გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№ 2/1---18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
08 მაისი, 2019 წელი ქ. მ–----ა
მ–----ის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ს---------–-–--ა
სხდომის მდივანი ვ------–-----ე
მოსარჩელე - ბ---------------ი
წარმომადგენელი - ნ------------ა
მოპასუხე - ლ-------------ი
წარმომადგენლები - დ--------------–---–ი, ს--------------–-–---–ი
დავის საგანი - უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა და სამკვიდრო ქონებაზე უფლებადაკარგულად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბ---------------ი (პ/ნ 3----------) ცნობილ იქნას მამკვიდრებელ გ-------–----------ს (პ/ნ 3----------) სახელზე რიცხული, მ–----ის რაიონის სოფელ მ-------------ში მდებარე, ფაქტობრივად დაკავებული სამკვიდროს - უძრავი ქონების (ს/კ 7-----------; ს/კ 7-----------; ს/კ 7------------) მესაკუთრედ;
1.2. მოსარჩელე ბ---------------ი ცნობილი იქნეს მესაკუთრედ მამკვიდრებელ გ-------–----------ს სახელზე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში 1--- წლამდე აღრიცხულ ქონებაზე, მდებარე: მ–----ა, მ-------------ი, კ----ს ქუჩა #------ კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე საცხოვრებელი სახლი 7---- კვ.მ.
1.3. მოპასუხე ლ-------------ი ცნობილ იქნეს მამის, გ-------–----------ს დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე უფლებადაკარგულად.
სარჩელის საფუძვლები:
აწგარდაცვლილ გ-------– ბ-------ს საკუთრებაში ერიცხება უძრავი ქონება, მდებარე მ–----ის რაიონის, სოფელ მ-------------ში. გ-------–---------- გარდაიცვალა 2--- წლის 1------სს. მას ჰყავდა მეუღლე და სამი შვილი. მეუღლე მ------–-------------ი და ერთი შვილი თ-------------------ი გარდაცვლილები არიან. გ-------–----------ს შვილებმა, პირველი რიგის მემკვიდრეებმა, ლ-------------მა და ბ---------------მა მიმართეს სანოტარო ბიუროს სამკვიდროს მიღებისთვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო ნოტარიუსისგან მიიღეს უარი სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე. ბ---------------ი მამის გარდაცვალებამდეც და შემდეგაც დაეუფლა, უვლის და განკარგავს სადავო ქონებას. ნოტარიუსმა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ ვერ დგინდებოდა სამკვიდროს ფლობის ფაქტი - მამკვიდრებელი გ-------–---------- და მემკვიდრე ბ---------------ი რეგისტრირებული არიან სხვადასხვა მისამართზე, ასევე დარღვეულია სამკვიდროს მიღების კანონით განსაზღვრული ვადაც. ნოტარიუსის 2017 წლის 06 ნოემბრის #17------- დადგენილებით ბ---------------ს უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ბ---------------ი მამის გარდაცვალების დღიდან დაეუფლა მამის დანაშთ ქონებას, რაც გამოიხატა იმაში, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ უვლის სახლსა და უძღვება საოჯახო მეურნეობას. ბ---------------ის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით დაუფლების ფაქტი დასტურდება იმითაც, რომ ბ---------------მა მამის გარდაცვალებიდან მეორე დღეს ,,ბანკი რესპუბლიკის’’ ბანკომატში გაანაღდა გ-------–----------ს საპენსიო, ,,ლ---------------’’ პლასტიკური ბარათიდან თანხა 2-0 ლარის ოდენობით, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ბ---------------მა კანონით დადგენილ ვადაში მიიღო სამკვიდრო, მან თანხის განაღდებით გამოხატა სამკვიდროს მიღების ნება. ამასთან, გ-------– და თ-------------------ების სასაფლაოს მოწყობის, დაკრძალვის, ორმოცისა და წლისთავის ხარჯები გაიღო მხოლოდ ბ---------------მა, რაც შესაგებლით სადავოდ არ გაუხდია მოპასუხე მხარეს. მამკვიდრებელს ანდერძი არ დაუტოვებია; სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლებას ადასტურებს ასევე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ მიწის გადასახადის დამადასტურებელი ცნობა, კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითრები, ,,ლ---------------’’ შემნახველი წიგნაკები, საქონლის ვაქცინაციის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტები; ბ---------------მა გ-------–----------ს სახლში დაამონტაჟა სატელეფონო და სატელევიზიო ანძები, რაც ადასტურებს, რომ იგი სატელეფონო და სატელევიზიო კომუნიკაციებით სარგებლობდა.