ბრძანება N 20169
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20169
11 სექტემბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 12 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 3 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №78) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2026 წლის 12 აგვისტოს №104015/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 ივლისის №084-9 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება რეალიზებული ფართების ღირებულების დაბეგვრას დღგ-ით. განმარტავს, რომ ნაწილი ბინების ღირებულების თანხა მიღებული ჰქონდა შემოწმებამდე პერიოდებში, რომელიც დაბეგრილი ჰქონდა. ამდენად, შემმოწმებლების მიერ მოხდა რეალიზაციის გაორმაგება. გადამხდელი ასევე განმარტავს, რომ შემმოწმებლებს არ გაუთვალისწინებიათ ადგილობრივ მაცხოვრებლებზე (მობინადრეები) მშენებლობის მომსახურების სანაცვლოდ (ბარტერი) გადაცემული ბინები, რომლებიც დაბეგრა საბაზრო ღირებულებით. გადამხდელი ითხოვს მიეცეს საშუალება დამატებით გაიაროს აღნიშნული საკითხი შემოწმებასთან.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ შემმოწმებლის მიერ არასწორად გაზრდილმა ბრუნვამ გამოიწვია სალაროში ფულის გაზრდა. აცხადებს, რომ დირექტორი ვერ აიღებდა ზემოაღნიშნულ თანხას ხელფასის სახით. გადამხდელი ითხოვს მიეცეს საშუალება დამატებით გაიაროს აღნიშნული საკითხი შემოწმებასთან.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება რეალიზებულ ფართებზე საბაზრო ფასის გავრცელებას. განმარტავს, რომ კომპანიის ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო ასაშენებელი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის გაყიდვებიდან მიღებული ფულადი სახსრები. აცხადებს, რომ კომპანიას ბაზარზე ოპერირება მოუწია პანდემიის პირობეში. აღნიშნულ პერიოდში ბინები ფაქტიურად არ იყიდებოდა, რაც ცალსახად აისახა კომპანიის შემოსავალზე და გასაყიდი ფართის ფასებზე. აღნიშნული გარემოების გამო კომპანიას მოუწია ბინების გაყიდვა იმ ფასში, რაც დაფიქსირებულია. გაყიდვის შედეგად მიღებული სახსრები მთლიანად მოხმარდა საცხოვრებელი სახლის დასრულებას. ნასყიდობის ხელშეკრულებაში წერია ის თანხა, რაც რეალურად გადაიხადა ბინის მყიდველებმა. გადამხდელი მიიჩნევს, რომ არ შეიძლება გაურკვეველი ანალიზის, მტკიცებულებების გარეშე და ვარაუდების საფუძველზე კომპანიას დაერიცხოს მსგავსი ჯარიმები. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი აცხადებს, რომ შემმოწმებლებს არ ჰქონდათ საბაბი გაევრცელებინათ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლი და გაეზარდათ ბინების ღირებულება.
4. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სამშენებლო ობიექტის მისამართისგან განსხვავებულ მისამართზე შეძენილი სამშენებლო მასალების რეალიზებულად განხილვას. განმარტავს, რომ სამშენებლო მასალები გამოყენებული იყო კომპანიის ობიექტის მშენებლობისათვის. მშენებლობის პერიოდში ზოგიერთი მომწოდებელი შეცდომით უთითებდა საქონლის დასრულების ადგილს. გადამხდელი აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით შემმწომებელს წარედგინა ახსნა-განმარტება, რაც არ იქნა გათვალისწინებული.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 ნოემბრის №25262 და 2026 წლის 26 ივნისის №14214 ბრძანებების საფუძველზე დაინიშნა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 1 მარტიდან 2026 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 1 ივლისის №14848 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 2026 წლის 2 ივლისის №084-9 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 12 212 042 ლარი, მათ შორის, გადასახადი 7 310 831 ლარი, ჯარიმა 3 758 336 ლარი და საურავი 1 142 875 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
1. საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდზე წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 3 224 689 ლარს (დღგ-ის გარეშე). 2023 წლის 4 აპრილის №7264 ბრძანების საფუძველზე საწარმოში ჩატარებულია კამერალური საგადასახადო შემოწმება 04.03.2020-01.03.2023 წლების საანგარიშო პერიოდზე. შემოწმების შედეგად 2023 წლის 13 სექტემბერს შედგენილია საგადასახადო შემოწმების აქტი. აღნიშნულ პერიოდში საწარმოს უფიქსირდება ისეთი ფართების რეალიზაცია, რომელზეც გაფორმებულია ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, აგრეთვე, საკადასტრო ერთეულების განშლის გარეშე შიდა ხელშეკრულებებით რეალიზაცია. მიმდინარე შესამოწმებელ პერიოდში (01.03.2023 - 01.06.2026) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული ინფორმაციის მიხედვით (უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით) საწარმოს რეალიზებული აქვს ფართები 10 377 016 ლარად (დღგ-ის გარეშე), ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით რეალიზებული ფართების შესაბამისი თანხები სრულად აქვს მიღებული, საწარმოს სარეალიზაციო ფართები (როგორც საცხოვრებელი ბინები, აგრეთვე კომერციული ფართები და სარდაფი) რეალიზებული აქვს სრულად 2024 წლის სექტემბრის თვემდე. აღნიშნული პერიოდიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე ახორციელებს მცირე ოდენობით საფასადე სარემონტო სამუშაოებს და სადარბაზოების მოპირკეთებას. მიმდინარე შემოწმების ფარგლებში გათვალისწინებულია წინა საგადასახადო შემოწმების ფარგლებში დაბეგრილი თანხები, რომლებზეც იდენტიფიცირებულია საბოლოო საკადასტრო მონაცემით რეალიზებული ფართები. აღნიშნულის გათვალისწინებით შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ რეალიზებული ფართების ღირებულება ჯამურად შეადგენს 9 820 109 ლარს (დღგ-ის გარეშე). შემოწმების შედეგად ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული ფართების დამატებით დადგენილი ღირებულება 6 595 420 ლარი (9 820 109 - 3 224 689 = 6 595 420 ლარი დღგ-ის გარეშე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 163-ე მუხლების შესაბამისად დამატებით დაიბეგრა დღგ-ით, საწარმოს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
2. შემოწმების მიმდინარეობისას საწარმოს უფლებამოსილი პირის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილია ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, საბუღალტრო ჩანაწერები, აგრეთვე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციები (გამოწერილი/მიღებული სასაქონლო ზედნადებები, გამოწერილი/მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურები, წარმოდგენილი დეკლარაციები) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გვერდზე არსებული ინფორმაციები (ხელშეკრულებები). აღნიშნულ ინფორმაციებზე დაყრდნობით შესწავლილი იქნა ფულის მოძრაობა და დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს ფულადი სახსრების განკარგვადი ნაშთი შეადგენს 4 581 328 ლარს (ფულის მოძრაობაში აგრეთვე გათვალისწინებულია 2023 წლის 4 აპრილის №7264 ბრძანების საფუძველზე საწარმოში ჩატარებული კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგების გათვალისწინებით დადგენილი საბოლოო ფულადი სახსრების ნაშთი შეადგენს - (-1 242 452) ლარი). შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით საწარმოს სარეალიზაციო ფართები (როგორც საცხოვრებელი ბინები, აგრეთვე, კომერციული ფართები და სარდაფი) რეალიზებული აქვს სრულად 2024 წლის სექტემბრის თვემდე. აღნიშნული პერიოდიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე ახორციელებს მცირე ოდენობით საფასადე სარემონტო სამუშაოებს და სადარბაზოების მოპირკეთებას (შესაბამისი შეძენილ სამშენებლო მასალებზე გადახდილი თანხები გათვალისწინებულია საბოლოო ფულის ნაშთში). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე, 73-ე მუხლების და შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთიდან, 4 580 000 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად და დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე და 81-ე მუხლების შესაბამისად. საწარმოს აგრეთვე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების შესაბამისად.
3. საგადასახადო შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა საწარმოს მიერ რეალიზებული საცხოვრებელი ბინების და არასაცხოვრებელი ფართების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრში წარდგენილი ინფორმაციები და დოკუმენტები, აგრეთვე, მსგავსი საქმიანობის და შესადარისი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციები და სხვა. დამატებით მოძიებული და შესწავლილ იქნა ხელშეკრულების მხარეებთან გარიგების ფასის, ობიექტის და საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაციები. აღნიშნული ინფორმაციების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებამ მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებებში მითითებული რეალიზაციის თანხები გადასახადების შემცირების მიზნით ხელოვნურად არის დამახინჯებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს, კერძოდ, კომპანიას კონკრეტული პროექტის ფარგლებში მთლიანად რეალიზებული საცხოვრებელი ბინების უმრავლესობა რეალიზებული აქვს ხელოვნურად შემცირებული ღირებულებით, რაც საგადასახადო შემოწმების შეფასებით წარმოდგენს საგადასახადო ვალდებულებების ხელოვნურად შემცირებაზე ზემოქმედების არსებით ფაქტს, ხოლო გარიგების რეალური საბაზრო ფასი 30%-ზე მეტი სხვაობით აღემატება ხელშეკრულებებში მითითებულ ფასებს. გარდა აღნიშნულისა, შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ გარიგების მონაწილე სუბიექტებიდან მყიდველები არიან არამეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც ამ ქონებაზე არ სარგებლობენ დღგ-ის ჩათვლის უფლებით და მათ ინტერესს არ წარმოადგენდა დღგ-ის ჩათვლის მოტივით რეალური საბაზრო ღირებულების მითითება. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებამ თავისი კომპეტენციის ფარგლებში იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, მე-18, 73-ე მუხლებით. შემოწმების შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულ ბინებზე/ფართებზე გავრცელებულ იქნა კორტერ.გე-ზე შესამოწმებელი სამშენებლო ობიექტის მიმდებარედ გაცხადებული საბაზრო ფასები, შედეგად, საბაზრო ფასსა და ნასყიდობის ფასს შორის სხვაობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 163-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა დღგ-ით, ხოლო მიღებული ფულადი სახსრები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე და 81-ე მუხლების მიხედვით ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, საწარმოს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
4. შესამოწმებელ პერიოდში საწარმო მშენებლობას ახორციელებდა -------, ------- მდებარე მიწის ნაკვეთზე. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით (მიღებული ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები) დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს სამშენებლო მასალების შეძენა უფიქსირდება სამშენებლო ობიექტის მისამართისგან განსხვავებულ მისამართზე. შემოწმებით ანალიზი ჩაუტარდა ზემოაღნიშნულ შეძენებს. აღნიშნული შესყიდვები არ უკაკავშირდება მშენებლობისთვის საჭირო შეძენებს. სულ შესამოწმებელ პერიოდში სხვა მისამართზე შეძენილი საქონლის ღირებულება შეადგენს 724 687 ლარს (დღგ-ის ჩათვლით). ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად დადგენილი თანხა - 614 141 ლარი (დღგ-ის გარეშე), ჩაითვალა შესაბამის საანგარიშო პერიოდებში მიწოდებად, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა დღგ-ით. საწარმოს აგრეთვე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ უძრავი ნივთის შემძენზე საკუთრების უფლება მარეგისტრირებელ ორგანოში მშენებარე ობიექტზე დარეგისტრირდა, ამ ნივთის მიწოდებასთან დაკავშირებით მისი მიმწოდებლის მიერ გაწეული სამშენებლო, სამონტაჟო ან/და სარემონტო მომსახურება უძრავი ნივთის მიწოდების ნაწილად განიხილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მიმდინარე შესამოწმებელ პერიოდში (01.03.2023 - 01.06.2026) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული ინფორმაციის მიხედვით (უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით), საწარმოს რეალიზებული აქვს ფართები 10 377 016 ლარად (დღგ-ის გარეშე), ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით რეალიზებული ფართების შესაბამისი თანხები სრულად აქვს მიღებული. საწარმოს სარეალიზაციო ფართები, როგორც საცხოვრებელი ბინები, აგრეთვე კომერციული ფართები და სარდაფი, რეალიზებული აქვს სრულად 2024 წლის სექტემბრის თვემდე. გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდზე წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 3 224 689 ლარს (დღგ-ის გარეშე), ხოლო შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ რეალიზებული ფართების ღირებულება ჯამურად შეადგენს 9 820 109 ლარს (დღგ-ის გარეშე).
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც გადამხდელი აცხადებს, რომ ნაწილი ბინების ღირებულების თანხა მიღებული ჰქონდა შემოწმებამდე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ მასალებზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 აპრილის №7264 ბრძანების საფუძველზე საწარმოში ჩატარებულია კამერალური საგადასახადო შემოწმება 04.03.2020-01.03.2023 წლების საანგარიშო პერიოდზე და გამოცემულია 2023 წლის 13 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი. მიმდინარე შემოწმების (01.03.2023 - 01.06.2026) ფარგლებში კი გათვალისწინებულია წინა საგადასახადო შემოწმების ფარგლებში დაბეგრილი თანხები, რომლებზეც იდენტიფიცირებულია საბოლოო საკადასტრო მონაცემით რეალიზებული ფართები.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმებით მართლზომიერად დაიბეგრა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული ფართების დამატებით დადგენილი ღირებულება 6 595 420 ლარი (9 820 109 - 3 224 689 = 6 595 420 ლარი დღგ-ის გარეშე) დღგ-ით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, საგადასახადო შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, აგრეთვე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გვერდზე არსებული ინფორმაციები, რაზე დაყრდნობითაც შედგა ფულის მოძრაობა და დადგინდა ფულის ნაშთი.
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა ფულის ნაშთის განსაზღვრა და დირექტოზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას: ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას; ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს; ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა; ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2, მე-3 და მე-7 ნაწილების თანახმად:
2. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.
7. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.
ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი, თუ საგადასახადო ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, საგადასახადო შემოწმებით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული საცხოვრებელი ბინების და არასაცხოვრებელი ფართების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრში წარდგენილი ინფორმაციები და დოკუმენტები, აგრეთვე, მსგავსი საქმიანობის და შესადარისი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციები და სხვა. დამატებით მოძიებული და შესწავლილ იქნა ხელშეკრულების მხარეებთან გარიგების ფასის, ობიექტის და საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაციები. აღნიშნული ინფორმაციების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებამ დაადგინდა, რომ კომპანიის მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებებში მითითებული რეალიზაციის თანხები გადასახადების შემცირების მიზნით ხელოვნურად არის დამახინჯებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს, კერძოდ, კომპანიას კონკრეტული პროექტის ფარგლებში მთლიანად რეალიზებული საცხოვრებელი ბინების უმრავლესობა რეალიზებული აქვს ხელოვნურად შემცირებული ღირებულებით, ხოლო გარიგების რეალური საბაზრო ფასი 30%-ზე მეტი სხვაობით აღემატება ხელშეკრულებებში მითითებულ ფასებს.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ რეალიზებულ ბინებზე/ფართებზე კორტერ.გე-ზე შესამოწმებელი სამშენებლო ობიექტის მიმდებარედ გაცხადებული საბაზრო ფასების გავრცელება და აღნიშნულ საბაზრო ფასსა და ნასყიდობის ფასს შორის სხვაობის დღგ-ით დაბეგვრა, ხოლო მიღებული ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში სამშენებლო მასალების შეძენა უფიქსირდება სამშენებლო ობიექტის მისამართისგან განსხვავებულ მისამართზე. შემოწმებით დადგინდა, რომ აღნიშნული შესყიდვები არ უკაკავშირდება მშენებლობისთვის საჭირო შეძენებს.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმებით მართლზომიერად განხოცრიელდა სამშენებლო ობიექტის მისამართისგან განსხვავებულ მისამართზე შეძენილი სამშენებლო მასალების რეალიზებულად განხილვა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. რეალიზებული ფართების ღირებულების დაბეგვრა დღგ-ით.
2. ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
3. რეალიზებულ ფართებზე საბაზრო ფასის გავრცელება.
4. სამშენებლო ობიექტის მისამართისგან განსხვავებულ მისამართზე შეძენილი სამშენებლო მასალების რეალიზებულად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
1. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული ინფორმაციის მიხედვით, საწარმოს ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით რეალიზებული ფართების შესაბამისი თანხები სრულად აქვს მიღებული. შემოწმების შედეგად შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული ფართების დამატებით დადგენილი ღირებულება დამატებით დაიბეგრა დღგ-ით.
2. შემოწმების მიმდინარეობისას საწარმოს უფლებამოსილი პირის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილია ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აღნიშნულ ინფორმაციებზე დაყრდნობით შესწავლილი იქნა ფულის მოძრაობა და დადგინდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს ფულადი სახსრების განკარგვადი ნაშთი. შემოწმების შედეგად დადგენილი ფულადი სახსრები ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად და დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან.
3. საგადასახადო შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა საწარმოს მიერ რეალიზებული საცხოვრებელი ბინების და არასაცხოვრებელი ფართების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრში წარდგენილი ინფორმაციები და დოკუმენტები, აგრეთვე, მსგავსი საქმიანობის და შესადარისი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციები და სხვა. დამატებით მოძიებული და შესწავლილ იქნა ხელშეკრულების მხარეებთან გარიგების ფასის, ობიექტის და საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაციები. აღნიშნული ინფორმაციების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებამ მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებებში მითითებული რეალიზაციის თანხები გადასახადების შემცირების მიზნით ხელოვნურად არის დამახინჯებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს. საბაზრო ფასსა და ნასყიდობის ფასს შორის სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით, ხოლო მიღებული ფულადი სახსრები ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
4. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით (მიღებული ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები) დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს სამშენებლო მასალების შეძენა უფიქსირდება სამშენებლო ობიექტის მისამართისგან განსხვავებულ მისამართზე. შემოწმებით ანალიზი ჩაუტარდა ზემოაღნიშნულ შეძენებს. აღნიშნული შესყიდვები არ უკაკავშირდება მშენებლობისთვის საჭირო შეძენებს. შემოწმების შედეგად დადგენილი თანხა ჩაითვალა შესაბამის საანგარიშო პერიოდებში მიწოდებად, რაც დაიბეგრა დღგ-ით.
გადაწყვეტილება
ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159; 163; 164