ხარჯების აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის ყდაზე ინსტრუქციის დანართის პირველ გვერდზე მოცემული წესით მიეთითება:

ა) საანგარიშო წელი;

ბ) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის გვარი
, სახელი;

გ) საიდენტიფიკაციო ნომერი;

დ) მცირე ბიზნესის სერ
ტიფიკატის ნომერი;

ე) განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის სახე;

ვ) საქმიანობის ადგილის ან ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართი.

2. ხარჯების აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის (შემდეგში ჟურნალი) პირველ სვეტში მიეთითება ოპერაციის რიგითი ნომერი.

3. ჟურნალის მე-2 სვეტში მიეთითება ნაღდი ანგარიშსწორებით შეძენილი საქონლის დასახელება ან/და მიღებული მომსახურების სახე.

4. ჟურნალის მე-3 სვეტში მიეთითება ზომის ერთეული, მომსახურების მიღების შემთხვევაში არ ივსება.

5. ჟურნალის მე-4 სვეტში მიეთითება შესყიდული საქონლის ოდენობა, მომსახურების მიღების შემთხვევაში არ ივსება.

6. ხარჯების აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის მე-5 სვეტში მიეთითება ხარჯის გაწევის თარიღი.

7. ჟურნალის მე-6 სვეტში აისახება გაწეული ხარჯი თანხობრივ გამოსახულებაში.

8. ჟურნალის მე-7 სვეტის შევსება სავალდებულო არაა. იგი ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში მცირე ბიზნესის განზრახვით. ამ შემთხვევაში იგი მიუთითებს პირველადი საგადასახადო დოკუმენტის დასახელებას (სასაქონლო ზედნადები, ანგარიშ-ფაქტურა, მიღება-ჩაბარების აქტი და სხვა), ნომერს და თარიღს.

9. ჟურნალის მე-8 სვეტში (შენიშვნა) მითითება კეთდება შეცდომის დაშვების შემთხვევაში ან გადამხდელის გადაწყვეტილებით რაიმე მინიშნების გაკეთების შემთხვევაში.

მაგალითი:

ვახტანგი ბერიძე არის ინდივიდუალური მეწარმე, მისი საინდეფიკაციო ნომერია 222222222. მას მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი, რომლის ნომერია №1111111. იგი ფლობს მინიმარკეტს. მისი მინიმარკეტი იმყოფება მისამართზე: ქ. თბილისი, ჯიქიას ქ №X. მას განზრახული აქვს ისარგებლოს მცირე ბიზნესის გადასახადით დაბეგვრის 3
-პროცენტიანი განაკვეთით, რისთვისაც უნდა აღრიცხოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. იგი ამ განაკვეთით ისარგებლებს
, თუ მას ექნება ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ერთობლივი შემოსავლის 60%-ის ოდენობის ხარჯების დამადასტურებელი დოკუ
მენტი.

ვახტანგმა 2011 წლის 7 მარტს
, ბაზარში
, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე შეიძინა 1 ტომარა კარტოფილი 30 ლარად და 10კგ ხახვი 9 ლარად. ამასთან, იმავე დღეს საგადასახადო სასაქონლო ზედნადებით, რომლის ნომერია 11/12 შეიძინა 12 ცალი ნამცხვარი – ფასი 10 ლარი და 5 კგ ვაფლი – ფასი 10 ლარი. მან შპს „სხივს“ შესაკეთებლად გადასცა სასწორი, რომელსაც ავანსად გადაუხადა 5 ლარი, მომსახურების სრული ღირებულებაა 10 ლარი. მან აგრეთვე შპს „ტკბილი სასმელებისაგან“ ნისიად შეიძინა 1 ყუთი ლიმონათი ღირებულებით 15 ლარი.

ამ შემთხვევაში ი/მ ვახტანგ ბერიძე ჟურნალს შეავსებს შემდეგნაირად:

1. ამ ინსტრუქციის დანართის შესაბამისად ქაღალდზე ნაბეჭდი ჟურნალის ყდა ან ელექტრონული ჟურნალის საწყისი ფურცელი გამოიყურება ასე:

მცირე ბიზნესის ხარჯების გამარტივებული აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი

2011 წელი

გადამხდელი: ინდივიდუალური მეწარმე ვახტანგ ბერიძე

საიდენტიფიკაციო № 222222222

მცირე ბიზნესის სერ
ტიფიკატის № 1111111

განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის სახე: საცალო ვაჭრობა

საქმიანობის ადგილის მისამართი: ქ. თბილისი, ჯიქიას ქ №X.

2. ჟურნალში 2011 წლის 3 მარტს ვახტანგის მიერ გაკეთდება შემდეგი ჩანაწერები:

№

შეძენილი საქონელი ან/და მიღებული მომსახურება

ზომის

ერთეული

რაოდენობა

თარიღი

თანხა

ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის სახე, № და თარიღი

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

8

1

კარტოფილის შესყიდვა

ტომარა

1

07.03.11

30 ლარი

2

ხახვის შეძენა

კგ

10

07.03.11

9 ლარი

3

ნამცხვარი

ც

12

07.03.11

10 ლარი

სასაქონლო ზედნადები №11/12, 07.03

4

ვაფლი

კგ

5

07.03.11

10 ლარი

სასაქონლო ზედნადები №11/12, 07.03

5

შპს „სხივზე“ სასწორის შესაკეთებლად გაცემული მომსახურება

07.03.11

5 ლარი

გაცემული ავანსი

ვახტანგი ჟურნალში შპს „ტკბილი სასმელებისაგან“ ნისიად შეძენილ საქონეზე ჩანაწერს გააკეთებს იმ რიცხვში, როდესაც მოახდენს ნაღდ ანგარიშწორებას.

1. თუ ვახტანგი 10 მარტს მიღება-ჩაბარების აქტით-№XX დაიბრუნებს შეკეთებულ სასწორს და მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილია სწორად (შესაძლებელია მომსახურების მიმწოდებლისა და მიმღების იდენტიფიცირება, დამოწმებულია ხელმოწერებით და ბეჭდის ქონის შემთხვევაში ბეჭდით) იგი ჟურნალის მე-2,5–მე-8 სვეტებში გააკეთებს ჩანაწერს:

შპს „სხივზე“ სასწორის შესაკეთებლად გაცემული მომსახურება

10.03.11

5 ლარი

მიღება-ჩაბარების აქტი №XX

დარჩენილი თანხის დაფარვა

დანართი №1

მცირე ბიზნესის ხარჯების გამარტივებული აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი

20–––– წელი

გადამხდელი ––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––

(მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის გვარი, სახელი)

საიდენტიფიკაციო ნომერი ––– ––– ––– ––– ––– ––– ––– ––– –––

მცირე ბიზნესის სერ
ტიფიკატის ნომერი ––– ––– ––– ––– ––– ––– –––

განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის სახე –––––––––– –– –– –– ––

საქმიანობის ადგილის (ან ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის) მისამართი

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

შეძენილი საქონლის დასახელება ან/და მიღებული მომსახურების სახე

ერთეული

რაოდენობა

თარიღი

თანხა

ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის სახე, № და თარიღი

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

8