გადაწყვეტილება №25118/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 04.06.2025
№ დოკუმენტი 25118/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№25118/2/2025

04 ივნისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: (უსფ) შპს „-------“ (ს/ნ„-------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი/საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,29.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება (უსფ) შპს „---------“-ს 26.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25118/2/2025).

 

დავის საგანი:

1. სხვაობა დეკლარირებულსა და საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ბრუნვას შორის;

2. უარი კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე;

3. საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია გასაჩივრების ვადა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი 31.08.2023 წლის №005-12 საგადასახადო მოთხოვნა;

2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარატამენტის 27.09.2023 წლის ID:„-------“წერილი;

3. საგადასახადო მონიტორინგის დეპარატამენტის 8.01.2024 წლის ID:„-------“ წერილი;

4. საგადასახადო მონიტორინგის დეპარატამენტის 29.05.2024 წლის ID:„-------“ წერილი;

5. საგადასახადო მონიტორინგის დეპარატამენტის 23.07.2024 წლის ID:„-------“ წერილი;

6. საგადასახადო მონიტორინგის დეპარატამენტის 29.10.2024 წლის ID:„-------“ წერილი;

7. აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2024 წლის №005-184 საგადასახადო მოთხოვნა;

8. შემოსავლების სამსახურის 18.03.2025 წლის №4657 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 20 072,63 ლარი (31.08.2023 წლის №005-12 საგადასახადო მოთხოვნა).

მათ შორის:

დღგ - 18 656

საურავი - 1 416,63

დარიცხული თანხა: 4 347,28 ლარი (19.12.2024 წლის №005-184 საგადასახადო მოთხოვნა).

მათ შორის:

დღგ - 2 348

ჯარიმა - 1 174

საურავი - 825,28

 

ფაქტების აღწერა

მომჩივანმა 2023 წლის 13 სექტემბერს (ID: „-------“ , შტრიხკოდი: „-------“ ), 2023 წლის 2 დეკემბერს (ID: „-------“ , შტრიხკოდი:„-------“ ), 2024 წლის 19 აპრილს (ID: „-------“ , შტრიხკოდი: „-------“ ), 2024 წლის 5 ივლისს (ID: „-------“ , შტრიხკოდი: „-------“ ) და 2024 წლის 11 ოქტომბერს (ID: „-------“ , შტრიხკოდი: „-------“ ) მიმართა შემოსავლების სამსახურს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

შემოსავლების სამსახურის, 2023 წლის 27 სექტემბრის (ID: „-------“ , შტრიხკოდი: „-------“ ), 2024 წლის 8 იანვრის (ID: „-------“ , შტრიხკოდი: „-------“ ), 2024 წლის 29 მაისის (ID: „-------“ , შტრიხკოდი: „-------“ ), 2024 წლის 23 ივლისის (ID: „-------“ , შტრიხკოდი: „-------“ ) და 2024 წლის 29 ოქტომბრის (ID: „-------“ , შტრიხკოდი: „-------“ ) წერილებით მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

ამასთან მომჩივანს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 31.08.2023 წლის №002129 ბრძანებით და ამავე თარიღის №005-12 საგადასახადო მოთხოვნით დაერიცხა დღგ, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2024 წლის №005-184 საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 დეკემბრის №005-184 საგადასახადო მოთხოვნა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 27 სექტემბრის ID:„-------“ , 2024 წლის 8 იანვრის ID:„-------“ , 2024 წლის 29 მაისის ID:„-------“ , 2024 წლის 23 ივლისის ID:„-------“ და 2024 წლის 29 ოქტომბრის ID:„-------“ კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებები და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 31 აგვისტოს №005-12 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 18.03.2025 წლის №4657 ბრძანებით საჩივარი:

- პირველ სადავო საკითხთან, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 დეკემბრის №005-184 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, სადავო საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2023 წლის 14 დეკემბრის №31614 ბრძანების შესაბამისად და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

- საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი 31.08.2023 წლის №005-12 საგადასახადო მოთხოვნა დარჩა განუხილველი.

-დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 18.03.2025 წლის №4657 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 300-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. დავის განმხილველი ორგანო საჩივარს წარმოებაში არ იღებს, თუ იგი არ აკმაყოფილებს შემდეგ პროცედურულ მოთხოვნებს: ა) საჩივარში არ არის მითითებული მომჩივნის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;

ბ) საჩივარში არ არის მითითებული მომჩივნის საკონტაქტო მონაცემები; გ) საჩივრიდან არ ირკვევა მოთხოვნის არსი; დ) საჩივარს არ ერთვის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მის გამოცემასთან დაკავშირებული დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) საჩივრის ან მისთვის დართული დოკუმენტების გვერდები დაუნომრავია; ვ) საჩივარი ან მისთვის დართული დოკუმენტაცია არ იკითხება; ზ) საჩივარი ან მისთვის დართული დოკუმენტი არ არის შედგენილი საქართველოს სახელმწიფო ენაზე; თ) საჩივარი ხელმოუწერელია; ი) საჩივარი წარმომადგენლის მიერ არის წარდგენილი და მას არ ერთვის წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს, მომჩივანს წერილობით ეცნობება ამის შესახებ და მიეცემა არანაკლებ 5 დღე საჩივარში არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად. დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, მომჩივნის მოტივირებული მოთხოვნის შემთხვევაში გააგრძელოს ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადა.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს და მომჩივანმა ხარვეზი არ გამოასწორა დავის განმხილველი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.

ვინაიდან, საჩივარი არ აკმაყოფილებდა საგადასახადო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს, (საჩივრიდან არ ირკვეოდა მოთხოვნის არსი, საჩივარს არ ერთვოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მის გამოცემასთან დაკავშირებული დოკუმენტის ასლი), მომჩივანს 29.04.2025 წლის №03/30545 წერილით დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა მისი გამოსწორების ვადა - წერილის ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღე. ასევე განემარტა, რომ მითითებულ ვადაში დადგენილი ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

გადასახადის გადამხდელი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 29.04.2025 წლის №03/30545 წერილს გაეცნო 13.05.2025 წელს. მიუხედავად იმისა, რომ ხარვეზის შეტყობინების გაცნობიდან საჩივრის განხილვამდე ხარვეზის წერილთან დაკავშირებით, განხორციელდა არაერთი სატელეფონო კომუნიკაცია გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან, რომელიც გამოთქვამდა მზაობას ხარვეზის გამოსასწორებლად, მომჩივანს ხარვეზი არ გამოუსწორებია.

აღნიშნული გარემოებების და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ხარვეზი გამოსწორებული არ არის, საბჭოს მიაჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა დააზუსტოს 2022 წლის დღგ-ის დეკლარაციები.

2. გადამხდელი ითხოვს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.

3. მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 31 აგვისტოს №005-12 საგადასახადო მოთხოვნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანმა მიმართა შემოსავლების სამსახურს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების თაობაზე. შემოსავლების სამსახურის წერილებით მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამასთან მომჩივანს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანებით და ამავე თარიღის საგადასახადო მოთხოვნით დაერიცხა დღგ, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებები და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

301(ვ).