გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.01.2019
საქმის ნომერი
160210017002050852
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
21.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

160210017002050852

N2/798-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 იანვარი, 2019 წ. ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ია ლაბაძე

სხდომის მდივნები: სალომე ჯელიაშვილი, ვერიკო ნინიაშვილი

მოსარჩელე - მა--------–---ი

წარმომადგენელი - ომ----------------–---ი

მოპასუხეები: ფო-–------–---ი (არ გამოცხადდა), იმ--------–---ი

წარმომადგენელი - ეს-------–-–--ი

მოპასუხეები: მო-----------–---ა, ნი--------------------ა, რა--------–---ა, ავ----–---ა, ულ------–---ა, ას-----–---ი (არ გამოცხადდნენ)

თარჯიმნები: ნაილი იბრაგიმოვა, სუსანა მარტიაშვილი

დავის საგანი - სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. აწ გარდაცვლილი დედის სა-------–---ას დანაშთი სამკვიდრო ქონების - მდებარე მა-------–--------------------–--------------ი, ს/კ 83.03.11.1-- (ნაკვეთის წინა ნომერი 83.03.01.2--) და ს/კ 83.03.11.9-- (ნაკვეთის წინა ნომერი 83.03.01.2--), 1/18 წილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა (იხ. დაზუსტებული სარჩელი ს.ფ. 332-345);

 

სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მოსარჩელე მა--------–---ი, ოჯახთან ერთად ცხოვრობს მარნეულის რაიონში, სო----–-------------ში. აღნიშნულ მისამართზე ასევე ცხოვრობდა მისი დედა სა-------–---ა, რომელიც გარდაიცვალა 2010 წლის 14 იანვარს. სა-------–---ას საკუთრებაში ჰქონდა მა-------–----------–----------–-------------ში მდებარე უძრავი ქონება, ს/კ 83.03.11.1--, აღნიშნული ქონება წარმოადგენდა კომლის საკუთრებას და სა-------–---ასთან ერთად კომლის წევრებად ჩაწერილები არიან ფო-–------–---ი, მის მეუღლა ავ----–---ა და დაბადების შემდეგ კომლში ჩაეწერა მათი შვილი რა--------–---ა. 2000 წლიდან იმდათ ალიევი ცოლ-შვილთან ერთად საცხოვრებლად წავიდა რუსეთის ფედერაციაში; ერთი წლის შემდეგ კი, 2001 წელს რუსეთის ფედერაციაში ოჯახით საცხოვრებლად წავიდა ასევე ფო-–------–---იც. სა-------–---ა სახლში დარჩა მარტო და გარდაცვალებამდე მასზე ზრუნავდა მა--------–---ი. დედის გარდაცვალების შემდეგ, მა--------–---ი ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მის სამკვიდროს და შეუდგა სამკვიდრო ქონების მართვას, კერძოდ, ამუშავებდა დედის სახელზე რიცხულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, ასევე დაუფლა დედის მოძრავ ნივთებს: ხელის წისქვილს, საკერავ მანქანას, ძველ ხის კარადას, ჭურჭელს. 2013 წლის 20 მარტს მა--------–---მა სამკვიდროს მიღების მოთხოვნით განცხადებით მიმართა ნოტარიუსს, თუმცა ნოტარიუსმა უარი უთხრა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ მას სამკვიდროს გახსნის დღიდან 6 თვის განმავლობაში არ მიუმართავს სანოტარო ბიუროსათვის (იხ. დაზუსტებული სარჩელი ს.ფ. 332-345).

