გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2-176-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
5 ივლისი, 2019 წელი ქ. ხაშური
ხ-–------ რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი
პირვანდელი სარჩელი:
მოსარჩელეები მ-----–---–--------------–------–-–--------–---–-ბი
მოპასუხე შ--–-----–---შვილი
დავის საგანი უღირს მემკვიდრედ ცნობა, მემკვიდრეობის უფლების
ჩამორთმევა
შეგებებული სარჩელი:
მოსარჩელე შ--–-----–---შვილი
მოპასუხეები მ-----–---–--------------–------–-–--------–---–-ბი
დავის საგანი მემკვიდრედ, მესაკუთრედ ცნობა
არ---–------–-–--------–---–--ის წარმომადგენელი, მ-----–---–------ს ადვოკატი, გ--------------შვილი
შ--–-----–---შვილის წარმომადგენელი თ---------------შვილი
1.1. პირვანდელი სასარჩელო მოთხოვნა
უღირს მემკვიდრედ იქნას ცნობილი შ--–-----–---შვილის მამა ივ--------–-------ვი და ჩამოერთვას შვილის - ნ---------------–-ილის მემკვიდრეობის უფლება. მოსარჩელეები ცნობილი იქნენ ხ-–------ მუნიციპალიტეტის სოფელ ა-––- მდებარე უძრავი ნივთის საკადასტრო კოდით 6--------------- წილის მესაკუთრეებად.
სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2009 წლის 19 ივლისს გარდაცვლილი ნ---------------–-ილის (იგივე ნ--------–----ნოვი) პირველი რიგის მემკვიდრეები არიან შვილები ლ-–------------–-------–---–-ბი, მეუღლე მ-----–---–----ძე და მშობელი ივ--------–-------ვი, რომელიც 2013 წელს გარდაიცვალა. უკანასკნელის პირველი რიგის მემკვიდრეა შვილი შ--–-----–---შვილი, წარმომადგენლობის უფლებით, ივ--------–-------ვის მემკვიდრეები არიან მოსარჩელეებიც - გარდაცვლილი ნ---------------–-ილის შვილები და მეუღლე;
ივ--------–-------ვმა, ნ---------------–-ილის სიცოცხლეში, 1994 წელს, უკანონოდ, სხვისი ქონების მისაკუთრების მიზნით, საკომლო წიგნებში გააუქმა ნ---------------–-ილის რეგისტრაცია და ჩაწერა თავისი მეუღლე გ--–--------–-------ვი, მისი გარდაცვალების შემდეგ კი, 2001-2006 წლების საკომლო წიგნში თვითონ ჩაეწერა, ტერიტორიულ ორგანოში რწმუნებულის მიერ გაცემული უკანონო ცნობის საფუძველზე, სამკვიდრო ქონება დაირეგისტრირა და აჩუქა შვილიშვილს ვ--–-------–---შვილს. სასამართლო გადაწყვეტილებებით, გაუქმდა კომლში გ--–--------–-------ვის, შემდეგ - ივ--------–-------ვის რეგისტრაციის შესახებ ჩანაწერები და გაბათილდა ტერიტორიულ ორგანოში წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა; ივ--------–-------ვმა, მამკვიდრებლის უკანასკნელი ნების განხორციელებაში ხელის შეშლის გზით, სამკვიდროში საკუთარი წილის გაზრდისა და დანაშაულებრივად სხვა მემკვიდრეების სამკვიდრო წილის გარეშე დატოვების განზრახვით, ნ---------------–-ილის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტების შეცვლის, მათ შორის, საკომლო წიგნის ჩანაწერებში უკანონოდ თავისი სახელის ივ--------–-------ვის ჩაწერის გზით, საერთოდ გამორიცხა სხვა მემკვიდრეების უფლება ხ-–------ მუნიციპალიტეტის სოფელ ა-––- მდებარე სამკვიდრო ქონებაზე (იხ.სარჩელის მე-5-მე-6 გვერდები);
სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა მიიღეს ნ---------------–-ილის მემკვიდრეობა - ხ-–------ მუნიციპალიტეტის სოფელ ა-––- მდებარე უძრავი ნივთის 3/4. მემკვიდრეობის 1/4 კი, გადაწყვეტილებით, გასანაწილებელი დარჩა. ეს ნიშნავს, რომ ამ 1/4 ზეც მოსარჩელეები არიან მემკვიდრეები და შესაბამისად - მესაკუთრეები;
1.2. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა
შ--–-----–---შვილი ცნობილი იქნეს მამის, ივ--------–-------ვის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ივ--------–-------ვის სამკვიდროზე - ხ-–------ მუნიციპალიტეტის სოფელ ა-––- მდებარე უძრავი ნივთის, საკადასტრო კოდით 6------------ 1/4 წილზე.
სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
შ--–-----–---შვილის მამამ ივ--------–-------ვმა მიიღო შვილის, ნ---------------–-ილის მემკვიდრეობის, ხ-–------ მუნიციპალიტეტის სოფელ ა-––- მდებარე უძრავი ნივთის 1/4 წილი, რაც დადასტურებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით, თავის მხრივ, შ--–-----–---შვილმა მიიღო მამის მემკვიდრეობა - ფაქტობრივად შეუდგა მის ფლობას და მართვას;
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. პირვანდელ სარჩელზე მოპასუხე შ--–-----–---შვილმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა: სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია ვინ შეიტანა 1994 წელს ცვლილება საკომლო წიგნში, არ არ დადგენილი, რომ ცვლილება შეტანილია ივ--------–-------ვის მიერ. მით უმეტეს, ეს მოხდა და სარჩელში მითითებული ცნობაც გაიცა 2007 წელს, - ნ---------------–-ილის სიცოცხლეში;
ივ--------–-------ვი ნ---------------–-ილის სამკვიდროს ფლობას შეუდგა 2009 წლიდან, რაც ცნობილი იყო მოპასუხეებისათვის იმავე 2009 წლის ივლისიდან - როდესაც ნ---------------–-ილი გარდაიცვალა, სარჩელი კი, უღირს მემკვიდრედ ცნობის შესახებ, წარადგინეს 2019 წელს - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1317-ე მუხლით ასეთი სარჩელის წარდგენისათვის დადგენილი ვადის, 5 წლის გასვლის შემდეგ.
2.2. სარჩელი არ ცნეს შეგებებულ სარჩელზე მოპასუხეებმაც და აღნიშნეს, რომ ივ--------–-------ვს არ მიუღია ნ---------------–-ილის მემკვიდრეობა;
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. არ---–------–-–--------–---–--ი არიან 2009 წლის 19 ივლისს გარდაცვლილი ნ---------------–-ილის (სახელისა და გვარის შეცვლამდე - ნ--------–----ნოვი) შვილები, მ-----–---–----ძე - რეგისტრირებული მეუღლე, შ--–-----–---შვილი - ძმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- არ---–------–-–--------–---–--ის დაბადების მოწმობები (ს.ფ.53, 54, ქორწინების და გარდაცვალების მოწმობები (ს.ფ.55,57);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. 2013 წლის 15 ივლისს გარდაცვლილი ივ--------–-------ვი ნ---------------–-ილის და შ--–-----–---შვილის მამაა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ივ--------–-------ვის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ.58);
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ივ--------–-------ვმა, ნ---------------–-ილის სიცოცხლეში, 1994 წელს, უკანონოდ, საკომლო წიგნებში გააუქმა ნ---------------–-ილის რეგისტრაცია და ჩაწერა თავისი მეუღლე გ--–--------–-------ვი, მისი გარდაცვალების შემდეგ კი, 2001-2006 წლების საკომლო წიგნში თვითონ ჩაეწერა, ტერიტორიულ ორგანოში რწმუნებულის მიერ გაცემული უკანონო ცნობის საფუძველზე, სამკვიდრო ქონება დაირეგისტრირა;
3.2.2. ივ--------–-------ვი ფაქტობრივად შეუდგა შვილის - ნ---------------–-ილის სამკვიდროს, სარჩელში აღნიშნული უძრავი ნივთის ფლობას და მართვას, შ--–-----–---შვილმა კი მამის მემკვიდრეობა მიიღო;
3.2.3. ნ---------------–-ილის მემკვიდრეობა - იგივე უძრავი ნივთი მისმა შვილებმა და მეუღლემ მიიღეს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლოს მიაჩნია, რომ პირვანდელი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ დადგინდა ივ--------–-------ვის მიერ განზრახ ხელის შეშლა ნ---------------–-ილისათვის მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელის შეწყობა თავისი ან მისი ახლობელი პირების მემკვიდრეებად მოწვევაში ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდაში და საერთოდ, განზრახი დანაშაულის ან სხვა ამორალური საქციელის ჩადენა ამ მიზნით.
