განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.09.2018
საქმის ნომერი
060210016001593425
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
28.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №060210016001593425

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-315-17 28 სექტემბერი, 2018 წელი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე (მომხსენებელი) - ლაურა მიქავა მოსამართლეები - ირმა პერანიძე თამარ სვანიძე სხდომის მდივანი - მირანდა ირემაძე

 

აპელანტი მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი - მა-–---- ან-------–--- - სი-–---------- ან-------–--- - ნ----–- ქ-----ა

დავის საგანი - უძრავი ქონების 1/2 ნაწილზე მემკვიდრედ და თანამესაკუთრედ ცნობა, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა -

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

- სი-–---------- ან-------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა;

- სი-–---------- ან-------–--- ცნობილ იქნა ხ----- რაიონი, სოფ. პ------- ჯ----–- მდებარე უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 3-.1-.3-.0-- 1/2 მემკვიდრედ და მესაკუთრედ;

- სი-–---------- ან-------–--- ცნობილ იქნა ხ----- რაიონი, სოფ. პ------- ჯ----–- მდებარე უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 3-.1-.3-.0-- 1/2-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ.

- ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 19 სექტემბერს გ---–----ა ან-------–---სა და მა-–---- ან-------–---ს შორის ხ----- რაიონი, სოფ. პ------- ჯ----–- მდებარე, უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი 3-.1-.3-.0--) ჩუქების ხელშეკრულება.

- ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 06 ოქტომბერს გ---–----ა ან-------–---სა და მა-–---- ან-------–---ს შორის ხ----- რაიონი, სოფ. პ------- ჯ----–- მდებარე, უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი 3-.1-.3-.0--) ჩუქების ხელშეკრულება.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. მოსარჩელე სი-–---------- ან-------–--- და მოპასუხე გ---–----ა ან-------–--- არიან აწ გარდაცვლილი პ------ ან-------–--ის შვილები;

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.2. 2009 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა მამკვიდრებელი პ------ ან-------–---;

 

2.3. სამკვიდროს გახსნის ადგილია ხ----- რაიონი, სოფ. პ------- ჯ----–-;

 

2.4. გ---–----ა ან-------–--- და სი-–---------- ან-------–--- არიან და-ძმა, სამკვიდრებელის პ------ ან-------–--ის პირველი რიგის მემკვიდრეები;

 

2.5. 2014 წლის 05 დეკემბერს ნოტარიუს ბ-----–-- დ----–იას მიერ გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა მასზედ, რომ გ---–----ა ან-------–--- არის პ------ ან-------–--ის პირველი რიგის მემკვიდრე, რომელმაც სრულად მიიღო სამკვიდრო;

 

2.6. უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი 3-.1-.3-.0--) მდებარე ხ----- რაიონი, სოფ. პ------- ჯ----–- საკუთრების უფლებით 2014 წლის 13 დეკემბერს აღირიცხა გ---–----ა ან-------–--ის სახელზე;

 

2.7. უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი 3-.1-.3-.0--) მდებარე ხ----- რაიონი, სოფ. პ------- ჯ----–- საკუთრების უფლებით 2014 წლის 13 დეკემბერს აღირიცხა გ---–----ა ან-------–--ის სახელზე;

 

2.8. 2016 წლის 19 სექტემბერს გ---–----ა ან-------–---სა და მა-–---- ან-------–---ს შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი 3-.1-.3-.0--) მდებარე ხ----- რაიონი, სოფ. პ------- ჯ----–-;

 

2.9. 2016 წლის 05 ოქტომბერს გ---–----ა ან-------–---სა და მა-–---- ან-------–---ს შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი 3-.1-.3-.0--) მდებარე ხ----- რაიონი, სოფ. პ------- ჯ----–-;

 

2.10. სი-–---------- ან-------–--- მამის გარდაცვალების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში დაეუფლა მამის დანაშთ სამკვიდრო ქონების ნაწილს, კერძოდ, იგი მამის გარდაცვალების შემდეგ დაეუფლა მოძრავ საყოფაცხოვრებო ნივთებს, ავეჯს მათ შორის საძინებელ გარნიტურს, მაგიდას და სკამებს, რომლებიც განთავსებულია სი-–---------- ან-------–--ის საცხოვრებელ ადგილზე ქ.---------------------- ქ.N26. იგი სარგებლობდა და სარგებლობს მამის სამკვიდროში შემავალი მიწის ნაკვეთით და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით, ამუშავებდა მიწის ნაკვეთს, უვლიდა ვენახს, მამის საცხოვრებელ სახლში მასთან ერთად პერიოდულად ცხოვრობდა მისი მეუღლე და ქალიშვილი;

