ბრძანება N 22247

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.10.2024
№ დოკუმენტი 22247
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 22247

15 ოქტომბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ -------------ის (ს/ნ-------------------)

(მის: ქ. ------------------------------------)

2024 წლის 26 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2024 წლის 27 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი N105) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 17 სექტემბრის №23463/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ი/მ -------------ის (ს/ნ-------------------) №------/1/2024 საჩივარი 2024 წლის 14 ივნისის №------- საგადასასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი დაჯარიმებულია დასაქმებულის დაქირავებულ პირთა რეესტრში აუსახველობისთვის. გადასახადის გადამხდელი იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სადავო ოქმში მითითებულ პირები იყვნენ სტაჟიორები, რომლებსაც ზეპირი ფორმით შეუთანხმდა სტაჟირების გავლაზე და არ იყო განსაზღვრული ანაზღაურების გადახდა ერთი ან მეორე მხრის მიერ, ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას ან გაფრთხილების შეფარდებას, ვინაიდან აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს პირველ შემთხვევას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების და შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორნგის დეპარტამენტის 2024 წლის 31 მაისის N12951 ბრძანების შესაბამისად 2024 წლის 14 ივნისს (12:21 სთ) განხორციელდა „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა ი/მ -------------ის (ს/ნ-------------------) ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე (სილამაზის სალონი), მისამართი: ქ. თბილისი, ------ ქ. N--. ობიექტზე მისვლის მომენტში სამუშაო პროცესში იმყოფებოდა 2 დაქირავებული თანამშრომელი, რომლებიც შემოწმებისას დამოუკიდებლად ემსახურებოდნენ მომხმარებლებს და ასახული არ იყვნენ დაქირავებულ პირთა რეესტრში: 1) მანიკურ პედიკურის სპეციალისტი --- -----ძე (პ/ნ -------) და 2) მანიკურ პედიკურის სპეციალისტი --- ----ა (პ/ნ ------), რაზედაც 2024 წლის 14 ივნისს შედგენილ იქნა ოქმი N178167 „დაქირავებულ პირთა რეესტრის შესწავლის შედეგების შესახებ“, რომელსაც ი/მ ----------იც დაეთანხმა ხელმოწერით და არც შენიშვნა გაუკეთებია მასში.

შემოწმების მომენტში მეწარმისა და ზემოაღნიშნული თანამშრომლების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის წერილობითი დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა მათ სტაჟირებაზე ყოფნას.

შესაბამისად, დარღვეულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, რაზედაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 288-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად შედგა საგადასახო სამართალდარღვევის ოქმი N-------- და ი/მ -------------ს (ს/ნ-------------------) სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 400 ლარი.

ამასთან, ი/მ ----------ის მიერ ორივე პირი (--- ------ძე პ/ნ --------- და ---- ------ა პ/ნ -----------) 2024 წლის 9 სექტემბერს 15:58 სთ-ზე შეყვანილია „დაქირავებულ პირთა რეესტრში“.

2024 წლის 26 ივნისს ------------მა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტში წარადგინა N--------/1/2024 საჩივარი სადავო ოქმთან დაკავშირებით, რომლის დაკმაყოფილებაზეც უარი ეთქვა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 4 ივლისის N15834 ბრძანებით.

აღნიშნული ბრძანება და ოქმი გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ 2024 წლის 17 სექტემბერს №23463/2/2024 გადაწყვეტილებით გააუქმა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 4 ივლისის N15834 ბრძანება და მიუთითა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ მომხდარა მანიკურ-პედიკურის სპეციალისტების ------ ---------ძის (პ/ნ -------------) და ---- --------ას (პ/ნ ------------) სამუშაო ადგილების (სკამი/მაგიდა), ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ი/მ -------------ის ან თვითონ აღნიშნული პირების სამუშაო ადგილებად განხილვის მართლზომიერების შესწავლა. მხარეთა არგუმენტაციისა და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, ხსენებული პირების დაქირავებით მუშაობად კვალიფიკაციის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწვლას, საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება:

ა) ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით;

