გადაწყვეტილება №87525/1/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№87525/1/2024
17 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“(ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“7.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №87525/1/2024).
დავის საგანი:
არ ირკვევა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2023 წლის №081-316 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 5.02.2024 წლის №1929 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 125 503,08 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 75 945
დღგ - 27 536
საშემოსავლო გადასახადი - 48 409
ჯარიმა - 38 896
საურავი - 10 662.08
ფაქტების აღწერა
კომპანიის საქმიანობაა სარწყავი სისტემებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა, ასევე სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, წყლის ავზების მოწყობა. საწარმო საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის გზით.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა საწარმოს საქმიანობის 2021 წლის 1 ივნისიდან 2023 წლის 1 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 1 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2023 წლის №31570 ბრძანება და №081-316 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 5.02.2024 წლის №1929 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს და მომჩივანმა ხარვეზი არ გამოასწორა დავის განმხილველი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.
დავების განხილვის საბჭოში საჩივარი წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის მეშვეობით, გადმოგზავნილია კუთვნილებისამებრ, საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
ვინაიდან, საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს (საჩივარში არ იყო მითითებული საკონტაქტო მონაცემები (მისამართი); არ ირკვევა მოთხოვნის არსი (ასაჩივრებდა თუ არა შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარზე მიღებულ შემოსავლების სამსახურის ბრძანებას), არ ერთვოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოცემასთან დაკავშირებული დოკუმენტის ასლი), მომჩივანს 9.02.2024 წლის №---------- წერილით დაუდგინდა ხარვეზი და მისი გამოსწორებისთვის მიეცა ვადა - წერილის ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღე. ამავე წერილით განემარტა, მითითებულ ვადაში დადგენილი ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობის შედეგებზე.
ხსენებულ ხარვეზის წერილს მომჩივანი ელექტრონულად გაეცნო ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 2024 წლის 1 მარტს. მომჩივანს ხარვეზი არ გამოუსწორებია.
აღნიშნული გარემოებების და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ხარვეზი გამოსწორებული არ არის, საბჭოს მიაჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში არ ირკვევა საჩივრის შინაარსი.
ფაქტობრივი გარემოებები
ვინაიდან, საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს (საჩივარში არ იყო მითითებული საკონტაქტო მონაცემები (მისამართი); არ ირკვევა მოთხოვნის არსი (ასაჩივრებდა თუ არა შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარზე მიღებულ შემოსავლების სამსახურის ბრძანებას), არ ერთვოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოცემასთან დაკავშირებული დოკუმენტის ასლი), მომჩივანს 9.02.2024 წლის წერილით დაუდგინდა ხარვეზი და მისი გამოსწორებისთვის მიეცა ვადა - წერილის ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღე. ამავე წერილით განემარტა, მითითებულ ვადაში დადგენილი ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობის შედეგებზე.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან აღნიშნული გარემოებების და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ხარვეზი გამოსწორებული არ არის, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(ვ).