განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 200210015001129503
(2ბ/6773-2017)
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე, მომხსენებელი - გელა ქირია
მოსამართლეები - გოგიტა თოთოსაშვილი, ლევან გვარამია
სხდომის მდივანი – ნა-- კაბულაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - ბ-----------------–---–-
წარმომადგენელი - ნ-------------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე-----------------
წარმომადგენელი - შ--–--------------
დავის საგანი - ფაქტობრივი დაუფლებით სამკვიდრო ქონების მიღების ფაქტის დადგენა, და--შთი სამკვიდრო ქონების 1/2 წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტა--
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თელავის რ-----ული სასამართლოს 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თელავის რ-----ული სასამართლოს 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით:
1. ე------------------ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმყოფილდა:
2. დადგინდა მოსარჩელე ე------------------ს მიერ 2----–-–----- თებერვალს გარდაცვლილი მამის - თ-----------------–---–-ს და--შთი სამკვიდრო ქონების (მის: ქ---------, რ---------–-- ქ---------–-, ს----------------------- ფაქტობრივი დაუფლებით მიღების ფაქტი, მოსარჩელე ე------------------ აღიარებული იქნა აღნიშნული სამკვიდრო ქონების 1/2 წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ;
3. ცვლილება შევიდა 2----–-–----- ი--–--ის სამკვიდრო მოწმობაში N-----, კერძოდ მოსარჩელე ე------------------ (----------------- დაფიქსირდა აწ გარდაცვლილი თ-----------------–---–-ს (გარდაიცვალა 2----–-–----- თებერვალს) სამკვიდრო ქონების (საცხოვრებელი ბინის მდებარე: ქ--------- რ---------–-- ქ------–-- ს---------------- 0-----) 1/2 წილზე კანონისმიერ პირველი რიგის მემკვიდრედ და მესაკუთრედ;
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. ე------------------ და ბ-----------------–---–- არიან და-ძმანი, მამკვიდრებელი თ-----------------–---–- არის მათი - მამა. მამკვიდრებელი თ-----------------–---–- გარდაიცვალა 2----–-–----- თებერვალს და მისი გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო. სამკვიდროს გახსნის ადგილია ქ---------, რ---------–-- ქ-----. გარდაცვალების მომენტისათვის თ-----------------–---–- საკუთრების უფლებით ერიცხებოდა საცხოვრებელი ბინა, რომლის მახასიათებლებია: საცხოვრებელი ოთახი - 3; საერთო ფართი - 675 კვ.მ; საცხოვრებელი ფართი - 49 კვ.მ, დამხმარე ფართი - 185 კვ.მ; რეგისტრაციის ზონა - ა------ს რ-----ი, კოდი - 50; სექტორი - ქ---------, კოდი 04; კვარტლის N--; ნაკვეთის N----------- ბინის მიმდებარე მიწის ფართობი 4760 კვ.მ. (დაუზუსტებელი) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა (მის: ქ---------, რ---------–-- ქ-----).
2.2. ა------ს რ-----ში ნოტარიუსმა ლ---–--------------მა 2----–-–----- ი--–--ს მამკვიდრებლის თ-----------------–---–-ს საკუთრებაში არსებულ მთელ სამკვიდრო ქონებაზე გასცა სამკვიდრო მოწმობა (რეესტრში რეგისტრაციის N-----), რომლის თა--ხმადაც ბ-----------------–---–- წარმოადგენს პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს და მას საკუთრებაში მიღებული აქვს მთლიანი სამკვიდრო ქონება. სანოტარო აქტის (სამკვიდრო მოწმობის) მე-7 პუნქტის თა--ხმად, გარდაცვლილი თ-----------------–---–-ს ქონებას მისი გარდაცვალების შემდეგ დაეუფლა მემკვიდრე ბ-----------------–---–-, რაც დასტურდება შემნახველი სალაროს წიგნაკის ფლობის საფუძველზე.
2.3. აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, 2----–-–---------–-სს, სადავო ბინაზე (ს----------------------- საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ბ-----------------–---–-ს საკუთრების უფლება.
