არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა თავისი ან მისი ახლობელი პირების მოწვევას მემკვიდრეებად ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდას, ანდა ჩაიდინა განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, თუ ეს გარემოებანი დადასტურებული იქნება სასამართლოს მიერ (უღირსი მემკვიდრე
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 1310. უღირსი მემკვიდრე
რედაქციის ისტორია
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
- საქმე №2კ-1263აპ.-22
…მომსახურება ფასდება ანგარებად. გარდა ამისა, საინტერესოა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის რომელი ნორმა ართმევს მსჯავრდებულ პირს მემკვიდრეობის მიღების უფლებას. ერთადერთი ნორმა, რომელიც პირს უზღუდავს მემკვიდრედ ყოფნის უფლებას, არის სამოქალაქო კოდექსის 1310-ე მუხლი, რომლის თანახმად, არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი…
- საქმე №ას-1205-2021
…არაზნეობრივ და არაკეთილსინდისიერ ქცევას დაადასტურებდა, არ წარუდგენია სასამართლოსთვის. 3.5. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეთა უღირს მემკვიდრედ ცნობის თაობაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1310-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, არ დადასტურებულა. მხოლოდ ის გარემოება, რომ მამასა და შვილებს შორის არსებობს დაძაბული,…
- საქმე №ას-745-2020
…სამართლებრივ შედეგს. 8. განსახილველ შემთხვევაში, უღირს მემკვიდრედ ცნობის შესახებ მოთხოვნა მოსარჩელემ მოპასუხის მხრიდან დედისადმი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე დააფუძნა. 9. საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 1310-ე მუხლის შინაარსზე, რომლის პირველ ნაწილში საუბარია მემკვიდრის მიერ ჩადენილ სხვადასხვა მოქმედებაზე, რამაც სამემკვიდრეო შეღავათები და უპირატესობები მიანიჭა.…
- საქმე №ას-1070-1029-2016
…არ წარმოუდგენიათ. ამასთან, საკასაციო პალატის განმარტებით, მეორე კასატორთა მიერ შესაბამის გარემოებებზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში მითითებაც ვერ შეცვლიდა სამართლებრივ სურათს მოსარჩელეთა სასარგებლოდ, ვინაიდან არ არსებობს სსკ-ის 1310-ე მუხლის (არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და…
- საქმე №ას-716-716-2018
…შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) და მიუთითა მათზე. 19.3 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს სსკ-ის 1310-ე მუხლი, რომლის თანახმად, „არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების…
- საქმე №ას-1101-1021-2017
- საქმე №ას-1048-988-2015
- საქმე №ას-125-119-2014
- საქმე №ას-786-739-2012
- საქმე №ას-11-11-2012
- საქმე №ას-1358-1376-2011
- საქმე №ას-786-840-2011
- საქმე №ას-922-869-2010
- საქმე №ას-794-743-2010
- საქმე №ას-266-251-2010
- საქმე №ას-893-1179-09
- საქმე №ბს-192-186(კ-09)
- საქმე №ას-809-1024-08
- საქმე №ას-355-607-08
- საქმე №ას-664-1313-03
- საქმე №3კ/618-03
- საქმე №3კ/532-03
- საქმე №3კ/1127-02
- საქმე №3კ/1089-02
- საქმე №3კ/450-02
- საქმე №3კ/1212-01
- საქმე №3კ/560-01
- საქმე №3კ/299-01
- საქმე №330210015694200
- საქმე №330210114656136
- საქმე №130210019002896417
- საქმე №330210019002872642
- საქმე №330210018002519549
- საქმე №140210117002232775
- საქმე №330210018002432116
მეზობელი მუხლები
- მუხლი 13056. მეურვეობის/მზრუნველობის/მხარდაჭერის ზედამხედველობის მონაცემთა ბაზა
- მუხლი 13057. ამ თავში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
- მუხლი 13058. არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნება ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენება
- მუხლი 13059. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ბავშვის დაბრუნება ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენება
- მუხლი 1306. ცნება
- მუხლი 1307. მემკვიდრეები
- მუხლი 1311. მშობლები, რომლებიც არ შეიძლება იყვნენ მემკვიდრეები
- მუხლი 1312. მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა სასამართლოს მიერ
- მუხლი 1313. პატიება უღირსი მემკვიდრისათვის
- მუხლი 1318. მემკვიდრეობის უფლებაჩამორთმეული პირის სამკვიდრო წილი
- მუხლი 1322. სამკვიდროს გახსნა გარდაცვლილად პირის გამოცხადების შემდეგ
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1310, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1310/