განაჩენი

სისხლის სამართლის 03.04.2019
საქმის ნომერი
330100117001910289
თარიღი
03.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2----17

(#0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

03 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე

სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მი----–--------ძე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ---------------------------------–-ილი (დაბადებული - 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #3----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ქ. რუსთავი, ახ------–----------------------------------–ი). ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ქვეშ მყოფი (ძებნილი).

 

ადვოკატი - ირ---–------ვა

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

დისპოზიცია: ყალბი სხვა საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. შპს „ბლ---------–ი”-ს (ს/ნ 4--------) 100%-იანი წილის მფლობელმა, დამფუძნებელმა პარტნიორმა და დირექტორმა გ------- ხ------–---–მა განიზრახა სხვადასხვა პირების სახელზე დაეფუძნებინა ფიქტიური შპს-ები, რომელთა ფაქტობრივ მართვას თავად მოახდენდა და სწორედ მის ფაქტობრივ გამგებლობაში მყოფი შპს-ების მეშვეობით, მოეხდინა შეძენილი ჯართის შპს „ბლ---------–ი”-ს სახელზე ფიქტიური შესყიდვის დაფიქსირება, რითაც გ------- ხ------–---–ი, როგორც შპს „ბლ---------–ი“-ს მფლობელი და ამ შემთხვევაში, თითქოსდა, შემძენი, მის მიერვე დამზადებული, ფიქტიური გარიგების და უსაქონლო ოპერაციების ამსახველი ჩათვლის დოკუმენტების - საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე, მოახდენდა დღგ-ს უკანონო ჩათვლას (უკანონოდ შეიმცირებდა გადასახდელ დღგ-ს თანხას), ხოლო მის გამგებლობაში არსებული ფიქტიური ფირმები არ მოახდენდნენ აღნიშნული დღგ-ს თანხის გადახდას. ამ მიზნით, 2016 წლის 01 ივლისს, გ------- ხ------–---–ის მითითებით მ----------------–-ილის მიერ დაფუძნებული იქნა შპს „გ----–-’’ (ს/ნ 4--------), რომლის ფაქტობრივ მართვას ახდენდა გ------- ხ------–---–ი. აღნიშნულის შემდგომ, შეძენილი ჯართის შპს „ბლ---------–ი”-ზე რეალიზაციის დაფიქსირების მიზნით, გ------- ხ------–---–მა დაამზადა და გამოიყენა 2016 წლის 12 აგვისტოთ დათარიღებული ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურა # ე---- 1------- სადაც დაფიქსირებული იყო, რომ, თითქოსდა, 2016 წლის აგვისტოში, შპს „ბ-–---------–ი”-მ (ს/ნ 4--------) შპს „გ----–-’’-საგან (ს/ნ 4--------) შეიძინა 911 515.1 ლარის ღირებულების 2240 ტონა ჯართი, საიდანაც დღგ-ს თანხას შეადგენდა 139 044.68 ლარი, რაც რეალურად არ განხორციელებულა. აღნიშნული ფიქტიური გარიგების საფუძველზე, დღგ-ს ჩათვლის დოკუმენტში - საგადასახადო ანგარიშფაქტურაში - ყალბი მონაცემების დაფიქსირებით და მისი შემდგომი გამოყენებით, შპს „ბლ---------–ი”-ს დამფუძნებელმა და დირექტორმა გ------- ხ------–---–მა, მიიღო 139 044.68 ლარის ოდენობის დღგ-ს უკანონო ჩათვლა (შეიმცირა გადასახდელი დღგ-ს თანხა), ხოლო მის ფაქტობრივ გამგებლობაში მყოფი კომპანიის - შპს ,,გ----–-’’-ს მიერ აღნიშნული თანხის გადახდა არ მომხდარა. ამასთან, ყალბ ანგარიშფაქტურასთან ერთად, გ------- ხ------–---–მა ასევე, დაამზადა და გამოიყენა ფიქტიური გარიგების და უსაქონლო ოპერაციების ამსახველი, შპს ,,ბლ---------–ი”-სა და შპს „გ----–-”-ს შორის გამოწერილი, 06.07.2016 წლიდან 09.08.2016 წლამდე პერიოდის, ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რომელთა მიხედვითაც თითქოსდა შპს გ----–-”-მ შპს „ბლ---------–ი”-ს მიაწოდა სხვადასხვა ოდენობისა და ღირებულების ჯართი, რაც რეალურად არ განხორციელებულა.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

2.1. სასამართლომ განიხილა რა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - გ------- ხ------–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია გ------- ხ------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ბ----------------ემ განმარტა, რომ 2016 წლის ნოემბრის მდგომარეობით მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სა--------------------------------------------------------------–---------------------------–---------------------–----------------------------–-- თანამდებობაზე. მან დაადასტურა 2016 წლის 29 ნოემბრის პატაკისა და თანდართული დოკუმენტაციის სისწორე და განმარტა, რომ მიღებული ინფორმაციის თანახმად, შპს “ბლ---------–ი”-ს დირექტორი და დამფუძნებელი გ------- ხ------–---–ი სხვადასხვა კომპანიების სახელით, ყალბი ელექტრონული ანგარიშფაქტურების მეშვეობით, თავის მფლობელობაში არსებულ შპს “ბლ---------–ზე“ ახდენდა დიდი ოდენობით ჯართის გადაწერას, შემდეგ კი ახდენდა მის რეალიზაციას. აღნიშნულ შპს-ებს ბიუჯეტის მიმართ რჩებოდათ დავალიანება, ხოლო შპს “ბლ---------–ი” მათგან იღებდა დღგ-ს ჩათვლებს. აღნიშნული ინფორმაცია მის მიერ გადამოწმდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ელექტრონულ ბაზაში, რის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ შპს „ბლ---------–ი“ ჩათვლებს იღებდა შპს „გ----–-“-დან და შპს „დ----ა“-დან, კერძოდ, როგორც ელექტრონულ ზედნადებებში იყო დაფიქსირებული, აღნიშნული კომპანიები თითქოს ჯართის მიწოდებას ახდენდნენ შპს „ბლ---------–ისთვის“, მაშინ როდესაც, თავად შპს „გ----–“-ს და შპს „დ----ა“-ს აღნიშნული პროდუქციის შესყიდვა საერთოდ არ უფიქსირდებოდათ. შპს „დ----ას“ ასევე, გადახდილი არ ჰქონდა დარიცხული დღგ-ს გადასახადი და უფიქსირდებოდა დავალიანება, ხოლო შპს „გ----–-“-ს შემთხვევაში საერთოდ არ მომხდარა რეალიზაციის დადეკლარირება. შესაბამისად, სავარაუდო იყო, რომ, ერთი მხრივ, შპს „გ----–სა“ და შპს „დ----ა“-ს, ხოლო, მეორე, მხრივ შპს „ბლ---------–ს“ შორის განხორცილებული ოპერაციები იყო ფიქტიური. მოწმის განმარტებით, 2016 წლის 4 აგვისტოს გ------- ხ------–---–მა დაარეგისტრირა კიდევ ერთი კომპანია ანალოგიური სახელწოდებით - შპს „ბლ---------–ი“, რომელსაც თითქოს ჯართი მიაწოდეს შპს „მ------მა“ და შპს „თ---მ“, თუმცა, ამ შემთხვევაშიც აღნიშნულ კომპანიებს ჯართის შესყიდვა საერთოდ არ უფიქსირდებოდათ, ასევე, არ უფიქსირდებოდათ ჯართის მიწოდების შედეგად დარიცხული დღგ-ს გადასახადის გადახდა და უფიქსირდებოდათ ბიუჯეტის მიმართ დავალიანება. მის მიერ ასევე გადამოწმდა საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და ზედნადებების გაწერის IP მისამართები და დადგინდა, რომ შპს „გ----–-დან“ და შპს „დ----ადან“ გამოწერილი ანგარიშფაქტურების IP მისამართები შპს „ბლ---------–იდან“ გამოწერილი ანგარიშ ფაქტურების IP მისამართები იყო იდენტური. ამასთან, შპს „ბლ---------–ი“ ზემოაღნიშნული კომპანიებისგან იღებდა დღგ-ს იმ ჩათვლებს, რაც მათ დავალიანებაში ერიცხებოდათ. მოწმის განმარტებით, ვინაიდან გ------- ხ------–---–ის ქმედებებში შეინიშნებოდა დანაშაულის ნიშნები, მან პატაკით მიმართა ხელმძღვანელობას.

 

3.2. 2016 წლის 29 ნოემბრის პატაკზე დართული დოკუმენტით - „ორგანიზაციის შესწავლის კრიტერიუმები“ - ირკვევა, რომ (შპს „გ----–ზე”) ყველა მონაცემი ცარიელია. ელექტრონული ბაზიდან ამონაწერით - ,,გადამხდელის ფაილი” შპს გ----–ზე არანაირი ინფორმაცია არ არის დაფიქსირებული.

3.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ე-–---------------მა განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს ფ------------------------–--------–-------------------------------------------------------------–-ს განყოფილებაში, აუდიტორის თანამდებობაზე. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე დაევალა შპს “ბლ---------–ი”-ს, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა შავი და ფერადი ლითონებით საბითუმო ვაჭრობა, თემატური, კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩატარება, კერძოდ, დაევალა აღნიშნული კომპანიის 2016 წლის ივლისის თვის დამატებითი ღირებულების გადასახადის შემოწმება. ამასთან, იმის გამო, რომ ვერ მოხერხდა გადასახადის გადამხდელთან - გ------- ხ------–---–თან დაკავშირება, შემოწმება განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემებით, რომელთა შესწავლით დადგინდა, რომ გადამხდელს შემცირებული ჰქონდა მის მიერ რეალურად განხორციელებული ბრუნვა, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემებით მის მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები და განისაზღვრა, რომ დასაბეგრი ბრუნვა უნდა ყოფილიყო 1 010 423 ლარი, ხოლო შპს “ბლ---------–ი”-ს მიერ 2016 წლის ივლისის თვეში წარდგენილი დღგ-ს დეკლარაციაში დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 208 349 ლარს. აღნიშნული სხვაობის გამო, საგადასახადო კოდექსის თანახმად, შპს „ბლ---------–ს“ ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა 216 660 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახდელი 144 373 ლარი, ხოლო ჯარიმა 72 287 ლარი. მოწმემ დადასტურა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 26 იანვრის შპს „ბლ---------–ის“ საგადასახადო შემოწმების აქტის სისწორე. მოწმემ, ასევე აღნიშნა, რომ როგორც მისთვის არის ცნობილი, აღნიშნული საგადასახადო შემოწმების აქტი და მოთხოვნა არ არის გასაჩივრებული, რამდენადაც გასაჩივრების შემთხვევაში ევალება აქტში ასახული მონაცემების და ნამდვილობის დადასტურება, რაც მისი მხრიდან არ მომხდარა.

 

3.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე მ----------------–-ილმა განმარტა, რომ გ------- ხ------–---–ი გაიცნო ახლობლისგან 2016 წლის მაისი-ივნისის თვეში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა შესთავაზა შპს-ს დაფუძნება და ჯართის ბიზნესში დასაქმება. კომპანიის დასაფუძნებლად გ------- ხ------–---–მა გადასცა თანხა 200 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც მან 2016 წლის 01 ივლისს დააფუძნა კომპნია - შპს „გ----–-“, რომლის დირექტორიც იყო თვითონ, თუმცა, აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, მათ შორის, შემოსავლების სამსახურის მიერ მისთვის გადაცემული დოკუმენტაცია, თავის მხრივ, გადასცა გ------- ხ------–---–ს. მისი თქმით, მას გ------- ხ------–---–თან საერთოდ არ უმუშავია, აღნიშნული კომპანიის საქმიანობაში მას რაიმე ფორმით მონაწილეობა არ მიუღია. გ------- ხ------–---–ი მას პერიოდულად, ოჯახური საჭიროებისათვის, აძლევდა თანხას, რაც მთლიანობაში შეადგენს დაახლოებით - 3000 ლარს. შემდეგ მას დაუკავშირდნენ შემოსავლების სამსახურიდან და უთხრეს, რომ მის მიერ დაფუძნებულ კომპანიას სახელმწიფოს მიმართ ჰქონდა დავალიანება, რის გამოც იგი შეეცადა გ------- ხ------–---–თან დაკავშირებას, თუმცა, ვეღარ შეძლო. მოწმის განმარტებით, შპს „გ----–-“-თ საქმიანობას ახორციელებდა გ------- ხ------–---–ი, მაგრამ, თუ რა ოპერაციებს ახორციელებდა იგი, მისთვის უცნობია. მისივე თქმით, არ იცის რას ნიშნავს დღგ-ს გადასახადი ან მისი ჩათვლა, ასევე, არ იცი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის ტექნიკა. მისთვის წარდგენილ შპს „გ----–-“-ს სახელით გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებსა და ზედნადებებთან დაკავშირებით განმარტა, რომ ისინი მისი შედგენილი არ არის, მან ასევე, განმარტა, რომ შპს „გ----–“- თან დაკავშირებით არანაირი ოპერაცია არ შეუსრულებია.

 

3.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების შესახებ ამონაწერით ირკვევა, რომ 2016 წლის 01 ივლისს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლის საფირმო სახელწოდებაა შპს „გ----–-” (საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------), ხოლო აღნიშნული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორი და 100% წილის მფლობელია მ----------------–-ილი (პ/ნ 1----------).

 

3.6. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ჯ-----------------ემ განმარტა, რომ 2009 წლიდან არის ინდივიდუალური მეწარმე, აქვს შავი და ფერადი ლითონების მიმღები პუნქტი და მოქალაქეებისაგან იბარებს ჯართს, რასაც შემდეგ თავის მხრივ, აბარებს ქ. რუსთავში, ი-------–--------------–------ულ ქარხანაში. 2016 წელს, ქ. რუსთავში გაიცნო გ------- ხ------–---–ი, რომელსაც ჰქონდა შავი და ფერადი ლითონების ბიზნესი და საქმიანობას ახორციელებდა შპს „ბლ---------–ის“ სახელით. მან შესთავაზა იმ დროისათვის ბაზარზე არსებული ჯართის ღირებულებაზე მეტი თანხა, რის გამოც ჯართის რეალიზაციას ახდენდა გ------- ხ------–---–ზე, რომლის ტრანსპორტირებას თბილისიდან რუსთავში ახორციელებდა დ----- კ-----–-ძის ავტომანქანით. მოწმის განმარტებით, დოკუმენტაციის მოწესრიგებას ახდენდა გ------- ხ------–---–ი. მისი თქმით, შპს „გ----–-ს“ შესახებ არაფერი იცის, არც პიროვნებას - მ----------------–-ილს იცნობს, შესაბამისად, შპს „გ----–-სა“ და მ----------------–-ილის დაკვეთით ჯართის ტრანსპორტირება არასდროს განუხორციელებია. ჯართის მიწოდებასთან დაკავშირებით მას ურთიერთობა ჰქონდა მხოლოდ გ------- ხ------–---–თან და შპს „ბლ---------–თან“, სხვა კომპანიებთან შეხება არ ჰქონია.

 

3.7. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ზ----------------–---–მა განმარტა, 2013 წლიდან საკუთრებაში ჰყავს ზილის მოდელის სატვირთო ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით B------, რომლის მეშვეობითაც ძირითადად ახდენს ჯართის გადატანას თბილისიდან რუსთავში. ამასთან, იგი უშუალოდ არ მართავს აღნიშნულ ავტომანქანას, არამედ დაქირავებული ჰყავს მძღოლი, კერძოდ, 2016 წლის მდგომარეობით მძღოლად დაქირავებული ჰყავდა დ----- ზინდრიშვილი. მოწმის განმარტებით, გამყიდველისა და მყიდველისგან ჯართის ტრანსპორტირების შეკვეთას იღებდა თავად, ხოლო შემდეგ იგი უკავშირდებოდა მძღოლს და ეუბნებოდა სად უნდა დაეტვირთა ჯართი და შემდეგ სად უნდა მიეტანა. მის გარეშე მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანით ტვირთის ტრანსპორტირება არ ხდებოდა. ამასთან, ჯართი მიჰქონდათ რუსთავში ი-------–--------------–------ულ ქარხანაში, ასევე, მიჰქონდათ მხოლოდ თბილისიდან, რადგან მისი ავტომობილი არის პატარა და რეგიონებიდან ტვირთის გადატანა არ იყო მომგებიანი. მისი თქმით, შპს „გ----–-ს“ შესახებ არაფერი იცის, არც პიროვნებას - მ----------------–-ილს იცნობს, შესაბამისად, შპს „გ----–-სა“ და მ----------------–-ილის დაკვეთით ჯართის ტრანსპორტირება არასდროს განუხორციელებია. მოწმეს წარედგინა სასაქონლო ზედნადებები, სადაც დაფიქსირებულია, რომ მისი კუთვნილი ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით B------, მძღოლი დ----- ზინდრიშვილი, შპს „გ----–მა“ ჯართი მიაწოდა შპს „ბლ---------–ს“. მოწმის განმარტებით, მისთვის წარდგენილ ზედნადებებში ასახული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია არასწორია, რადგან შპს „გ----–-დან“ ჯართი არასდროს გადაუტანია. ამასთან, მისი განმარტებით შპს „ბლ---------–ში“ ტვირთები გადატანილი აქვს რამდენჯერმე, თუმცა, არა შპს „გ----–-დან“.

 

3.8. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ზ-----–-------–---–მა განმარტა, რომ საკუთრებაში ჰყავს კამაზის მოდელის სატვირთო ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით B---4-- და ახორციელებს ტვირთის, ძირითადად, ჯართის ტრანსპორტირებას. იგი კუთვნილი ავტომანქანით გაჩერებულია ხოლმე ქ.თბილისში, ლ--–--ს ტერიტორიაზე არსებულ ე.წ. ბირჟაზე, სადაც მიდიან ან ტელეფონით უკავშირდებიან ტვირთის გადაზიდვის მსურველები. 2016 წელს აღნიშნულ ბირჟაზე გაიცნო გ------- ხ------–---–ი, რომელიც უკავშირდებოდა ხოლმე ჯართის გადატანასთან დაკავშირებით. კერძოდ, იგი ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდა და ეუბნებოდა სად უნდა დაეტვირთა ჯართი, რის შემდეგაც მიჰქონდა ქ. რუსთავში მდებარე ქარხნებში. ამასთან, ჯართის ჩაბარების შემდეგ, ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს - ე.წ. ფიშკას აძლევდა გ------- ხ------–---–ს, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი უხდიდა ტრანსპორტირების თანხა. მის მიერ რაიმე სახის დოკუმენტის შედგენა არ ხდებოდა, მას შემდეგ რაც დაიტვირთებოდა ჯართი, იგი უკავშირდებოდა გ------- ხ------–---–ს და მას შემდეგ, რაც იგი ეტყოდა, რომ სასაქონლო ზედნადები „გააქტიურებული“ იყო, იგი ამის შემდეგ ახდენდა ტვირთის ტრანსპორტირებას. მისი თქმით, შპს „გ----–-ს“ შესახებ არაფერი იცის, არც პიროვნებას - მ----------------–-ილს იცნობს, შესაბამისად, შპს „გ----–-სა“ და მ----------------–-ილის დაკვეთით ჯართის ტრანსპორტირება არასდროს განუხორციელებია. მოწმეს წარედგინა სასაქონლო ზედნადებები, სადაც დაფიქსირებულია, რომ ზემოაღნიშნული ავტომანქანით შპს „გ----–-სგან“, როგორც გამყიდველისგან, მას როგორც მძღოლს გადატანილი აქვს ჯართი შპს „ბლ---------–ში“, როგორც მყიდველთან, ასევე დაფიქსირებულია რომ ტვირთი გადაჰქონდა თბილისიდან, რუსთავიდან, მცხეთიდან, ხაშურიდან, საგარეჯოდან რუსთავში. მოწმის განმარტებით, მისთვის წარდგენილ ზედნადებებში დაფიქსირებული ინფორმაცია არასწორია, რადგან მას შპს „გ----–-სთვის“ მომსახურება არასდროს გაუწევია, ასევე, ზედნადებებში დაფიქსირებული ზოგიერთი ადგილიდან/რეგიონიდან ტვირთი არასდროს გადაუტანია, ასევე, არასწორია ინფორმაცია, თითქოს, მას დღეში ორჯერ ან მეტჯერ გადაჰქონდა ტვირითი, რადგან ყველაზე კარგ შემთხვევაში, დღეში მხოლოდ ერთი გადაზიდვის განხორციელება იყო შესაძლებელი, რადგან ჯართის დატვირთვას, გადაზიდვას და შემდეგ ქარხანაში შეტანას, სადაც დიდი რიგები იყო, დიდი დრო სჭირდება.

 

3.9. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე რ---------------–-–--ლმა განმარტა, რომ 2009 წლიდან არის ინდივიდუალური მეწარმე, თბილისში აქვს ორი ჯართის მიმღები ბაზა და მოქალაქეებისგან ახორციელებს ჯართის შესყიდვას, რომლის აღრიცხვასაც ახდენს ჟურნალში. თავის მხრივ, იგი ახდენს აღნიშნული ჯართის რეალიზაციას, რომლის ტრანსპორტირებასაც ახორციელებს თვითონ, კერძოდ, ძირითადად ქირაობს ერთ მძღოლს - დ----- კ-----–-ძეს. 2016 წელს გაიცნო გ------- ხ------–---–ი, რომელმაც შესთავაზა ჯართის შესყიდვა იმაზე მეტ ფასად, ვიდრე ზოგადად ყიდდა, რის გამოც, მან გ------- ხ------–---–ს რამდენჯერმე მიჰყიდა ჯართი - მთლიანობაში დაახლოებით 50 ტონა. ამასთან, მათ შორის არსებულ საქმიან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას აგვარებდა გ------- ხ------–---–ი, კერძოდ, ავტომანქანის დატვირთვის შემდეგ, იგი უკავშირდებოდა გ------- ხ------–---–ს და ეუბნებოდა, რომ ავტომანქანა დატვირთული იყო გამოეწერა ტრანსპორტირების დოკუმენტი. მას შემდეგ, რაც იგი ეტყოდა, რომ დოკუმენტი გააქტიურებული იყო, იგი უშვებდა ავტომანქანას. მძღოლს ჯართის ჩაბარების დასტური, ე.წ ფიშკა მიჰქონდა გ------- ხ------–---–თან, რომელიც მასზე დაფიქსირებული წონის შესაბამისად უხდიდა თანხას. მოწმის განმარტებით, შპს „გ----–-ს“ შესახებ არაფერი იცის, არც პიროვნებას - მ----------------–-ილს იცნობს, შესაბამისად, შპს „გ----–-სა“ და მ----------------–-ილისთვის ჯართი არასდროს მიუწოდებია. მას ჯართი მიწოდებული აქვს მხოლოდ გ------- ხ------–---–ისთვის, რომელსაც რუსთავის ქარხნებში შეჰქონდა ჯართი შპს „ბლ---------–ის“ მონაცემებით.

 

3.10. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე მა-–----------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს დ----- ე-----–---–ის საკუთრებაში არსებულ D---ის მოდელის სატვირთო ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით - E--------, მძღოლად და საქართველოს მასშტაბით ახორციელებს ტვირთის, მათ შორის ჯართის გადატანას. იგი ზემოაღნიშნული ავტომანქანით გაჩერებულია ხოლმე ქ.თბილისში, ლ--–--ს ტერიტორიაზე არსებულ ე.წ. ბირჟაზე, სადაც მიდიან ან ტელეფონით უკავშირდებიან ტვირთის გადაზიდვის მსურველები. 2016 წელს აღნიშნულ ბირჟაზე გაიცნო გ------- ხ------–---–ი, რომელიც უკავშირდებოდა ხოლმე ჯართის გადატანასთან დაკავშირებით, კერძოდ, იგი ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდა და ეუბნებოდა სად უნდა დაეტვირთა ჯართი, რის შემდეგაც შპს „ბლ---------–ის“ მონაცემებით მიჰქონდა ქ. რუსთავში მდებარე ქარხნებში. ამასთან, ჯართის ჩაბარების შემდეგ, ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს - ე.წ. ფიშკას აძლევდა გ------- ხ------–---–ს, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი უხდიდა ტრანსპორტირების თანხა. მას შემდეგ კი, რაც დაიტვირთებოდა ჯართი, იგი უკავშირდებოდა გ------- ხ------–---–ს და როცა ეტყოდა, რომ სასაქონლო ზედნადები გააქტიურებული იყო, იგი ამის შემდეგ ახდენდა ტვირთის ტრანსპორტირებას. მისი თქმით, შპს „გ----–-ს“ შესახებ არაფერი იცის, არც პიროვნებას - მ----------------–-ილს იცნობს, შესაბამისად, შპს „გ----–-სა“ და მ----------------–-ილის დაკვეთით ჯართის ტრანსპორტირება არასდროს განუხორციელებია. მოწმეს წარედგინა სასაქონლო ზედნადებები, სადაც დაფიქსირებულია, რომ ზემოაღნიშნული ავტომანქანით შპს „გ----–-სგან“, როგორც გამყიდველისგან, მას როგორც მძღოლს გადატანილი აქვს ჯართი შპს „ბლ---------–ში“, როგორც მყიდველთან, ასევე დაფიქსირებულია რომ ტვირთი გადაჰქონდა თბილისიდან, ამბროლაურიდან, ხაშურიდან, ბორჯომიდან, ახალციხიდან, თელავიდან რუსთავში. მოწმის განმარტებით, მისთვის წარდგენილ ზედნადებებში დაფიქსირებული ინფორმაცია არასწორია, რადგან მას შპს „გ----–-სთვის“ მომსახურება არასდროს გაუწევია, ასევე, ზედნადებებში დაფიქსირებული ზოგიერთი ადგილიდან/რეგიონიდან ტვირთი არასდროს გადაუტანია, ასევე, არასწორია ინფორმაცია, თითქოს მას დღეში ორჯერ ან მეტჯერ გადაჰქონდა ტვირთი, რადგან დატვირთვას, მგზავრობას და შემდეგ ქარხანაში შეტანას, დიდი დრო სჭირდება და დღეში ერთ გადაზიდვასაც ვერ ახორციელებდა.

 

3.11. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე მა------–---------–---–მა განმარტა, რომ 2013 წლიდან მუშაობს სამაშველო სამსახურში, მეხანძრე-მაშველი-მძღოლის პოზიციაზე და პარალელურად სხვა საქმიანობით არ ყოფილა დაკავებული. მოწმეს წარედგინა სასაქონლო ზედნადებები, სადაც დაფიქსირებულია, რომ მას, როგორც სატვირთო ავტომობილის მძღოლს, თბილისიდან რუსთავში გადატანილი აქვს ჯართი. მოწმის განმარტებით, მისთვის წარდგენილ ზედნადებებში დაფიქსირებული ინფორმაცია არასწორია, რადგან იგი საერთოდ არ ახორცილებს ჯართის ტრანსპორტირებას, ასევე, არაფერი იცის შპს „გ----–-ს“, შპს „ბლ---------–ის“ შესახებ, ასევე, არ იცნობს გ------- ხ------–---–ს და მ----------------–-ილს.

 

3.12. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ავ--------–------ძემ განმარტა, რომ საკუთრებაში ჰყავს ზილის მოდელის სატვირთო ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით - E------, რომლის მეშვეობითაც ახორციელებს ტვირთის, მათ შორის ჯართის გადატანას. იგი გაჩერებულია ხოლმე ქ. რუსთავში არსებულ ე.წ. ბირჟაზე, სადაც მიდიან ან ტელეფონით უკავშირდებიან ტვირთის გადაზიდვის მსურველები. იგი იცნობს გ------- ხ------–---–ს, რომელიც უკავშირდებოდა ხოლმე ჯართის გადატანასთან დაკავშირებით და მას შპს „ბლ---------–ის“ მონაცემებით ჯართი მიჰქონდა ქ. რუსთავში, ი-------–--------------–------ის ქარხანაში. ამასთან, ჯართის ჩაბარების შემდეგ, ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს - ე.წ. ფიშკას აძლევდა გ------- ხ------–---–ს, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი უხდიდა ტრანსპორტირების თანხა. მას შემდეგ კი, რაც დაიტვირთებოდა ჯართი, იგი უკავშირდებოდა გ------- ხ------–---–ს და როცა ეს უკანასკნელი ეტყოდა, რომ სასაქონლო ზედნადები გააქტიურებული იყო, იგი ამის შემდეგ ახდენდა ტვირთის ტრანსპორტირებას. მისი თქმით, შპს „გ----–-ს“ შესახებ არაფერი იცის, არც პიროვნებას - მ----------------–-ილს იცნობს, შესაბამისად, შპს „გ----–-სა“ და მ----------------–-ილის დაკვეთით ჯართის ტრანსპორტირება არასდროს განუხორციელებია. მოწმეს წარედგინა სასაქონლო ზედნადებები, სადაც დაფიქსირებულია, რომ ზემოაღნიშნული ავტომანქანით შპს „გ----–-სგან“, როგორც გამყიდველისგან, მას როგორც მძღოლს გადატანილი აქვს ჯართი შპს „ბლ---------–ში“, როგორც მყიდველთან. მოწმის განმარტებით, მისთვის წარდგენილ ზედნადებებში დაფიქსირებული ინფორმაცია არასწორია, რადგან მას შპს „გ----–-სთვის“ მომსახურება არასდროს გაუწევია, ასევე, მისი ავტომანქანით შეუძლებელი იყო 7 ტონაზე მეტი ტვირთის გადატანა, ხოლო ზედნადებებში დაფიქსირებულია უფრო მეტი წონა.

 

3.13. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, მოწმე დ------------ემ, რომელსაც საკუთრებაში ჰყავს ზილის მოდელის სატვირთო ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით - E------, ავ--------–------ძის ჩვენების ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა.

 

3.14. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლებმა ნ---------ვამ და ა-–-----–---–-----მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტეს, რომ მათ მიერ ჩატარებულ იქნა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები - გამოკითხულ იქნენ მოწმეები და დათვალიერებულ იქნა შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზები, ასევე, ელექტრონულ საინფორმაციო საშუალებები. დაადასტურეს მათი სახელით შესრულებული ხელმოწერების ნამდვილობა, ასევე მათ მიერ შედგენილი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმების სისწორე.

 

3.15. საქათველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების შესახებ, ირკვევა, რომ 2016 წლის 6 მაისს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლის საფირმო სახელწოდებაა შპს „ბლ---------–ი” (საიდენტიფიკაციო ნომერი - 4--------), ხოლო აღნიშნული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორი და 100% წილის მფლობელია გ------- ხ------–---–ი (პ/ნ 3----------).

3.16. ელექტრონული საინფორმაციო საშუალების დათვალიერების 2017 წლის 31 იანვრის ოქმის თანახმად ირკვევა, რომ 2016 წლის 12 აგვისტოს გამოწერილი ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურა ნომრით ე---- 1------- გამოწერილი და დადასტურებულია ერთი და იმავე IP მისამართიდან - 3------------. აღნიშნული დათვალიერების ოქმზე დართული დოკუმენტებით - „გადამხდელის ფაილის” ირკვევა, რომ ყალბი ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის და დადასტურების თარიღია 1--------- წელი; ასევე თანდართული IP მისამართების ცხრილით დგინდება, რომ ზემოხსენებულ IP მისამართზე 3-ჯერ შესვლა უჩანს შპს ,,გ----–-”-ს 1--------- წელს და ამავე IP მისამართზე შესვლა შპს „ბლ---------–ი”-ს უჩანს 1--------- წელს (ანუ იმავე დღეს) 6-ჯერ.

 

3.17. 2017 წლის 3 მაისის დათვალიერების ოქმის თანახმად, შპს „გ----–ს“ რეგისტრაციის დღიდან (2016 წლის 01 ივლისი) სასაქონლო ზედნადებებითა და საგადასახადო ანგარიშფაქტურებით უფიქსირდება მხოლოდ ერთი შესყიდვა, კერძოდ, 2016 წლის 21 ივლისს, 15 160 ლარის ღირებულების ჯართის შესყიდვა, რასთან დაკავშირებითაც 2016 წლის 22 ივლისს მიღებული აქვს ერთი ცალი ეა - 0--------7 საგადასახადო ანგარიშფაქტურა. შპს „გ----–ს“ რეალიზაცია უფიქსირდება მხოლოდ შპს „ბლ---------–ზე“ (ს/ნ4--------), რასთან დაკავშირებითაც გამოწერილი აქვს მხოლოდ ერთი ცალი ანგარიშფაქტურა ნომრით ე---- 1------- სადაც საქონლის ღირებულებად მითითებულია 911 515.1 ლარი.

 

3.18. საქართველოს საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტის თანახმად, გ------- ხ------–---–მა (პ/ნ3----------) საქართველოს სახელმწიფო საზღვარი თბილისის აეროპორტის გავლით გადაკვეთა 2016 წლის 09 ოქტომბერს.

3.19. სასამართლო სხდომა ჩატარდა ბრალდებულის დაუსწრებლად, მისი ადვოკატის მონაწილეობით, რადგანაც ბრალდებულმა თავი აარიდა როგორც გამოძიებას, ისე საქმის სასამართლო განხილვას.

3.20. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

3.21. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

3.22. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

3.23. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

3.24. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

3.25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის, სხვა საგადასახადო დოკუმენტის ან ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება ან შეძენა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი. მოცემული დანაშაულის საგანია საკრედიტო, საანგარიშსწორებო ბარათი, სხვა საგადასახადო დოკუმენტი, აგრეთვე ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტი, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, ხოლო სხვა საგადასახადო დოკუმენტი შესაძლებელია იყოს საგადასახადო დავალება, ჩეკი და ა.შ. აღნიშნული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ზემოაღნიშნული საგადასახადო დოკუმენტების დამზადებაში ან შეძენაში, გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღებასა ან გამოყენებაში, ხოლო ყალბი დოკუმენტების დამზადება გულისხმობს როგორც მათი ნაწილის გაყალბებას, ისე მთლიანად ყალბი დოკუმენტის დამზადებას. ამასთან ხსენებული დოკუმენტების გასაღება მდგომარეობს როგორც მათ უშუალოდ გამოყენებაში ნებისმიერ საანგარიშსწორებო ოპერაციაში, ასევე მათ გადაცემაში ნებისმიერი პირისათვის სასყიდლით თუ უსასყიდლოდ.

4.2. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული განეკუთვნება ფორმალურ დანაშულს, შესაბამისად, დანაშაული დამთავრებულად ითვლება მითითებული მოქმედებების ჩადენის მომენტიდან, ხოლო სუბიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაული პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რა დროსაც დამნაშავეს შეგნებული აქვს, რომ ამზადებს ყალბ საგადასახადო დოკუმენტს ან ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს და სურს მათი დამზადება გასაღების მიზნით, ანდა შეგნებული აქვს რომ იყენებს ყალბ საგადასახადო დოკუმენტებს და სურს ეს ქმედება.

4.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ შემთხვევებში საგადასახადო ანგარიშ ფაქტურა შეიძლება გამოიწეროს და წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით (ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა), რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი.

4.4. გადასახადების ადმინისტრირების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის #996 ბრძანების 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა (შემდგომში – საფ), მათ შორის ელექტრონული ფორმით, გამოიწერება დანართი #III-05 ფორმით. ამავე ფორმის საფ - ი გამოიწერება დასაბეგრი ოპერაციის კორექტირების შემთხვევაში. ამავე ბრძანების 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (გარდა ელექტრონული ფორმის საფ-ისა) გამოიწერება 2 ეგზემპლარად. .... საფ-ი გამოიწერება მიწოდების – პირველადი ოპერაციის და კორექტირების ოპერაციებზე ცალ-ცალკე. 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, კომპიუტერული წესით ამობეჭდილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (შემდგომში – კსაფ) გამოიყენება დღგ-ის იმ გადამხდელებთან მიმართებაში, რომლებიც თავიანთ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სამეურნეო ოპერაციის ბუღალტრულ აღრიცხვას ახდენენ კომპიუტერული სისტემებისა და პროგრამების გამოყენებით და რომელთა მიერ მომსახურების გაწევა ან ელექტრო – ან თბოენერგიის, გაზის ან წყლის მიწოდება ხდება რეგულარულად ან უწყვეტად. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, კსაფ-ის გამოყენებაზე გადასვლა ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე. შემოსავლების სამსახურს განცხადებასთან ერთად დასამტკიცებლად წარედგინება კსაფ-ის ფორმა. ამავე ბრძანების 561-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 721 მუხლით გათვალისწინებული და #III-071 დანართით დამტკიცებული საგადასახადო დოკუმენტი ივსება ელექტრონულად ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას ან საქონლის ტრანსპორტირებით მიწოდებისას, ტრანპორტირების დაწყებამდე. საგადასახადო დოკუმენტი გამოიწერება აგრეთვე საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნისას, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში. დღგ - ის გადამხდელის მიერ საგადასახადო დოკუმენტი გამოიწერება მიწოდების - პირველადი და კორექტირების ოპერაციებზე ცალ - ცალკე. მე-16 ნაწილის თანახმად კი, საგადასახადო დოკუმენტი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტად განიხილება მყიდველის/მიმღების მიერ „საქონლის მიღებაზე/ოპერაციაზე დასტურზე“ თანხმობის შემთხვევაში, ხოლო კორექტირების შემთხვევაზე – მყიდველის მიერ ოპერაციაზე დასტურის შემთხვევაში.

4.5. რაც შეეხება ფიქტიური გარიგების და უსაქონლო ოპერაციას, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის #996 ბრძანების 50-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ოპერაცია უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ოპერაცია ან გარიგება არ განხორციელებულა იმ პირებს შორის, რომლებიც აღნიშნულია ოპერაციის ან გარიგების დამადასტურებელ დოკუმენტებში (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები ან სხვა).

4.6. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ჩათვლის დოკუმენტებია: ა) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ...; ამავე კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის: ა) დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე; ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება: ..... ვ) უსაქონლო ოპერაციების ან ფიქტიური გარიგებების მიხედვით გამოწერილი ანგარიშ ფაქტურებით. ამასთანავე, მიღებული დღგ-ის ჩათვლა მყიდველისათვის უქმდება.

4.7. ზემოაღნიშნული რელევანტური ნორმების მოყვანისა და სამართლებრივი შეფასების შემდეგ სასამართლო ყუარადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით და გაანალიზები უტყუარ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ:

 

4.7.1. საქათველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების შესახებ ამონაწერით დადგენილია, რომ შპს „ბლ---------–ის” (საიდენტიფიკაციო ნომერი - 4--------) დირექტორი და 100% წილის მფლობელია გ------- ხ------–---–ი (პ/ნ 3----------).

 

4.7.2. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ შპს „გ----–-ს” (ს/ნ 4--------) დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია მ----------------–-ილი, თუმცა, გ------- ხ------–---–ის მიერ აღნიშნული კომპანიის ფაქტობრივად ფლობა და მართვა დასტურდება მოწმე მ----------------–-ილის ჩვენებით, რომელმაც განმარტა, რომ შპს „გ----–-” დააფუძნებინა გ------- ხ------–---–მა და ამ კომპანიით გ------- ხ------–---–ი საქმიანობდა. მას გარდა დარეგისტრირებისა, ამ კომპანიის სახელით არანაირი ქმედება არ განუხორციელებია, არ იცოდა კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი, ასევე, შემოსავლების სამსახურის ვებ-პორტალზე (rs.ge) მისი მომხმარებელი და პაროლი; აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი გადასცა გ------- ხ------–---–ს და მას კომპანიის საქმიანობაში რაიმე ფორმით მონაწილეობა არ მიუღია. უფრო მეტიც, არ იცის რას ნიშნავს დღგ-ს გადასახადი ან მისი ჩათვლა, ასევე, არ იცის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის ტექნიკა.

 

4.7.3. 2016 წლის 29 ნოემბრის პატაკით და პატაკზე თანდართული დოკუმენტაციით, რომლის სისწორეც დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა პატაკის ავტორმა მოწმე ბ----------------ემ, დადგენილია, რომ შპს „გ----–ს’’ ჯართის შეძენა საერთოდ არ უფიქსირდება. აღნიშნული კი ადასტურებს ანგარიშ-ფაქტურისა და სასაქონლო ზედნადებების სიყალბეს, რადგან თუ იგი ჯართს არ შეიძენდა, მის რეალიზაციას ვერ მოახდენდა. შპს „გ----–’’-ს ასევე საერთოდ არ უფიქსირდება ბიუჯეტში რაიმე სახის თანხის გადახდა, კერძოდ, როგორც პატაკზე დართული დოკუმენტით - „ორგანიზაციის შესწავლის კრიტერიუმები“ - დასტურდება (შპს „გ----–ზე”) ყველა მონაცემი ცარიელია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჯართის შეძენის ფაქტის არარსებობაზე, ხოლო ბიუჯეტში თანხის არგადახდას ადასტურებს ,,გადამხდელის ფაილის” დასახელების მქონე ელექტრონული ბაზიდან ამონაწერი, სადაც არანაირი ინფორმაცია არ არის დაფიქსირებული შპს „გ----–-ს“ მიერ ბიუჯეტში თანხის გადახდასთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს, რომ შპს „გ----–ს“ ბიუჯეტში საერთოდ არანაირი თანხა არ აქვს გადახდილი.

 

4.7.4. ელექტრონული საინფორმაციო საშუალების დათვალიერების 2017 წლის 31 იანვრის ოქმით დასტურდება, რომ 2016 წლის 12 აგვისტოთი დათარიღებული ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურა, ნომრით ე---- 1------- გამოწერილი და დადასტურებულია ერთი და იმავე IP მისამართიდან - 3------------. აღნიშნული დათვალიერების ოქმზე დართული დოკუმენტებით - „გადამხდელის ფაილი” - ირკვევა, რომ ყალბი ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის და დადასტურების თარიღია 1--------- წელი; ხოლო ასევე თანდართული IP მისამართების ცხრილით დგინდება, რომ ზემოხსენებულ IP მისამართზე 3-ჯერ შესვლა უფიქსირდება შპს ,,გ----–”-ს 1--------- წელს და ამავე IP მისამართზე შესვლა შპს „ბლ---------–ი”-ს უფიქსირდება 1--------- წელს (ანუ იმავე დღეს) 6-ჯერ. შესვლის დროების გათვალისწინებით კი დასტურდება, რომ შესვლა-დადასტურება დროში ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან. შესაბამისად, ცალსახაა, რომ ყალბი ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა-დადასტურება, ანუ დამზადება-გამოყენება განხორციელდა ერთი კომპიუტერიდან, ერთი პირის მიერ, დროის უმოკლეს ინტერვალში, რაც რეალური ოპერაციის განხორციელებისას შეუძლებელია. აღნიშნულით, ასევე, კიდევ ერთხელ დასტურდება შპს „ბლ---------–ი”-ს და შპს „გ----–-’’-ს ფაქტობრივი ხელმძღვანელობა და მართვა გ------- ხ------–---–ის მიერ.

 

4.7.5. სასაქონლო ზედნადებების სიყალბე, კერძოდ: შპს ,,ბლ---------–ი”-სა და შპს ,,გ----–”-ს შორის გამოწერილი, 06.07.2016 წლიდან 09.08.2016 წლამდე პერიოდის ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები სიყალბე დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების - ზ-----–-------–---–ის, ჯ----------------ის, ზ----------------–---–ის, მა-–----------–---–ის, რ---------------–-–--ლის, მა------–---------–---–ის, ავ--------–------ძის და ავ--------–------ძის ჩვენებებით. აღნიშნული პირები მძღოლებად იყვნენ დაფიქსირებულები შპს „ბლ---------–ი”-სა და შპს ,,გ----–’’-ს შორის გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში. ყველა მათგანმა დაადასტურა, რომ არაფერი იციან შპს ,,გ----–-ს” შესახებ, ასევე, არ იცნობენ მ----------------–-ილს, შპს „გ----–-ს” დავალებით არასდროს გადაუზიდავთ ჯართი და რომ მათთვის წარდგენილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ინფორმცია არასწორია. ამასთან, განმარტეს, რომ ჯართის გადაზიდვის დროს მხოლოდ გ------- ხ------–---–თან ჰქონდათ ურთიერთობა და ჯართის გადაზიდვაზე მისგან იღებდნენ დავალებას. აღნიშნული ჩვენებები ასევე ადასტურებს გ------- ხ------–---–ის მონაწილეობას ამ ურთიერთობებში და შესაბამისად, მის მის მიერ ყალბი დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენებასაც.

 

4.7.6. ამასთან, გ------- ხ------–---–ისათვის დოკუმენტის სიყალბე გამოიხატა მასში, რომ ეს დოკუმენტები ასახავს ფიქტიურ გარიგებასა და უსაქონლო ოპერაციებს, რის გამოც არის ყალბი. ის, რომ შპს „გ----–ს“ არაფერი შეუძენია და შესაბამისად, ვერც გაყიდდა ანგარიშ-ფაქტურასა და ზედნადებებში დაფიქსირებულ ჯართს, სწორედ უსაქონლო ოპერაციას ან ფიქტიურ გარიგებას ადასტურებს. აღნიშნულს ადასტურებს აგრეთვე მოწმეთა - ზ-----–-------–---–ის, ჯ----------------ის, ზ----------------–---–ის, მა-–----------–---–ის, რ---------------–-–--ლის, მა------–---------–---–ის, ავ--------–------ძის და ავ--------–------ძის ჩვენებებიც, რომელთა თანახმად, მათ არაფერი იციან შპს „გ----–-ს“ შესახებ და მათი სახელით არაფერი გადაუზიდავთ.

4.7.7. მოცემულ შემთხვევაში ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენების მიზანი იყო დღგ-ს უკანონო ჩათვლა, რაც ნიშნავს უფლებას, შემცირდეს გადასახდელი დღგ ჩათვლის დოკუმენტის საფუძველზე. დღგ-ს ჩათვლით იქმნება აქტივი, რაც გამოიყენება ნებისმიერი ფორმით. ხოლო როდესაც ჩათვლა უკანონოდ ხდება, ანუ ფიქტიური ოპერაციით, ეს ნიშნავს, რომ აქტივი ყალბად იქმნება და რეალურად ის არ უნდა არსებობდეს, თუმცა, თუ არ გამოვლინდება სიყალბის ფაქტი, ამ აქტივის ზემოხსენებული ფორმით წარმართვა-გამოყენება შესაძლებელია. ამ აქტივის შექმნის, ანუ დღგ-ს ჩათვლის ერთ-ერთი დოკუმენტი კი არის სწორედ ანგარიშ-ფაქტურა.

4.8. დაცვის მხარემ დასკვნით სიტყვაში მიუთითა, რომ საქმის არსებით სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ არ იყო წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები, რის საფუძველზედაც სასამართლოს ექნებოდა შესაძლებლობა ბრალდებულ გ------- ხ------–---–ის მიმართ გამოეტანა გამამტყუნებელი განაჩენი. აღნიშნულთან მიმართებით სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ურთიერთშეთავსებადია, რაც ობიექტური პირისათვის დამაჯერებლობის კუთხით საკმარისია, რათა ეჭვის გამომრიცხავად დადასტურებულად იქნეს მიჩნეული ბრალდებულ გ------- ხ------–---–ის მიმართ წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად, კანონმდებლის მიერ მოცემულ სტანდარტის გათვალისწინებით და ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასებით ნათლად და მკაფიოდ დგინდება, რომ შპს „ბლ---------–ი”-ს 100%-იანი წილის მფლობელმა დამფუძნებელმა, პარტნიორმა და დირექტორმა გ------- ხ------–---–მა დაამზადა და გამოიყენა 2016 წლის 12 აგვისტოთი დათარიღებული ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურა # ე---- 1------- სადაც დაფიქსირებული იყო, რომ თითქოსდა 2016 წლის აგვისტოში, შპს „ბ-–---------–ი”-მ (ს/ნ 4--------) შპს „გ----–-’’-საგან (ს/ნ 4--------) შეიძინა 911 515.1 ლარის ღირებულების 2240 ტონა ჯართი, საიდანაც დღგ-ს თანხას შეადგენდა 139 044.68 ლარი, რაც რეალურად არ განხორციელებულა. ამასთან, ყალბ ანგარიშფაქტურასთან ერთად, გ------- ხ------–---–მა ასევე დაამზადა და გამოიყენა ფიქტიური გარიგების და უსაქონლო ოპერაციების ამსახველი, შპს ,,ბლ---------–ი”-სა და შპს „გ----–-”-ს შორის გამოწერილი, ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რომელთა მიხედვითაც თითქოსდა შპს „გ----–-”-მ შპს „ბლ---------–ი”-ს მიაწოდა სხვადასხვა ოდენობისა და ღირებულების ჯართი, რაც რეალურად არ განხორციელებულა. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია იმის შესახებ, რომ საქმეზე არ არის წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები ბრალდებულ გ------- ხ------–---–ის ბრალდების დასადასტურებლად, დაუსაბუთებელია, ეწინააღმდეგება საქმეზე ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად დადგენილ უტყუარ ფაქტობრივ გარემოებებს და მას სასამართლო ვერ გაიზიარებს.

4.9. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობისა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს და არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას, ხოლო მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

4.10. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხველი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- ხ------–---–მა ჩაიდინა ყალბი სხვა საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

5.1. გ------- ხ------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, “სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

6.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

6.3. განაჩენის 5.1. და 5.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

6.5. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ერთი მხრივ, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გ------- ხ------–---–ი ნასამართლევი არ არის, თუმცა, მეორე მხრივ, მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მისი მხრიდან ანაზღაურებული არ არის აღნიშნული ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით სახელმწიფოსათვის მიყენებულ ზიანი, ასევე, იმ გარემოებას, რომ მან თავი აარიდა როგორც გადასახადების გადახდას, ასევე, სამართალწარმოების პროცესს და დატოვა საქართველოს საზღვარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რითაც უზრუნველყოფილი იქნეს ბრალდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო ნაკლებად მკაცრი სასჯელის სხვა სახე ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

6.6. სწორედ ამიტომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------- ხ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 წლის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და გ------- ხ------–---–ის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ------- ხ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 წლის ვადით.

2. მსჯავრდებულ გ------- ხ------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებულ გ------- ხ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

4. განაჩენი ბრალდების მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

5. განაჩენი მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - მსჯავრდებულის სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან ერთი თვის ვადაში, ან განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მის დაუსწრებლად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე