გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/251 -18
160210018002338765
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 ივლისი, 2018 წელი ქ.ბოლნისი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო თარაშვილი
სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე
მოსარჩელე - სო-------------ე, ირ------------ა, იზ---–------------ე, გა-------------ე
წარმომადგენელი - ომ----------------–---ი, ან------------ვი, არ---–--------------ნი
მოპასუხე - ვა-–-------------ე
წარმომადგენელი - გო----------------–---–ი
დავის საგანი: სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა, თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი 2013 წლის 20 დეკემბერს ნოტარიუს ხა------------–---–ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა 1/3 ნაწილში და და---------------ის მემკვიდრეები და უფლებამონაცვლეები სო-------------ე, ირ------------ა, იზ---–------------ე და გა-------------ე ცნობილ იქნენ უძრავი ქონების ს/კ 83.04.02.764 1/3 წილის მესაკუთრეებად.
1.2. ვა-–-------------ეს და---------------ის მემკვიდრეების და უფლებამონაცვლეების სო-------------ის, ირ------------ას, იზ---–------------ის და გა-------------ის სასარგებლოდ დაეკისროთ სამკვიდრო ქონების 1/3 წილის ფულადი კომპენსაციის გადახდა 26.635 ლარის ოდენობით.
მოსარჩელეთა განმარტებით, მოპასუხის მამას ვ-–------------------ს ჰყავდა სამი შვილი: ვა-–--ო, ეთ---- და და---------------ეები. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, მის სახელზე დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან ვა-–-------------ის და ეთ---- ბუ-----ეების კუთვნილ 2/3 წილზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა და აღნიშნული სამკვიდრო ქონება მემკვიდრეობით მიიღო ვა-–-------------ემ, ხოლო სამკვიდრო ქონების 1/3 წილი დარჩა ღიად იმის გამო, რომ აღნიშნული სამკვიდრო ქონება ეკუთვნოდა მესამე მემკვიდრე - და---------------ეს (რომლის უფლებამონაცვლეებსაც წარმოადგენენ მოსარჩელეები). ვა-–-------------ემ შეცდომაში შეიყვანა სასამართლო, კერძოდ და---------------ის, როგორც მემკვიდრის არსებობის შესახებ არ აცნობა და ღიად დარჩენილი სამკვიდრო ქონების 1/3 წილიც, რომელიც ეკუთვნოდა და---------------ეს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღო საკუთრებაში. აღნიშნულის შემდეგ, 2014 წლის 11 მარტს, ვა-–-------------ემ სადავო უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულებით გაასხვისა მოქალაქე ად--–------–--ვზე. შესაბამისად, მოსარჩელეებმა დარღვეული კანონიერი უფლებების აღსადგენად სარჩელით მომართეს სასამართლოს.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მამის - ვლ------რ ბუ-----ის გარდაცვალების შემდეგ მის დანატოვარ სამკვიდრო ქონებას მთლიანად დაეუფლა. მან მამის გარდაცვალებიდან 6 თვის შემდეგ მიიღო სამკვიდრო ქონების 2/3 წილი, რადგან მისმა დამ ეთერ ბუ-----ემ უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე ძმის ვა-–-------------ის სასარგებლოდ, ხოლო შემდეგ 2013 წელს, რადგან მის ძმას და---------------ეს სამკვიდრო ქონება არ ჰქონდა მიღებული ფაქტობრივი ფლობით, რაც მისცემდა მას სამკვიდრო ქონებაზე პრეტენზიის გაცხადების უფლებას, ღიად დარჩენილი 1/3 წილი ასევე მიიღო ფაქტობრივი ფლობით, ხოლო შემდეგ მიღებული ქონება გაასხვისა. მოსარჩელეთა მითითება, რომ და---------------ემ მიიღო სამკვიდროს წილი, ვერ დასტურდება, რამეთუ არ არსებობს მტკიცებულებები, რაც დაამტკიცებს მის მიერ ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღებას.
მოპასუხის განმარტებით მოსარჩელეები არ უნდა იქნენ ცნობილი სადავო ქონების 1/3 წილის მესაკუთრეებად, რადგან და---------------ეს არ მიუღია სამკვიდრო კანონით დადგენილი წესით. მოპასუხე ასევე არ დაეთანხმა სადავო ქონების 1/3 წილის ღირებულებასთან დაკავშირებით წარმოდგენილ აუდიტის დასკვნას, რადგან იგი არის დაუსაბუთებელი და მასში მითითებული სადავო ქონების ღირებულება არ შეესაბამება მის ნამდვილ ფასს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 1999 წლის 23 აგვისტოს გარდაიცვალა მამკვიდრებელი ვ-–------------------, რომელსაც საკუთრებაში ჰქონდა უძრავი ქონება მდებარე მა-------–-ს რაიონის სოფელ წ--------–ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მოწმობა
- მხარეთა ახსნა -განმარტებები (2018 წლის 21 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი)
3.1.2. 2000 წლის 10 მაისს, ნოტარიუს მა---------–--–--ის მიერ, 1999 წლის 23 აგვისტოს გარდაცვლილი ვლ------რ ბუ-----ის დანატოვარი ქონების 2/3 წილზე გაიცა №2-22 სამკვიდრო მოწმობა ვა-–--ო ვლ---------ს ძე ბუ-----ის სახელზე, ხოლო სამკვიდრო ქონების 1/3 წილი დარჩა ღიად. ვლ------რ ბუ-----ის პირველი რიგის მემკვიდრემ, შვილმა - ეთ---- ვლ---------ს ასულმა ხა---------მა ნოტარიუს - მა---------–--–--ის სანოტარო ბიუროში შეიტანა განცხადება და წერილობით უარი განაცხადა გარდაცვლილი მამის - ვლ------რ ბუ-----ის დანატოვარ ქონებაში თავის სამკვიდრო წილზე ძმის - ვა-–-------------ის სასარგებლოდ და ვა-–-------------ემ, როგორც მემკვიდრემ მიიღო სამკვიდრო ქონების 2/3 წილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სამკვიდრო მოწმობა N2-22
- მხარეთა ახსნა -განმარტებები (2018 წლის 21 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი)
3.1.3. და---------------ე არის 1999 წლის 23 აგვისტოს გარდაცვლილი ვლ------რ ბუ-----ის შვილი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- და---------------ის დაბადების მოწმობა.
3.1.4. 2016 წლის 26 ივლისის მა-------–-ს მაგისტრატი სასამართლოს განჩინებით გარდაცვლილ და---------------ის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ სო-------------ე, ი----ა და------ს ასული აჩ------ა, იზ---–--ა და------ს ასული ბუ-----ე და გა---ე და------ს ასული ბუ-----ე. აღნიშნული დადგინდა განმცხადებელთა მიერ წარდგენილი სამკვიდრო მოწმობით, ქორწინების მოწმობით და რწმუნებულებებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მა-------–-ს მაგისტრატი სასამართლოს 2016 წლის 26 ივლისის განჩინება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2013 წლის ივლისის თვეში, ვა-–-------------ემ განცხადებით მიმართ ბოლნისის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ვლ------რ ბუ-----ის სახელზე დანაშთი სამკვიდრო ქონების მიღების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა. მისი განცხადების საფუძველზე, 2013 წლის 19 ივლისს, სასამართლომ დაადგინა იურიდიული მნიშვნელობის მქონე მემკვიდრეობის მიღების ფაქტი იმის შესახებ, რომ ვა-–-------------ეს ფაქტობრივი ფლობით მიღებული ჰქონდა 1999 წლის 23 აგვისტოს გარდაცვლილი მამის - ვლ------რ ბუ-----ის სახელზე რეგისტრირებული სამკვიდრო ქონების - 1/3 წილი, მდებარე მა-------–-ს რაიონის სოფელ წ--------–ში. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, 2013 წლის 20 დეკემბერს, ვა-–-------------ემ განცხადებით მიმართა ნოტარიუს - ხა------------–---–ს და მოითხოვა გარდაცვლილი მამის - ვლ------რ ბუ-----ის დანატოვარი ქონების 1/3 წილზე დამატებითი სამკვიდრო მოწმობის გაცემა. 2013 წლის 20 დეკემბერს, ნოტარიუს - ხა------------–---–ის მიერ გაცემული იქნა დამატებითი სამკვიდრო მოწმობა დარჩენილ სამკვიდრო ქონებაზე და შესაბამისად მოპასუხე გახდა მთლიანი ქონების მესაკუთრე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლოს 2013 წლის 19 ივლისის დადგენილება
- სამკვიდრო მოწმობა გაცემული 20.12.2013 წელს.
3.2.2. 2015 წლის 15 ოქტომბერს, მა-------–-ს მაგისტრატ სასამართლოს განცხადებით მიმართეს და---------------ის წარმომადგენლებმა ომ----------------–---მა და ან------------ვმა და მოითხოვეს მა-------–-ს მაგისტრატი სასამართლოს 2013 წლის 19 ივლისის №2/71-13 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა შემდეგ გარემოებებზე მითითებით: ვ-–------------------ს ჰყავდა სამი შვილი: ვა-–--ო, ეთ---- და და---------------ეები. მისი გარდაცვალების შემდეგ, მის სახელზე დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან ვა-–--ო და ეთ---- ბუ-----ეების კუთვნილ 2/3 წილზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა და აღნიშნული სამკვიდრო ქონება მემკვიდრეობით მიიღო ვა-–-------------ემ, ხოლო სამკვიდრო ქონების 1/3 წილი დარჩა ღიად იმის გამო, რომ აღნიშნული სამკვიდრო ქონება ეკუთვნოდა მესამე მემკვიდრე - და---------------ეს. ვა-–-------------ემ შეცდომაში შეიყვანა სასამართლო, კერძოდ და---------------ის, როგორც მემკვიდრის არსებობის შესახებ არ აცნობა და ღიად დარჩენილი სამკვიდრო ქონების 1/3 წილიც, რომელიც ეკუთვნოდა და---------------ეს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე დაიკანონა პირად საკუთრებაში. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით და---------------ის უფლებამონაცვლეების განცხადება დაკმაყოფილდა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება ცნობილ იქნა ბათილად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება
3.2.3. სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა მა-------–-ს რაიონის სოფელ წ--------–ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, საკადასტრო კოდი: 83.04.02.764. ვა-–-------------ემ აღნიშნული სამკვიდროს თავის თავზე რეგისტრაციის შემდეგ გაასხვისა ად--–------–--ვზე. ზემოაღნიშნული ქონების ღირებულება აუდიტ აკ--------------ს მიერ შეფასდა 79 905 ლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის რეესტრის ამონაწერი
- მხარეთა ახსნა -განმარტებები (2018 წლის 21 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი)
- აუდიტის დასკვნა
3.2.4. და---------------ეს, რომელიც მამკვიდრებლის - ვა-–-----ნ ბუ-----ის გარდაცვალებისას ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში და მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან, კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში არ მიუმართავს ნოტარიუსისათვის სამკვიდრო ქონების მიღების მიზნით, სამკვიდრო მიიღო მოძრავი ნივთების დაუფლებით, აგრეთვე მიწის ნაკვეთის ფლობით და მართვით, რაც გამოიხატებოდა ყოველწლიურად მოკლე პერიოდით მიწის ნაკვეთის მოვლა/დამუშავებაში და მოსავლის მიღებაში. აღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად და---------------ის უფლებამონაცვლეთა წარმომადგენლებმა მიუთითეს მოწმეთა ჩვენებებზე და ასევე წარმოადგინეს სამამულო ომის დასრულებიდან 50 წლის აღსანიშნავად ვა-–-----ნ ბუ-----ისთვის გადაცემული მედალი, რომელიც და---------------ემ მამის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში სხვა ნივთებთან ერთად (ფოტოსურათები) წამოიღო მამისეული სახლიდან. ამ კონკრეტულ მტკიცებულებასთან დაკავშირებით, მოპასუხე ვა-–-------------ემ მიუთითა, რომ ეს მედალი ნამდვილად თავისი მამის კუთვნილი იყო, თუმცა მისი ვარაუდით, ეს ნივთი და---------------ეს უნდა მიეღო არა მამის გარდაცვალების შემდეგ საქართველოში, მა-------–-ს რაიონის სოფელ წ--------–ში მდებარე სახლში დაბრუნებისას, არამედ მისთვის გაურკვეველი, უკანონო გზებით.
