-–----------------ს და აღნიშნული თარიღიდან ექვსი თვის ვადაში მ---------------- იმყოფებოდა საზღვარგარეთ და არ დაუფლებია მამის სამკვიდროს კანონის დადგენილი წესით არ წამოუდგენია. მ--–-ეთა ზოგადი განმარტებები, რომ იცოდნენ მ--- იმყოფებოდა საზღვარგარეთ, ვერ აქარწყლებს მტკიცებულებით წარმოდგენილ პოზიციას. ამასთან მტკიცებულება იმისა, რომ სადავო პერიოდისთვის მას ჰქონდა სხვა საცხოვრებელი, გარდა სადავო ქონებისა საქმეში წარმოდგენილი არ არის.
დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეები ცხოვრობენ სადავო ქონების პირველ სართულზე. აქვთ დამოუკიდებელი შესასვლელები, ხოლო მოპასუხეები ცხოვრობენ მეორე სართულზე და ფლობენ ქონებას.
იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მ------ და მ--- დ---------ეები, მამის გარდაცვალების დროს და გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში ცხოვრობდნენ სადავო უძრავ ქონებაში ადასტურებენ მ--–-ეები, კერძოდ მ--–-ე ე-----------------ე განმარტავს, რომ მ------------------ე გათხოვდა მამის გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ ქორწილი არ ყოფილა, იგივე გარემოებას მიუთითებს მ--–-ე მ--------–-–--ა, რომელიც განმარტავს, რომ ნ-----–------------------ გარდაცვალების დროს საცხოვრებელ სახლში მდებარე: ქ. თ---–--–-, დ------------ ქ. #---ში ცხოვრობდნენ მეუღლე - პ-–-------------ე, შვილები: მარინა, მ----------------ები და და ს----------------ე თავისი ოჯახით, მ------------------ე არ იყო დაქორწინებული მამის გარდაცვალების პეროდისთვის და დაქორწინდა გარდაცვალებიდან დაახლოებით ერთი წლის შუალედში (იხ. 12.1--2---–- ოქმი 1--26.17 სთ), მოწმე ლ--–-----–-------ის განმარტებით ნ-----–------------------ გარდაცვალების დროს მ------------------ე არ იყო დაქორწინებული, ის ზაფხულში დაქორწინდა, მარინა და მ----------------ები მამის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდნენ მამის დანატოვარ სახლში. (იხ 12.1--2---–- ოქმი 1--53.49 სთ). რაც შეეხება მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ მ--–-ეებს, მათი განმარტებები არის ზოგადი - ,, არ ვიცნობ კარგად“, ,,დასაფლავებაზე მ------ ვნახე მგონი“, ,, ძაან კონტაქტი არ მქონია“. მ--–-ე განმარტავს, რომ პ-–-სთან ქონდა ურთიერთობა მაღაზიაში, ქუჩაში, სახლშიც შესულა, მ--- არ უნახავს“, ,, 3- წელი გავიდა“, ამდენად, მ--–-ეები ვერ ასახავენ კონკრეტულ პერიოდს, ვერ გადმოსცემენ ზუსტად და დანამდვილებით ფაქტებს.
სასამართლო მიუთითებს, რომ მ--–-ის ჩვენების შეფასებისას სასამართლო მას იკვლევს, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რა დროსაც, ბუნებრივია, მნიშვნელობა ენიჭება, როგორც სუბიექტურ, ისე - ობიექტურ ფაქტორებს, მათ შორისაა მ--–-ის უნარი, აღიქვას ფაქტები და სწორად გადმოსცეს ისინი, მისი დამოკიდებულება მოდავე მხარეებისა და გარემოებების მიმართ. ასეთ დროს მ--–-დება ჩვენების იურიდიული სანდოობა და, ბუნებრივია, შეფასების პროცესუალურ საფუძველს 105-ე მუხლი წარმოადგენს. გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ თანხვედრაშია მ--–-ეთა ჩვენებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს სადავო ფაქტს.
მხოლოდ იმ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მ------------------ის მეუღლის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხებოდა უძრავი ქონება მდებარე: ქ. თ---–---- მეტეხის ქ. #---ში, ამასთან მითითება, რომ მათ ჰყავდათ სამი შვილი და მ------------------- ცხოვრობდა მათთან ერთად მითითებულ მისამართზე, სხვა სარწმუნო მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში, ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვერ გამოდგება სადავო გარემოების დამადასტურებელ საკმარის და უტყუარ მტკიცებულებად.
მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამარლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს სადავო ფაქტს.
3.2.3-- სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ს--–----------------ეს, მ----------------ს, ი---------------ეს და თ---------------ას შორის 2015 წლის 18 დეკემბერს, უძრავ ნივთზე მდებარე: ქ.თ---–---- დ------------ ქ. #--, გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო მოჩვენებით, იგი არ ითვალისწინებდა შესაბამისი შედეგის დადგომას - ნივთზე საკუთრების უფლების თ---------------აზე გადაცემას.
აღნიშნულის შეფასების საფუძველს სასამართლოს აძლევს საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ მხარეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო 2015 წლის 18 დეკემბერს, იმ დროს, როდესაც მიმდინარე საქმეზე აღძრული იყო სარჩელი და მოპასუხეებს ს--–----------------ეს, მ----------------ს და მ-------------------ს სასამართლოს მიერ დანიშნული ჰქონდათ შესაგებლის წარმოსადგენად განსაზღვრული 10 დღიანი ვადა. გზავნილი მოპასუხეებს ჩაჰბარდათ 2015 წლის 09 დეკემბერს, ნასყიდობის ხელშკრულების საფუძველზე სადავო უძრავი ქონება თ---------------ას გაუფორმეს 2015 წლის 18 დეკემბერს, ხოლო შესაგებელი სასამართლოში წარმოადგინეს 2015 წლის 22 დეკემბერს. ამასთან მოპასუხეები წარმოდგენილ შესაგებელში არ მიუთითებენ, რომ სადავო უძრავი ქონება გასხვისებულია, აღნიშნულ გარემოებაზე მითითება ხდება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მოსარჩელემ აღნიშნა ამის თაობაზე და 20-- წლის 04 ივლისს წარმოადგინეს დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა. სარჩელის ჩაბარების დასტურიდან გამომდინარე, მოპასუხეებმა მართალია გაასხვისეს უძრავი ქონება, მაგრამ ცხოვრობენ ისევ იგივე - სადავო უძრავი ქონების მისამართზე. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ მოპასუხე თ---------------ამ საჯარო რეესტრში, მითითებული ოთხი სამუშაო დღის ნაცვლად, დაჩქარებული წესით 24 საათში დაარეგისტრირა უძრავი ქონება.
საყურადღებოა მოპასუხეების მიერ ჩატარებული მოქმედებები თანხების მოძრაობებთან დაკავშირებით, კერძოდ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით - საბანკო ამონაწერებით დასტურდება, რომ 2014 წლის 09 ივლისს ს-------------------ის ანგარიშზე - G--------------------- GEL შეტანილია თანხა - 90000 ლარის ოდენობით (იხ. ტომი 1,.ს.ფ.1--), რომლის კონვერტაცია აშშ დოლარში ს-------------------ემ მოახდინა 2015 წლის 23 თებერვალს, აღნიშნული თანხა განთავსდა მის სახელზე არსებულ ანგარიშზე G-----------------------, რომელმაც 2015 წლის 23 დეკემბერს შეადგინა 43000.00 აშშ დოლარი (იხ. ტომი 1, ს.ფ 101) ს-------------------ემ 2015 წლის 23 დეკემბერს დახურა ანგარიში, მიღებული ანაბრის თანხა ჯერ გადაიტანა მიმდინარე ანგარიშზე G-------------------20USD და იმავე დღესვე ანგარიშიდან გაიტანა - 42914.17 აშშ დოლარი.
საქმეში წარმოდგენილია სს ,,თიბისი ბანკის“ ამონაწერი ანგარიშიდან, რომლის მიხედვით თ---------------ამ 2015 წლის 23 დეკემბერს ს-------------------ის ანგარიშზე შეიტანა 42800 აშშ დოლარი დანიშნულებით - ,,ანგარიშზე უცხოური ვალუტის შეტანა“. მას ერთ-ერთი მოპასუხის ანგარიშზე თანხის შეტანისას არ აქვს მითითებული სადავო თანხის დანიშნულება. რაც შეეხება მოპასუხეების მითითებას, რომ ს-------------------ის მიერ ანგარიშიდან უცხოური ვალუტის გატანა ემსახურებოდა მისი დედის - ი---------------ის და მისი დედის დის - მ----------------ის მეუღლის - გ-------------ის საკუთრებაში არსებული ბინების (ს/კ 0--1--09.0---00--01.0-- და ს/კ 01.1---.0---01--0--0--), 2--- წლის 30 ოქტომბერს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებით დატვირთული ბინების გათავისუფლებას, ვინაიდან იპოთეკის ხელშკრულების ვადა იყო 10 წელი, ვადა იწურებოდა და ს-------------------ის ინტერესში იყო იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდა, რომ არ მომხდარიყო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მათი რეალიზაცია, აღნიშნული არ დასტურდება სათანადო და უტყუარი მტკიცებულებებით. მოპასუხე მხარეს იმის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები (თანხის გადარიცხვის ქვითარი), რომ აღნიშნული თანხით მოხდა ვალის დაფარვა არ წამოუდგენია, ხოლო მის მიერ მითითებული გარემოების დასამტკიცებლად საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტები, ზემოაღნიშნულს ვერ ადასტურებენ.
