განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.03.2019
საქმის ნომერი
330210116001233982
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
12.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე N2ბ/5255-18 12 მარტი, 2019 წელი

თბილისი

 

თავმჯდომარე - ლევან გვარამია

მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი

გელა ქირია

 

სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი

 

აპელანტი – ს--–--------–--------–-;

წარმომადგენელი – რ------------–---ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე – რ--------- ქ--------–---–ი;

წარმომადგენელი - მ----------–---–---–ი;

 

დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობის გაუქმება, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების სამართლებრივი ურთიერთობის დადგენა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ი----ის გადაწყვეტილება;

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ი----ის გადაწყვეტილებით:

 

მოსარჩელე რ--------- ქ--------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

 

ბათილად იქნა ცნობილი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბერის გადაწყვეტილების (სამოქალაქო საქმეზე #2/100-14) საფუძველზე 2014 წლის 24 დეკემბერს (ნოტარიუსი თ. ბ---------–---) მ---------------–---–ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა, 1987 წლის 09 ი----ს გარდაცვლილი მ-----------------ის სამკვიდრო ქონებზე, მდებარე ქ. თბილისი ს-----–---–----------–--- 1-ლი ქუჩა 1-ლი გ-------–--–- # 12, 1/2 ნაწილში;

 

ბათილად იქნა ცნობილი თ-------------------ის და თ---------------–---–ის მიერ ს--–--------–--------–-ს სახელზე გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი ს-----–---–----------–--- 1-ლი ქუჩა, 1-ლი გ-------–--–- # 12, 1/2 ნაწილში;

 

რ--------- ქ--------–---–ი (0----------) ცნობილ იქნა 1987 წლის 09 ი----ს გარდაცვლილი მ---------------ის დანაშთი ქონების მემკვიდრედ (ფაქტობრივი ფლობით) და უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი ს-----–---–----------–---------–--------------–----------–--–-------ის საკადასტრო კოდით # 0---------------, მესაკუთრედ 1/2 ნაწილში;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 02/02/2016 წლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც მოპასუხე ს--–---- ხ--–--------–ს (0----------) აეკრძალა უძრავი ქონების მდებარე: ქალაქი თბილისი, ს-----–---–--ს დ-----–--ა, 1 ქუჩა, 1 გ------–--–- #12, საკადასტრო კოდი #0---------------, გასხვისება, დარჩეს უცვლელად დავის საბოლოო გადაწყვეტამდე;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციის #1---------------წ მიხედვით, ქ. თბილისში, ს-----–---–--ს დ-----–--ა 1 ქუჩა, 1 გ------–--–- #12-ში მდებარე უძრავი ნივთის მოსარგებლედ მითითებულია მ---------------ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციი #1---,04/01/2013წ (ს.ფ.51);

-ცნობა-დახასიათება (ს.ფ. 52).

 

2.2. მ---------------ი გარდაიცვალა 1987 წლის 9 ი----ს. გარდაცვალების სააქტო ჩანაწერში პირის მისამართად მითითებულია ს-----–---–--ს ქუჩა #6-- მ---------------ის უკანასკნელს საცხოვრებელ მისამართს წარმოადგენდა უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ს-----–---–-----------–----------------------–--–-----.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-გარდაცვალების მოწმობა, სააქტო ჩანაწერი #1--- (ს.ფ.17);

-გარდაცვალების სააქტო ჩანაწერი (ს.ფ.31);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

2.3. ქ. თბილისში, ს-----–---–--ს დ-----–--ა 1 ქუჩა, 1 გ------–--–- #12 გადამისამართებამდე იწოდებოდა #---ად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

2.4. მ---- მ--------- გარდაცვალების მომენტისათვის მის პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ: მეუღლე - თ------------------ა, შვილები - რ--------- ქ--------–---–ი, მ---------------–---–ი, ტ----------------ა. თ------------------ამ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გააგრძელა სამკვიდრო სახლში ცხოვრება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-რ--------- ქ--------–---–ის დაბადების მოწმობა (ს.ფ. 55);

-ტ----------------ას დაბადების მოწმობა (ს.ფ.150);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

2.5. საქმეში წარმოდგენილი საინფორმაციო ბარათის #0------------, 12/02/2015წ მიხედვით, რ--------- ქ--------–---–ი 1967 წლის 09 მარტიდან რეგისტრირებულია მისამართზე: ქ.თბილისი, ს-----–---–--ს დ-----–--ა #6--

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

-საინფორმაციო ბარათი #0------------, 12/02/2015წ (ს.ფ.53).

 

2.6. თ-------------------ი 1956 წლის 13 დეკემბრიდან 2016 წლის 16 თებერვლამდე რეგისტრირებული იყო მისამართზე ქ. თბილისი, ს-----–---–--ს დ-----–--ა #6--

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი რეესტრიდან 19/02/2016წ (ს.ფ.99).

 

2.7. თ---------------–---–ი 2004 წლის 30 დეკემბრიდან რეგისტრირებულია მისამართზე თბილისი, კ. მ--------–---–-- ქ.#2.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი რეესტრიდან 19/02/2016წ (ს.ფ.100).

