1. საბაჟო დეკლარაცია, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე თავით განსაზღვრულ პირობებს, მიღებულ უნდა იქნეს დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოების მიერ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი, რომელსაც ის ეხება, საბაჟოში იქნა წარდგენილი.
2. საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო დეკლარაციის მიღების თარიღი, თუ სხვაგვარად არ განისაზღვრა, უნდა იყოს იმ საბაჟო პროცედურების მარეგულირებელი დებულებების გამოყენების თარიღი, რომლისთვისაც ხდება საქონლის დეკლარირება, და ასევე ექსპორტთან და იმპორტთან დაკავშირებული ყველანაირი ფორმალობის თარიღ