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხე იმ--------–---ის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარმოდგენილ შესაგებელში განმარტა, რომ მოსარჩელე მა--------–---ი ნამდვილად ცხოვრობს მარნეულის რაიონის სო----–-------------ში, მაგრამ 1982 წლიდან ირიცხება ცალკე კომლად. ფაქტიურად მოსარჩელემ მიიტაცა იმ--------–---ის საცხოვრებელი სახლი და იქ ცხოვრობს მისი შვილი, ხოლო დედა სა-------–---ა ცხოვრობდა მოპასუხე იმ--------–---ის ძმასთან ფო-–------–---თან. სადავო ქონება არის ფო-–------–---ის საკუთრება, მოსარჩელე თვითნებურად დაეუფლა ფო-–------–---ის საკუთრებას 2013 წლიდან. აწ გარდაცვლილი სა-------–---ასათვის მა--------–---სა და მისი ოჯახის წევრებს არ მოუვლიათ, პირიქით მას არ ელაპარაკებოდა მოსარჩელის მეუღლე ზაროვშა ალიევა და აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. სა-------–---ას გარდაცვალების შემდეგ, მისი ქონების მესაკუთრე გახდა ფო-–------–---ი და მისი ოჯახის წევრები, ხოლო მოპასუხე თვითნებურად დაეუფლა ფო-–------–---ის როგორც უძრავ, ისე მოძრავ ქონებას (იხ. შესაგებელი ს.ფ. 390-398).

 

2.2. მოპასუხე ფო-–------–---ის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარმოდგენილ შესაგებელში განმარტა, რომ მოსარჩელე მა--------–---ი ნამდვილად ცხოვრობს მარნეულის რაიონის სო----–-------------ში, მაგრამ 1982 წლიდან იგი ცხოვრობს იმ--------–---ის კუთვნილ სახლში, რომელიც მიიტაცა. მოპასუხის მითითებით, აწ გარდაცვლილი სა-------–---ა ცხოვრობდა მასთან და მის ოჯახთან ერთად ცალკე კომლად. მა--------–---ს ფაქტობრივი ფლობით არ მიუღია დედის სამკვიდრო ქონება, იგი თვითნებურად დაეუფლა მის საკუთრებას 2013 წლიდან და ამჟამად არ უშვებს საცხოვრებელ სახლში. გარდა ამისა, მოპასუხის მითითებით კომლში იმყოფებოდა 6 წევრი და სამკვიდრო გაიხსნა 1/6 წილზე და შემდეგ უნდა გაიყოს არა სამზე, არამედ ხუთზე, რადგან არიან ხუთი დედ-მამიშვილი და მას ეკუთვნის ქონების მეხუთედი ნაწილი, რაც შეადგენს მთლიანი ქონების 1/30 წილს (იხ. შესაგებელი ს.ფ. 400-408).

 

2.3. მოპასუხეების მო-----------–---ას, ნი--------------------ას, რა--------–---ას, ავ----–---ას, ულ------–---ას, ას-----–---ის პოზიცია

 

მოპასუხეებს მო-----------–---ას, ნი--------------------ას, რა--------–---ას, ავ----–---ას, ულ------–---ას, ას-----–---ს მა--------–---ის დაზუსტებულ სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენიათ, ისინი ასევე არ გამოცხადნენ სასამართლო სხდომაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მა--------–---ს დედის სა-------–---ას სამკვიდრო ქონების მიღების მიზნით, სანოტარო ორგანოსთვის კანონით დადგენილ 6-თვიან ვადაში არ მიუმართავთ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2010 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა სა-------–---ა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 16);

 

3.2.2. სა-------–---ა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ჯა-–--–---–---თან. ჯა-–--–---–---ი გარდაიცვალა სა-------–---ას გარდაცვალებამდე 1986 წლის 05 მაისს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობის ასლი (ს.ფ. 35);

- ქორწინების მოწმობის ასლი (ს.ფ. 36);

 

3.2.3. აწ გარდაცვლილ სა-------–---ას დარჩა ხუთი პირველი რიგის მემკვიდრე, შვილები: მა--------–---ი, ფო-–------–---ი, იმ--------–---ი, მო-----------–---ა და ნი--------------------ა. ამასთან, მო-----------–---ა და ნი--------------------ა დედის სამკვიდრო ქონებას არ დაუფლებიან არც ფაქტობრივ ფლობით და ასევე არ მიუმართავთ სანოტარო ორგანოსათვის. რაც შეეხება მოპასუხე იმ--------–---ს, მან სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მას არ მიუღია დედის სამკვიდრო ქონება და მიიღო მისმა ძმამ ფო-–------–---მა

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი);

- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 15);

- საარქივო ცნობები (ს.ფ. 18-21);

