გადაწყვეტილება №27729/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 07.08.2026
№ დოკუმენტი 27729/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№27729/2/2026

07 აგვისტო 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „-------“ (პას.: „-------“)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,31.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „-------“ -ის 3.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27729/2/2026).

 

დავის საგანი:

საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 13.02.2026 წლის №EL307901 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 11.03.2026 წლის №5322 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 10 423.5 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის მიმართ საბაჟო დეპარტამენტის მიერ 13.02.2026 წელს შედგენილი №EL307901 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 10 423.5 ლარის ოდენობით. აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 11.03.2026 წლის №5322 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა (შემდგომ − დავა) განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისთვის დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, მე-10 და მე-11 ნაწილების თანახმად:

6. წერილობითი დოკუმენტი ფიზიკური პირისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა ადრესატს პირადად.

10.დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. თუ გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირია, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება შესაძლებელია, თუკი შესრულებულია შემდეგი პირობები:

ა) პირს ორჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;

ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ადრესატი დოკუმენტს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.

11.დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

მომჩივანმა 17.06.2026 წელს საჩივრით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს (საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 3.07.2026 წელს), საჩივარი შედგენილია არა ქართულ ენაზე, ხელმოწერილია, ახლავს დანართები (მათ შორის საბაჟო დეპარტამენტის 13.02.2026 წლის №EL307901 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და შემოსავლების სამსახურის 11.03.2026 წლის №5322 ბრძანება) და საკონტაქტო ინფორმაცია მითითებულია მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მისამართი (არ არის მითითებული ტელეფონის ნომერი და მისამართი). მომჩივანს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნა შეტყობინება საკონტაქტო ინფორმაციის მოწოდების თაობაზე, რაც არ წარმოუდგენია.

ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ სადავოა საჩივრისთვის დართული შემოსავლების სამსახურის 11.03.2026 წლის №5322 ბრძანება.

შემოსავლების სამსახურის 9.07.2026 წლის №"------" წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მომჩივანს არ გააჩნია გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი, ამასთან, უცნობია მისი ადგილსამყოფელი, საქართველოში არ გააჩნია მისამართი/იურიდიული მისამართი და ვერ მოხერხდა მისთვის დოკუმენტის გაგზავნა/წარდგენა. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის, ასევე „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-14 და 151 მუხლებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განხორციელდა 11.03.2026 წლის №5322 ბრძანების საჯაროდ გავრცელება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) 26.03.2026 წელს. ჩაბარებულად ჩაითვალა 15.04.2026 წელს.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის 8.07.2026 წლის №„-------“ წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, შემოსავლების სამსახურის 11.03.2026 წლის №5322 ბრძანება მომჩივანს ჩაბარდა პირადად 17.06.2026 წელს.

აღნიშნულიდან გამომდინარე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივანს არ გააჩნია გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი, ამასთან, უცნობია მისი ადგილსამყოფელი, საქართველოში არ გააჩნია მისამართი/იურიდიული მისამართი და ვერ მოხერხდა მისთვის დოკუმენტის გაგზავნა/წარდგენა, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ დაცულია დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებისათვის საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილით დადგენილი წინაპირობები და შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციული აქტები მომჩივანს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით (საჯაროდ გავრცელებით), 15.04.2026 წელს.

ამგვარად, სადავო აქტების გასაჩივრების ვადა უნდა აითვალოს საჯაროდ გავრცელებული დოკუმენტების ჩაბარებულად ჩათვლის დღიდან (15.04.2026 წელი). შესაბამისად, სადავო აქტების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 5.05.2026 წელი. საჩივარი წარმოდგენილია 3.07.2026 წელს (საბაჟო დეპარტამენტში წარდგენილია 17.06.2026 წელს) გასაჩივრების 30 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

მომჩივანთან დაკავშირება, სადავო აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით, ვერ მოხერხდა (როგორც ზემოთ აღინიშნა, საჩივარში არ არის მითითებული საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და მისამართი).

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 10 423.5 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

301(ე).