ბრძანება N 10838

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.05.2026
№ დოკუმენტი 10838
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 10838

15 მაისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ---)

(ფაქტ. მის.:---) 2025 წლის 8 აგვისტოს, 2026 წლის 19, 30 მარტის და 21 აპრილის

საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 16 იანვრის, 1 და 22 აპრილის სხდომებზე (ოქმები №3, №28 და №33) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 17 დეკემბრის №26196/2/2025 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2025 წლის 8 აგვისტოს №97437/1/2025 საჩივარი და გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი 2026 წლის 19 მარტის №677993 (რეგ. №101416/1/2026), 30 მარტის №101537/1/2026 და 21 აპრილის №101886/1/2026 საჩივარები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 ივლისის №081-191 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით ერთობლივი შემოსავლის გაზრდას დეკლარირებული გამოქვითვების შემცირებით. აცხადებს, რომ აუდიტორს შემოწმების/გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელისგან არ მოუთხოვია დოკუმენტაცია. ამასთან, გადაანგარიშების ეტაპზე შემმოწმებელი შემოიფარგლა მხოლოდ ---ში მდებარე 46 ობიექტით, რომლებსაც 2012 წლის შემდეგ აღარ აქვთ წარდგენილი დეკლარაციები და აღარ დაინტერესდა სხვა 500-ზე მეტი აზარტული თამაშების ოპერატორის საქმიანობით, რომლებიც შეიძლება პირდაპირ არ ყოფილიყო რელევანტური, მაგრამ გარკვეული დაშვებების გათვალისწინებით შესაძლოა გაცილებით მეტი ინფორმაციის მატარებელი ყოფილიყო. ასევე, აუდიტორმა არ გამოიკვლია ქ.---ში, 2012 წლამდე მოქმედი ობიექტების შესახებ ინფორმაცია იყო თუ არა ჩატარებული მათი საგადასახადო შემოწმება 2008-2012 წლებში და ასევე წარდგენილი ჰქონდათ თუ არა ამავე პერიოდში დეკლარაციები. აცხადებს, რომ გადაანგარიშების დასკვნას თან არ ერთვის დასაბუთება, დოკუმენტაცია, ანალიზი, გაანგარიშება მ.შ. რა ფორმულები გამოიყენა აუდიტორმა. ასევე არ არის მითითებული ფისკალური მეხსიერებიდან ამოღებული ინფორმაცია რა პერიოდს მოიცავს.

გადამხდელი აგრეთვე აღნიშნავს, რომ თუ აუდიტორი დაეყრდნო სათამაშო აპარატების გაანგარიშებას, აქედან გამომდინარე შემცირდა მოგების გადასახადი და საწარმოში არ შესულა იმ რაოდენობის თანხები, რაც მოგების გადასახადით იყო დასაბეგრი, ესე იგი განხორციელდა ამ თანხების მოთამაშეებისათვის დაბრუნება, რაც ფიქსირებულად 12%-ით იბეგრებოდა 2011 წლამდე მოქმედი კოდექსით, ხოლო ახალი საგადასახადო კოდექსით მოთამაშეებზე დაბეგვრის საკითხი არ განიხილება სტანდარტულ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ოპერაციად. გადამხდელი ასევე არ ეთანხმება აუდიტორის მსჯელობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლთან დაკავშირებით. განმარტავს, რომ შემოწმების საგანი იყო მოგების გადასახადის დარიცხვის კანონიერება, საშემოსავლო გადასახადის ნაწილს გადაანგარიშება არ შეხებია და აღნიშნული არ წარმოადგენდა დავის საგანს.

გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გაუგზავნა საქმისწარმოების მასალები, კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2010 წლის 22 დეკემბრის №21.24.06/9119 წერილი და 2010 წლის 22 დეკემბერს ჩატარებული სათათბირო საბჭოს №31 სხდომის ოქმი, რომელიც შეეხება სათამაშო აპარატების ოპერატორი კომპანიების „სლოტ კლუბების“ არაპირდაპირი მეთოდით შემოწმების მიზანშეწონილობის და მის ფარგლებს. გადამხდელი განმარტავს, რომ აღნიშნული კორესპონდენცია არც ფორმით და არც შინაარსით არ გამოდგება რამის შესადარებლად ან რამის განსასაზღვრად. საკითხი ეხება არა კაზინოებს არამედ „სლოტ კლუბებს“, რომელთა ხარჯები გაცილებით ნაკლებია ვიდრე კაზინოსი. აუდიტორი დაეყრდნო მხოლოდ აღნიშნულ მიმოწერას. არ მომხდარა აღნიშნული მიმოწერის შედეგების შესწავლა. მიმოწერით არ დასტურდება თუ რომელი წლების და რა პერიოდების პროცენტული მაჩვენებლებია მოყვანილი. არაფერია ნათქვამი და არც აუდიტორმა მოიძია ინფორმაცია ხსენებულ მიმოწერაში მითითებული პირების მიმართ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საბოლოო შედეგებზე. აუდიტორმა კაზინოს საქმიანობა შეაფასა სლოტ კლუბის გაუგებარი დროისა და პერიოდის შიდა უწყებრივი მიმოწერით.