გარდაცვლილი ვა-–-----ნ ბუ-----ის საცხოვრებელი სახლიდან მოძრავი ნივთების წაღება სასამართლოს შეხედულებით სამკვიდროს მიღების ფაქტს ადასტურებს, რადგან ამ შემთხვევაში დადგენილია, რომ მითითებული ნივთები, ფოტოები, მედალი და ვლ------რ ბუ-----ის სამამულო ომში მონაწილეობის შესახებ მოწმობა შედიოდა სამკვიდრო მასაში და სასამართლო და---------------ის მიერ მათ დაუფლებას უკავშირებს სამკვიდროს მიღების მიზანს. რაც შეეხება მიწის ნაკვეთის ფლობითა და მართვით სამკვიდროს დაუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ მატერიალური სამართლის არც ერთი ნორმა სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დადასტურების სპეციალურ სტანდარტს არ ადგენს, ამდენად, გამოყენებულ უნდა იქნას საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც დასაშვებ მტკიცებულებად, მათ შორის მოწმის ჩვენებასაც მიიჩნევს, თავის მხრივ, ამავე კოდექსის 140-ე მუხლი მოწმედ განიხილავს ნებისმიერ პირს, რომელსაც შესაძლებელია, გააჩნდეს რაიმე ინფორმაცია სადავო გარემოების შესახებ. მოწმის ჩვენების შეფასებისას სასამართლო მას იკვლევს, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რა დროსაც, ბუნებრივია, მნიშვნელობა ენიჭება, როგორც სუბიექტურ, ისე _ ობიექტურ ფაქტორებს, მათ შორისაა მოწმის უნარი, აღიქვას ფაქტები და სწორად გადმოსცეს ისინი, მისი დამოკიდებულება მოდავე მხარეებისა და გარემოებების მიმართ, ასეთ დროს მოწმდება ჩვენების სანდოობა, ხოლო შეფასების პროცესუალურ საფუძველი 105-ე მუხლითაა მოწესრიგებული. მოცემულ შემთხვევაში მოწმე ბა------------------მა - ვა-–--ო და და---------------ეების დის შვილმა, სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მეუღლესთან ლუ----------------თან და დედასთან ეთერ ბუ-----ესთან ერთად ცხოვრობდა პაპის ვლ------რ ბუ-----ის სახლში. ვლ------რ ბუ-----ის გარდაცვალებისას მისი ვაჟები და---------------ე და ვა-–-------------ე საქართველოში არ იმყოფებოდნენ, თუმცა და---------------ემ მამის დაკრძალვისთვის გამოგზავნა თანხა 200 აშშ დოლარის ოდენობით. მამის გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ ჩამოვიდა კიდეც საქართველოში, თუმცა ნოტარიუსისთვის არ მიუმართავს სამკვიდრო ქონების მიღებასთან დაკავშირებით. და---------------ე მისი ოჯახის წევრებითურთ ყოველწლიურად ერთი თვით ჩამოდიოდა საქართველოში და მამისეულ სახლში ცხოვრობდა. მამის გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ მა-------–-ს რაიონის სოფელ წ--------–ში ჩასულ და---------------ეს ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე გაუარესებული ჰქონდა, თუმცა იგი საქართველოში თავს შედარებით უკეთ გრძნობდა, ფიზიკურად მიწის დამუშავება არ შეეძლო, მაგრამ თავისი მამის სახლის საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე ხილს კრეფდა და ეს ერთგვარი გართობაც კი იყო მისთვის. მოწმე ლუ----------------ის - ბა------------------ის მეუღლის ჩვენება, ფაქტობრივად თანხვედრაშია მისი მეუღლის ჩვენებასთან. მანაც ასევე დაადასტურა, რომ მამკვიდრებლის ვა-–-----ნ ბუ-----ის გარდაცვალებიდან დაახლოებით 40 დღის გასვლის შემდეგ საქართველოში, კერძოდ მა-------–-ს რაიონის სოფელ წ--------–ში მდებარე მამისეულ სახლში ჩამოვიდა მისი შვილი და---------------ე. მართალია მან მამის დაკრძალვაზე ჩამოსვლა ვერ შეძლო, თუმცა დაკრძალვის ხარჯი 200 აშშ დოლარის ოდენობით, მის მიერ იქნა გამოგზავნილი. მეუღლეები ბა------------------ი და ლუ----------------ი და---------------ის საქართველოში ჩამოსვლისას ერთად ცხოვრობდნენ გარდაცვლილი ვა-–-----ნ ბუ-----ის სახლში. და---------------ემ მამის კუთვნილი გარკვეული ნივთები თან წაიღო, თუმცა კონკრეტულად რა ნივთები იყო ვერ დაასახელა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწმეების გი-----ი ბუ-----ის და რ----- ბუ-----ის (რომელიც მოსარჩელის დაა) ჩვენებას, ვინაიდან მხარეთა განმარტებებისა და მოწმეთა ჩვენების ურთიერთშეჯერებით აშკარაა, რომ აღნიშნული მოწმეები სასამართლოს გადმოსცემენ მოპასუხესთან შეთანხებულ ვერსიას. მოწმე გი-----ი ბუ-----ემ განაცხადა, რომ მისი საცხოვრებელი სახლი მდებარეობს სადავო ქონების სიახლოვეს, ახლო მდებარე ქუჩაზე და მან გამორიცხა ვა-–-----ნ ბუ-----ის გარდაცვალების შემდეგ მისი შვილის და---------------ის საქართველოში ჩამოსვლის ფაქტი. იქვე მიუთითა, რომ და---------------ის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ იგი აუცილებლად შეიტყობდა, რამეთუ ისინი ბიძაშვილები არიან და აუცილებლად შეხვდებოდნენ ერთმანეთს, თუმცა, მოწმემ იქვე აღნიშნა, რომ მისი საცხოვრებელი სახლის და აწ გარდაცვლილი ვა-–-----ნ ბუ-----ის საცხოვრებელი სახლი სხვადასხვა ქუჩაზე მდებარეობს. მოწმე რ----- ბუ-----ემ განაცხადა, რომ და---------------ე მისი მამის ვა-–-----ნ ბუ-----ის გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში მა-------–-ს რაიონის სოფელ წ--------–ში არ მოსულა, რადგან მამასთან მის გარდაცვალებამდე კონფლიქტი ჰქონდა. მოწმემ იქვე განაცხადა, რომ იმის მიუხედავად, რომ მისი საცხოვრებელი ადგილი მდებარეობს ქ.მა-------–ში, ხოლო აწგარდაცვლილი ვა-–-----ნ ბუ-----ის სადავო ქონება კი მა-------–-ს რაიონის სოფელ წ--------–ში იყო განთავსებული, იგი აუცილებლად შეიტყობდა და---------------ის მამისეულ სახლში ჩამოსვლის შესახებ.
სასამართლო მოწმეების ბა------------------ის და ლუ----------------ის ჩვენებათა სისწორის დასადასტურებლად მოიხმობს მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას, გაცემულს საქათველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ, რომელიც შეეხება და---------------ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას, რამეთუ ორივე მხარე თანხმდებოდა იმ ფაქტზე, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტში და---------------ე საქართველოში არ იმყოფებოდა. ზემოაღნიშნულ დოკუმენტში მითითებულია, რომ 2000 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 22 ნოემბრამდე პერიოდში, და---------------ე საქართველოში პირველად შემოვიდა 2007 წლის 16 აგვისტოს, შესაბამისად, რადგან გამოთხოვილი ინფორმაცია შეეხება 2000 წლის 1 იანვრიდან და---------------ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტს, და მასში მითითებულია, რომ საქართველოში და---------------ის შემოსვლა, დასახელებული თარიღის შემდეგ პირველად ფიქსირდება 2007 წელს, შესაბამისად ნათელია, მან საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უცხო ქვეყნის მიმართულებით გადაკვეთა 2000 წლის პირველ იანვრამდე. ანუ მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ და---------------ე მამის გარდაცვალებიდან 1999 წლის 23 აგვისტოდან დაახლოებით 2 თვეში ჩამოვიდა საქართველოში და მალევე უკან დაბრუნდა, დადასტურებულია ასევე წარმოდგენილი ინფორმაციით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმეთა ჩვენებები (2018 წლის 21 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი, 2018 წლის 5 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი)
- ცნობა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ
- ნივთიერი მტკიცებულებები
- მხარეთა ახსნა -განმარტებები (2018 წლის 21 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი)
სასამართლომ მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე და განმარტავს რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს მათი სარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს არაარგუმენტირებული დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებისათვის აუცილებელი არ არის მუდმივად სამკვიდროში შემავალი მთელი ქონების პყრობა ან ფაქტობრივი ფლობა, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გარკვევა, თუ მემკვიდრეები რამდენად თავისად მიიჩნევდნენ დანაშთ ქონებას და რა ფაქტობრივი დამოკიდებულება ჰქონდათ აღნიშნული ქონების მიმართ. (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №2ბ/4900-16)
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მოწმეთა ჩვენებების, წარმოდგენილი ნივთიერი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ და---------------ემ მიიღო მამკვიდრებლის სამკვიდრო მასიდან მამის - ვა-–-----ნ ბუ-----ის სამამულო ომში მოღვაწეობასთან დაკავშირებით გადაცემული მედალი, მოწმობა ასევე ფოტოსურათები, ამასთან მამის გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ მამისეული სახლში დაბრუნებით, მიწის ნაკვეთის დამუშავებით დადასტურდა მისი სურვილი მიეღო მამის სამკვიდრო, რაც ფაქტობრივად, განახორციელა კიდეც. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ და---------------ემ ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამის და---------------ის სამკვიდრო.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლომ გამოიკვლია მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და გარემოებები, რომელიც მითითებული იქნა მოცემული საქმის განხილვისას და თვლის, რომ და---------------ის უფლბამონაცლეების სო-------------ის, ირ------------ას, იზ---–------------ის და გა-------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ სასამართლო დადგენილად თვლის, რომ ვა-–-----ნ ბუ-----ის გარდაცვალებიდან კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში სამკვიდრო ქონება მიღებული იქნა ასევე და---------------ის მიერ სამკვიდროს ფატქობირივი ფლობით.
