განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017001804719
საქმე №3ბ/2821-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ლევან მურუსიძე
მოსამართლეები - ნინო ქადაგიძე, შორენა ყაველაშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი - თ----- ტ--–----ე
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - მ------ კ------–-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს ,,კ-----“
წარმომადგენლები - რ---- მ---------–ი, ჯ----– ლ------ე, თ---------- მ--–--------ი, თ----- მაისურაძე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეეგის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება
1. სააპელაციო საჩივრების ავტორების მოთხოვნა
1.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.
1.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს „კ-----“-ს (ს/კ N2--------) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება (საჩივარი N1---------); ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 08 ივნისის ბრძანება და დაევალა სსიპ შემოსავლების სამსახურს შპს „კ-----ს“ 2015 წლის 01 აპრილის განცხადების განხილვა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის უფლებამოსილმა პირმა (უფროსი ინსპექტორი) 2009 წლის 08 დეკემბერს შეადგინა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი სერია სას N 0------ სადაც მიეთითა: დარღვეულია სსკ-ის 247 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები ა) ფ ბბ-05 N1---, ბბ-05 N1------, ბ) ბბ-05 N1------, ბბ-05 N1-----3 სსკ-ის 132 მუხლით, 4---0,46, სსკ-ის 132-ე მუხლით 4920,9. სამართალდარღვევის პირის დასახელება: შპს „კ-----“ (ს/ნ N2--------). ხელმოწერილია ოქმის შემდგენი პირის მიერ. გრაფაში ,, 0. შენიშვნები და განმარტებები" მითითებულია: ,,ოქმი შედგენილია საგამოძიებო სამსახურის წერილის საფუძველზე. ოქმის განხილვა შედგება 11.12.2009 წ. თბილისის რეგიონალურ ცენტრში.
2.2.2. თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) მომსახურების სამმართველოს მონაცემთა დამუშავების განყოფილების ინსპექტორის 09.12.2009 წლის №0----------- მოხსენებითი ბარათით, თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) უფროსს ეცნობა, რომ თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) მომსახურების სამმართველოს მონაცემთა დამუშავების განყოფილებაში შემოსულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2009 წლის 02 დეკემბრის N1------------- წერილი უკანონო (უსაქონლო ოპერაციით) მიღებული ჩათვლების შესახებ. უკანონო ჩათვლის მოთხოვნის შემთხვევაში იგი ექვემდებარება გაუქმებას, ხოლო გადამხდელის მიმართ უნდა გატარდეს საგადასახადო სანქციები ,,საგადასახადო სამართალდარღვევებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 132-ე და 138-ე მუხლებით გათვალისწინებული სანქციების გამოყენების შესახებ".
საგადასახადო ინსპექციის კომპიუტერულ ბაზაში არსებული მონაცემებით და ზემოაღნიშნული წერილით დგინდება, რომ შპს „კ-----“-ს (ს/ნ N2--------) 1) 2008 წლის ივლისის თვის დღგ-ს დეკლარაციასთან ერთად ჩათვლაზე წარმოდგენილი აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურა სერია ბბ-05 N1---552 დღგ-ს თანხა 3120.25 ლარი; 2) 2008 წლის აგვისტოს თვის დღგ-ს დეკლარაციასთან ერთად ჩათვლაზე წარმოდგენილი აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურა სერია ბბ-05 N1------ დღგ-ს თანხა 5061.35 ლარი; 3) 2008 წლის ოქტომბრის თვის დღგ-ს დეკლარაციასთან ერთად ჩათვლაზე წარმოდგენილი აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურა სერია ბბ-05 N1-----2 დღგ-ს თანხა 5221.52 ლარი; 4) 2008 წლის ნოემბრის თვის დღგ-ს დეკლარაციასთან ერთად ჩათვლაზე წარმოდგენილი აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურა სერია ბბ-05 N1------ დღგ-ს თანხა 3231.61 ლარი; 5) 2008 წლის დეკემბრის თვის დღგ-ს დეკლარაციასთან ერთად ჩათვლაზე წარმოდგენილი აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურა სერია ბბ-05 N1-----3 დღგ-ს თანხა 3630.50 ლარი;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს „კ-----“-ს (ს/ნ N2--------) გაუუქმდა ზედმეტად ჩათვლილი დღგ-ს თანხა, სულ 20265.23 ლარის ოდენობით. 1) 3120.25 ლარი დაერიცხება ძირითადი გადასახადის სახით 2008 წლის 15 აგვისტოსათვის; 2) 5061.15 ლარი დაერიცხება ძირითადი გადასახადის სახით 2008 წლის 15 სექტემბრისათვის; 3) 5221.52 ლარი დაერიცხება ძირითადი გადასახადის სახით 2008 წლის 17 ნოემბრისათვის; 4) 3231.61 ლარი დაერიცხება ძირითადი გადასახადის სახით 2008 წლის 15 დეკემბრისათვის; 5) 3630.50 ლარი დაერიცხება ძირითადი გადასახადის სახით 2009 წლის 15 იანვრისათვის. მიეთითა, რომ აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შედგენილია (08/12/2009წ) ოქმი N 0----- სსკ-ის 138-ე მუხლით 4---0.46 ლარით (200%), ხოლო 132-ე მუხლით, 4920.92 ლარით დაჯარიმების შესახებ.
