გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.12.2018
საქმის ნომერი
330210118002549948
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
06.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 2/21632-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

06 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლელა ცანავა

სხდომის მდივანი სალომე ბარდანაშვილი

მოსარჩელე გ----------–-----ე

წარმომადგენელი ნ-----------–---–-ა

მოპასუხე ლ--–---------------ი

წარმომადგენელი მ-------------–---–ი

დავის საგანი სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გ----------–-----ის მესკუთრედ ცნობა უძრავ ქონების ½ წილზე მდებარე: ქ.თბილისი, მ----------–--------------–--------------------------------–-------- ს/კ: 0-.1-.2-.0--.0--.

 

სარჩელის საფუძვლები:

მოსარჩელე განმარტავს, რომ მისი ბაბუის ძმამ - ზ---------–----------–-----ემ გარდაცვალების წინ 2000 წლის 29 სექტემბერს ანდერძით თავისი სრული ქონება გადასცა მოსარჩელე გ----------–-----ეს, კერძოდ, უძრავი ქონება მდებარე: ქ.თბილისი, მ----------–--------------–--------------------------------–-------- ს/კ: 0-.1-.2-.0--.0--, რომელიც რეგისტრირებული იქნებოდა ზ----------–-----ის გარდაცვალების შემდგომ. ზ----------–-----ე გარდაიცვალა 2000 წლის 02 ოქტომბერს, მას ჰყავდა მეუღლე ლ---–----–-----ე, რომელსაც არ მოეწონა მეუღლის ანდერძი, ამიტომ მოიძულა მეუღლის ნათესავები, არ გაუკეთა საფლავი გარდაცვლილს და არც ახლობლებს მისცა ამის საშუალება. როდესაც გ----------–-----ე გახდა სრულწლოვანი, მან მიმართა სამოქალაქო რეესტრს და აიღო ცნობა ზ---------–-----ის გარდაცვალების ფაქტის დადგენის თაობაზე. მისთვის ცნობილი გახდა, რომ ლ---–----–-----ეს დაუმალავს მეუღლის ანდერძის არსებობა და სადავო უძრავი ქონება მდებარე, ქ.თბილისი, მ----------–--------------–---------------------------------–------- ს/კ: 0-.1-.2-.0--.0--. დაირეგისტრირა საკუთარ სახელზე. 2017 წლის 24 სექტემბერს გარდაიცვალა ლ---–----–-----ე, მისმა დამ - ლ--–---------------მა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა აღნიშნული უძრავი ქონება იყო სადავოდ გამხდარი, 2018 წლის 29 მაისს ნოტარიუსის მეშვეობით, გადაიფორმა თავის სახელზე. 2018 წლის 18 ივლისს გ----------–-----ემ მიმართა ნოტარიუსს - ქ--------------–---–ს, გ----------–-----ის ბაბუის ძმის - ზა-------–----------–-----ის სამკვიდრო მოწმობის მიღების მოთხოვნით. ნოტარიუსმა გამომდინარე იქედან, რომ დასადგენი იყო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები უარი განუცხადა გ----------–-----ეს სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ლ--–---------------ი არ ეთანხმება გ----------–-----ის სასარჩელო მოთხოვნებს და აღნიშნა, რომ სადავოდ გამხდარი უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, მ----------–--------------–---------------------------------–------- ს/კ: 0-.1-.2-.0--.0--, არასდროს ყოფილა ზ----------–-----ის საკუთრება. ლ--–---------------ის დამ ლ---–----–-----ემ უძრავი ქონება გადაიფორმა საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაზე მიმართვის გზით, ასევე აღშნიშნავს, რომ გაშვებულია ყველანაირი ხანდაზმულობის ვადა და ნოტარიუსის მიერ, გ----------–-----ეს სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, უარი ეთქვა, ფლობის ფაქტის არარსებობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. ზ-----------–-----ის მიერ 2000 წლის 29 სექტემბერს შედგენილი იქნა ანდერძი (ანდერძის რეგისტრაციის #2-----), რომლის მიხედვით, მთელი ქონება, მათ შორის უძრავი ქონება მდებარე: ქ.თბილისი, მე---------–--------------–------------------–-------, უანდერძა გ----------–-----ეს. იგი არ არის გაუქმებული და სადავოდ ქცეული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ზ-----------–-----ის მიერ 2000 წლის 29 სექტემბერს შედგენილი ანდერძი (იხ.ს.ფ.19).

-საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დამოწმების ფურცელი (იხ. ს.ფ.18)

 

3.1.2. გარდაცვალების მოწმობის #0---------- მიხედვით,ზ----------–-----ე გარდაიცვალა 2000 წლის 02 ოქტომბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-გარდაცვალების მოწმობა #0----------(იხ. ს.ფ.20).

 

3.1.3. საქმეში არსებული დაბადების მოწმობების მიხედვით, გ----------–-----ის მამა გახლდათ - ტ------–---–-----ე, რომლის მამა- ი-–-----–-----ე და ზ----------–-----ე წარმოადგენენ ძმებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობები (იხ.ს.ფ 20-23).

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ნოტარიუს ქ-----------------–---–ის მიერ 18.07.2018წ. გაცემული სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შეახებ დადგენილების მიხედვით გ----------–-----ეს უარი ეთქვა 02.10.2000 წელს გარდაცვლილი ზ----------–-----ის (დაბ. 01.02.1938 წ.) დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, იმ მიზეზით, რომ დადგენილი უნდა იქნას იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი: გ----------–-----ის მიერ 02.10.2000 წელს გარდაცვლილი ზ----------–-----ის სამკვიდროს მიღების, ფლობის ან მართვის ფაქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნოტარიუს ქ-----------------–---–ის მიერ 18.07.2018წ. გაცემული სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შეახებ დადგენილება (იხ.ს.ფ 27-28).

3.2.2. 2015 წლის 25 მაისის ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ შედგენილი ოქმი #4---ის მიხედვით, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს (დასახლება I--------–---------------------) 834 კვ.მ-ს, მიენიჭა თვითნებურად დაკავებული კატეგორია - სასყიდლიანი, საკუთრების უფლება აღიარებული იქნა ზ----------–-----ის მეუღლის - ლ---–----–-----ის მიმართ და შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდგომ, 2015 წლის 23 მაისს, გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა #1----.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 25 მაისის ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ შედგენილი ოქმი #4-- (იხ.ს.ფ.31-34).

3.2.3. ნოტარიუს ნ-------------ის მიერ 29.05.2018წ. გაცემული სამკვიდრო მოწმობის მიხედვით ლ--–---------------მა, როგორც მამკვიდრებლის - ლ---–----–-----ის მეორე რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ დამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით სრულად მიიღო მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ნივთი მდებარე მისამართზე: ქ.თბილისი, მ----------–--------------–--------------------------------–-------- ს/კ: 0-.1-.2-.0--.0--;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნოტარიუს ნ-------------ის მიერ 29.05.2018წ. გაცემული სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ.35-38);

- მოასუხე მხარის ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2.4. 2018 წლის 02 თებერვლის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ.თბილისი, მ----------–--------------–--------------------------------–-------- ს/კ: 0-.1-.2-.0--.0--, საკუთრების უფლების მოწმობის #1---- საფუძველზე, მესაკუთრედ აღრიცხულია ლ---–----–-----ე (პ/ნ 0----------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ს.ფ.48-49).

 

3.2.5. 2018 წლის 01 ივნისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ.თბილისი, მ----------–--------------–--------------------------------–-------- ს/კ: 0-.1-.2-.0--.0-- სამკვიდრო მოწმობის #1-------- საფუძველზე, მესაკუთრედ აღრიცხულია ლ--–---------------ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ს.ფ.46-47).

 

3.2.6. სასამართლო დადგენილად ვერ მიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას, რომ ლ---–----–-----ემ საჯარო რეესტრში უძრავი ქონების აღრიცხვის დროს დამალა მისი მეუღლის აწ. გადაცვლილი ზ----------–-----ის მიერ, გ----------–-----ის სახელზე გაცემული ანდერძის არსებობის თაობაზე და უძრავი ქონება სრულად დაირეგისტრირა თავის სახელზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს მტკიცების ტვირთის ზოგად სტანდარტს, კერძოდ, იგი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს: ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს“-,,affirmanti, non legati, incumbit probatio“.

