ბრძანება N 24950
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24950
30 ოქტომბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ----- (ს/ნ ----- ) (ფაქტ. მის.:----- )
2026 წლის 20 ოქტომბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 22 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი N 95) განიხილა ი/მ ----- ----- (ს/ნ ----- ) 2026 წლის 20 ოქტომბრის N 105124/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 16 ოქტომბრის N 249-32 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 27 მაისის N 11620 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები: საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 27 მაისის N 11620 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ ----- ----- (ს/ნ ----- ) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
1. ,,ი/მ ----- ----- (ს/ნ ----- ) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობა გადაანაწილოს სრულ პერიოდზე (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის თარიღამდე არსებულ სრულ/არასრულ საანგარიშო პერიოდებზე), საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს საგადასახადო შემოწმებით მოცული პერიოდის ფარგლებში და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 27 მაისის N 11620 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 13 ოქტომბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად ი/მ ----- (ს/ნ ----- ) არ შეუმცირდა დარიცხული თანხები. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 16 ოქტომბრის N 249-32 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 25 928 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 14 803 ლარი;
ჯარიმა - 7 401 ლარი;
საურავი - 3 724 ლარი;.
აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით:
შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 21 ივლისის N 16287 ბრძანების საფუძველზე ი/მ ----- ----- ჩატარებული სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის შედეგები. შესაბამისად, გამოვლენილ არადოკუმენტურ რეალიზაციაზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, გავრცელებულ იქნა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი და დასაბეგრი ბრუნვის სხვაობა განისაზღვრა 82 232 ლარის ოდენობით. შემოწმების მიერ დადგენილსა და პირის მიერ დეკლარირებულს შორის გამოვლენილი სხვაობის თანხა ჩართულ იქნა 2025 წლის პერიოდების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. ვინაიდან, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, შემოწმებას დაევალა სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობის გადანაწილება სრულ შესამოწმებელ პერიოდზე (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის თარიღამდე არსებულ სრულ/არასრულ საანგარიშო პერიოდებზე) და აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება გამოიწვევდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმებას, შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო შემოწმების შედეგები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და აცხადებს, რომ ვინაიდან საგადასახადო შემოწმებით დადგენილსა და დეკლარირებულს შორის გამოვლენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის სხვაობა, 82 232 ლარი, შემოწმების მიერ ჩართულ იქნა მხოლოდ 2025 წლის საანგარიშო პერიოდების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში (პირველი იანვრიდან პირველ ივნისამდე პერიოდში), შესაბამისად, მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 27 მაისის N 11620 ბრძანების აღსრულების ფარგლებში, საგადასახადო შემოწმების მიერ გამოვლენილი დასაბეგრი ბრუნვის სხვაობის გადანაწილება უნდა მომხდარიყო 2025 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის 21 ივლისის ჩათვლით პერიოდზე და არა სრულ შესამოწმებელ პერიოდზე. ამდენად, ვერ იზიარებს შემოწმების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება გამოიწვევდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმებას. აქედან გამომდინარე, ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
შემოსავლების სამსახური:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, ვინაიდან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 21 ივლისის ბრძანებით სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა განხორციელდა შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ და საქმის გარემოებებით დადგენილი არ არის, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოდან აღნიშნული პროცედურის ჩატარებამდე პერიოდში მომჩივანს საქმიანობა შეჩერებული ჰქონდა (საქონლის რეალიზაცია არ განუხორციელებია), სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობის რეალიზებულად განხილვის დროს, სხვაობის გადანაწილება მიზანშეწონილია არა მხოლოდ დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების პროპორციულად, არამედ, სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის თარიღამდე არსებულ სრულ/არასრულ საანგარიშო პერიოდებზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობა, რომელიც შემოწმების მიერ მიჩნეულ იქნა არადოკუმენტურ რეალიზაციად, გავრცელდა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი და ჩაერთო 2025 წლის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში, გადაანაწილოს ინვენტარიზაციის მიზნებისთვის განსაზღვრულ 2025 წლის 21 ივლისის ჩათვლით პერიოდზე და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ----- ----- (ს/ნ ----- ) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობა, რომელიც შემოწმების მიერ მიჩნეულ იქნა არადოკუმენტურ რეალიზაციად, გავრცელდა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი და ჩაერთო 2025 წლის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში, გადაანაწილოს ინვენტარიზაციის მიზნებისთვის განსაზღვრულ 2025 წლის 21 ივლისის ჩათვლით პერიოდზე და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 27 მაისის N 11620 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები:
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მიუხედავად, აუდიტის დეპარტამენტმა დარიცხული თანხები არ შეუმცირა და მომჩივანს კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა წარუდგინა.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა, უნდა განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 275; 158; 159;.