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ბ---------------ი და მამკვიდრებელი რეგისტრირებული არიან სხვადასხვა მისამართზე, არ გამორიცხავს მის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტს, განსხვავებით მოპასუხე მხარისგან, რომელიც დაოჯახების შემდეგ, 1--- წლიდან ფაქტობრივად ცხოვრობდა გარდაბნის რაიონის, სოფელ ახალ სამგორში, მეუღლესთან ვლადიმერ ქავთარაძესთან ერთად; ამ უკანასკნელს სამკვიდროს მიღების ნება არ გამოუხატავს 2017 წლის სექტემბრამდე, როდესაც პოლიციის ძალით ცდილობდა სახლში შეღწევას, იმ მოტივით, რომ ძმამ აუკრძალა მას მამისეულ სახლში მისვლა. მოპასუხე ლ-------------ი არც ფაქტობრივი ფლობით დაუფლებია მამის დანაშთ სამკვიდროს და არც კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში არ მიუმართავს ნოტარიუსისთვის; მხოლოდ ის ფაქტი, რომ ეს უკანასკნელი დღეის მდგომარეობითაც რეგისტრირებულია მ–----ის რაიონის სოფელ მ-------------ში, ცალსახად არ ადასტურებს სადავო სახლში მის ფაქტობრივად ცხოვრებას და სამკვიდროს მიღებას; რაც შეეხება გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ხემძღვანელობის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ლ-------------ის სოფელ ახალ სამგორში ცხოვრებასთან დაკავშირებით, აღნიშნული დოკუმენტი არ არის სარწმუნო, ვინაიდან პოლიციის მიერ გამოკითხული იქნა ამ საქმით დაინტერესებული პირები - ლ-------------ის მეუღლე, შვილი, სიძე და ვინმე ქ----------------–---–ი, რომელიც ასევე ოჯახის ახლობელია; დასახელებული არგუმენტების გათვალისწინებით ლ-------------ი მამის დანაშთ სამკვიდროზე უფლებადაკარგულად უნდა იქნას ცნობილი და ქონების ერთპიროვნულ მესაკუთრედ აღირიცხოს ბ---------------ი;
3.1. მოპასუხე მხარის პოზიცია:
მოპასუხე ლ-------------მა შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი და მიაჩნია, რომ ბ---------------ი უნდა აღირიცხოს მამის დანაშთი სამკვიდროდან მხოლოდ ½ წილის მესაკუთრედ. მოპასუხის პოზიციით სიმართლეს არ შეესაბამება ის ფაქტი, რომ მხოლოდ ბ---------------ი დაეუფლა მამის გარდაცვალების შემდეგ დანაშთ ქონებას და შეუდგა მის ფაქტობრივ ფლობას, ვინაიდან მოსარჩელემ მამისგან 40 წლის წინ მიიღო საცხოვრებელი ბინა მდებარე, თბილისი, ზ--------------–------–---------------------------–- და დღემდე იქ არის რეგისტრირებული, ხოლო ფაქტობრივად ცხოვრობს სულხან ცინცაძის ქუჩაზე, სწორედ ზ-----ს ბინაში ცხოვრების გამო მოსარჩელემ 1997 წელს მიმდინარე მიწის რეფორმის შედეგად მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მიიღო 800 კვ. მ. მიწის ნაკვეთი მ–----ის რაიონის სოფელ მ-------------ში.
ლ-------------ის განმარტებით, დაოჯახების შემდეგ მხოლოდ სამი წელი იცხოვრა მეუღლესთან, რის შემდეგაც ოჯახური პრობლემების გამო დასახლდა მამისეულ სახლში და მას შემდეგ მუდმივად იქ ცხოვრობდა, ეწეოდა მეურნეობას მამასთან და ძმასთან, თ-------------------თან ერთად. შვილი ძირითადად მამასთან ცხოვრობდა, თუმცა უქმე დღეებს დედასთან ატარებდა, თავად ლ-------------ი ჩადიოდა ხოლმე შვილის სანახავად ახალ სამგორში, თუმცა ფაქტოვრივად ამ დროისთვის იგი მ-------------ში ცხოვრობდა. მისივე განმარტებით დღემდე ინარჩუნებს ყოფილ მეუღლესთან და მისი ოჯახის წევრებთან თბილ ურთიერთობას. ბ---------------ი ამ პერიოდში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა თბილისში და მხოლოდ იშვიათად მოდიოდა ხოლმე მამის და ძმის სანახავად. მამას ავადმყოფობის პერიოდში თვითონ უვლიდა. ოჯახის ფინანსებს ლ-------------ი განაგებდა და მამამ სწორედ მას გადასცა საპენსიო პლასტიკური ბარათები, კოდებიც შესაბამისად მხოლოდ მან იცოდა; რაც შეეხება მოსარჩელე ბ---------------ის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას ჰქონდა მამის საპენსიო ბარათი, საიდანაც გაანაღდა თანხა, სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან აღნიშნული საპენსიო ბარათი ლ-------------მა გადასცა თავის ქალიშვილს, რომელიც ბ------ს მეუღლესთან ერთად წავიდა პროდუქტების საყიდლად, რადგან თავად ჭირისუფალი იყო;
მოპასუხის წარმომადგენლის ს--------------–-–---–ის განმარტებით საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი ოქმიდან კარგად ირკვევა, რომ ბ---------------ი ფაქტობრივად ცხოვრობდა თბილისში და პერიოდულად ჩამოდიოდა სოფელ მ-------------ში, რითიც თავად გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ იგი არ ცხოვრობდა მუდმივად სადავო სახლში. ბ---------------ის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ პატრონობდა საქონელს, არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან ლ-------------ი უძღვებოდა მეურნეობას მამისეულ სახლში ძმასთან, თ----------თან ერთად, უვლიდა საქონელს, თავადვე ყიდდა რძეს და მაწონს; ამდენად, ლ-------------ი მამის გარდაცვალებამდეც და მის შემდეგაც მუდმივად ცხოვრობდა მამისეულ სახლში, იგი დღემდე რეგისტრირებულია სოფელ მ-------------ში, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მამის დანაშთი სამკვიდროს ერთპიროვნულ მესაკუთრედ ცნობისა და ლ-------------ის უფლებადაკარგულ მემკვიდრედ აღიარების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს;
