1. საბაჟო ორგანოებმა, დეკლარაციის წარმდგენი პირის მიერ განაცხადით მიმართვისთანავე, ბათილად უნდა სცნონ საბაჟო დეკლარაცია რომელიმე შემდეგ შემთხვევაში:
(a) როცა მათ არაფერი აქვთ საწინააღმდეგო იმისა, რომ საქონელი დაუყოვნებლივ მოექცეს სასაქონლო ოპერაციაში;
(b) როცა მათ არაფერი აქვთ საწინააღმდეგო იმისა, რომ, განსაკუთრებული გარემოებების გამო საქონლის მოქცევა სასაქონლო ოპერაციაში, რომლისთვისაც მოხდა მისი დეკლარირება, აღარ არის გამართლებული.
თუმცა, თუ საბაჟო ორგანოები აცნობებენ დეკლარაციის წარმდგენ პირს თავიანთი განზრახვის შესახებ შეამოწმონ საქონელი, საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობის განაცხადი არ უნდა იქნეს მიღებული საქონლის შემოწმებამდე.
2. არ უნდა მოხდეს საბაჟო დეკლარაცის ბათილად ცნობა საქონლის გაშვების შემდეგ, თუ სხვაგვარად არ არის გათვალისწინებულ