 

2.11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რაც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, ზემოთ მოხმობილი ნორმის შინაარსი ცხადჰყოფს, რომ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა მტკიცებულება თანაბარი ძალისაა და არც ერთ მათგანს უპირატესობა არ ენიჭება. ამასთან სასამართლო ვალდებულია საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასოს;

 

2.12. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით: ახსნა-განმარტებით, მოწმეების მ------ ა--------ის, ა---------– ან-------–--ის, მ------ ა----–--ის ჩვენებებით შეძლო დაედასტურებინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი ფაქტობრივი გარემოება - სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა, რაც წარმოადგენს სამკვიდროს მიღებულად ცნობის კანონიერ საფუძველს. აღნიშნული გარემოება დადასტურებული იქნა ასევე მოპასუხე მხარის შუამდგომლობით მოწვეული მოწმის ლ------ ან-------–--ის ჩვენებით და მოპასუხე გ---–----ა ან-------–--ის მიერ სასამართლო სხდომაზე.

 

2.13. მა-–---- ან-------–--- არ წარმოადგენს ხ----- რაიონი, სოფ. პ------- ჯ----–- საკადასტრო კოდი 3-.1-.3-.0-- და საკადასტრო კოდი 3-.1-.3-.0-- მდებარე უძრავი ქონების კეთილსინდისიერ შემძენს;

 

2.14. მოსარჩელე მხარემ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მა-–---- ან-------–--ისთვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ პ------ ან-------–--ის პირველი რიგის მემკვიდრეს გ---–----ა ან-------–---სთან ერთად წარმოადგენდა სი-–---------- ან-------–---, რაც სასამართლო სხდომაზე აღიარებული იქნა მოპასუხე მა-–---- ან-------–--ის მიერ. მან ასევე აღიარა ის გარემოებაც, რომ მამკვიდრებლის დანაშთ ქონებას კერძოდ, ავეჯს, საყოფაცხოვრებო ნივთებს დღემდე ფლობს სი-–---------- ან-------–--- და მისი ოჯახის წევრები;

 

2.15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში - გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილები და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა;

 

2.17. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ პ------ ან-------–--ის პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ მოსარჩელე სი-–---------- ან-------–--- და მოპასუხე გ---–----ა ან-------–---;

 

2.18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ამდენად მითითებული მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილი) სამკვიდროს მიღებას უკავშირებს ასევე სამკვიდროს ფლობას და მართვას, რაც უნდა მოხდეს სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში. ამასთან, ფლობა და მართვა უნდა მიუთითებდეს იმაზე, რომ მემკვიდრემ ამით განახორციელა მესაკუთრის ბატონობა და, აქედან გამომდინარე, იკისრა მესაკუთრის ყველა უფლება და ვალდებულება;

 

2.19. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ სი-–---------- ან-------–--- მშობლის გარდაცვალების შემდეგ დაეუფლა მის დანაშთი სამკვიდრო ქონების ნაწილს, კერძოდ, მამის გარდაცვალების შემდეგ განაგრძო მამის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით, საყოფაცხოვრებო ნივთებით სარგებლობა, როგორც საკუთარის და შეუზღუდავად განახორციელა მესაკუთრის ბატონობა ნივთზე;

 

2.20. სასამართლომ ჩათვალა, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მიუთითებს სი-–---------- ან-------–--ის მიერ გარდაცვლილი მშობლის დანაშთი სამკვიდრო ქონების ნაწილის დაუფლების ფაქტზე, რაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მესამე ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ სამკვიდროს მიღებაზე მეტყველებს;

 

2.21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1320-ე მუხლის თანახმად სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე. ამავე კოდექსის 1324-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამკვიდროს გახსნის ადგილად ითვლება მამკვიდრებლის საცხოვრებელი ადგილი;

 

2.22. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. მოსარჩელე სი-–---------- ან-------–--- კუთვნილი სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ მიიჩნევა სამკვიდროს გახსნის მომენტიდან;

