გადაწყვეტილება №103649/1/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№103649/1/2026
28 ოქტომბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ ------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 24.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №103649/1/2026).
დავის საგანი:
საგადასახადო დავის განახლება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების გამო.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2024 წლის №041-74 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 454 050,35 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 244 613
დღგ - 167 800
მოგების გადასახადი - 74 016
საშემოსავლო გადასახადი - 2 797
ჯარიმა - 118 772
საურავი - 90 665,35
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამეურნეო საქონლით ვაჭრობა ------. გადამხდელს უფიქსირდება, როგორც ადგილობრივი შეძენები, ისე იმპორტი --დან და -----დან.
აუდიტის დეპარტამენტის 12.09.2024 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 6.01.2021 წლიდან 1.04.2024 წლამდე, ხოლო სმფ-ების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 16.04.2024 წლის ჩათვლით პერიოდები. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
16.04.2024 წელს გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სმფ-ის ინვენტარიზაცია. ფაქტობრივმა ნაშთმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 931 411 ლარი, ხოლო თვითღირებულებამ 762 121 ლარი. ინვენტარიზაციის საშუალო ფასნამატმა შეადგინა 22%. გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარადგინა პროგრამა ორისი, რომელიც არ იძლეოდა დაბეგვრის ობიექტის დადგენის შესაძლებლობას. კერძოდ, პროგრამაში არ იყო შეყვანილი საქონლის დასახელებები და რაოდენობები. დაფიქსირებული იყო მხოლოდ შეძენისა და რეალიზაციის თანხები. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დოკუმენტური ფასნამატის დადგენის მიზნით, გადამხდელის მიერ განხორციელდა დოკუმენტური რეალიზაციებისა და შეძენების დაკავშირება. შედეგად, სმფ-ების 7 ჯგუფზე დადგინდა დოკუმენტური ფასნამატები, რომლითაც განისაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. კერძოდ, თითოეული საქონლის ღირებულება დაუკავშირდა იმავე საქონლის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასს (საშუალო შეწონილს) და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გაანგარიშდა ფასნამატი.
აღნიშნულის გათვალისწინებით დადგინდა საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა გადამხდელის მიერ გაანგარიშებული დოკუმენტური ფასნამატი. დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
საანგარიშო პერიოდის საბაჟო დეკლარაციების, არარეზიდენტი მომწოდებლისგან საქონლის შეძენის ინვოისების, საბანკო ანგარიშების ამონაწერების და ბუღალტრული პროგრამის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არარეზიდენტ მომწოდებელზე ზედმეტად გადახდილი აქვს სულ 631 350 ლარი, მ.შ. „----“-სთვის 554 539 ლარი და „------“-სთვის 76 810 ლარი. შემოწმების შემდგომ პერიოდში კომპანიას არ უფიქსირდება საქონლის შეძენა, ასევე, არ დასტურდება, რომ აღნიშნული თანხები წარმოადგენს ავანსს. ასევე, არ ფიქსირდება აღნიშნული თანხის უკან დაბრუნება.
არარეზიდენტ მომწოდებლებზე ზედმეტად გადახდილი თანხები დაკვალიფიცირდა უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, სესხად დაკვალიფიცირებული თანხიდან, წლიური საბაზრო პროცენტის მიხედვით, დაანგარიშდა საპროცენტო სარგებელი, რომელიც დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 17.09.2024 წლის №041-47 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 1.11.2024 წლის №23322 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 28.11.2024 წლის №24236/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 1.11.2024 წლის №23322 ბრძანება;
- არარეზიდენტ მომწოდებლებზე ავანსად გადარიცხული თანხის უპროცენტო სესხად განხილვის ნაწილში, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 28.11.2024 წლის №24236/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2024 წლის დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული მოგების გადასახადი შემცირდა 92 052 ლარით (გადასახადი 61 364 ლარით, ხოლო ჯარიმა 30 688 ლარით).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2024 წლის №041-74 კორექტირებული საგადასახდო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 30.01.2025 წლის №93585/1/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მომჩივანმა 24.07.2026 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარმოადგინა საჩივარი და ითხოვს საგადასახადო დავის განახლებას ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების გამო.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით შემცირდა მხოლოდ იმპორტის დეკლარაციის მიხედვით შესამცირებელი თანხა, თუმცა, საერთოდ არ იქნა გათვალისწინებული მომწოდებლის მიერ გამოგზავნილ ინვოისში დაფიქსირებული საქონლის ღირებულების თანხა.