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1 დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები;
3.1.1. მამკვიდრებელ გ-------–----------ს სამკვიდრო მასაში შედიოდა უძრავი ქონება, მდებარე მ–----ა, სოფელი მ-------------ი, ს/კ 7-----------; ს/კ 7-----------; ს/კ 7------------; ასევე, უძრავი ქონება, მდებარე: მ–----ა, სოფელი მ-------------ი, კ----ს ქუჩა #------ კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე საცხოვრებელი სახლი 7---- კვ.მ.;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;
- საჯარო რეესტრის ცნობა-დახასიათება უძრავ ქონებაზე;
3.1.2. გ-------–---------- გარდაიცვალა 2--- წლის 1------სს და მას დარჩა სამი პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, შვილები - ბ---------------ი, ლ-------------ი და თ-------------------ი; მეუღლე მ--------------------ი გარდაიცვალა 1998 წელს, ხოლო შვილი თ-------------------ი - 2--- წლის 05-----------, ამ უკანასკნელს პირველი რიგის მემკვიდრეები არ დარჩენია;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გ-------–----------ს გარდაცვალების მოწმობა;
- მ------–-------------ის გარდაცვალების მოწმობა;
- თ-------------------ის გარდაცვალების მოწმობა;
- ბ---------------ის დაბადების მოწმობა;
- ლ-------------ის დაბადების მოწმობა;
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული 05.10.2017 წლის #4----- ცნობა;
3.1.3. გ-------–---------- რეგისტრირებული იყო მისამართზე: მ–----ის რაიონი, სოფელი მ-------------ი, ამავე მისამართზეა რეგისტრირებული მოპასუხე ლ-------------იც;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს მ–----ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათები;
3.1.4 მოსარჩელე ბ---------------ი რეგისტრირებულია შემდეგ მისამართზე: თბილისი, ზ--------------–------–---------------------------–-;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს.
- საინფორმაციო ბარათი (სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური)
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2--- წლის 2- ოქტომბრის წერილი
3.1.5. გ-------–----------ს შვილებმა - პირველი რიგის მემკვიდრეებმა ლ-------------მა და ბ---------------მა სანოტარო ბიუროს მიმართეს სამკვიდროს მიღებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ნოტარიუსის მიერ 0--------- წლის #17------- დადგენილებით ბ---------------ს უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, ნოტარიუსის დადგენილებით სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარი ეთქვა ლ-------------საც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნოტარიუს თ. კობერიძის 0--------- წლის #17------- დადგენილება;
- ნოტარიუს თ. კობერიძის 0--------- წლის #1-------- დადგენილება;
3.1.6. გ-------– ბ-------ს ანდერძი არ დაუტოვებია და სამემკვიდრეო რეესტრში არ არის ჩანაწერი მისი სამკვიდრო ქონების თაობაზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს.
- ცნობები ნოტარუსთა პალატიდან;
3.1.7. ლ-------------ი ვ--–-----------------ესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება 1--- წლის 11 ივნისიდან;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს.
- ქორწინების ჩაწერის აქტი;
3.1.8. უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ დღეის მდგომარეობით სადავო სახლში, მდებარე მ–----ის რაიონი სოფელი მ-------------ი ცხოვრობს როგორც ბ---------------ი, ასევე ლ-------------იც;
- მ–----ის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 2- სექტემბრის ცნობა
- მხარეთა ახსნა - განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეებს შორის სადავოდ არ გამხდარა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ გ-------–----------ს გარდაცვალების შემდეგ სადავო მისამართზე მუდმივად ცხოვრობდა მამკვიდრებლის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, მოსარჩელის და მოპასუხის ძმა - თ-------------------ი, ის უვლიდა სახლს, ჰყავდა საქონელი და უძღვებოდა მეურნეობას.
ამასთან, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ ბ---------------ი მამის გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამის დანაშთ სამკვიდროს, რაც გამოიხატებოდა სადავო სახლში სამეურნეო საქმიანობის წარმართვაში; აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მოწმის ჩვენებების ურთიერთშჯერების საფუძველზე; კერძოდ, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარის შუამდგომლობით დაიკითხა სამი მოწმე, რომლებმაც დაადასტურეს ბ---------------ის მიერ მამის გარდაცვალებიდან კანონით დადგენილ ვადაში სამკვიდროს მიღების ფაქტი.
მოწმე ჯ--–-----------–---–-ა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ბ---------------ს იცნობს დაახლოებით 15 წელია, რაც მ–----ის რაიონის სოფელ მ-------------ში გადმოვიდა საცხოვრებლად; იცნობს ლ-------------საც; მოწმის განმარტებით, მას არ ახსოვს გ-------–----------ს გარდაცვალების თარიღი, თუმცა დაკრძალვას ესწრებოდა და დაზუსტებით იცის, რომ ბ---------------იც და ლ-------------იც იყვნენ მამის დაკრძალვაზე. რაც შეეხება გ-------–----------ს გარდაცვალების შემდეგ პერიოდს, მამისეულ სახლში მუდმივად ცხოვრობდა თ-------------------ი, თუმცა ოჯახში ჰყავდათ საქონელი, რომელსაც უვლიდა ბ---------------ი; მოწმის განმარტებით, მართალია მისთვის უცნობია ვის ეკუთვნოდა საქონელი, თუმცა დანამდვილებით იცის, რომ საძოვარზე ბ------ს მიჰყავდა ძროხები, რადგან ერთად მწყემსავდნენ, ბ------ უვლიდა და წველიდა კიდეც; ასევე უნახავს, როგორ ეზიდებოდა ბ------ რძის ნაწარმს ზ----–ი ოჯახისთვის და გზად მიმავალს ხშირად შეხვედრია ეს უკანასკნელი, არაერთხელ დახმარებია კიდეც მანქანით პროდუქტის წაღებაში; რაც შეეხება ლ-------------ს, მას უფრო იშვიათად ხედავდა მამისეულ სახლში; ამასთან, მოწმე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ამ დროს ლ-------------ი სახლის საქმეებით იყო დაკავებული და ამიტომ ვერ ხედავდა მას ეზოში, ბ-------ების სახლში კი თავად არასდროს ყოფილა; მოწმის განმარტებით, თ----------ის ავადმყოფობის დროს მას ორივე უვლიდა, როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე. ბ------სგან გადმოცემით იცის, რომ მას ზ----–ი ჰყავდა მოსავლელად წაყვანილი თ----------ი, რადგან მ-------------ში სათანადო პირობები არ იყო;
მოწმე გ-----–----–----მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მამკვიდრებელი გ-------–---------- გარდაიცვალა 2--- წელს, რომლის დაკრძალვას თავადაც ესწრებოდა და თავად დაკლა საკლავი, დაკრძალვაზე იყვნენ ბ---------------ი და ლ-------------იც. მისივე განმარტებით, მ–----ის რაიონის სოფელ მ-------------ში მამის გარდაცვალების შემდეგ ძმასთან ერთად ცხოვრობდა ბ---------------ი, რომელიც უვლიდა საქონელს, ფრინველიც ჰყავდა, მიწასაც ამუშავებდა. რაც შეეხება ლ-------------ს, მისთვის ცნობილია, რომ იგი დაოჯახებულია, თუმცა სად ცხოვრობდა არ იცის; ეს უკანასკნელი უნახავს სტუმრად მისული მამისეულ სახლში, თუმცა იქ მუდმივად მას არ უცხოვრია, რადგან ახლო მეზობელია და ამის შესახებ ეცოდინებოდა; მხოლოდ ბოლო ერთი წელია, რაც ლ-------------ი მუდმივად ცხოვრობს სოფელ მ-------------ში ბ---------------თან ერთად; მოწმემ დაადასტურა, რომ ბ---------------ი არის ხელოსანი და სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ გაულესა სახლი;
მოწმე ა-–----------------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მ–----ის რაიონის სოფელ მ-------------ში ცხოვრობს 2007 წლიდან; მას ახსოვს, რომ გ-------–---------- გარდაიცვალა 2--- წელს, თუმცა დაკრძალვაზე არ ყოფილა, რადგან ამ დროისთვის არ იმყოფებოდა საქართველოში. როდესაც ჩამოვიდა, გ-------–ი სამი თვის დაკრძალული იყო; მოწმის განმარტებით მამის გარდაცვალებამდეც და მას შემდეგაც სოფელ მ-------------ში ძმასთან ერთად ცხოვრობდა ბ---------------ი, რომელიც უძღვებოდა მეურნეობას, უვლიდა საქონელს, მიწასაც ამუშავებდა, ფრინველიც ჰყავდა; ბ------ რძის პროდუქტს ეზიდებოდა ზ----–ი, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს, თავად კი ძირითადად მ-------------ში ცხოვრობდა, ლ-------------ი პირველად ნახა მ-------ის ავადმყოფობისას, სტუმრად მისული მამის სახლში; მისთვის ცნობილია, რომ ლ-------------ი მამისეულ სახლში მუდმივად ცხოვრობს ბოლო ერთი წელია, მას შემდეგ, რაც და-ძმას შორის ურთიერთობა დაიძაბა სადავო ქონებასთან დაკავშირებით; მოწმე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა მანამდეც მოდიოდა ლ-------------ი სოფელ მ-------------ში, თუმცა პირადად მხოლოდ მ-------ის ავადმყოფობის პერიოდში ნახა; მოწმემ დაადასტურა, რომ ბ---------------ი არის ხელოსანი, სოფელში ყველას ეხმარება და რამდენიმე წლის წინ მასაც სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ გაულესა სახლი;
3.2.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს: ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს“-,,affirmanti, non legati, incumbit probatio“.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამ ნორმის შესაბამისად, საქმეში არსებული ყოველი მტკიცებულება უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან შეჯერების საფუძველზე და ამის შემდეგ გამოიტანოს სასამართლომ დასკვნა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადასტურების ან დაუდასტურებლობის შესახებ.