 

2.23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება ერთადერთ მესაკუთრედ თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებლის გარდა არსებობს სხვა თანამესაკუთრეც;

 

2.24. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს;

 

2.25. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მა-–---- ან-------–--ისათვის ცნობილი იყო იმ გარემოების შესახებ, რომ გ---–----ა ან-------–--- არ იყო მშობლის ერთადერთი მემკვიდრე და რომ სადაო ქონებაზე პრეტენზიას აცხადებდა სი-–---------- ან-------–---;

 

2.26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას;

 

2.27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ სი-–---------- ან-------–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო ქონებაზე გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება და სი-–---------- ან-------–--- ცნობილ უნდა იქნეს მშობლის პ------ ან-------–--ის სამკვიდროს, უძრავი ქონების მდებარე ხ----- რაიონი, სოფ. პ------- ჯ----–- (საკადასტრო კოდი 3-.1-.3-.0-- და 3-.1-.3-.0--) ½-ის ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილების 3.2.9 პუნქტი არ ასახავს რეალურ მდგომარეობას და არ წარმოადგენს სიმართლეს, რადგან სი-–---------- ან-------–--ის საცხოვრებელი მისამართი - კ------ის ქ. 26 არის გარდაცვლილი პ------ ან-------–--ის დანაშთი ქონების ნაწილი, რომელსაც და-ძმას შორის არსებული შეთანხმების თანახმად სრულად დაეუფლა სი-–---------- ან-------–---. იმავე შეთანხმების საფუძველზე, სადავო ქონებას, მდებარე სოფელ პ------- ჯ----–-, სრულად ფლობდა გ---–----ა ან-------–---. მოხდა სამკვიდრო ქონების გადანაწილება, მაგრამ მხარემ დაარღვია არსებული შეთანხმება და ითხოვა წილი ამ სამკვიდრო ქონებიდან, რომელიც მისივე თანხმობით გ---–----ა ან-------–---მ აიღო სამკვიდრო მოწმობა, რომ არა აღნიშნული შეთანხმება ა----- ან-------–--ის დანაშთი ქონება სრულიად გადანაწილდებოდა თანაბარ წილად მემკვიდრეებს შორის, როგორც ქ.ს-----------–-, ასევე სოფელ პ------- ჯ----–-. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ს--–-------- ან-------–--- ცხოვრობს და განკარგავს გარდაცვლილი პ------ ან-------–--ის დანაშთ ქონებას მდებარე ს-----------, კ------ის ქ. 26, რომლის ღირებულება გაცილებით აღემატება სოფელ პ------- ჯ----–- არსებული უძრავი ქონების ღირებულებას, რაც ასევე არ არის სადავო;

 

3.2. გადაწყვეტილების 3.1.1 პუნქტი არ წარმოადგენს უდავო ფაქტობრივ გარემოებას, ვინაიდან გარდაცვლილი პ------ ან-------–--ის შვილები არიან სი-–---------- ან-------–---, გ---–----ა ან-------–--- და გარდაცვლილი გ--------- ან-------–---, რომლის შვილები არიან ი---- ან-------–---, ტ------- ან-------–--- და მოპასუხე მა-–---- ან-------–---. მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეებად არ შეიძლება განხილულიყო მხოლოდ სი-–---------- და გ---–----ა ან-------–---ები. სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში მა-–---- ან-------–--ის განცხადება, რომ იგი არის აწ გარდაცვლილი გ--------- ან-------–--ის შვილი, რომელიც თავის მხრივ იყო პ------ ან-------–--ის შვილი. შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის მა-–---- ან-------–--- ასევე წარმოადგენდა პირველი რიგის მემკვიდრეს. ამავე დროს, მა-–---- ან-------–--- ჩუქების ხელშეკრულებამდეც სრულუფლებრივად განკარგავდა გარდაცვლილი პ------ ან-------–--ის საოჯახო ნივთებს, უძრავ ქონებას და სამეურნეო ხელსაწყოს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მა-–---- ან-------–---მ, როგორც მემკვიდრემ იკისრა მესაკუთრის უფლებები და ვალდებულებები.

