მუხლი 83. საბაჟო ფორმალობების განხორციელების დრო და ადგილი
თავი XIII — საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევა
1. საბაჟო ორგანომ საქონლის გაფორმების ადგილების, საბაჟო გამშვები პუნქტებისა და საბაჟო ორგანოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული საბაჟო ფორმალობების განხორციელების ადგილების სამუშაო საათები ისე უნდა დაადგინოს, რომ საბაჟო პროცედურისა და საბაჟო პროცედურაში მოქცეული საქონლის გადაზიდვის სახეობის გათვალისწინებით არ შეფერხდეს ან არ დაირღვეს საერთაშორისო გადაზიდვის ნაკადი.
2. საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო ფორმალობების განხორციელების დრო და ადგილი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანები
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (28.06.2019).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(9)
საქმე №ბს-17-16(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.06.2010
…მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოქმედების ჩადენა, მით უფრო განმეორებით. მოსარჩელის მოსაზრებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ ¹10/1189 09.02.09წ. გადაწყვეტილებაში არასწორად გამოიყენა საბაჟო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ვინაიდან დასახელებული მუხლი ზოგადი შინაარსის მატარებელ მავალდებულებელ ნორმას წარმოადგენს, საბაჟო კოდექსის 239-ე მუხლის…
…_ 11,10 ლარი, სულ 237 194, 24 ლარის ოდენობით. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს “...ის” საქართველოს წარმომადგენლობის საქონელი და საბანკო ანგარიშები დაყადაღებული იყო საქონლის საბაჟო გაფორმებასა და დეკლარირებას საბაჟო კოდექსის 83-ე, 84-ე, 85-ე, 86-ე და 87-ე მუხლებით დადგენილი წესით გადამხდელი ვერ განახორციელებდა. შპს-ს მიერ საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული პროცედურები განხორციელდა საბაჟო…
…ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე, რასაც არ დაეთანხმა შპს “...” და საბაჟო ორგანოდან უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებებით საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას, აგრეთვე საბაჟო რეჟიმის შეცვლისას,…
…76-ე მუხლის თანახმად, საბაჟო გაფორმება იყო გარკვეული საბაჟო პროცედურების ჩატარება საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების შესაბამის საბაჟო რეჟიმში მოქცევისა და ამ რეჟიმის დამთავრების მიზნით, ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად. ხსენებული კოდექსის 83-ე მუხლის მიხედვით, საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებებით საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები…
…თაობაზე, რომ სადგურ,,ა.-ში” და საბაჟო გამშვებ პუნქტ,,...-ში’’ შესულ ვაგონებზე ლუქები დარღვეული იყო იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც აღნიშნული ვაგონები სატრანსპორტო საშუალების მფლობელის _ შპს,,ს.-ის’’ კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 83-ე მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით სასამართლომ აღნიშნა, რომ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებებს წარმოადგენს შტამპები, ბეჭდები და ნიშანდების…
…განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. საქართველოს საბაჟო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილა, რომ საბაჟო ორგანომ საქონლის გაფორმების ადგილების, საბაჟო გამშვები პუნქტებისა და საბაჟო ორგანოს…