 

საქმის მასალებიდან ნათლად იკვეთება, რომ ლ---–----–-----ემ სადავო უძრავი ქონება დაირეგისტრირა არა ზ----------–-----ის მიერ დანატოვარ სამკვიდრო ქონებაზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, არამედ მან უძრავი ქონება გაიფორმა საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, რომლის გაცემის საფუძველსაც წარმოადგენდა 2015 წლის 25 მაისის ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ შედგენილი ოქმი #4--, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ პირს საკუთრებაში გადაეცა ქონება სასყიდლიანი ფორმით და უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ.თბილისი, მ----------–--------------–--------------------------------–-------- ს/კ: 0-.1-.2-.0--.0-- ლ---–----–-----ე გახდა ერთპიროვნული მესაკუთრე. აღსანიშნავია, რომ ზ----------–-----ე გარდაცვალების დროისათვის, არ წარმოადგენდა სადავო ქონების (რომელიც თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების) მესაკუთრეს, იგი შესაძლებელია მხოლოდ საკუთრების აღიარების მოთხოვნის უფლების მატარებელი სუბიექტი იყო, რომელსაც თავის სიცოცხლეში არ განუხორციელებია ეს უფლება. ლ---–----–-----ეს კიდევაც რომ წარედგინა მისი მეუღლის მიერ შედგენილი ანდერძი საჯარო რეესტრში, გამომდინარე იქედან, რომ ზ----------–-----ე არ წარმოადგენდა უძრავი ქონების მესაკუთრეს ვერ მოახდენდა გ----------–-----ეზე როგორც ანდერძისმიერ მემკვიდრეზე სადავო უძრავი ქონების ½ წილზე რეგისტრაციას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი, სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებისათვის, დადგენილია საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით. ნორმის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, არამედ, სასამართლო დასაშვებად ცნობილ მტკიცებულებებს აფასებს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რა დროსაც ხდება მათი როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლიობაში შესწავლა, სწორედ ამ გზით არკვევს სასამართლო კონკრეტული მტკიცებულების დამაჯერებლობას, მის იურიდიულ სარწმუნოობას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან მოსარჩელის მიერ ვერ დადასტურდა მამკვიდრებლის სამკვიდროს არსებობის ფაქტი, სარჩელი ქონების1/2 წილის მესაკუთრედ აღიარების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე, 1504-ე, სამოქალაქო სამართლის კოდექსის 540-ე, 539-ე, 546-ე, 547-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1503-ე, 1433-ე მუხლები.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1.მოპასუხემ სამკვიდრო მოწმობის ½ ნაწილის ბათილად ცნობა და უძრავი ქონების ½ ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა მოითხოვა იმ მიზეზით, რომ ის წამოადგენს პაპის ძმის - ზ----------–-----ის ანდერძისმიერ მემკვიდრეს, რომელმაც 2000 წლის 29 სექტემბერს უანდერძა (ანდერძის რეგისტრაციის #2-----) მთელი თავისი ქონება, რომელიც რეგისტრირებული იქნებოდა მისი სიკვდილის შემდეგ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. ამავე კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზ---------–----------–-----ის გარდაცვალებით, 2000 წლის 02 ოქტომბერს გაიხსნა სამკვიდრო. გარდაცვალების მომენტისათვის მისი პირველი რიგის მემკვიდრეს წარმოადგენდა მეუღლე - ლ---–----–-----ე, ხოლო პირს, რომლის მიმართ მის მიერ გაცემული იქნა ანდერძი - მოსარჩელე გ----------–-----ე.

