სამკვიდროს გახსნის ადგილად იმ პირთა გარდაცვალების შემდეგ, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ საზღვარგარეთ, ითვლება ის ქვეყანა, სადაც ისინი ცხოვრობდნე
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 1326. საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრებ პირთა სამკვიდროს გახსნა
სამოქალაქო კოდექსის 1326-ე მუხლი · სკ 1326
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-386-359-2010
კასატორი აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდქსის 1323-ე მუხლი, არასწორად გამოიყენა 1321-ე და 1326-ე მუხლები. სასამართლომ ერთმანეთში აურია საკოლმეურნეო კომლი და სამეურნეო კომლი და არ გაითვალისწინა, რომ XX საუკუნის 90-იანი წლებიდან მიმდინარე რეფორმის შედეგად საკოლმეურნეო და მუშა-მოსამსახურის კატეგორიებად კომლები აღარ იყოფა, 1997 წლის სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლი იცნობს და აღიარებს სამეურნეო კომლს (ს.ფ.
- საქმე №ას-146-476-09
…აწესრიგებს. «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, მემკვიდრეობითი ურთიერთობები წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, რომელსაც მამკვიდრებელი გარდაცვალებისას განეკუთვნებოდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1326-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გახსნის ადგილად იმ პირთა გარდაცვალების შემდეგ, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ საზღვარგარეთ, ითვლება ის ქვეყანა, სადაც ისინი ცხოვრობდნენ.
- საქმე №ას-1209-1453-05
…და მოვალეობები. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სკ-ის 1306-ე და 1328-ე მუხლების შესაბამისად, მოსარჩელეები უფლებამოსილი არიან‚ მოითხოვონ გ. მ-ძისგან თანხის გადახდა. პალატამ არ გაიზიარა გ.მ-ძის მოსაზრება სკ-ის 1326-ე და 1327-ე მუხლების დარღვევის შესახებ, ვინაიდან გარდაცვლილი არ წარმოადგენდა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ხოლო ის ფაქტი, რომ გ.
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 90. სამკვიდრო მოწმობაში ახალი მემკვიდრის ჩართვა
- მუხლი 81. სამკვიდროს დაცვა
- მუხლი 51. საკონსულო დაწესებულების წევრისა და მისი ოჯახის წევრის სამკვიდრო ქონება
- მუხლი 39. სამკვიდროს დაცვა
- მუხლი 88. სხვა მემკვიდრის უფლების უზრუნველყოფა სამკვიდრო მოწმობის გაცემისას
- მუხლი 91. სამკვიდრო მოწმობის გაცემა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1319. სამკვიდროს გახსნა
- მუხლი 1320. სამკვიდროს გახსნის დრო
- მუხლი 1321. ერთ დღეს გარდაცვლილ პირთა მემკვიდრეობა
- მუხლი 1322. სამკვიდროს გახსნა გარდაცვლილად პირის გამოცხადების შემდეგ
- მუხლი 1324. სამკვიდროს გახსნის ადგილი
- მუხლი 1325. საზღვარგარეთ მცხოვრებ პირთა სამკვიდროს გახსნის ადგილი
- მუხლი 1327. სამკვიდროს გახსნა საზღვარგარეთ
- მუხლი 1328. სამკვიდრო ქონება
- მუხლი 1329. მომავალი ქონება
- მუხლი 1330. პირადი ხასიათის უფლება-მოვალეობათა მემკვიდრეობით გადაცემის დაუშვებლობა
- მუხლი 1331. მამკვიდრებლის არაქონებრივი უფლებების დაცვა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1326, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1326/