არ დადასტურდა, ასევე, პირვანდელი მოსარჩელეების მიერ სარჩელში აღნიშნული სამკვიდრო ქონების მიღება;
დადგინდა, რომ ივ--------–-------ვმა მიიღო შვილის ნ---------------–-ილის მემკვიდრეობის - სარჩელში აღნიშნული უძრავი ნივთის 1/4 და შ--–-----–---შვილმა, თავის მხრივ, მიიღო ივ--------–-------ვის მემკვიდრეობა - ხ-–------ მუნიციპალიტეტის სოფელ ა-––- მდებარე უძრავი ნივთის 1/4. შესაბამისად, შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1310-ე, 1317-ე, 1421-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე მუხლი, 106-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის: 1310-ე მუხლის თანახმად, არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი,რომელიც განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა თავისი ან მისი ახლობელი პირების მოწვევას მემკვიდრეებად ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდას, ანდა ჩაიდინა განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნებასურვილის საწინააღმდეგოდ,თუ ეს გარემოებანი დადასტურებული იქნება სასამართლოს მიერ (უღირსი მემკვიდრე);
კანონიერ ძალაში სასამართლო გადაწყვეტილებებით (იხ.ხ-–------ რაიონული სასამართლოს 2012 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება ს.ფ. 37-44), მხარეთა ახსნა-განმარტებებით, დადგინდა და სადავო არ არის, რომ სადავო უძრავი ნივთი მდებარეობს ხ-–------ მუნიციპალიტეტის სოფელ ა-––-, სადაც, კომლის ერთადერთ წევრად ნ---------------–-ილი (იგივე ნ--------–----ნოვი) ირიცხებოდა, 1994 წელს, ის გადაიტანეს კავშირგაწყვეტილთა სიაში და კომლის წევრად ჩაიწერა მისი დედა გ--–--------–-------ვი, უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ, მეუღლე - ივ--------–-------ვი, რომელმაც, გამოიყენა 2007 წლის 31 აგვისტოს, სოფელ ალის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ სკომლო ჩანაწერის საფუძველზე გაცემული ცნობა და უძრავი ნივთი თავის საკუთრებად დაირეგისტრირა;
სასამართლო გადაწყვეტილებით, გაუქმდა საკომლო წიგნის ჩანაწერები ნ--------–----ნოვის კომლში რეგისტრაციის გაუქმების და კომლის წევრად გ--–--------–-------ვის მითითების შესახებ ასევე - ჩანაწერი გ--–--------–-------ვის შემდეგ კომლის წევრად ივ--------–-------ვის მითითების შესახებ, ბათილად იქნა ცნობილი სოფელ ალის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს გაცემული N483 ცნობა.
