ბრძანება N 1547
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 1547
29 იანვარი 2026
ბრძანება
ი/მ "-------" (ს/ნ "-------")
(მის.: "-------")
2026 წლის 2 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 22 იანვრის სხდომაზე (ოქმი №4) განიხილა ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") 2026 წლის 2 იანვრის №99751/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 დეკემბრის №002-175 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის და გამოსაქვითი ხარჯების განსაზღვრას. განმარტავს, რომ შემმოწმებლის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე არ მოხდა გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და შესყიდვის აქტების შესწავლა. შემოწმება ისევ პირველადი საგადასახადო შემოწმების აქტის მონაცემებს ეყრდნობა და მიუთითებს, რომ გადამხდელს არ ჰქონდა ასახული 2023 წლის შემოსავალში 2023 წლის 29 მაისს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი 131 396 ლარის ოდენობით. ასევე უთითებს არასწორ ინფორმაციას, რომ გადამხდელის მიერ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა წარდგენილი არ ყოფილა. გადამხდელი განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 31 დეკემბრის №27813 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტს 15 დღის ვადაში წარუდგინა ბუღალტრული პროგრამა ორისის სრული ბაზა, სადაც ასახული იყო 2023 წლის 29 მაისს ჩატარებული ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისი და ასევე წარდგენილ იქნა შესყიდვის აქტები. გადამხდელი აცხადებს, რომ შემმოწმებლის მიერ არ იქნა შესრულებული შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრული დავალება. განმარტავს, რომ გააჩნია სააღრიცხვო დოკუმენტაცია სრულად, რომლითაც შესაძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ამასთან, ბუღალტრული ბაზა ნაწარმოებია ბასს-ის სტანდარტის შესაბამისად, დეტალურად არის ასახული ყველა საბუღალტრო ჩანაწერი, რომელიც მიესადაგება შემოსავლებისა და ხარჯების სრულყოფილ აღრიცხვას. მიიჩნევს, რომ ვინაიდან მის მიერ წარდგენილი არის სრულყოფილი ბუღალტრული ელექტრონული ბაზა და ასევე ყველა სააღრიცხვო დოკუმენტაცია აღნიშნული გამორიცხავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და ასევე წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტების არ გათვალისწინებას. აღნიშნავს, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი და დოკუმენტურად დადასტურებული ფასნამატი შეადგენს საშუალოდ 10%-ს (მათ შორის სასაქონლო ზედნადების ფასნამატი).
გადასახადის გადამხდელი ასევე აცხადებს, რომ შემმოწმებლის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 ივლისის №002-148 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული გადასახადი იყო 268 177,11 ლარი, ხოლო კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით გადასახადი შეადგენს 307 721,63 ლარს, შესაბამისად განხორციელდა საგადასახადო ვალდებულების დამძიმება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 ივლისის №14616 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 31 დეკემბრის №27813 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 ივლისის №14616 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 1 დეკემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 4 დეკემბრის №002-175 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებით გადაანგარიშების ფარგლებში გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა ბუღალტრული პროგრამა ორისი, სადაც ასახულია ინდ. მეწარმის კუთვნილი საბანკო ანგარიშების მხოლოდ ნაწილი, სადაც ხდებოდა რეალიზებული საქონლისთვის თანხის ჩარიცხვა. შემოწმების მიერ შემოსავლები დათვლილია შემდეგი პრინციპით: საბანკო ამონაწერში საქონლის რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალს დამატებული აქვს სალარო აპარატში დაფიქსირებული თანხები. ასევე ის თანხები, სადაც პირადი ჩარიცხვები იყო საფუძვლად მითითებული და გადამხდელის მიერ მოხდა გაშიფრვა, როგორც საქონლის რეალიზაციიდან მიღებული თანხები. ამასთან, გადამხდელს არ ჰქონდა 2023 წლის შემოსავლაში ასახული 2023 წლის 29 მაისს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი 131 396 ლარის ოდენობით. აღნიშნული საკითხის გადამხდელის წარმომადგენელთან გავლის შედეგად და გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილი ყველა ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.
ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯთან დაკავშირებით, გადაანგარიშების ფარგლებში გადამხდელის მიერ წარმოდგენილია დამატებით შესყიდვის აქტები და ბუღალტრული პროგრამა ორისი, სადაც ასახულია წარმოდგენილი დოკუმენტები. შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინფორმაცია, თუმცა გადამხდელის მიერ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა შემოწმების პროცესში წარმოდგენილი არ ყოფილა, რადგან მისივე ზეპირი ახსნა-განმარტებით ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებდა.
შესაბამისად, შემოწმების მიერ შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე. ასევე, შემოწმების მიერ ჩატარდა ანალიზი და შემოსავალი გაანგარიშებულ იქნა პირდაპირი მეთოდითაც. შემაჯამებელი ანალიზის საფუძველზე, ვინაიდან არ გამოვლინდა აღნიშნული მეთოდებით გამოვლენილ შემოსავლებს შორის არსებითი სხვაობა, შემოწმების მიერ შემოსავლები დათვლილ იქნა შემდეგი პრინციპით: საბანკო ამონაწერებში საქონლის რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალს დამატებული აქვს სალარო აპარატში დაფიქისირბული თანხები. ასევე, ის თანხები, სადაც პირადი ჩარიცხვები იყო საფუძვლად მითითებული და გადამხდელის მიერ მოხდა გაშიფრვა, როგორც საქონლის რეალიზაციიდან მიღებული თანხები. ამასთან, გადამხდელს არ ჰქონდა 2023 წლის შემოსავლაში ასახული 2023 წლის 29 მაისს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი 131 396 ლარის ოდენობით.
გადაანგარიშების ფარგლებში შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა დამატებით წარმოდგენილი შესყიდვის აქტები (შესაბამისად გაზრდილ იქნა შესყიდული საქონლის ღირებულება და რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება) გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე და ანალიზის შედეგად მიღებული შედეგებით საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაკორექტირდა (გაიზარდა). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინფორმაცია, თუმცა გადამხდელის მიერ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა შემოწმების პროცესში წარდგენილი არ ყოფილა, რადგან მისივე ზეპირი ახსნა-განმარტებით ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას შემოწმებით ანალიზი გაკეთდა/შემოსავალი განისაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდით და ასევე პირდაპირი მეთოდითაც. ვინაიდან აღნიშნული მეთოდებით არ გამოვლინდა შემოსავლებს შორის არსებითი სხვაობა, შემოწმების მიერ შემოსავლები დათვლილ იქნა შემდეგი პრინციპით: საბანკო ამონაწერებში საქონლის რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალს დამატებული აქვს სალარო აპარატში დაფიქსირებული თანხები, ასევე ის თანხები, სადაც პირადი ჩარიცხვები იყო საფუძვლად მითითებული, თუმცა გადამხდელის მიერ მოხდა გაშიფრვა, როგორც საქონლის რეალიზაციიდან მიღებული თანხები. ასევე 2023 წლის შემოსავლაში ასახულ იქნა 2023 წლის 29 მაისს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი 131 396 ლარის ოდენობით, რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა შემოსავლაში ასახული.
გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილ იქნა დამატებით შესყიდვის აქტები და ბუღალტრული პროგრამა ორისი, სადაც ასახულია წარდგენილი დოკუმენტები და ასევე ასახულია ინდ. მეწარმის კუთვნილი საბანკო ანგარიშების მხოლოდ ნაწილი, სადაც ხდებოდა რეალიზებული საქონლისთვის თანხის ჩარიცხვა. გადაანგარიშების ფარგლებში შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა დამატებით წარდგენილი შესყიდვის აქტები (შესაბამისად გაზრდილ იქნა შესყიდული საქონლის ღირებულება და რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება) გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73- ე მუხლის საფუძველზე. ანალიზის შედეგად მიღებული შედეგებით საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაკორექტირდა (გაიზარდა). ვინაიდან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, გადამხდელი აცხადებს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა პირის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 ივლისის №002-148 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით ი/მ "-------"-ს გადასახადი დაერიცხა სულ - 268 177,11 ლარი, აქედან მიწის გადასახადი - 90 ლარი, საშემოსავლო გადასახადი 266 467,11 ლარი, ქონების გადასახადი 1 620 ლარი. ჯარიმა - 108 642,6 ლარი, საურავი 45 120 ლარი. ასევე დარიცხული გადასახადები, რომელთა გადახის ვადა მოთხოვნის გამოცემის თარიღისათვის არ დამდგარა: საშემოსავლო გადასახადი 16.09.2024 წ. - 25 439,18 ლარი, 16.12.2024 წ. -25 439,18 ლარი. ჯამში - 50 878,36 ლარი.
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 აპრილის №002-42 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, გადამხდელს გადასახადი განესაზღვრა სულ 307 721,63 ლარი, აქედან მიწის გადასახადი - 90 ლარი, საშემოსავლო გადასახადი - 306 011,63 ლარი, ქონების გადასახადი - 1 620 ლარი, ჯარიმა 105 037,25 ლარი, საურავი - 79 987,29 ლარი. აღნიშნულ კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში საშემოსავლო გადასახადის თანხის გაზრდა განპირობებულია შემდეგი მიზეზით: პირველად საგადასახადო მოთხოვნაში ასახულ საშემოსავლო გადასახადის თანხას - 268 177,11 ლარს დაემატა 50 878,36 ლარი (პირველად საგადასახადო მოთხოვნაში ასახული არდამდგარი საავანსოები, რომლებიც გადამხდელის ბარათზე ასახვას დაექვემდებარა 16.09.2024 წ. და 16.12.2024 წ.) და გამოაკლდა 2025 წლის 7 აპრილს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შესახებ შედგენილი დასკვნის საფუძველზე შემცირებული გადასახადის თანხა 7 212 ლარი და გამოაკლდა ამავე დასკვნით შემცირებული 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე გადასახდელები ჯამში 4 122 ლარი (ჯამი 307 721 ლარი).
აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 1 დეკემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. შესაბამისად, 2025 წლის 4 დეკემბრის №002-175 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით გადასახადის თანხა შეადგენს 307 721 ლარს. ამდენად, პირეველადი და კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნები შესაბამისობაშია.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის და გამოსაქვითი ხარჯების განსაზღვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელს არ ჰქონდა 2023 წლის შემოსავლაში ასახული 2023 წლის 29 მაისს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი 131 396 ლარის ოდენობით. აღნიშნული საკითხის გადამხდელის წარმომადგენელთან გავლის შედეგად და გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილი ყველა ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.
შემოწმების მიერ შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით სსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე. ასევე, შემოწმების მიერ ჩატარდა ანალიზი და შემოსავალი გაანგარიშებულ იქნა პირდაპირი მეთოდითაც. შემაჯამებელი ანალიზის საფუძველზე, ვინაიდან არ გამოვლინდა აღნიშნული მეთოდებით გამოვლენილ შემოსავლებს შორის არსებითი სხვაობა.გადამხდელს არ ჰქონდა 2023 წლის შემოსავლაში ასახული 2023 წლის 29 მაისს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი 131 396 ლარის ოდენობით.
ანალიზის შედეგად მიღებული შედეგებით საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაკორექტირდა.სსკ-ის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
304(21).