 

2.8. თ------------------ი გარდაიცვალა 2016 წლის 11 თ--------–ს, ხოლო მისი გარდაცვალების რეგისტრაცია დათარიღებულია 2016 წლის 15 თ--------–ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-თ------------------ის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ.110)

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.9. საქმეში წარმოდგენილი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით 15/12/2014წ, საქმე #2/100-14 მ------ ფ------–---–ის განცხადება დაკმაყოფილდა. დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ მ------ ფ------–---–ის მამა იყო 1987 წლის 09 ი----ს გარდაცვლილი მ----- კ---------ი, ასევე, მ---------------–---–ს ფაქტობრივი ფლობით მიღებული აქვს მამის, 1987 წლის 09 ი----ს გარდაცვლილი მ---------------ის მემკვიდრეობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება 15/12/2014წ, საქმე #2/100-14 (ს.ფ.47-48).

 

2.10. საქმეში წარმოდგენილი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს განჩინების 27/01/2015წ, საქმე #2/8-2015წ მიხედვით, რ--------- ქ--------–---–ის განცხადება დაკმაყოფილდა, შეჩერდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბერს 2/100-2014 საქმეზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება რ--------- ქ--------–---–ისა და ტ----------------ას განცხადებაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს განჩინება 27/01/2015წ, საქმე #2/8-2015წ (ს.ფ.43-46).

 

2.11. საქმეში წარმოდგენილი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს განჩინების 26/08/2015წ, სამოქალაქო საქმეზე #2/8-2015წ მიხედვით, რ--------- ქ--------–---–ისა და ტ----------------ას განცხადება დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება #2/100-14 სამოქალაქო საქმეზე და განახლდა საქმის წარმოება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს განჩინება 26/08/2015წ, სამოქალაქო საქმეზე

 

#2/8-2015წ (ს.ფ.32-34).

 

2.12. საქმეში წარმოდგენილი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს განჩინების 23/09/2015წ, საქმე #2/100-14 მიხედვით, მ---------------–---–ის განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ დარჩა განუხილველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს განჩინება 23/09/2015წ, საქმე #2/100-14 (ს.ფ.36-

38).

 

2.13. საქმეში წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობის 24/12/2014წ მიხედვით, ნოტარიუს თ---------- ბ--------–--ის მიერ, მ-----------------ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე, შვილის, მ---------------–---–ის სახელზე 2014 წლის 24 დეკემბერს გაიცა სამკვიდრო მოწმობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სამკვიდრო მოწმობა 24/12/2014წ (ს.ფ.18).

 

2.14. თ--------------–---–ი და თ------------------ი, როგორც მ---------------–---–ის მემკვიდრეები, აღირიცხნენ საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის მდებარე ქ. თბილისი, ს-----–---–--ს დ-----–--ა, 1 ქუჩა, 1 გ------–--–- #12-ის, ½-1/2 ნაწილის მესაკუთრეებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.39-40).

 

2.15. საქმეში წარმოდგენილი უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების 25/09/2015წ მიხედვით, თ------------------მა ს--–---- ხ--–--------–ს აჩუქა კუთვნილი ½ ნაწილი უძრავ ქონებაში მდებარე ქ. თბილისი, ს-----–---–--ს დ-----–--ა, 1 ქუჩა, 1 გ------–--–- #12. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ჩუქების ხელშეკრულება 25/09/2015წ (ს.ფ.22-23)

 

2.16. ს--–--------–--------–- 2015 წლის 25 სექტემბერსა და 2016 წლის 06 იანვარს დადებული ჩუქების ხელშეკრულებების საფუძველზე აღირიცხა უძრავი ქონების მდებარე ქ. თბილისი, ს-----–---–------------–---------------------------–--–------, მესაკუთრედ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.19-20).

 

2.17. საქმეში წარმოდგენილი სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების 26/02/2015წ, #1-------- მიხედვით, ნოტარიუს თ---------- ბ--------–--ის მიერ რ--------- ქ--------–---–ს უარი ეთქვა მ---------------ის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების

26/02/2015წ, #1-------- (ს.ფ.65).

 

2.18. საქმეში წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობის 1---------–------------ მიხედვით, ნოტარიუს ნ-------------–---–ის მიერ თ------------------ას სამკვიდრო ქონებაზე, შვილების, რ--------- ქ--------–---–ისა და ტ----------------ას სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სამკვიდრო მოწმობა 1---------–------------(ს.ფ.151-153).

