განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N2ბ/5519-18 21 მაისი, 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ლევან გვარამია
მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი
გელა ქირია
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტები – გ------- ხ--------, ვ----– დ---–------;
წარმომადგენელი –გ--------------–---–-;
მოწინააღმდეგე მხარე – ი--- ხ--------;
წარმომადგენელი - ნ------------–---–-;
დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობის და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება;
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით ი--- ხ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2017 წლის 13 მარტს ნოტარიუს ქეთევან ჩხიკვაძის მიერ რეგისტრირებული N170245909 სამკვიდრო მოწმობა, პ---–- ხ-------ის სამკვიდრო ქონებაზე, გაცემული გ------- ხ-------ის სახელზე - 1/3 ნაწილში. ბათილად იქნა ცნობილი 2017 წლის 20 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება გ------- ხ--------სა და ვ----– დ---–------ს შორის, ს/კ 6----------- უძრავ ქონებაზე - 1/3 ნაწილში.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი--- ხ-------- ცნობილ იქნა მხარდამჭერის მიმღებად. თ----- ხ-------- დაინიშნა ი--- ხ-------ის მხარდამჭერად, რომელსაც მიენიჭა უფლება იყოს მისი საპროცესო წარმომადგენელი და წარმომადგენელი უძრავი ქონების მართვა - აღრიცხვის სფეროში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ.
15-18);
2.2. პ---–- ხ-------- გარდაიცვალა 2014 წლის 30 იანვარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 19);
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.3. 2017 წლის 20 მარტს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, დასტურდება, რომ გ------- ხ--------მ ვ----– დ---–------ს მიჰყიდა საცხოვრებელი სახლი, მდებარე დაბა სურამი, სოფელ ბეკამში, საგნის ღირებულებამ შეადგინა 15 000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ.32);
- მხარეთა ახსნა -განმარტებები.
2.4. 2017 წლის 13 მარტს ნოტარიუს ქეთევან ჩხიკვაძის მიერ რეგისტრირებული სამკვიდრო მოწმობა, საიდანაც ირკვევა, რომ გ------- ხ--------მ, როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - შვილიშვილმა, მიიღო 2014 წლის 30 იანვარს გარდაცვლილი პ---–- ხ-------ის მთელი სამკვიდრო ქონება სრულად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ.21-22)
-მხარეთა ახსნა -განმარტებები
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, სხდომაზე გამოკვლეულ იქნა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და გარემოებები და დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ი--- ხ-------- ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა 2014 წლის 30 იანვარს გარდაცვლილი მამის - პ---–- ხ-------ის სამკვიდრო ქონებას. ქონება, რომელიც თავის სიცოცხლეში პ---–- ხ--------მ აჩუქა თ----- ხ--------ს არ იყო იზოლირებულად გამოყოფილი, რაც დასტურდება პოლიციის მოკვლეული მასალებით, რომლითაც დგინდება, რომ გ------- ხ-------ის მიერ იზოლირება მოხდა დავის დაწყებამდე, რასაც შემდგომ მოჰყვა მოძრავ ქონებაზე დავა და უძრავ ქონებაზე დავა. აღნიშნული მიუთითებს, რომ დანაშთი ქონება იყო ი--- და გ------- ხ--------ების საერთო სარგებლობაში.
სასამართლო იზიარებს მოთხოვნას ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ვ----– დ---–------ არის არაკეთილსინდისიერი შემძენი, რადგან იგი არის ამავე სოფელში მცხოვრები, შესაბამისად მისთვის ცნობილი იყო პ---–- ხ-------ის ქონებაზე მემკვიდრეთა წრე. თ----- ხ-------ის განმარტებით ვ----– დ---–------ არის მათი მეზობელი და მოპასუხის მეუღლის ნათესავი.
თვით გ------- ხ-------- ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს, რომ ვ----– დ---–------ არის მისი ნათესავი და მის სახლში ცხოვრობს, რადგან სხვა სახლი არა აქვს, ამასვე განმარტავს მოპასუხე ვ----– დ---–------ თავის ახსნა- განმარტებაში რის გამოც სასამართლო თვლის, რომ ადგილი ჰქონდა თვალთმაქცურ გარიგებას, რომელსაც არ ჰქონდა ფაქტობრივად გასხვისების მი---ნი და არც იურიდიული შედეგი არ დამდგარა. ის გარემოება, რომ ვ----– დ---–------მ გარკვეულ ვადაში თანხის დაბრუნების პირობით დადო ნასყიდობის ხელშეკრულება - ფაქტობრივად მიუთითებს სესხზე. ნასყიდობის ხელშეკრულებაში გამოსყიდვის შესახებ არ არის მითითებული, ყოველივე ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული გარიგება არის თვალთმაქცური.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ მოსარჩელეს უნდა მოეთხოვა მთლიანი ნასყიდობის გაუქმება, რადგან მოსარჩელეს აქვს მხოლოდ ქონების 1/3-ის ინტერესი და არა მთლიანი გასხვისებული ქონებისა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1422-ე მუხლის თანახმად, მხარდაჭერის მიმღები სამკვიდროს იღებს მხარდამჭერის დახმარებით, თუ მას სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარდაჭერა ქონებრივი უფლებების განსახორციელებლად დაუწესდა.
2017 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი--- ხ------ზეს მხარდაჭერა დაუწესდა ქონების მართვისა და ი--- ხ-------ის სახელზე აღრიცხვის სფეროში.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის შესაბამისად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის შესაბამისად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1324-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის ადგილად ითვლება მამკვიდრებლის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო, თუ იგი ცნობილი არ არის - სამკვიდროს ადგილსამყოფელი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო, თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ - ამ ქონების ღირებულება.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სამკვიდროში შედის არა კონკრეტული საგნები, არამედ მამკვიდრებლის უფლება ამ საგნებზე. ამასთან, უფლება ნივთზე (საკუთრების, სარგებლობის) იმავე სახით გადადის მემკვიდრეებზე, რა სახითაც ის მამკვიდრებელთან არსებობდა. მიუხედავად ნივთზე უფლების კანონით დადგენილი წესით აღრიცხვის განუხორციელებლობისა, ეს უფლება სამკვიდრო მასაში შედის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის შესაბამისად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).
დადგენილია, რომ და მხარეები სადაოდ არ თვლიან იმ ფაქტს, რომ 2014 წლის 30 იანვარს გარდაიცვალა პ---–- ხ-------- და რომლის პირველი რიგის მემკვიდრეებსაც წარმოადგენენ ი--- ხ------ზე და გ------- ხ--------.
2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე.
მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1434-ე მუხლის შესაბამისად, მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სამი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა მან შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი მოწვევის შესახებ სამკვიდროს მისაღებად. საპატიო მიზეზის არსებობისას ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, მაგრამ არა უმეტეს ორი თვისა. უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე უნდა გაფორმდეს სანოტარო ორგანოში.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ი--- ხ--------ს სამკვიდროს მიღებაზე უარი არ განუცხადებია.
2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1499-ე მუხლის შესაბამისად, მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა.
სასამართლომ განმარტა, რომ მემკვიდრეს წარმოეშვება მიღებული უძრავი ნივთის საკუთრების უფლების რეგისტრაციის უფლება, მაგრამ ამ რეგისტრაციის განუხორციელებლობა არ ნიშნავს, რომ მან არ მიიღო ეს ქონება. სამკვიდროს მიღების ფაქტის არსებობის შემთხვევაში მას აქვს უფლება, დაიცვას მიღებული სამკვიდრო სხვა დანარჩენი მემკვიდრეებისაგან, მათ შორის იმ მემკვიდრეებისაგან, რომლებმაც განახორციელეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. დროის საკითხი არის ფარდობითი უფლება და არა აბსოლუტური უფლება, შესაბამისად, აბსოლუტურ უფლებაზე ხანდაზმულობა არ ვრცელდება.
2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.
თუ მესაკუთრე ახდენს უძრავი ქონების გასხვისებას ან უფლებრივად დატვირთვას, დაუშვებელია გარიგების დადებისას (უფლების რეგისტრაციისას) თანამესაკუთრის თანხმობის მოთხოვნა, თუ იგი ასეთად არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.
ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება ერთადერთ მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებლის გარდა არსებობს სხვა თანამესაკუთრეც.
სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს.
მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ხელწერილით გ------- ხ-------- კისრულობს ვალდებულებას 2019 წლის დეკემბრამდე დაუბრუნოს ვ----– დ---–------ს 15 000 ლარი ან გაათავისუფლოს საცხოვრებელი სახლი.
აღნიშნული მიუთითებს, რომ გ------- ხ--------მ ფაქტობრივად სესხი აიღო და ბინის გასხვისების მი---ნი არ ჰქონდა, რადგან დღემდე ცხოვრობს აღნიშნულ ბინაში და ეს გარიგება იყო თვალთმაქცური.
სანოტარო აქტით დასტურდება, რომ მოპასუხის წარმომადგენლის ნოვოსელცევას განმარტებით პ---–- ხ--------ს გარდა გ------- ხ-------ისა სხვა მემკვიდრეები არ ჰყავს, მაშინ როდესაც თ----- ხ-------ის განმარტებით გარდა ი--- ხ-------ისა არსებობს აგრეთვე ერთი მემკვიდრე, რომელიც იმყოფება რუსეთში.
სასამართლო სხდომაზე თ----- ხ--------მ, რომელსაც პ---–- ხ--------მ სიცოცხლეში აჩუქა სახლის ნაწილი- 49.5 კვ.მ განმარტა, რომ თანახმაა თავისი წილი და დედის წილიც დაუთმოს გ------- ხ--------ს, თუ იგი სანაცვლო ფართს შეუძენს იმავე სოფელში, მაგრამ მხარეთა მორიგება ვერ შედგა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ი--- ხ-------- წარმოადგენს სადაო უძრავი ნივთის 1/3 ნაწილის მემკვიდრეს , რადგან იგი ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამის პ---–- ხ-------ის დანაშთ ქონებას.
2.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მხარეს არ ჰქონდა დაყენებული მემკვიდრეობის მიღების შესახებ მოთხოვნა, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, მიუხედავად აღნიშნულისა სასამართლომ ი--- ხ--------ს ჩაუთვალა მემკვიდრეობა მიღებულად, რაც წარმოადგენს არსებით დარღვევას და გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს. მოსარჩელის მიერ საქმეზე არ წარმოდგენილა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გადაწყვეტილებაში მითითებულ გარემოებებს.
3.2. აპელანტის მითითებით, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მემკვიდრეობის მიღების ფაქტს და აღნიშნულის დადგენისას სასამართლო მხოლოდ ახსნა-განმარტებას დაეყრდნო, რაც არ იყო უზრუნველყოფილი შესაბამისი მტკიცებულებებით.
მოსარჩელისათვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ მოპასუხე მემკვიდრეობას იღებდა სრულად.
3.3. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში აღნიშნა, რომ თითქოს მხარემ სასამართლო პროცესზე მიუთითა ვ----– დ---–------სთან ნათესაური კავშირის შესახებ, რასაც ადგილი არ ქჰონია. აღნიშნულის საპირისპიროდ მოპასუხე უთითებდა, რომ რაიმე მტკიცებულება რაც ნათესაურ კავშირს დაადასტურებდა საქმეში არ იყო წარმოდგენილი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელ ად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. წარმოდგენილი სარჩელით ი--- ხ-------ის მოთხოვნას წარმოადგენს სამკვიდრო მოწმობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს 1. ბათილად იქნას ცნობილი 2017 წლის 13 მარტს ნოტარიუს ქეთევან ჩხიკვაძის მიერ რეგისტრირებული N170245909 სამკვიდრო მოწმობა, პ---–- ხ-------ის სამკვიდრო ქონებაზე, გაცემული გ------- ხ-------ის სახელზე - 1/3 ნაწილში; 2. ბათილად იქნას ცნობილი 2017 წლის 20 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება გ------- ხ--------სა და ვ----– დ---–------ს შორის, ს/კ 6----------- უძრავ ქონებაზე - 1/3 ნაწილში.
დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ი--- ხ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
4.2. 2017 წლის 13 მარტს ნოტარიუს ქეთევან ჩხიკვაძის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე გ------- ხ--------მ, როგორც 2014 წლის 30 იანვარს გარდაცვლილი პ---–- ხ-------ის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - შვილმა მიიღო პ---–- ხ-------ის მთელი სამკვიდრო ქონება სრულად (იხ. სამკვიდრო მოწმობა ტ.1, ს.ფ. 21-22)
საქმის მასალებში წარმოდგენილი 2017 წლის 20 მარტს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დგინდება, რომ გ------- ხ--------მ ვ----– დ---–------ს მიჰყიდა საცხოვრებელი სახლი, მდებარე დაბა სურამი, სოფელ ბეკამში, ნასყიდობის საგნის ღირებულება ხელშეკრულების თანახმად შეადგენს 15 000 ლარს (იხ. უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება იხ. ტ.1, ს.ფ. 32)
4.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ, იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ შემძენი ვ----– დ---–------ წარმოადგენს არაკეთილსინდისიერ შემძენს, ვინაიდან მისთვის ცნობილი იყო პ---–- ხ-------ის ქონებაზე მემკვიდრეთა წრე.
სასამართლომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და გარემოებების შეფასების შედეგად დადგენილად მიიჩნია მოპასუხის მიერ სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოება ი--- ხ-------ის მიერ პ---–- ხ-------ის სამკვიდროს მიღების შესახებ. კერძოდ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ი--- ხ-------- ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა 2014 წლის 30 იანვარს გარდაცვლილი მამის - პ---–- ხ-------ის სამკვიდრო ქონებას. მითითებული ფაქტის დადგენისას სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ქონება, რომელიც თავის სიცოცხლეში პ---–- ხ--------მ აჩუქა თ----- ხ--------ს არ იყო იზოლირებულად გამოყოფილი, შესაბამისად, დანაშთი ქონება იყო ი--- და გ------- ხ--------ების საერთო სარგებლობაში, რაც თავის მხრივ, სასამართლოს ლოგიკიდან გამომდინარე, ი--- ხ-------ის მიერ სადავო ქონების ფაქტობრივ ფლობას ადასტურებდა.
4.4. დადგენილია და საქმის მასალებითაც დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ მიკუთვნებითი სარჩელი - სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის შესახებ აღძრული არ ყოფილა (იხ. ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 21.05.2019წ. სასამართლოს სხდომის ოქმი), რაც პალატის შეფასებით წარმოდგენილი სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველია.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის, საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მი---ნია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა
სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაცია შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზით და დოქტრინაში განვითარებული შეხედულებით. სარჩელთა ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ის ასევე დარღვეული, თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, თუმცა, აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია;
იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალი---ცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (იხ. სუსგ №ას-486-454-2017; 31 იანვარი, 2018 წელი)
4.5. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო სამკვიდრო მოწმობის და ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება, ვინაიდან, სარჩელით არ არის მოთხოვნილი რაიმეს მიკუთვნება ან შესრულება, ხოლო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია (სსსკ-ის 248-ე მუხლი).
პალატის შეფასებით, მოსარჩელე ვერ ასაბუთებს აღიარებითი მოთხოვნის მიმართ მისი ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობას, როგორც აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღებისა და განხილვის აუცილებელ წინაპირობას თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტებისა.
4.6. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვიდებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციაზე, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მი---ნი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება (შდრ. სუსგ №ას-302-285-2017, 16.06.2017). ნიშანდობლივია, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების აღსრულების გარეშე (იხ. სუსგ საქმე№ას-955-2018; 16 ნოემბერი, 2018 წელი).
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის პრეტენზია ნაწილობრივ დასაბუთებულია, არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, რამდენადაც სარჩელი განუხილველად უნდა დარჩენილიყო საქმისწარმოების პირველივე ეტაპზე. შესაბამისად, მიღებული განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შემოწმება შეუძლებელია. იმავდროულად, არ არსებობს საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველადდაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება.
საკასაციო პალატამ განმარტა, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მასში ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზეა საუბარი, თუმცა, ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც, დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლი) იმ შემთხვევისათვის, როდესაც სახეზე გვაქვს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა (იხ. სუსგ Nას-302-285-2017, 16 ივნისი, 2017 წელი; №ას-551-522-2015, 14 აგვისტო, 2015 წელი). იხ. სუსგ ას-955-2018; 16 ნოემბერი, 2018 წელი.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებული განჩინებით ი--- ხ-------ის სარჩელი დარჩა განუხილველი, აპელანტს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის 70%, რაც შეადგენს 171,50 ლარს.
ი--- ხ--------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე ზედმეტად გადახდილი ბაჟის ნაწილი 100 ლარის ოდენობით (იხ. გასაჩივრებული გადაწყვეტილება)
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ------- ხ-------ის და ვ----– დულარიძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება;
3. ი--- ხ-------ის სარჩელი დარჩეს განუხილველი;
4. აპელანტებს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან უკან დაუბრუნდეთ, გ------- ხ-------ის მიერ , 17.01.2019წ. სს „ლიბერთი ბანკში“ საგადახდო დავალება N19124885 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (245 ლარი) 171,50 ლარი (ას სამოცდათერთმეტი ლარი და 50 თეთრი);
5. ი--- ხ--------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს N15733318 საგადასახადო დავალებით თ----- ხ-------ის მიერ 2018 წლის 29 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან - 100 ლარი.
6. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა ?32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს (თბილისი გრ. რობაქიძის გამზირი 7ა) მეშვეობით, განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 12 დღის ვადაში..
თავმჯდომარე ლევან გვარამია
მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი
გელა ქირია