შენიშვნა: შპს „კ-----“-ს (ს/ნ N2--------) 2008 წლის ოქტომბრის თვის დღგ-ს დეკლარაციით ბიუჯეტში გადასახდელი თანხა არ უფიქსირდება, შესაბამისად, სსკ-ის 132-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა არ ეკისრება.
2.2.3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (თბილისის საგადასახადო ინსპექცია) 2009 წლის 11 დეკემბრის N1------ ბრძანების - შპს „კ-----“-ს (ს/ნ N2--------) მიმართ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დარიცხვის შესახებ" - თანახმად, შპს „კ-----“-ს (ს/ნ N2--------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისად, თბილისის რეგიონალური ცენტრის მომსახურების სამმართველოს მონაცემთა დამუშავების განყოფილების ინსპექტორის 09.12.2009 წლის N0----------- მოხსენებითი ბარათის, 2009 წლის 8 დეკემბრის საგადასახადო სამართალდარღვევის სერია სას N 0----- ოქმის საფუძველზე გაუქმდა ზედმეტად ჩათვლილი დღგ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა გადასახადის თანხა შემდეგი ოდენობით: ძირითადი: 20265.23 ლარი, სსკ-ის 132 მუხლით, 4 920, 92 ლარი, სსკ-ის 138-ე მუხლით - 40 513,46 ლარი.
2.2.4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (თბილისის საგადასახადო ინსპექცია) 2009 წლის 14 დეკემბრის №1------ საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, შპს „კ------ს" (ს/ნ N2--------) სსკ-ის 245-247, 132, 140-ე მუხლების საფუძველზე გადასახდელად დაერიცხა: დღგ: გადასახადის ძირითადი თანხა - 16 634,73 ლარი, ჯარიმა - 45 451,38 ლარი, სულ 62086.11 ლარი. საგადასახადო მოთხოვნა, ბრძანებასა და ოქმთან ერთად ჩაბარდა საზოგადოების დირექტორს 17.12.2009 წელს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 08 დეკემბრის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი სერია სას N 0----- ( ს. ფ. 23; ტ.-I);
- თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) მომსახურების სამმართველოს მონაცემთა დამუშავების განყოფილების ინსპექტორის 09.12.2009 წლის №0----------- მოხსენებითი ბარათი ( ს. ფ. 25; ტ.-I);
- თბილისის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 11 დეკემბრის №1------ ბრძანება (ს. ფ. 21-22; ტ -I);
- თბილისის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 14 დეკემბრის №1------ საგადასახადო მოთხოვნა (ს. ფ. 24; ტ -I).
2.2.5. კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილების (საქმე N3/1------) თანახმად, 1) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 7 ოქტომბრის N4---- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 13 მარტის N6-------- გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს შპს „კ-----ს“ 2013 წლის 02 ოქტომბრის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილების (საქმე N3/1------) თანახმად: მოსარჩელე არის შპს ,,კ-----"; მოპასუხეები - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სსიპ შემოსავლების სამსახური; დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად აღიარება, სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობის დადგენა.
სარჩელის მოთხოვნა: 1) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 7 ოქტომბრის N4---- ბრძანება; 2) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 13 მარტის N6-------- გადაწყვეტილება (საჩივარი N6--------); 3) დადგინდეს, რომ არ წარმოშობილა შპს ,,კ-----ს" მიმართ დავალიანების დარიცხვისა და მისი გადახდის მოთხოვნის საგადასახადო-ვალდებულებითი სამართლებრივი ურთიერთობა თბილისის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 8 დეკემბრის საგადასახადო სამართალდარღვევის №0----- ოქმის, 2009 წლის 11 დეკემბრის №1------ ბრძანებისა და 2009 წლის 14 დეკემბრის №1------ „საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე; 4) არარა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებად იქნეს აღიარებული თბილისის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 8 დეკემბრის საგადასახადო სამართალდარღვევის №0----- ოქმი, 2009 წლის 11 დეკემბრის №1------ ბრძანება და 2009 წლის 14 დეკემბრის №1------ საგადასახადო მოთხოვნა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება (საქმე N3/1------) ( ს.ფ. 34-45; ტ -I).
2.2.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 თებერვლის სხდომის ოქმიდან ამონაწერის (საქმე N3/1------) საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 25.02.2015 წლის N16----------- მომართვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას გადმოეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველოს გამომძიებელის 2009 წლის 02 დეკემბრის №1------------- მიმართვა თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) უფროსის მოადგილის სახელზე. დანართი: ,,1" წერილი.
2.2.7. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველოს 02.12. 2009 წლის N1------------- წერილით (დანართი N1), თბილისის რეგიონალურ ცენტრს, 2009 წლის 27 ნოემბრის (თბილისის საგადასახადო ინსპექცია) N16------------- წერილის პასუხად, რომლითაც მოითხოვეს ინფორმაცია შპს ,,პო----"-ს (ს/ნ 205228421) შემოწმების აქტით გამოვლენილი დამატებით დასარიცხი თანხების შესახებ, ეცნობათ, რომ შპს ,,პო----"-ს შემოწმების აქტის დანართში მითითებულ ორგანიზაციებში დოკუმენტალური შემოწმებები მათ მიერ დანიშნული არ არის და მათ მიმართ სათანადო ღონისძიებები უნდა გატარდეს საგადასახადო ინსპექციის მიერ.
