ბრძანება N 19033

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.09.2026
№ დოკუმენტი 19033
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 19033

24 აგვისტო 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ --------------)

(მის.: -------------------------------)

2026 წლის 10 და 28 ივლისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 31 ივლისის და 12 აგვისტოს სხდომებზე (ოქმები №69; №72) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ --------------) 2026 წლის 10 ივლისის №103384/1/2026 და 28 ივლისის №103727/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 12 ივნისის №006-204 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გამოვლენილი ბეტონის რაოდენობრივი სხვაობის რეალიზებულად განხილვას და დღგ-ით დაბეგვრას, ასევე მიღებული შემოსავლის საწარმოს დირექტორის ხელფასად დაკვალიფიცირებას და საშემოსავლო გადასახდის დარიცხვას. აცხადებს, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნაში არ არის გათვალისწინებული ხიმინჯები, რომელთა აუცილებლობა გამოწვეული იყო ნიადაგის შემადგენლობიდან გამომდინარე. გადასახადის გადანმხდელის განმარტებით, ხიმინჯებისთვის გახარჯული ბეტონის გათვალისწინებით, სხვაობა შეადგებს 40-50 კუბურ მეტრს. აღნიშნული სხვაობა ამ მოცულობის ბეტონის სამუშაოებისთვის ლოგიკური და მისაღებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს საკითხის ხელმეორედ შესწავლას.

2. გადამხდელი არ ეთანხმება გაცემული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას გადაზიდვის მომსახურებას უწევდენენ, როგორც გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირები, ასევე ინდივიდუალურ მეწარმეებად რეგისტრირებული ფიზიკური პირები, რომლებზეც გაცემული თანხები გადახდის წყაროსთან დაბეგვრას არ ექვმედებარება.

3. გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმატავს, რომ აღნიშნული გამოწვეულია უყურადღებობით, ვინაიდან, ბუღალტრულ პროგრამაში სრულად არ იყო ასახული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. ამასთან, აღნიშნავს, რომ წარმოადგენს დოკუმენტაციას, კორექტირებულ ბუღალტრულ პროგრამას და ითხოვს გათვალისწინებას.

4. გადამხდელი არ ეთანხმება გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას. აცხადებს, რომ აღნიშნული რეალიზაციია სრულად არის ასახული დეკლარაციებში და ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.

5. გადამხდელი არ ეთანხმება მიღებული ავანსების დღგ-ით დაბეგვრას. აცხადებს, რომ დეკლარაციაში არ აისახა წინასწარ გადახდილი თანხები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს დღგ-ის მიზნებისთვის დასაბეგრი ავანსის კრიტერიუმებს.

6. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით გადამხდელი ითხოვს დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საფუძვლით და აღურიცხავ საქონელზე დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 მაისის №8813 და 2026 წლის 10 ივნისის №12712 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“-ის (ს/ნ --------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობებისა და სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2025 წლის 7 მაისის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 10 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 12 ივნისის №12972 ბრძანება და ამავე თარიღის №006– 204 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 95 781 ლარი, მათ შორის გადასახადი 41 750 ლარი, ჯარიმა 46 742 ლარი და საურავი 7 288 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

1. გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის საგანს წარმოადგენს ბეტონის წარმოება-რეალიზაცია. შპს „----“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 2 დეკემბრიდან, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაზე იმყოფება 2023 წლის 16 აგვისტოდან. გადამხდელი ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს ქ.----ში, ------ის №-- ნომერში მდებარე, იჯარით აღებულ ფართში. შემოწმების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებისა და ბუღალტრული პროგრამაში ასახული ინფორმაციის თანახმად, შპს „---“-ს გაწეული აქვს იჯარით აღებული ქონების კეთილმოწყობის ხარჯი, რომელზეც ჩამოწერილი ბეტონის რაოდენობა შეადგენს 460 კუბურ მეტრს (B30-ისა და B25 მარკის). აღნიშნულთან დაკავშირებით, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნისა და ექსპერტთან კომუნიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩასხმული ბეტონის მოცულობა შეადგენდა მაქსიმუმ 217 კუბურ მეტრს. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმების მიერ, ბეტონის რაოდენობრივი სხვაობა (სათანადო კლასის გათვალისწინებით) მიჩნეული იქნა რელიზებულად და დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, აღნიშნული თანხა განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს, ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შემოწმების მიმდინარეობისას, საბანკო ამონაწერებისა და ბუღალტრული პროგრამის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ გაცემულია დეკლარირებულთან შედარებით ზედმეტი წყაროსთან დასაკავებელი გადასახადით დასაბეგრი განაცემი. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, აღნიშნული სხვაობა დაექვემდებარე საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. პირს, ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 7 მაისის №8934 ბრძანების შესაბამისად, გადამხდელთან ჩატარებულ იქნა სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვითაც ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით, ბუღალტრული პროგრამის მიხედვით კი ფულის ნაშთი შეადგენდა 2014,75 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, აღნიშნული თანხა, შემოწმების მიერ, მიჩნეულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს, ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

4. საგადასახადო შემოწმების ეტაპზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს დეკლარირებული არ აქვს 8 213 ლარის დოკუმენტური რეალიზაცია. შესაბამისად, აღნიშნული თანხით გაზრდილ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა დღგ. პირს, ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

5. შემოწმების მიმდინარეობისას საბუღალტრო პროგრამისა და საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ შპს „---“-ს შესამოწმებელ პერიოდში, საბანკო ანაგრიშზე მიღებული აქვს ავანსის თანხები, რომელიც არ არის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახული. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა დღგ. პირს, ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

6. შემოწმების მიმდინარეობისას, მიღებული საგადასახადო ანაგრიშ-ფაქტურების დამუშავების შედეგად გამოიკვეთა, რომ გადამხდელს ჩათვლილი აქვს როგორც „-------“ ანგარიშ-ფაქტურების, ასევე ამ ანგარიშ-ფაქტურების კორექტირების დღგ. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე და 179-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმების მიერ განხორციელდა დღგ-ის ჩათვლების შემცირება. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

. შემოწმების მიმდინარეობისას საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 7 მაისის №8930 ბრძანების შესაბამისად, გადამხდელთან ჩატარებული იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის საფუძველზეც დათვლილ იქნა გადამხდელის საკუთრებაში არსებული შემდგომში წარმოების მიზნით გამოყენებული საქონლის ფაქტობრივი ნაშთის ოდენობა. აღნიშნული მასალების ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა 53 451 ლარის საბაზრო ღირებულების აღურიცხავი საქონელი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი დაერიცხა ჯარიმა გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 50%-ის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა ჩანიშნული იყო გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით 2026 წლის 31 ივლისს --:-- სთ-ზე. გადასახადის გადამხდელის 2026 წლის 28 ივლისის №-- (რეგ.: №--/21) განცხადების საფუძველზე საკითხის განხილვა გადაიდო 2026 წლის 12 აგვისტოს, თუმცა წარმომადგენელი დავის განხილვაზე არ გამოცხადდა, ასევე, არ ყოფილა წარმოდგენილი საჩივრის განხილვის გადადების თაობაზე განცხადება.

 

პირველ-მე-5 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში – საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შპს „--“-ს გაწეული აქვს იჯარით აღებული ქონების კეთილმოწყობის ხარჯი, რომელზეც ჩამოწერილი ბეტონის რაოდენობა შეადგენს 460 კუბურ მეტრს (B30-ისა და B25 მარკის). აღნიშნულთან დაკავშირებით, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნისა და ექსპერტთან კომუნიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩასხმული ბეტონის მოცულობა შეადგენდა მაქსიმუმ 217 კუბურ მეტრს. შესაბამისად, შემოწმების მიერ, ბეტონის რაოდენობრივი სხვაობა (სათანადო კლასის გათვალისწინებით) მიჩნეული იქნა რელიზებულად და დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, აღნიშნული თანხა განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელის მიერ გაცემულია დეკლარირებულთან შედარებით ზედმეტი წყაროსთან დასაკავებელი გადასახადით დასაბეგრი განაცემი. შესაბამისად, აღნიშნული სხვაობა დაექვემდებარე საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმადაც, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 7 მაისის №8934 ბრძანების შესაბამისად, გადამხდელთან ჩატარებულ იქნა სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვითაც ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით, ბუღალტრული პროგრამის მიხედვით კი ფულის ნაშთი შეადგენდა 2014,75 ლარს. შემოწმების მიერ, აღნიშნული თანხა მიჩნეულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, საგადასახადო შემოწმების ეტაპზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს დეკლარირებული არ აქვს 8 213 ლარის დოკუმენტური რეალიზაცია. შესაბამისად, აღნიშნული თანხით გაზრდილ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და გადამხდელს დაერიცხა დღგ.

მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, შემოწმების მიმდინარეობისას საბუღალტრო პროგრამისა და საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ შპს „-----“-ს შესამოწმებელ პერიოდში, საბანკო ანაგრიშზე მიღებული აქვს ავანსის თანხები, რომელიც არ არის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახული. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

ამავე კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, - იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

5. საგადასახადო შემოწმების შედეგად ამ მუხლის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ოდენობას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული ჯარიმა/საურავი შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ --------------) საჩივრები არ დაკმყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება:

1.შემოწმებით გამოვლენილი ბეტონის რაოდენობრივი სხვაობის რეალიზებულად განხილვას და დღგ-ით დაბეგვრას, ასევე მიღებული შემოსავლის საწარმოს დირექტორის ხელფასად დაკვალიფიცირებას და საშემოსავლო გადასახდის დარიცხვას.ითხოვს საკითხის ხელმეორედ შესწავლას.

2. გაცემული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

3.ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. წარმოადგენს დოკუმენტაციას, კორექტირებულ ბუღალტრულ პროგრამას და ითხოვს გათვალისწინებას.

4.გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას.ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.

5.გადამხდელი არ ეთანხმება მიღებული ავანსების დღგ-ით დაბეგვრას. აცხადებს, რომ დეკლარაციაში არ აისახა წინასწარ გადახდილი თანხები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს დღგ-ის მიზნებისთვის დასაბეგრი ავანსის კრიტერიუმებს.

6.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით გადამხდელი ითხოვს დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საფუძვლით და აღურიცხავ საქონელზე დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №8813 და №12712 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობებისა და სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2025 წლის 7 მაისის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №12972 ბრძანება და №006– 204 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 95 781 ლარი, მათ შორის გადასახადი 41 750 ლარი, ჯარიმა 46 742 ლარი და საურავი 7 288 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა,რომ:

1.შემოწმების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებისა და ბუღალტრული პროგრამაში ასახული ინფორმაციის თანახმად,მომჩივანს გაწეული აქვს იჯარით აღებული ქონების კეთილმოწყობის ხარჯი, რომელზეც ჩამოწერილი ბეტონის რაოდენობა შეადგენს 460 კუბურ მეტრს . აღნიშნულთან დაკავშირებით, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნისა და ექსპერტთან კომუნიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩასხმული ბეტონის მოცულობა შეადგენდა მაქსიმუმ 217 კუბურ მეტრს. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმების მიერ, ბეტონის რაოდენობრივი სხვაობა მიჩნეული იქნა რელიზებულად და დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, აღნიშნული თანხა განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს, ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2.საბანკო ამონაწერებისა და ბუღალტრული პროგრამის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ გაცემულია დეკლარირებულთან შედარებით ზედმეტი წყაროსთან დასაკავებელი გადასახადით დასაბეგრი განაცემი. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, აღნიშნული სხვაობა დაექვემდებარე საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. პირს, ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3.შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №8934 ბრძანების შესაბამისად, გადამხდელთან ჩატარებულ იქნა სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვითაც ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით, ბუღალტრული პროგრამის მიხედვით კი ფულის ნაშთი შეადგენდა 2014,75 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, აღნიშნული თანხა, შემოწმების მიერ, მიჩნეულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს, ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3.საგადასახადო შემოწმების ეტაპზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს დეკლარირებული არ აქვს 8 213 ლარის დოკუმენტური რეალიზაცია. შესაბამისად, აღნიშნული თანხით გაზრდილ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა დღგ. პირს, ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

4.საბუღალტრო პროგრამისა და საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში, საბანკო ანაგრიშზე მიღებული აქვს ავანსის თანხები, რომელიც არ არის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახული. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა დღგ. პირს, ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

5.შემოწმების მიმდინარეობისას, მიღებული საგადასახადო ანაგრიშ-ფაქტურების დამუშავების შედეგად გამოიკვეთა, რომ გადამხდელს ჩათვლილი აქვს როგორც ანგარიშ-ფაქტურების, ასევე ამ ანგარიშ-ფაქტურების კორექტირების დღგ. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე და 179-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმების მიერ განხორციელდა დღგ-ის ჩათვლების შემცირება. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

6.შემოწმების მიმდინარეობისას საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №8930 ბრძანების შესაბამისად, გადამხდელთან ჩატარებული იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის საფუძველზეც დათვლილ იქნა გადამხდელის საკუთრებაში არსებული შემდგომში წარმოების მიზნით გამოყენებული საქონლის ფაქტობრივი ნაშთის ოდენობა. აღნიშნული მასალების ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა 53 451 ლარის საბაზრო ღირებულების აღურიცხავი საქონელი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი დაერიცხა ჯარიმა გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 50%-ის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ხოლო,საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 101(1); 154(1„ა“.2 „ა“ და „ბ“); 159(1„ა“); 163(1.2); 164(1); 269(7); 286(4);