ბრძანება N 12694

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 10.06.2026
№ დოკუმენტი 12694
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 12694

10 ივნისი 2026

ბრძანება

ფ/პ "--------" (პ/ნ "--------")

(მის:"--------")

2026 წლის 18 მაისის საჩივრის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 4 ივნისის სხდომაზე (ოქმი №47) განიხილა ფ/პ "--------"-ის (პ/ნ "--------") 2026 წლის 18 მაისის №81019/01 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 სექტემბრის №007-238 საგადასახადო მოთხოვნას და ითხოვს დავის განახლებას ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო.

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს ახლად აღმოჩენილი გარემოების გათვალისწინებით დავის განახლებას და დარიცხული თანხების გაუქმებას. განმარტავს, რომ ეკონომიკურ საქმიანობას არასოდეს ახორციელებდა. ნათესავის თხოვნით ხელი მოაწერა სესხის ხელშეკრულებას, როგორც კრედიტორმა. მის მიერ ხელმოწერილი ყველა გარიგებით (რის საფუძველზეც ცნობილ იქნა ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირად) შეინიღბა მის ნათესავებსა და სხვადასხვა პირებს შორის დადებული სასყიდლიანი სესხის ხელშეკრულებები. მისი „წარმომადგენელი“ (ნათესავი) აწარმოებდა ყველაფერს და ის ხელს აწერდა მის მიერ შედგენილ განცხადებებს, იმ იმედით, რომ ნათესავი გადაიხდიდა გადასახადებს და მას ზიანი არ მიადგებოდა. ასევე, გადამხდელის განმარტებით, მისმა ნათესავებმა მის წინააღმდეგ ჩაიდინეს თაღლითბა. აღნიშნული დანაშაული წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რაც დავის განახლების საფუძველია.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ივლისის №16997 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ "--------"-ის (პ/ნ "--------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 11 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 აგვისტოს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 12 სექტემბრის №22123 ბრძანება და ამავე თარიღის №007-238 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 40 203 ლარი, მათ შორის, გადასახადი 25 076 ლარი, ჯარიმა 9 682 ლარი, საურავი 5 445 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა 10 ივნისი 2026 N 12694 შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 24 ოქტომბრის №26130 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო 2026 წლის 8 აპრილის №8426 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების ან მტკიცებულების საფუძვლით დავის განახლების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის თანახმად:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.

2. დავის განახლების მოთხოვნით დავის განმხილველი ორგანოსათვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ მომჩივანს.

3. მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, წინამდებარე საჩივრის განხილვის დროს დადგენილ გარემოებაზე, რომ პირი ახორციელებს სესხის სახით გაცემული თანხის სანაცვლოდ საპროცენტო სარგებლის მიღებას და სესხად გაცემული ფულადი სახსრების უზრუნველყოფას ახდენს მსესხებელი პირის საკუთრებაში მყოფი უძრავი ქონებით, ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებების საფუძველზე. შემოწმებამ მოახდინა გადამხდელის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების ანალიზი და კონკრეტული ოპერაციებზე მისაღები სარგებლის განსაზღვრისთვის დაეყრდნო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. ამასთან, პირს რეალიზებული აქვს ნასყიდობაგამოსყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე მის საკუთრებაში გადასული უძრავი ქონება, ასევე ნასყიდობა- გამოსყიდვის ხელშეკრულებით გასხვისებული აქვს უძრავი ქონება, რომლის უკან გამოსყიდვაც არ მომხდარა. შემოწმებით, გადასახადის გადამხდელს, მის მიერ მიღებული შემოსავლებიდან გამომდინარე, განესაზღვრა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი ვალდებულია, დაამტკიცოს, რომ კონკრეტული გარემოება, რომელსაც იგი ემყარება დავის განახლების მოთხოვნისას, ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებაა და აღნიშნული გარემოების შესახებ არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არ არის ისეთი გარემოებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების საფუძველი. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 სექტემბრის №007-238 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 სექტემბრის №007-238 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 ოქტომბრის №26130 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, ხოლო 2026 წლის 8 აპრილის №8426 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე და 301-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ "--------"-ის (პ/ნ "--------") საჩივარი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

2.ფ/პ "--------"-ის (პ/ნ "--------") საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 სექტემბრის №007-238 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს ახლად აღმოჩენილი გარემოების გათვალისწინებით დავის განახლებას და დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 11 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 აგვისტოს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 12 სექტემბრის №22123 ბრძანება და ამავე თარიღის №007-238 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახდელად განესაზღვრა სულ 40 203 ლარი.ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა ,რომელიც არ დაკმაყოფილდა, ხოლო 2026 წლის 8 აპრილის №8426 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

301(ზ).