2.2.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 მარტის სხდომის ოქმიდან ამონაწერის (საქმე N3/1------) საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სმინისტროს საგამოძიებო სამსახურის 08.04.2015 წლის N2------------ წერილით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას წერილობით ეცნობა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველოს 02.12.2009 წლის N1------------- წერილი დაკავშირებული იყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველოს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის N0-------- საქმის გამოძიებასთან. სისხლის სამართლის N0-------- საქმე 2011 წლის 13 იანვარს წარმართულია თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 2009 წლის 27 ნოემბრის წერილი სავარაუდოდ უნდა ერთვოდეს სისხლის სამართლის N0-------- საქმის მასალებს და მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას მიაწოდენ 2015 წლის 27 მარტის სხდომის ოქმიდან ამონაწერის (საქმე N3/1------) საფუძველზე მოთხოვნილი 2009 წლის 27 ნოემბრის წერილი. სისხლის სამართლის N0-------- საქმიდან ცალკე წარმოებად გამოეყო და წარიმართა სისხლის სამართლის N092101023 საქმე შპს ,,პო----ს" დირექტორის მიმართ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2015 წლის 2 თებერვლის N16----------- წერილი და დანართი N1 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2009 წლის 02 დეკემბრის №1------------- წერილი ( ს. ფ. 46- 47; ტ -I);
- საქართველოს ფინანსთა სმინისტროს საგამოძიებო სამსახურის 08.04. 2015 წლის N2------------ წერილი. ( ს. ფ. 53; ტ -I).
2.2.9. 2015 წლის 01 აპრილს შპს „კ------მ" (ს/ნ 2--------) განცხადებით (ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის განხილვის განახლებისა და ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის შესახებ) მიმართა სსიპ შემოასავლების სამსახურს და მოითხოვა: 1) განახლდეს შპს „კ------ს" მიმართ ადმინისტრაციული წარმოება ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოების/ მტკიცებულების საფუძვლით; 2) ბათილად იქნეს ცნობილი: 2.1. თბილისის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 08 დეკემბრის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N0-----; 2.2. თბილისის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 11 დეკემბრის N1------ ბრძანება; 2.3. თბილისის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 14 დეკემბრის N1------ „საგადასახადო მოთხოვნა“; 2.4. შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 07 ოქტომბრის N4---- ბრძანება; 2.5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება.
განცხადებაში აღინიშნა, რომ შპს „კ------ს" მიმართ გადასახადების დარიცხვის, 2009 წლის 08 დეკემბრის N0----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, თბილისის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 11 დეკემბრის N1------ ბრძანების და 2009 წლის 14 დეკემბრის N1------ საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის საფუძვლად მითითებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2009 წლის 02 დეკემბრის №1------------- წერილი. შპს „კ------მ" წერილობით არაერთხელ მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომლითაც მოითხოვდა საგამოძიებო სამსახურის 2009 წლის 02 დეკემბრის №1------------- წერილს, რაც არ ჩაბარებია საჩივრის წარდგენის დღემდე. საგადასახადო ორგანოს 2013 წლის 24 აპრილის წერილობითი ინორმაციით დასტურდება, რომ აღნიშნული წერილი არქივში არ არის დაცული და არ იძებნება. საგამოძიებო სამსახურის 2009 წლის 02 დეკემბრის №1------------- წერილი გამოთხოვილი იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ, რაც ჩაბარდათ 2015 წლის 10 მარტს. აღნიშნული წერილით მათთვის ცნობილი გახდა იმ ახალი გარემოების (მტკიცებულების) შესახებ, რომ აღნიშნული წერილი საერთოდ არ ეხება შპს ,,კ-----ს" და წერილში ნახსენებია შპს ,,პო----" და არა შპს ,,კ-----". შპს ,,პო----" არის ის კომპანია, რომლისგანაც შპს ,,კ-----მ" შეიძინა სამშენებლო მასალები და გამოიწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. საგამოძიებო სამსახურის 2009 წლის 02 დეკემბრის №1------------- წერილიდან ირკვევა, რომ საუბარია უსაქონლო ოპერაციაზე, მაშინ როდესაც შპს ,,კ-----მ" გამყიდველის (სპს ,,პო----ს") მიერ გამოწერილი ანგარიშ/ფაქტურების საფუძველზე რეალურად მართალაც შეიძინა სამშენებლო მასალები (აგური, და სხვა), რისი დამადასტურებელი დოკუმენტებიც რეალურად არსებობს და ხელთ აქვთ საგადასახადო ორგანოს.