2.4. გარდაცვლილი თ-----------------–---–-ს სამკვიდრო ქონების 1/2 წილზე პრეტენზიას აცხადებს ე------------------, რომელსაც როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს, კანონით დადგენილი ექვსი თვის ვადაში, ფაქტობრივი დაუფლებით მიღებული აქვს სადავო სამკვიდრო ქონებიდან თავისი წილი. ე------------------ უარი არ აქვს ნათქვამი ბ-----------------–---–-ს სასარგებლოდ თავის კუთვნილ სამკვიდრო წილზე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.5. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1307-ე, 1319-ე, 1320-ე, 1324-ე, 1329-ე, 1336-ე, 1421-ე, 1423-ე, 1432-ე, 1434-ე, 1499-ე მუხლებზე, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თა--ხმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილი განსაზღვრავს მტკიცებულებათა წრეს და უთითებს, რომ მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების დადასტურება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით და ა.შ. სასამართლოს საქმის სწორი გადაწყვეტის მიზნით შეუძლია გამოიყენოს მითითებულ მუხლში ნახსენები ნებისმიერი მტკიცებულება და მტკიცების ნებისმიერი საშუალება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამა თუ იმ სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისათვის უნდა დადგინდეს მატერიალურსამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული გარკვეული იურიდიული ფაქტების (იურიდიული შემადგენლობის) უტყუარად არსებობა, რაც შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით აღიარებული მტკიცებულებით. ამასთან, ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად მტკიცებულებათა მიღება და შეგროვება უნდა განხორციელდეს განკუთვნადობისა და დასაშვებობის პრინციპების მოთხოვნათა გათვალისწინებით. კანონი დაუშვებელ მტკიცებულებათა რიგს, გარდა კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებისა, მიაკუთვნებს ასევე ისეთ მტკიცებულებებს, რომლებიც მიუხედავად მათი შინაარსისა, არ არის ვარგისი ამა თუ იმ გარემოებების სამტკიცებლად, ვინაიდან ამ გარემოებების დამამტკიცებელი დოკუმენტის სახე თვითონ კანონმა - კონკრეტულმა ნორმამ იმპერატიულად განსაზღვრა. ანუ ეს ის შემთხვევაა, როდესაც კანონი ითვალისწინებს ამა თუ იმ გარემოების მხოლოდ კონკრეტული სახის მტკიცებულებით დამტკიცებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თა--ხმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თა--ხმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა მტკიცებულებებით.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მამკვიდრებელი თ-----------------–---–- გარდაიცვალა 2----–-–----- თებერვალს. ე------------------ და ბ-----------------–---–- წარმოადგენენ მამკვიდრებელ თ-----------------–---–-ს პირველი რიგის მემკვიდრეებს - შვილებს. 2----–-–----- თებერვალს გარდაცვლილი თ-----------------–---–-ს სამკვიდროს გახსნის ადგილია ქ---------, რ---------–-- ქ-----.
2----–-–----- ი--–--ს ბ-----------------–---–-ს სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა (რეგისტრაციის N-----). სამკვიდრო მოწმობის თა--ხმად, თ-----------------–---–-ს სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს: საცხოვრებელი ბინა, მდებარე, ქ---------, რ---------–-- ქ-----. მემკვიდრემ სამკვიდრო მიიღო ფაქტობრივი ფლობით - შემნახველი სალაროს წიგნაკის დაუფლებით. სამკვიდრო მოწმობის თა--ხმად, ბ----- ბ----------–---–ს, როგორც თ-----------------–---–-ს პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს სრულად აქვს მიღებული სამკვიდრო ქონება.
ე------------------, როგორც თ-----------------–---–-ს პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან კანონით დადგენილი ექვსი თვის ვადაში ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამის სამკვიდრო ქონების ნაწილს, შემნახველი სალაროს წიგნაკის დაუფლებით. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კი, შემნახველი სალაროს წიგნაკი განიხილება დოკუმენტად, რომლითაც შეიძლება დადგინდეს სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი.
სასამართლომ განმარტა, რომ თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა. იგი გამოხატავს სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას. შესაბამისად, მისი სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის საკმარისია მხოლოდ ერთი პირის - მემკვიდრის მიერ გამოვლენილი ნება მემკვიდრეობის მიღების თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, ე------------------მ ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამის სამკვიდრო, მას უარი არ აქვს ნათქვამი ბ-----------------–---–-ს სასარგებლოდ თავის კუთვნილ სამკვიდრო წილზე. შესაბამისად, იგი წამოადგენს მესაკუთრეს სამკვიდროს 1/2 წილზე.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არ შეაფასა დავის ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, თუ რა მოქმედება გა--ხორციელა ე-----------------მ სამკვიდრო ქონების მოვლა-შენახვისათვის 2001-2015 წლებში და იხდიდა თუ არა გადასახადებს. ამასთან, მას სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა გაშვებული ჰქონდა, რადგან მან 2007 წელს შეიტყო, რომ აპელანტს სურდა ქონების გადაფორმება და არა 2015 წელს. აგრეთვე, ვერ დგინდება თუ რა სამკვიდრო ქონებას დაეუფლა იგი კონკრეტულად მამის გარდაცვალების შემდეგ.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
აპელანტის პრეტენზიებიდან გამომდინარე სააპელაციო პალატის კვლევის საგანს წარმოადგენს ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე დაეუფლა თუ არა ფაქტობრივი ფლობით მოსარჩელე სამკვიდრო ქონებას ან მის ნაწილს და ხომ არ არის მოთხოვნა ხანდაზმული.
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს დავის გადაწყვეტისთვის შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- ე------------------ და ბ-----------------–---–- არიან და-ძმანი, მამკვიდრებელი თ-----------------–---–- არის მათი - მამა.
- მამკვიდრებელი თ-----------------–---–- გარდაიცვალა 2----–-–----- თებერვალს და მისი გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო. სამკვიდროს გახსნის ადგილია ქ---------, რ---------–-- ქ-----.
- გარდაცვალების მომენტისათვის მამკვიდრებელს საკუთრებაში გააჩნდა 3 ოთახიანი საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ---------, რ---------–-- ქ-----.
- 2----–-–----- ი--–--ს მამკვიდრებლის თ-----------------–---–-ს საკუთრებაში არსებულ მთელ სამკვიდრო ქონებაზე ნოტარიუსმა გასცა სამკვიდრო მოწმობა (რეესტრში რეგისტრაციის N-----), რომლის თა--ხმადაც ბ-----------------–---–- წარმოადგენს პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს და მას საკუთრებაში მიღებული აქვს მთლიანი სამკვიდრო ქონება. სანოტარო აქტის (სამკვიდრო მოწმობის) მე-7 პუნქტის თა--ხმად, გარდაცვლილი თ-----------------–---–-ს ქონებას მისი გარდაცვალების შემდეგ დაეუფლა მემკვიდრე ბ-----------------–---–-, რაც დასტურდება შემნახველი სალაროს წიგნაკის ფლობით.
- აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ბ-----------------–---–- საჯარო რეესტრში აღირიცხა სადავო უძრავ ქონების (ს----------------------- მესაკუთრედ.
- ე------------------ს უარი არ უთქვამს ბ-----------------–---–-ს სასარგებლოდ თავის კუთვნილ სამკვიდრო წილზე.
4.2. სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად დადასტურებულად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ ე------------------ს, როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს, კანონით დადგენილი ექვსი თვის ვადაში, ფაქტობრივი დაუფლებით მიღებული აქვს სადავო სამკვიდრო ქონებიდან თავისი წილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თა--ხმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, ამ ნორმის და--წესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი). მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თა--ბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხვნების თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტებს, სჭირდება სათა--დო მტკიცება. მხარეები ვალდებული არიან სათა--დო მტკიცებულებებით დაამტკიცონ, როგორც სარჩელში, ისე შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მან ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამის სამკვიდრო ქონება. შესაბამისად, მასვე ეკისრება ამ ფაქტის დადასტურების მტკიცების ტვირთი და წარმოადგინოს უტყუარი მტკიცებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თა--ხმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თა--სწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკა--სკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდრო გასხნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო და თა--სწორად იღებენ იმ წილს, როემლიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.
დადგენილია, რომ თ-----------------–---–- დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე - შვილები - ე------------------ და ბ-----------------–---–-.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თა--ხმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო, ხოლო, ამავე მუხლის მესამე ნაწილის თა--ხმად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლია--დ მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.
დადგენილია, რომ არც ერთ მემკვიდრეს ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით გათვალისწინებულ ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს მიღების მიზნით სანოტარო ორგანოსთვის განცხადებით არ მიუმართავს.
აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვდიროს გასხნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება. სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ.
ამდენად, ზემოაღნიშნული მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა სამკვიდროს მიღებას უკავშირებს, ასევე, სამკვიდროს ფლობას და მართვას, რაც უნდა მოხდეს სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში. ამასთან, ფლობა და მართვა უნდა მიუთითებდეს იმაზე, რომ მემკვიდრემ ამით გა--ხორციელა მესაკუთრის ბატონობა და აქედან გამომდინარე, იკისრა მესაკუთრის ყველა უფლება და ვალდებულება.
დადგენილია, რომ თ-----------------–---–-ს გარდაცვალების შემდეგ, სადავო ბინაში ცხოვრობდა მისი მეუღლე ა-- ა------–---–-, რომელსაც უვლიდა და სათა--დო ყურადღებას აქცევდა ე-----------------. დედის გარდაცვალებაზე (09.06.2002წ) აპელანტი არ ჩამოსულა (ცხოვრობდა რ------–-). დედის გარდაცვალების შემდეგ ბინას უვლიდა და პატრონობდა ე-----------------, რომელიც პერიოდულად ჩამოდიოდა და ცხოვრობდა ამ ბინაში, შესაბამისად უვლიდა მას, რაც ე-----------------ს მიერ სამკვიდროს მიღებაზე მეტყველებს.
აღნიშნულს ადასტურებს პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული, მამკვიდრებლის ახლო მეზობელი ნ-----–- ყ-----–-–---–-, რომელმაც განმარტა, რომ მშობლების გარდაცვალების შემდეგ, სადავო ბინას უვლიდა და პატრონობდა ე-----------------, რომელიც ასევე, გარდაცვალებამდე 4-5 თვის მანძილზე უვლიდა და პატრონობდა მარტოდ დარჩენილ ავადმყოფ დედას. ის სისტემატიურად ჩამოდიოდა და ცხოვრობდა მშობლების ბინაში. ბ-----------------–---–- კი, რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა დედის გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოპასუხე მხარის ინიციატივით დაკითხულმა მოწმეებმა ვერ მიუთითეს ბ-----------------–---–-ს მიერ მშობლების გარდაცვალებიდან 6 თვის და უახლოეს 5 წლის მანძილზე რაიმე ფორმით სადავო ბინის დაუფლების მხრივ გამოვლენილ ნებაზე.
როგორც აღინიშნა სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომელიც გამოხატავს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას, გახდეს სამკვიდრო ქონების მესაკუთრე. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა შეიძლება სხვადასხვა გზით განხორციელდეს: კერძოდ, მემკვიდრის ცხოვრებით მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში, სამკვიდრო ქონების მოვლა-პატრონობით, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის, მიღებითა და განკარგვით, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვით, მამკვიდრებლის კუთვნილი ფასიანი ქაღალდებისა და საბანკო ანგარიშების დაუფლებით და სხვა.
სწორედ ასეთ მიდგომას ამკვიდრებს საკასაციო სასამართლო სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით დაუფლებასთან დაკავშირებით (მაგალითისთვის იხ. საქმე Nას-281-266-2017).
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა - დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვს თვეში გამოვლენა (იხ. საქმე Nას-572-543-2014, 19.03.2015; Nას-555-526-2014, 10.10.2014).
