ბრძანება N 25357
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25357
19 ნოემბერი 2025
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
(მის.: „-------“)
2025 წლის 21 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 6 ნოემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №92) განიხილა შპს „------“ (ს/ნ „-------“) 2025 წლის 21 სექტემბრის №98084/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 22 აგვისტოს №001-194 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
მომჩივანი აცხადებს, რომ შემოწმებას სალაროს არაგონივრული ნაშთის განსაზღვრისას არ უხელმძღვანელია „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის შესაბამისად. მიუთითებს, რომ შემოწმებას გაანგარიშებაში არ აქვს გათვალისწინებული საწარმოს სრული საკასო შემოსავალი და საკასო ხარჯი, ასევე არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი და ხარჯი, აგრეთვე ამავე მეთოდური მითითების შესაბამისად გამოთვლილი საშემოსავლო გაგადასახადით დასაბეგრი ბაზა, რომელიც „საშუალო“ კატეგორიის გადასახადის გადამხდელთან შეადგენს არანაკლებ 10 000 ლარს. ითხოვს, რომ დადგინდეს სალაროს გონივრული ნაშთი სალაროში, ამას დაემატოს საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთი და აღნიშნულით შემცირდეს დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნეული თანხა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 11 აგვისტოს №18008 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 ივნისის №001-94 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2025 წლის 11 ივლისის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „------“ (ს/ნ „------“ ) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე გონივრული ნაშთის გაანგარიშების და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 11 აგვისტოს №18008 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 20 აგვისტოს დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 22 აგვისტოს №001-194 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოწმების მიერ განხორციელდა საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე გონივრული ნაშთის გაანგარიშება და საგადასახადო ვალდებულებების შესწავლა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის შესაბამისად და დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდში (კალენდარული თვე) შემოწმებით განსაზღვრული საკასო შემოსავლის და საკასო ხარჯის მეათედი (9 082 ლარი) ნაკლებია საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ სალაროს ნაშთზე (40 924 ლარი). ვინაიდან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, შემოწმების მიერ, აღნიშნულ საკითხში დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე გონივრული ნაშთი გაანგარიშდა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის შესაბამისად და დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდში შემოწმებით განსაზღვრული საკასო შემოსავლის და საკასო ხარჯის მეათედი ნაკლები იყო საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ სალაროს ნაშთზე. ამდენად, აღნიშნულ საკითხში დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს, რომ დადგინდეს სალაროს გონივრული ნაშთი სალაროში, ამას დაემატოს საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთი და აღნიშნულით შემცირდეს დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნეული თანხა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების მიერ განხორციელდა საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე გონივრული ნაშთის გაანგარიშება და საგადასახადო ვალდებულებების შესწავლა და დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდში შემოწმებით განსაზღვრული საკასო შემოსავლის და საკასო ხარჯის მეათედი ნაკლებია საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ სალაროს ნაშთზე.ვინაიდან, სსკ-ის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, შემოწმების მიერ, აღნიშნულ საკითხში დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
304(21).