ამ ფაქტობრივ გარემოებაზე მიუთითებენ პირვანდელი მოსარჩელეები და მიაჩნიათ, ივ--------–-------ვმა გამოიყენა რა აღნიშნული დოკუმენტები, მამკვიდრებლის უკანასკნელი ნების განხორციელებაში ხელის შეშლის გზით, სამკვიდროში საკუთარი წილის გაზრდისა და დანაშაულებრივად სხვა მემკვიდრეების სამკვიდრო წილის გარეშე დატოვების განზრახვით, ნ---------------–-ილის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტების შეცვლის, მათ შორის, საკომლო წიგნის ჩანაწერებში უკანონოდ თავისი სახელის ივ--------–-------ვის ჩაწერის გზით, საერთოდ გამორიცხა სხვა მემკვიდრეების უფლება სამკვიდრო ქონებაზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ივ--------–-------ვს სამოქალაქო კოდექსის 1310-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება არ ჩაუდენია, ნ--------–----ნოვი (ნ---------------–-ილი) კავშირგაწყვეტილთა სიაში გადაიტანეს და კომლის წევრად მისი დედა ჩაეწერა 1994 წელს, ივ--------–-------ვი კი - 2001-2005 წლების საკომლო ჩანაწერებში.
ივ--------–-------ვმა 2007 წელს, სადავო ნივთი, შვილიშვილს - შ--–-----–---შვილის შვილს აჩუქა (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ.59-60). გაუქმებული და ბათილად ცნობილი დოკუმენტების შედგენის და გამოყენების დროს, ცოცხალი იყო ნ---------------–-ილი - ის 2009 წელს გარდაიცვალა, მის მამას არ შეეძლო ევარაუდა, რომ შვილი უფრო ადრე გარდაიცვლებოდა და განზრახ ემოქმედა ნ---------------–-ილის უკანასკნელი ნების განხორციელებაში ხელის შეშლის და ამით თავისი ან მისი ახლობელი პირების მემკვიდრედ მოწვევის ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდის მიზნით და ეს მოქმედება დაეწყო მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე 15 წლით ადრე, მით უმეტეს, არ არის დადგენილი გაუქმებული დოკუმენტების შემდგენი პირი - როგორც ხ-–------ რაიონული სასამართლოს 2012 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული (ს.ფ.37-44);
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1317-ე მუხლის თანახმად, სარჩელი პირის უღირს მემკვიდრედ ცნობის შესახებ დაინტერესებულ პირთა მიერ წარდგენილ უნდა იქნეს ხუთი წლის განმავლობაში იმ მომენტიდან, როცა ეს პირი შეუდგა სამკვიდროს ფლობას.
დადგენილია, რომ მამკვიდრებელი ნ---------------–-ილი 2009 წლის 19 ივლისს გარდაიცვალა (იხ.გარდაცვალების მოწმობა. ს.ფ.57). მანამდე და მის შემდეგაც, სადავო სახლში ივ--------–-------ვი ცხოვრობდა - გარდაცვალებამდე. ეს ფაქტობრივი გარემოება დაადასტურეს მოწმეებმა და დადგენილია კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით (ს.ფ.20-34), რომელშიც აღნიშნულია, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ---------------–-ილის სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის არსებობდა 4 მემკვიდრე - არ---–------–-–--------–---–--ი, მ-----–---–----ძე და მამა - ივ--------–-------ვი, რომელიც ნ---------------–-ილის გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდეგაც სადავო უძრავ ქონებაში ცხოვრობდა და ოთხივე მათგანმა მიიღო ნ---------------–-ილის მემკვიდრეობა, შესაბამისად, თითოეულის წილი შეადგენს 1/4 ნაწილს. პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელეები: მ-----–---–--------------–------–-–--------–---–-ბი წარმოადგენენ სამკვიდრო ქონების 3/4 ნაწილზე საკუთრების უფლების მქონე პირებს, (სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების 4.12. პუნქტი).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებას არ საჭიროებენ, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია:
ა) ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს;
ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია საქმეზე, რომელშიც იგივე მხარეები მონაწილეობდნენ.