- მოპასუხე იმ--------–---ის ახსნა-განმარტება (იხ. 24.01.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.2.4. საქართველოს ეროვნული არქივის აღმოსავლეთის რეგიონული არქივში დაცული მა-------–---------------–-----ს სასოფლო საბჭოს სო----–-------------ის 1980-1982 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ჯა-–--–---–---ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: მა--------–---ი (შვილი, გადახაზულია, გამოეყო კომლს), იმ--------–---ი (შვილი, გადახაზულია, გამოეყო კომლს), მო-----------–---ა (შვილი), პო-–------–---ი (შვილი), ზა----–-----–---ა (რძალი, გადახაზულია, გამოეყო კომლს), რა---–---–---ი (შვილიშვილი, გადახაზულია, გამოეყო კომლს), რა---–----–---ა (შვილიშვილი, გადახაზულია, გამოეყო კომლს), რამ-------–---ა (შვილიშვილი, გადახაზულია, გამოეყო კომლს). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 50 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი და 025 ჰა მიწის ფართობი.

 

მა-------–---------------–-----ს სასოფლო საბჭოს სო----–-------------ის 1983-1985 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ჩაწერილია ჯა-–--–---–---ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: იმ--------–---ი (შვილი, გადახაზულია), მო-----------–---ა (შვილი, გადახაზულია, გათხოვდა), პო-–------–---ი (შვილი). კომლს პირად დაკუთრებაში ერიცხება 50 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი და 1983-1984 წლებში 025 ჰა მიწის ფართობი.

 

საქართველოს ეროვნული არქივის აღმოსავლეთის რეგიონული არქივში დაცული მა-------–---------------–-----ს სასოფლო საბჭოს სო----–-------------ის 1986-2011 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია სა-------–---ა, ხოლო კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: პო-–------–---ი (შვილი), ავ----–---ა (რძალი), რა--------–---ა, ულ------–---ა და ას-----–---ი (შვილიშვილები). კომლს საკუთრებაში ერიცხებოდა 020 ჰა მიწის ფართობი.

 

მა-------–---------------–-----ს სასოფლო საბჭოს სო----–-------------ის 1986-2011 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ჩაწერილია სა-------–---ა, ხოლო კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: პო-–------–---ი (შვილი), ავ----–---ა (რძალი), რა--------–---ა, ულ------–---ა და ას-----–---ი (შვილიშვილები). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 50 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი და 025 ჰა მიწის ფართობი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საარქივო ცნობები (ს.ფ. 18-21);

 

3.2.5. აწ გარდაცვლილ სა-------–---ას სახელზე ირიცხებოდა უძრავი ქონება: მდებარე მარნეულის რაიონი, სოფელი გაჯისაქენდი, ს/კ 83.03.01.2-- და ს/კ 83.03.01.2--.

 

სა-------–---ას სახელზე რიცხული ქონება წარმოადგენდა კომლის საკუთრებას, ხოლო კომლის წევრები იყვნენ: პო-–------–---ი (შვილი), ავ----–---ა (რძალი), რა--------–---ა, ულ------–---ა და ას-----–---ი (შვილიშვილები).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 22-25);

- საარქივო ცნობები (ს.ფ. 18-21).

 

3.2.6. სა-------–---ას გარდაცვალების შემდეგ, მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება: მდებარე მარნეულის რაიონი, სოფელი გაჯისაქენდი, ს/კ 83.03.01.2-- და ს/კ 83.03.01.2--, აღირიცხა ავ----–---ას, რა--------–---ას და ფო-–------–---ის სახელზე და მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდები: 83.03.11.9-- და 83.03.11.1--. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს წარმოადგენს: საარქივო ცნობა NAA2015043842-03, დამოწმებული 2015 წლის 24 ივნისს და სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სია N2007.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო გეგმა (ს.ფ. 26-31);

 

3.2.7. 2013 წლის 20 მარტს, მა--------–---მა განცხადებით მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა დედის აწ გარდაცვლილი სა-------–---ას დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაცემა. ნოტარიუსის დადგენილებით მა--------–---ს უარი ეთქვა 2010 წლის 10 იანვარს გარდაცვლილი დედის სა-------–---ას სამკვიდრო ქონებაზე კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, რადგან დარღვეული იყო მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების 6-თვიანი ვადა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნოტარიუსის დადგენილება (ს.ფ. 32);

 

3.2.8. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მა--------–---მა ფაქტობრივი ფლობით მიიღო დედის სა-------–---ას სამკვიდრო ქონება, ვინაიდან, იგი დედის გარდაცვალებამდეც და მას შემდეგაც ცხოვრობდა მშობლების საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე 1-ოთახიან დამხმარე შენობა-ნაგებობაში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ მოსარჩელე მა--------–---ის მეუღლე ზა----–-----–---ა და რძალი გიუნელ მეხტიევა, რომლებმაც დაადასტურეს, რომ სა-------–---ას გარდაცვალებამდე მასზე ზრუნავდა მა--------–---ი და ცხოვრობდა მშობლების საცხოვრებელ სახლში. გარდა ამისა, მას აღნიშნული საცხოვრებელი სახლის ეზოში აქვს გაკეთებული სათბური და საქონლის სადგომის გვერდზე მიშენებული აქვს ერთ ოთახი, სადაც დღემდე ცხოვრობენ მა--------–---ი და მისი მეუღლე ზა----–-----–---ა.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლზე, რომლის თანახმად ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე იმ--------–---მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ის გარემოება, რომ მა--------–---ს მშობლების საცხოვრებელ სახლში აქვს ერთი ოთახი და დედის გარდაცვალების დროსაც და მას შემდეგაც ცხოვრობს ამ ოთახში. მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებელით და სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს, რომ მა--------–---ი ნამდვილად ცხოვრობს სა-------–---ას დანატოვარ სახლში და იქ არ უშვებს მოპასუხე ფო-–------–---ს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, 24.01.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი);

- მოწმე ზა----–-----–---ას ჩვენება (იხ. 24.01.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი 13:46:51-13:56:51);

- მოწმე გიუნელ მეხტიევას ჩვენება (იხ. 24.01.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი 14:01:22-14:07:55).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მა--------–---ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1320-ე, 1324-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე, 1433-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლზე, რომელიც მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების წესს ადგენს, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა. იგი ისეთი იურიდიული მოქმედებაა, რომელიც გამოხატავს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას - გახდეს სამკვიდრო ქონების მესაკუთრე. სამკვიდროს მიღება შესაძლებელია ორი საშუალებით: მემკვიდრის მიერ სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით და სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებითა და მართვით. პირველ შემთხვევაში სამკვიდროს მიღება შეიძლება გამოიხატოს მემკვიდრის ერთადერთი მოქმედებით - სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით. ქონების ფაქტობრივი ფლობა და მართვა კი შეიძლება სხვადასხვა გზით განხორცილდეს (მაგალითად: მემკვიდრის ცხოვრებით მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში; მამკვიდრებლის ნივთების თავისთან გადატანით; სამკვიდრო ქონების მოვლა-პატრონობით; მამკვიდრებლის კუთვნილი ფასიანი ქაღალდებისა და საბანკო ბარათების დაუფლებით; სამკვიდროს გახსნის შემდეგ სამკვიდრო ქონებაზე გადასახადების გადახდით; სამკვიდრო ქონების გაქირავებით ან უკვე გაქირავებული ქონებიდან ქირის მიღებით და სხვა).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადგენილად მივიჩნიოთ მემკვიდრის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი, აუცილებელია მემკვიდრემ სარჩელში მიუთითოს იმ გარემოებების არსებობაზე, რომლებიც მოწმობენ მის მიერ სამკვიდროს დაუფლებას ან მართვას და წარმოადგინოს ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო ქონება წარმოადგენდა კომლის საკუთრებას, ხოლო ამ კომლის ერთ-ერთი წევრი იყო მოსარჩელის დედა სა-------–---ა, რომელიც გარდაიცვალა 2010 წლის 10 იანვარს. ვინაიდან, სა-------–---ას გარდაცვალების დროისათვის კომლი, როგორც იურიდიული სუბიექტი, აღარ არსებობდა, უძრავი ქონება თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნოდათ ყოფილი კომოის წევრებს: პო-–------–---ს (შვილი), ავ----–---ას (რძალი), რა--------–---ას, ულ------–---ას და ას-----–---ს (შვილიშვილები). შესაბამისად, კომლის ქონებიდან სა-------–---ას ეკუთვნოდა 1/6 წილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში _ გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილები და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა. მეორე რიგში – გარდაცვლილის დები და ძმები. მამკვიდრებლის დისწულები და ძმისწულები და მათი შვილები კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე იქნებოდა. ისინი თანასწორად იღებენ სამკვიდროს იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობლებს ერგებოდა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ აწ გარდაცვლილ სა-------–---ას პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ მისი შვილები: მა--------–---ი, ფო-–------–---ი, იმ--------–---ი, მო-----------–---ა და ნი--------------------ა. ამასთან, მო-----------–---ა და ნი--------------------ა დედის სამკვიდრო ქონებას არ დაუფლებიან არც ფაქტობრივ ფლობით და ასევე არ მიუმართავთ სანოტარო ორგანოსათვის. რაც შეეხება მოპასუხე იმ--------–---ს, მან სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მას არ მიუღია დედის სამკვიდრო ქონება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1320-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1324-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სამკვიდროს გახსნის ადგილად ითვლება მამკვიდრებლის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო, თუ იგი ცნობილი არ არის, - სამკვიდროს ადგილსამყოფელი.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სა-------–---ას გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო, მარნეულის რაიონი, სოფელი გაჯისაქენდში მდებარე უძრავ ქონებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. ამდენად, მოსარჩელე კუთვნილი სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ მიიჩნევა სამკვიდროს გახსნის მომენტიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