3.2.3. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
3.2.4. საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მამის გარდაცვალებამდეც და შემდგომაც მხოლოდ ბ---------------ი დაეუფლა, უვლის და განკარგავს დანაშთ სამკვიდროს მ–----ის რაიონის სოფელ მ-------------ში; დაუსაბუთებელია მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ლ-------------ს ოჯახის შექმნის შემდეგ არ უცხოვრია მამისეულ სახლში, ფაქტობრივად არ დაუფლებია სამკვიდრო ქონებას და 2017 წლის სექტემბრამდე არ გამოუხატავს სამკვიდროს მიღების ნება, რის გამოც იგი უფლებადაკარგულად უნდა იქნას აღიარებული სასამართლოს მიერ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს გაჩიანის პოლიციის განყოფილების უფროსის, პოლიციის ვიცე პოლკოვნიკის ლ. გ----------ს წერილი და ზეპირი გასაუბრების ოქმი
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის წერილი
- მხარეთა ახსნა-განმარტება
აღნიშნულის შეფასების საფუძველს სასამართლოს აძლევს ასევე საქმეზე მოპასუხე მხარის შუამდგომლობთ დაკითხული მოწმეების ჩვენებების ანალიზი;
კერძოდ, მოწმე ვ--–-------------–--ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ლ-------------ს იცნობს 1973 წლიდან, ისინი ერთად სწავლობდნენ პოლიგრაფიულ სასწავლებელში, იცნობს ბ---------------საც, რომელიც მისი თანამშრომელი იყო პოლიგრაფიულ სტამბაში გარკვეული პერიოდი; იგი ცხოვრობს თბილისში, წერეთლის გამზირზე #63-ში, სადაც ლ-------------ი მიდიოდა რძის პროდუქტების გასაყიდად; მოწმის განმარტებით, ლ---ა სოფელ მ-------------ში ცხოვრობდა მამისეულ სახლში მეუღლესთან ოჯახური პრობლემების გამო, იქ ეწეოდა მეურნეობას და სწორედ მამისეული სახლიდან მოჰქონდა მას კვირაში ორჯერ რძის პროდუქტები. ეს ხდებოდა მამის, გ-------–----------ს გარდაცვალების შემდეგ, თუმცა ზუსტ პერიოდს ვერ ასახელებს; აღნიშნული ფაქტი კარგად ახსოვს, რადგან მეუღლის ავტომანქანით რამდენჯერმე დაეხმარა კიდეც ლ---ას პროდუქტების წამოღებაში მ-------------იდან, ბოლო 4-5 წელია კი ლ---ას რძის პროდუქტი გასაყიდად აღარ მიუტანია მათ საცხოვრებელ კორპუსში; მოწმის განმარტებით, იგი უშუალოდ იცნობდა გ-------– ბ-------ს და ერთხელ ავადმყოფობის დროს მისულიც იყო მის სანახავად, სადაც დახვდა ლ-------------ი და ბ---------------იც. იმყოფებოდა გ-------–----------ს დაკრძალვაზეც. მისივე განმარტებით, როდესაც წლების განმავლობაში ნათესავთან ი----------–---–--ან მიდიოდა მ-------------ში, იგი სტუმრობდა ლ-------------საც. გადმოცემით იცის ლ-------------ისგან, რომ მამის გარდაცვალების პერიოდშიც მ-------------ში ცხოვრობდა და ძმის, თ----------ის გარდაცვალების შემდეგაც, თუმცა ამ დროისთვის პირადად ლ---ასთან არ ყოფილა;
მოწმე ა-------–--ის განმარტებით, ლ-------------ი მართალია დაოჯახებული იყო, თუმცა მალე წამოვიდა მეუღლის სახლიდან და ფაქტობრივად ცხოვრობდა მამისეულ სახლში სოფელ მ-------------ში. არ ახსოვს როდის გარდაიცვალა გ-------–----------, თუმცა ავადმყოფობის დროს სანახავად იყო მისული მეგობართან ერთად და ამ დროისთვის დაზუსტებით იცის, რომ ლ-------------ი იქ ცხოვრობდა და მამას უვლიდა, ბ---------------ი იქ არ უნახავს; მან იცოდა, რომ ბ------ ამ დროს თბილისში, ზ----–ი ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. მოწმის განმარტებით, ლ---ა მამის გარდაცვალების შემდეგაც უწყვეტად ცხოვრობდა მ-------------ში, ეწეოდა საოჯახო მეურნეობას და თბილისში, მის სამუშაო ადგილას სტომატოლოგიურ კლინიკაში მოჰქონდა რძის პროდუქტი და ქათამი გასაყიდად. პროდუქტები სწორედ მ-------------იდან, რომ მოჰქონდა, დაზუსტებით იცის, რადგან ერთხელ, პირადად დახვდა დიდუბის მეტროსთან ტვირთის წამოსაღებად. რომელი წელი იყო არ ახსოვს, თუმცა ეს ხდებოდა გ-------–----------ს გარდაცვალების შემდეგ; ერთხელ ლ---ამ კლინიკაში თავისი ძმაც მიიყვანა ექიმთან და ლ---ასგან გადმოცემით იცის, რომ ძმის ავადმყოფობის პერიოდშიც მ-------------ში ცხოვრობდა. ბ------ იღებდა თუ არა მონაწილეობას სამეურნეო საქმიანობაში ან ძმის მოვლაში, მისთვის უცნობია; რძის პროდუქტი ლ---ას მ-------ის გარდაცვალების შემდეგაც მიჰქონდა კლინიკაში, რადგან კარგად ახსოვს, რომ გარკვეული პერიოდი არ ჩანდა და მის შეკითხვაზე თუ რატომ არ დადიოდა კლინიკაში, ლ---ამ უპასუხა, რომ ძმის გარდაცვალების გამო ვერ მოჰქონდა პროდუქტები; მოწმის განმარტებით მან ლ-------------ი ბოლოს მ-------------ში ნახა დაახლოებით ერთი წლის წინ, მამიდაშვილთან სტუმრობისას, როცა ეს უკანასკნელი სახლში არ დახვდა, გადავიდა ლ---ასთან, რა დროსაც მასპინძელმა ტყემალი გაატანა საჩუქრად;
