1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 91-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად
, მცირე ბიზნესი ხარჯების აღრიცხვის მიზნით
, ვალდებულია აწარმოოს ხარჯების აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი ამ ინსტრუქციის დანართის შესაბამისად.
2. ხარჯების აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი შეიძლება იყოს როგორც ქაღალდზე ნაბეჭდი, ისე ელექტრონული ფორმის.
3. მცირე ბიზნესი ხარჯის გაწევის შესახებ ინფორმაციას ხარჯების აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალში ასახავს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, რომელშიც დაცული უნდა იყოს მაჩვენებლების უწყვეტობა და უტყუარობა.
4. თუ მცირე ბიზნესს განზრახული აქვს ისარგებლოს მცირე ბიზნესის დაბეგვრის 3
-პროცენტიანი განაკვეთით, მას შეუძლია აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალში ასახოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები.
5. ქაღალდზე ნაბეჭდი აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალში შეცდომის დაშვების შემთხვევაში შენიშვნის გრაფაში უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი, რომელიც უნდა დადასტურდეს ხელმოწერით.
6. ხარჯების აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი იხსნება ერთ კალენდარულ წელზე და უნდა იყოს დანომრილი.
7. კალენდარული წლის ბოლო დღეს ჟურნალი იხურება.
8. ჟურნალის შენახვის ვადაა არანაკლებ 6 წელ