ამასთან, არც ერთი მაკორექტირებელი დაშვება არ განხორციელებულა ბიზნესის ერთი სახეობის მეორეთი შემოსავალ-გასავლის დასაზუსტებლად. აგრეთვე, შიდა მიმოწერაში მითითებულია, რომ რადგან სლოტ კლუბის საქმიანობა არ მოიცავს მხოლოდ სათამაშო აპარატებს, არაპირდაპირი შემოწმება უნდა ატარებდეს მხოლოდ თემატურ ხასიათს - მხოლოდ სლოტ აპარატებთან მიმართებაში. ამდენად გაუგებარია, როგორ შეიძლება აღნიშნული დოკუმენტით საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.

გადამხდელი ასევე მიუთითებს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაზე და აცხადებს, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი შიდა მიმოწერა ყველაზე მეტად წააგავს შედარების მეთოდს, რომლის ჩატარების მეთოდიკაც განსაზღვრულია 23-ე მუხლში. გადამხდელი აცხადებს, რომ აღნიშნული მოთხოვნებიდან არც ერთი არ არის დაცული და გათვალისწინებული გადამხდელის ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის პროცესში.

დასკვნაში არ არის მოცემული მსჯელობა, რა მეთოდი აირჩა, დაცული იქნა თუ არა შესადარისი პირების მითითებით განსაზღვრული კრიტერიუმები და ა.შ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემული დასკვნა და მისგან გამომდინარე აქტები არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ექვემდებარება გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 13 მარტის №5499 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით სრულყოფილად შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 13 მარტის №5499 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 3 ივლისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს 2014 წლის 5 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 14 ივლისის №081-191 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნულ კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2025 წლის 8 აგვისტოს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 5 ნოემბრის №24446 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2025 წლის 17 დეკემბრის №26196/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 5 ნოემბრის №24446 ბრძანება და საჩივარი, პირველი დავის საგნის ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 17 დეკემბრის №26196/2/2025 გადაწყვეტილებაში მითითებულია: „საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებული საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს“.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შემოწმების პროცესში დამატებით შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახული ინფორმაცია და საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. გაკეთებული ანალიზის მიხედვით, 2008-2012 წლების საანგარიშო პერიოდზე „აზარტული თამაშების საქმიანობები“ უფიქსირდება 600-მდე გადასახადის გადამხდელს. თითოეული გადასახადის გადამხდელის მონაცემების დამუშავების შედეგად, ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ქ. ----ში, 46 გადასახადის გადამხდელი ფიქსირდება, რომლებიც ეწეოდნენ აზარტული თამაშის ოპერირებას. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ 46 გადასახადის გადამხდელიდან დეკლარაციები 2012 წლის შემდეგ არცერთს არ აქვს ჩაბარებული და ფაქტიურად საქმიანობა გაჩერებული აქვთ. შესაბამისად, შემოწმების პროცესში მათგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად ინფორმაცია გამოთხოვილი ვერ იქნებოდა. გადასახადის გადამხდელისგან არც დავის პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი არანაირი დოკუმენტაცია, რაც შემოწმებას საშუალებას მისცემდა წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები.

შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმების მსვლელობისას გადაანგარიშების პროცესში გამოყენებული იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის დებულებები და ანალიზი გაკეთებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით არსებულ მასალებზე, საგადასახადო ორგანოში არსებულ დოკუმენტაციაზე და შესაბამის პერიოდში მოქმედ კანონმდებლობაზე დაყრდნობით.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის (2011 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი) მოთხოვნები, კერძოდ: გადასახადის გადამხდელი ვალდებულია უზრუნველყოს იმ დოკუმენტების შენახვა 6 წლის ვადით, რომელთა საფუძველზედაც ხდება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტების აღრიცხვა და საგადასახადო დეკლარაციების შედგენა, აგრეთვე შემოსავლისა და მოგების მიღების, გაწეული ხარჯებისა და გადახდილი ან/და დაკავებული გადასახადების დადასტურება. ასევე დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილი (2011 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილი), ვინაიდან საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით შეუძლებელია გადამხდელის საქმიანობასთან დაკავშირებული ოპერაციების კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 136-ე, 73-ე, 49-ე და 61-ე მუხლებით (შესაბამისად 2011 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე, 199-ე, 104-ე, 51-ე და 68-ე მუხლებით) და გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა ხელთ არსებულ დოკუმენტაციასა და ინფორმაციაზე დაყრდნობით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, ასევე იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებებით, რომლებიც ეხება მსგავს შემთხვევებში, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის პრინციპებს, კერძოდ: აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2010 წლის ოქტომბერში ქვეყნის მასშტაბით სათამაშო აპარატების ფისკალური მეხსიერებებიდან ამოღებული ინფორმაციის მიხედვით შედგენილი ოქმების დამუშავების შედეგად მიღებული მონაცემებით ერთი სათამაშო აპარატის დღიურმა შემოსავალმა (IN) ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, გარდა ---სა, საშუალოდ შეადგინა 210 ლარი, ხოლო სათამაშო აპარატების დღიური გასავლების (OUT) მაჩვენებელმა - შემოსავლების 85%, მოთამაშეებზე გაცემულმა გადახდის წყაროსთან დასაბეგრმა მოგებამ - თითოეული სათამაშო აპარატის დღიური გასავლის 67%.

ზემოთხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად (ძვ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლი), გაკეთებულ იქნა ანალიზი, რომლის მიხედვითაც შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლით მოთამაშებზე გაცემული მოგებები ხარჯში იქნა გათვალისწინებული, რამაც გამოიწვია შემოწმებით განსაზღვრული მოგების გადასახადის შემცირება, მაგრამ შესაბამის პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ფიზიკურ პირებზე გაცემული მოგებები წარმოადგენდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზას 12-20% განაკვეთით, რაც სალდირებულად გამოიწვევს მეტი გადასახადის დარიცხვას და გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმებას.

ზემოთხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შემოწმებით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადაანგარიშების ეტაპზე საგადასახადო შემოწმების მიერ დამატებით შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში და საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. გაკეთებული ანალიზის შესაბამისად დადგინდა, რომ ქ. ---ში, ფიქსირდება 46 გადასახადის გადამხდელი, რომელიც ეწეოდა აზარტული თამაშის ოპერირებას. ამასთან, აღნიშნულ გადამხდელებს გაჩერებული აქვთ საქმიანობა. ამდენად, შემოწმების პროცესში მათგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, ინფორმაციის გამოთხოვა ვერ განხორციელდა.

ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების/გადაანგარიშების ეტაპზეც არ მომხდარა დოკუმენტების წარდგენა, რაც შემოწმებას საშუალებას მისცემდა აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გადაანგარიშების ეტაპზე ანალიზი გაკეთებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით არსებულ მასალებზე, საგადასახადო ორგანოში არსებულ დოკუმენტაციაზე და შესაბამის პერიოდში მოქმედ კანონმდებლობაზე დაყრდნობით. ასევე, შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებებით, რომლებიც ეხება მსგავს შემთხვევებში, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის პრინციპებს. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმება შემოიფარგლა მხოლოდ ქ. ---ში მდებარე კაზინოების მონაცემებით. ამასთან, საგადასახადო შემოწმების/გადაანგარიშების პროცესში, შესაბამის პერიოდში ქ. ---ში არსებული კაზინოების მონაცემებითაც გაკეთებულია ანალიზი, რაზეც 2015 წლის 30 ივნისის შედგენილია დასკვნა.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 18 ნოემბრის №107795-21-14 წერილით, შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის საარქივო სამმართველოდან გამოითხოვა 2010 წლიდან შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტების ელექტრონული ასლები, რომლებიც მოიცავდა წინა საგადასახადო პერიოდსაც.

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საგადასახადო შემოწმება კომპანიებში ჩატარებულია იგივე მეთოდით, რა მეთოდითაც შემოწმებამ იხელმძღვანელა დასკვნის შედგენის/ფორმირებისას. კერძოდ: აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2010 წლის ოქტომბერში ქვეყნის მასშტაბით სათამაშო აპარატების ფისკალური მეხსიერებებიდან ამოღებული ინფორმაციის მიხედვით შედგენილი ოქმების დამუშავების შედეგად მიღებული მონაცემებით ერთი სათამაშო აპარატის დღიურმა შემოსავალმა (IN) ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, გარდა ----, საშუალოდ შეადგინა 210 ლარი, ხოლო სათამაშო აპარატების დღიური გასავლების (OUT) მაჩვენებელმა - შემოსავლების 85%, მოთამაშეებზე გაცემულმა გადახდის წყაროსთან დასაბეგრმა მოგებამ - თითოეული სათამაშო აპარატის დღიური გასავლის 67%.

ზემოთხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის (ძვ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლი) შესაბამისად, გაკეთებულ იქნა ანალიზი, რომლის მიხედვითაც შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლით მოთამაშებზე გაცემული მოგებები ხარჯში იქნა გათვალისწინებული, რამაც გამოიწვია შემოწმებით განსაზღვრული მოგების გადასახადის შემცირება, თუმცა შესაბამის პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ფიზიკურ პირებზე გაცემული მოგებები წარმოადგენდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზას 12-20%-იანი განაკვეთით, რაც სალდირებულად გამოიწვევს მეტი გადასახადის დარიცხვას და გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმებას.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 16 იანვრის სხდომაზე გადასახადის გადამხდელმა განმარტა, რომ აუდიტის დეპარტამენტიდან 2025 წლის 24 ივლისის №569969 განცხადებით მოითხოვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელსაც აუდიტორი დაეყრდნო 2025 წლის 3 ივლისის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნის შედგენისას, თუმცა აღნიშნული მასალები აუდიტის დეპარტამენტიდან არ მიუღია.

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ აუდიტის დეპარტამენტს დაავალა გადასახადის გადამხდელისთვის მიეწოდებინა 2025 წლის 3 ივლისის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნის შედგენისას გამოყენებული ინფორმაცია პირის პერსონალური მონაცემების დაცვით. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 13 თებერვლის №21-14/9759 წერილით გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა 2025 წლის 3 ივლისის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნის შედგენისას გამოყენებული ინფორმაცია, პირის პერსონალური მონაცემების დაცვით, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 22 დეკემბერს ჩატარებული სათათბირო საბჭოს №31 სხდომის ოქმი და აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2010 წლის 22 დეკემბრის №21.24.06/9119 წერილი. გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2026 წლის 10 მარტს. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგადაც არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემული დასკვნა და მისგან გამომდინარე აქტები არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ექვემდებარება გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებამ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა ხელთ არსებულ დოკუმენტაციასა და ინფორმაციაზე დაყრდნობით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, ასევე იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებებით, რომლებიც ეხება მსგავს შემთხვევებში, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის პრინციპებს, კერძოდ: აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2010 წლის ოქტომბერში ქვეყნის მასშტაბით სათამაშო აპარატების ფისკალური მეხსიერებებიდან ამოღებული ინფორმაციის მიხედვით შედგენილი ოქმების დამუშავების შედეგად მიღებული მონაცემებით ერთი სათამაშო აპარატის დღიურმა შემოსავალმა (IN) ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, საშუალოდ შეადგინა 210 ლარი, ხოლო სათამაშო აპარატების დღიური გასავლების (OUT) მაჩვენებელმა - შემოსავლების 85%, მოთამაშეებზე გაცემულმა გადახდის წყაროსთან დასაბეგრმა მოგებამ - თითოეული სათამაშო აპარატის დღიური გასავლის 67%.

ზემოთხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, გაკეთებულ იქნა ანალიზი, რომლის მიხედვითაც შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლით მოთამაშეებზე გაცემული მოგებები ხარჯში იქნა გათვალისწინებული, რამაც გამოიწვია შემოწმებით განსაზღვრული მოგების გადასახადის შემცირება, მაგრამ შესაბამის პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ფიზიკურ პირებზე გაცემული მოგებები წარმოადგენდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზას 12-20% განაკვეთით, რაც სალდირებულად გამოიწვევს მეტი გადასახადის დარიცხვას და გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმებას.

ზემოთხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შემოწმებით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21.