ბრძანება N 9111
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 9111
24 აპრილი 2026
ბრძანება
ი/მ "-------" (ს/ნ "-------")
(მის.:"-------")
2026 წლის 26 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 22 აპრილს გამართულ სხდომაზე (ოქმი №33) განიხილა ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") 2026 წლის 26 მარტის №49529/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 24 თებერვლის №006-50 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციას და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებას. განმარტავს, რომ მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და უფიქსირდება ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით, რაც დეკლარირებულია მცირე მეწარმის ყოველთვიურ დეკლარაციაში და დაბეგრილია 1%-იანი განაკვეთით. ასევე ანგარიშზე უფიქსირდება პირადი ჩარიცხვები, რომელიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან, რაც განმარტებულ იქნა შემმოწმებლისთვისაც. აცხადებს, რომ შემოსავალი არ უფიქსირდება 2023 წლის ნოემბრის, 2024 წლის მაისის, ნოემბრის, 2025 წლის აპრილის, მაისის, ივნისის, ოქტომბერის და ნოემბრის თვეებში, შესაბამისად, მისი შემოსავლით არ უფიქსირდება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე აღნიშნავს, რომ 2024 წლის მარტიდან 2025 წლის მარტის თვემდე პერიოდში მიღებული აქვს პირადი შემოსავლები, რაც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან და არ ექვემდებარება გადასახადის დარიცხვას. ითხოვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას პირადი ჩარიცხვების გაუთვალისწინებლობას და დარიცხული გადასახადის, შესაბამისად, ჯარიმა/საურავის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 6 თებერვლის №2425 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 20 თებერვალს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 24 თებერვლის №4147 ბრძანება და ამავე თარიღის №006-50 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 25 975 ლარი, მათ შორის, გადასახადი 16 775 ლარი, ჯარიმა 4 674 ლარი და საურავი 4 526 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
ი/მ "-------" (ს/ნ "-------") დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები, რომლითაც დგინდება, რომ მიღებული აქვს შემოსავალი სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან სასტუმროში განთავსების სანაცვლოდ, ხოლო შემოწმების მიმდინარეობისას შემოწმებისათვის არსებული მონაცემებით (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები და თანხის გადახდის დოკუმენტები) დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში ი/მ "-------"-ს შპს ,,------ -სთვის“ (ს/ნ "-------") გაწეული აქვს მომსახურება (ქალაქ "-------"-ში "-------"-ის რაიონის ტერიტორიაზე არსებული მრავალწლიანი ნარგავების გალამაზება, გასხვლა, გაკაფვა, ასევე დაზიანებული დაბუნებისთვის საშიში ხეების ლიკვიდაცია) და მიღებული აქვს შემოსავალი. ი/მ "-------"-ის მიერ გაწეული მომსახურების შედეგად მიღებული შემოსავალი არ არის გათავისუფლებული დღგ-ით დაბეგვრისგან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე, 1651 , 159-ე მუხლებისა და ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 47-ე მუხლის თანახმად, ი/მ "-------"-ს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2024 წლის 28 თებერვალი, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების თარიღად განესაზღვრა 2025 წლის პირველი მარტი.
შედეგად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან გაუქმების თარიღამდე გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 93 486 ლარი (დღგ-ის გარეშე) დაიბეგრა დღგ-ით, მეწარმეს დაერიცხა გადასახადი 16 827 ლარი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის 5%-ის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება, ამ კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1651 მუხლის თანახმად:
1. თუ პირის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული ამ კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციების (გარდა ოპერაციებისა, რომელიც ამ კოდექსის შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ-ისგან, ამ კოდექსის 165-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით) ჯამური თანხა დღგ-ის გარეშე 100 000 ლარს არ აღემატება და მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან 1 წელია გასული, მას შეუძლია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. პირის თანხმობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნების მიუხედავად, საკუთარი ინიციატივით გააუქმოს ამ პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. ამ ნაწილის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 47-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ საგადასახადო შემოწმებისას გამოვლინდა, რომ საგადასახადო შემოწმებით მოცულ პერიოდში პირს წარმოეშვა როგორც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, ასევე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების უფლება, საგადასახადო შემოწმების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია, მიმართოს პირს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების ინიციატივით. დღგის გადამხდელის თანხმობა საგადასახადო ორგანოს ეცნობება ამ ინსტრუქციის №III-03 დანართით, რა შემთხვევაშიც, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია უქმდება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების უფლების წარმოშობის მომენტიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა –იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ი/მ "-------"-ს (ს/ნ "-------") 2023 წლის პირველი ივლისიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. მეწარმეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება განესაზღვრა 2024 წლის 28 თებერვლიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების თარიღად განესაზღვრა 2025 წლის პირველი მარტი, შესაბამისად, 28.02.2024-01.03.2025 წლებში მიღებული შემოსავლით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ არგუმენტაციასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, მეწარმის მიერ წარდგენილი ბანკის ამონაწერები გავლილია უშუალოდ გადამხდელთან, შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელის პირადი ჩარიცხვები არ არის გათვალისწინებული შემოსავლის გაანგარიშებაში, შესაბამისად, არ მონაწილეობს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის დადგენისთვის გაანგარიშებულ შემოსავალში და არ არის დამატებით დაბეგრილი დღგ-ით. ასევე, საჩივარში მითითებულ პერიოდებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს შემოსავალი 155 000 ლარი შპს ,,------ - სგან” (წარმოდგენილია შპს "-------"-ის მიერ მიღება-ჩაბარების აქტები გაწეულ მომსახურებაზე). აღნიშნული თანხიდან დღგ-ით დაბეგრილია 72 000 ლარი (დღგ-ის ჩათვლით), ასევე გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს შემოსავალი სასტუმროს და ბინების გაქირავების სანაცვლოდ 48 633 ლარი (დღგ-ის ჩათვლით), დღგ-ით დაბეგრილია 38 313 ლარი (დღგ-ის ჩათვლით), რადგან შემოწმება მოიცავდა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდს, ხოლო გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2024 წლის 28 თებერვალი, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების თარიღად განისაზღვრა 2025 წლის პირველი მარტი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრა, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება და სანქციის შეფარდება განხორციელებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციას და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი დღგ-ის რეგისტრირებული არ არის.შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს შპს-სთვის გაწეული აქვს მომსახურება და მიღებული აქვს შემოსავალი. მომჩივანის მიერ გაწეული მომსახურების შედეგად მიღებული შემოსავალი არ არის გათავისუფლებული დღგ-ით დაბეგვრისგან. მომჩივანს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2024 წლის 28 თებერვალი, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების თარიღად განესაზღვრა 2025 წლის პირველი მარტი. შედეგად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან გაუქმების თარიღამდე გადამხდელის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით, მეწარმეს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა სსკ-ის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრა, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება და სანქციის შეფარდება განხორციელებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
282.