 

სასამართლო ზემოთმითთებული ნორმებიდან და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მამკვიდრებლის დანატოვარი სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება), რომელიც შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის - მოცემული საქმის მასალებიდან არ იკვეთება, კერძოდ, მართალია, სადავო უძრავი ქონებაზე მდებარე: ქ. თბილისი, მ----------–--------------–---------------------------------–--------, რომელზედაც მოთხოვნას აყენებს მოსარჩელე, 2000 წლის 29 სექტემბერს გაცემულია ანდერძი ზ----------–-----ის მიერ, რომლითაც ზემოთმითითებულ უძრავ ქონებას ზ----------–-----ე უანდერძებს მოსარჩელეს - გ----------------–--------–-----ეს, მცხ. ქ. რუსთავი მ-----------------------------, მაგრამ ამავე უძრავ ქონებაზე, 2015 წლის 25 მაისს ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს (დასახლება I--------–---------------------) 834 კვ.მ-ს, მიენიჭა თვითნებურად დაკავებული კატეგორია - სასყიდლიანი, საკუთრების უფლება აღიარებული იქნა ზ----------–-----ის მეუღლის - ლ---–----–-----ის მიმართ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდგომ, 2015 წლის 23 მაისს, გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა #1----. აღნიშნული მოწმობის საფუძველზე ლ---–----–-----ე 02/02/2018წ. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით აღირიცხა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ, შესაბამისად უძრავი ქონება, რომელზედაც მოსარჩელე, თანამესაკუთრედ ცნობას ითხოვს როგორც ანდერძისმიერი მემკვიდრე, მოპასუხის საკუთრებაში იმყოფება შესაბამისი სამართლებრივი საფუძველის არსებობიდან გამომდინარე.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მატერიალური სამართლის არც ერთი ნორმა სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დადასტურების სპეციალურ სტანდარტს არ ადგენს, შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნას საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც დასაშვებ მტკიცებულებად, მათ შორის მოწმის ჩვენებასაც მიიჩნევს, თავის მხრივ, ამავე კოდექსის 140-ე მუხლი მოწმედ განიხილავს ნებისმიერ პირს, რომელსაც შესაძლებელია, გააჩნდეს რაიმე ინფორმაცია სადავო გარემოების შესახებ. მოწმის ჩვენების შეფასებისას სასამართლო მას იკვლევს, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რა დროსაც, ბუნებრივია, მნიშვნელობა ენიჭება, როგორც სუბიექტურ, ისე - ობიექტურ ფაქტორებს, მათ შორისაა მოწმის უნარი, აღიქვას ფაქტები და სწორად გადმოსცეს ისინი, მისი დამოკიდებულება მოდავე მხარეებისა და გარემოებების მიმართ, ასეთ დროს მოწმდება ჩვენების იურიდიული სანდოობა და, ბუნებრივია, შეფასების პროცესუალურ საფუძველს 105-ე მუხლი წარმოადგენს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში არსებული მასალებითა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მოწმეების - ი--------------ს და ა---------–---–-----ის ჩვენებებით, სასამართლომ დადგენილად ვერ მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ სადავო უძრავი ქონება ეკუთვნოდა ზ----------–-----ის მამას, რომელიც მუშაობდა მზარეულად და დაახლოებით 1952 წელს მიიღო მიწის ნაკვეთი, რომელიც შემდგომში გადასცა შვილს - ზ----------–-----ეს, ამ უკანასკნელმა კი ძმის - ტ------–---–-----ის დახმარებით ააშენა საცხოვრებელი სახლი. არანაირი მტკიცებულებაც, იმ გარემოების დამადასტურებელი, რომ ზ----------–-----ის ბაბუას გამოეყო მიწის ფართი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ და სადავო უძრავი ქონება იმყოფებოდა მის საკუთრებაში გარდა ახსნა-განმარტებისა, მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წამოუდგენია.