მოწმე მ-----------–---–ის განმარტებით მოპასუხე ლ-------------ი არის მისი ბიცოლა, ქორწინებიდან ძალ--- მალე ლ-------------ს და მის მეუღლეს პრობლემები შეექმნათ, რის გამოც ლ---ა მამის სახლში დაბრუნდა მ-------------ში, მისი ბიძაშვილი ქ---- დაიბადა და ჩაწერილი იყო მ–----აში. მოწმის განმარტებით, იგი ხშირად სტუმრობდა ბიცოლას და კარგად იცნობდა ლ---ას მამას, გ-------– ბ-------ს, რომელიც 2--- წელს ცუდად გახდა, მოვლა სჭირდებოდა და ვინაიდან ამ პერიოდში ლ-------------ი მამასთან ცხოვრობდა, მისი ბიძაშვილი ქ----ც ხშირად მიდიოდა მ-------------ში, რომ დედას დახმარებოდა; აღნიშნულ პერიოდში ბ---------------ი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ზ----–ი, ხოლო მეორე ძმა, თ----------ი და ლ-------------ი ცხოვრობდნენ მ-------------ში. გ-------– ბ-------ს ჰყავდა საქონელი, რომელსაც ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ უვლიდა ლ-------------ი და თ----------ი, ბ------ და მისი შვილები სტუმრად მოდიოდნენ ხოლმე. ლ---ასთან ერთად იღებდა თუ არა მონაწილეობას მამისეული სახლის მოვლაში ბ---------------ი, მისთვის უცნობია. მოწმის განმარტებით, მ-------ის გარდაცვალების შემდეგ და-ძმას შორის ურთიერთობა დაიძაბა ქონებასთან დაკავშირებით; მისი განმარტებით მ-------ის გარდაცვალების შემდეგ ბ---------------მა თვითნებურად გაასხვისა საქონელი და მამის სამკვიდროს სრულად მისაკუთრება მოინდომა, რამაც გამოიწვია კონფლიქტი და-ძმას შორის;
3.2.6. ბ---------------მა 2--- წლის 1-------ს, გ-------–----------ს გარდაცვალებიდან მეორე დღეს ამ უკანასკნელის საპენსიო ბარათიდან, სს ,,ბანკი რესპუბლიკის“ ბანკომატში გაანაღდა ფულადი თანხა 2-0 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თანხის განაღდების ქვითარი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ მამის კუთვნილი საპენსიო ბარათიდან მამკვიდრებლის გარდაცვალების მეორე დღეს თანხის განაღდებით მან გამოხატა სამკვიდროს მიღების ნება და სწორედ მოცემული წერილობითი მტკიცებულებით უტყუარად დასტურდება ბ---------------ის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტი; სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თუ ვინ ფლობდა უშუალოდ დასახელებულ საპენსიო ბარათს მხარეებმა სადავოდ გახადეს და ეს ფაქტობრივი გარემოება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერცერთმა მხარემ ვერ დაადასტურა; ამასთან, მოსარჩელე მხარეს სადავოდ არ გაუხდია, რომ მამის გარდაცვალების დღეებში ჭირისუფალი იყო ლ-------------იც და ისიც მონაწილეობდა ქართული ტრადიციის შესაბამისად მშობლის დაკრძალვის ცერემონიალში. სწორედ ამ დროს, ერთ-ერთი მემკვიდრის მიერ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან მეორე დღეს ამ უკანასკნელის კუთვნილი საპენსიო ბარათიდან თანხის განაღდება ვერანაირად ვერ ჩაითვლება სამკვიდროს მიღების ნების გამოხატვად, ვინაიდან მოცემულ მომენტში არცერთ მემკვიდრეს ასეთი განზრახვა არ ჰქონია, ასეთი არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით; ხოლო მშობლის დაკრძალვის საჭიროებისთვის (მათ შორის პროდუქტის შესაძენად, როგორც ამას მხარეები მიუთითებენ თავიანთ ახსნა-განმარტებაში) და ამ განზრახვით მამკვიდრებლის კუთვნილი თანხის გამოყენება, ვერ ჩაითვლება სამკვიდროს დაუფლების ნების გამოვლენად; ამასთან, საყურადღებოა, რომ მამის გარდაცვალების მომენტისთვის სადავო სახლში ცხოვრობდა ასევე გ-------–----------ს მესამე შვილი - თ-------------------ი;
სასამართლო განმარტავს, რომ მატერიალური სამართლის არცერთი ნორმა სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დადასტურების სპეციალურ სტანდარტს არ ადგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი დასაშვებ მტკიცებულებად, მათ შორის მოწმის ჩვენებასაც მიიჩნევს. თავის მხრივ, ამავე კოდექსის 140-ე მუხლი, მოწმედ განიხილავს ნებისმიერ პირს, რომელსაც შესაძლებელია გააჩნდეს რაიმე ინფორმაცია სადავო გარემოების შესახებ. 147-148-ე მუხლების თანახმად, მოწმის დაკითხვა წარმოებს ღია სასამართლო სხდომაზე, რომელიც თავისუფალი თხრობით გადმოსცემს ყოველივეს, რაც მან იცის ამ გარემოებათა შესახებ.