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ როგორც მამის ისე დედის გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში ე----------------- უვლიდა და პატრონობდა სადავო ბინას, ასევე პერიოდულად ცხოვრობდა ბინაში. ამასთან, დაეფლა მამკვიდრებლის პირად ნივთებს, მათ შორის ძვირადღირებულ ჭურჭელს (ფოტოსურათები ერთვის სარჩელს, ს/ფ 50) და სალაროს შემნახველ წიგნაკებს, სამ სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე თანხების განთავსების შესახებ (იხ. სარჩელის და--რთი, ს/ფ 60, 66, 67), რაც უტყუარად ადასტურებს ფაქტობრივი დაუფლებით სამკვიდროს მიღების ფაქტს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ აპელანტის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების დადასტურებას საფუძვლად დაედო მამკვიდრებლის შემნახველი სალაროს წიგნაკის ფლობის ფაქტი (იხ. ს/ფ 38-39, სანოტარო აქტი).
გარდა აღნიშნულისა, დადგენილია, რომ ე-----------------ს უარი არ უთქვამს ბ-----------------–---–-ს სასარგებლოდ თავის სამკვიდრო წილზე. ამის საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოდიოდა აპელანტზე (მოპასუხეზე), რასაც მან თავი ვერ გაართვა.
4.3. სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებებს მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს შემდეგს.
აპელანტი თავის პრეტენზიას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ ურთიერთობაზე უნდა გავრცელდეს სსკ-ის 1450-ე მუხლი, რომლის თა--ხმად მოთხოვნა ხანდაზმულია.
პალატა ვერ გიზიარებს აპელანტის მსჯელობას და პირველ რიგში აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე მოითხოვს ფაქტობრივი დაუფლებით სამკვიდროს მიღების დადასტურებას, ნოტარიუსის მიერ მოპასუხეზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობას და სამკვიდრო ქონების 1/2 ნაწილზე მესაკუთრედ აღიარებას.
სსკ-ის 1450-ე მუხლი კი, არეგულირებს სამკვიდროს მიღებაზე შედავების ვადას და ადგენს ქცევის წესს, რომლის მიხედვით სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათა--დო საფუძველი.
საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებაში (Nას-715-685-2016) გაკეთებული განმარტების მიხედვით, თუკი სამკვიდროს მიღების შემდეგ მემკვიდრე არ მიიღებს ზომებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, ეს არა--ირ გავლენას არ მოახდენს სამკვიდროს მიღებაზე. სამკვიდრო მოწმობა ადასტურებს მასში მითითებული პირის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს. ამდენად, სამკვიდროს მიღება ყოველთვის წინ უსწრებს სამკვიდრო მოწმობის გაცემას. შესაბამისად, სსკ-ის 1450-ე მუხლი ადგენს კონკრეტულად სამკვიდროს მიღების ან მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ხანდაზმულობის ვადას და არა - სამემკვიდრეო მოწმობის გასაჩივრების ვადას (სუსგ N ას-111-104-2015, 2015 წლის 30 ოქტომბერი, სუსგ N ას-72-68-2013, 2013 წლის 8 აპრილი, სუსგ N ას-43-43-2016, 2016 წლის 23 მარტი). ამ ნორმის გამოყენების საფუძველი იარსებებდა მაშინ, თუ დავის საგანი იქნებოდა მოსარჩელის მიერ სამკვიდროს მიღების თაობაზე გამოვლენილი ნების ნამდვილობა (სუსგ N ას-655-621-2015, 2015 წლის 15 დეკემბერი).
მოცემულ შემთხვევაში კი, სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს არა სამკვიდროს მიღების შესახებ ნების სადავოობა, არამედ მოპასუხეზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა და მასში ცვლილების შეტა--, რაზედაც როგორც უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკით განიმარტა ვერ გავრცელდება სსკ-ის 1450-ე მუხლის აბსტრაქტული შემადგენლობა და ნორმით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელი ხანდაზმული არ არის და არ არსებობს ამ საფუძვლით მისი უარყოფის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მართებულად იქნა ცნობილი სადავო ბინის ½ წილის მესაკუთრედ და შესაბამისი ცვლილება შევიდა სამკვიდრო მოწმობაში.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ-----------------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თელავის რ-----ული სასამართლოს 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება;
3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე გელა ქირია
მოსამართლეები: ლევან გვარამია
გოგიტა თოთოსაშვილი