ბრძანება N 12942

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 31.05.2024
№ დოკუმენტი 12942
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 12942

31 მაისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ------- (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის 20 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 28 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №56) განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) №89727/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 22 აპრილის №249-11 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ბუღალტერი მის სახელზე წერდა ყალბ ანგარიშფაქტურებს, ითვლიდა დღგ-ის თანხებს და ჩათვლილი თანხები გაჰქონდა მისი ანგარიშიდან. მომჩივანი აღნიშნავს, რომ იგი არ იყო ინფორმირებული აღნიშნული მაქინაციების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების შედეგად დადგინდება პირი, რომელიც არის ბრალეული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენაზე, ითხოვს მის მიმართ დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 22 თებერვლის №3913 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ------- (ს/ნ -------) საქმიანობის საგადასახადო შემოწმება ი/მ „-------“-ს (ს/ნ -------) მიერ 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდში შპს „-------“ (ს/ნ -------), შპს „-------“ (ს/ნ -------), ი/მ ------- (ს/ნ -------), ი/მ ------- (ს/ნ -------), ი/მ ------- (ს/ნ -------, -------), ი/მ ------- (ს/ნ -------), ი/მ ------- (ს/ნ -------), ი/მ ------- (ს/ნ -------), ი/მ ------- (ს/ნ -------), ი/მ ------- (ს/ნ -------), შპს ------- (ს/ნ -------, შპს ------- (ს/ნ -------), ი/მ ------- (ს/ნ -------, -------), ი/მ ------- (ს/ნ -------, -------), შპს ------- (ს/ნ -------), ი/მ ------- (ს/ნ -------) და ი/მ ------- (ს/ნ -------) მიმართ დადასტურებული გამოწერილი/მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დამატებული ღირებულების გადასახადში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 17 აპრილს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 22 აპრილს გამოსცა №9290 ბრძანება და №249-11 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 160 165 ლარი, მათ შორის, გადასახადი 41 519 ლარი, ჯარიმა 112 685 ლარი და საურავი 5 961 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

● გადასახადის გადამხდელს 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდში ი/მ ------- (ს/ნ -------) და შპს ------- (ს/ნ -------) გამოწერილი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ ფაქტურების საფუძველზე დეკლარირებული აქვს 12 950 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა (დღგ-ის თანხა 1 975 ლარი).

შემოწმების მიმდინარეობისას საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ საწარმოს მიერ ი/მ ------- (ს/ნ -------) გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის ეა------- თანხა 4500 ლარი (დღგ-ის ჩათვლით, დღგ 686 ლარი) და და შპს ------- (ს/ნ -------) გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების ეა------- და ეა------- სულ თანხა 8 450 ლარი (დღგ-ის ჩათვლით, დღგ 1 289 ლარი) შესაბამისი მომსახურების/საქონლის მიწოდება არ მომხდარა და ზემოაღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 10 975 ლარი, ასევე დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.

● გადასახადი გადამხდელს 2021 წლის მარტის და ოქტომბრის, 2022 წლის აპრილის, მაისის ივნისის, აგვისტოს და 2023 წლის თებერვლის, აპრილისა და ივნისის საანგარიშო პერიოდებზე წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციაში მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა 48 272 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხიდან 43 494 ლარი წარმოადგენს შპს „-------“ (ს/ნ -------) მიღებული ანგარიშფაქტურების შესაბამის დღგ-ის თანხებს.

შემოწმების მიმდინარეობისას საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს შპს ------- (ს/ნ -------), შპს „-------“ (ს/ნ -------), შპს „-------“ (ს/ნ -------), შპს „-------“ (ს/ნ -------) მიღებული ანგარიშ-ფაქტურების (ეა-------; ეა-------; ეა-------; ეკ -------; ეა-------; ეა-------; ეა-------; ეა-------, ეა-------; ეა-------) შესაბამისი საქონელი/მომსახურება არ მიუღია და აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა 2021 წლის მარტის და ოქტომბრის, 2022 წლის აპრილის, მაისის ივნისის, აგვისტოს და 2023 წლის თებერვლის, აპრილისა და ივნისის საანგარიშო პერიოდებში ჩათვლილი დღგ-ის თანხა 43 494 ლარი, ასევე დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 280-ე მუხლების შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად:

1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება –იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

ამავე კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა – იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდში ი/მ ------- (ს/ნ -------) და შპს ------- (ს/ნ -------) გამოწერილი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ ფაქტურების საფუძველზე დეკლარირებული დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მასალებით წარმოადგენს ყალბ ანგარიშ-ფაქტურებს და შესაბამისი მომსახურების/საქონლის მიწოდება არ მომხდარა. ამასთან, 2021 წლის მარტის და ოქტომბრის, 2022 წლის აპრილის, მაისის ივნისის, აგვისტოს და 2023 წლის თებერვლის, აპრილისა და ივნისის საანგარიშო პერიოდებზე წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციაში მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა 48 272 ლარის ოდენობით. საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს შპს ------- (ს/ნ -------), შპს „-------“ (ს/ნ -------), შპს „-------“ (ს/ნ -------), შპს „-------“ (ს/ნ -------) მიღებული ანგარიშ-ფაქტურების (ეა-------; ეა-------; ეა-------; ეკ -------; ეა-------; ეა-------; ეა-------; ეა-------, ეა-------; ეა-------) შესაბამისი საქონელი/მომსახურება არ მიუღია და აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს მის მიმართ დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება მომჩივანის მიერ, 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდში, გამოწერილი/მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დამატებული ღირებულების გადასახადში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების სისწორის განსაზღვრის მიზნით.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 178(ე); 280; 282(3)