2.2.10. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 08 ივნისის N1---- ბრძანების (შპს „კ-----“-ს (ს/ნ 2--------) 2015 წლის 06 ივნისის საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე) თანახმად, შპს „კ-----“-ს (ს/ნ 2--------) 2015 წლის 06 ივნისის საჩივარი დარჩა განუხილველი. ბრძანებაში აღინიშნა: შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭომ 2015 წლის 05 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი N53) მიიჩნია, რომ შპს „კ------ს" (ს/ნ 2--------) საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: გადამხდელი ითხოვს ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის განხილვის განახლებას და ადმინისტრაციული აქტების გაუქმებას (2009 წლის 14 დეკემბრის N1------ „საგადასახადო მოთხოვნა“). როგორც საქმეზე არსებული მასალებით დგინდება, გადამხდელმა იგივე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს (გზავნილი 22.05.2014 წ N2675/21). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ი“ პუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ „მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს“.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,კ-----ს" საჩივარი (ს.ფ. 77-85; ტ -I);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 08 ივნისის ბრძანება N1---- (ს.ფ. 86; ტ -I).
2.2.11. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით (საჩივარი N1---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილებაში მიეთითა: მომჩივანი: შპს „კ-----“ ს/ნ 2--------; შემმოწმებელი: შემოსავლების სამსახური; დავის საგანი: დავის განახლება ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო; გასაჩივრებული გადაწყვეტილება: შემოსავლების სამსახურის 08.06.2015 წლის №1---- ბრძანება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება; შემოსავლების სამსახურის 7.10.2013 წლის №4---- ბრძანება; თბილისის რეგიონული ცენტრის 14.12.2009 წლის №1------ საგადასახადო მოთხოვნა; თბილისის რეგიონული ცენტრის 11.12.2009 წლის №1------ ბრძანება; თბილისის რეგიონული ცენტრის 08.12.2009 წლის №0----- სამართალდარღვევის ოქმი; ფაქტების აღწერა: შპს „კ-----მ“ თბილისის რეგიონული ცენტრის 8.12.2009წ. №0----- სამართალდარღვევის ოქმის, 11.12.2009წ. №1------ ბრძანების და 14.12.2009წ. №1------ „საგადასახადო მოთხოვნის“ გაუქმების მოთხოვნით საჩივარი წარადგინა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.10.2013წ. №4---- ბრძანების თანახმად საჩივარი დარჩა განუხილველი. შემოსავლების სამსახურის ზემოაღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საბჭოში, რომლის 13.03.2014 წლის გადაწყვეტილებით საჩივარი დარჩა განუხილველი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ პუნქტის შესაბამისად. ახლადაღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო საგადასახადო დავის განახლების და სადავო ადმინისტრაციული აქტების გაუქმების მოთხოვნით შპს „კ-----ს“ მიერ საჩივარი წარდგენილი იყო შემოსავლების სამსახურში, შემოსავლების სამსახურის 8.06.2015 წლის №1---- ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ი“ პუნქტის შესაბამისად.
დავების განხილვის საბჭომ მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, „დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს.“
შემოსავლების სამსახურის 08.06.2015 წლის №1---- ბრძანებით, შპს „კ-----ს“ 06.04.2015 წლის საჩივარი ახლადაღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის განხილვის განახლებისა და ადმინისტრაციული აქტების გაუქმების (2009 წლის 14 დეკემბრის №1------ „საგადასახადო მოთხოვნა“) თაობაზე დარჩა განუხილველი, იმ მოტივით, რომ მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის 11.08.2015 წლის №114272-08 წერილის თანახმად, შპს „კ-----ს“ სასარჩელო განცხადება იხილება პირველი ინსტანციის სასამართლოში. შპს „კ-----ს“ სასარჩელო განცხადების თანახმად, მომჩივანი ითხოვს: 1. შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 7 ოქტომბრის №4---- ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებას; 2. ითხოვს დადგენას, რომ შპს „კ-----ს“ მიმართ დავალიანების დარიცხვისა და მისი გადახდის მოთხოვნის საგადასახადო-ვალდებულებითი სამართლებრივი ურთიერთობა არ წარმოშობილა თბილისის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 8 დეკემბრის საგადასახადო სამართალდარღვევის №0----- ოქმის, 2009 წლის 11 დეკემბრის თბილისის რეგიონალური ცენტრის №1------ ბრძანებისა და 2009 წლის 14 დეკემბრის №1------ „საგადასახადო მოთხოვნის“ საფუძველზე. 3. შემდეგი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად აღიარებას: ა) თბილისის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 8 დეკემბრის საგადასახადო სამართალდარღვევის №0----- ოქმი; ბ) თბილისის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 11 დეკემბრის №1------ ბრძანება; გ) თბილისის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 14 დეკემბრის №1------ „საგადასახადო მოთხოვნა“.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „კ-----ს“ 06.04.2015 წლის საჩივრის განუხილველად დატოვება იმ საფუძვლით, რომ მომჩივანმა მიმართა იმავე დავის საგანზე სასამართლოს არამართლზომიერია. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის N473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 8.06.2015 წლის №1---- ბრძანება და საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.“
საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 299–ე მუხლის მე–7 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.“
მომჩივნის განმარტებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებას წარმოადგენს ის გარემოება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2009 წლის 2 დეკემბრის №1------------- წერილი (რომელიც ადრე ვერ იქნა მოძიებული თავად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ) არსებობს და თანაც აღნიშნული წერილი არ ეხება შპს „კ-----ს“ მიმართ გადასახადების დარიცხვას, არამედ იგი ეხება სულ სხვა კომპანიას - შპს „პ----კს“.