ასევე დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე ბათილად უნდა იქნას ცნობილი 2013 წლის 20 დეკემბერს ნოტარიუს ხა------------–---–ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობები 1/3 ნაწილში და ვინაიდან სარჩელის აღძვრის მომენტში უძრავი ქონება არის გასხვისებული, და---------------ის მემკვიდრეები და უფლებამონაცვლეები სო-------------ე, ირ------------ა, იზ---–------------ე და გა-------------ე ვერ იქნებიან მიჩნეულნი სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეებად, თუმცა, მოპასუხე ვა-–-------------ეს, და---------------ის მემკვიდრეების სო-------------ის, ირ------------ას, იზ---–------------ის და გა-------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სამკვიდრო ქონების 1/3 წილის ღირებული ფულადი კომპენსაციის გადახდა 26.635 ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლები 54-ე , 316-ე, 317-ე, 982-ე, 1306-ე,1307-ე, 1319-ე, 1324-ე, 1328-ე, 1421-ე,1434-ე. 1499-ე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის შესაბამისად გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის შესაბამისად მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის შესაბამისად სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1324-ე მუხლის შესაბამისად 1. სამკვიდროს გახსნის ადგილად ითვლება მამკვიდრებლის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო, თუ იგი ცნობილი არ არის, - სამკვიდროს ადგილსამყოფელი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის შესაბამისად სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი),ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო, თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ - ამ ქონების ღირებულება.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სამკვიდროში შედის არა კონკრეტული საგნები, არამედ მამკვიდრებლის უფლება ამ საგნებზე. ამასთან, უფლება ნივთზე (საკუთრების, სარგებლობის) იმავე სახით გადადის მემკვიდრეებზე, რა სახითაც ის მამკვიდრებელთან არსებობდა. მიუხედავად ნივთზე უფლების კანონით დადგენილი წესით აღრიცხვის განუხორციელებლობისა, ეს უფლება სამკვიდრო მასაში შედის (სუსგ №ას-851-800-2010, 2011 წლის 16 თებერვალი, სუსგ №ას-646-613-2014, 30 ოქტომბერი, 2015 წელი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის შესაბამისად კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).
დადგენილია, რომ 1999 წლის 23 აგვისტოს გარდაიცვალა ვ-–------------------, რომლის პირველი რიგის მემკვიდრესაც ვა-–-------------ესთან ერთად ასევე წარმოადგენდა და---------------ე. ამ შემთხვევაში სამკვიდროს გახსნის ადგილია მა-------–-ს რაიონის სოფელი წ--------–ი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის შესაბამისად სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე.
მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის შესაბამისად სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის შესაბამისად მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
სასამართლო დადგენილად თვლის, რომ სამკვიდრო სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით სამკვიდრო მიიღო მოპასუხე ვა-–-------------ემ, ხოლო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ და---------------ემ სამკვიდრო მიიღო სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით. სასამართლოს და---------------ის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებასთან დაკავშირებით ასევ რწმენას იმყარებს ის მოცემულობა, რომ მამკვიდრებლის ვა-–-----ნ ბუ-----ის გარდაცვალების შემდეგ, მის სახელზე დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან ვა-–-------------ის და ეთ---- ბუ-----ეების კუთვნილ 2/3 წილზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, ხოლო სამკვიდრო ქონების 1/3 წილი დარჩა ღიად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1434-ე მუხლის შესაბამისად მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სამი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა მან შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი მოწვევის შესახებ სამკვიდროს მისაღებად. საპატიო მიზეზის არსებობისას ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, მაგრამ არა უმეტეს ორი თვისა. უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე უნდა გაფორმდეს სანოტარო ორგანოში.