 

2.19. მ---- კ---------ის გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელე რ--------- ქ--------–---–ი, კანონით დადგენილ 6 თვის ვადაში, მამის კუთვნილი უძრავი ქონებისა და მოძრავი ნივთების მიღებით, ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამკვიდრებლის დანაშთ ქონებას. აღნიშნულის შეფასების საფუძველს სასამართლოს აძლევს საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

მხარეთა მიერ სადავოდ არ არის ქცეული ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მ---------------ის საცხოვრებელ ადგილს გარდაცვალებამდე წარმოადგენდა ქ. თბილისი, ს-----–---–--ს დ-----–--ა 1 ქუჩა, 1 გ------–--–- #12 გადამისამართებამდე იწოდებოდა #---ად, სადაც განთავსებული იყო მამკვიდრებლის საკუთრებაში არსებული ნივთები, რომლითაც იგი სარგებლობდა პირადად. შესაბამისად, მ---------------ის სამკვიდრო მასას წარმოადგენდა როგორც სადავო სახლთმფლობელობა, ასევე, მასში განთავსებული მოძრავი ნივთებიც.

 

უდავოდაა დადგენილი გარემოება იმის შესახებაც, რომ რ--------- ქ--------–---–ი რეგისტრირებულია სადავო მისამართზე 1967 წლიდან. მოსარჩელის განმარტებით, მან გააგრძელა სადავო სახლში ცხოვრება მამის გარდაცვალების შემდეგ დედასთან და მეუღლესთან ერთად. ამგვარი განმარტება დადასტურებულია მოწმე, მეზობელი ზ------------–-ას მიერ. საწინააღმდეგო და საპირისპირო მტკიცებულება საქმეში მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ წარმოდგენილა. გარემოებას ეთანხმება მოპასუხე ტ----------------აც, რომელიც წარმოადგენს, ასევე, სამემკვიდრეო უფლებების მქონე პირს.

 

გარემოებას იმის შესახებ, რომ მ---------------ის სამკვიდროს არ დაუფლებია მ---------------–---–ი, ადასტურებს მის მიერ იურიდიული მნიშვნელობის მქონე - მემკვიდრეობის მიღების ფაქტის დასადგენად სასამართლოში მიმართვა.

 

შესაბამისად, მოსარჩელის ახსნა-განმარტებით მითითებული, მოწმის მიერ გამყარებული, დავის გადაწყვეტისათვის არსებითი ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლება, წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოპასუხემ ვერ განახორციელა. მას საპირისპირო ფაქტების დასტურად მოწმეები არ წარმოუდგენია, ხოლო გარემოება, რომ რ--------- ქ--------–---–ი გათხოვების შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა მეუღლის მისამართზე, რაიმე სახის მტკიცებულებით არ დასტურდება. რ--------- ქ--------–---–ის მიერ ოჯახის შექმნის ფაქტი, არ გამორიცხავს მოსარჩელის მიერ მამისეული სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლებას.

 

შესაბამისად, ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა, მამკვიდრებლის გარდაცვალებისას რ--------- ქ--------–---–ის სადავო სახლში ყოფნა, რეგისტრაცია, მის მიერ სახლთმფლობელობაში არსებული მოძრავი ნივთების მიღება სამკვიდროს გახსნის შემდეგ მოკლე პერიოდში, ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს იმის შესახებ, რომ მოსარჩელე ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამის დანაშთ სამკვიდროს. ვარაუდის გაქარწყლების ვალდებულება კი ეკისრება პირს, რომლის წინააღმდეგაცაა მიმართული იგი. მოცემულ შემთხვევაში ს--–---- ხ--–--------–ს, დასახელებული ფაქტების საწინააღმდეგო, უარმყოფელი, სათანადო დასაბუთება არ წარმოუდგენია. წარმოდგენილი მტკიცებულებებით მან ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის საპროცესო უფლების სრულყოფილი რეალიზაცია.

 

მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო- სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა არგუმენტების, მათი ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებებისა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ რ--------- ქ--------–---–ი დაეუფლა მამის დანაშთ ქონებას, რის გამოც ადგილი აქვს მემკვიდრის მხრიდან მ---------------ის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო, ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთვევისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1504-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ამოქმედდა 1997 წლის 25 ნოემბრიდან.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ითხოვს 1987 წლის 09 ი----ს გარდაცვლილი მ---------------ის სამკვიდროს მიკუთვნებას. შესაბამისად, სამკვიდრო გაიხსნა ახალი კოდექსის ამოქმედებამდე. მხარეთა შეთანხმება სარჩელის განხილვისას ახალი ნორმების გამოყენებასთან დაკავშირებით არ მომხდარა, რის გამოც საქმე განხილულ უნდა იქნას სადავო სამართლებრივი ურთიერთობის დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის ნორმებით, კერძოდ, მ---------------ის სამკვიდროს გახსნის, 1987 წელს მოქმედი - საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 1964 წლის რედაქციით.

 

საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 540-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება სამკვიდროს დამტოვებლის გარდაცვალების დღე. ამავე კოდექსის 539-ე მუხლი შესაბამისად, მემკვიდრეობის გადასვლა ხდება კანონით ან ანდერძით.

 

სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამკვიდრო მიღებულად ითვლება თუ მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, აგრეთვე როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ; ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნული მოქმედებები შესრულებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ამავე ნორმის პირველი აბზაცის პირველი წინადადების თანახმად, იმისათვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრისა გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი. მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

 

საკითხის იდენტურ მოწესრიგებას გვთავაზობს, ახალი სამოქალაქო კოდექსიც. სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე, ხოლო 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები. შვილიშვილები კანონით მემკვიდრედ ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ---------------ის გარდაცვალებით, 1987 წლის 09 ი----ს გაიხსნა სამკვიდრო. მის კანონით პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ მეუღლე - თ------------------ი, შვილები - რ--------- ქ--------–---–ი, მ---------------–---–ი, ტ----------------ა.

