გადაწყვეტილება №25666/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 04.11.2025
№ დოკუმენტი 25666/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25666/2/2025

04 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ----- (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 17.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 18.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 25666/2/2025).

 

დავის საგანი:

არ ირკვევა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 29 ივლისის N 16858 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა:

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდში საკონტროლო - სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 27 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა 2025 წლის 3 ივნისის N 11331 ბრძანება და ამავე თარიღის N 005-65 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 29 ივლისის N 16858 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168- ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

წარმოდგენილი არ არის საჩივრის ტექსტი.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 300-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს წარმოებაში არ იღებს, თუ იგი არ აკმაყოფილებს შემდეგ პროცედურულ მოთხოვნებს:

გ) საჩივრიდან არ ირკვევა მოთხოვნის არსი;

დ) საჩივარს არ ერთვის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მის გამოცემასთან დაკავშირებული დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ვინაიდან, საჩივარი არ აკმაყოფილებდა აღნიშნულ მოთხოვნებს, მომჩივანს 18.08.2025 წლის N ------ წერილით დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა მისი გამოსწორების ვადა - წერილის ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღე. ამავე წერილით განემარტა ხარვეზის გამოუსწორებლობის შედეგებზე.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემის მონაცემების მიხედვით, მომჩივანი ხარვეზის წერილს ელექტრონულად გაეცნო 19.08.2025 წელს. მომჩივანს ხარვეზი არ გამოუსწორებია.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს და მომჩივანმა ხარვეზი არ გამოასწორა დავის განმხილველი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.

აღნიშნული გარემოებების და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ხარვეზი გამოსწორებული არ არის, საბჭოს მიაჩნია, რომ სახეზეა საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განუხილველად დატოვების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შედეგები აისახა 2025 წლის 27 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება:

აღნიშნული გარემოებების და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ხარვეზი გამოსწორებული არ არის, საბჭოს მიაჩნია, რომ სახეზეა საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განუხილველად დატოვების საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 300-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები;, 301-ე მუხლის „ვ“;.