საგამოძიებო სამსახურის 2009 წლის 2 დეკემბრის №1------------- წერილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს (თბილისის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) ეცნობა, რომ „შპს „პ----კი“-ს შემოწმების აქტის დანართში მითითებულ ორგანიზაციებში დოკუმენტური შემოწმებები ჩვენს მიერ დანიშნული არ არის და მათ მიმართ სათანადო ღონისძიებები უნდა გატარდეს საგადასახადო ინსპექციის მიერ.“
2011 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 68-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, „საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს განახორციელოს თითოეული გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის კუთვნილი საგადასახადო ვალდებულების დარიცხვა ამ კოდექსისა და საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტების მიხედვით, შემდეგი ერთი ან ერთზე მეტი ინფორმაციის წყაროს საფუძველზე: შემოწმების მასალები და სხვა სათანადო ინფორმაცია, რომელიც ცნობილია საგადასახადო ორგანოსათვის.“
ამდენად, საგამოძიებო სამსახურის ზემოაღნიშნულ წერილში მითითებული ინფორმაცია, საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებულ იქნა ცნობად, რაზეც შედგა შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმი, მომჩივანს წარედგინა გასაჩივრებული ბრძანება და „საგადასახადო მოთხოვნა“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომლის დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო დავის განახლების საფუძველი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება (საჩივარი N1---------) ( ს.ფ. 100-106; ტ -I).
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.3.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.
2.3.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.1. მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
2.3.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1.1. მუხლის შესაბამისად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს.
ამ კოდექსის 2.1. ,,დ" მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
2.3.4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64.1. მუხლის თანახმად, საგადასახადო მოთხოვნა არის საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ამ კოდექსით დადგენილი წესით.
სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სადავოდ გამხდარი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 08 ივნისის N1---- ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება, თბილისის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 08 დეკემბრის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N0-----; თბილისის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 11 დეკემბრის N1------ ბრძანება, თბილისის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 14 დეკემბრის N1------ „საგადასახადო მოთხოვნა“ - წარმოადგენდნენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. ,,დ" მუხლით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან უნდა შემოწმდეს ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსახილველი დავის ფარგლებში.
2.3.5. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
ამ კოდექსის 2.2. მუხლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43.4. მუხლის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51.1. მუხლის ,,დ" და ,,კ" ქვეპუნქტების შესაბამისად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში: დ) უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელთა დროულად აღრიცხვა; კ) გამოავლინონ ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადების გადახდას, და აღკვეთონ საგადასახადო სამართალდარღვევები, აწარმოონ საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეები და გამოიყენონ პასუხისმგებლობის ზომები ამ კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299.1. მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამ ნორმის მე-4 ნაწილით, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
ამ მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით. ამავე ნორმის მე-7 ნაწილით, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ი" ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ: ი) მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 308.1. მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, დავის განახლების მოთხოვნით დავის განმხილველი ორგანოსათვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ მომჩივანს, ხოლო მე-3 ნაწილით, მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.
საქმის მასალების მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ წინამდებარე სარჩელის სასამართლოში წარმოდგენამდე, მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ მიუმართავს სარჩელით და არ მოუთხოვია - ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა და მტკიცებულებათა გამო საქმის განხილვის განახლების სამართლებრივი საფუძვლით, თბილისის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 08 დეკემბრის N0----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, თბილისის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 11 დეკემბრის N1------ ბრძანების და თბილისის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 14 დეკემბრის N1------ საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა.
საქმის მასალების მიხედვით, სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა (საქმე N3/1------) შპს ,,კ------ს" სარჩელი, მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ. სარჩელის მოთხოვნა: 1) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 7 ოქტომბრის N4---- ბრძანება; 2) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 13 მარტის N6-------- გადაწყვეტილება (საცივარი N6--------); 3) დადგინდეს, რომ არ წარმოშობილა შპს ,,კ-----ს" მიმართ დავალიანების დარიცხვისა და მისი გადახდის მოთხოვნის საგადასახადო-ვალდებულებითი სამართლებრივი ურთიერთობა თბილისის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 8 დეკემბრის საგადასახადო სამართალდარღვევის №0----- ოქმის, 2009 წლის 11 დეკემბრის №1------ ბრძანებისა და 2009 წლის 14 დეკემბრის №1------ „საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე; 4) არარა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებად იქნეს აღიარებული თბილისის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 8 დეკემბრის საგადასახადო სამართალდარღვევის №0----- ოქმის, 2009 წლის 11 დეკემბრის №1------ ბრძანებისა და 2009 წლის 14 დეკემბრის №1------ „საგადასახადო მოთხოვნა. ამავე საქმეზე (საქმე N3/1------).
სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად: 1) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 7 ოქტომბრის N4---- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 13 მარტის N6-------- გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს შპს „კ-----ს“ 2013 წლის 02 ოქტომბრის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მიუთითა გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებაზე (საჩივარი N1---------), რომლითაც შპს ,,კ------ს" საჩივარი არ დაკმაყოფილდა. კერძოდ, იმ ნაწილზე, რომლითაც: ,,დავების საბჭომ" მიიჩნია, რომ ,,შპს „კ-----ს“ 06.04.2015 წლის საჩივრის განუხილველად დატოვება იმ საფუძვლით, რომ მომჩივანმა მიმართა იმავე დავის საგანზე სასამართლოს არამართლზომიერია. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის N473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 08.06.2015 წლის №1---- ბრძანება და საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.“
სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე შპს ,,კ------ს" იმავე დავის საგანზე სასამართლოსთვის არ მიუმართავს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარა მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 08.06.2015 წლის №1---- ბრძანება, შპს ,,კ------ს" საჩივრის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ი" ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვების თაობაზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით აგრეთვე დასტურდებოდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ადმინისტრაციული საქმე N3/1-------ის განხილვისას, სასამართლო დავალების (სხდომის ოქმიდან ამონაწერის) საფუძველზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2009 წლის 02 დეკემბრის №1------------- წერილი ( ს. ფ. 46-47; ტ-I), რაც გადაეცა მოსარჩელე მხარეს.
სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველოს 2009 წლის 02 დეკემბრის №1------------- წერილის საფუძვლზე შედგა თბილისის რეგიონალური ცენტრის მომსახურების სამმართველოს მონაცემთა დამუშავების განყოფილების ინსპექტორის 09.12.2009 წლის N0----------- მოხსენებითი ბარათი, თბილისის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 08 დეკემბრის N0----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, გამოიცა თბილისის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 11 დეკემბრის N1------ ბრძანება და თბილისის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 14 დეკემბრის N1------ „საგადასახადო მოთხოვნა".
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი დავის შემთხვევაში მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2009 წლის 02 დეკემბრის №1------------- წერილი, წარმოადგენს იმ ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებას, რომლის არსებობის შემთხვევაშიც დასაშვებია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება.
სასამართლომ მიუთითა გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებაზე (საჩივარი N1---------), რომლითაც შპს ,,კ------ს" საჩივარი არ დაკმაყოფილდა. კერძოდ, იმ ნაწილზე, რომლითაც ,,დავების საბჭომ" მიუთითა 2011 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 68-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ ,,მომჩივნის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომლის დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო დავის განახლების საფუძველი."
2.3.6. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (ძალადაკარგულია 2011 წლის 01 იანვრიდან დაწყებული საგადასახადო პერიოდებისათვის, საქართველოს 17.08.2010 N3591 კანონით) 123-ე მუხლით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამ კოდექსის (ძალადაკარგულია 2011 წლის 01 იანვრიდან დაწყებული საგადასახადო პერიოდებისათვის, საქართველოს 17.08.2010 N3591 კანონით) 125.1. მუხლის შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლით და წესით. ამ კოდექსის (ძალადაკარგულია 2011 წლის 01 იანვრიდან დაწყებული საგადასახადო პერიოდებისათვის, საქართველოს 17.08.2010 N3591 კანონით) 127-ე მუხლით განისაზღვრა საგადასახადო ორგანოების მიერ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების, განიხილვის და შესაბამის გადაწყვეტილებების მიღების წესი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავოდ გამხდარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (თბილისის საგადასახადო ინსპექცია) 2009 წლის 11 დეკემბრის N1------ ბრძანებაში (შპს „კ-----“-ს (ს/ნ N2--------) მიმართ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დარიცხვის შესახებ") შპს „კ------სათვის" (ს/ნ N2--------) გადასახადის დარიცხვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: 2011 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 68-ე, 132-ე, 138-ე მუხლები.
2.3.7. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (ძალადაკარგულია 2011 წლის 01 იანვრიდან დაწყებული საგადასახადო პერიოდებისათვის, საქართველოს 17.08.2010 N3591 კანონით) 68.1 მუხლის შესაბამისად, ამ კოდექსის თანახმად გადასახადის თანხების დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოში კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის კუთვნილი გადასახადის თანხის აღრიცხვას. დარიცხვა მოიცავს შესწორებით დარიცხვასა და სავარაუდო დარიცხვას. ამასთან, შესწორებითი დარიცხვის შემთხვევაში უქმდება სავარაუდო დარიცხვა. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს განახორციელოს თითოეული გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის კუთვნილი საგადასახადო ვალდებულების დარიცხვა ამ კოდექსისა და საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტების მიხედვით, შემდეგი ერთი ან ერთზე მეტი ინფორმაციის წყაროს საფუძველზე: ა) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის საგადასახადო დეკლარაციები; ბ) ამ კოდექსის 218-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაცია; გ) შემოწმების მასალები და სხვა სათანადო ინფორმაცია, რომელიც ცნობილია საგადასახადო ორგანოსათვის. ამ ნორმის მე-3 ნაწილით, თუ გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი, სხვა ვალდებული პირი არ წარმოადგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დაარიცხოს მას გადასახადი ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე და წარუდგინოს „საგადასახადო მოთხოვნა“, ამ მუხლის მე-4 ნაწილით, თუ საგადასახადო კანონმდებლობა არ მოითხოვს გადასახადის გადახდას დეკლარაციის წარდგენასთან ერთად, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც საგადასახადო ორგანო დაასკვნის, რომ ადრინდელი დარიცხვა განხორციელდა შეცდომით, საგადასახადო ორგანომ გადასახადი უნდა დაარიცხოს გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს, სხვა ვალდებულ პირს და გაუგზავნოს მას „საგადასახადო მოთხოვნა“, ხოლო მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ გადასახადის გადახდევინება დაკავშირებულია საგადასახადო დეკლარაციების შევსებასთან, გადასახადის გადახდის ვალდებულებათა ამსახველი დეკლარაციის შევსება განიხილება, როგორც: ა) ამ გადასახადის დარიცხვა; ბ) „საგადასახადო მოთხოვნა“ და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში შესასრულებული ვალდებულება.