 

3.3. გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასების ნაწილში 6.2 პუნქტის მე-3 აბზაცი არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან მა-–---- ან-------–--ისათვის, ისევე როგორც გარდაცვლილი გ--------- ან-------–--ის ოჯახის სხვა წევრებისათვის, ცნობილი იყო ისიც, რომ სი-–---------- ან-------–---ს არ ჰქონდა პრეტენზია სოფელ პ------- ჯ----–- არსებულ უძრავ ქონებაზე, ს-----------–- კ------ის ქ. 26-ში მდებარე ქონების სანაცვლოდ. აქედან გამომდინარე, მა-–---- ან-------–--- არ შეიძლება ჩაითვალოს არაკეთილსინდისიერ შემძენად, რის გამოც არ არსებობს ჩუქების გარიგების ბათილობის საფუძველი.

 

3.4. სასამართლომ მართალია გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი, კერძოდ, სსკ-ის 1136-ე, 54-ე და 131-ე მუხლები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას;

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ;

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და დამატებით მიუთითებს შემდეგს:

 

4.2. დადგენილია, რომ სი-–---------- ან-------–--- და გ---–----ა ან-------–--- არიან პ------ ან-------–--ის შვილები (იხ. დაბადების მოწმობა ს/ფ 21, მხარეთა ახსნა-განმარტებები);

 

4.3. დადგენილია, რომ პ------ ან-------–--ის ოჯახის საკუთრებაში იყო პ------- ჯ----–- მდებარე უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთები) - ს/კ 3-.1-.0-.7-- დაზუსტებული ფართობი 0.177 ჰა და ს/კ 3-.1-.0-.4-- დაზუსტებული ფართობი 3919.62 კვ.მ. (იხ. მიწის სააღრიცხვო ბარათი და სარეგისტრაციო მოწმობა ს/ფ 23-25);

 

4.4. სსიპ ქ----------–--------–----- არქივის მიერ 14.11.2014წ. გაცემული საარქივო ცნობით დადგენილია, რომ სი-–---------- ან-------–--ის კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა საცხოვრებელი სახლი, აგებული 1970 წელს, საერთო (სასარგებლო) ფართით 100 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფართობი - 0.75 ჰექტარი (იხ. საარქივო ცნობა ს/ფ 26);

 

4.5. დადგენილია, რომ პ------ ან-------–--- გარდაიცვალა 2009 წლის 23 თებერვალს (იხ. გარდაცვალების მოწმობა ს/ფ 22);

 

4.6. დადგენილია, რომ 2014 წლის 05 დეკემბერს ნოტარიუს ბ-----–-- დ----–იას მიერ გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა მასზედ, რომ გ---–----ა ან-------–--- არის პ------ ან-------–--ის პირველი რიგის მემკვიდრე, რომელმაც სრულად მიიღო სამკვიდრო; სამკვიდროს გახსნის ადგილია ხ---- (იხ. სამკვიდრო მოწმობა ს/ფ 28-32);

 

4.7. დადგენილია, რომ უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი 3-.1-.3-.0--, დაზუსტებული ფართობი 3610.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის საერთო ფართი 360.00) მდებარე ხ----- რაიონი, სოფ. პ------- ჯ----–-, საარქივო ცნობის და სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, 2014 წლის 13 დეკემბერს საკუთრების უფლებით აღირიცხა გ---–----ა ან-------–--ის სახელზე (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს/ფ 33-34);

 

4.8. დადგენილია, რომ უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი 3-.1-.3-.0--, დაზუსტებული ფართობი 3908.00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი 3-.1-.0-.7--) მდებარე ხ----- რაიონი, სოფ. პ------- ჯ----–-, მიწის მიღება-ჩაბარების აქტის, საარქივო ცნობის და სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, 2014 წლის 13 დეკემბერს საკუთრების უფლებით აღირიცხა გ---–----ა ან-------–--ის სახელზე (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს/ფ 36-37);

 

4.9. დადგენილია, რომ 2016 წლის 19 სექტემბერს გ---–----ა ან-------–---სა და მა-–---- ან-------–---ს შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი 3-.1-.3-.0--) მდებარე ხ----- რაიონი, სოფ. პ------- ჯ----–-, რის საფუძველზეც 2016 წლის 22 სექტემბერს აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა მა-–---- ან-------–--ის საკუთრებაში (იხ. ხელშეკრულება ს/ფ 41-42, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს/ფ 43-44);

 

