ბრძანება N 25175
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25175
03 ნოემბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------ის“ (ს/ნ -------------)
(ფაქტ. მის.: ---------------------;
იურ. მის.: -----------------------)
2026 წლის 15 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №97) განიხილა შპს „-------ის“ (ს/ნ -------------) 2026 წლის 15 ოქტომბრის №105059/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 16 სექტემბრის №007-256 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 30 ივლისის №17214 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------ის“ (ს/ნ -------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2025 წლის დეკემბრის, 2026 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილისა და მაისის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორესთან დაკავშირებით. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 15 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 16 სექტემბრის №20407 ბრძანება და ამავე თარიღის №007-256 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა 67 949 ლარი:
მათ შორის:
დღგ - 42 815 ლარი
ჯარიმა - 21 407
საურავი - 3 727
აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:
შემოწმების ფარგლებში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა პურითა და ფუნთუშეულით. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში სხვადასხვა კომპანიებისთვის მიწოდებული აქვს პურ-ფუნთუშეულის ნაწარმი, რომელთან დაკავშირებითაც გამოწერილი აქვს როგორც ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურები, ასევე სასაქონლო ზედნადებები. ამასთან, შემოწმების ფარგლებში გათვალისწინებული იქნა საწარმოს მიერ გამოწერილი კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შემოწმების ფარგლებში გაირკვა, რომ შპს „-----ს“ შესაბამისი წესით არ აქვს განაშთული შპს „-----“-სგან (ს/ნ -------) მიღებული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლითაც დამატებით გაიზარდა საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული გადასახადის თანხა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს მიერ რეალიზებული საქონელი და აღნიშნულის საფუძველზე გამოწერილი ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების ჯამი აღემატება დეკლარირებულ მონაცემს. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 163-ე, 164-ე, 175-ე და 179-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი აცხადებს, რომ არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს და ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.
შემოსავლების სამსახურის პოზიცია:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე,საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმადაც, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში სხვადასხვა კომპანიებისთვის მიწოდებული ჰქონდა პურ-ფუნთუშეული და გამოწერილი ჰქონდა როგორც ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ასევე სასაქონლო ზედნადებები. ამასთან, შემოწმებისას გათვალისწინებული იქნა საწარმოს მიერ გამოწერილი კორექტირების საგადასახადო ანგარიშფაქტურები. დამატებით დადგინდა, რომ შპს „------ს“ შესაბამისი წესით არ ჰქონდა განაშთული შპს „-----------“-სგან (ს/ნ ---------) მიღებული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლითაც დამატებით გაიზარდა შემოწმებით განსაზღვრული გადასახადის თანხა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დადგინდა, რომ საწარმოს მიერ რეალიზებული საქონელი და აღნიშნულის საფუძველზე გამოწერილი ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების ჯამი აღემატებოდა დეკლარირებულ მონაცემს. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ არც შემოწმების და მათ შორის არც დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------ის“ (ს/ნ -------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №17214 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2025 წლის დეკემბრის, 2026 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილისა და მაისის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორესთან დაკავშირებით. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №20407 ბრძანება და №007-256 საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების აქტით ირკვევა,რომ შემოწმების ფარგლებში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა პურითა და ფუნთუშეულით. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში სხვადასხვა კომპანიებისთვის მიწოდებული აქვს პურ-ფუნთუშეულის ნაწარმი, რომელთან დაკავშირებითაც გამოწერილი აქვს როგორც ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურები, ასევე სასაქონლო ზედნადებები. ამასთან, შემოწმების ფარგლებში გათვალისწინებული იქნა საწარმოს მიერ გამოწერილი კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შემოწმების ფარგლებში გაირკვა, რომ მომჩივანს შესაბამისი წესით არ აქვს განაშთული მიღებული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლითაც დამატებით გაიზარდა საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული გადასახადის თანხა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს მიერ რეალიზებული საქონელი და აღნიშნულის საფუძველზე გამოწერილი ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების ჯამი აღემატება დეკლარირებულ მონაცემს. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 163-ე, 164-ე, 175-ე და 179-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158(1); 159(1 „ა“); 163(1.2); 164(1);