ბრძანება N 17887
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17887
07 აგვისტო 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--------ს“ (ს/ნ -------------)
(მის.: -----------------------------)
2026 წლის 8 ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 6 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №70) განიხილა შპს „--------ს“ (ს/ნ -------------) 2026 წლის 8 ივლისის №116165/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 26 ივნისის №094-20 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება წინა შემოწმებით უპროცენტო სესხად კვალიფიცირებულ თანხაზე დარიცხული პროცენტის საბაზრო ფასის შესაბამისად მომსახურების უსასყიდლოდ გაწევად დაკვალიფიცირებას და აღნიშნულის საფუძველზე მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 29-ე ნაწილის შესაბამისად, შპს „----“-ზე 2020 წელს გადახდილი ავანსის თანხა წარმოადგენს უიმედო მოთხოვნას, ვინაიდან აღნიშნული კომპანია ამოშლილია ----ის სარეგისტრაციო დოკუმენტებიდან. ამასთან, შემოწმებით ეს თანხა ერთხელ უკვე ჩაითვალა უპროცენტო სესხად და სესხის პროცენტი დაიბეგრა, რაც დღეისთვის კომპანიას გადახდილი აქვს. მიმდინარე შემოწმებით კი აღნიშნული თანხის ნაწილი იბეგრება და გაუგებარია როდემდე უნდა გაგრძელდეს, როცა ფაქტობრივად უცნობია თანხის პოტენციური დამბრუნებელი. ასევე, დამატებით აღნიშნავს, რომ თანხის მოთხოვნა ხანდაზმულია.
2. მომჩივანი არ ეთანხმება 2023 წლის აგვისტოს თვეში არარეზიდენტი კომპანიისთვის გადარიცხული ავანსის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და აღნიშნულის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ ავანსის ჩარიცხვის შემდგომ, როცა კომპანიამ დაინახა, რომ ვერ იღებდა შაქარს, მიმართა სს „---- ბანკს“. ბანკმა კი განუმარტა, რომ თაღლითების მიერ იყო გამოგზავნილი ინვოისი და კონტრაქტი შეცვლილი ბანკის მონაცემებით. რეალურად მომწოდებელმა კი დაადასტურა, რომ არასწორად გადაირიცხა თანხა (შეცვლილი მონაცემებით). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, საწარმომ მოცემული თანხა დაბეგრა მოგების გადასახადით და ამჟამად, ბანკის უსაფრთხოების სამსახურთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა თანხის დასაბრუნებლად. აქედან გამომდინარე, მომჩივანი მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სამეურნეო ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 27 მარტის №6941 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------ს“ (ს/ნ -------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 26 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 26 ივნისის №14184 ბრძანება და ამავე თარიღის №094–20 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 69 985 ლარი, მათ შორის გადასახადი 34 993 ლარი, ჯარიმა 34 992 ლარი და საურავი 0 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
. საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამისა და წინა შემოწმების მასალებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ შპს „---სა“ და არარეზიდენტ კომპანია შპს „-------ს“ შორის 2020 წლის 6 მარტს შაქრის მოწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 2020 წლის მარტის თვეში, შპს „-----მ“ მომწოდებელს ავანსად გადაურიცხა 3 521 600 რუბლი (134 925 ლარი). არარეზიდენტი იურიდიული პირის მიერ არ განხორციელებულა საქონლის მიწოდება. წინა საგადასახადო შემოწმებით 134 925 ლარი განხილული იქნა არარეზიდენტ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად, გაცემული სესხი და სესხზე დარიცხული პროცენტი (ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული იურიდიულ პირებზე გაცემული სესხის წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით) დაიბეგრა მოგების გადასახადით. აღნიშნული საკითხი გასაჩივრდა გადასახადის გადამხდელის მიერ, მაგრამ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მიერ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საკითხი გასაჩივრებულია სასამართლოში. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-7 ნაწილით, ასევე, 983 მუხლის პირველი ნაწილით და უპროცენტოდ გაცემული სესხი განიხილა მოგების გადასახადით დასაბეგრ ობიექტად, როგორც მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა საბაზრო ფასის (საბაზრო ფასი გაანგარიშდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთების მიხედვით) შესაბამისად. შედეგად, დამატებით მოგების გადასახადით დაბეგვრას დაექვემდებარება 54 928 ლარი (მოგების გადასახადის გარეშე). ასევე, საწარმოს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
. საწარმოს მიერ წარმოდგენილ საბუღალტრო პროგრამასა და საბანკო ანგარიშების ამონაწერებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ 2023 წლის აგვისტოს თვეში საწარმოს არარეზიდენტი კომპანიისთვის საქონლის შეძენისთვის წინასწარ ავანსის სახით საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული ჰქონდა 344 244 ლარი (130 460 დოლარის ექვივალენტი). საბუღალტრო პროგრამისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, საწარმოს აღნიშნული არარეზიდენტი კომპანიისგან საქონელი/მომსახურება არ მიუღია, ხოლო 2024 წლის მაისის თვეში გადარიცხული თანხა საწარმოს, როგორც ფულადი სახსრების უსასყიდლოდ გადაცემა დაბეგრილი ჰქონდა მოგების გადასახადით (საბუღალტრო პროგრამის აღწერაში მითითებულია - დაკარგული თანხის ჩამოწერა). აღნიშნულ საკითხზე, შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების შესაბამისად, ვინაიდან კმაყოფილდებოდა ყველა წინაპირობა, კერძოდ: ავანსის გადახდიდან გასული იყო გონივრული ვადა; საგადასახადო შემოწმების დასრულებამდე, საწარმოს არ ჰქონდა მიღებული შესაბამისი საქონელი/მომსახურება და საგადასახადო შემოწმების დანიშვნის თარიღამდე არ დასტურდებოდა ავანსის უკან დაბრუნება, არარეზიდენტ საწარმოზე გადახდილი თანხა დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის ამავე საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო დარიცხული მოგების გადასახადი შემცირდა. ასევე, საწარმოს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8-91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 981−984 მუხლებით გათვალისწინებული გადახდების/განაცემების არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, ხოლო თუ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი დამატებული ღირებულების გადასახადს მოიცავს − საბაზრო ფასით, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა.
