ბრძანება N 900

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.01.2025
№ დოკუმენტი 900
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 900

29 იანვარი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------” (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 22 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 28 იანვრის სხდომაზე (ოქმი №7) განიხილა შპს „-------” (ს/ნ -------) 2025 წლის 22 იანვრის №8028/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 დეკემბრის №001- 252 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოწმების საფუძველზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა თვისობრივად ეწინააღმდეგება არამც თუ საგადასახადო კანონმდებლობას, არამედ სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს და ნორმებს და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ 2023 წლის 8 დეკემბერს საგამოძიებო სამსახურს სავარაუდო მითვისებისა და სავარაუდო ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენების ფაქტის დადგენისათვის მიმართა თავად შპს „-------“, გამოძიებით დადგენილია როგორც სიყალბის ჩამდენი პირი, ასევე დაზარალებული. კერძოდ, მოცემულ სავარაუდო დანაშაულში ბრალდებული პირია -------, ხოლო დაზარალებულია კომპანია. ნებისმიერ სამართალში შეუძლებელია ერთი და იმავე პირი ერთდროულად იყოს როგორც დაზარალებული, ასევე ბრალეული პირი. გამოძიებით დადგენილია, რომ ფიქტიური ოპერაციებით სარგებელს იღებდა ------- მიერ დარეგისტრირებული ფიქტიური კომპანიები, ხოლო შპს „-------“ ------- იხდიდა დღგ-ს არარსებული მომსახურებისთვის და ახდენდა მის ფიქტიურ ჩათვლას. გადამხდელი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი პუნქტზე და აღნიშნავს, რომ ამ ნორმის დისპოზიციის მიზნებისთვის აუცილებელია ორი ურთიერთმფარავი ნების არსებობა, თუნდაც აღნიშნული წარმოადგენდეს იურიდიული შედეგის არმქონეს, აღნიშნულ გარიგებაში არ მონაწილეობდა კომპანია და განხორციელებული ქმედება არ წარმოადგენდა დირექტორის განზრახვას, კომპანია ამ ქმედებით არის დაზარალებული პირი, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი დაზარალებულად ცნობის დადგენილებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 დეკემბრის №25855 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------” (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმება ჩატარდა 2021წ. - 2023წ. პერიოდებში შპს „-------“(ს/ნ -------), შპს „-------“ (ს/ნ -------) და შპს „-------“ (ს/ნ -------) შორის გამოწერილი და მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეალურობის და მათ მიერ ურთიერთშორის განხორციელებული ფაქტურების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 30 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა 2024 წლის 30 დეკემბრის №27753 ბრძანება და ამავე თარიღის №001-252 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 168 388 ლარი, მათ შორის შეუმცირდა გადასახადი 6 597 ლარი და დაერიცხა ჯარიმა 174 985 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ------- მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება ------- მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე. შპს „-------“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2018 წლის 4 დეკემბერს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2019 წლის 13 მაისიდან. საწარმოს 2021-2023 წლებში შპს „-------“ და შპს „-------“ მიღებული აქვს სხვადასხვა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, როგორც მომსახურებაზე, ასევე საქონელზე. შპს „-------” და შპს „-------” მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე განხორციელებულმა დღგ-ის ჯამურმა ჩათვლამ შეადგინა 34 090 ლარი. საგამოძიებო სამსახურის მიერ საქმესთან დაკავშირებით მოწოდებული მასალებით ირკვევა, რომ აღნიშნული ოპერაციები არ განხორციელებულა. შედეგად, შემოწმების მიერ აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული ჩათვლა დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლზე, რომლის თანახმად:

1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

3. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ოპერაცია უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ოპერაცია ან გარიგება არ განხორციელებულა იმ პირებს შორის, რომლებიც აღნიშნულია ოპერაციის ან გარიგების დამადასტურებელ დოკუმენტებში (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, საგადასახადო დოკუმენტი, სასაქონლო ზედნადები ან სხვა).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება – იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს 2021-2023 წლებში შპს „-------“ და შპს „-------“ მიღებული აქვს სხვადასხვა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, როგორც მომსახურებაზე, ასევე საქონელზე. შპს „-------” და შპს „-------” მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე განხორციელებულმა დღგ-ის ჯამურმა ჩათვლამ შეადგინა 34 090 ლარი. საგამოძიებო სამსახურის მასალებით ირკვევა, რომ აღნიშნული ოპერაციები არ განხორციელებულა. შედეგად, შემოწმების მიერ აღნიშნული საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე მიღებული ჩათვლა დაექვემდებარა შემცირებას, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება და ჩათვლილი დღგ-ის თანხის 200%-ის ოდენობით ჯარიმის განსაზღვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------” (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდ

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოწმების საფუძველზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა თვისობრივად ეწინააღმდეგება არამც თუ საგადასახადო კანონმდებლობას, არამედ სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს და ნორმებს და უნდა გაუქმდეს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021წ. - 2023წ. პერიოდებში გამოწერილი და მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეალურობის და მათ მიერ ურთიერთშორის განხორციელებული ფაქტურების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით.

საგამოძიებო სამსახურის მასალებით ირკვევა, რომ აღნიშნული ოპერაციები არ განხორციელებულა. შედეგად, შემოწმების მიერ საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე მიღებული ჩათვლა დაექვემდებარა შემცირებას, ასევე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება და ჩათვლილი დღგ-ის თანხის 200%-ის ოდენობით ჯარიმის განსაზღვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 280(1)