გადაწყვეტილება №27686/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27686/2/2026
07 აგვისტო 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ ------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,31.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „-----“-ის 30.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27686/2/2026).
დავის საგანი:
უარი ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 24.04.2026 წლის №ID:---- შესაგებელი;
2. შემოსავლების სამსახურის 10.06.2026 წლის №12703 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
კომპანიის მიერ 21.04.2026 წელს აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილია გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა ID:----. აუდიტის დეპარტამენტის 24.04.2026 წლის №ID:---- შესაგებლით მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული შესაგებელი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 10.06.2026 წლის №12703 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
დავების განხილვის საბჭოში საჩივარი წარმოდგენილია საფოსტო დაწესებულების მეშვეობით. საჩივარს ხელს აწერს დ.----ძე და საჩივრის „წარმომადგენლის“ გრაფაში მითითებულია ----ძე. საჩივარს ახლავს მხოლოდ შემოსავლების სამსახურის 10.06.2026 წლის №12703 ბრძანება.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, გრაფაში „კომპანიის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა“ მითითებულია დირექტორი ----ი (-------) -----ი, ერთპიროვნული.
ვინაიდან, საჩივარი არ აკმაყოფილებდა საგადასახადო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს, საჩივარს არ ერთვოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოცემასთან დაკავშირებული დოკუმენტის ასლი (აუდიტის დეპარტამენტის 24.04.2026 წლის №ID:--- შესაგებელი) და წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მომჩივანს 1.07.2026 წლის №--/-- წერილით დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა მისი გამოსწორების ვადა - წერილის ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღე. ასევე განემარტა, მითითებულ ვადაში დადგენილი ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობის შედეგებზე.
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახული მონაცემებით ხსენებულ წერილს ადრესატი, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 15.07.2026 წელს.
საჩივარზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე დაკავშირებისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გამოასწორებდა მითითებულ ხარვეზს, თუმცა საჩივრის განხილვისას ხარვეზი გამოსწორებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს და მომჩივანმა ხარვეზი არ გამოასწორა დავის განმხილველი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.
აღნიშნული გარემოებების და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ხარვეზი გამოსწორებული არ არის, საბჭოს მიაჩნია, რომ სახეზეა საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განუხილველად დატოვების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
უარი ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის მიერ 21.04.2026 წელს აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილია გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა . აუდიტის დეპარტამენტის 24.04.2026 წლის შესაგებლით მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული შესაგებელი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №12703 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს და მომჩივანმა ხარვეზი არ გამოასწორა დავის განმხილველი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.
აღნიშნული გარემოებების და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ხარვეზი გამოსწორებული არ არის, საბჭოს მიაჩნია, რომ სახეზეა საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განუხილველად დატოვების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301-ე მუხლის „ვ“;