ამდენად, დადგენილია, რომ ივ--------–-------ვი, რომლის უღირს მემკვიდრედ ცნობაა მოთხოვნილი, 2009 წლის 19 ივლისიდანვე შეუდგა სამკვიდროს ფლობას, რც მისი შვილიშვილებისა და რძლისათვის (პირვანდელი მოსარჩელეებისათვის) მაშინვე იყო ცნობილი, განსახილველი მოთხოვნით კი, სასამართლოს მომართეს 2019 წლის 15 მარტს - ამ ტიპის სარჩელის წარდგენისათვის სამოქალაქო კოდექსის 1317-ე მუხლით დადგენილი 5 წლის გასვლის შემდეგ, რაც, ასევე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დინება დაიწყო იმ დღიდან, როდესაც ივ--------–-------ვი შეუდგა სამკვიდროს ფლობას და არა - სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დღიდან - 2016 წლის 29 სექტემბრიდან - როგორც პირვანდელი მოსარჩელეები მიუთითებენ - გადაწყვეტილებით მემკვიდრეობის 1/4-ის ,,ღიად დატოვების“ შემდეგ.
1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე.
მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.
თბილისის საპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, ღიად კი არ დარჩა ნუგზარ მანჩახშვილის მემკვიდრეობის 1/4 როგორც პირვანდელი მოსარჩელეები მიუთითებენ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ოთხივე პირველი რიგის მემკვიდრემ მიიღო 1/4 წილი თითოეულმა, ლ-–------------–-------–---–-ბი, მ-----–---–----ძე მემკვიდრეობის 3/4- ზე მესაკუთრეებად ცნო - როგორც მხოლოდ ამ ნაწილზე უფლების მქონენი. მართალია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს მითითებას, რომ მემკვიდრეობის 1/4 -ზე მესაკუთრედ ცნობილი იქნეს ივ--------–-------ვი, მაგრამ მის მიერ მემკვიდრეობის ამ წილის მიღება დადგენილ გარმოებად ჩათვალა სასამართლომ და სარეზოლუციო ნაწილში მითითება, მოცემული დავის განხილვის ინტერესებისათვის, სავალდებულო არ არის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;
პირვანდელი მოსარჩელეები სადავოდ არ ხდიან, რომ შ--–-----–---შვილს, ფაქტობრივი ფლობით, მიღებული აქვს ივ--------–-------ვის მემკვიდრეობა, მაგრამ მიაჩნიათ, რომ თვითონ ივ--------–-------ვს არ მიუღია ნ---------------–-ილის მემკვიდრეობა (2019 წლის 12 ივნისის მთავარი სხდომის ოქმი: 16:48:15-16:49:25), აღნიშნავენ ასევე, რომ მემკვიდრეობა თვითონაც არ მიუღიათ, რაც ქონებასთან დაკავშირებით დავა დაიწყო, სადავო სახლში ნამყოფებიც არ არიან, მაგრამ სასამართლო გაუგრძელებს სამკვიდროს მიღების საპატიოდ გაშვებულ ვადას (2019 წლის 12 ივნისის მთავარი სხდომის ოქმი:16:48:15-16:49:25, 16:59:11-17:00:10).
შეგებებულ სარჩელზე მოპასუხეების მიერ წარდგენილ შესაგებელში აღნიშნულია, თუ სასამართლო ივ--------–-------ვს არ ცნობს უღირს მემკვიდრედ, ამ შემთხვევაში, ისინი არიან ივ--------–-------ვის მემკვიდრეები წარმომადგენლობის უფლებით და მესაკუთრეები ნ---------------–-ილის სამკვიდრო ქონების უძრავი ნივთის 1/4-ის 1/2-ზე.
პირვანდელი მოსარჩელეები თვითონვე აღიარებენ, რომ მემკვიდრეობა არ მიუღიათ, რაც გამორიცხავს მათ მესაკუთრედ ცნობას ივ--------–-------ვის სამკვიდროზე.