ბ) ფიზიკური პირის მიერ იმ ვალდებულების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს თავდაცვის ძალებში, სამართალდამცავ ორგანოებსა და მათთან გათანაბრებულ ორგანოებში მის სამსახურთან;

გ) ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება დაქირავებულად, პირი, რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს, – დამქირავებლად, ხოლო ასეთი ანაზღაურება – ხელფასად. მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია დამქირავებელმა უნდა ასახოს დაქირავებულ პირთა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური. ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, დაქირავებულ პირთა რეესტრში ასასახი ინფორმაციის ნუსხა და ინფორმაციის ასახვის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანების 112 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს წარედგინება ელექტრონულად, შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის N994 ბრძანების 3719 მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის შესაბამისად, ზოგადი ანალიტიკური პროცედურების საფუძველზე განახორციელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლით განსაზღვრულ „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა; ამ მუხლის მიზნებისათვის „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა გულისხმობს დაქირავებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობის და მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, მოქალაქეობა და სხვა) შესახებ ინფორმაციის ანალიზს; „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს დამქირავებელ პირთან კომუნიკაციის დამყარების გზით ან/და დამქირავებელი პირის ობიექტ(ებ)ზე გასვლით; „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლისას, თუ გამოვლინდა დაქირავებულ ფიზიკურ პირთა შესახებ არასწორი ინფორმაცია, აღნიშნული გამოიწვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლის თანახმად, პირის მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ დაქირავებულ პირზე 200 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად,---- ------ძე (პ/ნ ---------) და --- -----ა (პ/ნ ----------) არ ფიქსირდებიან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელების რეესტრში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ -------------ის (ს/ნ-------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი დაჯარიმებულია დასაქმებულის დაქირავებულ პირთა რეესტრში აუსახველობისთვის. ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას ან გაფრთხილების შეფარდებას, ვინაიდან აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს პირველ შემთხვევას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების და შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორნგის დეპარტამენტის N12951 ბრძანების შესაბამისად 2024 წლის 14 ივნისს განხორციელდა „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა მომჩივანის ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე (სილამაზის სალონი), ობიექტზე მისვლის მომენტში სამუშაო პროცესში იმყოფებოდა 2 დაქირავებული თანამშრომელი, რომლებიც შემოწმებისას დამოუკიდებლად ემსახურებოდნენ მომხმარებლებს და ასახული არ იყვნენ დაქირავებულ პირთა რეესტრში, რაზედაც შედგენილ იქნა ოქმი N178167 „დაქირავებულ პირთა რეესტრის შესწავლის შედეგების შესახებ“, რომელსაც მომჩივანი დაეთანხმა ხელმოწერით და არც შენიშვნა გაუკეთებია მასში.შემოწმების მომენტში მეწარმისა და ზემოაღნიშნული თანამშრომლების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის წერილობითი დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა მათ სტაჟირებაზე ყოფნას.შესაბამისად, დარღვეულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, რაზედაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 288-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად შედგა საგადასახო სამართალდარღვევის ოქმი მომჩივანს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 400 ლარი.ამასთან, მომჩივანის მიერ ორივე პირი 2024 წლის 9 სექტემბერს შეყვანილია „დაქირავებულ პირთა რეესტრში“.

2024 წლის 26 ივნისს მომჩივანმამა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტში წარადგინა საჩივარი სადავო ოქმთან დაკავშირებით, რომლის დაკმაყოფილებაზეც უარი ეთქვა შემოსავლების სამსახურის N15834 ბრძანებით.

აღნიშნული ბრძანება და ოქმი გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ №23463/2/2024 გადაწყვეტილებით გააუქმა შემოსავლების სამსახურის N15834 ბრძანება და მიუთითა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ მომხდარა მანიკურ-პედიკურის სპეციალისტების სამუშაო ადგილების (სკამი/მაგიდა), ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე მომჩივანის ან თვითონ აღნიშნული დაქირავებული პირების სამუშაო ადგილებად განხილვის მართლზომიერების შესწავლა. მხარეთა არგუმენტაციისა და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, ხსენებული პირების დაქირავებით მუშაობად კვალიფიკაციის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწვლას, საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 2885; 269(1);