გადაწყვეტილება №28146/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№28146/2/2026
04 ნოემბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 22.09.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28146/2/2026).
დავის საგანი:
1. დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების სისწორე;
2. საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა;
3. განთავსებულ პროდუქციაზე ფასმაჩვენებლის განუთავსებლობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 8.07.2026 წლის №CB1938035 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 8.07.2026 წლის №CB1938037 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
3. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 8.07.2026 წლის №CB1938040 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
4. შემოსავლების სამსახურის 4.09.2026 წლის №19698 ბრძანება.
დარიცხული თანხა: სულ ჯარიმა - 500 ლარი.
მათ შორის:
ჯარიმა - 100 ლარი (№CB1938037 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი)
ჯარიმა - 200 ლარი (№CB1938035 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი)
ჯარიმა - 200 ლარი (№CB1938040 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი)
ფაქტების აღწერა
30.06.2026 წლის საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ №14555 ბრძანების საფუძველზე, 8.07.2026 წელს მომჩივანთან ჩატარდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა. ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას არ იქნა გამოყენებული საკონტროლო სალარო აპარატი. აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტზე შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1938035, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეეფარდა სანქცია - ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.
ასევე მომჩივნის მიერ დარღვეულ იქნა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, პროდუქციაზე ფასმაჩვენებლები არ იყო განთავსებული, რაზეც შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1938037, საწარმოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების (დაქირავებული თანამშრომელი არ იყო ასახული დაქირავებულ პირთა რეესტრში) დარღვევისთვის, მომჩივანს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 8.07.2026 წლის №CB1938040 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 200 ლარის ოდენობით. აღნიშნული ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 4.09.2026 წლის №19698 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი .
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ „გ“ ქვეპუნქტებით, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 269-ე მუხლის პირველი და მე-8 ნაწილებით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 281-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 291-ე მუხლით, 2885 მუხლით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ბრძანების 112 მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბრძანების 3719 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებით, მე-20 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით, მე-6 პუნქტის „ა“ და მე-7 მუხლის „გ“ ქვეპუნქტებით, 259-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით და განმარტა, რომ ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმებში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევების ჩადენის ფაქტებს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმებისას სავაჭრო ობიექტზე იმყოფებოდა არასრულწლოვანი --- (პ/ნ ---), რადგან დირექტორი --- (პ/ნ ---) მოკლე ვადით გასული იყო აუცილებელი საჭიროების გამო. მას არ ევალებოდა ობიექტის სავაჭრო მდგომარეობაში მოყვანა, მაგრამ გარკვეული გარემოებების გამო განახორციელა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები ობიექტზე მიღება. ამ მომენტისათვის დაფიქსირებული ფაქტები მოყვანილია კანონთან შესაბამისობაში. ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 8.07.2026 წლის №CB1938035 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი, ხოლო, დანარჩენ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით;
თ) შეასრულოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები. საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-3 ნაწილის მიხედვით:
1. დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია დამქირავებელმა უნდა ასახოს დაქირავებულ პირთა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანების დამტკიცებული ინსტრუქციის 3719 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების თანახმად:
1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის შესაბამისად, ზოგადი ანალიტიკური პროცედურების საფუძველზე განახორციელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლით განსაზღვრულ „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა.
5. „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლისას, თუ გამოვლინდა დაქირავებულ ფიზიკურ პირთა შესახებ არასწორი ინფორმაცია, აღნიშნული გამოიწვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით:
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული დამქირავებელი, ვალდებულია დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია ასახოს „დაქირავებულ პირთა რეესტრში“, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური.
2. დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს წარედგინება ელექტრონულად, შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით.
საგადასახადო კოდექსის 2885 პირის მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ დაქირავებულ პირზე 200 ლარის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია გადასახადის გადამხდელის მოწმობის ასლი და საცალო ვაჭრობისას ფასის მაჩვენებლები (საქართველოს ეროვნულ ვალუტაში) განათავსოს მომხმარებელთათვის თვალსაჩინო ადგილზე. საქმეში წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 30.09.2026 წლის №92534- 21-12 წერილი, საიდანაც ირკვევა მოპასუხე ორგანოს პოზიცია, კერძოდ: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 30.06.2026 წლის საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ №14555 ბრძანების საფუძველზე, მიმდინარე წლის 8 ივლისს (მის. ქ.---) მომჩივნის სავაჭრო ობიექტში ჩატარდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა (შესყიდული იქნა: კონიაკი --- 0.5, და სიგარეტი პარლამენტი აქვა, სულ ღირებულებით 38.5 ლარი), რა დროსაც ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას არ იქნა გამოყენებული საკონტროლო სალარო აპარატი. აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტზე შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1938035, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეეფარდა ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.
ამასთან, ელექტრონულად შედგა საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ ოქმი №1053234. 30.06.2026 წლის №14556 ბრძანების საფუძველზე ასევე განხორციელდა ს.ს.ა-ის დაცვის კონტროლი, რომლის დროსაც მომჩივნის მიერ დარღვეულ იქნა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, პროდუქციაზე ფასმაჩვენებლები არ იყო განთავსებული, რაზეც შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1938037, საწარმოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.
ასევე ჩატარდა დაქირავებულ პირთა რეესტრის სისწორის კონტროლის პროცედურა. გადამოწმდა ადგილზე მყოფი ერთი თანამშრომელი, --- (პ/ნ ---), რომელმაც გასწია მომსახურეობა, აღნიშნული პირი არ იყო ასახული დაქირავებულ პირთა რეესტრში, რითაც დაირღვა საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, შესაბამისად შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1938040 და სამართალდამრღვევს საგადასახადო კოდექსის 288⁵ მუხლის შესაბამისად შეეფარდა ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.
სადავო ოქმები გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა შედგენის დღეს, რაც დასტურდება ოქმებზე შესაბამისი ხელმოწერით, ხოლო ელექტრონულ გვერდზე გაეცნო 10.07.2026 წელს.
მომჩივნის განმარტებით, შემოწმებისას სავაჭრო ობიექტზე იმყოფებოდა არასრულწლოვანი ---- (პ/ნ ---), რადგან დირექტორი --- (პ/ნ ---) მოკლე ვადით გასული იყო აუცილებელი საჭიროების გამო. მას არ ევალებოდა ობიექტის სავაჭრო მდგომარეობაში მოყვანა, მაგრამ გარკვეული გარემოებების გამო, განახორციელა საგადასახადო მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების ობიექტზე მიღება. ამ მომენტისათვის დაფიქსირებული ფაქტები მოყვანილია კანონთან შესაბამისობაში. მომჩივნის აღნიშნული არგუმენტაცია ვერ აბათილებს საგადასახადო კონტროლის პროცედურების შედეგად გამოვლენილ საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტებს.
შესაბამისად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 8.07.2026 წლის №CB1938037 და №CB1938040 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია მართებულად.
საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის 31 ნაწილის თანახმად, საგადასახადო კოდექსის 273-ე და 281-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის საჩივარზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მოთხოვნის საგანი სცილდება დავის განმხილველი ორგანოს განსჯად საკითხებს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 8.07.2026 წლის №CB1938035 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან მიმართებით, საბჭო აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის 31 ნაწილის და საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივარი ამ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი.
ზემოაღნიშნულ ნორმებსა და ფაქტებზე დაყრდნობით, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 8.07.2026 წლის №CB1938037 და №CB1938040 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახურის 4.09.2026 წლის №19698 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 8.07.2026 წლის №CB1938035 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში, დარჩეს განუხილველი;
2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების სისწორე;
2. საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა;
3. განთავსებულ პროდუქციაზე ფასმაჩვენებლის განუთავსებლობა.
ფაქტობრივი გარემოებები
30.06.2026 წლის საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ ბრძანების საფუძველზე, მომჩივანთან ჩატარდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა. ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას არ იქნა გამოყენებული საკონტროლო სალარო აპარატი. აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტზე შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეეფარდა სანქცია - ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.
ასევე მომჩივნის მიერ დარღვეულ იქნა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, პროდუქციაზე ფასმაჩვენებლები არ იყო განთავსებული, რაზეც შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, საწარმოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების (დაქირავებული თანამშრომელი არ იყო ასახული დაქირავებულ პირთა რეესტრში) დარღვევისთვის, მომჩივანს, საგადასახადო მონიტორინგის სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 281 (3); 2885; 301 (ბ).