 

დადგენილია ასევე, რომ მ---------------ის გარდაცვალებისას სამკვიდრო მასას წარმოადგენდა უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ს-----–---–--ს დ-----–--ა, 1 ქუჩა, 1 გ------–--–- #12, ასევე, მასში განთავსებული მოძრავი ნივთები.

 

სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღონ სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა იყოს იგი. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით, სამკვიდრო მიღებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება; ანუ აღნიშნული ნორმა იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. ამდენად, იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმით დარეგულირდეს განსახილველი ურთიერთობა, სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრე ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს ქონებას ან მართოს იგი. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ.

 

ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრის ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. ასეთად კი მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში და სხვა. სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურდება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადასახადების გადახდაში, დამქირავებლისათვის ქირის გადახდევინებაში, თხოვებაში და ა.შ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მემკვიდრეთაგან სადავო სახლში ცხოვრება განაგრძო თ------------------ამ, რაც მისი მხრიდან სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებაზე მიუთითებს. რაც შეეხება თანასაკუთრებას და მისი როგორც, თანამესაკუთრე მეუღლის წილს, მას სიცოცხლეში არ განუცხადებია პრეტენზია კუთვნილი წილის საკუთრებაში აღრიცხვის შესახებ. თ------------------ა გარდაიცვალა 2016 წლის 11 თ--------–ს.

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით 15/12/2014წ, საქმე #2/100- 14 მ---------------–---–ის განცხადება დაკმაყოფილდა. დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ მ---------------–---–ის მამა იყო 1987 წლის 09 ი----ს გარდაცვლილი მ----- კ---------ი, ასევე, მ---------------–---–ს ფაქტობრივი ფლობით მიღებული აქვს მამის, 1987 წლის 09 ი----ს გარდაცვლილი მ---------------ის მემკვიდრეობა. დაინტერესებულ პირთა მოუწვევლობის გამო, რ--------- ქ--------–---–ის განცხადების საფუძველზე გადაწყვეტილება გაუქმდა, ხოლო განცხადება დარჩა განუხილველი.

 

მიუხედავად აღნიშნულისა, თ------------------მა და თ--------------–---–მა, როგორც გარდაცვლილი მ---------------–---–ის მემკვიდრეებმა, მიიღეს სამკვიდრო მოწმობა, ქონება აღრიცხეს საკუთრებად და გააჩუქეს ნათესავზე, დისშვილზე - ს--–---- ხ--–--------–ზე.

 

რაც შეეხება რ--------- ქ--------–---–ს, იგი, კანონით დადგენილ 6 თვის ვადაში, მამის კუთვნილი უძრავი ქონებისა და მოძრავი ნივთების მიღებით, ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამკვიდრებლის დანაშთ ქონებას. მხარეთა მიერ სადავოდ არ არის ქცეული ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მ---------------ის საცხოვრებელ ადგილს გარდაცვალებამდე წარმოადგენდა ქ. თბილისი, ს-----–---–--ს დ-----–--ა 1 ქუჩა, 1 გ------–--–- #12 გადამისამართებამდე იწოდებოდა #---ად, სადაც განთავსებული იყო მამკვიდრებლის საკუთრებაში არსებული ნივთები, რომლითაც იგი სარგებლობდა პირადად. შესაბამისად, მ---------------ის სამკვიდრო მასას წარმოადგენდა როგორც სადავო სახლთმფლობელობა, ასევე, მასში განთავსებული მოძრავი ნივთებიც.

 

უდავოდაა დადგენილი გარემოება იმის შესახებაც, რომ რ--------- ქ--------–---–ი რეგისტრირებულია სადავო მისამართზე 1967 წლიდან. მოსარჩელის განმარტებით, მან გააგრძელა სადავო სახლში ცხოვრება მამის გარდაცვალების შემდეგ დედასთან და მეუღლესთან ერთად. ამგვარი განმარტება დადსტურებულია მოწმე, მეზობელი ზ------------–-ას მიერ. საწინააღმდეგო და საპირისპირო მტკიცებულება საქმეში მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ წარმოდგენილა. გარემოებას ეთანხმება მოპასუხე ტ----------------აც, რომელიც წარმოადგენს ასევე სამემკვიდრეო უფლებების მქონე პირს.

 

გარემოებას იმის შესახებ, რომ მ---------------ის სამკვიდროს არ დაუფლებია მ---------------–---–ი, ადასტურებს მის მიერ იურიდიული მნიშვნელობის მქონე - მემკვიდრეობის მიღების ფაქტის დასადგენად სასამართლოში მიმართვა.

 

შესაბამისად, მოსარჩელის ახსნა-განმარტებით მითითებული, მოწმის მიერ გამყარებული, დავის გადაწყვეტისათვის არსებითი ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლება, წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოპასუხემ ვერ განახორციელა. მას საპირისპირო ფაქტების დასტურად მოწმეები არ წარმოუდგენია, ხოლო გარემოება, რომ რ--------- ქ--------–---–ი გათხოვების შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა მეუღლის მისამართზე, რაიმე სახის მტკიცებულებით არ დასტურდება. რ--------- ქ--------–---–ის მიერ ოჯახის შექმნის ფაქტი, არ გამორიცხავს მოსარჩელის მიერ მამისეული სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლებას.

 

შესაბამისად, ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა, მამკვიდრებლის გარდაცვალებისას რ--------- ქ--------–---–ის სადავო სახლში ყოფნა, რეგისტრაცია, მის მიერ სახლთმფლობელობაში არსებული მოძრავი ნივთების მიღება სამკვიდროს გახსნის შემდეგ მოკლე პერიოდში, ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს იმის შესახებ, რომ მოსარჩელე ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამის დანაშთ სამკვიდროს. ვარაუდის გაქარწყლების ვალდებულება კი ეკისრება პირს, რომლის წინააღმდეგაცაა მიმართული იგი. მოცემულ შემთხვევაში ს--–---- ხ--–--------–ს, დასახელებული ფაქტების საწინააღმდეგო, უარმყოფელი, სათანადო დასაბუთება არ წარმოუდგენია. წარმოდგენილი მტკიცებულებებით მან ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის საპროცესო უფლების სრულყოფილი რეალიზაცია.

 

შესაბამისად იმის გათვალისწინებით, რომ მამკვიდრებელს დარჩა სამკვიდროს მიმღები ორი კანონისმიერი მემკვიდრე, შვილის, რ--------- ქ--------–---–ისა და მეუღლის, თ------------------ის სახით, მოსარჩელის წილი სადავო ქონებიდან განისაზღვრება სამკვიდროს ½ ნაწილით. შესაბამისად, რ--------- ქ--------–---–ის სარჩელი აღირიცხოს მემკვიდრედ და მესაკუთრედ, მ---------------ის სამკვიდრო ქონებაზე, ნაწილობრივ, ½ ნაწილზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.21. რაც შეეხება მოპასუხის მითითებას სასარჩელო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობაზე, სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც. სწორედ ასეთ სპეციალურ ხანდაზმულობის ვადას გვთავაზობს სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი, კონკრეტულად იმ შემთხვევისათვის, როცა პირს სურს შეედავოს სამკვიდრო მოწმობას.

 

მითითებული ნორმის თანახმად, სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი. სამკვიდროს მიღება ან მასზე უარის თქმა ცალმხრივი გარიგებაა, რომლითაც გამოხატულია მემკვიდრის ნება სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით. სამკვიდროს მიღებისა და მიღებაზე უარის თქმის წესი დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 1421-1451-ე მუხლებით. თუკი სამკვიდროს მიღების შემდეგ მემკვიდრე არ მიიღებს ზომებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს სამკვიდროს მიღებაზე. სამკვიდრო მოწმობა ადასტურებს მასში მითითებული პირის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს. ამდენად, სამკვიდროს მიღება ყოველთვის წინ უსწრებს სამკვიდრო მოწმობის გაცემას.

 

შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი ადგენს კონკრეტულად სამკვიდროს მიღების ან მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ხანდაზმულობის ვადას და არა სამემკვიდრეო მოწმობის გასაჩივრების ვადას (სუსგ 30.10.2015წ. №ას-111-104-2015, სუსგ 8.04.2013 წ. №ას-72-68-2013), რის გამოც ამ მხრივ მოპასუხის მითითება სამართლებრივ მნიშვნელობას მოკლებულია. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ დაუშვებელია – მესაკუთრეს დაუწესდეს რაიმე ხანდაზმულობის ვადა მისი საკუთრების აბსოლუტური უფლების დაცვასთან დაკავშირებით. (ეს დასკვნა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას იხ: 2014 წლის 24 იანვრის განჩინება სამოქალაქო საქმეზე №ას-911-869-2013).

 

2.22. სამოქალაქო კოდექსის 1503-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა შეიძლება გაიცეს როგორც მთელ სამკვიდროზე ასევე მის ნაწილზე. მოწმობა მიეცემა ყველა მემკვიდრეს ერთად ან თითოეულს ცალ-ცალკე მათი სურვილისამებრ. სამკვიდრო მოწმობის მიცემა ერთი მემკვიდრისათვის სამკვიდროს ნაწილზე, არ ართმევს უფლებას სხვა მემკვიდრეებს მიიღონ მოწმობა დანარჩენ ნაწილზე.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ---------------ის სამკვიდრო მიღებული აქვს მის ორ კანონისმიერ მემკვიდრეს. დადგენილია ასევე, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ნოტარიუს თ---------- ბ--------–--ის მიერ 2014 წლის 24 დეკემბერს მ------ ფ------–---–ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, გაუქმებულია. შესაბამისად, არსებობს, ორი მემკვიდრის წილის გათვალისწინებით, რ--------- ქ--------–---–ის იურიდიული ინტერესის ფარგლებში, ნოტარიუს თ. ბ--------–--ის მიერ 2014 წლის 24 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის ½ ნაწილში გაბათილების საფუძველი.

 

2.23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია რ--------- ქ--------–---–ის საკუთრების უფლება უძრავი ქონების მდებარე ქ. თბილისი ს-----–---–----------–--- 1-ლი ქუჩა 1-ლი გ-------–--–- N12, ½ ნაწილზე, შესაბამისად, იურიდიული ინტერესის ფარგლებში, არსებობს თ------------------ის და თ--------------–---–ის მიერ ს--–--------–--------–-ს სახელზე გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი ს-----–---–----------–--- 1-ლი ქუჩა, 1-ლი გ-------–--–- # 12, 1/2 ნაწილში ბათილად ცნობის საფუძველი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე, 1320-ე და 1324-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მთლიან სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნა 1987 წლის 9 ი----ს მამკვიდრებელი მ---------------ის გარდაცვალების დღიდან. მოსარჩელეს დღემდე არ მიუმართავს მთლიანი სამკვიდროს მიღებაზე, ანუ თავისი ქმედებით, ან უმოქმედობით მან ფაქტობრივად უარი თქვა მთლიან სამკვიდროზე. სამოქალაქო კოდექსის 1435-ე მუხლის თანახმად, თუ მემკვიდრე უარს იტყვის სამკვიდროს ნაწილზე ითვლება, რომ ის უარს ამბობს სამკვიდროზე. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 1987 წლიდან 2018 წლამდე არ მიუმართავს ნოტარიუსისათვის. შესაბამისად, მან უარი განაცხადა ამ მოქმედებით მემკვიდრეობაზე და არ უნდა ჩაითვალოს მემკვიდრეთა წრის მონაწილედ ხანდაზმულობის ვადის გამო.

 

3.2. აპელანტის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებული უნდა იქნეს 6 თვის ვადაში სამკვიდორს გახსნის დღიდან. იგულისხმება როგორც ფაქტობრივი ფლობა ასევე მემკვიდრემ უნდა მიმართოს ნოტარიუსს სამკვიდროს მიღების შესახებ. აპელანტის მითითებით, რამდენიმე დღით ცხოვრება მამკვიდრებლის ბინაში არ ნიშნავს, რომ მემკვიდრემ ფაქტობრივი ფლობით მიიღო სამკვიდრო. მემკვიდრემ მთლიანად უნდა მიიღოს სამკვიდრო როგორც აქტივი, ასევე პასივი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამკვიდრო მიღებულად არ ჩაითვლება.

 

აპელანტის მითთებით, მოსარჩელე აცხადებს, რომ ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდრო უძრავ ოქნებას, რომლის დასადასტურებლად უთითებს იმაზე, რომ იხდიდა კომუნალურ გადასახადებს, თუმცა წარმოდგენილ კომუნალური გადახდის ქვითრებში გადამხდელად მისი სახელი არ არის მითითებული.

 

3.3. აპელანტის განმარტებით, სადავო ქონება წარმოადგენს მ----- ფ------–---–ის სამკვიდრო ქონებას, ხოლო მოსარჩელე დავობს მ---- კ---------ის სამკვიდრო ქონებაზე და არა მ----- ფ------–---–ის სამკვიდრო ქონებაზე. შესაბამისად, შეუძლებელია გაყოფილი იქნას მ----- ფ------–---–ის დანაშთი სამკვიდრო ქონება მდებარე - ქ. თბილისი, ს-----–---–--ს დ-----–--ა 1 ქუჩა, 1 გ------–--–- N12. მ----- ფ------–---–ის პირველი რიგის მემკვიდრეებმა, როგორც კანონიერმა მესაკუთრეებმა კანონით მინიჭებულ ფარგლებში მოახდინეს ქონების გაჩუქება.

 

3.4. აპელანტის განმარტებით, მოსარჩელეს გათხოვების შემდეგ არ უცხოვრია სადავო სახლში, აღნიშნული დგინდება საქმის მასალებში წარმოდგენილი პოლიციის ცნობებით, რომ რ--------- ქ--------–---–ი ცხოვრობს ცალკე, როცა იგი მიდიოდა სამკვიდრო სახლში დედას აყენებდა ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფას. ამ კონფლიქტის გამო, თ----- ქ--------–---–მა თავის სიცოცხლეში უარი განაცხადა მ---------------ის დანაშთ ქონებაზე მ---------------–---–ის სასარგებლოდ და შეიძლება ითქვას, რომ ამით თ----- ქ--------–---–მა თავისი შვილი რ--------- ქ--------–---–ი გამოაცხადა უღირს მემკვიდრედ.

 

აპელანტის მითითებით, სამკვიდრო ქონება შეძენილია მამკვიდრებლების მ---------------ისა და თ------------------ის ერთად ცხოვრების პერიოდში, შესაბამისად ½ ეკუთვნის მამკვიდრებლის მეუღლეს და ½ წილი უნდა გაიყოს 4 მემკვიდრეზე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელ ად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. მამკვიდრებელი მ---------------ი გარდაიცვალა 1987 წლის 9 ი----ს. სადავო სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს ქ. თბილისი, ს-----–---–--ს დ-----–--ა 1 ქუჩა, 1 გ------–--–- N12-ში (გადამისამართებამდე N--) მდებარე უძრავი ქონება (ტ.1, ს.ფ.17; 31; 51-52).

 

4.2. დადგენილია, რომ მ---------------ის პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ: მეუღლე - თ------------------ა და შვილები - რ--------- ქ--------–---–ი, მ---------------–---–ი, ტ----------------ა.

 

4.3. თ------------------ას გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღია 2016 წლის 15 თ--------–ი (იხ. ტ.1, ს.ფ.110)

 

4.4. მ---- კ---------ის სამკვიდრო ქონებაზე, 2014 წლის 24 დეკემბერს გაიცა სამკვიდრო მოწმობა - შვილის მ---------------–---–ის სახელზე (იხ. სამკვიდრო მოწმობა 24/12/2014წ ტ. 1, ს.ფ.18).

 

4.5. დადგენილია, რომ თ--------------–---–ი და თ------------------ი, როგორც მ---------------–---–ის მემკვიდრეები, აღირიცხნენ საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის მდებარე ქ.თბილისი, ს-----–---–--ს დ-----–--ა, 1 ქუჩა, 1 გ------–--–- №12-ის, ½-1/2 ნაწილის მესაკუთრეებად. ხოლო 25.09.2015წ. ჩუქების ხელშეკრულებით თ------------------მა ს--–---- ხ--–--------–ს აჩუქა კუთვნილი ½ ნაწილი უძრავ ქონებაში მდებარე ქ. თბილისი, ს-----–---–--ს დ-----–--ა, 1 ქუჩა, 1 გ------–--–- №12. ს--–--------–--------–- ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა სადავო უძრავი ქონების მდებარე მესაკუთრედ (იხ. ტ.1, ს.ფ.19-23; 39-40).

 

4.6. თ------------------ას სამკვიდრო ქონებაზე 16.09.2016წ. გაცემულია სამკვიდრო მოწმობა შვილების - რ--------- ქ--------–---–ისა და ტ----------------ას სახელზე (იხ. ტ.1, ს.ფ.151-153).

 

4.7. დადგენილია, რომ მოსარჩელე რ--------- ქ--------–---–ს უარი ეთქვა მ---------------ის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე (იხ. 26/02/2015წ, N1-------- სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილება ტ.1, ს.ფ. 65);

 

4.8. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, სადავო ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელე რ--------- ქ--------–---–ი კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამკვიდრებლის მ---------------ის (მამა) სამკვიდრო ქონებას. შესაბამისად, პალატის შეფასებით, აპელანტის არგუმენტები იმის შესახებ, რომ ვინაიდან მოსარჩელეს სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსისთვის არ მიუმართავს, უნდა ჩაითვალოს, რომ მან გაუშვა სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი ვადა, მოკლებულია დასაბუთებას, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ მ---------------ის შვილმა რ--------- ქ--------–---–მა ფაქტოვრივი ფლობით მიიღო სადავო სამკვიდრო ქონება. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა თავდაპირველად ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებში წარმოდგენილ საინფორმაციო ბარათზე, რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელე რ--------- ქ--------–---–ი 1967 წლის 09 მარტიდან რეგისტრირებული იყო მისამართზე: ქ.თბილისი, ს-----–---–--ს დ-----–--ა N--, ამჟამინდელი ს-----–---–--ს დ-----–--ა, 1 ქუჩა, 1 გ------–--–- №12 (იხ. საინფორმაციო ბარათის N0------------, 12/02/2015წ. ტ.1, ს.ფ. 53).

 

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებლი ეფუძნება.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ დედასთან და მეუღლესთან ერთად განაგრძო სამკვიდრო სახლში ცხოვრება და ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა უძრა/მოძრავ ნივთებს. მითითებული სადავო ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა მოწმემ ზ------------–-ამ (მეზობელი), რომელმაც მიუთითა, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელე რ--------- ქ--------–---–ი ცხოვრობდა დედასთან ერთად სადავო საცხოვრებელ სახლში, რომელიც მდებარეობს მისამართზე თბილისი, ს-----–---–--ს დ-----–--ა, 1 ქუჩა, 1 გ------–--–- №12 (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 4.06.2018წ. სასამართლო სხდომის ოქმი 15.20.08-15.20.42, ტ.1, ს.ფ. 291-318). მნიშვნელოვანია, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ რ--------- ქ--------–---–ის სადავო სამკვიდრო სახლში ცხოვრების ფაქტი დაადასტურდა ასევე, მოპასუხე ტ----------------ამ (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.02.2018წ. სხდომის ოქმი 13.51.52-13.53.32სთ, ტ.1, ს.ფ. 276-287).