 

სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ზ----------–-----ის სამკვიდრო მიიღო მისმა მეუღლემ - ლ--–----–-----ემ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. რადგან არც აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება (სამკვიდრო მოწმობა) საქმის მასალებში არ არის მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

მოსარჩელეების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ზ----------–-----ის სახელზე ტექაღრიცხვის დამადასტურებელი ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული რაიმე დოკუმენტი, რითაც დადასტურდებოდა სამკვიდრო ქონების მამკვიდრებელზე - ზ----------–-----ის სახელზე არსებობის ფაქტი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა იქნას მიჩნეული, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

შესაბამისად, ვინაიდან არ დასტურდება სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელეთა მამკვიდრებლის უფლება, ნათელია, რომ სადავო ქონება ვერ შევიდოდა სამკვიდრო მასაში.

 

სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

 

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება; ანუ აღნიშნული ნორმა იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. ამდენად, იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმით დარეგულირდეს განსახილველი ურთიერთობა, სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრე ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს ქონებას ან მართოს იგი. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ.

 

მითითებული ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრის ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. ასეთად კი მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში და სხვა. სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადასახადების გადახდაში, დამქირავებლისათვის ქირის გადახდევინებაში, თხოვებაში და ა.შ.

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თუნდაც სახეზე ყოფილიყო მამკვიდრებლის მიერ დანატოვარი სამკვიდრო ქონება (ამ შემთხვევაში სადავო უძრავი ქონება), რომელიც შევიდოდა სამკვიდრო მასაში, ვერც ამ შემთხვევაში ვერ იქნებოდა დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელემ განახორციელა სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები, რაც თავის მხრის დაადსტურებდა მის მიერ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. როგორც მოსარჩელე ასევე, მის მიერ წარმოდგენილი მოწმეები აღნიშნული ფაქტის დამადასტურებლად მიუთითებენ, იმ გარემოაბას, რომ მართალია გ----------–-----ე არ ცხოვრობდა სადავო უძრავ ქონებაში, მაგრამ იმ გარემოებით, რომ მოსარჩელის მამამ - ტ------–---–-----ემ გაიღო ზ----------–-----ის დაკრძალვის ხარჯები, როგორც თბილისში ასევე თ----–------ს რაიონის სოფ. ა--------ში, სადაც დაკრძალული იქნა ზ----------–-----ე - ამ გარემოებით შესაძლებელია დადასტურებული იქნას გ----------–-----ის მიერ ზ----------–-----ის სამკვიდროს მიღების ფაქტი. სასამართლო მიუთითებს, რომ გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვერც აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება და იმის გათვალისწინებითაც, რომ მხოლოდ მითითებული ფაქტობრივი გარემოებით არ შეიძლება დადასტურებული იქნას სამკვიდროს მიღების ფაქტი, მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერც ამ შემთხვევაში ვერ განახორციელა მტკიცების ტვირთის საპროცესო უფლების რეალიზაცია სამკვიდროს ფაქტის მიღებასთან დაკავშირებით. მოსარჩელემ სამკვიდროს კანონით დადგენილი წესით მიღების დამადასტურებელი, სათანადო პერიოდის ამსახველი მტკიცებულება, გარდა ახსნა-განმარტებისა, სასამართლოს ვერ წამოუდგინა. გ----------–-----ე ზ----------–-----ის გარდაცვალებისას იყო არასრულწლოვანი, მისივე განმარტებით კანონიერ წარმომადგენელს სამკვიდრო არ მიუღია, მაგრამ არ არის მითითება ფაქტზე და ასევე, მტკიცებულებაზე რაც ადასტურებს სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებულ რაიმე სახის ქმედებას.

 

აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მიერ ზემოთმითითებული გარემოებების საპირისპიროდ, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა 2015 წლის 25 მაისს, ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ოქმი #4--, რომელიც ეხება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას.

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის (მიღების დროს 11.07.2007 წელი) 1 მუხლის მიხედვით: ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა. ამავე კანონით დადგენილია ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მართზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი, რა დროსაც განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების შესაბამისად, პირს საკუთრებაში გადაეცემა ქონება სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით.

 

შესაბამისად, მოპასუხე მხარემ დაადასტურა, რომ ზ----------–-----ის მეუღლემ - ლ---–----–-----ემ ზემოთმითითებული კანონის შესაბამისად დაირეგისტრირა მის ფლობასა და სარგებლობაში არსებული სადავაო უძრავი ქონება, ხოლო შემდგომ სამკვიდრო მოწმობის #1-------- საფუძველზე აღირიცხა მის საკუთრებაში.

 

აღსანიშნავია, რომ ზ----------–-----ე გარდაცვალების დროისათვის, არ წარმოადგენდა სადავო ქონების (რომელიც თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებია) მესაკუთრეს, იგი შესაძლებელია მხოლოდ საკუთრების აღიარების მოთხოვნის უფლების მატარებელი სუბიექტი იყო, რომელსაც თავის სიცოცხლეში არ განუხორციელებია ეს უფლება.

 

შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენისას, სასამართლო ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულებების წარდგენით დამტკიცების ტვირთი.

 

ამასთან, რაც შეეხება მოპასუხის მიერ მითითებულ სასარჩელო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობას, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც. სწორედ ასეთ სპეციალურ ხანდაზმულობის ვადას გვთავაზობს სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი, კონკრეტულად იმ შემთხვევისათვის, როცა პირს სურს შეედავოს სამკვიდრო მოწმობას. მითითებული ნორმის თანახმად, სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი. სამკვიდროს მიღება ან მასზე უარის თქმა ცალმხრივი გარიგებაა, რომლითაც გამოხატულია მემკვიდრის ნება სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით. სამკვიდროს მიღებისა და მიღებაზე უარის თქმის წესი დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 1421-1451-ე მუხლებით. თუკი სამკვიდროს მიღების შემდეგ მემკვიდრე არ მიიღებს ზომებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს სამკვიდროს მიღებაზე. სამკვიდრო მოწმობა ადასტურებს მასში მითითებული პირის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს. ამდენად, სამკვიდროს მიღება ყოველთვის წინ უსწრებს სამკვიდრო მოწმობის გაცემას. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი ადგენს კონკრეტულად სამკვიდროს მიღების ან მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ხანდაზმულობის ვადას და არა სამემკვიდრეო მოწმობის გასაჩივრების ვადას (სუსგ 30.10.2015წ. №ას-111-104-2015, სუსგ 8.04.2013 წ. №ას-72-68-2013), რის გამოც ამ მხრივ მოპასუხის მითითება სამართლებრივ მნიშვნელობას მოკლებულია. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ დაუშვებელია – მესაკუთრეს დაუწესდეს რაიმე ხანდაზმულობის ვადა მისი საკუთრების აბსოლუტური უფლების დაცვასთან დაკავშირებით. ეს დასკვნა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას (მაგალითად, იხ: 2014 წლის 24 იანვრის განჩინება სამოქალაქო საქმეზე №ას-911-869-2013).

 

ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ვართან მირზოიანს მამკვიდრებლის, არსენ მირზოიანის სამკვიდრო კანონით დადგენილი წესით არ მიუღია, არ არსებობს სადავო ქონების ½ ნაწილზე მისი მესაკუთრედ აღიარების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო გ----------–-----ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საერთო ჯამში - 250 ლარი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-1ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებთ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ლ--–---------------ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, I---------–--------------–-------------------------, საკადასტრო კოდი #0-.1-.2-.0--.0--, 1/2 ნაწილის გასხვისება, ჩუქება და უფლებრივად, სახელდობრ, იპოთეკით, უზურფრიქტით, სერვიტუტით დატვირთვა;

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძვლები.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 41-ე, 55-ე, 1991, 243-ე- 244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს:

2. გ----------–-----ეს უარი ეთქვას უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, მ-----------–--------------–-----------------------, საკადასტრო კოდი #0-.1-.2-.0--.0--, 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე;

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ლ--–---------------ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, I---------–--------------–-------------------------, საკადასტრო კოდი #0-.1-.2-.0--.0--, 1/2 ნაწილის გასხვისება, ჩუქება და უფლებრივად, სახელდობრ, იპოთეკით, უზურფრიქტით, სერვიტუტით დატვირთვა;

4. მოსარჩელის მიერ წარდგენილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლელა ცანავა