ამ კოდექსის (ძალადაკარგულია 2011 წლის 01 იანვრიდან დაწყებული საგადასახადო პერიოდებისათვის, საქართველოს 17.08.2010 N3591 კანონით) 132.1. მუხლით, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის 50 პროცენტამდე შემცირება, – იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის 50 პროცენტით ან მეტი ოდენობით შემცირება, – იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 75 პროცენტის ოდენობით, ხოლო მე-3 ნაწილით, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის 25 000 ლარზე მეტით შემცირება განიხილება გადასახადისაგან დიდი ოდენობით თავის არიდებად და იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.
ამ კოდექსის (ძალადაკარგულია 2011 წლის 01 იანვრიდან დაწყებული საგადასახადო პერიოდებისათვის, საქართველოს 17.08.2010 N3591 კანონით) 138-ე მუხლით, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად პირის მიერ შესაბამისი საგადასახადო ანაგარიშ-ფაქტურით ან ყალბი საგადასახადო ანაგარიშ-ფაქტურით/საბაჟო დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება, – იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
ამ კოდექსის (ძალადაკარგულია 2011 წლის 01 იანვრიდან დაწყებული საგადასახადო პერიოდებისათვის, საქართველოს 17.08.2010 N3591 კანონით) 247.1. მუხლით, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, ჩასათვლელი დღგ-ის თანხა არის გადასახადის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ან/და საბაჟო დეკლარაციის მიხედვით დასაბეგრ ოპერაციებზე ან/და დასაბეგრ იმპორტზე ან/და დასაბეგრ დროებით იმპორტზე, თუ საქონელი/მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, დასაბეგრ იმპორტში ან საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისათვის.
სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება (საჩივარი N1---------) მოიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებს. კერძოდ: დავების საბჭო მიაჩნია, რომ ,,არამართლზომიერია" შპს „კ------ს“ 6.04.2015 წლის საჩივრის განუხილველად დატოვება იმ საფუძვლით, რომ მომჩივანმა მიმართა იმავე დავის საგანზე სასამართლოს და ამავდროულად, არ დააკმაყოფილა საჩივარი და შესაბამისად, უცვლელად დატოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 08 ივნისის N1---- ბრძანება (შპს „კ-----“-ს (ს/ნ 2--------) 2015 წლის 06 ივნისის საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე), რომლითაც შპს „კ-----“-ს (ს/ნ 2--------) 2015 წლის 06 ივნისის საჩივარი დარჩა განუხილველი.
საგულისხმოა, რომ ამავე გადაწყვეტილებაში, საბჭომ მიაჩნია, რომ საგამოძიებო სამსახურის 2009 წლის 2 დეკემბრის №1------------- წერილი ანუ ,,მომჩივნის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომლის დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო დავის განახლების საფუძველი." , თუმცა არსებითად განიხილა საკითხი და 2011 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 68-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიიაჩნია, რომ ,,საგამოძიებო სამსახურის ზემოაღნიშნულ წერილში მითითებული ინფორმაცია, საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებულ იქნა ცნობად, რაზეც შედგა შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმი, მომჩივანს წარედგინა გასაჩივრებული ბრძანება და „საგადასახადო მოთხოვნა“.
სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე შპს ,,კ------ს" მოსაზრება აღნიშნულთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველოს N1------------- 02.12. 2009 წლის წერილი (წერილობითი პასუხი თბილისის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 27 ნოემბრის N16------------- წერილზე, რომლითაც მოთხოვნილი იყო ინფორმაცია შპს ,,პო-----ს“ (ს/ნ 205228421) შემოწმების აქტით გამოვლენილი დამატებით დასარიცხი თანხების შესახებ) წარმოადგენს იმ ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებას და მტკიცებულებას, რომლიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომლის დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
სასამართლოს მოსაზრებით, იმ შემთხვევაში თუ მოსარჩელეს ეცოდინებოდა ის ფაქტობრივი გარემობა, რომ მის მიმართ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენისა და შესაბამისი გადასახადის დარიცხვის საფუძველს წარმოადგენდა შპს ,,პო-----ს“ (ს/ნ 205228421) შემოწმების აქტი, შესაბამისად, მას შესაძლებლობა ექნებოდა წარედგინა საგადასახადო ორგანოსათვის მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელთა შესწავლის შედეგად საგადასახადო ორგანო მიიღებდა შესაბამის გადაწყვეტილებას.