4.10. დადგენილია, რომ 2016 წლის 05 ოქტომბერს გ---–----ა ან-------–---სა და მა-–---- ან-------–---ს შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი 3-.1-.3-.0--) მდებარე ხ----- რაიონი, სოფ. პ------- ჯ----–-, რის საფუძველზეც 2016 წლის 10 ოქტომბერს აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა მა-–---- ან-------–--ის საკუთრებაში (იხ. ხელშეკრულება ს/ფ 39-40, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს/ფ 45-46);

 

4.11. დადგენილია, რომ გ---–----ა ან-------–--- გარდაიცვალა 2017 წლის 28 აპრილს (იხ. გარდაცვალების მოწმობა);

 

4.12. დადგენილია, რომ გ---–----ა ან-------–--ის სამკვიდრო მიიღო მისმა ანდერძისმიერმა მემკვიდრემ მა-–---- ან-------–---მ (იხ. ანდერძი და სამკვიდრო მოწმობა);

 

4.13. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტს, რომლის შესაბამისადაც, მხარემ უნდა ამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დამტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. სწორედ აღნიშნულ სტანდარტს ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;

 

4.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი 1319-ე მუხლით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლით, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე;

 

4.15. დადგენილია, რომ პ------ ან-------–--- გარდაიცვალა 2009 წლის 23 თებერვალს. შესაბამისად, 2009 წლის 23 თებერვალს გაიხსნა პ------ ან-------–--ის სამკვიდრო;

 

4.16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლით, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად: კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები);

 

4.17. დადგენილია, რომ სი-–---------- ან-------–--- და გ---–----ა ან-------–--- არიან პ------ ან-------–--ის შვილები, შესაბამისად, მამკვიდრებელ პ------ ან-------–--ის პირველი რიგის მემკვიდრეები;

 

4.18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილით მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან;

 

4.19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის;

 

4.20. დადგენილია, რომ მამკვიდრებელ პ------ ან-------–--ის სამკვიდრო მასაში შედიოდა ხ----- რაიონი, სოფ. პ------- ჯ----–- მდებარე უძრავი ქონება - საკადასტრო კოდი 3-.1-.3-.0-- და საკადასტრო კოდი 3-.1-.3-.0--;

 

4.21. სასამართლო განმარტავს, რომ სამკვიდროს გახსნის შედეგად მემკვიდრეობის მიღებისათვის მხოლოდ მემკვიდრეობის უფლების ქონა საკმარისი არ არის, ანუ მხოლოდ უფლების არსებობა არ წარმოშობს იურიდიულ შედეგს. აღნიშნული უფლების სარეალიზაციოდ აუცილებელია კონკრეტული მოქმედების განხორციელება - მემკვიდრეობის მიღება. მემკვიდრეობის სამართალი სამკვიდროს მიღების ორ ფორმას იცნობს - მემკვიდრეობის მიღებას უფლებამოსილ თანამდებობის პირთან ნების გამოხატვითა და ფაქტობრივი დაუფლებითა და მართვით. სასამართლო განმარტავს, რომ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების შემთხვევაში, ცალსახად უნდა იკვეთებოდეს პირის ნება სამკვიდროს მიღებისა, რაც გულისხმობს მემკვიდრის სამკვიდრო ქონების ფლობას და სარგებლობას როგორც საკუთარისა;

 

4.22. სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომელიც გამოხატავს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას გახდეს სამკვიდრო ქონების მესაკუთრე. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა შეიძლება სხვადასხვა გზით განხორციელდეს, კერძოდ, მემკვიდრის ცხოვრებით მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში, სამკვიდრო ქონების მოვლა-პატრონობით, მამკვიდრებლის ნივთების როგორც საკუთარის მიღებითა და განკარგვით, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვით, მამკვიდრებლის კუთვნილი ფასიანი ქაღალდებისა და საბანკო ანგარიშების დაუფლებით, სამკვიდროს გახსნის შემდეგ სამკვიდრო ქონებაზე გადასახადების გადახდით, სამკვიდრო ქონების გაქირავებით და სხვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადგენილად მივიჩნიოთ მემკვიდრის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი, აუცილებელია მემკვიდრემ მიუთითოს იმ გარემოებების არსებობაზე, რომლებიც მოწმობენ მის მიერ სამკვიდროს დაუფლებას ან მართვას და წარმოადგინოს ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები;

 

4.23. სამემკვიდრეო-სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობა და სამემკვიდრეო უფლებების განხორციელება უკავშირდება არა მარტო სამკვიდროს გახსნის მომენტს (სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღეს სსკ-ის 1319-1320-ე მუხლები), არამედ მემკვიდრეთა მხრიდან გარკვეული იურიდიული მოქმედების შესრულებას. მართალია, კანონის თანახმად სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრება ხდება მისი გახსნის მომენტიდან (სსკ-ის 1433-ე მუხლი), მაგრამ, როდესაც სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეთა რიცხვი ერთზე მეტია, მაშინ აუცილებელია თითოეულმა მემკვიდრემ კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში (სსკ-ის 1424-ე მუხლი) შეასრულოს სამკვიდროს მიღებისათვის აუცილებელი მოქმედება. სამკვიდროს მიღების წესი დადგენილია სსკ-ის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომლის მიხედვითაც მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი (შდრ. სუსგ №ას-283-268-2017, 07.07.2017);

 

4.24. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვაც, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა) (შდრ. სუსგ-ები №ას-281-266-2017, 19.05.2017, №ას-572- 543-2014, 19.03.2015; №ას-555-526-2014, 10.10.2014);

 

4.25. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სი-–---------- ან-------–---ს სანოტარო ორგანოსათვის დადგენილ ექვსთვიან ვადაში სამკვიდრო მოწმობის მისაღებად არ მიუმართავს, თუმცა მოსარჩელემ ახსნა-განმარტებით, მოწმეების ჩვენებებით შეძლო დაედასტურებინა სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის გზით მიღება, რაც წარმოადგენს სამკვიდროს მიღებულად ცნობის კანონიერ საფუძველს. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ სადავო უძრავი ქონების ½ ნაწილი მიიღო მოსარჩელე სი-–---------- ან-------–---მ, რაც ამ ნაწილში მასზე საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია. ამასთან, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტი მხარის იმ პოზიციას, რომ სი-–---------- და გ---–----ა ან-------–---ების გარდა პ------ ან-------–---ს სხვა შვილებიც ჰყავდა, რაც არ გაითვალისწინა სასამართლომ. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან არ იკვეთება ის გარემოება, რომ არსებობენ სხვა პირველი რიგის მემკვიდრეები, რომლებსაც პრეტენზია აქვთ პ------ ან-------–--ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე. ასევე ვერ იქნება გაზიარებული აპელანტის ის პრეტენზია, რომ სი-–---------- ან-------–---ს უკვე მიღებული აქვს მისი წილი მამის ქონებიდან, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. აპელანტს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რის გამოც მისი ეს მითითება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია;

 

4.26. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მა-–---- ან-------–--ისათვის ცნობილი იყო იმ გარემოების შესახებ, რომ გ---–----ა ან-------–--- არ იყო მშობლის ერთადერთი მემკვიდრე და რომ სადაო ქონებაზე პრეტენზიას აცხადებდა სი-–---------- ან-------–---, რის გამოც პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობებს და მიაჩნია, რომ მა-–---- ან-------–--- არ წარმოადგენს ხ----- რაიონი, სოფ. პ------- ჯ----–- საკადასტრო კოდი 3-.1-.3-.0-- და საკადასტრო კოდი 3-.1-.3-.0-- მდებარე უძრავი ქონების კეთილსინდისიერ შემძენს, რის გამოც სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე, სადავო უძრავ ქონებებზე გ---–----ა და მა-–---- ან-------–---ებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულებები ½ ნაწილში სწორად იქნა ბათილად ცნობილი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ;

 

4.27. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, იგი ემყარება საქმეში არსებული მტკიცებულებების სწორ ანალიზს, რის წინააღმდეგაც დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი არ არის წარმოდგენილი;

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, კერძოდ, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლი15 თებერვლის მაისის გადაწყვეტილება;

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო ხარჯები უნდა დაეკისროს აპელანტს, როგორც წაგებულ მხარეს, რაც მის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟის სახით და რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

6.2. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი წინასწარ იქნა გადახდილი;

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. მა-–---- ან-------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. დარჩეს უცვლელად სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ლაურა მიქავა

 

მოსამართლეები: ირმა პერანიძე

 

თამარ სვანიძე