 

პალატა მიუთითებს, რომ როდესაც სარჩელის საგანს სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღება წარმოადგენს და ამას არ ეთანხმება მოპასუხე, მტკიცების საგანში შემავალი უმთავრესი ფაქტის - ქონების ფაქტობრივად დაუფლების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის მხარეზეა. არც მატერიალური და არც საპროცესო სამართლის ნორმები არ გვთავაზობს მტკიცებულებათა იმგვარ ნუსხას, რომლებითაც შეიძლებოდა, დადასტურებულიყო მოსარჩელის მიერ სამკვიდროს/მისი ნაწილის დადგენილ ვადაში მესაკუთრის მსგავსად დაუფლება, შესაბამისად, ეს გარემოება შეიძლება დადასტურდეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნებისმიერი მტკიცებულებით (მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტანტაციის მასალები, ნივთიერი თუ წერილობითი მტკიცებულება და სხვა). ამავე კოდექსის მე-4 და 103-ე (1) მუხლების შესაბამისად, მტკიცებულებები უნდა წარადგინოს მოსარჩელემ, რაც შეეხება მტკიცებულებათა შეფასებას, შეჯიბრებითობის ფარგლებში საქმეში არსებული მტკიცებულებების კვლევას სასამართლო ახდენს თავისუფალი შეფასების ფარგლებში (სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით), რომელიც მოიცავს მათ, როგორც ინდივიდუალურ, ისე - ერთობლივად გამოკვლევას, მტკიცებულების იურიდიული სანდოობის შესწავლას, მათ შეპირისპირებას, რაც სასამართლოს უქმნის შინაგან რწმენას მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის დადასტურების საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ დაადასტურა მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით დაუფლების შესახებ, ხოლო მოპასუხემ ვერ უზრუნველყო საპირისპირო მტკიცებულებების წარმოდგენა, მოპასუხის მხოლოდ მითითება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს გათხოვების შემდეგ აღარ უცხოვრია სადავო საცხოვრებელ სახლში, არ არის საკმარისი ფაქტის დადასტურებულად მიჩნევისათვის.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელე რ--------- ქ--------–---–მა მ---------------ის სამკვიდრო ქონება მიიღო ფაქტობრივი დაუფლების გზით.

 

4.9. 1964 წლის რედაქციის სსკ-ის 539-ე მუხლში აღნიშნულია, რომ მემკვიდრეობა გადადის კანონით ან ანდერძით. ამავე კოდექსის 544-ე მუხლით, კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან, პირველ რიგში, გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები, ხოლო, 556-ე მუხლის მეორე აბზაცის თანახმად, სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, აგრეთვე, როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ. აღნიშნული მოქმედებები შესრულებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. 1964 წლის რედაქციის სსკ-ის 539-ე, 544-ე, 556-ე მუხლების იდენტურ მოწესრიგებას ადგენს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი 1336-ე, 1421-ე, 1424-ე მუხლები.

 

სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილით, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).

 

სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.

 

სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ---------------ის კანონისმიერ პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ შვილები - რ--------- ქ--------–---–ი, მ---------------–---–ი, ტ----------------ა და მეუღლე - თ------------------ი. სადავო სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს ქ. თბილისი, ს-----–---–--ს დ-----–--ა, 1 ქუჩა, 1 გ------–--–- N12-ში მდებარე უძრავი ქონება. პალატა იზიარებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ მ---------------–---–ი არ დაუფლებია მ---------------ის სამკვიდროს, რასაც ადასტურებს მის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის ფაქტი - მემკვიდრეობის მიღების ფაქტის დადგენის შესახებ. რაც შეეხება მამკვიდრებლის მეუღლეს დადგენილია, რომ თ------------------ამ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ განაგრძო სადავო სახლში ცხოვრება, შესაბამისად ფაქტობრივი ფლობის საფუძველზე მიიღო სამკვიდრო ქონება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ სახეზე იყო სამკვიდროს მიმღები ორი კანონისმიერი მემკვიდრე, შვილი მოსარჩელე - რ--------- ქ--------–---–ი და მეუღლე - თ------------------ი, შესაბამისად, სადავო ქონებიდან მოსარჩელის წილი სწორად განისაზღვრა სამკვიდროს ½ ნაწილით.

 

4.10. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი.

 

სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს რომელთაც განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (სუსგ 19.03.2015წ. საქმე №ას-838-802-2014).

 

აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (სუსგ 1.07.2015წ. საქმე №ას-17-14-2015).

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან დადასტურებულია მოსარჩელის მიერ მ---------------ის სამკვიდროს მიღების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, შესაბამისად, სახეზეა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, ბათილად იქნას ცნობილი თ------------------ის და თ--------------–---–ის მიერ ს--–--------–--------–-ს სახელზე გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე - თბილისი ს-----–---–----------–--- 1-ლი ქუჩა, 1-ლი გ-------–--–- N 12, ½ ნაწილში, რაც სწორად იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

 

4.11. საბოლოოდ, პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა, რის გამოც არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ი----ის გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ს--–--------–--------–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ი----ის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ლევან გვარამია

 

მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი

 

გელა ქირია