საქმეზე წარმოდგენილი მ--–-ეები განმარტავენ, რომ მათ არასოდეს სმენიათ იმ ფაქტის შესახებ, რომ ს--–----------------ე, ს-------------------ე და ი---------------ე აპირებდნენ სახლის გაყიდვას, არც უცხო პირები დაუნახავთ, რომლებიც სახლის შეძენით იყვნენ დაინტერესებული.
მიუხედავად იმისა, რომ სსსკ-ის 105-ე მუხლი, თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს, რაც თავისი მხრივ განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას.
მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში მხარეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტების, ფაქტების, მ--–-ეთა ჩვენებების და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეჯერება, სარწმუნოს ხდის მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ პოზიციას იმის თაობაზე, რომ 2015 წლის 18 დეკემბერს ნასყიდობის ხელშეკრულების შედგენისას, მხარეები მოჩვენებითად მოქმედებდნენ, არ ითვალისწინებდნენ შესაბამისი შედეგის დადგომას - ნივთზე საკუთრების უფლების თ---------------აზე გადაცემას.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან მოსარჩელეები წარმოადგენენ ნ-----–------------------ სამკვიდრო ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირებს - კანონისმიერ პირველი რიგის მემკვიდრეებს, რომლებსაც სამკვიდრო მიღებული აქვთ კანონით დადგენილი წესით, ხოლო ვინაიდან სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო მოჩვენებით, არსებობს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მოსარჩელეების სადავო ქონების 3/4 წილიდან 2/3 წილის თანაბარწილში თანამესაკუთრედ ცნობის საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე,1504-ე,-ე, სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 540-ე, 539-ე, 546-ე, 544-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე, 1320-ე, 1307-ე, 1421-ე, 1424-ე, 1433-ე, სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 556-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 166-ე, 50-ე, 56-ე, 477-ე, 312-ე, 187-ე, 54-ე, 128-ე, 129-ე, 1450-ე, 1421-1451-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელეებმა ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სამკვიდრო მ--–-ობაში ცვლილებების შეტანა და მესაკუთრედ ცნობა მოითხოვეს კანონისმიერ მემკვიდრეობით სამართლებრივ საფუძველზე მითითებით, როგორც აწ გარდაცვლილი ნ-----–------------------ პირველი რიგის მემკვიდრეებმა - შვილებმა, რომლებსაც მიღებული აქვთ კუთვნილი სამკვიდრო წილი სადავო უძრავი ქონებიდან კანონით დადგენილი წესით, ხოლო მოპასუხეების მიერ ამავე უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშკრულება წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას, რაც ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო, ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთვევისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1504-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ამოქმედდა 1997 წლის 25 ნოემბრიდან.
განსახილველ შემთხვევაში ნორმათა გამოყენებასთან დაკავშირებით მხარეთა შორის შეთანხმებას არ ჰქონია ადგილი, ამდენად, სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით გამოყენებულ უნდა იქნეს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსი (1964 წლის რედაქცია).
სამოქალაქო სამართლის კოდექსის 540-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება სამკვიდროს დამტოვებლის გარდაცვალების დღე.
სამოქალაქო სამართლის კოდექსის 539-ე მუხლით, მემკვიდრეობის გადასვლა ხდება კანონით ან ანდერძით. 546-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ მოქალაქეს შეუძლია მთელი თავისი ქონება ან მისი ნაწილი დაუტოვოს ანდერძით ერთს ან რამდენიმე პირს, როგორც კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშესაც. ამავე კოდექსის 544-ე მუხლის თანახმად, კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სამკვიდრო ქონება მდებარე: ქ. თ---–--–-, დ------------ ქ. #---ში ეკუთვნოდა 1----–--–- გარდაცვლილ ო-–------------------– დ---------ეს, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ ქონებას ფლობდა და განკარგავდა შვილი - ნ-----–----------------ე, რომლის გარდაცვალებით, 1----–-–----------------ს გაიხსნა სამკვიდრო. მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ: მეუღლე - პ-–-------------ე, შვილები - მ------------------- (დაბ.1----–-–------------------ს), ს-----------------ე (დაბ. 1----–-–---------------ს) მ---------------- (დაბ. 1960 წლის 07 ივლისს).
დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ თ---–---ს მე-7 სახელმწიფო სანოტარო კანტორის ნოტარიუსის ნ.გ. მასხულიას მიერ, 1989 წლის 09 დეკემბერს გაცემული იქნა კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მ--–-ობა ნ-----–------------ს ძე დ---------ის ანაბარზე, (რომელიც ინახებოდა ქ. თ---–---ს #--28/0--- შემნახველ ბანკში #----- ანგარიშზე თანხა პროცენტებით) მეუღლეზე - პ-–-----------------------– ს-----ე-დ---------ეზე, შესაბამისად პ-–-------------ემ საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსი (1964 წლის რედაქცია) 556-ე მუხლის საფუძველზე მიიღო ნ-----–------------------ დანატოვარი სამკვიდროს კუთვნილი ¼ წილი როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრემ - მეუღლემ.
პ-–-------------ემ 2012 წლის 0- ივლისის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშკრულების მიხედვით, მ------------------- და მ---------------- თანაბარი წილით აჩუქა უძრავი ქონების მდებარე: ქ. თ---–--- დ------------ ქ. #--, ს/კ 0--58.0--0-----, კუთვნილი ¼ წილი.
დადგენილია ასევე, რომ ქ. თ---–---ს ნოტარიუსის ნ------------–იას მიერ, 2000 წლის 01 აპრილს გაცემული სამკვიდრო მ--–-ობის მიხედვით 1----–-–----------------ს გარდაცვლილი ნ-----–------------ს ძე დ---------ის ქონების მემკვიდრედ ცნობილია შვილი - ს------------–-----ს ძე დ---------ე - დაბ. 1----–-–---------------ს. ამავე სამკვიდრო მ--–-ობის მიხედვით სამკვიდრო ქონება, რომელზედაც გაცემულია ეს მ--–-ობა არის ქ. თ---–--–-, დ-----------------ა 1----,,ბ“ -ში მდებარე 2--- მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების საერთო ფართით 4---- კვმ-ს ½ ნაწილი, რომელიც ეკუთვნოდა 1----–-–----------------ს გარდაცვლილ ო-–------------------– დ---------ეს, რომლის მემკვიდრემ 1----–-–----------------ს გარდაცვლილმა ნ-----–------------ს ძე დ---------ემ მიიღო მაგრამ არ გაიფორმა თავისი სამემკვიდრეო უფლებები. სამკვიდრო მ--–-ობის მიმღები, პირი - ს-----------------ე 2000 წლის 01 აპრილს გაცემული სამკვიდრო მ--–-ობის საფუძველზე აღირიცხა ქონების მესაკუთრედ.
დადგენილია, რომ ს------------–-----ს ძე დ---------ე გარდაიცვალა 2----–-–---------–--ს.
სართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე, ხოლო 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები,რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან; 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები. შვილიშვილები კანონით მემკვიდრედ ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.
ს------------------- გარდაცვალების მომენტისათვის მის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ: მეუღლე - ი---------------ე, შვილები - ს--–----------------ე, ს-------------------ე და დედა - პ-–-------------ე.
სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მ--–-ობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღონ სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა იყოს იგი. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით, სამკვიდრო მიღებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
დადგენილია, რომ 2014 წლის 16 იანვარს ნოტარიუს ნ------------–იას მიერ გაცემული სამკვიდრო მ--–-ობის მიხედვით ი---------------ე, ს-------------------ე და ს--–----------------ე არიან ს------------------- დაბ. 1----–-–---------------ს პ/ნ 0---------- კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრეები, ი---------------ე - მეუღლე, ს-------------------ე და ს--–----------------ე - შვილები. მათ როგორც მემკვიდრეებმა საკუთრებაში თანაბარწილად მიიღეს სამკვიდრო ქონება, რომელიც არის: ქ. თ---–--–-, დ-----------------ა #---ში მდებარე 1---,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების #1,#2, #3, და #4 – ¾ ნაწილი.