 

სასამართლო თვლის, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ერთობლიობაში მიუთითებს მა--------–---ის მიერ გარდაცვლილი დედის დანაშთი სამკვიდრო ქონების ფლობისა და მართვის ფაქტზე, ვინაიდან, არ მიუტოვებია უფლება აღნიშნული ქონების მიმართ, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მესამე ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ სამკვიდროს მიღებაზე მეტყველებს. ამასთან, მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ სამკვიდრო ქონება ასევე მიღებული აქვს მოპასუხე ფო-–------–---ს. შესაბამისად, დედის სა-------–---ას სამკვიდრო ქონება (1/6 წილიდან) ფაქტობრივი ფლობით მიიღეს მისმა შვილებმა ფო-–------–---მა და მა--------–---მა, საიდანაც თითოეულის წილი შეადგენს 1/12-ს (1/6-ის 1/2=1/12-ს), თუმცა მოსარჩელე ითხოვს სამკვიდრო ქონებიდან მხოლოდ 1/18 (1/6-ის 1/3-ს) წილს, რასაც სასამართლო ვერ გაცდება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მა--------–---ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და იგი ცნობილ უნდა იქნეს მარნეულის რაიონი, სო----–-------------ში მდებარე უძრავი ქონების 1/18 ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მა--------–---ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხეებს მოპასუხეებს ფო-–------–---ს, ავ----–---ას, რა--------–---ას, ულ------–---ას და ას-----–---ს მოსარჩელე მა--------–---ის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 215 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 სექტემბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე ფო-–------–---ს (პ/ნ 28001010238) აეკრძალა მის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: მა-------–--------------------–--------------ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 83.03.11.9-- და ს/კ 83.03.11.1--, 1/18 წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

ვინაიდან, საქმის არსებითი განხილვის შედეგად მა--------–---ის სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 2591 , 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მა--------–---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მა--------–---ი ცნობილ იქნეს, აწ გარდაცვლილი დედის სა-------–---ას დანაშთი სამკვიდრო ქონების, მდებარე მა-------–--------------------–--------------ი, ს/კ 83.03.11.1-- (ნაკვეთის წინა ნომერი 83.03.01.2--), 1/18 წილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ.

 

3. მა--------–---ი ცნობილ იქნეს, აწ გარდაცვლილი დედის სა-------–---ას დანაშთი სამკვიდრო ქონების, მდებარე მა-------–--------------------–--------------ი, ს/კ 83.03.11.9-- (ნაკვეთის წინა ნომერი 83.03.01.2--), 1/18 წილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ.

 

4. მოპასუხეებს ფო-–------–---ს, ავ----–---ას, რა--------–---ას, ულ------–---ას და ას-----–---ს მოსარჩელე მა--------–---ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 215 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ია ლაბაძე