1. 166-ე მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული დეკლარაციის ან 182-ე მუხლით გათვალისწინებული დეკლარაციის წარმდგენი პირის დოკუმენტებში ჩანაწრის გაკეთების შემთხვევაში, დეკლარაციის წარმდგენმა პირმა უნდა წარმოადგინოს დამატებითი დეკლარაცია, რომელშიც შესული იქნება შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის მონაცემები კომპეტენტურ საბაჟო პუნქტში კონკრეტულ ვადებში.
166-ე მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული დეკლარაციის შემთხვევაში, აუცილებელი თანმხლები დოკუმენტები უნდა იყოს დეკლარაციის წარმდგენი პირის მფლობელობაში და საბაჟო ორგანოების განკარგულებაში კონკრეტულ ვადებში.
დამატებითი დეკლარაცია შეიძლება იყოს ზოგადი, პერიოდული ან განმეორებითი სახის.
2. დამატებითი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება იხსნება შემდეგ შემთხვევებში:
(a) როცა საქონელი გადის საბაჟო დასაწყობების პროცედურას;
(b) სხვა კონკრეტულ შემთხვევებში.
3. საბაჟო ორგანოებმა შეიძლება გააუქმონ დამატებითი დეკლარაციის წარდგენის მოთხოვნა შემდეგი გარემოებების არსებობის შემთხვევაში:
(a) გამარტივებული დეკლარაცია ეხება საქონელს, რომლის ღირებულება და რაოდენობა სტატისტიკურ ზღვარზე ნაკლებია;
(b) გამარტივებული დეკლარაცია უკვე შეიცავს ყველა, შესაბამისი სასაქონლო ოპერაციისთვის საჭირო ინფორმაციას; და
(c) გამარტივებული დეკლარაცია არ კეთდება დეკლარაციის წარმდგენი პირის დოკუმენტებში აღრიცხვით.
4. 166-ე მუხლში მითითებული გამარტივებული დეკლარაცია ან 182-ე მუხლში მითითებული ჩანაწერი დეკლარაციის წარმდგენი პირის დოკუმენტებში და დამატებითი დეკლარაცია უნდა ითვლებოდეს ერთიან, განუყოფელ სამართლებრივ ინსტრუმენტად, შესაბამისად იმ თარიღისთვის, როცა გამარტივებული დეკლარაცია მიიღება 172-ე მუხლის თანახმად, და იმ თარიღისთვის, როცა საქონელი აღირიცხება დეკლარაციის წარმდგენი პირის დოკუმენტებში.
5. ადგილი, სადაც დამატებითი დეკლარაცია უნდა იქნეს წარდგენილი, 87-ე მუხლის მიზნებისთვის ითვლება ადგილად, სადაც საბაჟო დეკლარაცია იქნა წარდგენილ