დადგენილია ასევე, რომ 2013 წლის 11 თებერვალს ნოტარიუს ნ------------–იას მიერ გაცემული სამკვიდრო მ--–-ობის მიხედვით, პ-–-------------ემ, როგორც ს------------------- კანონიმიერი პირველი რიგის მემკვიდრემ - დედამ, მიიღო ს------------------- სამკვიდრო ქონებიდან, მდებარე: ქ. თ---–--–-, დ-----------------ა #---ში ,1---,00 კვ.მ მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების #--------------- – ¼ ნაწილი.
დადგენილია, რომ 2014 წლის 21 იანვრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ.თ---–---- დ------------ ქ. #--, ს/კ 0--1--0--0---0-- მესაკუთრეებად ¼ წილზე რეგისტრირებული არიან მ------------------- და მ----------------, ხოლო ¾ წილზე ს--–-----------------ე, ს-------------------ე და ი---------------ე.
რაც შეეხება მ-------------------ს და მ----------------ს, რომლებიც ასევე წარმოადგენენ ნ-----–------------------ კანონისმიერ მემკვიდრეებს, უდავოა, რომ მამის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში, მათ, სამკვიდრო მიღების შესახებ განცხადებით სანოტარო ორგანოსათვის არ მიუმართავთ.
სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, იმისათვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრისა გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამკვიდრო მიღებულად ითვლება თუ მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგება ფლობას ან მართვას, აგრეთვე როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ. ამავე ნორმის პირველი აბზაცის პირველი წინადადების თანახმად, იმისათვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრისა გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი. მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლება. ანუ აღნიშნული ნორმა იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. ამდენად, იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმით დარეგულირდეს განსახილველი ურთიერთობა, სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრე ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს ქონებას ან მართოს იგი. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ.
ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. ასეთად კი მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში და სხვა. სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადასახადების გადახდაში, დამქირავებლისათვის ქირის გადახდევინებაში, თხოვებაში და ა.შ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე წარმოდგენილ სარჩელში უთითებს, რომ მოსარჩელეებმა მ-------------------მ და მ----------------მ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიიღეს სადავო სამკვიდრო ქონება, კერძოდ მამის გარდაცვალების შემდეგ, 6 თვის ვადაში გააგრძელეს ცხოვრება მამის დანატოვარი სახლის პირველ სართულზე, დღემდე ფლობდნენ და განკარგავდნენ მას როგორც საკუთარს, ხოლო მოპასუხე მხარე უთითებს, რომ მოსარჩელეებს არც ნოტარიუსთან მიმართვის გზით და არც ფაქტობრივი ფლობით არ მიუღიათ ნ-----–------------------ დანატოვარი სამკვიდრო, რადგან მ------------------- დაქორწინდა მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე და ცხოვრობდა ქ. თ---–--–- მეტეხის ქ. #---ში მეუღლის - ზ---------–-----ის კუთვნილ სახლში, ხოლო მ---------------- სამკვიდროს მიღებისათვის დადგენილი პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა საზღვარგარეთ და მის მიერ ვერ განხორციელდა სამკვიდროს ფატობრივი ფლობა.
მოსარჩელეებმა, მათ მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებლად საქმეში წარმოადგინეს საინფორმაციო ბარათები, რომლის მიხედვით მ------------------- რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თ---–---- დ------------ ქ. #---ში 1973 წლის 31 მაისიდან, რეგისტრაცია დასტურდება ასევე 2003 წლიდან, ხოლო მ---------------- რეგისტრირებულია -1977 წლის 19 ივლისიდან, ასევე 1996 წლის 26 იანვრიდან, აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს ასევე საქმეში წარმოდგენილი საბინაო წიგნი (იხ.ს.ფ.27. ტ-2), რომლის მიხედვით დ---------ე მ------, 16 წლის, 6--- სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე - 1973 წლის 31 მაისიდან რეგისტრირებულია თ---–--–-, კიროვის რაიონში, დ------------ ქ. #---ში, ხოლო მ----------------, 16 წლის - დროებით უმუშევარი - რეგისტრირებულია იგივე მისამართზე -1977 წლის 19 ივლისიდან. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ საბინაო პირობების შესახებ ცნობაზე, სადაც მითითებულია 1999 წლის 0- ოქტომბრის მდგომარეობით სადავო ქონებაში მცხოვრებ პირთა და ოჯახის წევრების შესახებ. ასეთ პირებად აღნიშნული არიან ასევე მოსარჩელეებიც (იხ. ს.ფ.39, ტომი 1).
მამკვიდრებელი ნ-----–----------------ე გარდაიცვალა 1----–-–----------------ს, ხოლო საქმეში წარმოდგენილი ქორწინების მ--–-ობის მიხედვით მ------------------ის და ზ---------–-----ის ქორწინების რეგისტრაციის თარიღი არის 19---–-–-----------ი ( ნ-----–------------------ გარდაცვალებიდან 6 თვის შემდეგ); დადგენილია ასევე , რომ მათ პირველი შვილი შეეძინათ 1989 წელს, რაც გამორიცხავს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მ------------------- მამის გარდაცვალებიდან ექვსი თვის პერიოდში, უკვე გათხოვილი იყო, ცხოვრობდა მეუღლის ბინაში, სადაც შეეძინა შვილები. ამასთან მოპასუხეს საწინააღმდეგო, სათანადო და უტყუარი მტკიცებულებები არ წამოუდგენია. მის მიერ წარმოდგენილი მ--–-ეები მითითებულ ფაქტებს ვერ აქარწყლებენ, ხოლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მ--–-ეები ადასტურებენ ზემოაღნიშნულს, რაც მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, სარწმუნოს ხდის მოსარჩელის მიერ მითითებულ პოზიციას, რომ მამის გარდაცვალების მომენტისთვის იგი დაქორწინებული არ იყო, ცხოვრობდა ამ ბინაში, ვინაიდან მას სხვა საცხოვრებელი არ ჰქონდა. მხოლოდ დაქორწინების შემდეგ გადავიდა მეუღლესთან, თუმცა არასდროს მიუტოვებია სადავო ქონება, ვინაიდან საკუთრად მიაჩნდა, რასაც მ--–-ობს ის გარემოება, რომ 2--- წელს დაბრუნდა ოჯახთან ერთად სადავო მისამართზე, სადაც ცხოვრობს დღესაც. გარემოება იმის თაობაზე, რომ მ----------------- სამკვიდრო ქონებაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს 2--- წლიდან დღემდე, მხარეებს შორის სადავოდ არ გამხდარა. უდავოა ასვე, რომ სადავო მისართზე წლებია ცხოვრობს მ----------------.
დადგენილია, რომ მ------------------ის შვილები: თ-----------–-----ე (დაბადებული 1----–-–---------------ს) 1--0-.2--- წლიდან, ე-----–----–-----ე (დაბადებული1----–-–-----------ს) 2--07.2--- წლიდან და დ--------–------ (დაბადებული1----–-–-----------ს) 3--07.2--- წლიდან რეგისტრირებული არიან სადავო უძრავი ქონების მისამართზე - ქ. თ---–---- დ------------ ქ. #---ში. საქმეში წარმოდგენილი სსიპ ქ. თ---–---ს #6--- საჯარო სკოლის მიერ გაცემული ცნობების თანახმად დასტურდება, რომ 0--09.2--- წლიდან ისინი ჩაირიცხნენ ამავე სკოლაში და დაამთავრეს ზოგადი განათლების სრული კურსი.
რაც შეეხება მ----------------ს უდავოა, რომ იგი წლებია ცხოვრობს სადავო მისართზე. საქმის მასალებში წარმოდგენილია ასევე 20-- წლის 04 მაისს შპს ,,ახტელიდან“ გაცემული ცნობა #1/6-1/104, რომლის მიხედვით ტელეფონი ნომრით - 2------, ირიცხება მ---------------ის სახელზე 1998 წლის 27 ოქტომბრიდან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 09 მარტს გაცემული ცნობის თანახმად მ----------------ს საზღვარი გადაკვეთილი აქვს 1997 წლიდან 2018 წლის 0- მარტამდე ს.ს.კ.გ. ,,თ---–---ს აეროპორტის“ გავლით - 26.09.1998წ. 20:03 საათზე, სადაც მითითებულია მისი შემოსვლა საქართველოში, ხოლო ინფორმაცია 1997 წლამდე საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მოქალაქეთა გადაადგილების შესახებ შსს-ს მონაცემებით არ ფიქსირდება. მოპასუხე მხარეს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გამაქარწყლებელი, კერძოდ, იმ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება, რომ 1----–-–----------------ს და აღნიშნული თარიღიდან ექვსი თვის ვადაში მ---------------- იმყოფებოდა საზღვარგარეთ და არ დაუფლებია მამის სამკვიდროს კანონის დადგენილი წესით არ წამოუდგენია. მ--–-ეთა ზოგადი განმარტებები, რომ იცოდნენ მ--- იმყოფებოდა საზღვარგარეთ, ვერ აქარწყლებს მტკიცებულებით წარმოდგენილ პოზიციას. ამასთან მტკიცებულება იმისა, რომ სადავო პერიოდისთვის მას ჰქონდა სხვა საცხოვრებელი, გარდა სადავო ქონებისა საქმეში წარმოდგენილი არ არის.
დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეები ცხოვრობენ სადავო ქონების პირველ სართულზე. აქვთ დამოუკიდებელი შესასვლელები, ხოლო მოპასუხეები ცხოვრობენ მეორე სართულზე და ფლობენ ქონებას.
იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მ------ და მ--- დ---------ეები, მამის გარდაცვალების დროს და გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში ცხოვრობდნენ სადავო უძრავ ქონებაში ადასტურებენ მ--–-ეები, კერძოდ მ--–-ე ე-----------------ე განმარტავს, რომ მ------------------ე გათხოვდა მამის გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ ქორწილი არ ყოფილა, იგივე გარემოებას მიუთითებს მ--–-ე მ--------–-–--ა, რომელიც განმარტავს, რომ ნ-----–------------------ გარდაცვალების დროს საცხოვრებელ სახლში მდებარე: ქ. თ---–--–-, დ------------ ქ. #---ში ცხოვრობდნენ მეუღლე - პ-–-------------ე, შვილები: მარინა, მ----------------ები და და ს----------------ე თავისი ოჯახით, მ------------------ე არ იყო დაქორწინებული მამის გარდაცვალების პეროდისთვის და დაქორწინდა გარდაცვალებიდან დაახლოებით ერთი წლის შუალედში (იხ. 12.10.2---–- ოქმი 1--26.17 სთ), მ--–-ე ლ--–-----–-------ის განმარტებით ნ-----–------------------ გარდაცვალების დროს მ------------------ე არ იყო დაქორწინებული, ის ზაფხულში დაქორწინდა, მარინა და მ----------------ბი მამის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდნენ მამის დანატოვარ სახლში. (იხ 12.1--2---–- ოქმი 1--53.49 სთ). რაც შეეხება მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ მ--–-ეებს, მათი განმარტებები არის ზოგადი - ,, არ ვიცნობ კარგად“, ,,დასაფლავებაზე მ------ ვნახე მგონი“, ,, ძაან კონტაქტი არ მქონია“. მ--–-ე განმარტავს, რომ პ-–-სთან ქონდა ურთიერთობა მაღაზიაში, ქუჩაში, სახლშიც შესულა, მ--- არ უნახავს“, ,, 3- წელი გავიდა“, ამდენად მ--–-ეები ვერ ასახევ კონკრეტულ პერიოდს, ვერ გადმოსცემენ ზუსტად და დანამდვილებით ფაქტებს.
სასამართლო მიუთითებს, რომ მ--–-ის ჩვენების შეფასებისას სასამართლო მას იკვლევს, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რა დროსაც, ბუნებრივია, მნიშვნელობა ენიჭება, როგორც სუბიექტურ, ისე - ობიექტურ ფაქტორებს, მათ შორისაა მ--–-ის უნარი, აღიქვას ფაქტები და სწორად გადმოსცეს ისინი, მისი დამოკიდებულება მოდავე მხარეებისა და გარემოებების მიმართ. ასეთ დროს მ--–-დება ჩვენების იურიდიული სანდოობა და, ბუნებრივია, შეფასების პროცესუალურ საფუძველს 105-ე მუხლი წარმოადგენს. გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ თანხვედრაშია მ--–-ეთა ჩვენებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს სადავო ფაქტს.
მხოლოდ იმ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მ------------------ის მეუღლის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხებოდა უძრავი ქონება მდებარე: ქ. თ---–---- მეტეხის ქ. #---ში, ამასთან მითითება, რომ მათ ჰყავდათ სამი შვილი და მ------------------- ცხოვრობდა მათთან ერთად მითითებულ მისამართზე, სხვა სარწმუნო მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში, ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვერ გამოდგება სადავო გარემოების დამადასტურებელ საკმარის და უტყუარ მტკიცებულებად.
საქმეზე წარმოდგენილი მ--–-ეები ადასტურებენ, რომ პირველ სართულზე ცხოვრობდნენ მ--- და მ------------------ეები დედასთან ერთად, ხოლო მეორე სართულზე ცხოვრობდა ს-----------------ე თავისი ოჯახით, მითითებული გარემოება ადასტურებს მოპასუხეების მიერ სამკვიდროს მიღების ნებას და სამკვიდროს თავისად მიიჩნევის ფაქტს. აღნიშნული გარემეობა მიიჩნევა მოსარჩელის მიერ სამკვიდროს მიღებისათვის სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე გარემოებად, რადგან ამ თვალსაზრისით სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე ელემენტები, როგორიცაა სამკვიდროს მიღება – დაუფლებისაკენ მიმართული ნებელობითი მოქმედება და ამგვარი მოქმედების განხორციელება დროის განსაზღვრულ მონაკვეთში, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში, რაც მოცემულ შემთხვევაში მათ მიერ დადასტურებულია.
სამოქალაქო კოდექსის 166-ე მუხლიდან გამომდინარე, თუ პირი ნივთს ფლობდა დროის გარკვეული მონაკვეთის დასაწყისში და ბოლოს, ივარაუდება, რომ იგი ფლობდა ამ ნივთს დროის შუა პერიოდშიც.
იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მ------ და მ----------------ები 1987 წელის 24 დეკემბერს - მამკვიდრებლის გარდაცვალების დროს და სამკვიდროს მიღებისათვის დადგენილ ექვს თვიან ვადაში არ ფლობდნენ სადავო ნივთს, მოპასუხეთა მხარეზე იყო, რომლებმაც მყარი არგუმენტაციით ვერ დასაბუთეს საწინააღმდეგო გარემოებები, ვერ შესძლეს მ--–-ეთა ჩვენების გაქარწყლება და დასახელებული ფაქტების საწინააღმდეგო, უარმყოფელი სათანადო დასაბუთების წარმოდგენა, ხოლო წარმოდგენილი მტკიცებულებებით მათ ვერ შეძლეს კუთვნილი მტკიცების ტვირთის საპროცესო უფლების სრულყოფილი რეალიზება.
მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ არ ეთანხმება მოსარჩელე მხარის მითითებას მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ თითქოსდა მათ შორის მოხდა შეთანხმება საცხოვრებელი სახლის გაყოფის თაობაზე, კერძოდ იმ გარემოებაზე, რომ პირველ სართულზე იცხოვრებდნენ მ---, მ-------------------ები დედასთან - პ-–---------------თან ერთად, ხოლო მეორე სართულზე ს-----------------ე ოჯახთან ერთად, რადგან მათ შორის არსებობდა შეთანხმება, რომ ქ. თ---–--–-, ხეივნის ქ. #--ში მდებარე მიწის ნაკვეთი უნდა დაერეგისტრირებინა მ----------------ს, სადაც ააშენებდა საცხოვრებელ სახლს, რამაც განაპირობა მ---------------ის საზღვარგარეთ წასვლაც.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია შპს ,,მებოსტნეს“ დირექტორის მიერ გაცემული ცნობა, რომლის მიხედვით ნ-----–------------------ სახელზე ირიცხებოდა 0--- ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი ქ. თ---–--–-, ო-------–--------ში და 20-- წლის 28 ოქტომბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის მიხედვით ქ. თ---–--–-, პ------–--------ს ქ. #-, ს/კ 0--1--0--00--1-- რეგისტრირებულია მ---------------ის სახელზე, ხოლო რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხე მხარის მიერ მითითებულ გარემოებას - მხარეებს შორის შეთანხმების არსებობის თაობაზე საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს მტკიცების ტვირთის ზოგად სტანდარტს, კერძოდ, იგი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს: ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს“-,,affirmanti, non legati, incumbit probatio“. ამდენად, შესაბამისად, მოპასუხე მხარემ ვერც ამ შემთხვევაში განახორციელა მტკიცების ტვირთის საპროცესო უზრუნველყოფა, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სასამართლო ვერ გაითვალისწინებს მოპასუხე მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე მხარის მიერ სამკვიდრო ქონება გაუმჯობესდა, გაიზარდა მიშენებების ხარჯზე და მთლიანი უძრავი ქონება არ უნდა ჩაითვალოს სამკვიდრო წილში, სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველი სარჩელის დავის საგანს წარმოადგენს ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სამკვიდრო მ--–-ობაში ცვლილებების შეტანა და მესაკუთრედ ცნობა, ხოლო ზემოთმითითებული მოთხოვნა არც სარჩელის დავის საგანს არ წარმოადგენს და არც შეგებებული სარჩელით მოუმართავს მოპასუხეს სასამართლოსთვის, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მოპასუხის მიერ მითითებულ აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით.
მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა არგუმენტების, მათი ახსნა-განმარტებების, მ--–-ეთა ჩვენებებისა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-----–------------------ გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელეებმა მ----------------მ და მ------------------ემ, კანონით დადგენილ 6 თვის ვადაში, მამის კუთვნილი უძრავი ნივთის მართვითა და დაუფლებით, მიიღეს მამკვიდრებლის დანაშთი ქონება და იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა ნ-----–------------------ სამკვიდროს მიმღები ოთხი კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრე, მოსარჩელეების მ---------------ის და მ------------------ის წილი უნდა განისაზღვროს სამკვიდრო მდებარე: ქ. თ---–---- დ-----------------ა №--, (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #---1--0--0---0--) 3/4 წილიდან 2/3 წილით, რაც შეადგენს მთლიანი ქონების 1/2 ნაწილს, ხოლო თითოეულის წილს მთლიანი უძრავი ქონების 1/4-1/4 ნაწილი.
6.2. დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ უძრავი ქონების კუთვნილი 3/4 წილი, მდებარე: ქ. თ---–---- დ------------ ქ.#---ში, მოპასუხეებმა - ს--–----------------ემ, ს-------------------ემ და ი---------------ემ გაასხვისეს თ---------------აზე 2015 წლის 18 დეკემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
მოსარჩელეები მითითებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას ითხოვენ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ აღნიშნული ხელშეკრულება არის მოჩვენებითი გარიგება და მოპასუხეთა განზრახვაა მითითებული გარიგების დადებით მიაღწიონ მიზანს, რომელიც არ შეესაბამება ამ გარიგების შინაარსიდან გამომდინარე იურიდიულ შედეგს, ხელშეკრულება დადებულია მხოლოდ პასუხისმგებლობისგან თავის ასარიდებლად. თ---------------ა მოპასუხეებთან ახლო ურთიერთობაში მყოფი და სანდო პირია. ისინი ერთობლივად მოქმედებდნენ არაკეთილსინდისიერად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
ამავე კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
დასახელებული ნორმის აღწერილობითი ნაწილი იძლევა მოჩვენებითი გარიგების იურიდიულ დეფინიციას და ნორმით გათვალისწინებული შედეგის მიმართ გადამწყვეტია მხოლოდ მხარეთა ნამდვილი ნება, ანუ მათ არ უნდა სურდეთ იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევა, რასაც გარიგება ითვალისწინებს. მოჩვენებითი გარიგება, როგორც წესი, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, ყოველთვის შეესაბამება ამ ტიპის გარიგების დადებისათვის კანონით დადგენილ წესსა და პირობებს. გარიგების მოჩვენებითად მიჩნევისათვის, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ,,ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.
მოჩვენებითია გარიგება, როცა ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა და არ მოჰყვეს ამ გარიგებისათვის დამახასიათებელი სამართლებრივი შედეგი, ე.ი. ახდენენ გარეგნულად გამოხატულის მიღწევის სიმულაციას. მოჩვენებით გარიგებას ორი ძირითადი ნიშანი ახასიათებს: პირველი, ის დადებულია მოსაჩვენებლად და, მეორე, მხარეებს არა აქვთ ამ გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომის განზრახვა. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს (შდრ: სუსგ №ას-976-908-20--, 22 იანვარი, 2018 წელი, პპ: 24-26). მოჩვენებითი გარიგების მიზანი, როგორც წესი, მესამე პირის მოტყუებაა. სასამართლო პრაქტიკაც ადასტურებს, რომ ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან, (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ.). სავალდებულო არ არის მოჩვენებითი გარიგების მიზანი ყოველთვის იყოს მესამე პირის მოტყუება. მოჩვენებით გარიგებად მიჩნევისათვის გადამწყვეტია ფაქტი, რომ მხარეებს არა აქვთ გარიგებაში მითითებული შედეგის დადგომის განზრახვა, მაგალითად, ხელშეკრულებაში მითითებული ფასის გადახდა, ხელშეკრულებაში მითითებული ნივთის გადაცემა და ა.შ.
მოცემულ შემთხვევაში უძრავ ნივთზე მდებარე ქ.თ---–---- დ------------ ქ. #--, 2015 წლის 18 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენდნენ ერთის მხრივ მესაკუთრეები - ს--–----------------ე, ს-------------------ე და მ-----------------, ხოლო მეორეს მხრივ თ---------------ა.
უდავოა გარემოება იმის შესახებ, რომ მხარეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო 2015 წლის 18 დეკემბერს, იმ დროს, როდესაც მიმდინარე საქმეზე აღძრული იყო სარჩელი და მოპასუხეებს ს--–----------------ეს, მ----------------ს და მ-------------------ს სასამართლოს მიერ დანიშნული ჰქონდათ შესაგებლის წარმოსადგენად განსაზღვრული 10 დღიანი ვადა. გზავნილი მოპასუხეებს ჩაჰბარდათ 2015 წლის 09 დეკემბერს, ნასყიდობის ხელშკრულებით სადავო უძრავი ქონება თ---------------ას გადაუფორმეს 2015 წლის 18 დეკემბერს, ხოლო შესაგებელი სასამართლოში წარმოადგინეს 2015 წლის 22 დეკემბერს, ამასთან მოპასუხეები წარმოდგენილ შესაგებელში არ მიუთითებენ, რომ სადავო უძრავი ქონება გასხვისებულია, აღნიშნულ გარემოებას აღნიშნავენ მხოლოდ მას შემდგომ როდესაც მოსარჩელემ მიუთითა ამ გარემოებაზე. 20-- წლის 04 ივლისს მოსარჩელეებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და სარჩელის ჩაბარების დასტურიდან გამომდინარე მოპასუხეებმა მართალია გაასხვისეს უძრავი ქონება, მაგრამ ცხოვრობენ ისევ იგივე - სადავო უძრავი ქონების მისამართზე. დადგენილია ასევე ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ მოპასუხე თ---------------ამ საჯარო რეესტრში, მითითებული 4 სამუშაო დღის ნაცვლად დაჩქარებული წესით 24 საათში დაარეგისტრირა უძრავი ქონება. საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება, რაც დაადსტურებდა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სარჩელის აღძვრამდე მოპასუხეებს გაცხადებული ჰქონდათ ნება სადავო სახლის გასხვისების შესახებ, ხოლო თ---------------ას კი უძრავი ქონების შეძენის შესახებ, რითაც გაქარწყლდებოდა მოსარჩელის ვარაუდი გარიგების მოჩვენებითობასთან დაკავშირებით.
მ--–-ეები ე-----------------ე, მ--------–-–--ა, ლ--–-----–-------ი მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ ისინი არიან მოსარჩელეების და მოპასუხეების ახლო მეზობლები, მაგრამ არასოდეს არ სმენიათ, რომ მ----------------ის ოჯახი აპირებდა სახლის გაყიდვას, მათ დღემდე გაქირავებული აქვთ ოთახები და მე-2 სართულზე ჰყავთ მდგმურები.
ბრუნვის კეთილსინდისიერება, ამ ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერებაა, ეს გულისხმობს ბრუნვის მონაწილეებისადმი სანდოობას. ასეთი ურთიერთდამოკიდებულება გამარტივებული და ცოცხალი სამოქალაქო ბრუნვის აუცილებელი წინაპირობაა. ეს სრულიადაც არ ნიშნავს ურთიერთობის მონაწილეთა მხრიდან ერთმანეთის მიმართ თვალდახუჭულ ნდობას. იგი აუცილებლად გულისხმობს წინდახედულობის გონივრულ მასშტაბს, რისი გარანტიც საჯარო რეესტრი და მისი ჩანაწერებია. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს შემძენის შესაძლებლობანი რეესტრის ჩანაწერის ცოდნასთან მიმართებით“ (იხ.სუსგ, საქმე #ას-111-104-2015წ, 3--1--2015წ)
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ მოპასუხე თ---------------ამ გამოიჩინა თუ არა შემძენის გონივრული წინდახედულება, შეამ--–-ა თუ არა საჯარო რეესტრის ჩანაწერების სისწორე, განაახლა საჯარო რეესტრის ამონაწერი და გამოიკვლია იძენდა თუ არა უფლებრივად უნაკლო ნივთს, ამასთან აღსანიშნავია, რომ თ---------------ამ ნასყიდობის ხელშკრულების 2.2. პუნქტში მითითებული 4 სამუშაო დღის ნაცვლად დაჩქარებული წესით დაარეგისტრირა ქონება მის სახელზე (იხ. 18/12/2015წ. საჯარო რეესტრიდან ამონაწერი 17:29 სთ), რაც სასამართლოს უქმნის გონივრული ეჭვის საფუძველს მოპასუხეთა მხრიდან ქონების დაჩქარებული წესით გადამალვის და პასუხისმგებლობის თავიდან აცილების თაობაზე.
სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის საფუძველზე გარიგების მოჩვენებითად მიჩნევისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმგვარ პრეზუმირებულ ფაქტებს, რომელთა ერთობლივი ანალიზი ნებისმიერ საშუალო წინდახედულობის ადამიანში ეჭვქვეშ აყენებს გარიგების ნამდვილობას, ბუნებრივია, საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის შესაბამისად, ნორმის აბსტრაქტული შემადგენლობის ყველა ელემენტის მითითება და შესაბამისი მტკიცებულებით გამყარება მოსარჩელეს ეკისრება, ხოლო ამ მტკიცებულებათა გაქარწყლება (სადავო გარიგების ნამდვილობის დადასტურება) მოპასუხეს აწევს ტვირთად.“(იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე #ას-667-638-20--), რაც ამ შემთხვევაში მოპასუხეების მიერ ვერ განხორციელდა.
მოპასუხე მიუთითებს, რომ მათ უძრავი ქონების გასხვისების შემდგომ არ შეუძენიათ სანაცვლო ქონება, ისინი თ---------------ასთან იმყოფებიან ქირავნობის ურთიერთობაში და დღემდე ცხოვრობენ მათ მიერ გასხვისებულ უძრავ ქონებაში. სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოპასუხეები მართალია დღემდე ცხოვრობენ მათ მიერ გასხვისებულ უძრავ ქონებაში, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშკრულებაში არ არის დათქმა - გამყიდველის უფლების შესახებ ისარგებლოს გასხვისებული ქონებით და მყიდველს გადაუხადოს თანხა, მოპასუხეეებს მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ისინი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის და იმ მომენტამდე, ვიდრე მოსარჩელე მიუთითებდა გარიგების მოჩვენებითობაზე, იმყოფებოდნენ თ---------------ასთან ქირავნობის ურთიერთობაში - არ წარმოუდგენიათ. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მხოლოდ იმ მტკიცებულების წარმოდგენა, რომ თ---------------ას მიერ 2018 წლის17 იანვარს წარდგენილი იქნა ინფორმაცია მის მიერ საცხოვრებელი ფართების გაქირავების შესახებ, რომელიც შეტანილი იქნა ,,საცხოვრებელი ფართობის გამქირავებელ პირთა რეესტრში“ და 20-- წელს სადავო ქონების (მდებარე: ქ. თ---–---- დ------------ ქ. #--, ს/კ 0--1--0--0---0--) გაქირავებიდან მიღებული შემოსავალის დაბეგრის თაობაზე, მხარეებს შორის ქირავნობის ურთიერთობას 2015 წლის დეკემბრიდან ვერ ადასტურებს. მხარეს მტკიცების ტვირთის სრულყოფილად რეალიზაციისთვის არ წარმოუდგენია ქირავნობის ხელშკრულებები, თითოეულ ქონებაზე ყოველთვიურად მიღებული შემოსავლების შესახებ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მიუთითითებს მოპასუხე მხარის მხრიდან ზემოაღნიშნული მოქმედებების მოჩვენებითობაზე, მოპასუხემ უნდა გამორიცხოს აღნიშნული პოზიცია მყარი მტკიცებულებების საფუძველზე, რაც მან ვერ განახორციელა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების მოჩვენებით გარიგებად მიჩნევისათვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გარიგების მიზნის დადგენა, არამედ გამოკვლევა იმისა, სადავო გარიგებას მოჰყვა თუ არა შესაბამისი სამართლებრივი შედეგი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით განსაზღვრული გარემოებების მოჩვენებითობა რომ არ დადგინდეს, აუცილებელია ამ ნორმის შემადგენელი ელემენტების არსებობის დადასტურება მოწინააღმდეგე მხარის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამდენად, მყიდველის ვალდებულებაა დაადასტუროს, რომ ნასყიდობის საგნის ღირებულება გადაუხადა მყიდველს, მას გადაეცა საკუთრების უფლება ნასყიდობის საგანზე და სამაგიეროდ მიიღო უძრავი ნივთი ანუ დაეუფლა მას.
საყურადღებოა ასევე მოპასუხეების მიერ ჩატარებული მოქმედებები თანხების მოძრაობებთან დაკავშირებით, კერძოდ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით - საბანკო ამონაწერებით დასტურდება, რომ 2014 წლის 09 ივლისს ს-------------------ის ანგარიშზე - G--------------------- GEL შეტანილია თანხა - 90000 ლარის ოდენობით (იხ. ტომი 1,.ს.ფ.1--), რომლის კონვერტაცია აშშ დოლარში ს-------------------ემ მოახდინა 2015 წლის 23 თებერვალს, აღნიშნული თანხა განთავსდა მის სახელზე არსებულ ანგარიშზე G-----------------------, რომელმაც 2015 წლის 23 დეკემბერს შეადგინა 43000.00 აშშ დოლარი (იხ. ტომი 1, ს.ფ 101) ს-------------------ემ 2015 წლის 23 დეკემბერს დახურა ანგარიში, მიღებული ანაბრის თანხა ჯერ გადაიტანა მიმდინარე ანგარიშზე G-------------------20USD და იმავე დღესვე ანგარიშიდან გაიტანა - 42914.17 აშშ დოლარი. ამავე დღეს თ---------------ამ ს-------------------ის ანგარიშზე შეიტანა 42800 აშშ დოლარი დანიშნულებით - ,,ანგარიშზე უცხოური ვალუტის შეტანა“. გასათვალისწინებელია ფაქტობრივი გარემოებაც, ს--–----------------ის მიერ ბანკიდან გამოტანილი თანხის ოდენობის და თ---------------ს მიერ იმავე დღესვე, იმავე ანგარიშზე შეტანილი ნასყიდობის თანხის ოდენობების თითქმის თანხვერის თაობაზე.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოსარჩელეები სადავოდ ხდიან მოპასუხე თ---------------ას მიმართ უძრავი ქონების შეძენის ფაქტს, უთითებენ ზემოთმითითებულ გარემოებას თანხის მოძრაობებთან დაკავშირებით, განმარტავენ, რომ მას თანხა არ გადაუხდია ქონების შეძენისათვის, მის მიერ მოხდა ს-------------------ის მიერ საკუთარი ანგარიშიდან გამოტანილი თანხის შებრუნება ისევ მის ანგარიშზე აღნიშნული მოქმედებები მიუთითებენ ს--–----------------ის მიერ ანგარიშიდან გატანილი თანხის, სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის თანხად მიჩნევისათვის შეცდომაში შეყვანის მცდელობის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილი 2015 წლის 23 დეკემბრის სალაროს შემოსავლის ორდერით დასტურდება, რომ თ---------------ამ ს-------------------ის საბანკო ანგარიშზე - G-------------------20USD შეიტანა 42 800 აშშ დოლარი, სადაც დანიშნულებაში მითითებული არ არის უძრავი ქონების ნასყიდობის ან ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ, მითითებულია - ,,ანგარიშზე უცხოური ვალუტის შეტანა“. სასამართლო აღნიშნავს, რომ თანხის მიზნობრიობის მითითება, როგორც შემძენის ასევე გამყიდველის ინტერესში შედის, რათა დადასტურებული იქნას თანხის გადახდის ფაქტი. მოპასუხე მხარე აპელირებს ,,საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის 2011 წლის 07 აპრილის #24/04 ბრძანებაზე და განმარტავს, რომ უცხოური ვალუტის შემთხვევაში ბანკის მხრიდან ვალუტის დანიშნულება არ ეთითება, რაც არასწორი მითითებაა, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის ,,გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“ #8/04 ბრძანების 23 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უცხოურ ვალუტაში ოპერაციების განხორციელებისას გადარიცხვის დოკუმენტებში უნდა მიეთითოს ოპერაციის დანიშნულება. შესაბამისად, მოპასუხე მხარემ ვერც ამ შემთხვევაში შეძლო მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების შემხვედრი მტკიცების ტვირთის სრულყოფილი რეალიზება.
მოპასუხეების მიუთითებენ, რომ ს-------------------ის მიერ ანგარიშიდან უცხოური ვალუტის გატანა ემსახურებოდა დედის - ი---------------ის და დედის დის - მ----------------ის მეუღლის - გ-------------ის საკუთრებაში არსებული ბინების (ს/კ 0--1--09.0---00--0--0-- და ს/კ 0--1---.0---01--0--0--), 2--- წლის 30 ოქტომბერს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებით დატვირთული ბინების გათავისუფლებას, ვინაიდან იპოთეკის ხელშკრულების ვადა იყო 10 წელი, ვადა იწურებოდა და ს-------------------ის ინტერესში იყო იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდა, რომ არ მომხდარიყო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მათი რეალიზაცია. მოპასუხე მხარეს იმის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები (თანხის გადარიცხვის ქვითარი), რომ აღნიშნული თანხით მოხდა ვალის დაფარვა არ წამოუდგენია, ხოლო მის მიერ მითითებული გარემოების დასამტკიცებლად საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტები, ზემოაღნიშნულს ვერ ადასტურებენ.