2.3.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
2.3.9. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1. მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე შპს ,,კ------ს “ სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება (საჩივარი N1---------), ასევე ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 08 ივნისის ბრძანება და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა და მტკიცებულებათა გამო საქმის განხილვის განახლების შესახებ შპს ,,კ------ს“ 2015 წლის 01 აპრილის განცხადების განხილვა, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
3. სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ შპს ,,კ-----ს“ მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომლის დროულად წარდგენა გამოიწვევდა გადამხდელისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. შესაბამისად, კანონშესაბამისია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება და არ არსებობს საგადასახადო დავის განახლების საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მოითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს ,,კ-----ს“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას.
3.2. აპელანტი - სსიპ შემოსავლების სამსახური არ იზიარებს სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ შპს ,,კ-----ს“ მიერ წარდგენილი წერილი წარმოადგენდა ახლადაღმოჩენილ გარემოებას, რომელიც გავლენას იქონიებდა საქმის შედეგზე და ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, აპელანტი - სსიპ შემოსავლების სამსახური ასევე მოითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს ,,კ-----ს“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის სრულად დასაბუთებული და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ დაუჭირა მხარი სასამართლომ მოსარჩელის პოზიციას ნაწილობრივ.
4.1. სააპელაციო სასამართლო დავის განხილვის პროცესში ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გასაჩივრებულია მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 08 ივნისის N1---- ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში, რაც დავის განხილვის ფარგლებიდან გამომდინარე ქმნის მიღებული გადაწყვეტილების მხოლოდ ამ ნაწილში შემოწმების საფუძველს.
სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით ერთის მხრივ, განუხილველი დარჩა შპს ,,კ-----ს“ განცხადება ახლადაღმოჩენილ და ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო საგადასახადო დავის განახლების შესახებ, ხოლო მეორეს მხრივ, არ დაკმაყოფილდა შპს ,,კ-----ს“ საჩივარი მისი განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ი" ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 308.1. მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, დავის განახლების მოთხოვნით დავის განმხილველი ორგანოსათვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ მომჩივანს, ხოლო მე-3 ნაწილით, მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.
საქმის მასალების მიხედვით, პალატა იზიარებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ წინამდებარე სარჩელის სასამართლოში წარმოდგენამდე, მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ მიუმართავს სარჩელით და არ მოუთხოვია - ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა და მტკიცებულებათა გამო საქმის განხილვის განახლების სამართლებრივი საფუძვლით, თბილისის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 08 დეკემბრის N0----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, თბილისის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 11 დეკემბრის N1------ ბრძანების და თბილისის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 14 დეკემბრის N1------ საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა. ამდენად, აღნიშნული მოტივით შპს ,,კ-----ს“ განცხადების განუხილველად დატოვება მოკლებული იყო ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თავად გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ შპს „კ------ს“ 06.04.2015 წლის საჩივრის განუხილველად დატოვება იმ საფუძვლით, რომ მომჩივანმა მიმართა იმავე დავის საგანზე სასამართლოს, არამართლზომიერი იყო, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად დავის განმხილველმა ორგანომ არ დააკმაყოფილა შპს ,,კ-----ს“ საჩივარი და უცვლელად დატოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 08 ივნისის N1---- ბრძანება, რომლითაც შპს „კ-----“-ს (ს/ნ 2--------) 2015 წლის 06 ივნისის საჩივარი სწორედ ხსენებული საფუძვლით იყო განუხილველად დატოვებული.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველოს N1------------- 02.12.2009 წლის წერილი (წერილობითი პასუხი თბილისის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 27 ნოემბრის N16------------- წერილზე, რომლითაც მოთხოვნილი იყო ინფორმაცია შპს ,,პო-----ს“ (ს/ნ 205228421) შემოწმების აქტით გამოვლენილი დამატებით დასარიცხი თანხების შესახებ) წარმოადგენს იმ ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებას და მტკიცებულებას, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომლის დროულად წარდგენას მომჩივნისათვის შესაძლოა გამოეწვია ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღება. იმ შემთხვევაში თუ მოსარჩელეს ეცოდინებოდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მის მიმართ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენისა და შესაბამისი გადასახადის დარიცხვის საფუძველს წარმოადგენდა შპს ,,პო-----ს“ (ს/ნ 205228421) შემოწმების აქტი, შესაბამისად, მას შესაძლებლობა ექნებოდა წარედგინა საგადასახადო ორგანოსათვის მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელთა შესწავლის შედეგად საგადასახადო ორგანო მიიღებდა შესაბამის გადაწყვეტილებას. ამასთან, პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებას წარმოადგენს ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება და არა საქმის წარმოების განახლების შედეგად ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების დავალება. ამდენად, საგადახადო ორგანო - სსიპ შემოსავლების სამსახური ვალდებულებია შპს ,,კ-----ს“ 2015 წლის 01 აპრილის განცხადების არსებითად განხილვის შედეგად მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 08 ივნისის N1---- ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე
მოსამართლეები ნინო ქადაგიძე
შორენა ყაველაშვილი