ამდენად, დადგენილია, რომ პირვანდელმა მოსარჩელეებმა მემკვიდრეობის, საკუთრების უფლება მოიპოვეს ნ---------------–-ილის მემკვიდრეობის მხოლოდ 3/4-ზე, თითოეულმა - 1/4 წილზე და ივ--------–-------ვმა, შესაბამისად, - 1/4-ზე;
შ--–-----–---შვილმა აღნიშნა, რომ 2004 წლიდან სადავო სახლში ცხოვრობს, რაც მოწმეებმაც დაადასტურეს. შეგებებულ სარჩელზე შედავების არსი იმაში მდგომარეობს, რომ სადავო უძრავი ნივთის 1/4, რომელზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობასაც შ--–-----–---შვილი მოითხოვს, ივ--------–-------ვს არ მიუღია მემკვიდრეობით, თორემ შ--–-----–---შვილს რომ ივ--------–-------ვის მემკვიდრეობა მიღებული აქვს ფაქტობრივი ფლობით, ეს გარემოება სადავოდ არ გამხდარა (2019 წლის 12 ივნისის სხდომის ოქმი: 16:48:15-16:49:25).
პირვანდელი სარჩელი მისი ავტორების მითითებული უძრავი ნივთის 1/4 წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა, რადგან მათ საკუთრების უფლება აქვთ მხოლოდ ნივთის 1/4 ნაწილზე თითოეულს, რაც უკვე მიღებული აქვთ და კიდევ 1/4 ნაწილი ივ--------–-------ვმა მიიღო;
არ დადგინდა რა ასევე ივ--------–-------ვის მიერ საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 1310-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, ამასთან, უღირს მემკვიდრედ ცნობის შესახებ სარჩელი წარდგენილია სამოქალაქო კოდექსის 1317-ე მუხლით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, პირვანდელი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;
ასეთი გარემოებების არსებობისას, როდესაც დადგინდა, რომ მტკიცებულებად წარმოდგენილ სასამართლო გადაწყვეტილებებში და მოცემული საქმის განხილვისას მხარეების მიერ მითითებული უძრავი ნივთი ერთი და იგივეა, ივ--------–-------ვმა მიიღო ნ---------------–-ილის მემკვიდრეობის - მხარეების მიერ მითითებული, ხ-–------ მუნიციპალიტეტის სოფელ ა-––- მდებარე უძრავი ნივთის 1/4, შ--–-----–---შვილმა - მისი მემკვიდრეობა და სახელდობრ, უძრავი ნივთის 1/4 , შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.
მოცემულ შემთხვევაში, პირვანდელი სარჩელი არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი მოწინააღმდეგე მხარეს არ გადახდება.
შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. მის ავტორს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, 700 ლარი - წარმომადგენლის დახამარებისათვის გაწეული ხარჯი, მოთხოვნილია ამ თანხის მოპასუხეებისათვის დაკისრება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 ლარი მოპასუხეებს უნდა გადახდეთ მოსარჩელის სასარგებლოდ. ისევე როგორც - წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 700 ლარის ნაწილი - 80 ლარი - დავის საგნის ღირებულების - 2 000 ლარის 4 %.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მ-----–---–------ს, არ---–------–-–--------–---–--ის პირვანდელი სარჩელი შ--–-----–---შვილის მიმართ არ დაკმაყოფილდეს.
2. შ--–-----–---შვილის შეგებებული სარჩელი მ-----–---–------ს, არ---–------–-–--------–---–--ის მიმართ დაკმაყოფილდეს.
შ--–-----–---შვილი ცნობილი იქნეს მამის, ივ--------–-------ვის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ივ--------–-------ვის სამკვიდროზე - ხ-–------ მუნიციპალიტეტის სოფელ ა-––- მდებარე უძრავი ნივთის, საკადასტრო კოდით 6------------ 1/4 წილზე.
2. მ-----–---–----ძეს, არ---–------–-–--------–---–--ს შ--–-----–---შვილის სასარგებოდ გადახდეთ 50 (ორმოცდაათი) ლარი - სახელმწიფო ბაჟის თანხა და 80 (ოთხმოცი) ლარი - წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის № 7ა), მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხ-–------ რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხ-–------ რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი