გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.06.2019
საქმის ნომერი
330210019002905474
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო, ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
18.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/5791-19

გადაწყვეტილება

სა---------–--ს სახელით

18 ივნისი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

სხდომის მდივანი ნათია ჯანხოთელი

მოსარჩელე თ----- ჩი-----

მოპასუხე სს „ს----------–---------“

წარმომადგენელი ბ-–-ნ ლა–--

დავის საგანი ვალდებულების შესრულებულად აღიარება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნები:

 

1.1. შესრულებულად იქნეს აღიარებული 2014 წლის 18 ივლისს თ----- ჩი-----ს და სს სა---------–------ნკს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანება 125 493.92 აშშ დოლარი და თანხა ჩაითვალოს გადახდილად.

 

სარჩელი მიხედვით, 2014 წლის 17 ივლისს მხარეებს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 1 000 000 აშშ დოლარით. აღნიშნული გარიგების საფუძველზე გაფორმდა სხვა საკრედიტო ხელშეკრულებებიც.

 

2014 წლის 18 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე თ----- ჩი-----მ სესხის სახით მიიღო 300 000 აშშ დოლარი, ხოლო 2015 წლის 28 იანვრის ხელშეკრულების შესაბამისად 45 000 აშშ დოლარი. 2014 წლის 18 ივლისს ასევე ისესხა 400 00 აშშ დოლარი. გენერალური ხელშეკრულების და მისგან გამომდინარე საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა შპს „პო-------------“-ის და შპს „პა-–--------ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები, ს/კ 01.10.17.006.005.01.503; 01.10.17.006.005.01.502;01.10.17.006.005.01.504;01.10.17.006.005.01.501;01.10.17.006.005.01.50. ნივთების საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 1 390 779 აშშ დოლარს. ვალდებულების დარღვევის შემდგომ კრედიტორმა სპეციალისტის მიერ დანიშნული აუქციონის მეშვეობით ხუთივე ქონება ერთ ლოტად თავადვე შეისყიდა 1 827 800 ლარად. მიუხედავად აღნიშნულისა, სს სა---------–------ნკმა მსესხებლის დავალიანება მაინც განსაზღვრა 125 493.92 აშშ დოლარით. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ უძრავი ქონებების რეალიზაციიდან მიღებული თანხით სრულად დაიფარა ბ----ს წინაშე ვალდებულება, რის გამოც მოითხოვს შესრულებულად იქნეს აღიარებული 2014 წლის 18 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანება 125 493.92 აშშ დოლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1 სს „სა---------–------ნკმა“ წარმოდგენელი შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნები არ ცნო. მოპასუხის წარმომადგენელმა ახსნა-განმარტების ჩამოყალიბებისას განმარტა, რომ იპოთეკის საგნების რეალიზაციით მიღებული თანხები მიმართული იქნა ვალდებულების დასაფარად. მათ შორის მოსარჩელის ვალდებულება შემცირდა 168 287.23 აშშ დოლარით, ხოლო დარჩენილი ვალდებულება შეადგენს 125 493.92 აშშ დოლარს.

 

კერძოდ, ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მთლიანი დავალიანება შეადგენდა 337 837.62 აშშ დოლარს. უძრავი ქონებები გასხვისდა 1 457 668.5 ლარად, რაც ეროვნული კურსის შესაბამისად (2.43 ლარი) განისაზღვრა 598 336.77 აშშ დოლარით. მიღებული თანხიდან 363 164.73 აშშ დოლარი მიმართული იქნა შპს „პო-----------ს“ ვალდებულების დასაფარად.

 

თ----- ჩი-----ს ვალდებულება ბ----ს წინაშე 2014 წლის 18 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენდა 293 781.15 და 44056.47 აშშ დოლარს. ქონების გასხვისების შედეგად დაიფარა 168 287.23 და 41 661.34 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი დავალიანება შეადგენს 125 493.92 აშშ დოლარს.

 

მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ უძრავი ქონებების ღირებულებამ ჯამში შეადგინა 1 827, 800 ლარი. მათი რეალიზაციის შედეგად, სპეციალისტმა მოახდინა დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდა თავდაპირველი მესაკუთრის ნაცვლად. გადახდილმა თანხამ შეადგინა 278 816.95 ლარი. მანვე აღნიშნა, რომ განკარგულების შესაბამისად, სახელწიფო ბიუჯეტში სპეციალისტის მიერ გადარიცხული თანხა ბ---მა ჩაითვალა დამატებითი ღირებულების გადასახადში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 17 ივლისს სს სა---------–------ნკს და თ----- ჩი-----ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 1 000 000 აშშ დოლარით.

 

3.1.2. გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე ამავე მხარეებს შორის გაფორმდა სხვადასხვა საკრედიტო ხელშეკრულებები. 2014 წლის 18 ივლისის ხელშეკრულების შესაბამისად მსესხებელმა სესხის სახით მიიღო 300 000 აშშ დოლარი, 2015 წლის 28 იანვრის ხელშეკრულებით 45 000 აშშ დოლარი, ხოლო 2014 წლის 24 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „პოზიტორმა“ ისესხა 400 000 აშშ დოლარი.

 

3.1.3. გენერალური ხელშეკრულების და მისგან გამომდინარე საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა შპს „პო-------------“-ის და შპს „პა-–--------ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები: ს/კ 01.10.17.006.005.01.503;01.10.17.006.005.01.502;01.10.17.006.005.01.504;01.10.17.006.005.01.501;01.10.17.006.005.01.508

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულება საკრედიტო ხაზის შესახებ (ს.ფ 16-17)

- ხელშეკრულების სტანდარტული პირობები (ს.ფ 18-27)

- საკრედიტო ხელშეკრულებები (ს.ფ 30-35)

- იპოთეკის ხელშეკრულებები (ს.ფ 36-57)

 

3.1.4 მხარეებს შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ქონების გასხვისების დროისათვის (2017 წლის 10 მაისის განკარგულება) უცხოური ვალუტის გაცვლითი ოფიციალური კურსი ლართან მიმართებაში შეადგენდა 2.43 ლარს. შესაბამისად 2017 წლის 10 მაისის განკარგულების შესაბამისად დამატებითი ღირებულების გადასახადის სახით გადახდილი 278816,95 ლარი შეადგენდა 114 447,48 აშშ დოლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად, თბილისის სააუქციონო სახლის 2017 წლის 10 მაისის განკარგულებით ონლაინ აუქციონზე ხუთ ლოტად გატანილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთების შემძენი გახდა სს „ს----------–---------“.

 

უძრავი ქონების ღირებულებამ ჯამში შეადგინა 1 827 800 ლარი. უძრავი ქონების სარეალიზაციო ფასიდან, სპეციალისტმა სახელმწიფო ხაზინაში დამატებითი ღირებულების გადასახადის გადარიცხა 278 816.95 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 10 მაისის განკარგულება (ს.ფ 58-61)

 

3.2.2. 2018 წლის 14 დეკემბერს სს „ს----------–---------ს“ მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, მოპასუხის წინაშე თ----- ჩი-----ს ვალდებულება 2014 წლის 18 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფიქსირდება 125 493.92 აშშ დოლარის სახით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა ფინანსური ვალდებულების შესახებ (ს.ფ 71)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ თ----- ჩი-----ს სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. სა---------–--ს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 427-ე, 428-ე მუხლები;

 

სა---------–--ს საგადასახადო კოდექსის 173-ე, 174-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. თ----- ჩი-----ს სასარჩელო მოთხოვნაა: შესრულებულად იქნეს აღიარებული 2014 წლის 18 ივლისს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 125 493.92 აშშ დოლარი.

 

მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მოსარჩელე ასახელებს 2017 წლის 10 მაისს სააუქციონო სახლის სპეციალისტის განკარგულების საფუძველზე დამატებითი ღირებულების გადასახადის სახით 278 816.95 ლარის ჩარიცხვას, რომელიც სს ს----------–---------ს წარმომადგენლის განმარტებით მოპასუხემ ჩაითვალა დამატებითი ღირებულების გადასახადში.

 

მოცემულ შემთხვევაში #2093691 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თ----- ჩი-----ს საკრედიტო ვალდებულება სს სა---------–------ნკმა განსაზღვრა 125 493,92 აშშ დოლარით.

 

თბილისის სააუქციონო სახლის მიერ იპოთეკით დატვირთული ქონებების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებიდან (598 336.77 აშშ დოლარი) ნაწილი მიემართა ბ----ს წინაშე არსებული ვალდებულების დასაფარად, ხოლო 278 816.95 ლარი სახელმწიფო ხაზინაში ჩარიცხული იქნა დღგ-ს სახით. შესაბამისად, ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებულმა თანხებმა სრულად ვერ უზრუნველყო მოსარჩელის დავალიანება.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სს ს----------–---------ს წარმომადგენლის განმარტებას, რომლის შესაბამისად 2017 წლის 10 მაისის თბილისის სააუქციონო სახლის განკარგულების საფუძველზე დამატებითი ღირებულების გადასახადის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა სს სა---------–------ნკმა ჩაითვალა დღგ-ს გადასახადში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე. ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს. თავის მხრივ კი, ჩათვლა გულისხმობს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხის შემცირებას ან ბიუჯეტიდან მის მიღებას.

 

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნტის მიხედვით დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათ- ვლის დოკუმენტების მიხედვით საქონლის შეძენისას, მომსახურების მიღებისას, საქონლის იმპორტისას ან/და საქონლის დროებითი შემოტანისას, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე;

 

საყურადღებოა, რომ მოპასუხემ, როგორც დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებულმა პირმა ნორმის მიზნებიდან გამომდინარე გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული უფლება და მოსარჩელის საკუთრების რეალიზაციის შედეგად სახელმწიფო ხაზინაში გადარიცხული თანხით მოახდინა დღგ-ს ჩათვლა. შესაბამისად მოპასუხემ შეიმცირა სამომავლოდ დამატებითი ღირებულების გადასახადის სახით გადასახდელი თანხა.

 

სასამართლოს ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ აღნიშნული მოქმედებით სს სა---------–------ნკმა მიიღო 278 816.95 ლარის მატერიალური სარგებელი, რომლის მიუხედავად თ----- ჩი-----ს დავალიანება სათანადო ექვივალენტი ამერიკული დოლარის (114 447,48 აშშ დოლარი) მოცულობით არ შეამცირა.

 

სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს, რომ იმოქმედონ კეთილსინდისიერების ფარგლებში (სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი). 427-ე მუხლის დანაწესით ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება). ამავე კოდექსის 428-ე მუხლის დანაწესით ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება მაშინაც, როდესაც კრედიტორი ამ ვალდებულებით გათვალისწინებული შესრულების ნაცვლად შესრულებად იღებს სხვა შესრულებას.

 

სასამართლოს დასკვნით, მოპასუხემ #2093691 საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში შესრულება მიიღო არა უშუალოდ თანხის ჩარიცხვის არამედ დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლის სახით. აღნიშნული მოქმედებით სს ს----------–--------- გათავისუფლდა სამომავლოდ გადასახდელი 278 816.95 ლარის გადასახადისგან რაც უდავოდ მეტყველებს თ----- ჩიტაის ქონების რეალიზაციის შედეგად მოპასუხის მიმართ ვალდებულების შესრულების ფაქტზე. როგორც სასამართლომ დაადგინა გადახდის დღეს ლართან მიმართებაში უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით 278 816,95 ლარი არის 114 447,48 აშშ დოლარის ექვივალენტი და ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე თ----- ჩი-----ს დავალიანება სს ს----------–---------ს მიმართ ამავე პროპორციით უნდა შემცირდეს.

ზემოაღწერილი მსჯელობის გათვალისწინებით თ----- ჩი-----ს სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოსარჩელე გათავისუფლდეს 114447,48 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულებისგან.

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სა---------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 3000 ლარის გადახდა.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ----- ჩი-----ს სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1 2014 წლის 18 ივლისს გაფორმებული #2093691 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება თ----- ჩი-----ს შესრულებულად ჩაეთვალოს 114 447,48 აშშ დოლარის ნაწილში და მოსარჩელე ამავე ფარგლებში გათავლისუფლდეს თანხის გადახდისგან.

 

1.2 თ----- ჩი-----ს სასარჩელო მოთხოვნა 11046,44 აშშ დოლარის ფულადი ვალლდებულების შესრულებულად აღიარების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სს სა---------–------ნკს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 3000 ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე