1. დავის განმხილველი ორგანო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს სამართლიანობის, ობიექტურობის, მხარეთა თანასწორობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებით.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევის
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (17.09.2010).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(9)
საქმე №ბს-1130(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.02.2025
…2021 წლის 11 ივნისის #11772/2/2020 გადაწყვეტილებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ პუნქტის საფუძველზე, საჩივარი დარჩა განუხილველი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე, 301-ე, 298-ე, 299-ე და 305-ე მუხლებზე, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94.3 და 180.4 მუხლებზე. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „დ...“-ის…
საქმე №ბს-887(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.01.2024
…დეპარტამენტს დაევალა, გადამხდელის მონაწილეობით ახლად წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციაზე (მათ შორის, საქონლის მოძრაობის შესახებ) დაყრდნობით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საკითხის დამატებით შესწავლა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).…
საქმე №ბს-1357(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2023
…ხოლო სარგებლის თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა წყაროსთან. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება იწვევს აქტით დარიცხული თანხების გაზრდას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის…
საქმე №ბს-340(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2023
…დაკავშირებით, რომ გასაჩივრებული დოკუმენტი შპს „I...“-ისათვის ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს 2016 წლის 31 დეკემბერს და შესაბამისად, მისთვის გასაჩივრების უფლების ვადა ამოიწურა 2017 წლის 30 იანვარს. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს სამართლიანობის, ობიექტურობის,…
საქმე №ას-1431-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2021
…კი საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებდა. 14. მხარემ კერძო საჩივარს დაურთო შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 7 ოქტომბრის #21-04/125097 ცნობა და მიუთითა, რომ ამ დოკუმენტით უდავოდ დასტურდება, რომ შემოსავლების სამსახურმა გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-5 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება და განსაზღვრა მომჩივანთა ურთიერთობის წესი. საჩივრის ზეპირი განხილვის თაობაზე სხდომის ჩატარების…
…საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის…
…მიერ გამოწერილი პირველადი დოკუმენტების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და საბანკო ამონაწერების შესწავლის საფუძველზე და დადგინდა, რომ დღგ-ის ნაწილში დასარიცხი თანხა აღემატება წინა გადაანგარიშების შედეგად დარჩენილ დღგ-ის თანხას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის შესაბამისად, რადგან დაუშვებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად მომჩივნის…
…პირთან მოხდა სიყალბის დადასტურება, მის მიერ შესყიდვის აქტი წარდგენილია სრულად და ნოტარიულად დადასტურებულია 69 მომწოდებელთან (რაც შეადგენს მთლიანი მომწოდებლების 53%-ს). შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული არგუმენტებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლზე დაყრდნობით, სამართლიანობის, ობიექტურობის, მხარეთა თანასწორობის და მიუკერძოებლობის პრინციპიდან გამომდინარე დავების განხილვის საბჭომ…
…იბეგრებოდა 2011 წლამდე მოქმედი კოდექსით, ხოლო ახალი საგადასახადო კოდექსით მოთამაშეებზე დაბეგვრის საკითხი არ განიხილება სტანდარტულ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ოპერაციად. გადამხდელი ასევე არ ეთანხმება აუდიტორის მსჯელობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლთან დაკავშირებით. განმარტავს, რომ შემოწმების საგანი იყო მოგების გადასახადის დარიცხვის კანონიერება, საშემოსავლო გადასახადის…
…ქმედება ან გადაწყვეტილება, ხოლო ამავე კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მომჩივანს უფლება აქვს შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილება გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში. საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის თანახმად დავის განმხილველი ორგანო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს სამართლიანობის, ობიექტურობის, მხარეთა თანასწორობისა და…