შემოსავლების სამსახური, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის №ბს-854-846 (კ-16) საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც განიმარტა, რომ ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ სამეურნეო ოპერაცია თავისი არსით ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი არ იძლევა მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას, ის ეხება ბათილ, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს, მათ შორის თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებს და არა მართლზომიერ გარიგებებს, რომელთა შინაარსიც შეესაბამება მისივე ფორმას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამისა და წინა შემოწმების მასალებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 მარტს შაქრის მოწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „------მ“ მომწოდებელს ავანსად 2020 წლის მარტის თვეში გადაურიცხა 3 521 600 რუბლი (134 925 ლარი). არარეზიდენტი იურიდიული პირის მიერ არ განხორციელებულა საქონლის მიწოდება. წინა საგადასახადო შემოწმებით 134 925 ლარი განხილული იქნა არარეზიდენტ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად, გაცემული სესხი და სესხზე დარიცხული პროცენტი (ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული იურიდიულ პირებზე გაცემული სესხის წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით) დაიბეგრა მოგების გადასახადით. მიმდინარე შემოწმებამ უპროცენტოდ გაცემული სესხი განიხილა მოგების გადასახადით დასაბეგრ ობიექტად, როგორც მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა საბაზრო ფასის (საბაზრო ფასი გაანგარიშდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთების მიხედვით) შესაბამისად. შედეგად, დამატებით მოგების გადასახადით დაბეგვრას დაექვემდებარება 54 928 ლარი (მოგების გადასახადის გარეშე).
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება წინა შემოწმებით უპროცენტო სესხად კვალიფიცირებულ თანხაზე დარიცხული პროცენტის საბაზრო ფასის შესაბამისად მომსახურების უსასყიდლოდ გაწევად დაკვალიფიცირებას და აღნიშნულის საფუძველზე მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია წინა საგადასახადო შემოწმების აქტით უპროცენტო სესხად განხილულ თანხაზე მიმდინარე შემოწმებით დარიცხული პროცენტის საბაზრო ფასის შესაბამისად მომსახურების უსასყიდლოდ გაწევად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, წინა საგადასახადო შემოწმების აქტით უპროცენტო სესხად კვალიფიცირებულ თანხაზე მიმდინარე შემოწმებით დარიცხული პროცენტი განიხილოს ხელფასად და აღნიშნულის მიხედვით, დამძიმების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ 2023 წლის აგვისტოს თვეში საწარმოს არარეზიდენტი კომპანიისთვის საქონლის შეძენისთვის წინასწარ ავანსის სახით საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული ჰქონდა 344 244 ლარი, თუმცა საბუღალტრო პროგრამისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების თანახმად, საწარმოს აღნიშნული არარეზიდენტი კომპანიისგან საქონელი/მომსახურება არ მიუღია, ხოლო 2024 წლის მაისის თვეში გადარიცხული თანხა საწარმომ, როგორც ფულადი სახსრების უსასყიდლოდ გადაცემა დაბეგრა მოგების გადასახადით (საბუღალტრო პროგრამის აღწერაში მითითებულია - დაკარგული თანხის ჩამოწერა). შემოწმებით, მეთოდური მითითების გათვალისწინებით, ვინაიდან ავანსის გადახდიდან გასული იყო გონივრული ვადა; საგადასახადო შემოწმების დასრულებამდე, საწარმოს არ ჰქონდა მიღებული შესაბამისი საქონელი/მომსახურება და საგადასახადო შემოწმების დანიშვნის თარიღამდე არ დასტურდებოდა, ავანსის უკან დაბრუნება, არარეზიდენტ საწარმოზე გადახდილი თანხა დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის ამავე საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, საწარმოს მიერ არარეზიდენტ კომპანიაზე გადახდილი ავანსის თანხა, წარმოადგენს კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------ს“ (ს/ნ -------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, წინა საგადასახადო შემოწმების აქტით უპროცენტო სესხად კვალიფიცირებულ თანხაზე მიმდინარე შემოწმებით დარიცხული პროცენტი განიხილოს ხელფასად და აღნიშნულის მიხედვით, დამძიმების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება:
1. წინა შემოწმებით უპროცენტო სესხად კვალიფიცირებულ თანხაზე დარიცხული პროცენტის საბაზრო ფასის შესაბამისად მომსახურების უსასყიდლოდ გაწევად დაკვალიფიცირებას და აღნიშნულის საფუძველზე მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
2. 2023 წლის აგვისტოს თვეში არარეზიდენტი კომპანიისთვის გადარიცხული ავანსის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და აღნიშნულის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №6941 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №14184 ბრძანება და №094–20 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 69 985 ლარი, მათ შორის გადასახადი 34 993 ლარი, ჯარიმა 34 992 ლარი და საურავი 0 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება,რომ მომჩივანსა და არარეზიდენტ კომპანიას შორის 2020 წლის 6 მარტს შაქრის მოწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 2020 წლის მარტის თვეში მომჩვანმა მომწოდებელს ავანსად გადაურიცხა 3 521 600 რუბლი (134 925 ლარი). არარეზიდენტი იურიდიული პირის მიერ არ განხორციელებულა საქონლის მიწოდება. წინა საგადასახადო შემოწმებით 134 925 ლარი განხილული იქნა არარეზიდენტ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად, გაცემული სესხი და სესხზე დარიცხული პროცენტი (ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული იურიდიულ პირებზე გაცემული სესხის წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით) დაიბეგრა მოგების გადასახადით. აღნიშნული საკითხი გასაჩივრდა გადასახადის გადამხდელის მიერ, მაგრამ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მიერ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საკითხი გასაჩივრებულია სასამართლოში. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-7 ნაწილით, ასევე, 983 მუხლის პირველი ნაწილით და უპროცენტოდ გაცემული სესხი განიხილა მოგების გადასახადით დასაბეგრ ობიექტად, როგორც მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა საბაზრო ფასის (საბაზრო ფასი გაანგარიშდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთების მიხედვით) შესაბამისად. შედეგად, დამატებით მოგების გადასახადით დაბეგვრას დაექვემდებარება 54 928 ლარი (მოგების გადასახადის გარეშე). ასევე, საწარმოს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
ასევე, 2023 წლის აგვისტოს თვეში საწარმოს არარეზიდენტი კომპანიისთვის საქონლის შეძენისთვის წინასწარ ავანსის სახით საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული ჰქონდა 344 244 ლარი (130 460 დოლარის ექვივალენტი). საბუღალტრო პროგრამისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, საწარმოს აღნიშნული არარეზიდენტი კომპანიისგან საქონელი/მომსახურება არ მიუღია, ხოლო 2024 წლის მაისის თვეში გადარიცხული თანხა საწარმოს, როგორც ფულადი სახსრების უსასყიდლოდ გადაცემა დაბეგრილი ჰქონდა მოგების გადასახადით (საბუღალტრო პროგრამის აღწერაში მითითებულია - დაკარგული თანხის ჩამოწერა). აღნიშნულ საკითხზე, შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების შესაბამისად, ვინაიდან კმაყოფილდებოდა ყველა წინაპირობა, კერძოდ: ავანსის გადახდიდან გასული იყო გონივრული ვადა; საგადასახადო შემოწმების დასრულებამდე, საწარმოს არ ჰქონდა მიღებული შესაბამისი საქონელი/მომსახურება და საგადასახადო შემოწმების დანიშვნის თარიღამდე არ დასტურდებოდა ავანსის უკან დაბრუნება, არარეზიდენტ საწარმოზე გადახდილი თანხა დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის ამავე საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო დარიცხული მოგების გადასახადი შემცირდა. ასევე, საწარმოს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია წინა საგადასახადო შემოწმების აქტით უპროცენტო სესხად განხილულ თანხაზე მიმდინარე შემოწმებით დარიცხული პროცენტის საბაზრო ფასის შესაბამისად მომსახურების უსასყიდლოდ გაწევად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, წინა საგადასახადო შემოწმების აქტით უპროცენტო სესხად კვალიფიცირებულ თანხაზე მიმდინარე შემოწმებით დარიცხული პროცენტი განიხილოს ხელფასად და აღნიშნულის მიხედვით, დამძიმების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ხოლო,მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, საწარმოს მიერ არარეზიდენტ კომპანიაზე გადახდილი ავანსის თანხა, წარმოადგენს კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9,,ბ“); 97(1 „გ“.7); 983(1); 101(1.2 „ბ“); 154(1 ,,ა“ .2 „ა“ და „ბ“);