დღეის მდგომარეობით უკვე განხორციელდა საქონლის იმპორტი და აქვს საბაჟო იმპორტის დეკლარაცია. ასევე, აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილი იქნა მომწოდებლის მიერ გამოგზავნილი ინვოისი, რომლის მიხედვითაც ირკვეოდა, რომ ---ში მიმდინარეობდა გამოსაგზავნი საქონლის შეგროვება, შეფუთვა და დატვირთვა. თუმცა, აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღნიშნული არ იქნა გათვალისწინებული გადაანგარიშებაში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეის მდგომარეობით გამოიკვეთა ახალი გარემოებები, რაც სრულად ცვლის (აუქმებს) დარიცხვის საფუძველს. კერძოდ: 2025 წლის ივნისში და ივლისში კომპანიის მიერ განხორციელებული იქნა იმპორტი, სადაც მომწოდებელი კომპანია წარმოადგენს იმ კომპანიას რომელზეც გადარიცხული ჰქონდა თანხა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღნიშნული თანხა დაბეგრილი იქნა მოგების გადასახადით. ანალოგიური იმპორტის ოპერაცია განხორციელებული იქნა 2024 წელსაც და აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღნიშნულ ოპერაციაზე შემცირებული იქნა მოგების გადასახადი.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით დარიცხულ თანხებთან დაკავშირებით (მათ შორის შემცირების დასკვნის მიხედვით) გამოკვეთილი იქნა ახალი მნიშვნელოვანი გარემოებები (რაც 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარებით არ იყო ცნობილი აუდიტის დეპარტამენტისთვის), რაც წარმოადგენს შესაბამის საფუძველს დამატებით დარიცხული თანხის შემცირებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა სრულყოფილად აღსრულებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2024 წლის 11 დეკემბრის N24236/2/2024 გადაწყვეტილება. კერძოდ: გადაანგარიშებაში არ იქნა გათვალისწინებული 2025 წლის ივნისის და ივლისის თვეში მოწოდებული საქონლის ღირებულება და აღნიშნული თანხით არ იქნა შემცირებული მოგების გადასახადით დაბეგრილი თანხა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში. მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
მომჩივანი ახალ გარემოებად თვლის უკვე განხორციელებულ საქონლის იმპორტს და საბაჟო იმპორტის დეკლარაციას. ასევე, აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილ იქნა მომწოდებლის მიერ გამოგზავნილი ინვოისი, რომლის მიხედვითაც ირკვეოდა, რომ -----ში მიმდინარეობდა მათთვის გამოსაგზავნი საქონლის შეგროვება, შეფუთვა და დატვირთვა. თუმცა, აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღნიშნული არ იქნა გათვალისწინებული გადაანგარიშებაში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეის მდგომარეობით გამოიკვეთა ახალი გარემოებები, რაც სრულად ცვლის (აუქმებს) დარიცხვის საფუძველს. კერძოდ: 2025 წლის ივნისში და ივლისში კომპანიის მიერ განხორციელებული იქნა იმპორტი, სადაც მომწოდებელი კომპანია წარმოადგენს იმ კომპანიას რომელზეც გადარიცხული გვქონდა თანხა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღნიშნული თანხა დაბეგრილი იქნა მოგების გადასახადით. ანალოგიური იმპორტის ოპერაცია განხორციელებული იქნა 2024 წელსაც და აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღნიშნულ ოპერაციაზე შემცირებული იქნა მოგების გადასახადი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს, იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს და წარმოადგენს არგუმენტაციას გადაანგარიშების არამართლზომიერების თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში მომჩივანი ვერ მიუთითებს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებაზე, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
ამდენად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საგადასახადო დავის განახლების და საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო დავის განახლება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების გამო.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 6.01.2021 წლიდან 1.04.2024 წლამდე, ხოლო სმფ-ების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 16.04.2024 წლის ჩათვლით პერიოდები. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სმფ-ის ინვენტარიზაცია. ფაქტობრივმა ნაშთმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 931 411 ლარი, ხოლო თვითღირებულებამ 762 121 ლარი. ინვენტარიზაციის საშუალო ფასნამატმა შეადგინა 22%. გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარადგინა პროგრამა ორისი, რომელიც არ იძლეოდა დაბეგვრის ობიექტის დადგენის შესაძლებლობას. კერძოდ, პროგრამაში არ იყო შეყვანილი საქონლის დასახელებები და რაოდენობები. დაფიქსირებული იყო მხოლოდ შეძენისა და რეალიზაციის თანხები. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დოკუმენტური ფასნამატის დადგენის მიზნით, გადამხდელის მიერ განხორციელდა დოკუმენტური რეალიზაციებისა და შეძენების დაკავშირება. შედეგად, სმფ-ების 7 ჯგუფზე დადგინდა დოკუმენტური ფასნამატები, რომლითაც განისაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. კერძოდ, თითოეული საქონლის ღირებულება დაუკავშირდა იმავე საქონლის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასს (საშუალო შეწონილს) და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გაანგარიშდა ფასნამატი.აღნიშნულის გათვალისწინებით დადგინდა საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა გადამხდელის მიერ გაანგარიშებული დოკუმენტური ფასნამატი. დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
ამასთან,საანგარიშო პერიოდის საბაჟო დეკლარაციების, არარეზიდენტი მომწოდებლისგან საქონლის შეძენის ინვოისების, საბანკო ანგარიშების ამონაწერების და ბუღალტრული პროგრამის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არარეზიდენტ მომწოდებელზე ზედმეტად გადახდილი აქვს სულ 631 350 ლარი. შემოწმების შემდგომ პერიოდში კომპანიას არ უფიქსირდება საქონლის შეძენა, ასევე, არ დასტურდება, რომ აღნიშნული თანხები წარმოადგენს ავანსს. ასევე, არ ფიქსირდება აღნიშნული თანხის უკან დაბრუნება.არარეზიდენტ მომწოდებლებზე ზედმეტად გადახდილი თანხები დაკვალიფიცირდა უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, სესხად დაკვალიფიცირებული თანხიდან, წლიური საბაზრო პროცენტის მიხედვით, დაანგარიშდა საპროცენტო სარგებელი, რომელიც დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №041-47 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. რომლის №23322 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს №24236/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ,კერძოდ არარეზიდენტ მომწოდებლებზე ავანსად გადარიცხული თანხის უპროცენტო სესხად განხილვის ნაწილში, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები,ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
საბჭოს №24236/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული მოგების გადასახადი შემცირდა 92 052 ლარით . აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №041-74 კორექტირებული საგადასახდო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს №93585/1/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.მომჩივანმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარმოადგინა საჩივარი და ითხოვს საგადასახადო დავის განახლებას ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების გამო.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საგადასახადო დავის განახლების და საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299(7); 308(1.3);