დადგენილია, რომ მოსარჩელე და---------------ეს სამკვიდროს მიღებაზე უარი არ განუცხადებია.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1499-ე მუხლის შესაბამისად მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა.
სასამართლო განმარტავს, რომ მემკვიდრეს წარმოეშვება მიღებული უძრავი ნივთის საკუთრების უფლების რეგისტრაციის უფლება, მაგრამ ამ რეგისტრაციის განუხორციელებლობა არ ნიშნავს, რომ მან არ მიიღო ეს ქონება. სამკვიდროს მიღების ფაქტის არსებობის შემთხვევაში მას აქვს უფლება, დაიცვას მიღებული სამკვიდრო სხვა დანარჩენი მემკვიდრეებისაგან, მათ შორის იმ მემკვიდრეებისაგან, რომლებმაც განახორციელეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. დროის საკითხი არის ფარდობითი უფლება და არა აბსოლუტური უფლება, შესაბამისად, აბსოლუტურ უფლებაზე ხანდაზმულობა არ ვრცელდება (იხ. სუსგ №ას-146-140-2012, 2012 წლის 12 ივლისის განჩინება).
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანხმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანხმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანხმად პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.
საქმის მასალებზე დაყრდნობით სასამართლო მიიჩნევს, რომ ვა-–-------------ემ სამკვიდროს აქტივით სრულად განკარგვით ხელყო და---------------ის (მისი უფლებამონაცვლეების) სამართლებრივი სიკეთე - სამკვიდროში კუთვნილი წილი, რითაც ამ უკანასკნელთ მიაყენა ზიანი. სადავო უძრავი ნივთის ღირებულება მოსარჩელეთა მტკიცებით (რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია) შეადგენს 79 905 ლარს, რომლის 1/3 არის 26 635 ლარი. შესაბამისად, წილის კომპენსაცია სწორედ ზემოაღნიშნული თანხის შესაბამისად უნდა განისაზღვროს.
6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21ე მუხლის თანახმად საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
ამ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების საფუძველზე სრულად იქნა დასაბუთებული ის მიზეზი და საფუძველი, თუ რატომ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოსარჩელეთა მოთხოვნა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ სარჩელზე ბაჟის სახით გადახდილია 760 ლარი, ხოლო აუდიტის მომსახურების ხარჯისთვის გაღებულია 500 ლარი. სასამართლო თვლის, რომ მოპასუხე ვა-–-------------ეს სო-------------ის, ირ------------ას, იზ---–------------ის და გა-------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელის ბაჟის 790 ლარის და აუდიტის მომსახურების ხარჯის 500 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე ვა-–-------------ეს (პ/ნ 28001103927) აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე, მა-------–-. შოთა რუსთაველის ქუჩა =81ა, საკადასტრო კოდით: 83.02.07.817.01.030. გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
ვინაიდან, საქმის არსებითი განხილვის შედეგად სარჩელი დაკმაყოფილდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სო-------------ის, ირ------------ას, იზ---–------------ის და გა-------------ის სარჩელი მოპასუხე ვა-–-------------ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. ბათილად იქნას ცნობილი ნოტარიუს ხა------------–---–ის მიერ 2013 წლის 20 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა 1/3(ერთ მესამედ) ნაწილში.
1.3 დაეკისროს მოპასუხე ვა-–-------------ეს, და---------------ის მემკვიდრეების სო-------------ის, ირ------------ას, იზ---–------------ის და გაია ბუ-----ის სასარგებლოდ სამკვიდრო ქონების 1/3 წილის ღირებული ფულადი კომპენსაციის გადახდა 26.635 ლარის ოდენობით.
2. ვა-–-------------ეს, დათო ბუ-----ის მემკვიდრეების სო-------------ის, ირ------------ას, იზ---–------------ის და გაია ბუ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის ბაჟის 790 ლარის გადახდა.
3. ვა-–-------------ეს, დათო ბუ-----ის მემკვიდრეების სო-------------ის, ირ------------ას, სასარგებლოდ დაეკისროს აუდიტის მომსახურების ხარჯის 500 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო თარაშვილი