მოპასუხეები სესხის გადაცემას ადასტურებენ ფიზიკური პირების ანგარიშის გახსნის შესახებ განაცხადით (ანგარიშის გახსნის თარიღი - 18 მაისი 2015 წელი) და ამონაწერით ,,აშშ დოლარში გადასარიცხად“, სადაც მითითებული მხოლოდ შუამავალი, ბენეფიციარის ბანკი, ბენეფიციარის ანგარიში და ბენეფიციარის სახელი - მ-----------------, საიდანაც ნამდვილად გაურკვეველია სასამართლოსთვის ის გარემოება, რომ სწორედ ს-------------------ის მიერ ანგარიშიდან გატანილი უცხოური ვალუტა- 42800 აშშ დოლარის ოდენობით გადაერიცხა მ-----------------ს და ამ თანხის გამოყენებით გაუქმდა ზემოთმითითებული იპოთეკის ხელშეკრულებები 20-- წლის იანვრის თვეში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლოს მიიჩნევს, რომ მოპასუხემ მის მიერ მითითებული ფაქტების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება ვერც ამ შემთხვევში წარმოადგინა. შესაბამისად, მან ვერ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა, მიუთითებს სადავო ხელშეკრულებით გამოხატული ნების გამოვლენის ნაკლზე და ქმნის საფუძველს დადგინდეს, რომ ხელშეკრულების მხარეებს, რეალურად არ სურდათ იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევა, საკუთრების უფლების მყიდველზე გადასვლა, რასაც სადავო გარიგება ითვალისწინებს. ამდენად, საქმეზე დადგენილი ზემოაღნიშნული გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე ნასყიდობის საგანს ფაქტობრივად არ დაუფლებია, სადავო უძრავ ქონებას დღემდე მუდმივად ფლობენ ყოფილი მესაკუთრეები - ს--–----------------ე, ს-------------------ე და ი---------------ე, ვერც ქონების მოპასუხეებზე გაქირავების ფაქტი იქნა სათანადოდ დადასტურებული თ---------------ას მიერ, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზე არ არის ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობისათვის აუცილებელი რამდენიმე არსებითი ნიშანი. აღნიშნული კი ნიშნავს იმას, რომ მხარეებს არ სურდათ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იურიდიული შედეგის დადგომა, მხარეთა მიზანს წარმოადგენდა ქონების გადამალვა და პასუხისმგებლობისგან თავის არიდება, მოპასუხეებისთვის ცნობილი იყო ნ-----–------------------ პირველი რიგის მემკვიდრეების არსებობის თაობაზე, რომლებსაც ასევე გააჩნდათ სამკვიდროს წილზე მოთხოვნის უფლება, კერძოდ სადავო სახლზე წილის მოთხოვნის უფლება, რაც ასევე არის გარიგების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესი კეთილსინდისიერების პრინციპზეა დაფუძნებული და წარმოადგენს ნორმა პრინციპს, რომელიც არაერთ ნორმატიულ რეგულირებას უდებს სათავეს (შდრ: სუსგ№ას-15-15-20--, 01 მარტი, 20-- წელი, პ-19).
სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპი დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, მიუკერძოებლობას, ობიექტურობას, სამართლიანობასა და სხვ. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. აღნიშნული პრინციპის დაცულობითაა განპირობებული სამოქალაქო კოდექსის ზოგად ნაწილში მოცემული გარიგებათა ბათილობის სხვადასხვა ნორმატიული რეგულირება.
სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე, სხვა პირისაგან იძენს რაიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახლზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა რომ ჩანაწერი უზუსტოა. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერად არ ჩაითვლება შემძენი, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.
კანონი თვითონ განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაში არ მოქმედებს რეესტრის ჩანაწერების სისწორე, რა შემთხვევაზეც გავლენას ახდენენ არა ობიექტური, არამედ სუბიექტური ფაქტორები, რომლებიც მიუთითებენ შემძენის არაკეთილსინდისიერებაზე, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერების საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. აღნიშნული დანაწესი მიუთითებს იმაზე, რომ ამ ჩანაწერების საწინააღმდეგოდ შეტანილი საჩივარი ან ამ უზუსტობის თაობაზე შემძენის ცოდნის ფაქტი გამორიცხავენ პრეზუმფციის მოქმედებას, შესაბამისად, აღნიშნული ფაქტორები მიუთითებენ შემძენის არაკეთილსინდისიერებაზე.
ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, შემძენის ინტერესების დამცავი სამართლებრივი მექანიზმის ამოქმედებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა ობიექტურ გარემოებას არაუფლებამოსილი პირის მიერ ქონების გასხვისების თაობაზე, არამედ, თავად შემძენის სუბიექტურ დამოკიდებულებას მომხდარი ფაქტის - ქონების ყიდვის მიმართ, რაც იმას ნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორის ვარაუდი გამოირიცხება იმ შემთხვევაში, როდესაც შემძენმა იცის ან უნდა იცოდეს, რომ გამსხვისებელი არ არის ნივთის ერთადერთი მესაკუთრე.
დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონების პირველი სართულზე დღემდე ცხოვრობენ მოსარჩელეები, ხოლო მეორე სართულზე მოპასუხეები. იმ შემთხვევაში როდესაც არსებობს მყიდველის დაინტერესება იმ საგნის მიმართ, რომლის შეძენასაც აპირებს, ის ახდენს ამავე საგნის დათვალიერებას, რაც ვერ იქნა დადასტურებული. ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, არანაირი მტკიცებულება თ---------------ას იმის შესახებ გამოიჩინა თუ არა შემძენის გონივრული წინდახედულება, შეამ--–-ა თუ არა საჯარო რეესტრის ჩანაწერების სისწორე, განაახლა საჯარო რეესტრის ამონაწერი და გამოიკვლია იძენდა თუ არა უფლებრივად უნაკლო ნივთს, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც მას გააჩნია ქონების მიმართ ბიზნეს ინტერესი, აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად არ წარმოუდგენია. ამასთან, ზემოთმითითებული გარემოებების ერთობლიობა, რაც გამოიხატა სარჩელის აღძვრიდან და ჩაბარებიდან უახლოეს დღეებში უძრავი ქონების დაჩქარებული წესით გადაფორმების, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოპასუხეების სადავო უძრავ ქონებაში 2015 წლის 18 დეკემბრიდან ცხოვრებით, მიუთითებს მოპასუხეთა არაკეთილსინდისიერებასა და შეთანხმებულ მოქმედებაზე.
საქმეზე წარმოდგენილიმ--–-ეები: ე-----------------ე, მ--------–-–--ა და ლ--–-----–-------ი რომლებიც არიან ახლო მეზობლები, განმარტავენ, რომ არასოდეს სმენიათ, რომ ი---------------ემ, სოფიო კობერიძემ და სალომე კობერიძემ გაასხვისეს მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, არასოდეს უნახავთ ვინმე თ---------------ა, აღნიშნული ფაქტი რომ მომხდარიყო გაიგებდნენ, რადგან არის კერძო დასახლება, ძველი უბანი და ვერ დაიმალება ოჯახური პრობლემები. მ--–-ეები, რომლებიც გააქარწყლებდნენ მითითებულ მ--–-ეთა ჩვენებებს მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია.
სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესს და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის ნორმებს.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს სადავო გარიგების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი და ვინაიდან სადავო ქონება წარმოადგენს მ------------------ის, მ---------------ის (თითოეულის ¼ წილი მთლიანი ქონებიდან) თანასაკუთრებას, არსებობს ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ - მოსარჩელის იურიდიული ინტერესის ფარგლებში კერძოდ, გასხვისებული ქონების 2/3 ნაწილში ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი,6.3 რაც შეეხება მოპასუხის მითითებას სასარჩელო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობაზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც. სწორედ ასეთ სპეციალურ ხანდაზმულობის ვადას გვთავაზობს სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი, კონკრეტულად იმ შემთხვევისათვის, როცა პირს სურს შეედავოს სამკვიდრო მ--–-ობას. მითითებული ნორმის თანახმად, სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი. სამკვიდროს მიღება ან მასზე უარის თქმა ცალმხრივი გარიგებაა, რომლითაც გამოხატულია მემკვიდრის ნება სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით. სამკვიდროს მიღებისა და მიღებაზე უარის თქმის წესი დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 1421-1451-ე მუხლებით. თუკი სამკვიდროს მიღების შემდეგ მემკვიდრე არ მიიღებს ზომებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – სამკვიდრო მ--–-ობის მისაღებად, ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს სამკვიდროს მიღებაზე. სამკვიდრო მ--–-ობა ადასტურებს მასში მითითებული პირის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს. ამდენად, სამკვიდროს მიღება ყოველთვის წინ უსწრებს სამკვიდრო მ--–-ობის გაცემას. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი ადგენს კონკრეტულად სამკვიდროს მიღების ან მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ხანდაზმულობის ვადას და არა სამემკვიდრეო მ--–-ობის გასაჩივრების ვადას (სუსგ 3--1--2015წ. №ას-111-104-2015, სუსგ 8.04.2013 წ. №ას-72-68-2013), რის გამოც ამ მხრივ მოპასუხის მითითება სამართლებრივ მნიშვნელობას მოკლებულია. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ დაუშვებელია – მესაკუთრეს დაუწესდეს რაიმე ხანდაზმულობის ვადა მისი საკუთრების აბსოლუტური უფლების დაცვასთან დაკავშირებით. (ეს დასკვნა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას იხ: 2014 წლის 24 იანვრის განჩინება სამოქალაქო საქმეზე №ას-911-869-2013).
6.4. მოსარჩელეების - მ---------------ის და მ------------------ის სარჩელის ერთ-ერთ მოპასუხეს წარმოადგენს ნ------------–ია (ნოტარიუსი). სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ 2--- წლის 31 მარტს იუსტიციის მინისტრის N71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მიხედვით, 1. ნოტარიუსი არის პირი, რომელიც დანიშნულია ამ თანამდებობაზე ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ამავე კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას. 2. ნოტარიუსი თავის ფუნქციებს აღასრულებს თავისუფალი პროფესიის ფარგლებში. ნოტარიუსი არ არის საჯარო მოხელე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელი სადავო ან დარღვეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, მოპასუხე კი არის ის პირი, რომელმაც მოსარჩელის განცხადებით დაარღვია ან სადავო გახადა მისი კერძო სამართლებრივი უფლებები. აღნიშნული წარმოადგენს სამოქალაქო სასამართლო წარმოების არსს და ეფუძნება პრინციპს, რომლის შესაბამისად სამოქალაქო წესით მხოლოდ პირთა თანასწორობაზე დამყარებული ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები განიხილება.
ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ნოტარიუსი თავის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფალია და სანოტარო და სხვა, მასთან დაკავშირებულ მოქმედებათა მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას ნოტარიატის შესახებ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. ამავე კანონის 38-ე მუხლის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს მემკვიდრეობის უფლების მ--–-ობას თუკი არსებობს შესაბამისი საფუძველი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 1989 წელს 09 დეკემბერს, პ-–-------------ემ მიმართა ნოტარიუსს, რომელმაც გასცა სამკვიდრო მ--–-ობა ნ-----–------------------ ბანკში არსებულ ანაბარზე. 2000 წელს მოსარჩელეების მ--- და მ-------------------ების ძმამ - ს-----------------ემ თავის სახელზე დაირეგისტრირა საცხოვრებელი სახლი მთლიანად, ამასთან სამკვიდრო მ--–-ობა სამკვიდრო უძრავ ქონებაზე გასცა იმავე ნოტარიუსმა, რომელმაც ნ-----–------------------ დანაშთ ქონებაზე უკვე გაცემული ჰქონდა სამკვიდრო მ--–-ობა. მოპასუხემ ამასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრი სადავო სამკვიდრო მ--–-ობის გაცემის დროს არ ჰქონდა, ხოლო რაც შეეხება მემკვიდრეებს, მათ ასეთი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.
სამოქალაქო კოდექსის 1503-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მ--–-ობა შეიძლება გაიცეს როგორც მთელ სამკვიდროზე ასევე მის ნაწილზე. მ--–-ობა მიეცემა ყველა მემკვიდრეს ერთად ან თითოეულს ცალ-ცალკე მათი სურვილისამებრ. სამკვიდრო მ--–-ობის მიცემა ერთი მემკვიდრისათვის სამკვიდროს ნაწილზე, არ ართმევს უფლებას სხვა მემკვიიდრეს მიიღონ მ--–-ობა დანარჩენ ნაწილზე.
მოცემულ შემთხვევაში, მ---------------ის და მ------------------ის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე წარმოდგენილი მოთხოვნა მემკვიდრეობით - სამართლებრივია, კერძოდ, დავა მიმდინარეობს 1----–-–----------------ს გარდაცვლილი ნ-----–------------------ პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს შორის საკუთრების უფლებაზე. დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა მამის სამკვიდრო მიიღეს კანონით დადგენილი წესით და თითეულს ეკუთვნის სამკვიდრო ქონების ¼. ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, ნოტარიუსის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა სამკვდრო მ--–-ობის გაბათილების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ ვინაიდან სახეზეა სამკვიდროს მიმღები ოთხი კანონისმიერი მემკვიდრე, საიდანაც მოსარჩელეების წილი შეადგენს ქონების ½-ს, არსებობს სადავო სამკვიდრო მ--–-ობების გაბათილებისა და მასში ცვლილებების შეტანის სამართლებრივი საფუძველი, მოსარჩელეების იურიდიული ინტერესის ფარგლებში (სსსკ-ის 180-ე მუხლი).
საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის “ი” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა - განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეების მიერ 2015 წლის 20 ოქტომბერს სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 3000 ლარის ოდენობით, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებებზე - 100 ლარი (50+50). ვინაიდან მ------------------ისა და მ---------------ის სარჩელი, ნოტარიუსის მიმართ არ დაკმაყოფილდა, მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო ვინაიდან სარჩელი ი---------------ის, ს--–----------------ის, ს-------------------ის, თ---------------ას მიმართ, ხელშეკრულების ბათილად ცნობის, სამკვიდრო მ--–-ობაში ცვლილებების შეტანის, გაბათილების და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ შესაბამისად, არსებობს ს--–----------------ისთვის, ს-------------------ისთვის, ი---------------ისთვის და თ---------------ასთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 3000 ლარის გადახდის, დაკისრების საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-- წლის 05 ივლისის სარჩელის უზრუნველყოფის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ განჩინებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და თ---------------ას (პ/ნ 0----------) აეკრძალა ქ. თ---–--–-, დ-----------------ა №---ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #---1--0--0---0--) მის საკუთრებაში არსებული 3/4 წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან მ------------------ის, მ---------------ის სარჩელი ი---------------ის, ს--–----------------ის, ს-------------------ის, და თ---------------ას მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობის, სამკვიდრო მ--–-ობაში ცვლილების შეტანის და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ არსებობს თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-- წლის 05 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-8, 38-ე, 39-ე, 53-ე, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ------------------ისა და მ---------------ის სარჩელი ნოტარიუს ნ------------–იას მიმართ არ დაკმაყოფილდეს.
2. მ------------------ისა და მ---------------ის სარჩელი, ი---------------ის, ს--–----------------ის, ს-------------------ის, თ---------------ას მიმართ, ხელშეკრულების ბათილად ცნობის, სამკვიდრო მ--–-ობაში ცვლილების შეტანის, ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
3. გაბათილდეს ს--–----------------ეს, ს-------------------ეს, ი---------------ესა და თ---------------ას შორის უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თ---–---- დ-----------------ა №--, (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #---1--0--0---0--) 2015 წლის 18 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება 2/3 ნაწილში.
4. მ------------------- და მ---------------- ცნობილი იქნენ საჯარო რეესტრში თ---------------ას სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე - ქ. თ---–---- დ-----------------ა №--, (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #---1--0--0---0--) 3/4 წილიდან 2/3 (რაც შეადგენს მთლიანი ქონების ½ ნაწილს, თითოეული 1/4-1/4 ნაწილი) წილის თანამესაკუთრედ თანაბარწილში.
5. ცვლილებები შევიდეს და გაბათილდეს ნოტარიუს ნ------------–იას მიერ 2000 წლის 01 აპრილს, ნ-----–------------------ სამკვიდრო ქონებაზე, ს------------------- სახელზე გაფორმებული სამკვიდრო მ--–-ობა (რეგისტრაციის #2----) 2/4 ნაწილში; მ------ და მ----------------ები ცნობილი იქნან ნ-----–------------------ დანაშთი ქონების თითოეული 1/4 -1/4 ნაწილის თანამესაკუთრეებად; მოსარჩელეთა აღნიშნული წილის გათვალისწინებით ცვლილებები შევიდეს ნოტარიუს ნ------------–იას მიერ 2014 წლის 16 იანვარს, ს------------------- სამკვიდრო ქონებაზე, ს--–----------------ის, ს-------------------ის და ი---------------ის სახელზე გაფორმებულ სამკვიდრო მ--–-ობაში (რეგისტრაციის #1--------) და ს------------------- დანაშთ ქონებად განისაზღვროს ქ. თ---–--–-, დ-----------------ა №---ში მდებარე უძრავი ქონების 1----00 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების #--------------- , ¼ წილი.
6. ს--–----------------ეს, ს-------------------ეს, ი---------------ესა და თ---------------ას, მ------------------ისა და მ---------------ის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 3000 ლარის გადახდა.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–---ს სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე - 8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–---ს საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–---ს საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დალი აბჟანდაძე