3.2.7. მოწმის ჩვენების შეფასებისას სასამართლო მას იკვლევს, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რა დროსაც, ბუნებრივია, მნიშვნელობა ენიჭება, როგორც სუბიექტურ, ისე - ობიექტურ ფაქტორებს, მათ შორისაა მოწმის უნარი, აღიქვას ფაქტები და სწორად გადმოსცეს ისინი, მისი დამოკიდებულება მოდავე მხარეებისა და გარემოებების მიმართ. ასეთ დროს მოწმდება ჩვენების იურიდიული სანდოობა და, ბუნებრივია, შეფასების პროცესუალურ საფუძველს 105-ე მუხლი წარმოადგენს.
შესაბამისად, პროცესზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებისა და მოსარჩელე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ---------------მა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში გამოხატა სამკვიდროს მიღების ნება და ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა კიდეც მამის სამკვიდროს, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ ბ---------------ი ცნობილ უნდა იქნას გ-------–----------ს დანაშთი სამკვიდროს ½ წილის მესაკუთრედ, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო: მოსარჩელე მხარის არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ დღემდე ფლობს სადავო სახლს და მთელ სამკვიდრო ქონებას მხოლოდ თვითონ, ხოლო მოპასუხე ლ-------------ი, რომელიც ასევე არის მამკვიდრებლის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, ცნობილ უნდა იქნეს უფლებადაკარგულად, საფუძველსმოკლებულია და მას სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მოსარჩელე მხარემ საქმეში წარმოდგენილი მასალებით და მოწმეთა ჩვენებებით ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის რეალიზება იმ ხარისხით, რაც სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი გახდებოდა.
3.7. ''ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის'' მე-6-მუხლით გათვალისწინებული სამართლ---ი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლ---ი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ. საქმე Nას-178-167-2017).
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად; (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.2-; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1. სასამართლომ განიხილა სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, ამასთან მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ ვინაიდან მოსარჩელე ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამის სამკვიდროს კანონით დადგენილ ვადაში, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1307-ე, 1319-ე, 1320-ე, 1324-ე, 1328-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, 1. გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. 2. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლ---ად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. ამავე კოდესის 1307-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომელნიც ცოცხალნი იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე და 1320-ე მუხლების მიხედვით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შემდეგ. სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე. ამავე კოდექსის 1324-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს გახსნის ადგილად ითვლება მამკვიდრებლის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო, თუ იგი ცნობილი არ არის, – სამკვიდროს ადგილსამყოფელი;
6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები. ამავე კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე.
მართალია, მოსარჩელეს კანონი განიხილავს მემკვიდრეთა წრეში, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო;
6.3.ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება; ანუ აღნიშნული ნორმა იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. ამდენად, იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმით დარეგულირდეს განსახილველი ურთიერთობა, სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრე ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს ქონებას ან მართოს იგი. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ.
ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. ასეთად კი მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში და სხვა. სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადასახადების გადახდაში, დამქირავებლისათვის ქირის გადახდევინებაში, თხოვებაში, დანაშთი ქონების მოვლა-პატრონობაში და ა.შ. სამკვიდროს დაუფლებით მემკვიდრეს წარმოეშობა საკუთრების უფლება მიღებულ სამკვიდროზე, შესაბამისად, სამკვიდროს მიღება ნიშნავს ისეთი მოქმედებების განხორციელებას, რომელიც მიუთითებს სამკვიდრო ქონებით, როგორც საკუთარი ქონებით სარგებლობაზე, სამკვიდრო ქონების მიმართ მესაკუთრის უფლებამოსილებების განხორციელებას და კონკლუდენტურად გამოხატავს მემკვიდრის ნებას, მიიღოს სამკვიდრო.
6.4. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ-------–----------ს გარდაცვალებით 2--- წლის 1------სს გაიხსნა სამკვიდრო. გ-------–----------ს გარდაცვალებისას სამკვიდრო მასას წარმოადგენდა მ–----ის რაიონის სოფელ მ-------------ში არსებული უძრავი ქონება (ს/კ 7-----------; ს/კ 7-----------; ს/კ 7------------) და გ-------–----------ს სახელზე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში 1--- წლამდე აღრიცხული ქონება, მდებარე: მ–----ა, მ-------------ი, კ----ს ქუჩა #3--კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე საცხოვრებელი სახლი 7---- კვ.მ. დადგენილია ასევე, რომ გ-------– ბ-------ს დარჩა სამი პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, შვილები - ბ---------------ი, ლ-------------ი და თ-------------------ი, ეს უკანასკნერლი გარდაიცვალა 2--- წლის 5----------- და პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები არ დარჩენია;
დადგენილია, რომ ბ---------------ი რეგისტრირებულია თბილისი, ზ--------------–------–---------------------------–-, ხოლო ლ-------------ი, მ–----ა, სოფელი მ-------------ში; ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ მისამართზე პირთა რეგისტრაცია არ წარმოადგენს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების მტკიცებულებას. ფაქტობრივი მფლობელობის გზით ქონების მიღებისათვის არაა აუცილებელი მემკვიდრე სამკვიდრო ქონების მისამართზე იყოს რეგისტრირებული. რეგისტრაციის პარალელურად მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს ქონების დაუფლების მტკიცებულებები. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის ცნების განმარტების მიზნებისათვის, სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღება გულისხმობს აღნიშნულ სამკვიდროში შემავალი ქონების ან მისი ნაწილის პერიოდულად ფლობას, გამოყენებას. სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებულ მოქმედებად მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში ანდა გარკვეული პერიოდულობით ამ სახლის, როგორც საკუთარის, ფლობა და მართვა;
სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ბ---------------მა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში გამოხატა სამკვიდროს მიღების ნება და ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა კიდეც მამის სამკვიდროს, რაც გამოიხატა მამისეულ სახლში სამეურნეო საქმიანობის წარმართვაში, საქონლის მოვლაში, მიწის დამუშავებაში; ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების მიზნებისათვის მნიშვნელობა ენიჭება მემკვიდრის სუბიექტურ დამოკიდებულებას სამკვიდრო მასაში არსებული ქონების მიმართ. კერძოდ, გარემოებებს იმის შესახებ, რომ მემკვიდრე გარკვეულ ზომებს იღებდა სამკვიდროს დაცვის, შენარჩუნების მიზნით და თუ აშკარად გამოკვეთილი არ არის, რომ აღნიშნული ვინმეს სასიკეთოდ, საჩუქრის სახით კეთდებოდა, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე იგულისხმება, რომ მემკვიდრე ქონებას თავისად მიიჩნევდა და გარკვეულ ქმედებებს ახორციელებდა საკუთარ ქონებაზე.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ნოტარიუსის დადგენილებით სხვადასხვა საფუძვლით ორივე მემკვიდრეს, როგორც ბ---------------ს, ისე ლ-------------ს უარი ეთქვათ სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე; ამასთან, ორივე დადგენილებაში ნოტარიუსი მიუთითებს, რომ სამკვიდროს მიღების ნება გამოხატული აქვს როგორც ლ-------------ს, ისე ბ---------------ს. სასამართლო პროცესზე წარმოდგენილ მოწმეთაგან არცერთი მათგანი არ შესწრებია და-ძმას შორის ქონების გაყოფაზე რაიმე სახის მსჯელობას, სხვა უტყუარი მტკიცებულება კი იმის დასადასტურებლად, რომ ლ-------------მა რაიმე ფორმით უარი განაცხადა მამის დანაშთი სამკვიდროდან თავისი კუთვნილი წილის მიღებაზე, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია; შესაბამისად, მოსარჩელის განმარტება იმ ნაწილში, რომ მხოლოდ თვითონ დაეუფლა მამის სამკვიდროს, არ არის სარწმუნო, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ აღნიშნულს ვერც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოწმეები ვერ ადასტურებენ უტყუარად. აღნიშნულის დადასტურება კი მოსარჩელის მტკიცების საგანში შედიოდა;
აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა ქმნის იმ ვარაუდის დაშვების შესაძლებლობას, რომ ქონების დაუფლებით, იქ სურვილისამებრ მისვლით, სამეურნეო საქმიანობაში მონაწილეობით როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე სადავო სახლსა და ქონებას მიიჩნევდა თავისად, მამის დანატოვარ სამკვიდროდ. შესაბამისად, მათ მიერ უძრავ ნივთთან მიმართებით განხორციელებული ქმედებები, მოიცავდა სამკვიდროს დაუფლებისაკენ მიმართულ ნებას. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ლ-------------ს არ ჰქონია ნება მიეღო მამის სამკვიდრო ქონება. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მამკვიდრებელ გ-------–----------ს პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეთაგან ბ---------------ს სამკვიდრო მიღებული აქვს ფაქტობრივი ფლობით, ხოლო ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო უტყუარი მტკიცებულების წარმოდგენა იმის დასადასტურებლად, რომ ასევე პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ ლ-------------მა რაიმე ფორმით უარი განაცხადა სამკვიდროს მიღებაზე, მოსარჩელის წილი სადავო ქონებიდან უნდა განისაზღვროს უძრავი ნივთის 1/2 ნაწილით.
შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ---------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლ---ად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან; ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია;
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მოპასუხე მხარემ შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი, მოპასუხე მხარეც თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი:
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ბ---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.2 ბ---------------ი (პ/ნ 3----------) ცნობილ იქნეს მამკვიდრებლის, გ-------–----------ს (პ/ნ 3---------- გარდაცვალების თარიღი 1----.2--- წელი, გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღი: 1-----2--- წელი, გარდაცვალების აქტის ჩანაწერი: 4----------) დანაშთი სამკვიდროს - უძრავი ქონების, მდებარე: მ–----ა, სოფელი მ-------------ი, ს/კ 7-----------; ს/კ 7-----------; ს/კ 7------------ ასევე, უძრავი ქონების, მდებარე: მ–----ა, სოფელი მ-------------ი, კ----ს ქუჩა 3-, 3-- კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე მდებარე 7---- კვ.მ საცხოვრებელი სახლის - ½ წილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ;
2. ბ---------------ის მეორე სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მ–----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მ–----ის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ს---------–-–--ა